ჩემი სამოთხე (თავი 5)
დავინახე თუ არა ალექსანდრე და დამიანე შევეცადე არ შემემჩნია,თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა.გავიგონე გოგონების აციმციმებული თვალები და ვუსმენდი მათ დიალოგს,ასე აღფრთოვანებით,რომ საუბრობდნენ ალექსანდრესა და დამიანეზე.მობეზრებულად გადავატრიალე თავი და უკმაყოფილო სახით წავედი ელენესკენ,რომელიც მეორე სართულზე იყო და ბედნიერებას ასხივებდა: -რა იყო,რა სახე გაქვს? -არ გამოპარვია ჩემი სახე ელენეს. -არაფერი,უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება.დაბლა წამომყევი გთხოვ რა.-ვუთხარი და საწყალი თვალებით ავხედე არ მინდოდა რამე შეემჩნია თორე მთელ სიურპრიზს ჩავუშლიდი ალექსს,თანაც ტყუილი არც ისე კარგად გამომდის. -კი ბატონო,წამოდი ჩავცუნცულდეთ!-მხიარულად მითხრა და პირველ სართულზე ჩავედით.ჩასვლა და ელენეს კივილი ერთი იყო,ისეთო გახარებული იყო არ იცოდა რა ექნა,რა ეთქვა,ამიტომ ალბათ პირველი რისი გაკეთებაც მოიფიქრა,ბიჭისკენ გაექანადა ჩაწხუტა,სულის შეკვრამდე ჩაეხუტა.ეს ხომ სიტყვებზე მეტი იყო.ალექსანდრემ წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული გადასცა და აციმციმებული თვალებით დაუწყო ყურება: -ელე,სიურპრიზიი!-გახარებულმა და კმაყოფილმა უთხრა და ყურებამდე გაღიმებული გოგონას პასუხს ელოდა -ალექს,როგორ გამახარე,არ მიველოდი,მართლა ძალიან გამიხარდა.-აჟიტირებული და გაოცებული აცეცებდა თვალებს და ახლაღა შეამჩნია ალექსის გვერდით მდგომი დამიანე კმაყოფილი და უცნაური მზერით,რომ იყურებოდა. -დამიანე როგორ ხარ?-შეეგება გოგონა და ჩემსკენ გამოიხედა.მე მის გვერდით ჩუმად ვიდექი და მხოლოდ ახლა გადავწყვიტე ხმის ამოღება: -გამარჯობა!-ზრდილობის გამო მივესალმე ბიჭებს და იატაკს მივაშტერდი -როდესაც განარჯობას ამბობ ადამიანს უნდა შეხედო რომ მიხვდეს ვისი მისამართით არის მისალმება,რიმ მისგან პასუხი მიიღო.-ნიშნის მოგებით უთხრა დამიანემ და თაიასკენ გაიხედა.თაიამ ამოიხედა და ჯიქურ შეხედა ბიჭს თვალებში: -ამას იმიტომ მეუბნები,რომ გუშინდელის შემდეგ ფიქრობ შენი მისამართით არ იყო ნათქვამუ და ამის გადამოწმება გინდოდა ,რათა თავი უხერხულად არ გეგრძნო.მართალია შენ მისალმების ღირსი არ ხარ,მე მხოლოდ ალექსანდრეს მივესალმე.-დამიანემ შეამჩნია გოგონას გაბრაზება ჯერაც არ გადაევლო და ეს რაღაცნაიტად სიამოვნება კიდეც.კმატოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და უპასუხა: -ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო შენი მისალმება მაშინ მაგის დამსახურება არ გამიჭირდებოდა!-ცინიზმით უპასუხა და თაიას დააკვირდა.გოგონას სახეს ფერის ეცვალა,ერთიანად წამოწითლდა და რაღაცის თქმა დააპირა ალექსანდრე,რომ ჩაერთო მათ დიალოგში: -გამარჯობა თაია,როგორ ხარ?-შეეცადა სიტუაციის განმუხტვას და მეგობარს თვალები დაუქაჩა -მადლობთ კარგად,შენ როგორ ხარ ალექს?-მიუხედავად ყველაფრისა ჯერ ბოლომდე მაინც ვერ მიეჩვია ალექსანდრეს -რავი ამის ხელში როგორ ვიქნები?-გაიცინა და თავით დამიანისკენ ანიშნა.გოგონებმაც გაუღიმეს და სასტუმროში შესვლა შესთავაზეს -შემოდით კარებთან ვდგავართ!-გაეცინა ელენეს და თაიას შეხედა.გოგონას ისე აღიზიანებდა დამიანეს მზერა რომ წასვლა მოუნდა: -ელე მე წავედი საქმეები მაქვს. -კარგი მიდი,ამათ მე მივხედავ-გაიღიმა და ბიჭებს მიუბრუნდა: -აბა დღეს ხო იცი,სადაც მივდივართ?-შეახსენა ალექსმა გოგონას -კი,მაგას რა დამავიწყებს!-თქვა ელენემ და სახე გაუბრწყინდა -ხო იცი თაიაც მოდის!-დაუმატა გოგონამ -რა თქმა უნდა,დამიანეც მოდის!-გაიღიმა და ელენეს მიანათა თავისი ლურჯი თვალები -ძალიან კარგი,ჩვენ 10-ზე ვამთავრებთ. -კარგი,გამოგივლით მაშინ,საღამომდე-გოგონასკენ გაიწია და ნაზად ეამბორა ლოყაზე,ელენეს ისე ესიამოვნა მისგან ეს ჟესტი,რომ სათქმელს ძლივს მოუყარა თავი,სწრაფად წარმოიდგინა,როცა სხვაგან აკოცებდა რა დაემართებოდა.გაიღიმა და ალექსს დაემშვიდობა: -კარგი საღამომდე ბიჭებმა სასტუმრო დატოვეს თუ არა ელენე გახარებყლი გავარდა მეგობართან თავისი თაიგულით ხელში და სიხარულისგან დაფრინავდა.მიხვდა ფრენისთვის სულაც არ ყოფილა საჭირო ფრთები,მის გარეშეც შესაძლოა იფრინოს ადამიანმა.ოთახში შევიდა და თაიაც დაინახა: -კუუს! შენ ხარ ჩეემი მზეე-სიტყვები გაწელა და ლოყაზე აკოცა მეგობარს.თაიას გაეცინა მეგობრის საქციელზე: -შენი მზე ,როგორც ჩანს უკვე წავიდა-ღიმილით უპასუხა თაიამ.. -ხო წავიდა,მაგრამ სამუშაო დღეს რომ დავამთავრებთ სასეირნოდ წავალთ მე ,ალექსი,შენ და დამიანე. თაიას დამიანეს ხსენებაზე ისევ სიბრაზემ დაუარა და მუსი ცინიკური სახე გაახსენდა: -როგორ მინდა მაგ ბიჭს ეგ ცინიკური სახე ჩამოვუღო-რატომღაც ყოველთვის ასეთი აგრესიული ხდებოდა მისი სახელის გაგონებაზე,არდა ასეთი სულაც არ არის,პირიქით ძალიან წყნარი და მორცხვია თაია -კარგი რა ნუ აყვები,ეგეთი ბიჭია ეგ-მეგობრის დაწყნარება სცადა და გაუღიმა.თაიამაც აღარ გაუგრძელა დამიანეზე საუბარი და ორივე საქმეს დაუბრუნდა. ერთი სული ჰქონდა ელენეს როდის მოვიდოდა 10 საათი და როდის ნახავდა ,,თავის პრინცს“.გამუდმებით საათს უყურებდა და მეგობარს ეწუწუნებოდა.როგორც იქნა დაადგა საშველი და მათი სამუშაო დღეც დამთავრდა.თაია უყურებდა ეჟიტირებულ მეგობარს და მის საქციელზე ეღიმებოდა.მასთან ერთად წასვლის სურვილი არ ჰქონდა,თუმცა იცოდა ამით ძალიან აწყენინებდა მეგობარს და გაჩუმება არჩია. სასტუმროს კართან ელოდებოდნენ ბიჭები გოგონებს და ისინიც მალე გამოჩნდნენ: -ჩვენც მოვედით!-მხიარულად შესძახა ელენემ.თაიას კი მხოლოდ თავი ჩაეხარა და საერთოდაც არ სურდა მათთან ერთად,უფრო კი დამიანესთან ერთად სადმე წასვლა. -აბა მზად ხართ ღამის თბილისისსს დასალაშქრად?-ღიმილით თქვა და სამივეს ცალ-ცალკე შეხედა. -რა თქმა უნდა,სულმოუთქმენლად ველოდები-პასუხი არ დააყოვნა ელენემ და მეგობარს შეხედა.თაიამაც იგრძნო,რომ მის პასუხს ელოდნენ და ხმაც ამოიღო: -კი წავიდეთ. აღფრთოვანებული ათვალიერებდა ელენე თბილისს და ბედნიერებით სახე უბრწყინავდა,თაია კი წყნარად,ნელი ნაბიჯით მიდიოდა და ფიქრობდა,უკვირდა აქამდე როგორ ვერ დაათვალიერა ღამის თბილისი.ისევ ადამიანებს ათვალიერებდა და ფიქრობდა რატომ ცდილობდნენ ადამიანები საკუთარი თავის შეცვლას,რატომ დადიოდნენ ნიღაბ აფარებულნი,რატომ მალავდნენ საკუთარ თავებს?ფიქრებში გართულმა მხარზე თითების შეხევა იგრძნო,თვალები თიტებისკენ გაექცა,შეხედა და დააკვირდა გრძელ თითებს,შემდეგ კი მაღლა აიხედა და ერთი თავით მაღალ დამიანეს შეეჩეხა. -რაზე ფიქრობ?-დამიანემ თბილი თვალებით შეხედა გოგონას.თაია გაკვირვებული უმზერდა ბიჭს და ასეთი დამიანეს დანახვამ დააბნია კიდეც გოგონა. -არა..არაფერზე!-დაბნეული იყო თაია და უნდოდა სხეულში ის გრძნობა გაექრო ასეთი დამიანეს დანახვის დროს რომ გაუჩნდა -არც ისეYი გულქვა ვარ შენ რომ გგონია!-ღიმილით უთხრა ბიჭმა.უნდოდა გოგონასთან საუბარი,უნდოდა მეტი გაეგო,პირველად მოუნდა ვინმესთან გულის გადაშლა. -არ მგონიხარ გულქვა!-თაია ისევ დააბნია ბიჭის ასეთმა გულწრფელობამ.მოუნდა მასთან საუბარი,ასეთ დამიანესთან საუბარი მოუნდა. -დამიანე!-თბილი ხმით უთხრა თაიამ.ასე სახელით პირველად მიმართა ბიჭს.დამიანემ თავისი მწვანე თვალები მიანათა და გოგონას ააეთი თბილი ხმით წარმოთქმული სახელი თითქოს დაიმახსოვრა,მისი ასეთი ხმა თითქოს მიისაკუთრა კიდეც. -გისმენ,თაია!-საოცრად თბილი და ხავერდოვამი ხმით უპასუხა ბიჭმა -მომიყევი შენზე!-გაიღიმა და ცოტა უხერხულობაც იგრძნო. -ჩემზე?ჩემზე გაინტერესებს რამე?-ცოტა უხეშად გამოუვიდა,მიხვდა თაიას სახეს რომ შეხედა.გოგონა აღელდა.-კარგი მოგიყვები!-შედარებით თბილად უპასუხა სიტუაცია რომ გამოესწორებინა. -მე დამიანე გასვიანი ვარ,24 წლის,მომავალი ბიზნესმენი კაცი ვარ-მხიარულად უპასუხა და გაიჯგიმა.თაია გაოცებული უყურებდა სხვანაირ დამიანეს და ეღიმებოდა.მოსწონდა კიდეც ასეთი დამიანე. -შენზე?შენზე რას მეტყვი?-ინტერესიანი თვალებით შეხედა ბიჭმა. -ჩემზე?-დაიბნა თაია,არ ელოდა ბიჭიც თუ დაინტერესდებოდა მისით. -მე თაია ახვლედიანი ვარ,20 წლის-გაიუღიმა დ ბიჭს თვალებში შეხედა,თითქოს მიახვედრა მეტს ვერაფერს მოგიყვები ჩემზეო.დამიანემაც გაუღიმა და გზა გააგრძელეს. თითქმის ყველაფერი დაათვალიერეს,კუს ტბაზე იყვნენ,ლისზე,აეროპორტშიც კი.თვითმფრინავის სანახავად.ელენემ აიჩემა ახლოდან მინდა ვნახოო.თაიას გაეცინა მეგობრის ბავშვურობაზე,თუმცა არც თვითონ ენახა.ბოლოს მთაინდაზე ავიდნენ,ღამის თბილისის ხედით ტკბობა გადაწყვიტეს.მანქანაზე მიყრდნობილები უცქერდნენ თბილისს,მშობლიურ ქალაქს,რომელიც სხვანაირი ჩანდა,უფრო წყნარი და მშვიდი.ალექსანდრეს ელენე ყავდა მიხუტებული და ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე ერთმანეთს თბილად უღიმოდნენ.თაიას მათი ბედნიერება ახარებდა და იღიმოდა.ისევ თავის ფიქრებში იყო გართული ხელის შეხება რომ იგრძნო მხარზე.ზურგს უკან ნაბიჯების ხმაც კი გაიგო,მაგრამ არ მიტრიალდა.ხელის შეხებამ სხეულში თითქოს ელექტრომუხტები გაუშვა და თაიამაც სიამვნებისაგან თვალები მინაბა: -არ გცივა?-თბილი და მზრუნველი ხმით ჰკითხა დამიანემ.თაიას კიდევ ეუცხოვა მისი ხმა,ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია ასეთ დამიანეს. -არა,არ მცივა!-თვალები ერთმანეთს დააშორა და დამიანესკენ მიტრიალდა.ბიჭი უყურებდა მის ნაკვთებს,თითქოს მის დამახსოვრებას ცდილობსო,მისი თვალები,რაღაც წმინდა და სუფთა რომ იყო.სწორედ,ეს თვალები აოცებდა დამიანეს ყველაზე მეტად.გოგონამ ბიჭის დაჟინებული მზერა იგრძნო,გაწითლდა და თავი ჩახარა.დამიანეს გაეღიმა გოგონას საქციელზე -წამოდი,ალექსთან მივიდეთ. -ხო წავიდეთ!-მიჰყვა ბიჭს თაია ისე,რომ მისთვის არ შეუხედავს.დამიანეს მოსწონდა მისი სიმორცხვე და ამსთან ერთად მისი მტკიცე ხასიათი გაცნობის დღიდან რომ დაანახა ბიჭს.სვანი უყურებდა გოგონას და გრძნობდა თაია,გოგონა კაფიდან,გოგონა რომელსაც მხოლოდ 2 დღეა იცნობდა,მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა,მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა.ახლა არ იყო მზად.ახლა მისთვის ეს ზედმეტი იქნებოდა.დამიანემ კიდევ ერთხელ ათვალიერა გოგონა და ფიქრები უკუაგდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.