შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელეთის ბატონობის ქვეშ (3)


22-10-2016, 21:05
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 304

მთელი დღე სასწაულად დათარსული დავდიოდი. კინაღამ შუა კორიდორში გავიშხლართე როცა სახლში მივდიოდი.
წარმოიდგინეთ რა მოხდა უბრალოდ თქვენთვის დამითმია იმის გარკვევა თუ რა მოხდა საღამოს. არა! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. მე პირადად ყველაზე ბნელ კოშმარშიც ვერ დამესიზმრებოდა
თავიდან როცა შვიდი საათი გახდა არავინ მოვიდა გარდა ჩემი პუნქტუალური კასისა. ზუსტად შვიდ საათზე ჩემი კარის წინ იდგა მაგრამ მე საშინელ ხასიათზე ვიყავი და როგორც კი შემოვიდა ტირილი დავიწყე. ხო ვიცი დებილი დაქალი მყავს ვერაფერი გაიგო და სახეზე ღიმილგამშრალი იდგა კართან.
-შემოდი
შევიპატიჟე როგორც იქნა და მანაც თითქოს რაღაც დიდი აეხსნაო ისე შემოაბიჯა სახლში.
ჩემი ვარდისფერი პიჟამო ჩავიცვი და ფსლუკუნი დავიწყე.
-ხომ ვამბობ სკოლაში არავის მოვწონვარ
-იმიტომ რომ მათგან განსხვავდები
-მადლობა გამხნევებისთვის
ვუთხარი სარკაზმით სავსე ხმით და ზურგით დავჯექი
-კარგი რა მე კარგი გაგებით ვიგულისხმე.
-ხო მაგრამ არ ვიცი... ყველა ისე მიყურებს თითქს ბაბა-იაგა ვგონივარ და ელოდებიან როდის შემოვაჯდები ცოცხს და გავფრინდები
-სრულიად გეთანხმები
გაეცინა კასის მაგრამ მე ისე გავბრაზდი რომ გამწარებული სახე ვტყორცნე რაზეც მოიღუშა თუმცა როგორც ყოველთის უცბათ მოვახერხეთ შერიგება და ისევ მის მხარზე გავაგრძელე ბღავილი.
კარზე ზარი გაისმა. გასაღებად მე ჩავედი. ვარდისფერი კურდღლის პიჟამით რომელსაც უკან კუდი ჰქონდა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ რომ კარგად მიხვდეთ რა საშინელ მდგომარეობაშ ჩავვარდი როცა კართან ჩემი ინგლისურის მასწავლებელი კლოდ ადკინსი და მის გვერდით მდგარი ის ბიჭი დავინახე რომელიც მეცნობოდა ოღონდ არ ვიცი საიდან.
დიახ! მაშინ, როცა მწვანეთალება სიმპატიური ბიჭი და ჩემი ინგლისურის მასწავლებელი კართან იდგნენ მე კურდღლის ვარდისფერი პიჯამა მეცვა და ვფსლუკუნებდი ისე როგორც მეორე კლასელი რომელსაც ნაყინი არ უყიდეს.
-გამარჯობა
გამიკვირდა ენა რომ არ დამება
-‘’ ჰოო ახლა გავერთობით’’
დაიწყო ბოროტი ხითხითი ლილუმ
-‘’ხმა გაიწყვიტე’’
მოვიპოვე კონტროლი ჩემს თავში მცხოვრებ ჰარლი ქუინზე. სტუმრები სახლში შევიპატიჯე .
-ემილი დედაშენის ნახვა გვსურს თუ შეიძლება მის ედისონს დაუძახეთ
-ოთახშია ახლავე დავუძახებ
ვთქვი დაბნეულმა და თავში იმის გადამოწმება დავიწყე დავუშავე თუ არა რამე ამ მასწავლებელს რომელიც ჩვენს კლასში დღეს შემოვიდა.
აი ის მწვანეთვალებ ბიჭი კი აშკარად სიხარულით მიყურებდა ისეთი თვალებით თითქოს სადაცაა ბედნიერებისგან გასკდებოდა. გეგონება ჩახუტება უნდოდა და ვერ ბედავდა. კლოდს კი ხელში უცნაური წითელი ფორმის ყუთი ეჭირა რომელსაც ხელს ისე უსვამდა თითქოს კნუტს ეფერებოდა.
დედას გაფითრებული სახე ქონდა და ჩაწითლებული თვალები. იტირა?? ღმერთო ჩემო დედაჩემმა იტირა??
ის ამაყად თავაწეული ჩადის დაბლა და მამაჩემის ძველ კაბინეტში იკეტებიან.
მე გაოცებული ვდგავარ სამზარეულოს კარებთან და თვალებს აწქეთ-იქით ვაცეცებ
