შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის ბედნიერება? თავი 2


27-10-2016, 21:24
ავტორი Liza Chikviladze
ნანახია 1 740

ადელაიდამ დილაადრიან გაიღვიძა სასთუმალთან დადებულ დედის ფოტოსურათს შეხედა...ნაზი ტუჩების მოძრაობით წარმოსთქვა „დედი“ და სამზარეულოში გავიდა ცხელი ჩაი შეიტანა ოთახში თან დღიურის წერას შეუდგა . წერა სიამოვნებას გვრიდა .. კალამს სათუთად ეპყრობოდა. მუსიკის მოსმენა ამშვიდებდა .. ღიმილი ისე ამშვენებდა როგორც არაფერი., გარედან ჩანდა პოზიტიური, მუდამ მომღიმარი სახით მყოფი გოგონა სინამდვილეში კი სულიერად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებდა. ღამით საკუთარ ოთახში მყოფი ბალიშს ასველებდა თავის ცრემლებით .. ტიროდა თუმცა არ იცოდა რატო . უჭირდა ის რომ არ ჰყავდა დედა .. 1 სიტყვაში ჩადებული მთელი არსება რომელიც ადამიანს გვერდს უმშვენებს ცხოვრების მანძილზე.. ეს ის პიროვნებაა რომელმაც გაგვაჩინა თითოეული ჩვენთაგანი მათ შორის ადელაიდაც .დღიურში ამ ყველაფრის პირველ პირში გადმოცემა დაასრულა .. შემდეგ წიგნის წაკითხვა დაიწყო, კითხულობდა გულმოდგინედ, გულისყურით , მთელი გრნობებით, ისე როგორც თვითონ სჩვევოდა. წიგნის დასრულების შემდეგ დიდხანს ფიქრობდა მასზე , აი ამას ეძახდა იგი წიგნის სიყვარულს.. საყვარელი ნაწარმოები ბევრი გააჩნდა , განსაკუთრებით „ჯეინ ეარ“-ს ეტრფოდა... წვიმდა, თითქოს მას ხანგრძლივი სახე მიეცა, კითხულობდა და ფანჯრიდან იხედებოდა, წვიმა კი სიამოვნებას ანიჭებდა..საღამოს მამა-შვილი ბუხართან შემომსხდარიყვნენ , საუბრობდნენ , ეხებოდნენ ყველანაირ თემას..ურთიერთობა ხომ იდეალური ჰქონდათ .... გოგონას დღიური არავის არ ქონდა წაკითხული საკუთარი თავის გარდა, არც არავის დართავდა ნებას წაეკითხათ. დაძინების დროც დადგა.. დაწვა თუმცა ძლი არ ეკარებოდა.. უცბად ცოტათი უადგილო იდეამ გაუელვა თავში.. გარეთ სეირნობა სურდა, თან მამის გაღვიძებაც არ უნდოდა, იცოდა მარტო არ გაუშვებდა..ნელ-ნელა წამოდგა ჩაიცვა, თბილი საწვიმარი მოისხა , თნ ზურგჩანთა მოიკიდა მხრებზე და ფეხაკრეფით გაიპარა.. ადელაიდა ლამაზ ნაწვიმარ ქუჩებში დაიარებოდა, არანაირი შიშის გრძნობა დაუფლებია ამ დროს.. მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა უეცრად ხმა მოესმა - ცხელ ჩაის ხომ არ მიირთმევ ?
ხმის გაგონებაზე ადელაიდა შეკრთა შებრუნდა არავინ ჩანდა -აქეთ მოიხედე აქეთ აქეთ..
მოსაუბრე აქეთ-იქით მდგარ ხეებს უკან იმალებოდა.. გოგონა მიხვდა რაშიც იყო საქმე გაფითრდა .. -ნუ გეშინია არ ვბრაზობ .. (კვლავ გაისმა ხმა )
მიმალული მოლაპარაკე მამა გახლდათ ჩუმად წაჰყოლია.. საოცრად ლამაზი სანახაობა იყო მშობლის და შვილი ჩახუტება ამ დროს წვიმს .. ერთმანეთს უღიმიან , პირისპირ მომღიმარ სახეებით დგანან.. -ამ ველაფრის შემდეგ კიდევ გაიპარები ? (უეცრად დუმილი შეწყვიტა მამამ ) ადელაიდამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია..სახლში მივიდნენ . ცხელ ჩაის შეექცნენ , ღამე საუბარში გაათენეს.. დილით კი ეს თავგადასავალი დღიურში შესანიშნავად ჩაინიშნა გოგონამ ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent