ქეთა... გიყვარვარ? (თავი 3)
გადიოდა დღეები და ქეთა ყველანაირად ცდილობდა დაახლოებოდა კოტეს რაც შეილებოდა უფრო მალე. უკვე მეგობრებიც კი იყვნენ. ყოველდღე დადიოდა ხოლმე გიორგისთან სახლში და საღამოობით ზოგჯერ გოგოებთან ერთადაც ერთობოდნენ ხოლმე სანამ არ გაკიცხავდა გიორგი კაი გადით დაგვაცადეთ ლაპარაკიო მერე ანებებდნენ თავს. ერთხელაც როდესაც კოტე მივიდა გიორგისთან სახლში ის იქ არ დახვდა. ქეთა იდგა ოთახში და აქეთ-იქით დადიოდა. -ქეთა? რა მოხდა -აა არაფერი გიო მალე მოვა -გიო არ მიკითხავს შენ რა დაგემართა -არაფერი -ქეთ ხო კარგად გიცნობ -მოკლედ ერთი ტიპი ამეკიდა აი იმ ჩემი ძველი შეყვარებულის ძმაკაცი და მოკლედ მაგრა დამღალა ნარკოტიკებს მოგყიდიო მეუბნება ყოველ დარეკვაზე სერიოზულად მეშინია -მომეცი ნომერი -არა არ არსებობს შენ გიორგის ეტყვი და მერე... -ეგრე მიცნობ? -რას ეტყვი -ეგ უკვე შენი საქმე აღარაა დროზე მომეცი ნომერი ეს პატარა გოგოების გასარკვევი არაა. ერთი კითხვა მაქვს რატო გყიდის -ამბობს დაგინახე რამოდენიმეჯერ რო ეწეოდიო -და მართალს ამბობს? -არა შემილია გიორგი დავიფიცო -კაი მჯერა წავედი და ფეხი არ გაადგა აქედან ნომერი აიღო და გიჟივით გავარდა. კოტემ გააფრთხილა რო საქმეზე მიდიოდა. ერთ საათში კოტე დაბრუნდა ხელზე ოდნავ პატარა ნაკაწრი ჰქონდა და სახეზე მარჯვნივ ჰქონდა სინიაკი. ქეთა მაშინვე მივარდა. -ხო გითხარი არ გინდა თქო -რა მოხდა ტო ვინ გცემა -არავინ მოტოციკლეტი მომისრიალდა -მაგრა მოუსრიალებიხარ მაგ მოტოციკლეტს კოტე(გიორგი) -არაფერია დაიკიდე ქეთა ყინული მომე ქეთა და კოტე სამზარეულოში გავიდნენ -რაო რა გითხრა -არაფერი აღარ დავეჩალიჩები გავანებებ თავსო -დაგარტყა? -რო ვცემდი მაშინ ერთი ორჯერ -ცემდი? -არ გაიგო ადამიანურად და -ხო... ეგეთი ძმაკაცები ყავს. კარგად ხარ? -კი კარგად ვარ არ გადაეკიდო რა ეგეთ ტიპებს ქეთა დააწყდა შენ ძმას ნერვები უკვე -კაი მადლობა კოტე -და მეორეჯერ არ გადაწყვიტო ეს პრობლემები შენთითონ პატარა ხარ ჯერ -გავბიგე მადლობა-ქეთა გადაეხვია კოტეს. გიორგიმ ეს ვითომც ვერ დაინახა. -ის შენი ძველი შეყვარებული რატო არ ჩაერია -მაგის გამოგზავნილია -ეგეც უნდა მივბეგვო თუ რაა -არა მაგას თავი დაანებე ეხა არცერთი აღარ მოვა -დიდი იმედი მაქვს *** შემდეგ საღამოს ქეთა კოტეს მის სახლთან შეხვდა როგორც ყოველთვის ის მოტოციკლეტით დადიოდა ყველგან. ქეთა პარკში იყო დაქალებს ცოტახნის წინ დაემშვიდობა და სახლისკენ მისეირნობდა. -რას შვები ქეთუს? -აუ გული გამიხეთქე რავი სახლში გავდივარ -გაგიყვანო? -ჯერ მეზარება და არ ვაპირებ -მაშინ წაამო გაგასეირნებ -ისა... იყოს -არ ვივლი სწრაფად კოტემ უცებ შემოისვა გვერდით ქეთი და წავიდნენ. მთელი პარკი შემოატარა და ერთდაერთხელ აუსწრაფა და ისე შეეშინდა ქეთის რომ მთელი ძალით შემოეხვია კოტეს. კოტეს სიამოვნებდა ეს და თან ეღიმებოდა. როცა ჩამოსვა და ისეთივე სახე დაინახა როგორც მაშინ სულ პირველად გაეცინა. პირველად გამოიხატა მის სახეზე ემოცია. ქეთისაც მიუხედავად იმისა რომ სიგიჟემდე შეშინებული იყო მასაც გაეცინა. -რა პატარა და უსუსური ხარ ქეთუს -არაა ეგრე -ნუ მებუტები -არ მიყვარეს ბუტიაობა მაგრამ შენ დამცინი და პატარას მეძახი -პატარა ხარ და იმიტო. დასავით მიყვარხარ -ანუ გიყვარვარ -ქეთა... ჩვენ ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ -ვილაპარაკეთ ამაზე მარა რატო არასდროს არ მიყვები ვინ გიყვარს -იმიტომ რომ შენ ამას მაინც ვერ გაიგებ დროა სახლში დავბრუნდეთ -ელენე? -არა -ვინც გიყვარს იცნობ? -უკეთ ვიდრე გგონია-გაეცინა კოტეს ვიცი პატარა თავია მაგრამ ხვალ უფრო დიდს დავდებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.