შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 9)


25-10-2016, 15:14
ავტორი Salivan
ნანახია 3 448

დასასრული კი ძალიან მწარე იყო. თითქოს შეგუებული, მოლოდინში მყოფი და მაინც მწარე და მოუნელებელი. ბოლო ორი ღამე ბებო აგონიაში იყო. დედაჩემის სახელს იძახდა და ხელ-ფეხს იქნევდა. იმ ბოლო ორი ღამეს ანდრია პალატაში არ მიშვებდა. ორივე ხელით მაკავებდა გულზე მიხუტებულს და თავის მიბრუნების საშვალებას არ მაძლევდა. მესამე დრეს ექიმი გამოვიდა და დამშვიდდაო მოგვახსენა. ჩვენც შევედით და ბებოს სათითაოდ დავემშვიდობეთ. იმ ღამით მის თბილ ხელზე ჩახუტებულს დამეძინა. დილით კი გაყინული დამხვდა. ხმა ვერ ამოვიღე, საშველადაც კი ვერავის ვუხმე. ავდექი, კარებთან მივლასლასდი, გამოვაღე და იქვე მდგარი ანდრიას წინ გონება დავკარგე.
გარდაცვალებიდან მესამე დღეს მივაბარეთ ბებო მიწას და მეც მასთან ერთად დავმარხე ჩემი ბავშვობა, სილაღე და მთელი ჩემი ოჯახი.
იძულებით მარტოსული, საერთოდ განდეგილად ვიქეცი. ჩემი და ანდრიას ოთახიდან საერთოდ არ გამოვდიოდი. სქელ პლედში გახვეული საწოლზე ვეგდე და ჩემი ბედნიერი ცხოვრების 20 წელს მიყოლებით ვიხსენებდი. ბებოს შეგოონებებს, რჩევებს, მის ნამღერებს. მის მიხვრა-მოხვრას, ხელსაქმეს, გათენებას მასთან ერთად და დაღამებას მის გვერდით. მთელი ექვსი თვე როგორც ზომბი ისე ვმოქმედებდი. მხოლოდ იმას ვაკეთებდი რასაც ყველაზე მეტად მთხოვდა ორგანიზმი. ვსუნთქავდი, ვბანაობდი და წყალს ვსვავდი.შიმშილით საერთოდ არ მშიოდა. მაგრამ ანდრია სინით ხელში მადგებოდა ხოლმე და საკუთარი ხელით მაჭმევდა ორ ლუკმას. მეტი აღარ შემეძლო, ისიც გადიოდა და მომდევნო ჭამამდე არ მაწუხებდა. რა უნდა მექნა?! ერთადერთი იმედი, ჩემი ერთადერთი ოჯახი ხელიდან გამომეცალა. ჩემი არნახული დედა, მამა, ბებიაც და ბაბუაც ის იყო ჩემთვის. მე კი ერთ დღეში ყველა ერთად დავკარგე. ვეღარ ვაზროვნებდი ისეთ დღეში ვიყავი.
ერთ ღამით კი ნანატრი ბებო დამესიზმრა. მან რომ იცოდა გაბრაზებისას, ისე დოინჯ შემორტყმული იდგა და მწველი თვალებით მიყურებდა. პირს ამოძრავებდა, მაგრამ არაფერი მესმოდა, ირგვლივ ბურუსი იდგა და ბებოც თვალს ეფარებოდა. მთელი ძალით მისკენ მივრბოდი და ვეძახდი. ისევ დავინახე თავი უკან გადასწია, ძალები მოიკრიბა და მტელი ძალით დამიძახა „ადექი აწი თინია, დროა-ო“. მეც დაზაფრული წამოვჯექი საწოლზე და ხელიო გულზე მივიდე, გული ამოვარდნას მქონდა. ჯერ კიდევ ბნელოდა. ოდნავ განათებულ ოთახს თვალი მოვავლე და ჩემს გვერდით ტანსაცმლიანად მძინარე ანდრიაზე შევაჩერე მზერა. ექვსი თვე საწოლში ნორმალურად არ უძინია, მაგრამ მაინც არ მტოვებდა მარტოს. ერთი საყვედური არ დასცდენია, არც რამე მოუთხოვია და არც შემხებია...
ალექსანდრეს სიტყვები გამახსენდა ანდრიას რომ მიხასიათებდა და ტანში გამცრა. 100% მიხდებოდა ყველა მისი სიტყვა. ანდრიამ თამაშად მიიღო მაშინდელი ჩემი საქციელი, ალბათ იფიქრა რომ ალექსანდრეს გამო ვუთხარი უარი ურთიერთობაზე და რომ ახლაც ის მიყვარდა. ღმერთო რა სისულელეა, დროა ყველაფერი გავარკვიოთ. მგონი ცოტა დათბა ჩვენს შორის ჰაერი და ამით უნდა ვისარგებლო.
ავდექი, შხაპი მივიღე. შავის მაგიერ რუხი სპორტულები ჩავიცვი და დილის 5 საათზე საუზმის გამზადებას შევუდექი. ჩაი, ტოსტები, კარაქი და პური. სალფეთქიც არ დავივიწყე და ლანგრით ხელში ავუყევი მეორე სართულისკენ კიბეებს. ჩვენს ოთახში უხმაუროდ შევედი იმ გადაწყვეტილებით რომ ცხოვრება უნდა დამელაგებინა. გაურკვევლობები კი საბოლოოდ გამერკვია.
ჩემს ბალიშზე მოხვეულს ეძინა. მთელს საწოლზე განთხმულიყო. ჩემი მხრიდან მოვუარე საწოლს და ჩამოვჯექი. სახეზე დავაკვირდი და ღიმილი ვერ შევიკავე. კაცი რომელიც ერთი მზერით მაჩუმებდა, უდიდეს ზეგავლენას ფლობდა ყველაზე და ასე დაფასებული პიროვნება იყო საზოგადოებაში, ერთი საყვარელი და გასაგიჟებელი ბიჭი იყო ძილში. გახსნილი წარბებითა და ოდნავ მომღიმარი ტუჩებით. რა მოხდებოდა მათი შეხება რომ შემძლებოდა. ვერ გადავწყვიტე გამეღვიძებინა თუ არა. ამ დროს თვითონ შეიშმუშნა, ორივე ხელში მოქცეულ ბალიშში თავი ჩარგო და მთელი ძალით შეისუნთქა - ჩემი სურნელი. ბალიში ჩემი იყო აშკარად. ხელები გაშალა, სიცარიელე რომ დახვდა სწრაფად წამოიწია ხელებზე და გაფართოვებული თვალებით მოავლო მზერა საწოლს. ბოლოს მეც მომაყოლა მზერა დასწრაფად წამოჯდა საწოლში.
- თინია კარგად ხარ?- თვალების სრესვით შემეკითხა, ოდნავ დაბოხებული ხმით. ჩემს ტანზე ჭიანჭველებმა დაიწყეს ცეკვა და მეც თრთოლვამ ამიტანა. რას მიშვებოდა ამ ბიჭის ხმაც კი.
- ასე ადრე რამ აგაყენა? ეს რა არის? - ყურადღებით დამაკვირდა ხელებზე და ბოლოს მიხვდა კიდეც - ჩემთვისაა? - სასიამოვნოდ გაკვირვებულმა ხელი მიიდო მკერდზე და გასაგიჟებლად გამიღიმა.
- დღეიდან სულ ასე იქნება. - ვუპასუხე მისი რეაქციით გაბედნიერებულმა - არასოდეს დამავიწყდება შენი მზრუნველობა და მხარდაჭერა. მაგრამ უკვე დროა მეც გამოვფხიზლდე და ახლა უკვე მე ვიზრუნო შენზე.
- არ ხარ ვალდებული - მომესმა მისი ცივი პასუხი და სწრაფად ავწიე თავი. თვალებში ჩავხედე იქ კი დიდი ტკივილი დავინახე. - ეს თვეები ადამიანს არ გავდი, დაბინდული თვალებით იყურებოდი და ვერავის გვამჩნევდი. ყოველ ღამით ბებიას უხმობდი და კოშმარებს ხედავდი. რა ადამიანი უნდა ვყოფილიყავი რომ შენთვის ხელი მეკრა და არ დაგხმარებოდი. მეტის უფლებას შენც არ მაძლევდი. ახლოს არ მიშვებდი. არც მესაუბრებოდი, მხოლოდ პირს მიღებდი ჭამისას და თან ტიროდი. სამი ლუკმა და ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებოდი. მეც მეტი არაფერი შემეძლო. დღე ვმუშაობდი სახლიდან, ღამეებს კი შენთან ერთად ვათენებდი. შენ ვერც კი გრძნობდი რომ გვერდით გეწექი. თუმცა ერთი წამით არ მიფიქრია რომ შენგანაც იგივე მომეთხოვა ან შენ თავი ვალდებულად გეგრძნო. ძალიან მიხარია შენი მობრუნება, ამ გადაწმენდილი თვალების ყურება და დიდი მადლობა საუზმისთვის. ამჯერად სიამოვნებით მივირთმევ, მაგრამ სხვა დროს ნუღარ შეწუხდები მე სხვებთან ერთად ვსაუზმობ ქვემოთ. დღეიდან შენც უკვე! - ბრაძნა ბოლოს და გემრიელად შეექცა საუზმეს.
ტირილის ზღვარზე ვიყავი უკვე. წამოვვარდი და აბაზანაში შევვარდი. მეგონა, იმედი მქონდა რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო დათბებოდა და შეიცვლებოდა. მაგრამ თურმე ერთი ნაბიჯითაც კი არ გვქონია წინსვლა.
ასე გრძელდებოდა მგონი უსასრულოდ. ის მუშაობდა, მე სახლში ვსწავლობდი. მარიტას დახმარებით რეპეტიტორები ავიყვანე და ინგლისურისა და რუსულის სწავლა განვაგრძე. ხან სადილებსაც ვამზადებდი, უფრო იმას რაც ანდრეას უყვარდა, მის ნივთებს მე ვაწესრიგებდი და მარინა დეიდასგან, ახლა უკვე დედამთილისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი. ის ძალიან კარგად ხვდებოდა როგორ მიყვარდა ანდრია. უსაზღვროდ და უკიდეგანოდ. მის დანახვაზე ფერები გადამდიოდა, ისე რომ მე კი ვგრძნობდი. მის შეხებაზე თრთოლვა მეწყებოდა, ჩახუტებაზე ძალა მეკარგებოდა. ოდნავ ტუჩის შეხებაზე კი პირის აპარატი მწყობრიდან გამომდიოდა. ანდრიაზე ოცნებაში ვათენებდი და ვაღამებდი. ეს მიმზიდველი სხეული და მისი მეპატრონე ხელის გასაწვდენზე რომ მეწვა გვერდით ისევე მიუწვდომელი რჩებოდა ჩემთვის როგორც უდიდესი მწვერვალი.
ის მოსიყვარულე, თბილი და ჩემზე გაგიჟებული ქმარი იყო საძინებლის გარეთ და მზრუნველი მის შიგნით.
გამოფხიზლებიდან ერთ თვეშ რაღაც პლასტიკური ბარათი მომცა. „შენია დღეიდანო“ მითხრა. თანხა დარიცხულია და რაზეც გინდა იმაზე დახარჯეო. შევცდი და მარიტას ვაჩვენე, ხოდა ნამდვილი ჯოჯოხეთი იმ დღიდან დამეწყო. საყიდლები...საყიდლები და საყიდლები...
ერთ დღესაც მარიდა ჟურნალებით დატვირთული გამომეცხადა ვერანდაზე. ჩათბილული ვიჯექი და ინგლისურენოვან წიგნს ვკითხულობდი. გასათბობად ცხელ ჩაის ვსვამდი რომლითად ჩვენი დამხმარე ქალბატონი მართა მამარაგებდა. ჟურნალები ხმაურიანად დამიყარა მაგიდაზე და დახმარება მთხოვა. მარიტა სახლისა და საოფისე ფართების ინტერიერის დიზაინერი იყო. საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი. დიდი პროექტი მაქვს და დამეხმარე გთხოვო.
ერთ-ერთ ჟურნალს დავწვდი და გადავშალე, სამზარეულოების აღმოჩნდა. ვათვალიერებდი და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. საუკეთესო ტექნიკა პლიუს კომფორტი და ულამაზესი ავეჯი. ნამდვილი ნატარება იყო. ყველა ჟურნალს ვათვალიერებდი და ჩემს რჩეულებს ვაჩვენებდი. ისიც ინიშნავდა და წიგნაკშიც რაღაცეებს იწერდა. ყურადღება არ მიმიქცევია თან თვითონაც მითხრა დამკვეთებს ვაჩვენებ, დარწმუნებული ვარ მათაც მოეწონებათო. ავეჯს კედლების ფერი, შპალერი, ჭეი, ჭაღი და უამრავი დეტალი მოყვა. კაბინეტის ავეჯიც კი შემარჩევინა. ვიცინოდი მაგრამ მაინც ვეხმარებოდი.
დაახლოებით სამი საათი ჩავკირკიტებდით ჟურნალებს უკნიდან თბილი ბარიტონი რომ მოგვესმა. გარეთ დაღამებულა და ვიღაცას შუქიც აუნთია. არ შემიმჩნევია.
- ჩემი ლამაზი გოგონები როგორ არიან? - უჩუმრად მოგვეპარა უკნიდან და ხელები მოგვხვია ორივეს ანდრიამ.
მარიტამ ხმაურით აკოცა ლოყაზე, მე კი დაბნეულმა უბრალოდ გავუღიმე და უაზროდ დავხედე ჟურნალს.
- ანდრი ასეთს რას უკეთებ თინის, რომ შენს დანახვაზე დუმდება და ითიშება?- სიცილით შეეკითხა ძმას და ხელი მკრა. - ნახე გათიშულია, არადა მანამდე რომ მექნა თითებს მომამტვრევდა.
მის ტიკტიკზე სასიამოვნო ხმით ჩაიცინა ანდრიამ, ხელები მომკიდა, ფეხზე წამომაგდო. თვითონ ჩაჯდა ჩემს სავარძელში და მეც თან წამიყოლა. მის მუხლებზე თავს გაორებულად ვგრძნობდი. მთელი სხეული და გული მისკენ მიბიძგებდა, გონება კი ამის უფლებას არ მაძლევდა. ხოდა ვიჯექი მეც ასე ჯირკივით, სანამ თვითონ არ მომხვია მკლავები და გულზე არ მიმიხუტა. მეც მისი სიახლოვით და სურნელით გაბრუებულმა თავი მის ყელში ჩავმალე და ძალიან ფრთხილად ვაკოცე. შეკრთა და წამში დაუდგა თმა ყალყზე. წამომწია და თვალებში ჩამხედა. მეშემეშინდა თვალები მოვატარე ვერანდას მარიტა გასული იყო.დამნაშავესავით თავი დავხარე და ბოდიშიც მოვუხადე. მერე ადგომა ვცადე მაგრამ არ გამიშვა.
-ჩემთან დარჩი თინია- ჩამჩურჩულა და მძიმედ ამოიოხრა. და მეც პირველად ვიგრძენი სასმლის სუნი. აი თურმე რაშია საქმე, ნასვამია და იმიტომაც მექცევა ასე თბილად. ვეცოდები და სიმთვრალის გამო არ იცენს სიმკაცრეს. ნეტავ სად იყო? რასთან დაკავშირებით დალია? ან ვისთან ერთად იყო? საშინელი ფიქრები მომეძალა და უფრო ავფართხალდი მის ხელში. ფეხზე წამოვვარდი და საძინებელში გავვარდი. ფეხდაფეხ მომყვა და ზურგს უკან კარი მიიჯახუნა.
- რა მოხდა თინია? - მკაცრად მკითხა.
- ასე არ შემიძლია. მეტს ვეღარ გავუძლებ - ამოვიყვირე მე და წინდაუკან სიარული დავიწყე.
- რა არ შეგიძლია გამაგებინე - ამოისისინა კბილებს შორის და წარბშეკრულმა გზა გადამიჭრა. მისმა სახეცვლილებამ ადგილზე გამაშეშა.
- რა? რა და....რა- დავიწყე შეშინებულმა ბლუყუნი. - რა და შენი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება. ამდენი მსახიობობა და თავის სულ დამნაშავედ გრძნობა. მოვრჩეთ ამ ფარსს დროა უკვე. განვქორწინდეთ და ჩვენ-ჩვენი გზით წავიდეთ, როგორც გვქონდა გადაწყვეტილი - ამოვთქვი მთელი ჩემი სატკივარი და შვებით ამოვისუნთქე. კედელს ჩავყევი, ჩავსრიალდი და იატაკზე ჩავჯექი, ძალა სულ გამომლეოდა.
ცოტა ხანს გაშეშებული იდგა. მისი ხშირი სუნთქვა მესმოდა. მერე გამხეცებული მომვარდა, ფეხზე წამომაგდო და მკლავებზე მტკივნეულად მომეჭიდა.
- შენ რას ფიქრობ?! როგორ გგონია მას ასე ადვილად წასვლის უფლებას მივცემდი? - რაღაც გაუგებრობას მეუბნება - მე არჩევანის წინაშე დავაყენე ალექსანდრე. ერთ მხარეს შენ და თქვენი მომაალი იდგა. მაგრამ როგორც ხედავ გადაწყვეტილება შენს სასარგებლოდ არ გამოუტანია. ახლა კი მე მიწევს შენი პატრონობა და ვითომ ოჯახობანას თამაში. როგორ ფიქრობ ადვილი იყო ჩემთვის საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება და შენთან ამოსვლა? ან როგორ ფიქრობ ადვილია ასეთი ცხოვრბა? - შემეკითხა გაცოფებულმა და ხელი მიშვა.
- რა თქვი? - ამოვიკივლე გაოგნებულა და პერანგზე მოვქაჩე რომ ჩემსკენ მომებრუნებინა. ისეთი გაცოფებული ვიყავი რომ რას ვაკეთებდი არც კი ვუკვირდებოდი. - გაიმეორე რა თქვი? გეკითხები ძალით ჩამოგეკიდე სხვებივით ყელზე თუ ხელმოწერა გაიძულე. შენ ამოხვედი შენი სურვილით, შენ განაახლე ქორწინების თემა და ახლა კიდევ მე მაბრალი რამეს? თუ უბედური ხარ და ვიცი რომ ასე და იმასაც ხედავ რომ მეც მაუბედურებ ასეთი ცხოვრებით განვქორწინდეთ და შევეშვათ ერთმანეთს. რა გინდა ჩემგან იცი მაინც? გეკითხები ანდრეა რა გინდა ჩემგანთქო?- ამოვიყვირე გაშმაგებულმა და მზერა გავუსწორე.
- რა მინდა და შენი ხმა არ გავიგო მეორედ ამ თემასთან დაკავშირებით ამორებული. მანამდე ვიქნებით ცოლ-ქმარი სანამ ამას მე ჩავთვლი საჭიროდ. ზედმეტი სიტყვა არ გავიგონო თინია გაფრთხილებ. ნუ გამოცდი ჩემს მოთბინებას, ისედაც ზღვარზე ვარ უკვე.- ისეთი მშვიდი, მაგრამ საშიში ხმით დამელაპარაკა რომ ენას მომდგარი სიტყვები უკან გადავყლაპე. ხმა სადრაც გამეპარა და ისევ იატაკზე ჩავიკეცე. სახე მუხლებში ჩავრგე და ავტირდი.
„ეს რა დღეში ვარ. თურმე რა გონია ანდრიას, აქამდე ვეჭვობდი ახლა კი ნამდვილად დავრწმუნდი. მას გონია რომ ალექსანდრეს გამო ვთხოვ განქორწინებას. ფიქრობს რომ ისევ მას მივტირი. აი რატომ არ მიშვებს მასთან ახლოს და არც თვითონ იწევს ჩემსკე. მე კიდევ რაღაცის იმედი მქონდა და ოცნებებში დავფრინავდი. ახლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე?!“ შევეკითხე საკუთარ თვს და პასუხი ანდრიასგან მივიღე.
- აქამდე არ გაწუხებდი და არც არაფერს გთხოვდი. დღეიდან კი ჩემთან ერთად გახალ საზოგადოებაში. ჩემი ცოლი ჩემთან ერთდ იქნება ყველგან. წამოხვა წვეულებებზე, შეხვედრებსა თუ გამოფენებზე. ყველგან სადაც შენი ყოფნა იქნება აუცილებელი. იმაზე უკეთ ითამაშებ ვიდრე აქამდე თამაშობდი და ასე იქნება მანამ სანამ არ გადავწყვეტ რომ საკმარისია და დასრულდა. კაბა დღეს მოგიტანე, სამკაულებთან და ფეხსაცმელებთან ერთდ შენს ძველ ოთახში დავდე. ხვალ საღამოს რვა საატისთვის მზად დამხვდი, ჩემი ახლო მეგობრის გამოფენაზე მივდივართ.- მშვიდად ჩამომიყალიბა ჩემი მომავალი ცხოვრების გეგმა და სააბაზანოს კარებს მიღმა გაუჩინარდა.
უკან გამოსულს იგივე მდგომარეობაში დავხვდი. ჩემს დანახვაზე თავი გადააქნია, მძიმედ ამოიოხრა დახელში ამიყვანა. საწოლზე დამაწვინა, საბანი დამაფარა და თბბილად მითხრა
- დაიძინე თინია. დამშვიდდი და გახსოვდეს მე შენი მტერი არ ვარ.
„ღმერთო რა იცის მან რომ მტრად კი არა ღმერთად მიმაჩნია. როგორ მიყვარს და როგორ მიზიდავს. რომ ჩემი ოცნებაა და მასზე ფიქრში ვატარებ ღამეებს. ღმერთო დამეხმარე გთხოვ“ გულში ვიწყებ ლოცვას და მალევე მეძინება.



№1  offline წევრი Salivan

ე.ი.პირველ რიგში ბოდიში რომ ამდენი გალოდინეთ. შაბათ-კვირას ვწრაფრით ვიცლი. ეს დღეები კი აუცილებლად დავდებ მომდევნო თავებს. მეორე რიგში შემეშალა და ისევ მეცხრე თავი მივუთითე. ეს მეათეა. და კიდევ ძალიან მიყვარხართ და სულმოუთქმელად ველი თქვენს შეფასებებს. იმედი მაქვს თავის ზომა და შინაარსიც იმედებს არ გაგიცრუებთ.

 


№2  offline წევრი Kiki )))

ძალიან კარგი ისტორია მაგრამ ძალიან პატარა თავებს დებ.... worried worried worried ისტორიაზე ვაფრენ ვაფანატებ და მეკეტება რასაცქვიაა heart_eyes heart_eyes heart_eyes უმაგრესი გოგოხარრ უმაგრესი ისტორიით... მიყვარხარ და ველოდებიი ახალ და დიიდდ თავ სრადგან არმყოფნის ეს პაწუკა თავებიი yum

 


№3 სტუმარი ana

ცოტა ხელი თვითონ თუ არ გაანძრია, ისე მარტო ღმერთის იმედად ვერ იქნება laughing . ღმერთო, რა უსუსური გოგოა. ფუუ, მერამდენე თავია უკვე, მხოლოდ უაზროდ უწევს ხმას, ის კი არა რომ რამე გაარკვიოს.

 


№4 სტუმარი Guest anonymous

ვაიმე ისე გამიხარდა რომ დადე. ძალიან მაგარია გთხოვ აღარ დააგვიანო მაგარი გოგოხარ heart_eyes

 


№5 სტუმარი ketis

აი დზაან კარგია და სულ მოუთქმელად ველი აალ თავებს მაგრამ გაზარდე რა თავები ამდენი გვალოდინე და ესე პატარა და გტხოვ იქნებ დღესვე დადო

 


№6 სტუმარი კიკი

ana
ცოტა ხელი თვითონ თუ არ გაანძრია, ისე მარტო ღმერთის იმედად ვერ იქნება laughing . ღმერთო, რა უსუსური გოგოა. ფუუ, მერამდენე თავია უკვე, მხოლოდ უაზროდ უწევს ხმას, ის კი არა რომ რამე გაარკვიოს.

გენაცვალე წაიკითხე ყველა თავი და ნახავ რომ უსუსურიცაა და ბედისგან უარყოფილიც. თუ არ მოგწონს ნუ კითხულობ. გვაცალე ჩვენ ვისაც მოგვწონს.უფფ

აი ვაბოდებ ამ ისტორიაზე და შენზე სალი.მეცხრე თავიო რომ წავიკითხე გავვოცდი. მაგრამ მერე შენი კომენტარი ვნახე და შევისრუტე ერთიანად. მიყვარს ანდრიააა და მის გვერდით მორჯულრბული თინია.

 


№7 სტუმარი bb

მაგარი შტერი გოგოა,მაგრამ უნდოდა ...... და გათხოვდა. მაგის დანიშნულება მეტი არაფერია ამ ცხოვრებაში.თავი ლოგინის გარდა ვერსად იპოვა. არ გინდოდა და რას მიყვებოდი?

 


№8  offline წევრი Just give me a Hand . . .

გაგვანებივრე რა და დადე კიდე ცოტა მოგვიანებით kissing_heart რადაიცდის ხვალამდე worried

 


№9 სტუმარი Ana

Mere raxan bedisgan uaryifilia da ususuri ase unda gaagrdzelos bolome?! An bedisgan uaryofili ra frazaa?:))). Devgmiri aravin ibadeba. Istoriidan etyoba rom tvini janmrteli aqvs, magram moqmedebashi mkvdaria da araswori.

 


№10 სტუმარი nia

Zaaan magariaaa. Male Dade shemdegi tavi

 


№11  offline წევრი tatalia

ასე რთულია ხმა რომ ამოიღოს ??და თქვას შენს ძმას აკლია და გატყუებსო?

 


№12  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმე ახლა დავამტვრევ ყველაფერს რაა რატო არ ეუბნებაა ვაახ რომ ვკითხულობდი აი ეხლა ეტყვის აი ეხლა მეთქი და ვაიმე გავცოფდი რა ღმერთო მიშველეე უნდაა ადგეს და უთხრას ვახ რაა ასეთი რთული უიმეე რაა მომეშალა ნერვებიი ისე კაი თავი იყოო და მალ მალე დადეე

 


№13  offline წევრი Salivan

Kiki )))
ძალიან კარგი ისტორია მაგრამ ძალიან პატარა თავებს დებ.... worried worried worried ისტორიაზე ვაფრენ ვაფანატებ და მეკეტება რასაცქვიაა heart_eyes heart_eyes heart_eyes უმაგრესი გოგოხარრ უმაგრესი ისტორიით... მიყვარხარ და ველოდებიი ახალ და დიიდდ თავ სრადგან არმყოფნის ეს პაწუკა თავებიი yum

ვეცდები ჩემო კარგო. მადლობა რომ ისევ ჩემთან ხარ :) :*

ana
ცოტა ხელი თვითონ თუ არ გაანძრია, ისე მარტო ღმერთის იმედად ვერ იქნება laughing . ღმერთო, რა უსუსური გოგოა. ფუუ, მერამდენე თავია უკვე, მხოლოდ უაზროდ უწევს ხმას, ის კი არა რომ რამე გაარკვიოს.

თუ ასე ძალიან გეჩქარებათ ისტორიის დასრულება მითხარით და ხვალვე დავასრულებ. ანდრიამ რომ აცადოს ლაპარაკი ეგრევე დასრულდება.

Guest anonymous
ვაიმე ისე გამიხარდა რომ დადე. ძალიან მაგარია გთხოვ აღარ დააგვიანო მაგარი გოგოხარ heart_eyes

მადლობა ტკბილო. მეც საოვრად მიხარია შენი ასეთი თანადგომა და მხარდაჭერა.

ketis
აი დზაან კარგია და სულ მოუთქმელად ველი აალ თავებს მაგრამ გაზარდე რა თავები ამდენი გვალოდინე და ესე პატარა და გტხოვ იქნებ დღესვე დადო

აუცილებლად გავზრდი. მადლობა ჩემო კარგო ამდენი სითბოსთვის. :*

კიკი
ana
ცოტა ხელი თვითონ თუ არ გაანძრია, ისე მარტო ღმერთის იმედად ვერ იქნება laughing . ღმერთო, რა უსუსური გოგოა. ფუუ, მერამდენე თავია უკვე, მხოლოდ უაზროდ უწევს ხმას, ის კი არა რომ რამე გაარკვიოს.

გენაცვალე წაიკითხე ყველა თავი და ნახავ რომ უსუსურიცაა და ბედისგან უარყოფილიც. თუ არ მოგწონს ნუ კითხულობ. გვაცალე ჩვენ ვისაც მოგვწონს.უფფ

აი ვაბოდებ ამ ისტორიაზე და შენზე სალი.მეცხრე თავიო რომ წავიკითხე გავვოცდი. მაგრამ მერე შენი კომენტარი ვნახე და შევისრუტე ერთიანად. მიყვარს ანდრიააა და მის გვერდით მორჯულრბული თინია.

კიკიიი როგორ მიყვარს შენი კომენტარებიიი. მადლობა მხარდაჭერისთვის მაგრამ ნუ გავცხარდებით. გთხოვ. :*

bb
მაგარი შტერი გოგოა,მაგრამ უნდოდა ...... და გათხოვდა. მაგის დანიშნულება მეტი არაფერია ამ ცხოვრებაში.თავი ლოგინის გარდა ვერსად იპოვა. არ გინდოდა და რას მიყვებოდი?

როცა წარმოდგენა არ გაქვთ ისტორიაზე გთხოვთ ნუ აჩქარდებით კომენტარების დაწერისას. თუ მაინცდამაინც ჯერ წაიკითხეთ ყველა თავი და მერე დააკომენტარეთ.

Just give me a Hand . . .
გაგვანებივრე რა და დადე კიდე ცოტა მოგვიანებით kissing_heart რადაიცდის ხვალამდე worried

ცოტაც ჩემო საყვარელო და გაგახარებ ახალი თავით. მადლობა მხარდაჭერისა და ლოდინისთვის. მიყვარხარ ძალიან :)

Ana
Mere raxan bedisgan uaryifilia da ususuri ase unda gaagrdzelos bolome?! An bedisgan uaryofili ra frazaa?:))). Devgmiri aravin ibadeba. Istoriidan etyoba rom tvini janmrteli aqvs, magram moqmedebashi mkvdaria da araswori.

შედარება მომეწონაა :)))

tatalia
ასე რთულია ხმა რომ ამოიღოს ??და თქვას შენს ძმას აკლია და გატყუებსო?

გოგოოო შენ მაინც რა გჭირს. :))) ცოტას ვაწვალებ რა მოხდა. თორე მერე იტყვიან როგორ უცებ დამთავრდაო. ერთი სიტყვით ისტორია უკვე დავასრულე და აქაც მალე მოვრჩები. მადლობა :*

select
ვაიმე ახლა დავამტვრევ ყველაფერს რაა რატო არ ეუბნებაა ვაახ რომ ვკითხულობდი აი ეხლა ეტყვის აი ეხლა მეთქი და ვაიმე გავცოფდი რა ღმერთო მიშველეე უნდაა ადგეს და უთხრას ვახ რაა ასეთი რთული უიმეე რაა მომეშალა ნერვებიი ისე კაი თავი იყოო და მალ მალე დადეე

ვაი ჩემი ყველაზე ემოციური და კეთილი მკითხველი. ძალიან მიყვარხარ. ყველაფერი მალე გაირკვევა. თუ ძაან არ გეჩქარებათ მოითმინეთ ერთი ორი თავი. გაკოცე:*

 


№14  offline წევრი nini_nuca

მაგარია <3

 


№15  offline წევრი Kusaaa

select
ვაიმე ახლა დავამტვრევ ყველაფერს რაა რატო არ ეუბნებაა ვაახ რომ ვკითხულობდი აი ეხლა ეტყვის აი ეხლა მეთქი და ვაიმე გავცოფდი რა ღმერთო მიშველეე უნდაა ადგეს და უთხრას ვახ რაა ასეთი რთული უიმეე რაა მომეშალა ნერვებიი ისე კაი თავი იყოო და მალ მალე დადეე

ვაიჰჰჰჰ მეც მასე ვარ

აუუუ არადა ვგიჟდებოდი ალექსანდრეზეე ((( მისი ტიპაჟი უფრო მომწონდაა (( ასე როგორ გააფარჩაკე

 


№16  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra shterivit iqceva es gogo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent