შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიკა, ჩემია! (3)


24-10-2016, 22:30
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 398

-რამოგივიდა დედიკო.დედაჩემი სირბილით გამოვარდა.
-არაფერი დე ისეთი.მკრთალად გავუღიმე.
-რასქვია არაფერი ახლავე მომიყევი.მისაღებში გამიყვანა და გვერდით დამიჯინა.
-დედიკო ვაჩემ მომწონხარო.ღრმად ამოვისუნთქე და ისე ვუთხარი.
-მერე რა სახე ჩამოგტირის ამისთანა ანგელოზივით ბიჭია.
-ხო მაგრამ მე არვიცი რაა რანაირად მოვწონვარ როცა მთელი 5 წელია ვმეგობრობთ.
-მაგას დედიკო თავიდანვე შევატყე რომ შენს მიმართ სხვა გრძნობა ჰქონდა.
-მაგრამ ისე ცივად მითხრა მომწონხარო და მინდა ერთად ვიყოთო.
-სვანია დედიკო, თავისი სიამაყე გააჩნია.
-მაგრამ ახლა მოვეწონე თუ როდის არვიცი.
-მაგას 3 წლისწინ შევატყე სამიწლისწინ კიარა რომ გამაცანი და სახლში რომ შემოვიდა მაშინ.
-რანაირად შეატყე?.
-მე უკვე ბევრი რამ გამოვიარე და ვცნობ ხალხს შენ ჯერკიდევ პატარა ხარ აი ნახავ რომ გაიზრდები მერე შენ შვილსაც ასე ეტყვი.
-დედა რავქნა?.
-რასქვია რაქნა დაფიქრდი აწონ დაწონე ყველაფერი აბა მე ხოარ გადაგიწყვიტო ყველაფერი.
-მირჩიე რამე.
-შენს თავს შენთვითონ უნდა მიცე რჩევა.
-ხო მაგრამ მინდა ისევ მეგობრები ვიყოთ.
-კაი მაშინ დაგიშალო არ შეგიყვარდესთქო?.
-ოო არიცი აკრძალული ხილი ყოველთვის გემრიელიაო?.
-მაგ ჩემი გამოგონილია.
-ხო ერთი ეგაა შენი გამოგონილი და მეორე მე გამოვიგონე ირონია.
-კაი წადი ახლა დაისვენე და ბევრი არიფიქრო ცოდოხარ ისედაც 2 საათი გძინავს მარტო.
-ხო კაი.
-კბილების გამოხეხვა არ დაგავიწყდეს.
-დედა 20 წლის ვარ ვიცი რომ კბილები უნდა გამოვიხეხო.
-კაი რაიყო გოგო გეხუმრე.
-მერე ეგ რანაირი ხუმრობაა ვაჩეც სულ ესე მეხუმრება.
-შენ მგონი ხუმრობაზე ხარ აცრილი.
-აცრილი არა ისა კიდე.თავი გავაქნიე და ოთახში ავედი.

ზომბივით ავაბიჯე კიბეებზე და ოთახში შევედი. გაუაზრებლად ვეცი ლეპტოპს და ფეისბუქზე ვაჩეს პროფილზე შევედი. მის თითოეულ სურათს გადავავლე თვალი და უნებურად გავიღიმე. იქვე ჩემი და ვაჩეს სელფი მოვლანდე, მხოლოდ ამ ფოტოში იღიმის. ორივეს გაბრწყინებული სახე გვაქვს, თავები ერთმანეთზე გვაქვს მიდებული და ისე საყვარლად იღიმის. პირი კინააღამ გამეხა.ბოლოს რომ მივხვდი რა უაზრობასაც ვაკეთებდი ლეპტოპი დავხურე და საბანში ტანსაცმლიანა შეწექი.
-კაი მოვწონვარ ხო ჯანდაბას მარა ასე უცებ მოჯახება რაიყო ვითომ.მხრები ავიჩეჩე.-ჯანდაბა ყველა უცნაურობა მე როგორ უნდა შემემთხვეს ვახ.ჩემთვის ამოვიოხრე და ტანსაცმელიც გავიძრე შემდეგ კი სიზმრების მორევშე გადავეშვი.

-ადგები თუ პირდაპირ თავზე დაგაფრინდე.დოინჯშემორტყმული ლანა დავინახე საწოლთან იდგა და ფეხს ათამაშებდა.
-მოდი შემოწექი.გვერდით ჩავიწიე და ისიც მომიწვა.
-დედაშენმა მომიყვა, რა სიკვდილის ბუზი დააჯდა მაგას რახდება.
-აუ მერავიცი აბა სულმთლადგადავირიე გადავიშალე.
-შენ რა უთხარი?
-რაუნდამეთქვა ქალო არმომწონს.
-ჰა აბა კი არმოგწონს არა იხვისტოლმა ვის ატყუებ შე მოზვინულო.
-ვაიმე არმომწონს და რავქნა.
-შე ზვინო მე მაინც ნუ მეპირფერები მაგის დანახვაზე ბრინჯივით იბნევი და ისეთ სახეს იღებ რომ ვითომ არიმჩნევ არადა ისე იმჩნევ.
-მართლა?.
-ხო მართლა.
-დედა მომკალით.ბალიში თავზე დავიფარე.
-ესეიგი კაბის ფერი უნდა შევარჩიო.
-რა კაბის ფერი სად მიდიხარ?.
-შენი მეჯვარე ხო უნდა ვიყო.
-გააფსი ახლა აქედან.
-აგერ ნახავ ცოტახანში ხელი თუ არ დაგავლოს.
-უჰ კი როგორ არა.
-სვანია შე მართლა მოზვინულო.
-ხო სვანია.
-მერე რაიყო არგინდოდა ვინმე სვანი ყოფილიყო შენი სატრფო?.
-ხო მარა ეგ? კაი რაა.
-რაიყო არღვლიანი იქნება შენი შვილი ნახე რაკარგად ჟღერს, ღ გამოყავი ღ.
-არღვლიანი მართლა კაი გვარია მარა რა შვილები შენ ცოტა ალაოდ ხოარახარ.
-აგერ დაგინახავ სვანეთის პლანტაციებში თუარ ირბინონ შენი და ვაჩეს ბოვშებმა.
-ამოგადღლიზავ მაგ ენას.
-უნდა უთხრა ბიჭებს?.
-არა ქალო ხოარ გაგიჟდი.
-აი მერე რო გაიგებენ ყოფას გიტირებენ შენც და იმ შავ კარკასსაც.
-ქალო წესიერად ილაპარაკე.
-მე და წესიერად ლაპარაკი? შენი ჭირიმე რა.
-აუ ახლა შენს სოფელშიი.
-იქ თან ვინ დაგხვდება.
-ვინ?.
-ლავაში.
-აუ შოთიკო სულ გადამავიწყდა.
-ბიჭი ნაწლავებს იღებს შენს გამო და შენ გავიწყდება? ცუდი გოგო ხარ.
-რაში მჭირდება მაგის ნაწლავები ჩემიც მყოფნის.
-დედაა ის ვაჩე და ლავაში მტრისას დაიბრიდები.
-დამბრიდავენ ეგენი მე მართლა ყოფას მიტირებენ.
-შე საწყალო შენა ნეტა როდის გეშველება გამაგებინა.
-მადლობა რო მითანაგრძნობ.
-აბა რა დედუცი მე სულ შენს გვერდით ვარ.

საღამოს როგორც ყოველთვის ლაშასთან წავედით იმ ღამით მე და ლანა მასთან უნდა დავრჩენილიყავით. რათქმაუნდა გიორგი და ვეჩეც უნდა მოსულიყო რადგან ლაშას დაჟინებული მოთხოვნით უარს ვერ ვეტყოდით.
-აბა რაგინდა.კარი ვაჩემ შემოაღო და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
-რაიყო ბიჭო დაჯექი.
-არა საქმე მაქვს.
-სოფოს მერეც ნახავ.
-იტყვი ახლა?.
-ესეიგი ბინა ვიყიდე ლანასთან ხოდა იქ მეზობლებმა რო არ დაიწყონ არაფერი ბიჭები ჩემს ბინაში იქნებით გოგოები კი ლანასთან.
-ამისგამო დაგვიბარე?.როგორც იქნა მიძინებულმა გიორგიმ ხმა ამოიღო.
-ხო ამის გამო დაგიბარეთ და კიდე ერთი გოგო რო წამოვიყვანო რამე პრობლემა ხო არ იქნება?.
-რათგნდა ბიჭო იქ გოგო.
-სხვაგან იცხორებს თან სოფოს დაქალია და ორივე წამოვიდნენ.ლაშას ნათქვამზე სიმწრისგან გამეღიმა.
-კაი ვეტყვი სოფოსაც.დაეთანხმა არღვლიანიც.
-ვსო?.ხელები გავუშალე ყველას.
-ხო ვსო.
-კაი მე წავედი.ჩანთა გადავიკიდე და კარისკენ წავედი.
-დღეს აქ რჩები რომიცოდე.სიტყვა მომაწია ლაშამ.
-ცოტახნით უნდა გავიარო.
-მარტომ? მე და ლანაც წამოვალთ.ფეხზე წამოდგა გიორგი.
-წამო ყველამ გავისეირნოთ სადმე პიკნიკოს პონტში მვაწყოთ.ახალი იდეა დააბრეხვა ლაშამ.
-ახლა?.შეიცხადა ლანამ.
-ხო ახლა გავიაროთ ვიყიდოთ რაღაცეები და ბუნებაში დავჯდეთ შენ სოფოს უთხარი მე ნინის ვეტყვი და წავიდეთ სადმე.
-კაირგი პრობლემა არაა.ჯერ ვაჩეს გადავხედე და მერე წარმოვთქვი ჩემი აზრი.
-კაი მე სოფოსთან წავალ შენ ნინისთან ლანას და ვიკას გიო წამოიყვანს.გაგვანაწილა ვაჩემ.
-კაი.ერთხმად ვთქვით და წაასასვლელად მოვემზადეთ. საბოლოოდ წყნეთი გადაწყდა, ყველანი გავუყევით გზას და სასუსნავებიც ვიყიდეთ. იქ ტყეშე ჰამაკიც ჩამოვკიდეთ და პატარა სუფრაც გავშალეთ. მუსიკები მანქანაში ჩავრთეთ და მხიარულებაც დავიწყეთ თუმცა რა მხიარულება ვაჩეს და სოფოს რომ ვუყურებდი ყველაფრის ხალისი მეკარგებოდა, იმასაც კი ვფიქრობდი მაშინ სხვა პასუხირომ მეთქვა ალბათ სოფოს ადგილას მე ვიქნებოდითქო მაგრამ არა არმიყვარს მე კი სიყვარულის გარეშე ვერ ვიქნები ადამიანთან, მოწონებით შესაძლოა მომწონს აბა რატომ მაქვს ასეთი რეაქცია ვერვხვდები.
-სახე გაასწორე ზვითხს რო დამსგავსებიხარ. ყურთან მიჩურჩულა ლანამ.
-რას?.
-ზვითხს! შენ რა გგონია ვერვხვდები იმათ ყურებისას რა ზიზღს გრძნობ? შენთავს შეგახედა მგონი გიყვარდება ის სვანი.
-კარგი რა ლანა რასქვია მიყვარდება.
-გოგო აბა ვინმეს გამო ეგრე იყო მე არ მახსოვს.
-უბრალოდ მგონი მომწონს.
-კიდეკაი აღიარე.
-ხო რაიყო.
-იმასაც მოწონხარ გეთქვა მეცო და ეხლა ხო იქნებოდით ერთად.
-ხოოიცი რანაირიც ვარ თუ არ მიყვარს ისე ვერა რა.
-ხოდა ეხლა შენ რა გგონია არგიყვარს? მაგ მთელი 1 წელია გიყვარს მარა შენს თავს ვერ უტყდები.
-დაგახრჩობ.ყელზე ხელები მოვუჭირე და სიცილი დავიწყე.
-გითხარი და ჰეე.
-მაგას რო სხვანაირად ეთქვა ასე და ასე ვარ შენს მიმართო იქნებ რამე გამოსულიყო თან დროც არ მოუცია მოსაფიქრებელი.
-ეგ ხო მარა რავიცი რაა არიცი რანაირია? სვანია ხისთავიანი.
-კაი არაუშავს.
-ეხლა რომ გითხრას ისევ რასეტყვი?.
-ისევ უარს ვეტყვი, ვერხეედავ? მე თუ მოვწონვარ იმასთან რაღა ჯანდაბა უნდა.
-გაეჭვიანებს შენ რა გგონია ვერ ხვდება შენც რო მოგწონს?.
-ხვდება ვითომ?.თვალებდაჭყეტილმა გადავხედე ლანას.
-შეხედე ასიანი იმასაც ხვდება ეხლა რას ვლაპარაკობთ.
-გააჩუმე მაშინ ენა.პირზე ხელი ავაფარე.
-ხო კაი ჩუმად ვარ.უკნიდან მომეხუტა დებილივით გამეკრიჭა.-თუგინდა ვაეჭვიანოთ, აი ისე შევაყვაროთ თავი რო ვერ დაგივიწყოს.
-არა გოგო არმინდა მადლობა.
-დებილიხარ.ყელში მიკბინა და ისევ გიორგის მიუბრუნდა. მე ჰამაკისკენ ავიღ გეზი და მოწყვეტით ჩავესვენე. მაღლა ავიხედე და სანახაობამ ისე მომხიბლა რომ გაოგნებული შევაცქერდი მწვანედ მოლივლივე ფოთლებს. თეთრად მოფენილ ცაზე ისე ლამაზად ირხეოდენ რომ ღრუბლის სილამაზეს მშვენივრად უსვავდნენ ხაზს, სამწუხაროა არა ასეთ სილამაზეს რომ უყურებ და ხვდები რომ იმ თეთრ ბალიშებზე სირბილი არ შეგიძლია, რა აჯობებდა იმ ფუმფულა მასაში ჩაშვებას და მშვიდად ნარნარს თითქოს არაფერი გაწუხებდეს. ოცნების კოშკები მართლაცრომ ზემდეტად დიდი გამომივიდა, რა ღრუბლებზე ნარნარი როცა აქ მიწაზე ისედაც ყველაფერი ახლართულია. ახლა დიდისიამოვნებით წავიდოდი სადმე მთაში შორს კერძოდ სვანეთში, ზოგჯერ სიმწრისგან მიხურს სხეული როცა ვაანალიზებ რომ თბილისში ვარ და არა იმ საოცნებო ადგილას რამდენიმე საათის სავალზე რომაა. მშურს სვანეთში მცხოვრები ხალხის თან ძალიან, ისინი ხომ მუდამ უყურებენ თუ როგორ ამაყად არიან ჩამწკრივებულნი მთები, მთები სადაც თავისუფლება და ბედნიერება სუფევს, აქ კი ფანჯრიდან ვიხედები და მხოლოდ შენობები და შენობები, ადამიანის მიერ დამახინჯებული ბუნებაა, სურვილი მიჩნდება ერთი ხელის მოსმით გადავწმინდო ეს ნაცოდვილარი და მის მაგივრად ხეები ავაყვავო,ირგვლივ მთები შემოვაწყო და შიგნით ჩაფლულ ტყეში ლამაზი ქოხი ჩავდგა სადაც მხოლოდ მე ვიცხოვრებდი, რა საოცარი იქნებოდა არაა სახურავზე ავიდოდი და ირგვლივ მიმოვიხედავდი, იცით რას დავინახავდი? მხოლოდ მთებს! მხოლოდ ბუნებას! მხოლოდ ტყეს! ბედნიერებას დავინახავდი მეტს არაფერს!. გასაოცარია ქალაქში მცხოვრები გაზრდილი დაბადებული გოგო ამას რომ ვამბობ, წესით უნდა მიყვარდეს კლუბებში, რესტორნებში და საშოპინგოდ სიარული თუმცა ამას მირჩევვნია სადმე ისეთ ადგილას წავიდე სადაც ბუნება იქნება და სიცივე, ისეთი სიცივე რომ თბილი ჟაკეტი შემოვიცვა სადმე დავჯდე ფეხები ავკეცო და საყვარელ მელოდიას ვუსმინო ისე რომ არაფერი მაწუხებდეს. ზოგჯერ გაუსაძლისად მეჩვენება ქალაქში ცხოვრება, ტირილიც კი მინდება თუმცა ვერავისთან ვერ ვტირი იმიტომ რომ უაზროდ მოეჩვენებათ ეს ყოველივე, თუმცა რავქნა როცა ყელში მაღრჩობს ის რაღაც და სუნთქვის საშვალებას არ მაძლევს. ახლაც მართალია თბილისს გამოვეცალე თუმცა იმაზე ფიქრში რომ აქედან უნდა წავიდე სულ რაღაც რამოდენიმე საათში ჩემთვის იმდენად საშნელია ტირილამდე მივდივარ. და აი პირველი ცრემლი, რა ოსტატურად გაიკვალა გზა ღაწვებზე და ყელამდე როგორ უშიშრად ჩაესვენა, ამას მეორეც მიყვა და ყურისკენ აიღო გეზი, ყელში ბურთი გამეჩხირა და ხველებაც ამიტყდა, ალბათ იკითხავთ ატომ? რატომ ვფიქრობ ამ ყოველივეს? ამ შემთხევაში ვაჩეს გამო ვარ ასე, ვაჩე რომ არა ასე ალბათ არ გავიფიქრებდი, ეს ხასიათი ნებისმიერ გარემოებას მოაქვს და ამიტომ ვარ ასე, ამიტომ მინდა გაქცევა ამ ყველაფრიდან, ახლა უფრო გაღვივებულად ვგრძნობ რომ ამ ქალაქში ჩემი ადგილი არ არის მანამდე ვიცოდი თუმცა გულში ვიკლავდი, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები და ირგვლივ ვიხედები მართლა მიჩნდება სურვილი აქაურობას გავეცალო და გადავიკარგო სადღაც შორს, მთებში, იქ სადაც ვერავინ მოაღწევს ჩემთან.
-ბუუ.თავზე დამაფრინდა ლაშა.-რაგატირებს გოგო.გაოცებული მზერა მომანათა სახეზე.
-არაფერი კაცო არვტირი საიდან მოიტანე.წამებში მოვიწმნდე ცრემლები.
-ჰაა მემატყუებ შე ვირო? ხოიცი ჩემს მზერას ვერავინ უძლებს, მალე გატყდები ცუნცულ.
-აუ ლაშაა.გვედი ვიცვალე.
-აბა მითხარი რახდება?.გვერდით მომიწვა და ხელები მომხვია.
-არაფერიმეთქი უბრალოდ მეძინება.
-გეძინება არა იხვისტოლმა.
-ლაშა მეძინებათქო.
-კაი არდამარტყა, მოტრიალდი აქეთ და დაიძინე.
-კაი. მისკენ გადავტრიალდი და თავი გულზე დავადე.
-გიო ხელი გვკარი რაა.ხმამაღლა გასძახა ჟორას.
-მაცა. ფეხზე ადგა და ჰამაკი გაარხია, მეც მეტი რამინდოდა ისედაც მოშვებულს ჩამეძინა. რომ გამეღვიძა ღამე იყო, ბოლის სუნი სდიოდა და ისევ ჰამაკში ვიწექი,გვერდით რომ გადავტრიალდი ვერავინ დავინახე ვაჩეს და სოფოს გარდა, ერთმანეთზე ჩაფსკვნილები იყვნენ და კოცნით გართულები თავს ვერ იმორჩილებდნენ. გულისამრევი იყო მათი დანახვა და ცოტა მტკივნეულიც, გულში საშინელმა გრძნებამ მოიყარა თავი და თითქოს ერთი პატარა ბზარი გააჩინა, ვიცოდი ეს ბზარი კიდევ უამრავ ნაპრალებს წარმოქმნიდა და საბოლოოდ ორ ნაწილად გაიყოფოდა თუმცა რასვიზავთ წინასწარ არვიცი რაიქნება ეს მხოლოდ წინასწარმეტყველებაა რომელსაც სავარაუდოდ ახდენა უწერია.ზიზღით გადავატრიალე თვალები და წამოვდექი, ისინიც უეცრად გაჩერდნენ მე კი საერთოდ არ შევიმჩნიე.
-შეგიძლიათ გააგრძელოთ არ გიყურებთ.ჩემს ტელეფონს დავავლე ხელი და ტყეში შევაჭერი.უკან გავიხედე სოფო მაისურს ისწორებდა ვაჩე კი მე მადევნებდა თავლს. გული საშინლად მქონდა, ხელები სულ გამიოფლიანდა, ისინი იქ რომ დავტოვე გული დამწყდა, არმინდოდა რომ იმ გოგოსთან მარტო დარჩენილიყო, მინდოდდა სოფოს ადგილას მე ვყოფილიყავვი მაგრამ არა აქაც მშვენივრად ვარ მის გარეშე მარტო ტყეში სადაც ვიცი რომ არაფერია თუმცა მაინცმეშინია. ლაშას დავურეკე თურმე მაღაზიაში წასულან და მოვალთ ასე ნახევარ საათშიო მეც არმინდოდა მეტი შორს წავსულიყავი და იქვე ხეს ავეტმასნე რომ დავიღალე ძირს დავჯექი და მუსიკები ჩავრთე. შიშმაც გადამიარა ან რა იყო საშიში ერთადერთი სიბნელე მეტი არფაერი. მუსიკამ თავისი ქნა და უფრო უცნაურ ხასიათზე მომიყვანა, უფრო მომაწვა იმის სირვილი რომ მთაში ვყოფილიყავი ახლა და ვარსკვლავები მეთვალა. რა უცნაური ბავშვი ვარ არა? მოიცა ბავშვი? 20 წლის ვარ მაგრამ მაინც ბავშვი ვარ აბა რავარ. თავი ხეს მივადე და თვალები დავხუჭე.
-რასაკეთებ აქ?. ვაჩეს ხმამ ისე შემაშინა ხმამაღლა წამოვიკივლე, არველოდი მის აქ მოსვლას.
-შემაშინე. გულზე ხელი მივიდე და ფანარი ჩავთე შემდეგ კი სახეში მივანათე.
-გაწიე ეგ რაღაც. სახეზე ხელი აიფარა.
-რაგინდა?.
-და შენ რა გინდა აქ მარტო?.
-აბა ხელს ხოარ შეგიშლიდით გენაცვალე.ირონიულად ავხედე.
-ეგ ირონია მოიშალემეთქი გეუბნები მე შენ.
-რატო?.
-არგამოგდის.
-არა გამომდის და შენ გაღიზიანებს.
-შენ დაბადებიდანვე ასეთი ჭკვიანიხარ თუ რაშია საქმე?.
-წადი სოფო გელოდება.
-არა არმელოდება.
-რატო?.
-წავიდა.
-მერე მარტო გაუშვი? ნწნწ არშეიძლება მასე.
-გითხარი მოიშალე ეგეთი საუბარითქო.დაბლა დაიხარა და ფეხზე წამომაყენა.
-თორემ? კარგი რა ვაჩე რაგინდა? რანაირადაც მიდა ისე ვილაპარაკებ რაიყო, მთელი ხუთიწელია ასე ვლაპარაკობთ მედაშენ და ახლა რა სიკვდილის ბუზი დაგაჯდა.
-ეგ ადრე იყო ახლა ყველაფერი შეიცვალა.
-და რა შეიცვალა?.
-კარგადაც იცი რა შეიცვალა.
-არა არვიცი.
-დავიჯერო ჩვენი საუბარი ასე მალე დაგავიწყდა?.
-აა ის საუბერი მაშინ რომ მითხარი მომწონხარო?.
-გხსომებია.
-კარგი მეხსიერება მაქვს ხომ იცი არა?.
-ვიკა რაგინდა გამაგებინე.მკლავზე ხელი მომიჭირა და ახლოს მიმიზიდა.
-მე რამინდა? გითხარი რამე მინდათქო?.
-შენს თვალებში ვხედავ ამას.
-რა პოეტურობაა.ხმამაღლა გადავიხარხარე.
-ვიკამეთქი.
-შენრაგინდა ადამიანო ვერგავიგე, ერთწამს მეუბნები მომწონხარო და შენთან მინდა ყოფნაო თან ასე მოულოდნელად და იმწამსვე გინდა რომ პასუხი გითხრა, მთელი 5 წელი მეგობრები ვიყავით და შენზე სხვანაირად როგორ მეფიქრა? იმ 5 წამში ხოარ მომეწონებოდი? მერე უარს რო გეუბნები სხვასთან გარბიხარ და ვინიცის რააკეთებ, მოდი ჩამოყალიბდი რა, ამხელა კაციხარ და რეებს აკეთებ ცოტა ჭკუა დაატანე რა. გულში ჩაგროვებული მთელი ემოცია გადმოვაბრქვიე და შვებისგან ამოვისუნთქე.
-მორჩი?.
-მოვრჩი? შენ რა სრულ ჭკუაზე ხარ საერთოდ?.წინადადება არმქონდა დამთავრებული რომ ჩემს ტუჩებს გიჟივით დააკვდა, გაოგნებისგან გულისცემა ამიჩქარდა მართლაც რომ „გულის პრანჭვები“ დამეწყო, უჰაერობისგან კინაღამ სული გავლიე თუმცა ძალღონე მოვიკრიბე და სახე უკან გამოვწიე.-იდიოტიხარ.სახეში გავარტყი და წასვლა ვცადე, ხელის მარტივი მოძრაობით მისკენ შემატრიალა.
-ვიცი რომ შენც მოგწონვარ.გათხაპნილი პომადა მომაცილა და ამჯერად შუბლზე მომაკრო ბაგეები.
-კაი ერთი შემთხვევით ხოარ მიყვარხარ?.დოინჯი შემოვირტყი.
-შესაძლოა, მაგას ცოტახანში გავიგებ.
-ვაიმე ნწნწ ეს რა გაიგე ახლა რაღავქნა? სიმართლე გაიგე და სირცხვილით თავი როგორ გამოვყო?.მთელი თეატრალური ნიჭი ჩავდე ერთი ცრემლები დამაკლდა, არადა გული ისე სწრაფად მიცემდა.
-მორჩი ამ სპეკტაკლს, კარგად გიცნობ და ვიცი რომ ჩემი შეხების გარეშე წუთსაც ვერ გაძლებ.
-გინდა ვცადოთ?.ეშმაკურად ავათამაშე წარბები.
-დავიჯერო გაძლებ?.
-თუ წყალი არხარ გავძლებ.
-წყალზე მნიშვნელოვანი ვარ პატარავ.სახეზე ხელი გადამისვა.
-შენს თავზე დიდი წარმოდგენა გქონია.
-იცოდე ეს თამაში შენ წამოიწყე.
-და მეთვითონ გავიმარჯვებ როგორც ყოველთვის.უკან გავტრიალდი და ნარნარით წავედი კოცონისკენ სადაც უკვე მოსულები იყვნენ ყვლანი.
-რაღაც მოხვდებოდა.გვერდით გამიყვანა ლანამ.
-ჩემი შეხების გარეშე ერთ წუთსაც ვერ გაძლებო მეკი მოდი ვცადოთთქო.
-ვაიჰ აწი შენი წკმუტუნის ატანა მომიწევს ვატყობ მე.
-ოო ახლა შეენც კიდე რაა.
-ხო კაი ნუიშენ მაგ ხელებს ერთი თუძმახარ.
-ენა გააჩუმე და აღარ გაილახები.
-ოჰ გამითამამდა გოგო.
-დავაი რა.ლოყები გავუწელე და ისევ მათ შევუერთდი.

ბარგი მანქანის საბარგულში მოვათავსე და წინ გადავხტი, ადგილი ლანას გვერდით დაიკავე შემდეგ კი ყურსასმენები მოვირგე.
-ოე შენ მაგ უნდა გქონდეს გაჩხერილი ყურებში?.ცალი ყურიდან ნაოშნიკი გამომაცალა გიომ.
-ხო აბა თქვენ ხოარ გისმინოთ.ენა გამოვუყავი სუყველას.
-ტუტუცო ბავშვო.ხელზე მიბწკინა სიძე ბატონმა.
-ტუტუცი ეგე გვერდით გიზის.ლანაზე ვანიშნე.
-ოო შენკიდე რით ვერ დაივიწყე რაა.
-არგაპატიებ.
-ბოდიში ხო მოგიხადე.
-ვინმემ გამაგებინეთ რა გააკეთა ლანამ ისეთი რომ ვიკა ასე გაბრაზებულია.გაისმა ლაშას განწირული ხმა.
-ეს მარტო ჩვენ ვიცით.ერთხმად ვთქვით მე და ლანამ.
-კაით არ დაგვარტყა.ხელები აწიეს სუყველამ.
-ისადა ნინი და სოფო სად არიან?.
-ეგენი ხვალ ჩამოვლენ.
-ხო არსად დაგრჩეთ.ავფხუკუნდი.
-ხმა ახლა!.ვაჩეს ხმამ გააყრუა ირგვლივ ყველაფერი.
-თორე რა?.
-ვიქტორია გაჩუმდი!.
-კარგი ჰო.ყურასასმენები ისევ მოვირგე და მუსიკა ჩავთე. გზაში მუსიკების მოსმენა ჩემი სისუსტეა. თან მოღრუბლული ამინდი იყო, მეკი მეტი რამინდოდა თვალები დავხუჭე და მივიძინე. ძილში ყურსასმენები გამომაცალეს და შემანჯღრიეს, მეც დაფეთებული წამოვხტი და ირგვლივ მიმივოხედე, ეზოში შევსულიყავით და მანქანის გაჩერებას ველოდებოდით, მეც უცებ ამოვიღე ტელეფონი რომელიც მიჯდებოდა და წამებში გადავფრინდი მანქანიდან.
-ჩამოვედით უკვეე.მხრებში გავიმართე და ჩემი ძვლების ტკაცანის ხმა მეთვითონ გავიგე.
-მოიცა ეს მესამე კორპუსი ვინ მიაშენა?.ინტერესით გადახედა კორპუსს ლანამ.
-ვაიმეე რა ბატი ხარ შენი სოფელია და შენთვითონ არ გახსოვს 3 კორპუსი რო გაქვს?.თეძო გავკარი ლანას ნიშნისმოგებით.
-შენ შენი ლავაში გელოდება შეხედე რა გაბრწყინებული სახით ზის. შოთასკენ მიმითითა რომელიც მართლა გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა.
-ვინარის ლავაში?.იმწამსვე კუსა თვალები ვაჩემ.
-აი ის ბიჭია შოთიკო ქვია მე კი ლავაშს ვეძახი.
-ოო გაანებე თავი რაა.ხმამაღლა წამოვიწუწუნე.
-მე განეებული მაქვს თავი მარა აი შენ ნახე მერე ტვინს რო შეგიჭამს.
-რასქვია ტვინს შეუჭამს.წარბები შეჭმუხნა ვაჩემ და ისეთი თვალებით გადმომხედა ვაი ვაგლახს.
-აუ ეს რა დაუნია, ბიჭო უყვარს ვიკა იმ ლავაშს.
-ვის უყვარს ჩემი ვიკუნია?.უკნიდან მომეპარა ლაშა.
-აგე იმ ბედოვლათს *ირული გამომეტყველება რომ აქვს.შოთასკენ გასტყორცნა მზერა გიორგიმ.
-ბაგა ბუგი და დაგა დუგი მოგვიწევს ხო?.
-აი ახლა ჩემგან მოგიწევს ბაგაბუგი და დაგადუგი თან იმისთანაა.მუშტი ვაჩვენე სუყველას და კორპუსში შევქანდი. როგორც იქნა მოვწესრიგდით და მოსაღამოვდა კიდეც ჩვენ მეხუთე სართულზე ვიყავით ლაშა კი მეორეზე, რათქმაუნდა ისეთი მეზობლები ყავს ლანას რომ ერთ სახლში ყოფნაზე ხო საერთოდ აგვწევდნენ ჰაერში ისე იჭორავებდნენ ჩვენზე. ჩამოსულები არვიყავით უკვე შეთხზეს ამბები რომ მე და ლანა იდეალრად ვერთობოდით თითოეულთან და რამე ასეთი. საღამოს ეზოში ჩასვლა გადავწყვიტეთ მე და ლანამ ბიჭებს კი არ ვუთხარით, ჯერ ჩვენთვითონ გვინდოდა მოგვევლო ყველა. სირბილით ჩავუყევით კიბეებს და კორპუსის წინ სკამებზე მოვთავსდით, მალე მოიყარა ხალხმა თავი ჩვენც ახალჩამოსულები სიცილით ვყვებოდით სასაცილო ამბებს და ჭკუაზე აღარ ვიყავით.
-ოჰ ამათ შეხედე ერთი მეგონა ისვენებდნენ. აივანზე მდგარმა გიომ ლაშას უთხრა.
-გვესმის ჟორა.სიცილი ასძახა.
-ყურები ლოკატორებივით გაქვს თუ რახდება?.
-რაც არუნდა თქვა ყველა ყველაფერს გავიგებთ თუგინდათ იჩურჩულეთ.
-ვეღარ დამილაპარაკნია რაა.ხელები გაშალა და მერე თავზე შემოიწყო.
-აბა რახდება?.ძლივს გამოყო თავი ვაჩემ.
-რადა რასაც იტყვით ყველაფერს გავიგებთ.თვალი გახარებულმა ჩავუკარი.
-მერე რაგიხარია?.
-რადა ის რომ თქვენს ყველა საუბარს მოვისმე როცა აივანზე იქნებით.
-და მერე?.
-მერე ის რომ ყველაფერი გვეცოდინება არა ლანა?.
-საღოლ ყოჩაღ თქვენ.ტაში დაუკრა ვაჩემ.
-აუ ეხლა მაინც ნუ კინკლაობთ კაცო.
-შენ ჩუ.იმწამსვე შევუბღვირე გიოს.
-ვა გოგოებო როგორხართ?. ჩვენსკენ მომავალი შოთიკო დავინახე მე და ლანა გადაგვკოცნა და ჩვენს წინ დაჯდა.
-კარგად შოთ შენ?.პასუხი ლანამ გასცა.
-რავი არამიშავს, აბა რაშვებით რადება თქვენსკენ ახალი და კარგი?.
-უჰ არაა მაგი საინტერესო.გვერდი გამიხახუნა ლანამ.
-რატო რაც თქვენ გეხებათ ყველაფერი მაინტერესებს.
-ჩვენ თუ ვიკას რაც ეხება?.
-ლანაა.მხარში ჩავარტყი ხელი ლანას.
-ვიკა ლანა ამოდით ახლა.მკაცრი ტოონით გადმოგვძახა არღვლიანმა.
-მოიცა რა, თქვენ ჩამოდით.
-ამოდით მეთქი.ისევ შემოგვიღრიალა.
-არა მე და ლანა სხვაგან მივდივართ.ხელი მოვკიდე ლანას და სირბილით ნაძვნარისკენ გავარდით, ღრმად რომ შევედით გავჩერდით და დავისვენეთ. როგორც იქნა ჩვენს ადგილას მიედით სადაც ჩვენი ხელით გაკეთებული სკამი და მაგიდა იდგა ასევე დიდად იყო ამოტვიფრული ლ და ვ ასოები. წინა ზაფხულს აქ ყელსაბამი დამრჩა და მაინტერესებდა ისევ იქ იყო თუ არა, რათქმაუნდა საიდუმლო უჯრა შევამოწმე და იქ დამხვდა უამრავ ნივთებთან ერთად, იმედიანად ვიყავით ორივე რადგან იქ მთელი ჩვენი ბავშვობა და საიდუმლოებებია.
-ხომიცი ეს რომ ვინმემ ნახოს.დაიწყო ლანამ.
-ხო ვიცი. არ დავასრულებინე.
-ჯობია რამე მივაფაროთ. ხის ნაფოტი ავიღეთ და ოსტატურად მივადეთ ზუსტად რომ ჩაჯდა უკან სირბილით გამოვიქეცით და კორპუსტან სულ აქოშინებულები მივედით.
-სადიყავით?.მაღლიდან გადმოგვძახა გიომ.
-ნაშებში.ერთხმად ვუპასუხეთ და ისევ სკამზე მოვთავსდით.-რაიყოთ არ ჩამოხვალთ?.
-ხო კაი.ძლივს როდისღაცა ჩამოვიდნენ ბიჭები და საბოლოოდ ბევრი შვიკრიბეთ.
-აუ ვითამაშოთ.უცებ დააბრეხვა გვანცამ(მეგობარმა).
-კაი მარა რა?.
-აი ის გახსოვს სულ რომ ვთამაშობდით?.
-კაი მაშინ.თავი დავუკარით სუყველამ.
-მოიცა ვინმე ამიხსნის მაინც იმ თამაშის წესებს სულ რო თამაშობდით?.ცოტაარიყოს განაწყენდა ლაშა. წესების ახსნის შემდეგ ყველამ დავიწყეთ თამაში.
-მე ვიხუჭები.თვალები დახუჭა ლანამ.
-ამას?.დაიწყო გვანცამ.
-არა.ხელებაფარებულმა ლანამ თქვა.
-ამას?. განაგრძო.
-ხო.
-აქ?.ისევ განაგრძო.
-არა.
-აქ?.
-არა.
-აბა აქ?.
-ხო.
-ამდენჯერ?.
-ხო.
-კარგი ეხლა ლანას აკოცე ნიკაპზე შვიდჯერ ლანა შენ კი უნდა გამოიცნო ვინაა.ნელნელა მივედი ლანასთან და ზუსტად შვიდჯერ ვაკოცე ნიკაპზე.-აბა ვინიყო?.თვალები გაახილა ლანამ.
-უიმეე რაუნდოდა მაგს ვიკა იყო.ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა. ასე განვაგრძეთ თამაში და დადგა ვაჩეს ჯერი გათვლის შედეგად მე ამოვედი ყელში უნდა მეკოცნა ხუთჯერ, უცებ გამახსნდა მისი ნათქვამი „კარგად გიცნობ და ვიცი რომ ჩემი შეხების გარეშე წუთსაც ვერ გაძლებ“ ამის გახსენებაზე არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ამიტომ მასთან მივედი ტუჩები ყურთან მივუტანე და ვუჩურჩულე.
-შენი შეხების გარეშე სწორედაც რომ გავძლებ.ყელში დავასუნთქე და ნელი ნაბიჯებით წავედი კორპუსისკენ. თავს მართლაც რომ გამარჯვებულად ვგრძნობდი ტანის რხევით ავირბინე კიბეები და აივნიდან გადმოვიხედე.-ძილინებისა ჩემი ტკბილებო.სიცილით გავძახე შემდეგ კი ჩემს ოთახში შევიკეტე.


ესეც ახალი თავი ჩემო ტკბილებო.. იმედია მოგეწონებათ, მომიტევეთ შეცდომები და რავი მიყვარხართ ძალიან, ისე გახარებული ვარ თქვენი კომენტარებით, მიყვარხართ ძალიანნ...



№1  offline წევრი marqetele

Vaimeee ramagari iko male dade shendegicc

 


№2 სტუმარი Ana

Umagresi iko

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent