შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი IX)
დილის 7საათზე ყველაფერი უკვე მზად მქონდა, ტანსაცმელი საჩქაროდ გადავიცვი და ვერანდაზე გავედი, უკანასკნელად ჩავისუნთქე სვანეთის სუფთა კამკამა ჰაერი, რომელიც თითქოს ფილტვებს გიხეთქავს, თუმცა ეს გსიამოვნებს კიდეც, ის არ გახრჩობს ქალაქის გამჭვარტლული ჰაერისგან განსხვავებით, მთებს თეთრი ჩადრები ჩამოუფარებიათ და ჯერ კიდევ სთვლემენ, სანამ მზე თვალებს გაახელს და მათაც გადახდის პირბადეს, ირგვლის სიჩუმის საოცარი ხმა სუფევდა, ხმა მშვიდი, უშპოთველი, აუღელვებელი. როდის დავბრუნდებიდი ნეტავ აქ, ან კი დავბრუნდებოდი საერთოდ? აი პირველი მზის სხივიც გამოჩნდა, ნელთბილი, ნაზად მომეალერსა სახეზე, თითქოს მომესალმა და გზა დამილოცა, შემდეგ კი სპეტაკ იისფერ თოვლზე გადაინაცლა და ათასფრად ააბრჭყვიალა, მთებმაც ნელ-ნელა მოიხსნენს, ნისლის ფაფუკი, თეთრი პირბადე და მთელი თავისი სიდიადით წარდგნენ მზის წინაშე. ამ სანახაობით მონუსხულმა საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ად, შესაძლოა მარტო შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერათად, ამას არსებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე აუცილებლად დავბრუნდებოდი აქ. ქვემოთ ჩვები ბებიას თბილად გამოვემშვიდობე, და დავაიმედე რომ კიდევ მნახავდა, მასთან აღარ გავსულვარ საკმარისად ვისაუბრეთ გასულ ღამეს დამშვიდობებით კი ისევ ისე ცივად დამემშვიდობებოდა, უკეთესი იქნებოდა თუ ისეთი დამამახსოვრდებოდა როგორც ის რეალირად იყო. ზურგჩანთა მანქანაში ჩავდე და საჭეს მივუჯექი, მანქანის ძრავმა, ყრუდ დაიღმუვლა და ნელა დაიძრა ადგილიდან, თუმცა სანამ ჭიშკრიდან გავიდოდი, გვერდით კარი გაიღო და იოანეს ხმა გაისმა..... -დაუმშიდობებლად აპირებდი წასვლას? -უბრალოდ არ მინდოდა შენი შეწუხება, ვიცი სენტიმენტებს ვერ იტან, გავუღიმე ნაზად.... -ხო ეგ მართალია, მაგრამ ასე მაინც არ შეიძლება, მოკლედ აქ ამის მოსაცემად მოვედი, შენს ოთახში ვნახე წაიღე სამახსვროდ მაინც დაგრჩება, ეს მაინც გაგახსენებს ჩემს თავს მაშნ როცა კვლავ ცდი თვითმკვლელობას და იმედია შეგაჩერებს... მითხრა და „ქარიშხლიანი უღელთეხილი“ მომაწოდა. -ძალიან დიდი მადლობა ჩემი საყვარელი წიგნია, მაგრამ ერთი შენიშვნა უნდა გავაკეთო, თვის მოკვლას აღარ ვეცდები. მშვიდობით იმედია სადმე კიდევ შევხვდებით. -კი აქ თუ ჩამოხვალ აუცილებლად შევხვდებით სხვაგან კი ძალიან მეეჭვება... კეთილი მგზავრობა... -ბედნიერად იო... მანქანას მოშრდა, საბოლოოდ გავუღიმე და მანქანა დავძარი, ნელა მივუყვებოდი თეთრი საბნით დაფარულ გზას და ვგრძნობდი რომ რაღაც შეიცვალა, მე უკვე აღარ ვიყავი ისეთი როგორიც აქამდე, ახლა უკვე რაღაც ძალა მიბიძგებდა იმისკენ რომ მებრძოლა და ყველაფერი თავიდან დამეწყო... მაშინებდა ის ფაქტი რომ არაფერი გამომივიდოდა და კიდევ ერთხელ დავმარცხდებოდი მაგრამ ამ შემთხვევაშც კი არ ვაპირებდი დანებებას, მე ჩემი მიზნებისთვის უნდა მიმეღწია, იმის მიუხედავად თუ რა მდგომარეობაშ იქნებოდა ჩემი ოჯახი, საკუთარი ცხოვრების გზა თავად უნდა გამეკვალა, მევლო ეკლიანი ბილიკებით დავცემულიყავი, მაგრამ საბოლოოდ მიზნამდე მაინც მივსულიყავი... სიყვარული? არც კი ვიცი ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, უბრალოდ დინებას მივყვებოდი მხოლოდ ასწინააღმდეგო მიმართულებით და თუ სიყვარულამდე მივაღწევდი ეს იქნებოდა ყველაფრის ზღაპრული დასასრული, ჯერჯერობით კი სხვა მიზნები მამოძრავებდა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გამოჩნდა, შავი ჭვარტლით დაბურული ქალაქი, ახლა უკვე მარტის ცვალებადი გიჟმაჟური ხასიათით თავგზა აბნეული და უკმაყოფილო, მაინც მოღუშული და გაუცინარი. აქ არაფერი შეცვლილიყო, იმის ნაცვლად რომ ჰაერში იისა და სხვა გაზაფხულის ყვავილების სურნელება მეგრძნო მხოლოდ ჭუჭყიანი გამონაბოლქვით მევსებოდა ფილტვები და მგუდავდა... სიჩმის ნაცვლად გულის გამაწვრილებელ ქაოტური ბგერები ჩაქუჩვით გირტყავდა თავში და არ გაძლევდა დაფიქრების საშალებას, საცობში მოხვედრილი მანქანების მძღოლების უაზრო სიგნალი და ბილწსიტყვაობა ჭკუიდან გშლიდა ეს ყველაფერი გულს მირევდა, როგორც იქნა სახლს მივაღწიე, საღამოს საათი იყო, სახლი მოღუშული მოუწესრიგებელი და უსიცოცხლო დამხვდა, აშკარად ეტყობოდა რომ დედა წასული იყო... ზურგჩანთა საწოლზე მივაგდე და დემეს დავურეკე.... -საით ხარ მალე მიხვალ სახლში? -ვა როგორც იქნა გამოჩნდი, გაგახსენდა რომ ძმაც გყავს? ძმაკაცთან ვარ საღამოს მივალ სახლში შენ როდის ბრუნდები? -არც დამვიწყებია იდიოტო, არ ვიცი ჯერ, ალბათ კიდევ ერთ კვირას დავრჩები, სახლში რა ხდება სხვა? -არც არაფერი რა უნდა ხდებოდეს? მამა მთელიდღე გასულია, სამსახურში თუ სამსახურშ არაა მაშინ დასალევადაა, დედას ვნახულობ როცა სცალია და ასე ვარ მარტო მთელიდღე. შენ მაინც ჩამოდი რა... ერთი შეხედვით ჩანდა თითქოს ადვილად ეგუებოდა ყველაფერს თუმცა ეს ასე არ იყო, მისი „ჩამოდი რა“ ისეთი ხმით იყო წარმოთქმული სადაცაა ტირილს დაიწყებდა. -კარგი დემე, დროებით და შეგეხმიანები კიდევ... ტელეფონი გავთიშე და სახლის დალაგება დავიწყე, რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა დაუბრუნდა ნამდვილი სახე და აღარ ჰგავდა ბარდაკს, შემდეგ კი საჭრო პროდუქტები ვიყიდე და დემეს საყვარელი საჭმლის მომზადება დავიწყე... ღმერთმა უწის როდის ისადილა ნორმალურად გავიფიქრე და გამეღიმა... -რაღაც უჩვეულოდ ბედნიერი ხარ, ჩაისისინა ჩემმა სულის მწამებელმა.. -ოჰ თქვენ გღვიძავთ? რამდენი ხანია არ მომისმენია თქვენი საოცარი ხმა... -ოჰო ეს რაღაც ახალია აქამდე მხოლოდ მაჩუმებდი ახლა კი ირონიით იკბინები? აშკარად რაღაც გამომრჩა... -ბევრი არაფერი, შეგიძლია შეძვრე კვლავ შენს სუთხეში... -არა მაცადე დავტკბე იმის ყურებით თუ როგორ გაუცრუებ იმედს საკუთარ თავს და ყველას კიდევ ერთხელ... -წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავე იდიოტო და მაცადე ცხოვრება. -რაიყო ოჯახური ვახშმისთვის ხო არ ემზადები? დედა მამა ძმა და შენ, სწორად მივხვდი ხო? და შენი აზრით გამოგივა? ღმერთო ჩემო რა სასაცილო ხარ როცა თავადაც იცი რომ ეს ყველაფერი სრული უაზრობა და მარაზმია მაგრამ მაინც არ ჩერდები.... ხმა აღარ გამიცია მისთვის რომ მომესმინა ნამდვილად გამაგიჟებდა, ყველაფრის მომზადება დავასრულე როდესაც კარი გაიღო და დემე შემოვიდა... -მა სახლშ ხარ? ქურთუკი დივანზე მიაგდო და სამზარეულოშ შემოვიდა, გაოცებისგან გაშეშდა როდესაც გაზქურასთან წინსაფარაფარებული დამინახა..... -ნიცა? შენ? აქ საიდან გაჩნდი? ხელშ ამიყვანა და დამატრიალა, -იცი როგორ მომენატრე? -მეც დემე, ძალიან მენატრებოდი, ბოდიში რომ ასე მოგექეცი კაგრი? ბოდიშ რომ კიდევ ერთხელ მიგატოვე მაშნ როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებოდა, ბოდიში რომ ჩემს გამო ასეთ გარემოშ გიწევს ცხოვრება, გპირდები ყველაფერს გავაკეთებ ამის გამოსასწორებლად, უბრალოდ მაპატიე და ცოტა დრო მომეცი კარგი? სახე ჩემს ხელებშ მოიქცია და თვალებშ ჩამხედა.... -შენ საპატიებელი არაფერი გაქვს გესმის? ძალიან ვამაყობ ასეთ დაიკო რომ მყავს და ჩემთან რომ ხარ, რაც შეეხება დანარჩენს ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ. მოკლედ აბა რა გეგმა გვაქვს? -არც კი ვიცი, უბრალოდ ვიფიქრე დასაწყისისთვის არც ისე ცუდი იქნებოდა, ჩვენ და მამას ერთდ გვევახშმა თუ რათქმაუნდა ფხიზელი დაბრუნდება სახლში. -მოიც დავურეკავ ახლავე... მა სად ხარ მალე მოხვალ? აუცილებელი საქმე მაქვს, თუ ფხიზელი დაბრუნდები დიდად დამავალებ.... კარგი გელოდები. 1 საათშ სახლში იქნება, მანამდე შეგიძლია გამოიცვალო და სუფრა გააწყო გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. სასწრაფოდ წყალი გადავივლე, სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი, გული საშნლად მიცემდა, ამდენი ხნის განმავლობაში მამაჩემთან პირველად მიწევდა პირისპირ მარტო საუბარი, ეს გადაწყვეტდა საბოლოოდ ჩემს ცხოვრებას, ერთი ვიცოცი მიმიღებდა თ არ მიმიღებდა ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა თუმცა როგორ ამაზე წარმოდგენა არ მქონდა. სარკეშ საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი, ამ ერთ კვირაშ კიდევ უფრო დავსუსტებულიყავი, თვალები ერთიანად ჩამშავებოდა, უძილობისა და ნერვიულობის გამო ხელები მიკანკალებდა, შუბლზე ცხელი ოფლი მასხამდე მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თვალეში მაინც გამოკრთოდა პატარა იმედის სხივი, იმედის რომ ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დაკარგული... სამზარეულოშ გავედი დემე დავიხმარე და სუფრა გავაწყვე... აივანზე გავედი სიგარეტს მოვუკიდე, ცოტა უნდა დავმშიდებულიყავი სხვაგვარად არაფერი გამომივიდოდა... -ნერვიულობ? ასეც უნდა იყოს, ნამდვილად გაქვს ამის მიზეზი. -შენ ისევ აქხარ? -აბა ასეთ მნიშნელოვან მოვლენას როგრო გამოვაკლდებოდი. -შენთვის არ მცალია შემეშვი. ჩავისისინე ჩუმად და კიდევ ერთიხელ გამოვუშვი კვამლი ფილტვებიდან. -ისე ახლა რომ შემოვიდეს მამაშენი, ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნება, უძღები შვილი დაბრუნდა და კვლავ არ იტეხს თავის რქებს, დემონსტრაციულად უბოლებას მამას სიგარეტს ცხვირწინ, საინტერესო იქნება და სახალისო... ხარხარებს იგი და ბოლომდე თამაშობს ჩემს ნერვებზე. „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან“...დრო, ტაროსის დაწმენდა ყველას და ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს“ ამომიტივტივა თავში უცებ, რამდენიმე წამში დავრწმუნდებოდი ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში....კარზე ზარის გაბმული წკრიალი გაისმა და სისხლი გამეყინა, ზღურბლთან ჩემი მოსამართლე იდგა, მე სამსჯავროზე წავრდგებოდი რამდენიემე წუთში და გადაწყდებოდა ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი... -ისევ გეშნია? მიდი ახლაცგაიქეცი... ჩაისისინა ქალბატონმა ყოვლისმცოდნემ და გაიღიმა. ის მართალი იყო, სწორედ ამ აზრმა გამიელვა თავში, მაგრამ რაღაც ძალით კვლავ ადგილზე ვრჩებოდი, „დრო ტაროსის დაწმენდა ყველას და ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს“ გავიფიქრე კიდევ ერთხელ და ოთახში შევედი... შესვლისთანავე მის მზერას წავაწყდი, ცივს, გაოგნებულს, იმედგაცრუებულს, მზერას რომელიც გადანაშაულებს, ყველა იმ უბედურებაში რაც მას თავს დასტყდომია, მზერას რომლის ზუსტად აღწერა სიტყვიერად შეუძლებელია, მზერას რომელიც გკლავს და უთქმელად გეუბნება რომ არ სურს შენი დანახვა აღარასდროს. ამ გამოხედვის თანავე ერთბაშად გიპყროს სურვილი მიწა გაგისკდეს და ჩავარდე, უბრალოდ გაქრე, ოღნდ აღარსად აღარასდროს აღარ გადაეყარო მას. -მა წამოდი დავსხდეთ ვივახშმოთ. დემემ მკლავში ხელი გაუყარა და სუფრისკენ უბიძგა ჯერ კიდევ გაოგნებულ „მამას“ -ესაა სენი აუცილებელი საქმე? იმედგაცრუებულმა გადაულაპარაკა ამ უკანასკნელმა და ვახშმის განმავლობაში ხმა აღარ ამოუღია. გარემო დაძაბული და გაუსაძლისი იყო, არაფერი მიჭამია უბრალოდ ვიჯექი თავჩაღუნული და ვფიქრობდი როგორ უნდა დამეწყო საუბარი. ის კი ისეე იქცეოდა თითქოს იქ არც ვყოფილიყავი, თითქოს უხილავი გავმხარიყავი... არც დემე იღებდა ხმას, ჩვენს შორის დაძაბულმა გარემომ ისიც დათღგნა, ცდილობდა ეპოვნა რაიმე საშალება რაც ცოტა განმუხტავდა გარემოს მაგრამ ვერ ახერხებდა... წამები საშნლად იწურებოდა, ბოლოს მოთმინება გამოლეული „მამა“ ადგა, ვერანდაზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. გაყევი ხელის კვრით მიბიძგა დემეტრემ, ფეხებს ძლივს მივათრევდი, ნაბიჯებს ვამცირებდი და დროს ვწელავდი, ბოლოსკი უბრალოდ წინ ავესვეტე და მონოლოგის კითხვას შევუდექი, მონოლოგი შედგებოდა ყველა იმ სიტყვისა და ფრაზისგან რომლის თქმაც ამდენხანს მწყუროდა და ვერ ვახერხებდი... ერთიანად ამხეთქა ახლა ყველაფერმა და ყვოელგვარი შევაფვის შელამაზების გარეშე ჰაერში გაიფანტა... „ მაპატიე, მაპატიე რომ მოგატყუე, მაპატიე რომ ასე იოლად დაგთმე, მაპატიე თუ ისეთი შვილი არ ვიყავი როგორზეც ოცნებობდი, როგორიც წარმოგედგინა რომ ვიქნებოდი, მაპატიე რომ ჩემს გამო ამდენის გადატანა მოგიხდა, მაპატიე თუ გცხვენია ჩემს გამო, მაპატიე რომ იმედები გაგიცრუე და დაგაღალატე, მაგრამ შენც მომატყუე, მითხარი რომ ყოველთვის შემეძლო საკუთარი გზის არჩევა, რომ შენი პრინცესა ვიყავი და რა გზაც არ უნდა ამერჩია მუდმივად ჩემს გვერდით იქნებოდი, დამიცავდი და არასდროს მიმატოვებდი. მაგრამ შენ იმედები გამიცრუე, მომატყუე, სწორედ მაშინ დამტოვე მარტო როდესაც შენი გვერდით დგომა ყვეაზე მეტად მჭრდებოდა, როდესაც შენი დაცვა მჭრდებოდა, შენ დამივიწყე, ისე თითქოს არასდროს ვარსებობდი, თითქოს არასდროს გყოლია პრინცესა რომელსაც კოშკებს უგებდი და პირდებოდი რომ ყოველთვის ელგან და ყველაფრისგან დაიცავდი... ჩემი საქციელით არ ვამაყობ, ვიცი რომ ბევრი დავაშავე, მაგრამ ამ ოჯახის წევრი ვარ, ასე ნუ მექცევი, ვიცი ბევრი რაღაც მოხდა ისე რასაც შენ არც კი ფიქრობდი მაგრამ თ გიყვარვარ ყველაფერი უნდა გიყვარდეს ჩემში, ძალიან მიყვარხარ და მაპატიე, მაპატიე ასე რომ გატკინე გული, მაგრამ შენც მატკინე, ყველაზე მეტად სწორედ შენ მატკინე“ მონოლოგის დამთავრებასთან ერთად, თვალებიდან რაღაც სველმა, პატარა მოკიაფე წვეთებმა იწყეს გადმოსვლა, ღამისფერი თვალებიდან ცრემლი მოდიოდა, ლოყაზე ნელა დაეშვნენ და ნიკაპს მოეჭიდნენ, ეს ჩემი დაკარგული გრძნობები იყვნენ, მე ისინი კვლავ დამიბრუნდა, დაუკითხავად შემოვიდნენ მთელ სხეულში და თითოეული ნაწილი ააფორიაქეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.