შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის შვილები 7.


22-10-2016, 00:05
ავტორი tatalia
ნანახია 1 441

ახლა ამ წამს ყველაფერი მეზიზღება და მძულს.
განადგურებულს შემოდგომაც კი აღარ ძალმიძს და ღმერთის, რომლისაც მუდამ მადლიერი ვიყავი, ახლა ვსაყვედურობ,რომ ერთხელ ცხოვერებაში ვიღაც სიგიჟემდე მომწონს და ისიც სანია.
ორ ცეცხლს შუა ვიწვი და ვერ გადამიწყვეტია რა მსურს.
უფრო სწორედ ვიცი რაც მსურს, ლევანთან ყველაფრის გაწყვეტას, იმიტომ არ ვჩქარობ, რომ არ მინდა ვატკინო. ხო არ მსურს გაიგოს ნამდვილი მიზეზი, იმისა რატომ არ მინდ ამისნაირ ბიჭთან შეხება მქონდეს. მაშინ ორივე უბრალოდ უნდა მჯოვიშორო, მე კიდევ სანის დათმობა ეგოისტურად არ შემიძლია. არ შემიძლია და რა გავაკეთო?! მინდა, განა არ მინდა, რომ ლევანთან ურთიერთობა არ გავუფუჭო და შევეშვა, მაგრამ აი აქ აი მარცხნივ, რაღაცას მასზე სამუდამოდ უარის თქმა არ ძალუძს.
სასწრაფოდ ვეძებ რაიმე მარტოსულ ადგილს და ვიყუჟები, რომ არავინ შემამჩნიოს. ვიცილევანი მომძებნის, მაგრამ არც ეგ მანაღვლებს მინდა ცოტახანს ვიფიქრო ყველაფერზე და ახლა 200 ბავშვის მიუხედავად, ეს სწორედ ის ადგილია სადაც ფიქრი შემიძლია.
ბოლო სართულზე ფეხს ვდგავ თუ არა ჩემებურ სამყაროში გადავდივარ და სიჩუმეს ნაბიჯებისგან გამოწვეული ჭრაჭუნი მირღვევს, იმ უზარმაზარი, გარემონტებული სახლისგან განსხვავებით ბოლო სართული სულ სხვა გარემოს ნაზავია. არაფერი ეტყობა 21 საუკუნის ამ სართულს, ხის კედლები და სახურავი, დიდი გაცრეცილი ფანჯრები და ჩემსავით ერთი მატრასი აგდია მხოლოდ. უამრავი წიგნი და ძველისძველი ფირფიტებია ოთახში. კედელზე სხვადასხვა საღებავებია შესხმული სპეციალურად და ისე ჩანს თითქოს ვიღაცას კედლის ინტერიერისთვის მოუყვანია დიზაინერი და გაუკეთბიაო. სულ მავიწყდება რისთვის ამოვედი, ყველა კუთხეს ხელით ვეხები და ლევანზე მაღალი წარმოდგენა მიჩნდება, ნმადვილად შინაგანი ბუნებაც სასიამოვნო ჰქონია, მე კი ვცდებოდი. წამში ვგრძნობ ცხელ სუნთქვას კისერთან, კანი არ მეხორკლება, ამიტომ უკვე ცხადია ვინც არის.
- როგორ მიპოვე?
- მივხვდი სად შეიძლებოდა გაქცეოდა არეულობას შენისთანა განსხვავებული
მიჩურჩულა ყურთან და წელზე ხელები მომიჭირა, რომელიც მე გავაშვებინე.
- ლამაზია
უხერხულობის გადასაფარად ოთახის თვალი მოვავლე. მას კი ხმამაღლა გაეცინა
- ვერასდროს ვიფიქრებდი სანისნაირი აზროვნების ადამიანი თუ კიდევ არსებობდა
- ვერ მივხვდი?
წწამით მეგონა ყველაფერი იცოდა ლევანმა და ისიც კი გავივლე ტვინში, რომ ერთმანეთი უკვე დახოცეს.
- ეს სართული სანის არის, ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს და ასევე დიდი დროის მეგობრობა სახლიც მისია, არ ამბობს ხოლმე იცის მერე ყველა აქ ამოსვლას სთხოვს და ხათრს ვერ გაუტეხს ბავშვებს. მე კიდევ ნაგლად შემიძლია მაშინ ვუთხრა ადამიანს "არა" როცა მე მსურს, ამიტომ განსაკუთრებული შემთხვევებისთის ინახავს ხოლმე ამ ადგილს და მე მაბრალებს, ვითომ ჩემია.
გაეცინა, მე კი გაკვირვება ვერ დავმალე ლევანის მედიდური სახე, რომ გამახსენდა, როგორ ამაყობდა სახლით.
- ხოლო ამ სართულს რაც შეეხება. რაც თავი მახსოვს ეს სართული ასეთია, რამდენჯერ ჩაუტარდა სახლს რესტავრაცია, მაგრამ ეს სართული არ იცვლება. არ სურდა გაერემონტებინათ, ასეთი დატოვა სულ დავცინოდი, მაგრამ თურმე ტყუილად შენც მოგეწონა
გამიცინა ისევ და თეთრი ჩამწკრივებული კბილები შემომანათა, ახლა ლევანზე კი არა სანის სულზე უფრო ვფიქრობდი. იმდენად ჩემეული და ჩმნაირი იყო, გავითავისე ეგ ადამიანი, სისხლ-ხორცეულად მიჯდებოდა ვენებში და ვგიჟდებოდი მისით. საუბარი არ დაგვცალდა გიორგი ამოვარდა გაღიმებული
- რას შვებით ვთამაშობთ და რას იზავთ?
- იასნად მოვდივართ
ლევანმა არც კი იკითხა ჩმი აზრი ისე დასთანხმდა, არ გავაპროტესტე მხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერზე გასვლა მჭირდებოდა. დაბლა ჩასულებს ყველა ეზოში გაფანტული დაგვხვდა, ზოგი სვავდა, ზოგი ცეცხლს ანთებდა, ზოგიც უფრო სწორედ ლიკა მაალითად სანის ეხუტებოდა და ზუსტად იმ სახეზე მერომ ასე ძლკიერ მინდება ხელი შევახო ეფერებოდა. სანიც უღიმოდა და არ ინძრეოდა, არც კი ცდილობდა მის მოშორებას. სისხლმა ტვინში ამასხა და გონებმა ორივე მოკლა, ხოლო გულმა მხოლოდ ერთი. რათქმაუნდა ლიკა.
სახე დავიწყნარე, ნერვები დავილაგე და დიდ კოცონსმეც მივუჯექი. ყველა შეიკრიბა და სიცილი ლევანმა ჩაახშო.
- მოკლედ ხალხნო მე დიდი ლევანი ვბრძანებ,რომ ვითამაშოთ რაიმე მაგალითად რა სანი?
გადახედა ლიკასთან საუბარში გართულ სანის და თვალით ელენაზე ანიშნა "ხომარ გაგიჟდიო" სანიმ გურწფელად გაიკვირვა სახზეე ეტყობოდა "რა ელენაო" და ლევანს კითხვისნიშნები გამოესახა სახეზე.
- ახლა ისეთი დდაბნეული ვარ მეგობრებო, სიმართლე და მოქმედების თამაში გადავწყვიტე, რომ იქნებ ჩემმა საკუთარმა ძმაკაცმა ასე მაინც გამარკვიოს ნორმალურად ვინ მოსწონს.
გადაიხარხარა ლევანმა ხოლო მე და სანის ფერები დაგვეკარგა და აქამდე თუ ერთმანეთს ვაიგნორებდით ახლა თვალი თვალში გავუყარეთ და მოსალოდნელ საფრთხეს დაველოდეთ.
ლევანის გაგიჟებული თხოვნის შემდეგ თამაში დავიწყეთ.
- ტასო პირვვეად სექ სი ხო ლევანთან გქონდა?
დასვა მწარე კითხვა 4 კურსელმა ბიჭმა და პუტკუნა გოგოს ლოყები შეეფარკლა.
- ხო
გამოტყდა ჩუმად, რასაც ხმამაღალი ხარხარი მოყვა სანი არ იცინოდა მხოლოდ და პუტკუნას სევდიანი მზერით უყურებდა. მე კი გაბრაზებულმა ლევანს ისეთი სახით გავხედე წამში დადუმდა და სხვებიც გააჩუმა.
- შენი ჯერია მარიამ აბა დაატრიალე ბოთლი
პუტკუნას ბოთლი გადაულოცეს და მანაც თითქოს ჩვენს ბედად ბოთლი გიორგის გაუჩერა.
- გიო ვინმე თუ მოგწონს და ვინ?
გიორგის საკმარისად კარგად არ ვიცნობდი, თუმცა მგონია, რომ ნასვამი რომარ ყოფილიყო არ გამოტყდებოდა.
- ელენა მომწონს თან ძალიან
- ვინ ელენა ტო?
ჩაეძია ძმაკაცი და ელენეს გაოგნებულ, გახარებულ, გაკვირვებულ სახეს გადავხედე, რომელიც თითებზე მეჭიდებოდა. მეც ნერვიულად ვებღაუჭებოდი, მოსალოდნელი ამბის გამო თორემ მათი კი არა.
- ელენა ბარბაქაძე აი ის
თითი გამოიშვირა დამორცხვებული ელენასკენ ნასვამმა გიორგიმ და ყველას ტაშის ხმა ლევანის ხმამ გადაფარა.
- მოიცა მოიცა ხომარ გადაირიე გიორგი?
მისკენ გაიწია უხეშად, აი ამ მომენტსაც ელოდა გიორგი, მას ხომ ეგონა ლევანს მოსწონდა ელენა.
- ლევან მოდიი რა ძმა არ გვინდა, გასაგებია, რომ მოგწონს, მაგრამ ელენამ გადაწყვიტოს ვინ მოსწონს. მე რომ მომეწონა მაშინ არ ვიცოდი, თორემ გეფიცები არც გავივლებდი ტვინში აზრად
- რას ბოდიალობ?
ლევანს სახე გაებზარა
- მე ელენა არ მომწონს იდიოტო, სამაგიეროდ შენს საუკეთესო ძმაკაცს მოსწონს
თითი სანისკენ გაიშვირა ლევანმა და გიორგისკენ დასარტყმელად მოემზადა, აღელვებულს გული საგულეს აღარ მქონდა და ველოდებოდი ბოლო წვეთს. სანი არაფერს აკეთებდა, რომ ეს სიტვაცია შეეჩერებინა, არადა შეეძლო გეფიცებით შეეძლო.
- სანის ნინა მოსწონს საიდან მოიტანე?
გაეცინა გიორგის, ლევანს ყველაფერმა ერთად გადაურბინა სახეზე. სანი განუძრევლად იჯდა და კვლავ ჰორიზონტს გაშტერებოდა. აი მე კი ელენას ცივ, ჩაფრენილ ხელებსაც ვეღარ ვგრძნობდი ისე ვხურდი.
- ღადაობთ ხო?
ლევანმა მკლავები ჩამოყარა და ჯერ მე შემომხედა შემდეგ კი სანის გაუსწორა მზერა. ახლა ყველაზე ნაგავ ქალად უნდა მეგრძნო თავი, მაგრამ არ შემეძლო. პირიქით, თითქოს მომეშვა, რომ ასე მოხდა ახლა აღარ დავმალავდი არაფერს.ხო ეგოისტურად ვიქცეოდი ვიცოდი დიახ ვიცოდი, მაგრამ მე ის მართლა მჭირდებოდა. ვგიჟდებოდი ისე მჭირდებოდა , აღმოვაჩინე ჩემნაირი, ჩემიანი, ჩემებური და არაფრის დიდებით არ დავკარგავდი თუნდაც სამყაროს შევძულებოდი.
- სანი?რაომ არ გიკვირს?იცოდი ტო?
- ლევან ?მოდი აქ არ გვინდა ამდენ ხალხში დღეს დავისვენოთ ხვალ იყოს ყველაფერი.
სანიმ მოკლედ მოუჭრა და სახლში შევიდა, ლევანი ჩემდა გასაკვირად გაცერდა ცეცხლს თვალი გაუშტერა და სასმელი მოიყუდა, შემდეგ ზიზღნარევი სახით გამომხედა და სმა კვლავ განაგრძო.
- როგორხარ?
ელენამ გადმომიჩურჩულა და ახლაღა მივხვდი, რომ აქამდე არ ვსუნთქავდი
- თავი საძაგელი ქალი უნდა მეგონოს, მაგრამ ასე არ მგონია
გამოვტყდი და მზერა სახლს მოვავლე, ელენას ჩაეღიმა
- სახლში შევიდა
მითითა სახლისკენ
- ვიცი, მაგრამ არ მინდა სიტვაცია მეტად გავამწავავო
წინადადების დასრულებაც ვერ მოვასწარი ხმა, რომ მომესმა ვიღაც საშინელი სიტყვებით
მლაანძღავდა და ლევანს აჯანჯღარებდა.
- ხედავ?ისიც ისეთივე ბო ზია, როგორებიც მუდამ გყავდა ვერ დამაფასე
მაღალი გოგონა ლევანს საყვედურებს ეუბნებოდა და თან ცირკს უდგავდა, ლევანი უბრალოდ სვავდა.ის კი ჩემს ლანძღვას არ ერიდებოდა
- ძუკ ნა, კახ პა. მეძა ვი მოუნდა აქ ყველასთან ჟიმა ობა
ალბათ უნდა შემრცხვენოდა ნახევარი უნივერსიტეტი მიყურებდა, მაგრა რატომრაც არ მანაღვლებდა.
- გეუბნებოდი?ეგ შენი ძმაკაცი ვითომ კაცია, ხომ ხედავ არ გინდა ნუ დაუშვებ იმ აზრს, რომ მისნაირი შესაძლოა კაცი იყოს თქო ყლ ექალაა ჩვეულებრივი კაცის ტანსაცმელში გადაცმული და თავი აქ სამყაროს პრინცი გონია, ისე ჩაგასო ლახვარი არც კი დაფიქრდა.
აი აქ არ ვიცი რავიგრძენი, არ ვიცი როდის გავარტყი ხელი გოგოს, არ ვიცი როდის დავუწყე ღრიალი, რომ მსგავს რამეს სანიზე თუ იტყოდა მოვკლავდი. არ მახსოვს, როგორ ატყდა ჩხუბი და როგორ მომხვდა ლევანის ხელი, რომელზეც შემთხვევითი იყოვო ასე ამბობდა ბევრი. არ მახოსვ როდის გამომათრია იქიდან სანიმ და არ მახსოვს დაშლილი ხალხი.
- გადაირიე?
ლოყაზე ცივ ყინულს მადებდა და სულს მიბერავდა, ქვეყანას მოწყვეტილი ვიჯექი დივანზე და შრიდან რაღაც ხმები მესმოდა.
- ელენა მემგონი არ ესმის ელენა
ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით სანი და გიორგის სასწრაფოს გამოძახებას სთხოვდა
- კარგად ვარ
ამოვიხავლე, როგორც კი ელენამ ოდნავ შემანჯღრია და თავბრუს ხვევა ვიგრძენი.
- ხელი მანახე?
ელენამ ჩემი დასისხლიანებული ხელი სუსტ მაჯაში მოიქცია და სისხლის მოწმენდა დამიწყო, სანი გაშტერებული მიყურებდა მეც თვალს არ ვაშორებდი, შემდეგ უბრალოდ ცივი და საშინელი ხმით თქვა.
- დიდი მადლობა ბავშვებო, ამ შუაღამისას ნუ წახვალთ ოთახებში გადანაწილდით
ზევით მიანიშნა ხელით და ამით ისიც უთხრა დაგვტოვეთო. კანკლმა ახლა მართლა ამიტანა, როცა ვიგრძენი, როგორ ვატკინე და რისი გადალახვა უწევდა ახლა, ალბათ იმის რისიც უწინ. წინ ჩამომიჯდა დაღლილი ყველაფრისგან, დაქანცული პერანგის მკლავები უხეშად აიკეცა და თავი ხელებში ჩარგო. მის ფერად ტატუებს კიდევ ერთხელ მომვავლე თვალი და გავირინდე. ვიჯექი განუნძრევლად და განაჩენს ველოდებოდი.
- ნინა
აღმოხდა ჩამწყდარი, ჩახლეჩილი ხმით და ცრემლები ვეღარ მოვთოკე, იმდენად ვიგრძენი მისი ტკივილი, როგორ უჭირდა ძლივს აწყობილი ცხოვრების ჩემს გამო განადგურება. ალბათ ყველაფრის გადატანაში მეგობრები ეხმარებოდნენ, ლევანი ყველაზე მეტად მე კი დავანგრია ეს ყველაფერი მოვედი ქარბოორბალასავით და გადავუარე შტორმივით. შემდეგ სიტყვას არ დავლოდებივარ. დივნიდან ჩამოვცურდი, იატაკზე მუხლებით დავემხე და მისკენ მივბობღდი, აკანკალებული ხელებით სახე ავაწწევინე და ვინანე. კიდევ ერთხელ დავინახე ცისფერ, უნაკლო თვალებში სევდა და სიწითლე. დასკდომამდე ძრღვები და გამოკვეთილი ყბები ტკივილისგან ერთმანეთს, რომ აჭერდა და ითმენდა. დასკდომილ ტუჩებზე ხელი გადავუსვი, წარბთან სისხლი შევნიშნე ალბათ მანაც იჩხუბა. რბილ და ფაფუკ ტუჩებს კიდევ ერთხელ გადავატარე თჳთი და არ დავლოდებივარ არაფერს მწყურვალივით დავეწაფე სისხლნარევ, გაფითრებულ ბაგეებს. ბაგეებს, რომელის გემოსაც უკვე ათას კაცში გამოვარჩევდი. ბაგეებს, რომელსაც ჩემეული გემო ჰქონდა და უცნაური სურნელი. სისუფთავის...სისუფთავის სურნელი, წყლის და მინდვრის სურნელი. სისხლი კინაღამ ტვინში ჩამექცა, როდესაც კოცნა მომთხოვნი და ვნებიანი გახდა, როცა მუხლებზე გადამისვა და თლილი, ფერადი თითები ტანზე შემომეპარნენ. ალბათ ახლა გამკიცხავთ, გამათახსირებთ, ანათემას გადამცემთ ან ჯვარზე შემაჩვენებთ, ქალის სახეს სატანასთან გააიგივებთ ჩემი სულმდაბლობის გამო, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა, თორემ მოვკვდებოდი გესმით?მოვკვდებოდი.
მე ის ვიპოვ.
ის მონათესავე სული ვიპოვე, რომელსაც ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე ეძებენ და ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ აგნებენ.
მე ის ვიპოვე რა მნიშვნელობა აქვს ვის სხეულში
მე ის ჩემი ერთი ცალი ვიპოვე !



№1  offline წევრი anuki ^-^

ჩემი სანი და ნინააა ^----^ კარგი იყო და ჰო, შემდეგი თავი მალე დადე!!!

 


№2 სტუმარი ano_anikoo

თავები გაადიდე გეხვეწებიიიიიიი...ძაალიან გამიხარდა ესენი ერთად უნდ აიყვნენ ნამდვილად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent