შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისური ფორსაჟი (ნაწილი III)


21-10-2016, 07:47
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 3 268

კესო ყოველთვის ღიმილით პასუხობდა ყველას. თუნდაც უხეშად მოქცეოდნენ, ყოველთვის ეხმარებოდა ვინც თხოვდა და არასოდეს ეუბნებოდა უარს. შეეძლო საერთო ენა გამოენახა ნებისმიერთან. სწორედ ამის გამო უყვარდათ ის სკოლაში მასწავლებლებს და უნივერსიტეტში ლექტორებს. მაგრამ სამწუხაროდ, ყოვლთვის ყველაფერი ისე არ არის, როგორც ადამიანს წარმოუდგენია და ბევრი ხმარობს ნიღაბს, რომელსაც ყველას წინ არ აჩენს. კესომ კი ეს არ იცოდა... სამწუხაროდ...
-უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება,- უთხრა ერთხელ ერთადერთმა მეგობარმა კახამ,- უბრალოდ დატკბი იმ სიძულვილით, რომელიც გარს გახვევია. მათ, ვინც შენზე ზურგს უკან ჭორაობს, აბსოლუტურად არ აქვთ საკუთარი ცხოვრება, სწორედ ამიტომ ირთობენ ჭორაობით თავს. შენი შურთ და ეს შური ახრჩობთ. მოექეცი ადმიანებს ისევე, როგორც შენ გექცევიან, ასე უფრო გაგიადვილდება ცხოვრება...
იმ დღის მერე, კახას სიტყვები თითქოს დაღად ესვა ტვინზე. კესოს არ უნდოდა უხეშობა, რადგან ჯერ კიდევ ცდილობდა კომპრომისების მოძებნას ისევე, როგორც ადრე, მაგრამ ყოველ წელს ეს უფრო და უფრო რთული ხდებოდა. სტუდენტები დასცინოდნენ თავიდან ზურგს უკან, მერე კი ცდილობდნენ პირშიც, მაგრამ უკვე აღარაფერი გამოსდიოდათ, რადგან კესო უფრო თამამი ხდებოდა, უფრო უხეში და პირდაპირი. გოგონა მიხვდა, რომ ამ ქვეყნად შეუძლია ენდოს მხოლოდ საკუთარ თავს და ამიტომაც არავის უშვებდა ახლოს. ერთ დღეს კი უნივერსიტეტიდან დაბრუნებული შევიდა მამის ავტო ფარეხში და ხელის კანკალით გამოაღო მანქანის კარი.
მამის დაღუპვის მერე გიოს გარეშე მანქანაში ვერ ჯდებოდა. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს სული ეხუთებოდა. მაგრამ საკუთარი თავი და შიში გადალახა, ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა და ფარეხიდან გამოიყვანა. ჯერ მხოლოდ ქუჩის ბოლომდე გავიდა, მერე კი დაახლოებით ერთი საათი ცხელი დუშის ქვეშ იდგა და ნერვების დამშვიდებას ცდილობდა.
ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ მანძილს გადიოდა. გიორგის გაკვეთილებს ტყუილად არ ჩაუვლია. 19 წლის ასაკში პირველად გავიდა ტრასაზე მამის თეთრი სუბარუთი. წამყვანიც და მონაწილეებიც დამცინავად უყურებდნენ მოზარდს, რომელიც ამაყად თავაწეული იდგა მარტო თავის მანქანასთან.
ის რბოლა მოიგო. ისევე, როგორც ყველა მომდევნო. ის დრო მისთვის მტკივნეულად გასახსენებელი იყო, მაგრამ სასარგებლო. მის თავდაჯერებულობას და სიუხეშეს შეემატა რბოლისადმი სიყვარული. გახდა ადრენალინის ნარკომანი, ხოლო რბოლა ამას სრულიად უნაზღაურებდა და აძლევდა იმ შეგრძნებებს, რაც ასე ძალიან უნდოდა. დაახლოებით 10 რბოლის მერე გოგონამ გააცნობიერა, რომ არ ეშინოდა სიკვდილის. თუკი რბოლისას მოკვდებოდა, ე.ი. ასე იქნებოდა საჭირო. მისი ტვინი თითქოს ითიშებოდა, როგორც კი საჭესთან ჯდებოდა.
2006 წლის ბოლოს ყველამ იცოდა თუ ვინ იყო კესო. ის გახდა საუკეთესო, რადგან ყოველი რბოლისას ის მზად იყო სული ეშმაკისათვის მიეცა.
-სულ გააფრინა!
-ოდესმე ფინიშამდე ვერ მიაღწევს!
-მაგარი გოგოა!
-ეშმაკი უკვე ელოდება საიქიოში!
-ის თავად არის ეშმაკი!
კესო ბევრს ისმენდა საკუთარ თავზე იქ, სადაც ჰაერი ბენზინის და გაზის სუნით იყო გაჟღენთილი, სადაც ჟანგბადი ძალიან ცოტა იყო და ამით ის თავს სულ უფრო და უფრო კარგად გრძნობდა. ის დამოკიდებული გახდა რბოლაზე. სიჩქარის დახმარებით ივიწყებდა ყველაფერს, არ ფიქრობდა წარსულზე და მომავალზე... ტრასაზე მხოლოდ აწმყო იყო მნიშვნელოვანი.
2 წელიწადში მობეზრდა და გერმანიაში გადავიდა. იქაც ისევე მალე გაიკეთა სახელი, როგორც საქართველოში. 6 წლის მერე, ამერიკაში გადავიდა პაატასთან ერთად და მაშინ, როდესაც როგორც იქნა საქართველოში დაბრუნდა, პირველივე რბოლისას შეხვდა ის, ვინც სული ამოაცალა და უემოციოდ დატოვა სამუდამოდ.
ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის რბოლა, რომელიც წინ ელოდა. გოგონა 100%_ით იყო დარწმუნებული, რომ გიოც მიიღებდა რბოლაში მონაწილეობას და სწორედ ამიტომ, მას უნდა მოეგო. გამარჯვება მას უნდა დარჩენოდა.
თავისუფლება.
რა არის თავისუფლება? ყველა ადამიანს ამ სიტყვისთვის თავისი განმარტება აქვს. ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური თავისუფლება.
ვიღაცისთვის თავისუფლება ნარკოტიკებია, ვიღაცისთვის - ფული, ოჯახი, კარგი კომპანია ან ბევრი სასმელი. ყველა ადამიანს სჭირდება თავისუფლება, ამის გარეშე ის უბრალოდ მოკვდება.
ასევეა კესოც. მისთვის თავისუფლება სიჩქარეშია. ამიტომაც, როგორც კი საჭესთან ჯდება, მაშინვე თავი სასიამოვნოდ უცარიელდება. მისთვის რჩება მხოლოდ გადაცემათა კოლოფის გადამრთველი, სამი პედალი, საჭე და წინ გზა... მხოლოდ ამას ხედავს კესო, სხვას ვერაფერს. გონება გათიშულია და გოგონას თავი არანორმალური ჰქონია, რადგან სიკვდილს ეთამაშება... ნებისმიერი მომდევნო შესახვევი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის.

"-კესო, მთავარია არ დაივიწყო, შენ მარტო არ ხარ. კარგი?
-გასაგებია, მამა".

...

გიოს ყოველთვის ეშინოდა სასაფლაოების. არა, სულების არ სჯეროდა და არც ზომბების სწამდა მაინცდამაინც. უბრალოდ სიკვდილი იყო ის, რაც მისი ცოდნის არეალს სცილდებოდა, ის, რასაც ვერ ჩასწვდებოდა სანამ ცოცხალი იყო, ამიტომაც ძალიან აშინებდა მიცვალებულები, რომელთაც მასზე უფრო მეტი იცოდნენ და არაფერს ეტყოდნენ... სამწუხაროდ.
წვიმიან ამინდში სასაფლაო ორჯერ უარესი ხდება, რადგან ტალახიან მიწაზე უწევს ადამიანს სიარული.
გიომ როგორც იქნა მიაღწია დანიშნულების პუნქტს და გააღო დაბალი რკინის კარი. საფლავი კარგად იყო მოვლილი. ეტყობოდა, რომ ხშირად იწმინდებოდა და იქ დაკრძალული ადამიანები ვიღაცას აკლდნენ.
-გახსოვთ რას დაგპირდით?- ბიჭს მწარედ გაეცინა,- დანაპირები შევასრულე, მაგრამ ყველაფრის გაკეთება თავიდან მომიწევს.

...

-გიორგი, შეიძლება ერთი წუთით?- დაუძახა მამამისის ბავშვობის მეგობარმა.
-დიახ, ავთო ბიძია,- ბიჭი მაშინვე მასთან გაჩნდა. მამაკაცმა ტყავის საათი გაუწოდა. გიორგის თვალები გაუფართოვდა შიშისგან.
-იცი ხომ რაც არის?- ჰკითხა მან. ახალგაზრდამ თავი დაუქნია,- ცოტა დრო დამრჩა, გიო... მალე მოვლენ ჩემთან და მინდა... მინდა პირობა მომცე, რომ ყოველთვის დაიცავ ჩემს ქალიშვილს,- კაცმა მხარზე დაჰკრა ხელი,- თუნდაც თქვენი გზები გაიყაროს... გთხოვ, დამპირდი.
გიოს მუშტი შეკრა, ღრმად ჩაისუნთქა, მამაკაცს თვალებში ჩახედა და მტკიცედ უპასუხა:
-გპირდებით!

...

-ავთო ბიძია, დაგპირდით და აუცილებლად შევასრულებ ჩემს პირობას კიდევ ერთხელ.
უეცრად ბიჭს რამდენიმე წვეთი დაეცა, მერე კი თითქოს ცამ პირი უყოო, ძლიერმა წვიმამ ჩამოსცხო. გიორგი კი იდგა საფლავის ქვასთან და რატომღაც სულაც არ სციოდა.

...

კესო მუსიკას რთავს მთელს ხმაზე და ტანს არხევს მუსიკის ტემპში.
I feel unhappy,
I feel so sad,
I lost the best friend
That I ever had
Black Sabbath-ის ლეგენდარული სიმღერა ყოველთვის მაგიურად ზემოქმედებდა კესოზე. გოგონამ თვალები დახუჭა და სიმღერას აჰყვა. ბოლომდე ატარებდა გულში ვოკალისტის მიერ ნამღერ თითოეულ სიტყვას. რატომაა ასეთი ნაცნობი? რატომ სტკივა ასე ძალიან? გოგონამ ჭიქა დადგა მაგიდაზე და ფანჯარა გამოაღო. გრილმა სიომ ახალი სული შთაბერა მის ორგანიზმს. უეცრად ამოვარდნილმა ქარმა კი მაგიდის კიდესთან დადგმული ჭიქა ჩააგდო. კესო იდგა ფანჯარასთან და უყურებდა თუ როგორ იმსხვრეოდა მსხვილ ნაწილებად მისი ოდესღაც საყვარელი ჭიქა.
კესო უემოციოდ დაიხარა, შეაგროვა ნატეხები და ნაგვის ყუთში ჩაყარა. უეცრად სახლის კარი გაიღო და ნაცნობი მხიარული ხმა მისწვდა გოგონას სმენას. პაატა დაბრუნდა სახლში, სავარაუდოდ თავის მასწავლებელთან ერთად. გოგონა მისაღებში გავიდა, რათა სტუმარს და მეგობარს შეხვედროდა.
-როგორ ხარ?- ღიმილით ჰკითხა ნიკამ და პატარა ყუთი გაუწოდა.
-კარგად, მადლობა,- უპასუხა კესომ და გაოცებულმა დახედა პრეზენტს,- ეს...
-ტორტია,- მხრები აიჩეჩა ბიჭმა,- პაატამ მითხრა რომ შოკოლადი კარამელით გიყვარს,- უთხრა ნიკამ და როდესაც გოგონას სიხარულისგან აციმციმებული თვალები დაინახა, მიხვდა, რომ კარგი არჩევანი გააკეთა.
-მადლობა,- გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა, პატარა ბავშვივით ტაში რომ არ შემოეკრა,- მე ყავაზე გეპატიჟებით,- უთხრა და სამზარეულოსკენ გაიქცა.
-ხომ გითხარი, ჯერ კიდევ ბავშვია,- შესცინა პაატამ და გოგონას გაჰყვა.
-მზად ხარ?- ჰკითხა სამზარეულოში შესულმა ნიკამ კესოს.
-მე რბოლისთვის ყოველთვის მზად ვარ,- უპასუხა გოგონამ ცოტა ცივად და მის წინ ტორტის ნაჭერი დადო. კესო ვერ იტანდა, როდესაც ვიღაცას მასში ეჭვი ეპარებოდა.
-რბოლამდე სულ რაღაც 24 საათი დარჩა,- ნიკა მიხვდა  გოგონას გაღიზიანების მიზეზს და ამიტომ თემა გადაიტანა,- ერთი იდეა მაქვს. ისტორიები!
კესოს ეს თამაში ყოველთვის უყვარდა. თითოეული ყვება თავის ისტორიას, მაგრამ არავინ იცის რა არის რეალური და რა გამოგონილი. ნიკამ კიდევ ერთხელ გაარტყა 100-ანში.
-მე თანახმა ვარ,- თქვა კესომ.
-მეც,- წამოხტა პაატა,- და მე ვიწყებ.

...

-სულ ცოტა დარჩა რბოლამდე, გიო,- საბა დივანზე წევს და უყურებს როგორ არხევს ფარდას ნელი სიო,- მზად ხარ?
-როგორც ყოველთვის,- პასუხობს გიო მოკლედ.
-ზღაპარს მომიყვები?- ეკითხება საბა და მეგობარი ხვდება, თუ რა ზღაპარს გულისხმობს.
-რა თქმა უნდა...

...

(გიორგის სიტყვები იქნება ბრჭყალებში, კესოს სიტყვები კი გამოიყოფა ტირით)

-დიდი ხნის წინ, ცხოვრობდა ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი. ერთი, ბიჭი, იყო ნათელი, ჭკვიანი, ხმაურიანი, მხიარული, კომპანიის გული და საოცრად მიმზიდველი ღიმილით...
"...მეორე, გოგო, კი პატარა, ნაზი, ალერსიანი, ცხელი შოკოლადისფერი თვალებითა და ყველაზე მიმზიდველი ბაგეებით..."
-...ბიჭი მაღალი იყო, გოგონასთან შედარებით ძალიან მაღალიც კი და ყოველთვის დასცინოდა უმცროსს, რისთვისაც ხშირად ხვდებოდა პატარა, თითქოს დაუცველი გოგოსგან. საუკეთესო მეგობრები-  ალბათ ასე შეიძლება მათი დახასიათება.  მერე კი...
"...რაღაც შეიცვალა. ბიჭმა დაიწყო ჩუმად თვალთვალი, სულ უფრო ხშირად ტკბებოდა გოგონას ცქერით და იჭერდა თავს აზრებზე, რომ სურდა უმცროსის გულში ჩაკვრა, მისი მადისაღმძვრელი ბაგეების კოცნა. სულ უფრო და უფრო უჭირდა თავის შეკავება, როდესაც გოგონა მის ხუმრობებზე იცინოდა და გაუაზრებლად ხელით იფარავდა ტუჩებს..."
-...გოგონა კი უბრალოდ მოხიბლული იყო. სულ უფრო მეტი უნდოდა. შეხებოდა ბიჭს, ჩახუტებოდა, შეეგრძნო მისი გულის ფეთქვა. საბოლოო ჯამში გოგონა დანებდა...
"...ეს ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. ორივენი ერთად რთავდნენ ნაძვის ხეს ბიჭის სახლში, როდესაც უფროსმა თავი ვერ შეიკავა და ფრთხილად აკოცა გოგონას..."
-...და დაიწყო ახალი ცხოვრება. უფრო ნათელი ფერებითა და ლაღი დღეებით. უფროსმა ბევრი რაღაც ასწავლა უმცროსს, ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან კი მართვის გაკვეთილები იყო. გოგონა კი ალერსით და სითბოთი უხდიდა მადლობას. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა...
"...ცხოვრებაში ყოველთვის ისე არაა ყველაფერი, როგორც ადამიანებს სურთ. ხშირად ხდება ისეთი რაღაც, რომ ტყუილის თქმა გიწევს. იშვიათად, მაგრამ მაინც გიწევს მოიტყუო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი გადაარჩინო..."
-ხანდახან იწყებ ფიქრს, თუ რატომ ხდება ასე? აგებ შენს წარმოდგენებზე ისტორიებს, მაგრამ ვერ პოულობ პასუხებს. სწორედ მაშინ შენი ნათელი და მხიარული ცხოვრება იქცევა ნამდვილ ჯოჯოხეთად. ხარ მუდამ დაძაბული და გეშინია ყოველი შეხვედრის, რადგან იცი, რომ აუცილებლად გული გეტკინება...
"...და შენ ვერაფერს აკეთებ, რადგან ვიღაცამ ასე გადაწტვიტა შენს ნაცვლად. ბედისწერამ... ცდილობ დაიცვა ის, რას შენთვის ძვირფასია, მაგრამ მაინც ბოლომდე ეფლობი სიბნელეში..."
-...შავი ფერი ფარავს ყველა სხვა ფერს და გული გეწურება ისე, რომ გინდა ხმამაღლა იყვირო. თუმც ეს მაინც ვერ გიშველის, რადგან ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ გაიძულებს ჩაიხრჩო საკუთარ სისხლში...
"...რაღაც მომენტში გრძნობ, რომ თანახმა ხარ საკუთარი ხელით ამოიგლიჯო გული, ოღონდ არ იგრძნო..."
-...მაგრამ ეს შეუძლებელია და იცი რატომ? ბედისწერა პატარა ბავშვს ჰგავს, რომელიც მასზე მინდობილი ადამიანით ჯერ გაერთობა, მერე კი მოაცლის თავს და კიდურებს...
"...ადამიანი იტირებს იმიტომ, რომ ეს უსამართლობაა, იმიტომ, რომ არ დაუმსახურებია..."
-...ზუსტად ასე გრძნობდა თავს გოგონა, როდესაც რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ეს რეალობა ზედმეტად მტკივნეული იყო. ამ რეალობამ გაანადგურა მორალურად, დატოვა მისგან უგულო თოჯინა. ის კი უძლური იყო, მას ისღა დარჩენოდა, რომ მიეღო მთელი ის შხამი, რაც ბედისწერამ მოუმზადა...
"...იმიტომ, რომ ადამიანს არ აქვს არანაირი არჩევანი. ცხოვრება ეს არის თამაში წესებით... ბედისწერის მიერ ნაკარნახევი წესებით..."

...

-ეს ახლა მოვიფიქრე?- ნიკა უყურებს თავისი დიდრონი თვალებით, რომელშიც ინტერესი და განცდები იკითხება. კესოს ისტორია ძალიან სევდიანი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო.
-კი,- პასუხობს პაატა. ზურგიდან ეხუტება გოგონას და მხიარული ხმით ამბობს,- მადლობა ამ სილამაზისთვის.
კესო უღიმის და თვალებს მალავს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, ასეთი მტკივნეული რომ არ იყოს.

...

-გიო, ბედისწერის დამარცხება ხომ შეიძლება?- კითხულობს საბა და ჩუმად იწმენდს ცრემლს. ჰგონია, რომ ბიჭი ვერ ხედავს.
-არ ვიცი, ძმა... მაგრამ მე ჩემსას ვეცდები,- უფროსი მუჭს კრავს და თვალებს ხუჭავს,- განა ამაზე მეტად რა უნდა მეტკინოს?



№1 სტუმარი Guest veko

ძალიან საინტერესოა,იმედია შემდეგს მალე დადებ.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამიხარდა ახალი თავის ნახვააა. სულმოუთქმელად წავიკითხეეე, რაღაც მგონი გიორგიზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ამ თავში ცოტა შეირყა. საინტერესოა გაგრძელება როგორი ექნება

 


№3  offline აქტიური მკითხველი select

ეხლა წავიკითხე ყველა და ძალიან მომეწონა მასე განაგრძე და მალ მალე დადე წარმატებებიიი

 


№4  offline წევრი ანა♥ანა

ძალიან კარგად წერ :) სტილი მომწონს და რაც მთავარია შინაარსი მაგარი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent