შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 9)


21-10-2016, 12:46
ავტორი Salivan
ნანახია 3 538

სახლში შესული სამზარეულოში შევუვარდი ბებიას და ბუხართან მივიყვანე. მის სავარძელში ჩავსვი და ბუხარი დავაგიზგიზე. სამზარეულოში შევბრუნდი და ბებოს გამზადებულ პროდუქტებს გადახედე. ოჯახურის მომზადებას შევუდექი და ბუხრის ოთახში შესულ ანდრიას თვალი ჩუმად გავაყოლე. ასეთი დაღლილი და უხასიათოც კი უმოწყალოდ სიმპატიური და მიმზიდველი იყო. ნეტავ ოდესმე თუ მოვახერხებდი და მის დანახვაზე ემოციებს გავაკონტროლებდი.
მესმოდა მათი ხმები, ბებოს წამოძახილებიც მაგრამ ცოცხალი თავით არ გავდიოდი იქ. მერე ისევ ბებომ მიხმო პურები მიმატანინა და იქ დამაცხობინა კეცზე. ჩვეულებრივად ვიყავი ჩაცმული, ისე როგორც ყოველთვის მეცვა ხოლმე სოფელში. თხელი მაისური, ფრალა ქვედაბოლო და ბალეტკები. თავზე შარფი მეკეთა, სიმხურვალისგან ლოყები ამწითლებოდა და ალბათ არც ისე ლამაზი სანახავი ვიყავი. რადგან ბებოს ხმა შემომესმა ანდრიას თვალში ჩემს გაკეთილშობილებას რომ სცდილობდა.
- შეიძლება ბებო ჩემი თინია, შენი ქალაქელი გოგონებივით დახვეწილი და მოვლილი არ არის, მაგრამ დამიჯერე შვილო კარგი ადამიანია, სუფთა გულითა და კეთილი სულით. გარეგნობას და სხვა რამეს კი მიხედავთ მერე. მთავარია რა ადამიანი მყავს გაზრდილი და როგორს გაბარებ შენ.- ხელზე მოეფერა ბებო ანდრიას და სიყვარულით შემავლო თვალი.
- მთავარია ბებო შეგნება და პატიოსნება. თორე ქალი რომ თავის სახეს დაკარგავს და ქალობას, მერე გინდა კოჭამდე კაბა ჩააცვი და გინდა თავზე გვირგვინი დაადგი, მაინც არაფერი ეშველება. - თავდახრილმა უპასუხა და თვალი გამომაყოლა. - ვფიქრობ თინიას ბევრი რამე აქვს სასწავლი. მისი გამოუცდელობით და გულუბრყვილობით ძალიან გაუჭირდება. ძალიან მიმნდობია, ზედმეტადაც კი. - სევდიანი სახით მიყურებს და კვლავ საკუთარ თითებს აცქერდება.- მე ხელს შევუწყობ და დავეხმარები, თუმცა პირველ რიგში მან უნდა მოინდომოს და პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ის ჯერ კიდევ 15 წლის ბავშვია. წიგნები და ფილმები კი საკმარისი არაა ამ ცხოვრებასთან გასამკლავებლად. მას ხალხთან ურთიერთბა, სწავლა, მუშაობა და პასუხისმგებლობა სჭირდება.
- მართალი ხარ ბებო.- ეთანხმება ბებია- ამაში დავაშავე. ვიცოდი რომ მისი ასე მარტო გაზრდით მასვე ვავნებდი, მაგრამ პატარა ბავშვი იმ საშინელი სამყაროსთვის არ მემეტებოდა. არც დედა, არც მამა, არც დედმამიშვილი და არცერთი ნათესავი მისკენ ხელგამოწვდილი. მარტომ ატირებული, სიცხიანი და შეშინებული ბავშვი ამოვიყვანე აქ და მას შემდეგ მისთვის ხელი არ გამოშვია. თინია ყოველთვის მარტოსული ბავშვი იყო. საათობით იჯდახოლმე პატარაობისას გორაკზე ზურგით სოფლისკენ და ასე გამოხატავდა პროტესტს მიტოვებული სახლებისადმი. არასდროს უკითხავს რატომ არ მოდიოდა ჩვენთან ვინმე სტუმრად. მოსწონდა მარტოობა, ბუნება, წიგნები და სიჩუმე. ბოლოს ტელევიზორი ვიყიდე, მაშინ აირია და გამოფხიზლდა. მივხვდი რომ თავისი სიმარტოვე გაითავისა და ამის ძალიან შეეშინდა. მერე თან დამყავდა როცა საყიდლებზე ჩამოვდიოდით და ვხედავდი როგორ იწევდა იმ ცხოვრებისკენ. მე რაც შემეძლო ბებო მივეცი, ვასწავლე და გავუკეთე. აწი ეს მისია შენ გეკისრება შვილო და თუ დარწმუნებული არ ხარ შენს გრძნობებში და სურვილებში ნუ გამიუბედურებ გთხოვ.- პირდაპირ უთხრა ბებომ სათქმელი ანდრიას.
მე ისევ სამზარეულოში ვიყავი და იქედან ვადევნებდი მათ საუბარს ყურს. თან ჭურჭელს ვაგროვებდი სინზე. მაგიდა ბუხართან გავშალე. ანდრიამ სათლით წყალი მოიტანა ჭიდან. მერე საჭმლით სავსე ქვაბი ჩამომართვა და მაგიდის შუაში მოათავსა. მე პურები გადმოვიღე კეციდან და ცხლადვე დავიწყე მათი დატეხვა. ერთიორჯერ წამოვიკივლე კიდეც ისე დამეწვა ხელი. ბოლოს ისევ ანდრიამ გამომართვა, წამში დატეხა პურები და თეფშზე დააწყო. მე მაგიდას ყველი და სალათიც შევმატე და მაგიდის კიდეში მორიდებით ჩამოვჯექი.
- ჩემს გვერდით დაჯექი თინია- ხელიოთ მიხმო ანდრიამ და დივანზე ადგილი გამინთავისუფლა. ბებო ბედნიერი სახით შემოგვყურებდა. თვალებით გვლოცავდა და გვეფერებოდა. მთელ საღამოს წინდაუკან დამარბენინებდა და ანდრიას სიამოვნებისთვის ყველაფერს მაკეთებინებდა.
სამი დღე დავრჩებიო განაცხადა ანდრიამ და მერე ერთად დავბრუნდეთ თბილისშიო. ბებომ თანხმობა განუცხადა მე კიდევ რა უნდა მეთქვა. თეტრეული მოვაგროვე და განაპირა ოთახში საწოლი გავუშალე. ბებო დავაწვინე და ადურებული წყალი ჩამოვდგი ბუხრიდან.
ფანჯრიდან გავიხედე, ჩემს გორაკზე იჯდა და ბნელ სოფელს გადაყურებდა. მასთან მისვლა მომინდა, გარეთ გავედი და მიზეზიც უცებ მოვიფიქრე.
- წყალი ცხელია, თუ ბანაობა გინდა- მისგან მოშორებით გავჩერდი და პასუხს დაველოდე.
- მოდი აქ თინია - მომიბრუნდა და დამთბარი ხმით მიხმო. მის წინ გავჩერდი და მომლოდინე თვალებში ჩავხედე. დიდხანს მაკვირდებოდა, რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. მისი სიჩუმე მაფრთხობდა.
- მე შევალ კარგი? - ვერ გავუძელი მის თვალებს და წასასვლელად გავბრუნდი.
- კვირას ხელს მოვაწერთ და ჯვარს დავიწერთ. მხოლოდ ჩვენ ვიქნებით და ჩვენი მეჯვარეები. შენ ალბათ მარიტა გეყოლება მეჯვარედ მე კი ჩემი მეგობარი დიმიტრი. ოჯახური სუფრა გვექნება, სახლში. მერე კი ერთი კვირით სადმე წავალთ, უფრო ბათუმში. სვანეთში არ შემიძლია, იქ ვერ ავალთ...როცა დავბრუნდებით მტელს დროს ბებიაშენთან გაატარებ. და როცა ყველაფერი დასრულდება გავეყრებით და ჩვენ-ჩვენი გზით წავალთ. ჩვენი სიყვარული მოჩვენებითი იქნება, მაგრამ არა მხოლოდ ბებოსთვის. ყველა სხვა დანარჩენისთვისაც წყვილი უნდა გავხდეთ. მე ჩემს სიტყვას შევასრულებ და იგივეს ველი შენგანაც. ერთი შეცდომა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. - ამ სიტყვებით სახლში შევიდა სათლი აიღო და საბანაოდ გამოყოფილ ოთახში მიიმალა.
ეს სამი დღე ბებიასთვის სრულ იდილიაში გავიდა. ყველგან მოსაუბრეებსა და მომღიმარს გვხედავდა. ანდრია სახლის საქმეებში მეხმარებოდა და თან ბებოს ბავშვობის ისტორიებს უყვებოდა. ისეთი ხალისიანი იყო და იმხელა ბედნიერებას ასხივებდა რომ თითქმის მჯეროდა მისი ცემდამი „ვითომ“ სიყვარულის და „მხიარული“ თვალის ჩაკვრების.
თბილისში კი ყველა მოლოდინით გველოდა. გარსვიანებისა და ფილფანების მთელი ნათესაობა ქორწილის მოლოდინში იყო. მაგრამ ანდრიამ რაც თქვა ის შეასრულა. პატარა ოჯახური ქორწილი გვქონდა. ჯვარი დავიწერეთ და ხელიც მოვაწერეთ. სულ ოთხნი ვიყავით სახლში კი ოჯახის წევრები და რამოდენიმე მეგობარი გველოდა. თუმცა რა ქორწილი ეს იყო. არც მე მეცვა თეთრი კაბა და არც ანდრეას შავი სმოკინგი. ცისფერი გიპიურის გრძელი კაბა მეცვა. არც მაკიაჟი გამიკეტებია და არც ვარცხნილობა, თმები თავისუფლად მეყარა და მხოლოდ ცისფერი ყვავილებიანი აბადოკი მიმშვენებდა მას. ანდრია თეთრ პერანგსა და ლურჯ შარვალში გამოწყობილიყო. თმები უკან გადაევარცხნა და მოუთბენლად დააბიჯებდა ეზოში. ღელავდა ისიც და ვღელავდი მეც. ბოლოს ისეთ სისუსტეს ვგრძნობდი რომ მაღლები გავიხადე და თეთრი ბალეტკები ჩავიცვი. წონასწორობას ვეღარ ვინარჩუნებდი. ამაზე მარიტა გამიბრაზდა და ოთახში მარტო დამტოვა.
თერთმეტი საათი სრულდებოდა. ოთახში მარტო ვიყავი. საწოლზე ვიჯექი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი, როცა კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. „შემოდითთქო“ გაპარული ხმით ამოვილაპარაკე და საწოლის კიდეს მოვეწიდე.
კარების გარებისა და დახურვის ხმა გავიგე. თავი ოდნავ მივატრიალე და ჩემი მომავალი ქმარი დავინახე. უფრო ავნერვიულდი და სახის დასამალად თავი ჩავხარე. ჩემსკენ წამოვიდა და წინ დამიდგა.მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა მესმოდა - აშკარად აჩქარებული.
- შემომხედე! - მომესმა მისი ბრძანება, მაგრამ თავი ვერ ავწიე.ცრემლები ჯებირებს მოადგა დათვალებმა წვა დამიწყეს.
- თინია. - დამიძახა უფრო თბილად და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ხელით თავი ამიწია და თვალებში ჩამხედა - მზად ხარ? მკითხა მომლოდინედ. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მის უზადო სახეზე თვალი მოვატარე.
- რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში თინია? - მკითხა დაძაბულმა და ფეხზე წამოიჭრა. - მის გამო ხარ ასე? მიპასუხე - მიყვირა განერვიულებუმლა. დასმულმა კითხვამ გამაოგნა და თან გამაბრაზა. რა სისულელეს მეკითხებოდა ვერ ვხვდებოდი. სიბრაზემ ძალა შემმატა და როგორც იქნა ფეხზე ავდექი, შეპასუხებას ვაპირებდი მაგრამ მისმა მრისხანე ხმამ დამადუმა.
- ახლა გვიანია უკვე გესმის? ხელი მომეცი და ქვემოთ ჩავიდეთ გველიან. ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც დავგეგმე. სინანულის დრო აღარ არის და ჯობია ახლა გაითავისო ეს.- ცემსკენ არც მოუხედავს ისე გამოაღო საძინებლის კარი და ხელი გამომიწოდა. თავდახრილი ნელა მივუახლოვდი და მის გამოწვდილ ხელში ჩემი ხელი ჩავუდე. ასეთი მრისხანე და სასტიკი ანდრია აქამდე არ მენახა. ხელი მაგრად მომიწირა ოთახიდან გავიდა და ჩქარი ნაბიჟებით მეც თან გამიყოლა.
დილის ცერემონიებმა სიმშვიდეში ჩაიარა. მხოლოდ მარიტა მხიარულობდა და თან ფოტოებს ირებდა. მხოლოდ ერთი სურათი გადავიღეთ, ისიც მარიტას ხვეწნის შემდეგ. ანდრიამ ხელები წელზე მომაწდო, მისკენ მიმიზიდა და თავით თავზე ჩამომეყრდნო. დანარცენი მარიტას სელფები იყო რომლის ფონზეც ანდრია როგორც პატარა ბავშვს ხელჩაჭიდებულს დამატარებდა.
საღამომ ლამაზად ცაიარა. ბატონმა ბესომ საჩუქარი გაგვიკეთა და მომრერალი მოიწვია. თავისთავად ცეკვაც მოგვიწია. ყველა ერთობოდა. ყველაზე მეტს კი ანდრია მხიარულობდა, მრეროდა, ლექსებს კითხულობდა, ცეკვავდა და სვავდა. ძალიან ბევრს სვავდა. შემეშინდა როცა მორიგი სადღეგრძელოს დრო დადგა. მის ჭიქას ხელით შევეხე და მოწყენილმა თვალებში ჩავხედე. პასუხად მისი გასაგიჯებელი ღიმილით გამიღიმა, თითებზე მწვდა, მაკოცა და მაგრად ჩაბღუჯა.
- შენ რასაც მოელი ამ ღამეს ის არასოდეს მოხდება ჩვენს შორის. -ირონიულად ჩამჩურჩულა ყურში და ცემს უკან დაქაჩულ ხელს კიდევ უფრო მეტად მოუჭირა თითები.
- დაწყნარდი თინია აქ ჩვენს გარდა სხვებიც არიან და ჯობია საქციელი გააკონტროლო.
- მაშინ შენ სიტყვები აკონტროლე ძვირფასო.- დაბოღმილმა ნაძალადევი ღიმილით შევეპასუხე და ზურგი ვაქციე. პასუხად კი მწველი კოცნა მივიღე ბეჭზე. ეს იყო ბოლო დიალოგი იმ დღეს. მერე რა იყო? მერე იყო მდუმარე დღეები გამგზავრებამდე, მხოლოდ გამარჯობა და ძილინებისა პირისპირ და თბილი ჩახუთებები, ტუჩის კუთხეში კოცნები, თმების ცეჩვები და კალთაში თავის ჩადებები სხვების თანდასწრებით. ჩემთვის მაინც ლამაზი ერთი კვირა ზღვაზე. ცხელი დღეები, სანაპირო და ნახევრად შიშველი სხეულები. ანდრიას ვითომ ბუნებრივი იგნორი და მერე მთელი ძალით ჩაკიდებული ხელები. იქაც მწველი კოცნები გარეთ და მხოლოდ მზრუნველობა შინ. ყველა სურვილს მისრულებდა, თუ შემატყობდა რამე მომწონდა და ხმას არ ვირებდი მიდიოდა და ყიდულობდა. მაგრამ მის ამ ქმედებაში არ ჩანდა არც სიყვარული და არც მოწონება. ამიტომ მეც ვუკელი სურვილებსა და თხოვნებს, სახის კონტროლიც ვისწავლე და ბოლოს ისე გამოვიდა რომ მთელი დრე ერთმანეტს სიტყვასაც არ ვეუბნებოდით.
ერთი კვირის მერე უკან დაბრუნებულებს ბებია საშინელ მდგომარეობაში დაგვხვდა. საავადმყოფოში იწვა, ცალი ფილტვი წყლით გავსებოდა და ფუნქციონირებაც შეეწყვიტა. მთელი ორი თვე ვიბრძოდით მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. მთელი ორი თვე ვათენებდი და ვაღამებდი საავადმყოფოში. მტელი ორი თვე ანდრია გვერდიდან არ მომცილებია. მისგან ერთი გადაკრული სიტყვაც კი არ მსმენია. ჩემთან ერთად დარდობდა, ჩემთან ერთად ღლიდა ექიმებს კითხვებით და ყველა ჩემს ცრემლს მისი ხელით მიშრობდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

თქვას რა სიმართლე იმ ბიჭმაც ვახ.რატომ უნგრევს ამ გოგოს ცზოვრებას,როცა იცის რომ ანდრეა უყვარს.
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Guest Nano

Sali moutmenlad velodi rodis dadebdi axal tavs, movlenebi swrafad ganavitare imedi maqvs jer adrea istoriis damtavreba, gaagrzele <3 ukve andriasic agar mesmis, sayvarel adamians rogor ar unda endobodes. Tinia dzalian mebraleba, gelodebi axali tavit<3

 


№3  offline წევრი Kiki )))

უმაგრესიიი ისტორიაა და შენზე ხოო საერთოდ ვგიჯდებიი... სასწაულიხარ გოგოო ♥♥ იმდენ ემოციას იწვევს ჩემში ერთდვროულად რომ რამისაა ავფეთქდეხოლმეე... ჩემოო ტკბილო და თბილოოო იცოდე ეს ისტორია რომ გაწყვიტო იქვე გავფშიკავ ფეხებს ♡♡♡ დზედზაა რაკაიი იყოოო.. ვერვკმაყოფილდებიი ვერცერთი თავით კიდევვ მინდააა რაა... :( :( მოკლედ აიი უმაგრესი გოგოხარ ვაფშე უმაგრესი ისტორიით და გელი გელიი მოგელიიი მე წუთი წუთი სოფე... (უი სიმღერაზე გადავადდიი... ნუ კაი არმომაქციო ყურადღება მე ცოტა ვერვარ ) ხოდაა რასგეუბნევოდიიი ველოდები ახალ თავს და რათქმაუნდაა ბუმიი უნდა იყოს ემოციების ახალ თავში... განავითარე მოვლენები და მაინცდამაინც ნუ გაწელავ მალე გაირკვეს გველაფერიი რაა... ♥♥♥♥♥

 


№4  offline წევრი Salivan

La-Na
თქვას რა სიმართლე იმ ბიჭმაც ვახ.რატომ უნგრევს ამ გოგოს ცზოვრებას,როცა იცის რომ ანდრეა უყვარს.

ალექსანდრემ თქვა წასვლისას თავისი სათქმელი და ზუსტად იმის შედეგია რომ ანდრეა თინიას არ ეკარება. როგორც აღნიშნა ალექსანდრემ არ პატიობს. თუ რას მალე შეიტყობთ. მადლობა მხარდაჭერისთვი მპუა

Guest Nano
Sali moutmenlad velodi rodis dadebdi axal tavs, movlenebi swrafad ganavitare imedi maqvs jer adrea istoriis damtavreba, gaagrzele <3 ukve andriasic agar mesmis, sayvarel adamians rogor ar unda endobodes. Tinia dzalian mebraleba, gelodebi axali tavit<3

აქ ნდობაზე არაა საუბარი. დაელოდეთ მომდევნო თავებს. გაიგებთ ბევრ ახალს ჩვენს გმირებზე.

Kiki )))
უმაგრესიიი ისტორიაა და შენზე ხოო საერთოდ ვგიჯდებიი... სასწაულიხარ გოგოო ♥♥ იმდენ ემოციას იწვევს ჩემში ერთდვროულად რომ რამისაა ავფეთქდეხოლმეე... ჩემოო ტკბილო და თბილოოო იცოდე ეს ისტორია რომ გაწყვიტო იქვე გავფშიკავ ფეხებს ♡♡♡ დზედზაა რაკაიი იყოოო.. ვერვკმაყოფილდებიი ვერცერთი თავით კიდევვ მინდააა რაა... :( :( მოკლედ აიი უმაგრესი გოგოხარ ვაფშე უმაგრესი ისტორიით და გელი გელიი მოგელიიი მე წუთი წუთი სოფე... (უი სიმღერაზე გადავადდიი... ნუ კაი არმომაქციო ყურადღება მე ცოტა ვერვარ ) ხოდაა რასგეუბნევოდიიი ველოდები ახალ თავს და რათქმაუნდაა ბუმიი უნდა იყოს ემოციების ახალ თავში... განავითარე მოვლენები და მაინცდამაინც ნუ გაწელავ მალე გაირკვეს გველაფერიი რაა... ♥♥♥♥♥

მადლობა ჩემო საყვარელო. ყველაფრრი ისე იქნება როგორც საჭიროა. შეწყვეტას არ ვაპირებ. მაგრამ თუ ასეთი აქტიურობა მექნება ალბათ არც მე ვიჩქარებ თავების დადებას.

რატომ არ ჩანს ქორწინების კაბა არ ვიცი. მე ტელეფონში მიჩვენებს. თინია მყავს საქორწინო კაბით.

 


№5 სტუმარი ketis

მეც ერტი სული მაკვს როდის დადებ რაა.. იქნებ დღესაც მოასწრო საღამოს ახალი თავი

 


№6 სტუმარი Guest nika

15 წლის ცოლი, რას ერჩით ამ საცოდავს? :))))

 


№7  offline წევრი Salivan

Guest nika
15 წლის ცოლი, რას ერჩით ამ საცოდავს? :))))

არა საყვარელო თინია 22 წლისაა. ყურადღრბით რომ წაგეკითხა ბევრჯერ ამოიკითხავდი რომ ოცი წლის განმავლობაში ბებო ზრდიდა. იმიტომ რომ ირი წლის ასაკში მშობლები დაეღუპა.

 


ძალიან მომწონს ეს ისტორია,იდეურად..ცოტა გაზარდე თავები გთხოვ,კითხვას ვიწყებ და მთავრდება :(

და ალექსანდრე სად წავიდა? ოჯახში რა თქვა მიზეზი?

 


№9  offline აქტიური მკითხველი select

მოკლედ არ ვიცი აი ძაან მომწონს ეს ისტორია ერთი ეს მაბრაზებს მარტო თინია რატო არ ეუბნება სიმართლეს უთხრას რომ უყვარს და ალექსანდრეზე ისევ ვბრაზობ მმისი ბრალია თინია და ანდრეა ასე რომ არიან ნუ არ ვიცი იმედი მაქ ამათ ურტიერთობას მმოაგვარებ წარმატებები და ველი შემდეგს heart_eyes

 


№10 სტუმარი nia

Zaaaaan magaria. Moutmenlad velodebi shemdeg tabs, imedia male iqneba

 


№11  offline წევრი Just give me a Hand . . .

ვაიმეე ესე არშეიძლება რამდენი მატირე relaxed cry მოომწონს blush ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ heart_eyes

 


№12  offline წევრი Salivan

სხვანაირი დედამიწელი
ძალიან მომწონს ეს ისტორია,იდეურად..ცოტა გაზარდე თავები გთხოვ,კითხვას ვიწყებ და მთავრდება :(

და ალექსანდრე სად წავიდა? ოჯახში რა თქვა მიზეზი?

გარდა იდეისა მაინტერესებს კიდევ რა მოგწონს და რა არ მოგწონს. შენიშვნა რჩევა არ დაიშუროთ. არ ვარ ამაყი. ყველაფერს მივიღებ, რაც საჭიროა.

select
მოკლედ არ ვიცი აი ძაან მომწონს ეს ისტორია ერთი ეს მაბრაზებს მარტო თინია რატო არ ეუბნება სიმართლეს უთხრას რომ უყვარს და ალექსანდრეზე ისევ ვბრაზობ მმისი ბრალია თინია და ანდრეა ასე რომ არიან ნუ არ ვიცი იმედი მაქ ამათ ურტიერთობას მმოაგვარებ წარმატებები და ველი შემდეგს heart_eyes

მადლობა ძვირფასო. ვეცდები ბევრი არ გალოდინოთ. ალექსანდრეზეც მალე გავიგებთ ამბებს.

Just give me a Hand . . .
ვაიმეე ესე არშეიძლება რამდენი მატირე relaxed cry მოომწონს blush ერთი სული მაქვს შემდეგს როდის დადებ heart_eyes

მადლობა ჩემო კარგო, მალე დავდებ. ბევრს არ გალოდინებ.

 


№13 სტუმარი Guest anonymous

vgijdebi am istoriaze

 


№14  offline წევრი miss intriganka

ცოტა დამაგვიანდა გვიან ვნახე და სორი ძაან მაგარი თავი იყო მომეწონა მარა ვერ ვხვდები ჩემ ანდროს გონია რო თინიას ალექსანდრე უყვარს? თუ ესეა თინიამ მალე უნდა ამოიღოს ხმა თორე დაიშლება ჩემი თინდრეა და არ გაპტიებ იცოდე ალექსანდრე სუ არ დაბრუნდეს თუ უნდა რააა არავის არ გვჭირდება დამპალი ეგ
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 


№15 სტუმარი ketis

?აუ სად დაიკარგე რატო არ დებ

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Guli momewura am gogoze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent