შეხვედრა (4)
- ბატონო ზაზა! - ხელებგაშლილი შედის დიმა ოთახში და დიდი სითბოთი ეხვევა ხანშიშესულ მამაკაცს. - აბა დიმა! რა ხდება მომახსენე - იცით, ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ საჭირო არ არის ჩივილი! - რას ამბობ? ჩვენ ხომ შევთანხმდით? - არვიცი, არ მინდა ამის გაკეთება! - შენ არ იძახდი დამიშავაო, მომატყუაო? - ვიძახდი.. მაგრამ შეიძლება ვცდები, გარემოება ისეთი იყო რომ ნორმალურად ვერაფერს ვარკვევდით, მეგობრები, ნათესავები, ოჯახი ყველა ერთად გვავიწროებდა და ვერც ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ძალიან რთული და ჩახლართული სიტუაცია იყო! - ვერ ვხვდები, რა მოხდა თქვენს შორის ასეთი? - შუბლი ეჭმუხნება ზაზას და დაჟინებული მზერით ითხოვს დიმასგან პასუხს. - მოგიყვებით! - გისმენ - ჩვენ.. მოკლედ, მე და ემილის თავდავიწყებით გვიყვარდა ერთმანეთი, სიცოცხლეს მივცემდი ნებისმიერს მის გამო, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. ადრე ზედმეტად ცუდი ბიჭი ვიყავი, რადგან ძალიან პატარა ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა, მამა მთელი დღე მუშაობდა იმისთვის რომ ლუკმა-პურის ფული მოეტანა, რაღაც მაინც გაეკეთებინა რომ მშიერი არ ვყოფილიყავი. მშვიდად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა მარტო ემილი გამიშვია მარშუტკით, აბა ტაქსის საშუალება მაშინ არც მქონდა და მე ფეხით წავსულვარ სახლში მარჯანიშვილიდან, რუსთაველიდან, თავისუფლებიდან.. უბრალოდ არ იყო და რაც არ იყო იმას ვერ გავაკეთებდი, თანაც ემილის არაფერს არ ვაგრძნობინებდი, თუმცა მივხვდი რომ ნელნელა “დაამუღამა” უხეშად რომ ვთქვათ რასაც ვაკეთებდი, ჯერ დაჟინებული მთხოვდა რომ მასთან ერთად წავსულიყავი და პროტესტს აცხადებდა, მაგრამ არაფერმა რომ არ გაჭრა შემდეგ.. - თვალები დახუჭა და მწარედ ჩაეღიმა - ჩემს ჯიბეში შეუმჩნევლად იმატა ხურდებმა, შემთხვევით ჩავყავი სიცივისგან გათოშილი თითები და ხურდები რომ აღმოვაჩინე თვალები შუბლზე ამივიდა, ახლაც არ დამავიწყდება ის ემოცია, იმდენად მციოდა რომ ეგრევე მარშუტკა გავაჩერე და არც კი მიფიქრია ვისგან იყო ისინი, ისე წავედი სახლში.. - ვერ წარმოვიდგენდი - შეწუხებული ხმით წარმოთქვამს თვალებცრემლიანმა ზაზამ და მტკივნეულად გაუღიმა. - ჰო, ვერც მე, მერე ნელნელა მივხვდი რასაც აკეთებდა და ვეჩხუბე, ახლაც მახსოვს როგორ ტიროდა, მახსოვს მისი თითოეული სიტყვა “რა მნიშვნელობა აქვს დიმა? შენ რომ რამე დაგემართოს მერე მე რა მეშველება? ფეხით როდემდე უნდა იარო, გთხოვ, უბრალოდ მიიღე ის რასაც ვაკეთებ ჩუმად არაფერი მითხრა მე ეს მაბედნიერებს”. დიდი პროტესტის შემდეგ, არანაირმა მუდარამ, ჩხუბმა, დაშორებამ არ გაჭრა მასთან, მაინც ჯიუტად აკეთებდა თავისას და უფლებას არ მაძლევდა რომ ეს სრულიად უაზრობა მომეშალა, არ მინდოდა ერთი თეთრი მაინც დაეხარჯა ჩემგამო.. თუმცა ამაოდ. ასე ვცხოვრობდით წლები, ნელნელა ჩემი მდგომარეობა გამოუმჯობესდა, უნივერსიტეტში მესამე კურსზე რომ გადავედი მუშაობა დავიწყე და მცირე შემოსავალი გამიჩნდა, დიდი მონდომებით მალევე დამაწინაურეს და კარგი ანაზღაურებაც დამინიშნეს. ნელნელა წინ მივიწევდი, ემილის საერთოდ ავუკრძალე იმის გაკეთება რასაც აკეთებდა, თვითონაც მშვიდად იყო რადგან უკვე ფული მქონდა. მერე.. ყველაფერი იმით დაიწყო რომ კატო გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, სრული ქაოსი შემოიტანა, ემილი ხშირად მიბრაზდებოდა მის გამო, ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ მისი გადამეტებული ყურადღება გულს უკლავდა, მეც გოგო იყო და ხელი როგორ მეკრა, როგორ მომეშორებინა არც კი ვიცოდი, ვაგრძნობინებდი მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს ვერაფერს ვერ ხვდებოდა. - თუ შენი მხრიდან იყო დაშორების გამომწვევი მიზეზი.. შენ რატომ ხარ გაბრაზებული ვერ ვხვდები - დაბნეულობა აღებეჭდა სახეზე - ჩვენ ნათესავები აღმოვჩნდით… - თავჩახრილმა ძლივს ამოილუღლუღა - ეს როგორ? - აღშფოთება ვერ დამალა ზაზამ და ფეხზე წამოიჭრა - ჩვენი დიდი ბაბუები ნათესავები იყვნენო, სისხლითო, არ დავიჯერეთ, გამოკვლევები ჩავიტარეთ და პასუხი დადებითი მოვიდა! - ეს რანაირად.. როგორ… იქნებ! - არანაირი იქნებ არ ყოფილა ბატონო ზაზა, ჩემთან კატო მოვიდა იმავე საღამოს და მითხრა რომ ემილიმ ყველაფერი იცოდა სანამ ერთად ვიქნებოდით… - შეუძლებელია, ასე როგორ მოიქცეოდა? ან რაში სჭირდებოდა? - არ ვიცი, მაშინ ამ ყველაფრისგან გამწარებულმა ფეხი დავკარი და საფრანგეთში გავიქეცი, იქ სწავლის გაგრძელების მიზნით ყველა და ყველაფერი დავივიწყე. აქ არავინ გამაჩერებდა, მისი ოჯახის ახლობლები მე მადანაშაულებდნენ, ჩემები კატოს. ამიტომ სრულიად მოვწყდი აქაურობას და წლები არ გამომიხედია ჩემი ქვეყნისკენ. - საშინელებაა! ვიღაცამ ძალიან ადვილად ითამაშა თქვენი ცხოვრებით. - ყველაზე დიდი პრობლემა იმაში იყო ბატონო ზაზა, რომ ჩვენ არ ვიყავით მდიდარი ოჯახიდან, ამიტომ შესაბამისი საშუალებაც არ გვქონდა რომ ყველაფერი ზუსტად გამოგვეკვლია.. - რატომ გადაიფიქრე შურისძიება მაინც ვერ ვხვდები.. - მის სახეზე და თვალებში არეკლილი ტკივილი რომ დავინახე, მივხვდი რომ თვითონაც არაფერი იცოდა და ისევე მოატყუეს როგორც მე რომ ვითომ ყველაფერი ვიცოდით წინასწარ, მის თვალებში იმდენი ტკივილია ჩაბუდებული და თან იმხელა შიშია, არ ვიცი რისი ეშინია, შეიძლება იმის რომ შაკოს წაართმევენ ან აღარაფერი ექნება, მაგრამ მე პირადად არ მინდა რომ ჩავძიროთ! მაპატიეთ მე ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებ და გამოგიტყდებით, აუცილებლობის შემთხვევაში მის მხარეს გადავალ! - გაგიჟდება კაცი, ნათესავია და მაინც ასე საშინლად გიყვართ! ვერ წარმოვიდგენ რომ უფალმა ასე გაწირა თქვენი სიყვარული! - ან იქნებ ჩვენ თვითონ გავწირეთ? - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ამ დროს კარიც გაიხსნა და მაღალი, სიმპატიური პიროვნებაც შემოვიდა კაბინეტში ღიმილით. - ოჰ, ირაკლის გაუმარჯოს! - ღიმილით გადაეხვია ზაზა - გაუმარჯოს! აბა რა ხდება სიხარულიძის საქმეზე? როდის ვძირავთ? - აღარ ვაპირებთ ამის გაკეთება ირა, საჭირო არ არის! - რატომ? - იმიტომ, ძალიან გთხოვ ზედმეტ ახსნა-განმარტებას ნუ მომთხოვ, უბრალოდ გადავიფიქრეთ! - როგორც გინდათ - უკმაყოფილოდ იღიმის ირაკლი და თმებს ნერვიულად ისწორებს - წავედი მაშინ მე! - დროებით! *** - გამარჯობა - ზღურბლზე დიმიტრი იდგა და ქერათმიან, ცისფერთვალება გოგოს მთელი გულით უღიმოდა - როგორ ხარ? - დიმიი, როდის ჩამოხვედი? - ყელზე მოხვია გოგომ ხელები მთელი ძალით და თვალები აუცრემლიანდა - რამდენი ხანია, უბრალოდ ემილის ჩაძირვით ვიყავი დაკავებული - ჩაძირვით? რატომ? - ხმა აუთრთოლდა საგრძნობლად - რისთვის? - იმისთვის რაც გააკეთა, მან ყველაფერი იცოდა, მომატყუა! - დაიღრინა დიმამ - დიმიი.. - კატო გთხოვ! - მუდარა გაურია ხმაში - კარგი ჰო! - ხელები დანებების ნიშნად აწია გოგომ - მოდი ვილაპარაკოთ! იქვე დივანზე ჩამოჯდნენ და გულიანად იხსენებდნენ ძველ ამბებს ერთ წუთს ჩხუბობდნენ მეორე წუთს იცინოდნენ იქამდე სანამ კარზე გაავებული კაკუნი არ გაისმა. - ვინ არის ნეტა? - მოიცა ვნახავ - ფრთხილად გაიხედა კატომ და თვალები გაუფართოვდა ემილი როგორც კი დაინახა. - ვინ არის? - ინტერესიანი მზერა შეავლო - ემილი - ძლივს ამოიხავლა და კარებს ზურგით მიეყრდნო, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ზუსტად ამ მომენტს ელოდებოდა. - მე წავალ, უკანა კარიდან გავალ თორემ რაიმეს იეჭვებს - სწრაფად წამოხტა ფეხზე და მეორე ოთახში გასასვლელ კარებს ამოეფარა. - დიმა.. - გეყოფა! გააღე კარები - დაბალ ხმაზე დაუღრინა და კარებზე ანიშნა თვალებით. - კარგი ჰო - ღრმად ამოისუნთქა და კარები კი არ გამოაღო გამოგლიჯა - ემილი - მხიარულად შესძახა მაგრამ როგორც კი მის აალებულ თვალებს წააწყდა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გვერდზე გადგა რომ სახლში შემოეშვა. - მარტო ხარ? - მკაცრი, შეუვალი ხმით წარმოთქვა და იქაურობას თვალი მოავლო - ჰო.. მარტო ვარ! - ყოყმანით უპასუხა და კარები მიკეტა კატომ. - ძალიან კარგი! - რა მოხდა? აქ რატომ მოხვედი? - ძლივს დასვა სასურველი შეკითხვა კატომ. - შენი აზრით? - ჩანთა იქვე ჩამოდო და კარადას მიუახლოვდა - შენი აზრი მითხარი, რატომ შეიძლება აქ მოვსულიყავი? რა მიზეზით? - მე არ ვიცი.. - დარწმუნებული ხარ რომ არ იცი? - ერთ-ერთი საკმაოდ დიდი სუვენირი ხელში აიღო, ჯერ კარგად შეათამაშა გრძელ, ნატიფ თითებში, შემდეგ ხელი შეუშვა და ნამხვრევებად აქცია. - ემილი! - ჰა? - ცივი მზერა შეანათა და მეორე სუვენირსაც დაწვდა - გეყოფა.. - რა მეყოფა? - ჩემი ნივთების განადგურება - შენ თუ ჩემი ცხოვრება გაანადგურე, მე რატომ არ მაქვს უფლება შენი სახლი დავლეწო? - მეორე სუვენირიც მთელი ძალით დაახეთქა იატაკს და წინას ბედი გაუზიარა. - მე არ.. - აპ,აპ! - თითის აწევით შეაჩერა - შენ არ - არა! - ძალიან ახლოს მივიდა მასთან და თვალებში ჩახედა - შენი ბრალია ყველაფერი, ეგ ხომ იცი? თუ შემდეგ ნივთებსაც დავუყვე? საკმაოდ ბევრია! - ემილი არ გინდა ძალიან გთხოვ - ცრემლები ჩაუდგა თვალებში - მე რომ გთხოვე? შენ რა გააკეთე? - მე სიმართლე ვთქვი! - სიმართლე? რომელი სიმართლე? აბა კიდევ ერთხელ გამაგონე მიდი - საიდან გაიგე? - ხავილისმაგვარი აღმოხდა გოგოს და იქვე სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა სახეწაშლილმა. - შენს წინ მაშინ ვინც იდგა იმაში ხომ არ გეშლები? - ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი მაღლა ააწევინა - იმ ემილიში ხომ არ გეშლები აქ რომ გემუდარებოდა? რომ გეხვეწებოდა, არ მომატყუო სიმართლე თქვი კატუსიო? - ჩაიცინა და ოდნავ ხელისკვრით უშვა ხელი - რა გეგონა კატო? რა? თქვი რის მიღწევას ცდილობდი ამით? - ემილი.. - ემილი, ემილი იმეორე ახლა ჩემი სახელი გაფუჭებული მაგნიტოფონივით, მეტი რა შეგიძლია, მაშინაც ეგრე არ იყავი შენ? გამწარებული გაიძახდი, “ნათესავები ხართო” ორივესთან, ეგ არ იკმარე, ორივეს რომ გული მოგვიკალი ოჯახებშიც მიხვედი და ყველას მოსდე სიმართლე.. - იმიტომ რომ ერთმანეთს ვერ ელეოდით - ფეხზე წამოხტა კატო და გათამამებულმა გაუსწორა მზერა - ვერ ველეოდით, იმიტომ რომ გვიყვარდა! - ინცესტი? - ირონიულად ჩაიცინა - ინცესტი მოგწონდა? - არამგონია ადამიანებს შორის, რომლებიც ნათესავები არ არიან სისხლით, ურთიერთობას ინცესტი ეწოდებოდეს! - რა.. თქვი? - ენა დაება კატოს - ვერ გაიგე? გაგიმეორო? - შენ.. რა… - ვიცი რომ ნათესავები არ ვართ მე და დიმა - საიდან? - თავიდან ჩავიტარე ტესტი.. - შეუძლებელია, დიმა ამაზე არ გამოგყვებოდა შენ, მითუმეტეს ისე რომ ჩემზე არ ეთქვა - მერე ვინ გითხრა რომ დიმამ იცის? - აბა საიდან? - ო, დეტალებს ნუ მომაყოლინებ, ახლა იცი აქ ასე მშვიდად ჯდომა რა ნერვების ფასად მიჯდება? ჩემი ქვეცნობიერი ყველაზე იოლს რასაც გიკეთებს თმებს გაპუტავს, ღერა-ღერა, ყველაზე უარესს კი გსერავს და ზემოდან მარილს გაყრის - ემილი, რაღაცას მატყუებ! - იღრინება გოგო და ზემოდან დაჰყურებს გაავებული - წყობიდან ნუ გამომიყვან! - გამოდი მერე, რას უცდი ერთი? შენი ვის ეშინია? - არ გეშინია არა? - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, ფეხზე დგება და სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება, მთელი ძალით უჭერს კისერზე ხელს და კედელზე ახეთქებს - შენ არ გეშინია ჩემი არა? ვინ ხარ? რა ხარ? რას წარმოადგენ საერთოდ, არაფერს, ისევ ისეთი ცარიელი წერტილი ხარ, როგორიც მანამდე იყავი! უნამუსო, გარყვნილი და მოღალატე ხარ, ადამიანი, რომელმაც მეგობრების ბედნიერება ნახევარ მილიონზე გაყიდა, ყველაზე საინტერესო ის არის ვინც გადაგიხადა! საცოდავი პიროვნება, რომელიც მთელი ცხოვრება მამამისის ზურგს იყო ამოფარებული და ამავდროულად დიმას ცოლობაზე ჰქონდა პრეტენზია, საცოდავი, რომლის მამასაც დღეს არაფერი გააჩნია, როგორ იმართლა ჩემს წინ თავი? მოიცა გავიხსენებ, დაიცა - ხელი შეუშვა და დინჯი ნაბიჯებით დაიწყო ოთახში მიმოსვლა - ა ხო, ეს როგორ დამავიწყდა, “ჩემი შვილისთვის ყველაფრისთვის მზად ვარო”, იცი მე რა ვკითხე მერე? ახლა აქვე რომ მოგკლა, ან უარესი გიქნა - გაწამო რას იზამ მეთქი, ყველაზე საინტერესო მისი პასუხი იყო, უფრო სწორედ.. საქციელი - ირონიულად ჩაიცინა ემილიმ და ერთ ადგილზე შედგა - დაიხედე, აი ამ ფეხებთან დაეცა იმ წამსვე და ხვეწნა დამიწყო, ოღონდ ნუ მომკლავ და სიმართლეს გეტყვიო - კატო საგრძნობლად აკანკალდა, ყოველი ემილის მოძრაობა აშინებდა გოგოს, ხვდებოდა რომ ახლა იმ დონეზე იყო გამწარებული არ დაინდობდა არანაირად, კედელთან იყო ატუზული და დამფრთხალი თვალებით იყურებოდა - იცი შენ მე რა გადავიტანე? იმ დღეს, ახლაც მახსოვს, რომ მოეთრიე და დამირეკე ჩამოდიო, შენი სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურებში “დიმასთან ვიყავი ახლახანს, ვუთხარი სიმართლე, ვერც შენ ვერ დაგიმალავ ხომ იცი როგორ მიყვარხარ, საშინელი ამბავი გავიგე, რა ვქნა.. ჯობია ჩემგან იცოდეთ, ნათესავები ხართ”-ო. შენ გახსოვს? გახსოვს მეთქი? - მხრებში ჩააფრინდა და მთელი ძალით შეანჯღრია, შეშინებულ კატოს თვალებიდან ცრემლები წასკდა - რა გატირებს? მე რომ ვტიროდი მაშინ რატომ გარბოდი შენი ნახევარი მილიონით? - ემილი მეე.. - ბოლომდე მომისმინე! იმ დღეს ყველაფერი რომ ამიხსენი, თუ როგორ იყვნენ ნათესავები ჩვენი დიდი ბაბუები, რეალურად მხოლოდ მეზობლები ყოფილან! რადგან სოფელში ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ და ძალიან ახლო ურთიერთობა იყო მათ შორის ამბობდნენ რომ ძმები-ნათესავები ვართო ყველგან, მაგრამ ეს არ ითვალისწინებდა სისხლით ნათესაობას, სასაცილოა არა? ალბათ რომ ცოდნოდათ რა შედეგი მოყვებოდა მათ სიტყვებს, აღარასდროს არ გაიმეორებდნენ მაგ სიტყვებს. თუმცა იმ კაცს, რომელმაც ფული გადაგიხადა, კარგად მოეხსენებოდა რა როგორ იყო, ჩემდა სამწუხაროდ, ისიც ჩვენი სოფლიდან ყოფილა, ტესტი სანამ ჩავიტარეთ იქაურ სოფელში გავიკითხეთ და აღმოჩნდა რომ ყველა როგორც ნათესავებს ისე იცნობდა მათ, ჩვენ ბავშვებმა რა ვიცოდით? უფროსებმა რომ ვერაფერი გაარკვიეს დნმ-ის ტესტით გადაწყვიტეს რომ გაერკვიათ, აი მაქ კი ძალიან მწარედ გააყალბეთ პასუხები!- მწარედ ჩაეღიმა და ერთ წერტილს გაუშტერა მზერა - ისიც ჩვენი მეზობელი იყო და კარგად იცნობდა ორივეს. როდესაც მისმა ძვირფასმა შვილმა მოახსენა ჩვენი გვარები, ჯერ ცდილობდა სხვა გზით დავეშორებინეთ, მაგრამ ვერაფერი აღმოგვიჩინა, ბოლოს ეს გზა გამოიყენა ჩვენს დასაშორებლად. ნუთუ ამად გიღირდა ყველაფერი არც კი მჯერა, როგორ გააკეთე ეს? - მე ფული მჭირდებოდა! - რისთვის? ოჯახი შენ არ გყავს შვილი შენ არ გყავს, არავინ არ გყავს, იდეალური სამსახური გქონდა, ოფისის მენეჯერი იყავი, საკუთარი ბინა დაგიტოვეს, რისთვის გჭირდებოდა ფული გამაგებინე! - მოთმინება ამოწურულმა მთელი ხმით დაიქუხა და აწითლებული მზერა გაუსწორა - თქვი! მიდი რატომ არ იღებ ხმას? - მე.. - თქვი! - რომ უკეთესად მეცხოვრა - და შენ ამას უკეთეს ცხოვრებას ეძახი? შენ იცი მე.. მე… - თვალები აუცრემლიანდა და თავი ჩახარა - რომ გავიგე რომ ორსულად დავრჩი დიმასგან რა გადავიტანე? - ძლივს გასაგონად, გატეხილი ხმით ამოიჩურჩულა და კბილები გააღრჭიალა - შაკო, შაკო.. - ამოიხავლა კატომ - შაკო დიმას შვილია? - აბა ვისი იქნებოდა? შენი აზრით რატომ ვიცავდი ასე კბილებით ჩემს პირად ცხოვრებას? რატომ ვცდილობდი ვერავის შემოეღწია მასში? - ემილი - ისევ ჩემს სახელს იმეორებ არა? - რაც ხელში მოხვდა ყველაფერი ძირს გადმოყარა - ისევ ამ სახელს იძახი ისე როგორც 3 წლის უკან! - მე არვიცი.. - არაფერი არ იცი, შენ გამოგიყენეს, შენ ერთი მონა იყავი რომელმაც ფულის გამო ყველაფერი გაყიდა, შენ ჩემს შვილს უნგრევდი ცხოვრებას, შენ იცი როდესაც გაიგებდნენ როგორი ურთიერთობიდან ჩაისახა, რომ ინცესტის ნაწილი იყო ეს ბავშვი, მას რას უზამდნენ? იცი რა დღეში ჩამიგდებდნენ შაკოს? - უკვე კივილზე იყო გადასული ემილი და ცდილობდა კიდევ რაიმე მოეძებნა ისეთი რისი დამტვრევაც შეიძლებოდა - შენ ისე იცავდი - რას ვიცავდი რას? რამდენჯერ ვიყავი ზღვარზე გაგიგია მაინც? რამდენი ჟურნალისტის დადუმება მომიწია, მუქარით თუ ფულით, იცი მაინც? იცი როგორ ველოდებოდი მის დაბადებას, მეგონა რომ ნორმალური არ იქნებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიმეტებდი მოსაკლავად ჩვენს ნაწილს, იცი რა ბედნიერი ვიყავი ჯანმრთელი რომ დაიბადა? რომ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა? არ იცი, არაფერიც არ იცი! მთელმა ოჯახმა ზურგი მაქცია ბებიას გარდა, მამიდაჩემმა მომიძულა იმიტომ რომ ეს ბავშვი არ მოვიშორე, მაგრამ სუსტი რომ ვყოფილიყავი მომეშორებინა? მომეკლა ჩემი ნაწილი? იცი ახლა რას გიზამდი შენ? - გაავებულმა მისკენ გაიწია მაგრამ კატომ მოასწრო და გვერდზე გახტა, მეორე ოთახში გაიქცა და კარები ჩაკეტა - ემილი გთხოვ დაწყნარდი - არა გეკითხები, შაკო რომ მომეკლა, სად წამიხვიდოდი მერე? თქვი, სად წახვიდოდი! - ემილი, მე ხომ არ ვიცოდი არაფერი - არ იცოდა გოგომ არაფერი არ იცოდა! - ამოიხრიალა და იქვე ჩაიკეცა ძალაგამოცლილი - გთხოვ დამშვიდდი - დავმშვიდდე კი არა, გეფიცები ყველაფერი ახლა იწყება იცოდე, დამაცადეთ! დიმა როგორ ცდილობს ჩემს ჩაძირვას? შენც ურევიხარ არა ამ ყველაფერში? ცდილობს ჩემს პატარას წაართვას ყველაფერი, მაგრამ გეფიცები, კარგად ვიცი რასაც ვაკეთებ დაიმახსოვრე წარმოდგენაც არ აქვს ვისთან აქვს საქმე, კბილებით დავიცავ ჩემს შვილს და ვერ ეღირსება ჩემგან ვერაფერს, კიდე მე დავუშავე? კიდე მე? - იღრიალა, კარები გამოგლიჯა და მთელი ძალით გაიჯახუნა. *** არც კი ახსოვს როგორ მივიდა სახლში, ემოციებისგან დაცლილმა კარები ზანტად შეაღო, ყველაფერი იქვე დაყარა და მისაღებისკენ გაემართა. შაკომ დედის დანახვაზე შეკივლა მხიარულად და ფეხებზე შემოეხვია - დედიტო მოშულაა - გაუცინა და ხელები მაღლა აწია, მიანიშნა ხელში ამიყვანეო, ემილი იქვე ტახტში ჩაესვენა, პატარა მუხლებზე დაისვა და მთელი ძალით ჩაიკრა ბედნიერმა გულში - შენ რომ არ მყავდე დე რა მეშველებოდა? როგორი ცარიელი ვიქნებოდი - ლოყები დაუკოცნა პატარას - რატომ არ გძინავს? - ველ დავიძინე, ცემმა ძიძამ ზგაპალითაც ველ დამაძინა, დე იჩი დგეს ბაგსი ელთი გოგო გავიჩანი, ლამაზი მცანეთალება გოგოა და სულ იგიმის - მერე დე? - გამხიარულდა პატარას მონაყოლით - მოგეწონა? - ეგ ლა ალის? - როდესაც სხვებისგან გამოარჩევ - ცხვირზე დაკრა თითი თვალებგაფართოებულ პატარას - იც სქვანაილია, მაგათ ალ გავშ, კელაზე ლამაზია - მის მწვანე თვალებს ისე ლამაზად აფახულებს რომ ემილის მისი ჩაკოცვნის სურვილი უჩნდება, მაგრამ გაბმული ზარი აიძულებს რომ ნეტარებიდან გამოერკვეს, ბავშვს ძირს სვამს და ნელი ნაბიჯებით მიიწევს შემოსასვლელი კარებისკენ. უკითხავად აღებს კარს და თვალები უფართოვდება - დიმა? - შეიძლება შემოვიდე? - მხიარულად ეუბნება და რამდენიმე ნაბიჯს დგამს, გაოცებულ მზერას აყოლებს ოთახში შესულ მამაკაცს. - პატარა კაცი, როგორ ხარ შაკოო? - ხელში იყვანს, ლოყებზე კოცნის და რამდენჯერმე მაღლა აგდებს, ბავშვი კისკისებს და ცდილობს ხელები ძლიერად მოჰხვიოს კისერზე. - რა მოხდა დიმა? - არაფერი, შაკო მომენატრა და მის სანახავად მოვედი - კარგი - უხერხულად იღიმის და სამზარეულოსკენ ნელა მიიწევს - დალევ რამეს? - წვენი გაქვს რაიმე? - კი, მე ვასლის წვენი მიკალს ძალიან და სულ იმას მკიდულობს - მხიარულად იძახის ბავშვი და ემილი ადგილზე შრება - რა დამთხვევაა შაკუნა, მეც ვაშლის წვენი მიყვარს სიგიჟემდე, წამო ერთად დავლიოთ - ცხვირზე კრავს თითს და სამზარეულოსკენ მიიწევენ ისინიც. შემაღლებულ სკამზე ჯერ პატარას სვამს, შემდეგ გვერდით უჯდება და ბარის სტოიკაზე გამალებით აკაკუნებს თითებს. ემილი უემოციო სახით უდგამს ორივეს ვაშლის წვენს და თვითონ ცხელ ჩაის ჭიქას აჭდობს ნერვიულობისგან გაყინულ თითებს. - შეიძლება ხვალ შაკო გავასეირნო პარკში? - მოულოდნელი კითხვისგან თვალები უწვრილდება ემილის, შემდეგ მსუბუქად ახველებს და ცდილობს გაუღიმოს. - არამგონია ამის აუცილებლობა იყოს დიმა - მშვიდად სვამს ჩაის და მზერას არ არიდებს მამა-შვილს. - ძალიან მინდა, გამოუშვი რა ემილი - საწყალ თვალებს რთავს საუბარში, იმ წამს ნამდვილად ეღიმება ემილის, რადგან ძველი დრო ახსენდება, როდესაც დაჟინებული თხოვნის და უარის მიღების შემთხვევაში, ამ ხერხს იყენებდა დიმა რომ დაერწმუნებინა ან დაეთანხმებინა, თანაც არაერთხელ გადაუჭრია ამით მნიშვნელოვანი საკითხები. - ნუ მიჟუჟუნებ თვალს, აღარ ჭრის ეგ! - ენას უყოფს - როგორ თუ არ ჭრის არ გადამრიო - იცხადებს და ლოყაზე ხელს ირტყამს დამწუხრების ნიშნად - მომიკვტეს თავი! - ასე ლილი ბებიას მახსენებ დიმა, კარგი რა - ბოლოს ხმაზე კისკისებს - აუ, ლილი ბებო არ გამახსენო რა, გადავრიეთ ქალი - ძველი დროის გახსენებაზე თვალები უბრწყინდება დიმას - არ თქვა, ლილი კი არა მე კინაღამ გამაგიჟეთ, კარგი რა! - ხელს იქნევ და კიდევ ერთხელ მიაქვს ტუჩებთან ჩაი - ვაიმე არ დამავიწყდება ლილის გაოცებული სახე ყველამ ერთად რომ გამოვეცხადეთ სოფელში - როგორ არის? - სევდიანი ხმით ეკითხება - ჩვენი დაშორება ძალიან მაგრად განიცადა - აუცილებლად ჩავაკითხავ მერე და შაკოს ჩავუყვან - იღიმის და პატარას უმზერს რომელიც სწრაფად სვამს მის საყვარელ წვენს. - გამოუშვი ხვალ რა - კარგი - ჰაერის ნაკადს მთელი ძალით უშვებს ფილტვებიდან და ოხვრასაც აყოლებს - მართლა? ძალიან გამიხარდა, პატარა კაცი, ხვალ ხო წამოხვალ ჩემთან ერთად? - ბავშვისკენ ბრუნდება ნახევარი ტანით თან იმედიანი თვალებით შეცქერის - ალა! - რატომ? - მე პატალა კაცი კი ალა დიდი კაცი ვალ! - იჯგიმება სკამზე და დაბღვერილი უყურებს დიმას. - მაპატიეთ დიდო კაცო, თუ შეგიძლიათ - ღიმილით ადევნებს ბავშვის მოძრაობებს თვალებს - მაპატიეთ? - ქვალ გამოიალე და გეტკი პასუხს - ცხვირს იბზუებს, სკამიდან ხტება და გარბის თავისი ოთახისკენ. - ძალიან საყვარელია! - გეთანხმები შემდეგ დუმილი უხეშად იჭრება ოთახში და იქაურობას მთლიანად ისაკუთრებს. ვერცერთი ვერ ბედავს ხმის ამოღებას, რამდენჯერმე ერთმანეთის მზერას აწყდებიან და უხერხული ღიმილით ცდილობენ დაძაბულობის გაფანტვას. - წავალ მე - ფეხზე დგება და უცნაურად იღიმის - გაგაცილებ - სწრაფად დგება ფეხზე და ღიმილით მიყვება უკან. როგორც კი ზურგს უკან კეტავს დიდ რკინის კარებს, ეგრევე ემოციებით დატვირთული ზურგით ეყრდნობა და სიცივე სასიამოვნოდ უვლის სხეულში ეღიმება მაგრამ თვითონაც არ იცის რატომ, რაღაც სიამოვნებს, თუმცა ეს ამოუხსნელი გრძნობა, რომელიც მთელი ძალით აწვება სხეულს არ აძლევს მოდუნების საშუალებას, უჩვეულოდ, ენერგიით დატვირთული მიფრინავს თავისი ოთახისკენ გაღიმებული და მოწყვეტით ეშვება საწოლზე. *** ყველაფერი ძალიან მარტივი იქნებოდა მათ ცხოვრებაში “კეთილმოსურნეები” რომ არ გამოჩენილიყვნენ, იდეალურად მიდიოდა ყოველი წამი, წუთი, საათი.. ერთმანეთის სიყვარულში და ბედნიერებაში გადიოდა დღეები… მთელი დილაა უაზროდ დაბორიალობს სახლში, ხან რა გააკეთა, ხან რა, დღეს სამსახურში არ მიდის დილით კი დიმამ გამოიარა და შაკო სასეირნოდ წაიყვანა. თვითონაც არ იცის, რატომ ანდო ასე უპრობლემოდ, უსიტყვოდ, ალბათ იმიტომ რომ მთელი ის პერიოდი თვალდახუჭული ენდობოდა და თანაც.. ყოველთვის უნდოდა მათ შორის მამაშვილური თუ არა, მეგობრული ურთიერთობა მაინც ჩამოყალიბებულიყო. უსაქმურობით დაღლილმა თავის საყვარელ ვერანდას მიადგა და იქვე სკამზე ჩამოჯდა, ფეხები გემრიელად მოათავსა მოაჯირზე, თვალები დახუჭა და იმ მოგონებებში გადაეშვა, რომლებიც ერთ დროს საშინლად უყვარდა, ახლა კი მხოლოდ საზიზღარ ტკივილს აყენებდა. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გაირკვა, მაინც ვერ პატიობდა ამ ყველაფერს ემილი. არც კი იცოდა როგორ უნდა გაეგრძელებინა დღეის იქეთ ურთიერთობა, საერთოდ ცხოვრება. - ემილი - მხიარულად შესძახა დიმამ და უკან აედევნა - რა გინდა? - წარბები შეკრა უცებ და ტუჩები გაბუსხა - გაბრაზებული ხარ ჩემზე? - კატოს მოკითხე! - ენა გამოუყო და გზა გააგრძელა - კარგი რა კატო, არ გადამრიო! - ჰო, აბა რა - მოიცა მოიცა, ხედავ? - მისკენ შეაბრუნა და ძლივს შეკავებული სიცილით ჩახედა დიმამ თვალებში - რას? - ეჭვიანობისგან კვამლი აგდის! აი ნახე - ხელით მის თავზე მიანიშნა და უფრო გააბრაზა გოგო - იდიოტო! - კარგი რა, ემილი! - ცხვირზე დაკრა თითი და ხელი გადაჰხვია - არ გელაპარაკები მეთქი! - მიყვარხარ - უეცრად წარმოთქვა ეს სიტყვები და მთელი ძალით ჩაიკრა გულში გაოგნებული ემილი. - რა თქვი? - ცრემლებით აევსო თვალები - ო, ისე ეჭვიანობდი, კარგი რა! მინდოდა სხვანაირად მეთქვა, მაგრამ აცლი ადამიანს რამეს საერთოდ? - მე რავიცოდი თქმა თუ გინდოდა? - მერე მაცალე! რა კატო რის კატო ადამიანო, ძველი კლასელია უბრალოდ - იმ დღეს რა იყო ერთი რომ დაგინახა და შემოგაფრინდა? - შემომაფრინდა, აჭარბებ! - თავი გადააქნია დიმამ - არ ვაჭარბებ, ლოყები რომ დაგიკოცნა ეტყობა არ ეყო, მერე კისერზე მოგხვია ეგ ხელები დიდი სამბით! არც შეიმჩნია იქ რომ ვიდექი! - ჩემი ეჭვიანი - გაეღიმა დიმას ემილის ბავშვობაზე და ლოყები დაუკოცნა - აი ვერ გიბრაზდები! - ხოდა ცუდად ვისარგებლებ მაგით აი ნახავ! - წამოდი, წამოდი ავიდეთ ვაჩესთან თორემ აუცილებლად გაგვიბრაზდება, ერთიც მეყოფი გაბრაზებული რა! - ჩაიცინა და გზას ფეხით დაუყვნენ ხელიხელგადახვეულებმა. *** ვაჩესთან საღამო როგორც ყოველთვის მხიარული და განსაკუთრებული აღმოჩნდა, საკმაოდ დალიეს და უკვე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა სახლში წასვლა გადაწყვიტეს. ერთმანეთს ეკიდებოდნენ და ისე ჩამოდიოდნენ კიბეებზე - აუ დიმ! - ამოიფრუტუნა ემილიმ და უფრო ძლიერად მოეჭიდა მკლავზე - ჰოუ - არ მთავრდება ეს კიბეები? - სასაცილოდ დაიჭყანა - არ ვიცი, შენთან ერთად ვარ მეც! - აუუ, მიდი შენ ჩადი და ნახე რა - მეზარება, უშენოდ არ მინდა! - აბა მე მკითხე თუ არ მეზარება ამ დაუსრულებელ კიბეებზე სიარული! - წარბები შეკრა უცებ და ხელი შეუშვა, მაგრამ წაბორძიკდა და ისევ მხარზე ჩამოეკიდა - დიმუუ! - ჩუ! - ნუ მაჩუმებ! - გაგაჩუმებ თუ კიდევ ასე ილაპარაკებ, მოიცადე და აი ნახე რამდენიმე საფეხური დარჩა სულ! - დიმ, ახლა გამოვიხურეთ ვაჩეს სახლის კარები და ასე უცებ როგორ გახდა რამდენიმე საფეხური? - მე რავიცი, მთავარია გახდა! - აუ, იცი რა? მოდი სამ დათვლაზე ვინ ჩაასწრებს - გაგიჟდი? მთვრალი ხო არ ხარ ასე რატომ ლაპარაკობ? - მთვრალი ვაარ! დამწვარი ვარ მზისაგაან! მეც ხომ ადამიანი ვარ გაჩენილი ღვთისაგაან! - გაგიჟდი ხო? ჩამოდი მოაჯირიდან არ გადაგორდე - როგორ მივხვდე გადავგორდი თუ არა? - თავბრუ დაგეხვევა - ახლაც რომ მეხვევა ესეიგი გადაგორებული ვარ? - ხო, რავიცი ვერ ვაზროვნებ ამდენს საიდან მოგდის ეს რთული კითხვები? - რავიცი მე, მისით შვება ეს რაღაც - შუბლზე მიიდო თითი და რამდენჯერმე მიიკაკუნა - გავთიშოთ - ემილის თავი ხელებში მოიქცია და კარგად შეატრიალ-შემოატრიალა - ღილაკი ვერ ვუპოვე! - რამე რომ ჩავირტყა? - მაინც რა? - არვიცი - მხრები აიჩეჩა - ქვა? - არა, ეგ მწარე იქნება - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია დიმამ - მაშინ არაფერი არ არის აქ, ხეს ვერ მოვგლიჯავ ახლა! - მოდი მოვგლიჯოთ! - აბა ხე? - სადარბაზოა ეს, აუ მომენტებში მგონია რომ მაგარი მთვრალები ვართ! - ისტერიული ხარხარი უტყდება დიმას და აქეთ-იქეთ ირწევა - ეე საქანელა! - თვალებმინაბული იღიმის ემილი - სად ხარ რა საქანელა უჩემოდ რა გინდა მანდ? ჩამოდი! - მოიცა ერთი ნუ ჩამჩხავი ყურში, აი გადაიხადე და დაჯექი შენც - ეე, მაგარია! - როგორც იქნა დამთავრდა ეს უსასრულო კიბეები, გარეთ რატომ ბნელა? - ბორძიკით ძლივს მიიწევენ წინ და თან იქაურობას ათვალიერებენ - შუქი გამორთეს ისევ? 90-იანებში ხომ არ დავბრუნდით, რა ხდება? - ძლივს ლუღლუღებს დიმა - ეტყობა ავარიაა, ხვალ გააკეთებენ იმედია! - მეც მაგის იმედზე ვარ ემიი! - აუ ახლა რა ვქნათ? - მე ვიცი! მოიცა - ხელს უშვებს და ოდნავ მოშორებით დგება - ემილი სიხარულიძე სიცოცხლეს მირჩევნიხარ, მიყვარხარ! - ბოლო ხმაზე ღრიალებს და თან ხელებს შლის - მეც მიყვარხარ! - თვალების ფახულით ეუბნება და მთელი ძალით ეკვრება გულში ემილი - წავიდეთ ახლა სახლში უნდა მიგაცილო პრინცესა! *** - მოკლედ, ერთადერთი ვარ მგონი ვინც ყოველთვის იმ დროს გისწრებს, როდესაც ასე ხარ ჩაფლული შენს ფიქრებში - დიმას ხმა აკრთობს და რეალობაში დაბრუნებას აიძულებს, ზანტად ახელს თვალებს და ძლივს შესამჩნევად იღიმის - როდის მოხვედი? - ნახევარი საათის წინ! - და რას აკეთებდი? - გულწრფელი გაკვირვება ესახება სახეზე ემილის - გიყურებდი! - ურცხვად პასუხობს და ჰორიზონტს უსწორებს მზერას. - როგორ გაერთეთ? - მის პასუხს ოსტატურად აიგნორებს და ცდილობს სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი, დიმას მსუბუქად ეცინება და უცნაური მზერით უყურებს - რა? - არაფერი, არასდროს გეხერხებოდა ეს სხვა თემაზე გადასვლა, მაგრამ კარგი! - თავს აქნევს ზედმეტად კმაყოფილი ღიმილით და ცალ ხელს გაყინულ მოაჯირს ადებს - ძალიან საყვარელია, ბევრი რამე გვაქვს საერთო - ბოლო სიტყვებს ოდნავ ხმამაღლა ეუბნება და ემილის რეაქციას აკვირდება - მაინც? - მაქსიმალურად თოკავს ემოციებს და უემოციო სახით უყურებს ჰორიზონტს. - საჭმელები, გასართობები, mcdonald - იც ჩემნაირად ჰყვარებია! - ჰო, ეტყობა შენი ის ნაწილი რომელიც ჩემში შევინახე, ორსულობის დროს მასზე გადავიდა და ხასიათში გაუჯდა - უდარდელად იჩეჩავს მხრებს. - არ ვიცოდი მსგავსი რამე შესაძლებელი თუ იყო! - შეუძლებელი არაფერია! - შაკო… - სიტყვას ტელეფონის ხმა აწყვეტინებს და სწრაფად დგება ფეხზე “- გისმენთ - დიახ რა თქმა უნდა მოვალ - ნახვამდის” - მოხდა რამე? - ღიმილით დგება ემილიც და კარებში გასვლის დროს ეკითხება უდარდელად - შეხვედრა მაქვს! - ნახვამდის, კარი იცი საითაც არის არ გაგაცილებ, კარგი? - კარგი - სწრაფად მიდის მისკენ და როგორც ადრე ისე შუბლზე კოცნის - ჭკვიანად იყავი! - გაუცნობიერებლად იმეორებს ძველი დროის ჩვევებს და სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს სახლს. ემილი გაოცებული და თვალებაფახულებული დგას შუა ოთახში და ჯერ კიდევ იმ კარს შესცქერის, რომლიდანაც რამდენიმე წუთის წინ გაუჩინარდა დიმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.