კასი შეშინებული ჩანს. არ ის ვიცი ასე რამ დააფრთხო.
-კარგი უნდა წავიდე სკოლაში გნახავ
სასწრაფოდ გადამკოცნა და უკანმოუხედავად გავარდა სახლიდან.
ჩემს ფიქრებთან დავრჩი.
რამდენი ხანი გავიდა? საათები. ალბათ 3 საათი ან მეტი მე კი დროის სვლაც კი ვერ გავიგე. ხანდახან დედაჩემის ყვირილი მესმოდა და დაფეთებული ვიყურებოდი კარისკენ სადაც გაცხარებული კამათი მიდიოდა რაღაც თემაზე.
და 3 საათის შემდეგ ისინი გამოვიდნენ. ემოციები შეცვლილიყო დედაჩემს არაფრისმთქმელი თვალები ქონდა მაგრამ იმედის ნაპერწკალს მაინც ვხედავდი. კლოდს ჩაფიქრებული მზერა ქონდა ხოლო მწვანეთვალება ბიჭი დანაღვლიანებულიყო. და ახლა ამ წამს მე ვიცანი ის. ბიჭი რომელმაც დახმარების ხელი მაშინ გამომიწოდა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ორი წლის წინათ მან მომცა იმედის ის სხივი რომლითაც ცხოვრება განვაგრძე.
არ ვიცი რატომ ალბათ უბრალოდ მინოდა მადლობა გმომეხატა. მე მას ჩავეხუტე. მისგან მხოლოდ დადებითი აურა მოდიოდა რომელიც დამაშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე.
-ემილი უნდა დაგელაპარაკოთ
ხმა გაუმკაცრდა დედაჩემს
-გისმენთ
თავხედურად მოვთავსდი დივანზე და დაცინვით სავსე თვალები აღვაპყარი მათკენ. ალბათ იმიტომ რომ გული დამწყდა ამდენმა ხალხმა საჭიროდ არ ჩათვალა გამეგო რა ხდებოდა შიგნით როცა მე აქ თავბედს ვიწყევლიდი.
-შენ ჩვენზე ყველაფერი არ იცი
-მაგას ისედაც მივხვდი დედა
შევუღრინე ჩემთვის უახლოეს ადამიანს.
დანაშაულის გრძნობაც კი არ გამჩენია. რატომ? ალბათ ძალიან გაბრაზებული ვიყავი იმისთვის რომ რაიმე მეგრძნო გარდა ზიზღისა რომელიც თვალებში აშკარად ჩანდა
-შენ...
დედა გაჩერდა. ცრემლები ძლივს გადაყლაპა მაგრამ გაგრძელება ვეღარ მოახერხა ამიტომაც იქვე უძრავად მდგარდმა კლოდმა უჩვეულოდ უემოიცო სახით დაიწყო საუბარი.
-შენ მემკვიდრე ხარ. რადგან თვრამეტის გახდი უნდა წაგიყვანოთ რომ შენი კორონაცია მოხდეს. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ისინი მალე მოვლენ... ბნელეთი უკვე აქ არის...
უფრო თავისთვის თქვა ბოლო სიტყვები კლოდმა და აქეთ-იქით მიმოიხედა.
გამიკვირდა მაგრამ არა ისე როგორც ადამიანს უნდა გაუკვირდეს როცა გაიგებს რომ მემკვიდრეა
-მე რატომ?
-შენ ერთადერთი ცოცხალი კანონიერი ტახტის მემკვიდრე ხარ. შენ ძალიან სჭირდები შენს სამეფოს. მამაშენი უძლიერესი მმართველი იყო. შემდეგი შენი ძმა იქნებოდა რომ არა ბნელეთი რომელმაც მათი სიკვდილი მოისურვა და მიზანს მიაღწია.
-შენ ჩვენი სამეფოს ერთადერთი იმედი ხარ
სევდიანად დაასრულა მწვანეთვალება ბიჭმა
-დრო არ გვაქვს...
-ახლავე?
-აუცილებელია რომ არ იყოს ამას არ გავაკეთებდი
დედაჩემს გახედა კლოდმა და წითელი ყუთი რომელსაც, როგორც ფინიას ისე ეფერებოდა, შესაშური სისხარტით გახსნა და გვირგვინი ამოიღო
-ეს შენია ტრადიციის მიხედვით შენი გვირგვინი შენთან უნდა იყოს მაგრამ ამას მერე მივხედავთ. სასწრაფოდ მივდივართ.
გქონიათ ისეთი შემთხვევა როცა გგონიათ რომ ღმერთსაც კი არ ესმის თქვენი? იმ წამებში ასეთი შეგრძნება მქონდა. მეგონა ჩემი ცხოვრება კომედიად გადაიქცა და ღმერთი კარგად ხალისობდა ამაზე. ღმერთი დამცინოდა წარმოგიდგენიათ? მწარედ და ულმობლად იშვერდა თითს ჩემკენ და მის თვალებში მხოლოდ ზიზღს ვხედავდი.
იმასაც ვერ მივხვდი სად ვიყავით. ალბათ გზაში დამეძინა ან გავითიშე იმის შემდეგ რაც ვიღაც ხალხი ჩემს სახლში შემოიჭრა და ჩემს დაბდების დღეზე ჩემს მოკვლას შეეცადა.
რომ არა ის მწვანეთვალება ბიჭი შუაზე გამხლეჩდნენ, დამჭრიდნენ, შემწვავდნენ ან რაიმე უარესი თუმცა მე არავინ მაძლევდა სიკვდილის უფლებას. თვით დედაჩემიც კი რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსის გარდა მეგონა არც არაფერი შეეძლო მებრძოლად გადაიქცა თითქოს რომელიმე ბრძოლის შუაგულში მოვხვდი.
მერე კი მხოლოდ ის მახსოვს რომ ჩემს ოთახში ავვარდი. იქ ვიღაც შემომყვა და მთელი ძალით მიმახეთქა კარადაზე მე კი გონება დავკარგე.
გონზე მაშინ მოვედი როდესაც მზის სხივებმა კანი ამიწვა.
წამის მეასედში გამახსენდა ყველაფერი და თვალები დავაჭყიტე. გარშემო მიმოვიხედე. მანქანაში ვიჯექი და თავი ისე მტკიოდა თითქოს სწრაფი მოქმედების ბომბი მედო და სადაცაა აფეთქდებოდა.
ხელი კეფაზე მოვისვი. გამხმარი სითხე მაშინვე ვიცანი. სისხლი იყო რომელიც ჯერ კიდევ მდიოდა მაგრამ არა ისეთი სისწრაფით როგორც მანამდე.
წინ კი მწვანეთვალება ბიჭი იჯდა რომელსაც ხელები საჭესთვის მაგრად მოეჭირა
-რა მოხდა?
შევშფოთდი როდესაც დედაჩემი ვერ დავინახე.
-ბნელეთი იყო... მერე შენ გონება დაკარგე...სისხლი გდიოდა და კლოდმა ბრძანება გასცა სახლში წამეყვანე ისინი კი იქ დარჩნენ
აღელვებული და გატეხილი ხმა ჰქონდა
-შენ გინდა თქვა რომ...
-არა! არა! კლოდი ერთ-ერთი საუკეთესოა ის გადარჩება. არც მელინდაა ცუდი მებრძოლი ისიც ისევე გამოძვრება როგორც ყოველთვის.
ახლა გარემოს მოვავლე თვალი. შემეშინდა როდესაც ირგვლივ მხოლოდ ბურუსი და სიმწვანე დავინახე
-სად ვართ?
-სამეფოში მივდივართ
-მალე მივალთ?
-კი
ჩემი ხმა დაღლილი მეჩვენა როგორც ჩანს ჩემს წინ მჯდარ უცნობსაც
-შენი სახელი მაინც არ ვიცი
-ნეითი
-სასიამოვნოა. ჩემი სახელია...
სიტყვები ვეღარ დავამთავრე რადგან ბურუსში ვიძირებოდი
-ვიცი ემილიანნა. ტკბილი ძილი.
მითხრა თბილი ხმით და თავი როგორც სახლში ისე ვიგრძენი. ამ უკანასკნელმა კი დამამშვიდა და სიბნელემ ყველაფერი მოიცვა. მხოლოდ იმის დანახვა მოვასწარი რომ წითელი ყუთი ჩემს გვერდით იდო.




პ.ს. აღიარეთ რომ ძალიან არაორდინალური ვარ მაგრამ რა ვქნათ. მუზა ისე შემოვარდა არც არაფერი უთქვამს და დამჭყიპინა რომ ეს ისტორია უნდა გამეგრძელებინა.
ვერ დაგპირდებით რომ მუდმივად დავდებ უბრალოდ შეუძლებელია ამიტომ თუ მოთმინება გეყოფათ წაიკითხეთ და შემიფასეთ
სიყვარულით და პატივისცემით ლუციფერი kissing_heart heart_eyes



№1 სტუმარი lanu

Auu ra kaia ro gaagrdzele dzn mainteresebda es istoria.gtxov ar gacherdeb.gpirdebi yvela tavs wavikitxav da sheni ertguli mkitxvrli viknebi

 


№2  offline წევრი lucifer :)

lanu
Auu ra kaia ro gaagrdzele dzn mainteresebda es istoria.gtxov ar gacherdeb.gpirdebi yvela tavs wavikitxav da sheni ertguli mkitxvrli viknebi

მადლობა აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent