შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (12 თავი)

25-10-2016, 00:51
ავტორი terooo
ნანახია 3 644

მთიდან დაბრუნებული ერთ რამეს მივხვდი, არანაირი წიგნი არ იქნებოდა, ეს ყველაფერი რაც აქ მოხდა, რაც ამ მთაში იყო, ემოცია, სიყვარული, ბევრი ბედნიერი მოგონება დავაგროვე, მხოლოდ ჩემთვის მინდოდა, მას არავის და ვერავის გავუყოფდი... მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო, წიგნისთვის კი სხვა მასალას მოვიძიებდი, სულ სხვა ამბავს მოვიგონებდი, გავიგებდი ან ფანტაზიას ვუხმობდი, ეს ყველაფერი კი ჩემს მოგონებებში დარჩებოდა, ან ყველაზე უკიდურესი, წიგნი საერთოდ არ იქნებოდა.
ვხედავდი მას ღიმილიანს, ოღონდ ჩუმს, მაგრამ ღიმილიანს, თითქოს ეშინოდაო ღიმილის, თავს იკავებდა, მე ისევ დავდიოდი, მდინარის პირას, ჩემი ჩანაწერების დღიურით და ყველა წვრილმანს ვწერდი, ფოთლების შრიალის ხმას, წყლის ჩუხჩუხს, ხეზე ჩიტების რაოდენობას... მდინარის ქვების სიუხვეც კი ბედნიერებას მანიჭებდა, მერე ჩემი დღიური დაიკარგა, არ ვიცი სად წავიდა, აი ასე უბრალოდ გაქრა, არა და მახსოვს უკანასკნელად ეზოში მქონდა, იქ ვწერდი, ჩემს ნივთებთან ერთად იდო, მერე კი უცებ გაქრა. ყველგან ვეძებე არსად იყო, ნელი დეიდაც შეწუხდა, იქ ხომ ყველაფერი მეწერა, ყველა ისტორია და ლეგენდა, ყველა მოსაზრება, ჩემი მტკიცებულებები და ძალით შეკოწიწებული სიმართლის ამბები. თავს მხოლოდ იმით ვიიმედებდი რომ მდინარესთან დამრჩა, გადამივარდა და წყალმა წაიღო. მხოლოდ ეს მანიჭებდა შვებას. ის რომ ვინმეს ხელში ჩავარდნილიყო, ის რომ ვინმეს ენახა? ის რომ სადმე გამოჩენილიყო? ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა რა იქნებოდა.
-ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდება- ყოველთვის მხიარული ნაინა ახლა მოწყენილი იყო და ცდილობდა სევდიანი თვალები დაემალა.
-მითხარი რა მოხადა?- ის ასეთი არ მახსოვს, არც მაშინ მთაში, თითები მაშინაც კი არ უცახცახებდა.
-ისევ იგივე განმეორდება- მითხრა და თავი დახარა
-მითხარი ნაინა რა განმეორდება, ნუ მაშინებ?
-წლების წინ რაც მოხდა, ზუსტად იგივე მდგომარეობაა... ისევ იგივე მოვლენები ვითარდება. ისევ სტუმარი და ისევ მრავალი თვალი.
-ნაინა მითხარი რა ხდება- უკვე თავს ვეღარ ვერეოდი, სიბრაზე მიპყრობდა.
-ჩემი მეგობარი მარიამი, აქ შეუყვარდა ხომ გითხარი, შეყვარებული ყავდა როგორც გითხარი- უცებ მთელი ძალა და ღონე მოიხმო ნაინამ, და თვალებში მიყურებდა- რამდენიმე კვირით წავიდა აქედან, დაბრუნებლმა მითხრა რომ ნათლიობისთვის უნდა მოვმზადებულიყავი, მაშინ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მერე კი როცა მივხდი ძალიან გვიანი იყო- თავი დახარა და სახეზე ხელები აიფარა, თითქოს გავიყინე, ხელები არ მემორჩილებოდა, ვერ შევეხე, მის მზისფერ თმებს ვერ შევეხე, რომ ეგრძნო მის გვერდით რომ ვარ. ცოტა ხანში დამშვიდდა, თავი აწია, თვალები დაწითლებოდა, არა ტირილისგან, არამედ იმდენად მაგრად დაეხუჭა თვალები ცრემლი რომ არ გადმოვარდნოდა.
-ის მალე დედა გახდებოდა, სანამ აქედან წავიდოდა, მაშინ მითხრა დამაფიცა რომ არასდროს არავის ვეტყოდი მის საიდუმლოს, სანამ თავად არ მოისურვებდა, ის მუცლით ჩემს ნათლულს ატარებდა, ბავშვის მამამ ეს კი არ იცოდა, იმიტომ რომ ის სხვაზე დანიშნეს, ასე მოისურვა ოჯახმა, განა იმიტომ რომ ვერ შეეწინააღმდეგა, არა უბრალლოდ სიტყვა არ გატეხა. მაგრამ ის მაინც ვერ გახადა ბედნიერი. ნიშნობიდან რამდენიმე დღეში, საშინელი ავარია მოხდა და ის გოგო გარდაიცვალა. ჩემი მარიამი სახლში დაბრუნდა, ჩემს გარდა ეს ამბავი არავინ იცოდა, -ვგრძნობდი როგორ ტკიოდა ნაინას, ვგრძნობდი როგორ ამძიმებდა ეს წარსულის ტკივილი და ვერ ვშველოდი, მისი გაყინული ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე და შევეცადე გამეთბო, თავი დახარა, მის თვალზე ცრემლს ვხედავდი, ტკივილიანს და დარდიანს.
-მარიამი მაინც წავიდა აქედან, ოჯახში დაბრუნდა მაგრამ.... მას ძალიან რთული მშობიარობა ჰქონდაო მითხრეს, პატარა ვერ გადარჩაო უთხრეს, დღემდე ვერ გაიგეს სიმართლე, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვმა ვერ გაუძლო. მოლოდ დედამ იცის სიმართლე და არ ამბობს, მარიამისთვისაც იოლი აღმოჩნდა ამ აზრთან შეგუება, ბევრი ეცადა მაგრამ ვერაფერი გაიგო.
ნაინამ მაგრად მოუჭირა ხელები ერთმანეთს, ტუჩები მაგრად მოკუმა, ჩუმი გოდება აღმოხდა, ხელებზე დაადო თავი და მხრები აუცახცახდა, ვგრძნობდი რაღაც სხვა, რაღაც მნიშნელოვანი მელოდა წინ, ამ წამს რას არ გავიღებდი რომ მის თვალებში ეს ტკივილი არ დამენახა, რომ მისი სული როგორც თავიდან მეგონა, ტკივილის გარეშე ყოფილიყო, ეს პატარა არსება ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა, მან ტკივილს თვალებამდე მისვლის საშუალება არ მისცა.
-მოგვიანებით გავიგე, როდესაც მარიამს ჩავაკითხე, - თავი აწია, თვალებში მიყურებდა, იქ სიცარიელე დავინახე, მეტი არაფერი- რომ გითხა ბავშვის მამა ვინ იყო, მარიამს ვინ შეუყვარდა, მთელი ცხოვრება რომ მეფიქრა, ვერადროს ვერ მიხვდებოდი ვინ იყო მარიამის არჩევანი, ვერც მივხვდი, მანამ სანამ თავად არ მითხრა.
-ნაინა- ვერ შევძელი მისთვის რამე მეთქვა, ძალაც კი არ შემწევდა ამის.
-მისი რჩეული ბეშქენი იყო, მას ბეშქენი შეუყვარდა, ბეშქენსაც უყვარდაო, მარიამი ისეთი გაცისკროვნებული იყო მის სიახლოვეს... ბედნიერებას ასხივებდა... იმ დროს არ გამიკვირდებოდა, რადან ბეშქენი მაშინი ისეთი არ იყო როგორც დღეს.
-მოიცა და ბეშქენმა არ იცოდა რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა?
-არა, მოგვიანებით გაიგო, შემთხვევით.
-როგორ?
-მარიამი მეგობრებთან ერთად ვიღაცას უნახავს ახლობელს, ორსული მარიამი... ლამაზი მუცლით, ღიმილიანი მაგრამ სევდიანი თვალებით, რომ უკითხავს, მისი ორსულობის შესახებს უთქვამს რომ გათხოვდა.
ხმა ჩაუწყდა, მე კიდევ მოსმენილს ვაანალიზებდი, იმდენად წარმოუდგენელი იყო, რაღაც აკლდა ამ ყველაფერს, რაღაც მნიშვნელოვანი, ძირითადი რგოლი, ესეთი ისტორიები, რაღაც მსგავსები მოსმენილი მქონდა, მაგრამ აქ რაღაც ხდებოდა, ალბათ ცუდად ვიქცეოდი ჩემი ინტერესის სფეროს რომ ვიკმაყოფილებდი, მაგრამ ამ წამს ყველააზე მეტად ნაინას ღიმილი მინდოდა დაბრუნებოდა სახეზე, მისი მხიარული ხმა მომესმინა. ჩემს წინ მინდოდა ის გოგო ყოფილიყო გაცნობის დღეს რომ ვიხილე, ციდან ჩამოვარდლინი ანგელოზი.
-მერე, ეს ყველაფერი ბეშქენის ყურამდე მივიდა, არ დაიჯერა, ვერ დაუჯერა ხალხს რომელიც მარიამის გათხოვებაზე და მის რამდენიმე თვის ორსულობაზე ყვებოდა, იმის მიუხედავად რომ მისი სიყვარული ვერ დააფასა, მარიამი ის ქალი იყო, რომელმაც თავი შეაყვარა. გავიგე რომ ქალაქში გადავიდა, ცდილობდა მარიამის ყველა ნაბიჯი ცოდნოდა, რამდენჯერმე მოკრა თვალი მაგრამ მისვლა ვერ გაბედა, - თვალებში მიყურებდა ნაინა, ძმის მსგავსად თვალების ფერი შეცვლოდა, ახლა მასაც შავ ფერი გადაკროდა, ტკივილს ვხედავდი, უძიროს და უსაშველოს- გაგიკვირდება, მხოლოდ მე და შენ არ გვიკვირს, ყველას გაუკვირდებოდა, დღეს ყველასთვის ალბათ საძულველი, საშიში და უხეში ადამიანი, მარიამის წინ უძლური ხდებოდა, მარიამს შეეძლო მისთვის ძალა წაერთმია და ისევ უკან დაებრუნებინა. ყველაზე ძლიერ ან დაბჩავებულ კაცად ექცია.
-კი მაგრამ მარიამი ხომ არ გათხოვილა?- ის კითხვა დავუსვი რომელიც მაწუხებდა, ან პირდაპირ ვერ ვკითხე.
-არა, მარიამი არ გათხოვილა, დღემდე მარტო ცხოვრობს, საქართველოდანაც კი წავიდა, რომ ბეშქენს არ დაეწყო მისი ძებნა ისევ. მას ზზალა აღარ შესწევდა და უნდობლობას აპატიებდა.
-ნაინა გთხოვ ნორმალურად ამიხსენი ვერაფერი გავიგე.
-ბეშქენმა მარიამს ქალაქში ჩააკითხა, დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა მასთან მიახლოებას, მარტო ვერასდროს ვერ ნახა, მერე კი თითქოს მარიამი გაუჩინარდაო, ყველაფერი გადაატრიალა, მაგრამ მარიამი ვერსად იპოვა, ვერ იპოვა მანამ სანამ თავად არ ისურვა მარიამმა დაბრუნება, დაბრუნდა, ოღონდ ცრემლიანი და ცარიელი- ისევ თავი ჩახარა ნაინამ, უკვე მართლა უჭირდა ამ ყველაფრის გახსენება, რაც უფრო მიდიოდა ამბის დასასრულისკენ უფრო ტკივილიანი ხდებოდა მისი სახე.
-გინდა მერე მომიყევი- ჩუმად ვუთხარი.
-არა, მინდა რომ ახლა მოვყვე პირველად და ვრცლად ეს ამბავი, რომ მეც დავისვენო, ვიღაცისთვის ნაცნობი გახდეს ეს ტკივილი, რომ ოდნავ მაინც მოვიპოვო შვება, რომ მხოლოდ მე არ მკლავდეს, - მერე უცებ წამოენთო- მარიამ, გთხოვ დამეხმარე ამ ტკივილისა და ტვირთის ზიდვაში, ვეღარ ვუძლებ, მტკივა.
-ნაინა- ვერაფერი ვერ ვუთხარი- დაგეხმარები ჩემო გოგო თუ კი შემიძლია- მის თვალებში კი სხივი დავინახე, ალბათ რაღაც იგრძნო.
-ვიცი რომ მარიამმა და ბეშქენმა ერთმანეთი ნახეს, არ ვიცი რა მოხდა იმ დღეს, ზოგადად რაზე ილაპარაკეს, მაგრამ ვიცი რომ ბეშქენს ბავშვის არსებობის შესახებ რომ ცოდნოდა აუცილებლად მოიმოქმედებდა რამეს, აუცილებლად გახდიდა მარიამს ბედნიერს, მერე კი მარიამმა არ აპატია, ის უნდობლობა არ აპატია კითხვა რომ დაუსვა ბეშქენმა, მართლა ის იყო თუ არა ბავშვის მამა, მარიამმა უნდობლობა არ აპატია, მერე კი ყელაფერი აირია.
ცოტა ხნით ისევ შეისვენა, ძალებს ეძებდა, რომ თხრობა განეგრძო, რომ ყველაფერი დავიწყებას მიცემოდა.
-არ ვიცი, არც მე, არც მირიანმა, არც ნენემ იცოდა, არც იაგომ, არავინ იცოდა იმ ორის გარდა რა მოხდა იქ როდესც მარიამს სახლში მიაკითხა ბეშქენმა, მხოლოდ ამ ორმა იციან იქ რა მოხდა, მხოლოდ ბეშქენმა და მარიამმა.
ქალაქიდან დაბრუნებული ბეშქენი შეიცვალა და შეიცვალა ყველაფერი, ყველა უბედურება ერთმანეთის მიყოლებით აეწყო შემდეგ, გაიტაცეს მათი ბიძაშვილი, მაგრამ მირიანმა და ბეშქენმა დააბრუნეს მალე, მერე ქალაქელი სტუმრები გაიქცნენ აქედან, მერე ვიღაც მემუქრებოდა, შეტყობინებები, ჩემი ნივთები გაქრა, მერე გარდაიცვალა ნენე. მერე... მერე.. იყო ყველაზე დიდი უბედურება... - აქ ხმა ჩაუწყდა და ცრემლებს გზა მისცა- უბედურება რომელმაც იაგოს ცხოვრება დაუნგრია, ყველაზე მხიარული ძმა, იქცა ყველაზე საზიზღარ არსებად. - ცრემლები მოიწმინდა და - მარიამ, მაპატიე. ვერ მოგიყვები იაგოს ამბავს, ვერ შევძლებ მის ცხოვრებაში ჩავერიო.
-ამ ყველაფრის გამო წახვედი აქედან?- ძლივს ამოვიღე ხმა.- ამ ყველაფერმა გახადა ასეთი? კი მაგრამ რამე არ არსებობს? ან ვინმე? ვინც ამ ყელაფერს დაასრულებდა, ამდენი ტკივილის გარეშე? ამდენი ტკივილისა და ცრემლის შემდეგ, ვინმეს ძალა არ შეწევს რომ ეს უაზრობა დაასრულოს?
-არა არავინ, ეს ომი იყო, შიგა ომი, თითქოს ოჯახებს შორის, დამალული მაგრამ მაინც საგვარეულო ომი. ომი სადაც სუსტი სქესი ყველაზე მეტად დაზარალდა, სადაც სუსტმა სქემა ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო.
-იაგო ხომ დაგიცავდა, შეძლებდა შენ დაცვას, შენი ოჯახი, მამა. თქვენი ოჯახის სტატუსი.
-ჩემი საყრდენი იაგო იყო, მან მომცა ძალა, მაგრამ მას უფრო მეტად ტკიოდა ეს ყველაფერი, მას უფრო მეტად უჭირდა, მივხვდი მაშინ გავიქეცი როცა მას ვჭირდებოდი, მაგრამ გესმის მარიამ, ვერ შევძლებდი აქ ყოფნას, აქ რომ ვყოფილიყავი და ეს ყველაფერი ჩემი თვალით უნდა მენახა, ხალხის აზრი უნდა მომესმინა, მაშინ კი იმდენად ძლიერი არ ვიყავი რომ ეს ყველაფერი გადამეხარშა, რომ მათი აზრისთვის ყურადღება არ მიმექცია არ მომესმინა მათი ,,ნაბოდვარი“ მაგრამ მაინც ვერ შევძელი, სუსტი აღმოვჩნდი, თავს კი იმით ვინუგეშებ რომ მაშინ პატარა ვიყავი და ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი.
-და ახლა ომი რატომ მეორდება?-
-შენ... შენს გამო დაიწყო ყველაფერი... ჩემი ძმა არ დაუშვებს რამე რომ დაგიშავდეს...- ნაწილ ნაწილ მეუბნებოდა, სიტყვებს ზომავდა, რა შეიძლებოდა ეთქვა და კიდე სიტყვებმა რომელმაც შესაძლოა ეჭვი გამჩენოდა.
-კი მარამ მე რატომ?
- შენ ჭრილობები გააახლე. მათი ცხოვრება თავდაყირა დააყენე.
-კი მაგრამ მე ხომ მხოლოდ თქვენთან ვიყავი, მხოლოდ თქვენ გეკითხებოდით რაც მაინტერესებდა, მხოლოდ თქვენ და ნელი დეიდას, თქვენს გამო, არა მხოლოდ თქვენს გამო, მე წიგნის წერა გადავიფიქრე, არაფრის დაბეჭვდას არ ვაპირებ, ეს ყველაფერი რაც აქ განვიცადე სხვებისთვის აღარ მემეტება.
-უკვე, აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა- ბოხი ცივი ხმა გავიგე, საშინელად გაბრაზებული და ტკივილიანი.
-შენ აქ საიდან?- ნაინამ გახედა და მისი სახის შემყურე გული შემეკუმშა.
-მარიამ აქედან უნდა წახვიდე- ისევ ის უცვლელი ტონი- ომის დაწყებას არ დავუშვებ. შენი წასვლის დროა. რაც მალე წახვალ უკეთესია.
-რა მოხდა?
-მარიამის დღიური იპოვეს- თითქოს ჩემს სახელს ეფერებოდაო, მაგრამ მკაცრი ბარიტონი სხეულის ყველა უჯრედს ყინავდა.
ვიცოდი, და ყოველთვის მჯეროდა ... რომ გაქცევა საშუალება არაა, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, და თუ ომი შენს გამო დაიწყო, ბრძოლის ველზე უნდა გახვიდე და მტერს სათანადო მეტოქეობა გაუწიო. მე არსად წასვლას არ ვაპირებდი. დაბრკოლებები უნდა აღმოფხვრა და არა მიმალო. მე დარჩენა გადავწყვიტე და ბრძოლის ველზე გასვლა. ოღონდ არ ვიცოდი ვის ან რატომ ვომობდი, ეს ომი ყველაზე დაუნდობელი ბრძოლა იქნებდა.

**************
საღამო მშვიდობისა, დაგიბრუნდით... გალოდინეთ... ვიცი, რაღაც თიტქოს და არეული თავი გამოვიდა. პირნათლად შევასრულო ჩემი პირობა შევეცდები... ახალი თავეები მალე დავდო და გაგახაროთ...
ყველას მინდა მადლობა გითხრათ, იმ ადამიანებს რომლებიც კითხულობთ და არ აკომენტრებთ, შემთხვევით კომენტარებში ისეთს ვიღაცას წავაწყდი, არც კი ვიცოდი თუ კითხულობდა, ნემსი შენზე ვამბობ, მირანდა რომელიც ჩემი ამ საიტზე გამოჩენიდან ერთგულად კითხულობდა, ყველა თითოეული თქვენგანი იმდენ ძალასა და ენერგას მაძლევთ, ახლა ამ განსაცდელის ჟამსაც კი თქვენმა შეტყობინებებმა ,,დაწერეს" ეს თავი...
მადლობა ყველას... (ბოდიში ყველას სახელს ვერ ვწერ, აც მახსენდება) დარინა, აზარაშვილი, ზია მარია, ნაცკა, სელექტ,თეონა, მარიამ ნარიმანიძე,დათო გომიძე, ლანა მარიამი, ტატალია,სალივანი, მაია აბულაძე, ნიინო... მაპატიეთ თუ ვინმე გამომრჩა... მადლობა რომ კითხულობთ და მავსებთ... თამო ჭანკვეტაძე,

№1  offline აქტიური მკითხველი select

ჩემო საყვარელოო რო იცოდე როგორ გამახარეე აი ამ ისტორიამ დღეს ისე ცოტა არ იყოს დამმგრუზა მაგრამ ამასთანავე დამაინმტერესა იმედი მმაქ რამე საშინელება არ მოხდება და ჩემს მარიამს რამეს არ დაუშავებენ კარგია რომ ბეშქენის ამბავი მოყევი ველოდი ეხლა იაგო მყავს მიზანში და კიდევ ცუდად არ დაამთავრო რაა ეს ისტორია ძაან მიყვარს და პერსონაჟები ველი ახალ თავს წარმატებები heart_eyes heart_eyes

№2  offline აქტიური მკითხველი terooo

select

როგორგამახარე

№3  offline აქტიური მკითხველი tamo1804

შენ იმ მძიმე სიტუაციაშიც კი მოახერხე, სიტყვა არ გაგეტეხა და ამხელა თავი დაგეწერა, ამდენი ემოციით სავსე, აღფრთოვანებული ვარ შენით.. სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო, რას ვგრძნობ ახლა.. ამიტომ მიყვარხარ მე შენ.. ყველასგან გამორჩეული და საოცარი რომ ხარ.. ველოდი, როგორ არ ველოდი, ვკვდებოდი ცნობისმოყვარეობით, მაგრამ ვერ გთხოვდი დაწერას, შენ კი ასე გამახარე.. მადლობა ამისთვის, პირველ რიგში.. ამბავს რაც შეეხება, ღმერთო, ეს რა იყო.. ვიცოდი, ადვილი მოსასმენი არ იქნებოდა ეს ისტორია, მაგრამ ასეთ ემოციების ზღვასაც ვერ ვიფიქრებდი.. წარმომიდგენია, იაგოს ამბავი რა იქნება.. ამატირე ამ დილაუთენია სამსახურში :დ კიდევ ერთხელ, ძალიან მიყვარხარ და მადლობა :* საოცრად და სასწაულად წერ, სულ უნდა წერო, ყოველთვის! <3

№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე ძალიან მაგარი ისტორიაა, მართალია მძიმე წასაკითხია მაგრამ მაინც.ძალიან დავიგრუზე. გელოდები არ დააგვიანო რა ეს ის შემთხვევაა მოთმენა რომ შეუძლებელია.

№5  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
შენ იმ მძიმე სიტუაციაშიც კი მოახერხე, სიტყვა არ გაგეტეხა და ამხელა თავი დაგეწერა, ამდენი ემოციით სავსე, აღფრთოვანებული ვარ შენით.. სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო, რას ვგრძნობ ახლა.. ამიტომ მიყვარხარ მე შენ.. ყველასგან გამორჩეული და საოცარი რომ ხარ.. ველოდი, როგორ არ ველოდი, ვკვდებოდი ცნობისმოყვარეობით, მაგრამ ვერ გთხოვდი დაწერას, შენ კი ასე გამახარე.. მადლობა ამისთვის, პირველ რიგში.. ამბავს რაც შეეხება, ღმერთო, ეს რა იყო.. ვიცოდი, ადვილი მოსასმენი არ იქნებოდა ეს ისტორია, მაგრამ ასეთ ემოციების ზღვასაც ვერ ვიფიქრებდი.. წარმომიდგენია, იაგოს ამბავი რა იქნება.. ამატირე ამ დილაუთენია სამსახურში :დ კიდევ ერთხელ, ძალიან მიყვარხარ და მადლობა :* საოცრად და სასწაულად წერ, სულ უნდა წერო, ყოველთვის! <3

ჰო, ვცდილობ სიტყვა არ გავტეხო და წერა განვაგრძო, ყველაფრის მიუხხეედავად ხომ ცხვრება გრძელდება, ტკივილს სხარული ცვლის, სიხარულს ტკივილი, იმედგაცრუება, მერე ბედნიერება... ეს ხომ ცხოვრების გაუღალავი და გაწერილი კანონია, ჩვენც უნდა შევეგუოთ და ცხოვრება განვარძოთ ერთით ნაკლებმა.
მადლობა საყვარელო, მაბედნიერებ მე შენ, გპირდები, სრულად თუ არა, მომდევნო შენი თAვი იქნება აუცილებლად... მიხარია რომ ასე დაუღალავად მელოდები მეც და მასაც, და მომავალი თავიდან იწყება...
მიყვარხარ მეც შეენ...

lalita
ვაიმე ძალიან მაგარი ისტორიაა, მართალია მძიმე წასაკითხია მაგრამ მაინც.ძალიან დავიგრუზე. გელოდები არ დააგვიანო რა ეს ის შემთხვევაა მოთმენა რომ შეუძლებელია.

შევეცდები უფრო მარტივ წასაკითხად ვაქციო, მაგრამ ეს ხომ უბრალო სიყვარულის ისტორია არ არის? უბრალოდ სხვაგვარად არ გამოდის...

№6  offline წევრი თეონა.უ

როგორ გამიხარდიი როგორ ბედნიერს მხდის ყოველი ახალი თავის წაკითვა.დიდი მადლობა და ველი ახალ თავს

№7  offline აქტიური მკითხველი terooo

თეონა.უ
როგორ გამიხარდიი როგორ ბედნიერს მხდის ყოველი ახალი თავის წაკითვა.დიდი მადლობა და ველი ახალ თავს

Chemosayvarelo

№8  offline წევრი თეონა.უ

როგორ ველოდები შემდეგ თავს ვერც გეუბნები დაამატეთქო მაგრამ როგორ ძალიან მინდა ახალი თავი და დიდი იმედი მაქვს რომ ყველა მოვლენა ისე იქნება რომ გულს არ დამწყვეტ.ძალიან შემიყვარდი მე შენ.წარმატებები ჩემო საყვარელო.

№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან დაიძაბა სიტუაცია,იმედია მშვიდობით დამთავრდება ყველაფერი.სულნოუთქმელად ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

№10 სტუმარი Guest მარიამი

ყველა თავი წავიკითხე ძაან მაგარია მართლა . იმედია მალე დადებ ხოლმე და არ დააგვაინებ რა ეს ორი დღე სულ შემოვდიოდიდა ვნახულობდი თუ დაიდო ახლაი თავითქო :დდ❤

№11 სტუმარი tero

მაპატიე,რომ გვიან წავიკითხე არადა როგორ ველოდი,კომპიუტერმა მიმტყუნა.გუშინაც გითხარი,რომ ისტორია რთული წასაკითხია,მაგრამ ძალიან ემოციური და საინტერესო.ახლა კი უფრო დაიძაბა სიტუაცია და იმედია, მარიამს ცუდი არაფერი არ დაემუქრება.მიუხედავად შე ნი დიდი ტკივილისა,მაინც მოახერხე გაგრძელება.მიხარია შენი შემართება და სიძლიერე. kissing_heart დიდი ინტერესით და მოლოდინით,ველოდები შემდეგ თავს.

მიხარია რომ დაბრუნდი და ამ ისტორიამ ძალიან დამთრგუნა.ველოდებ ი შემდეგ თავს დიდი მოლოდინით.

№12 სტუმარი Nacka

Vaime daicyo intriga

Droze dade ter mainteresebs ra xdeba

№13  offline აქტიური მკითხველი terooo

Nacka
Vaime daicyo intriga

Droze dade ter mainteresebs ra xdeba

მთელი მონდომმეებითა და გულისყურით ვცდილობ დაწერას. მგონი დღეს გააგახარებთ

№14  offline აქტიური მკითხველი select

terooo
select
ჩემო საყვარელოო რო იცოდე როგორ გამახარეე აი ამ ისტორიამ დღეს ისე ცოტა არ იყოს დამმგრუზა მაგრამ ამასთანავე დამაინმტერესა იმედი მმაქ რამე საშინელება არ მოხდება და ჩემს მარიამს რამეს არ დაუშავებენ კარგია რომ ბეშქენის ამბავი მოყევი ველოდი ეხლა იაგო მყავს მიზანში და კიდევ ცუდად არ დაამთავრო რაა ეს ისტორია ძაან მიყვარს და პერსონაჟები ველი ახალ თავს წარმატებები heart_eyes heart_eyes

როგორგამახარე

ხოდა შენც გამახარე და მალე დადეე ვიცი ბბევრჯერ გესმის ეს სიტყვები მაგრამ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს შემდეგი თავი და ვიმედოვნებ საკუთარ ცრემლებში არ ჩავიხრჩობი joy გელი საყვარელო

№15  offline აქტიური მკითხველი terooo

არა, ნამდვილად გპირდები რომ ცრემლებში აარ ჩაგახრჩობ, შემდეგი თავი წერის პროცესშია და მალე იქნება მზად, რამდენიმე საათში...
ყველა პერსონაჟს მისი ისტორია აქვს და თავისთავად ყველას ისტორია შეძლებისდაგვარად მოგიყვეთ. მადლობა რომ კითხულობთ...

№16  offline აქტიური მკითხველი terooo

tero
მაპატიე,რომ გვიან წავიკითხე არადა როგორ ველოდი,კომპიუტერმა მიმტყუნა.გუშინაც გითხარი,რომ ისტორია რთული წასაკითხია,მაგრამ ძალიან ემოციური და საინტერესო.ახლა კი უფრო დაიძაბა სიტუაცია და იმედია, მარიამს ცუდი არაფერი არ დაემუქრება.მიუხედავად შე ნი დიდი ტკივილისა,მაინც მოახერხე გაგრძელება.მიხარია შენი შემართება და სიძლიერე. kissing_heart დიდი ინტერესით და მოლოდინით,ველოდები შემდეგ თავს.

მიხარია რომ დაბრუნდი და ამ ისტორიამ ძალიან დამთრგუნა.ველოდებ ი შემდეგ თავს დიდი მოლოდინით.

არა უშავს, მაგრამ ნახევრად ჩემი ნიკით რომ ხარ და ისე წერ? ეს ? თუ შემთხვევით მოხვდა აა უშავს შურს ვიძიებ.... კომპი გაფიჩდაო... :დ გამახარე...
დიდი მადლობა..
მალე დავდებ

La-Na
ძალიან დაიძაბა სიტუაცია,იმედია მშვიდობით დამთავრდება ყველაფერი.სულნოუთქმელად ველი ახალ თავს

ჩემო კარგო.. დავდე უკვე მეორე თავი... უფრო სწორად შემდეგი... ველოდები შეფასებებს...

Guest მარიამი
ყველა თავი წავიკითხე ძაან მაგარია მართლა . იმედია მალე დადებ ხოლმე და არ დააგვაინებ რა ეს ორი დღე სულ შემოვდიოდიდა ვნახულობდი თუ დაიდო ახლაი თავითქო :დდ❤

მადლობა... უკვე დავდე შემდეგი თავიც... გელოდებიიი

№17 სტუმარი cisartyela

ვაიმე ეს რა იყოოო ...
გავგიჟდიი

№18  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
ვაიმე ეს რა იყოოო ...
გავგიჟდიი

შენ კიდევ ეგ გინდოდა

№19 სტუმარი cisartyela

terooo
cisartyela
ვაიმე ეს რა იყოოო ...
გავგიჟდიი

შენ კიდევ ეგ გინდოდა

ძალიან მომწონს

№20  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
terooo
cisartyela
ვაიმე ეს რა იყოოო ...
გავგიჟდიი

შენ კიდევ ეგ გინდოდა

ძალიან მომწონს

ჯერ ბოლომდე წაიკითხე

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent