შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (14 თავი)

29-10-2016, 03:15
ავტორი terooo
ნანახია 3 735

ალბათ დგება დღე წამი, წუთი, როდესაც გრძნობ რომ ძალა აღარ შეგწევს, რომ დაცემული წამოდგე, ძალაც კი აღარ შეგწევს მაშველად ვინმეს უხმო, იმედიც კი აღარ გაქვს რომ დამხმარე გამოგიჩნდება, და იცით რატომ? რომ დამხმარე აღარავინ დაგრჩა, რომ მხოლოდ მარტო დარჩი, არავინ აღარ გყავს, გრძნობ როგორ ცარიელდები, როგორ მიდიან შენგან ადამიანები, მიდიან... მიდიან... თითქოს უკვალოდ, არ იცი სად, მიდიან? ვისთან? რატომ? როგორ? მთავარი წასვლა კი არა მათი დატოვებული კვალის წაშლაა, ცდილობ ახალი დღე, ახალი სამყარო, ჩვეული დღის რეჟიმი, მაგრამ ერთი ფიქრი და ერთი გონება, გაყინული გული და სული... სადაც ნაფლეთებიც კი არსად ჩანს. მიდიან ადამიანები და შენში შენზე მეტ მოგონებებს გიტოვებენ, ტკივილს ცრემლს, ბევრ ღიმილს, ბედნიერ წუთებს, მაგრამ მაინც გიტოვებენ მათით გაჯერებულ მოგონებებს, მტკივნეულია არა? კი ასეა, მტკივნეულია, საშინლად მტკვნეული.
თენდება ახალი დღე, მაგრამ უშედეგოდ, მაინც გუშინდელ დღეზე გეფიქრება, გუშინ ხომ ბედნიერი იყავი, ღიმილიანი, ცოტა ხნით მაგრამ მაინც ხომ იყავი, აწმყოზე კი ფიქრიც გაშინებს, მხოლოდ ფიქრი? არა საკუთარი თავიც კი. გუშინ იღიმოდი, დღეს კი საერთოდ მიზეზიც კი არ გაქვს გაღიმების, მხოლოდ წარსულის ლანდი დაგყვება და ყოველ ნაბიჯზე თავს გახსენებს:
,,მეც აქ ვარ , არსად წავსულვარ, კარგად გაუფრთხილდი მოგონებებს, დავიწყების უფლებას არ მოგცემ და თუ კი დაივიწყებ, თავს მტკივნეულად შეგახსენებო“.
მერე ეჩვევი, მაგრამ დავიწყებას ვერ ან არ ახერხებ, ღიმილს დრო ახუნებს სადღაც ქვეყნის დასალიერში მიაქვს და იქ მარხავს, უკან ხელცარიელი ბრუნდება, ისევ სულში დაგუბებულ ტკივილს სულს უბერავს, რადგან იქ დარჩენილი ნაფლეთ-ნაგლეჯები უფრო აგეწვას და მძაფრად იგრძნო მონატრება, იმედგაცრუება, ტკივილი, ტანჯვა, მარტოობა. რომ შენ შეგეძლო ყოფილიყავი ბედნიერი და ბედნიერებას ხელი კარი. რომ საკუთარ თავს თავად აიძულე ესეთი გამხდარიყო.
-არა, ნაინა ამას არ გამიკეთებდა, არ დამტოვებდა- ოთახში წინ და უკან დავდიოდი, ხელში მისი წერილი მეჭირა, და ცრემლებს ვერაფერს ვუხერხებდი, რომლებიც დაუკითხავად მოედინებოდა ჩემს სახეზე.
-ჩემო გოგონა ჯერ ის კიდევ ბავშვია, სუსტია ამ ყველაფრისთვის- ნელი დეიდა მაგიდასთან იჯდა და ჩემს დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა.- უნდა გაუგოო.
-მესმის ნელი დეიდა მესმის, განა არ მესმის, ბევრი მოვითხოვე, ვიცი ჩემი ბრალია მაგრამ მაინც ვერ ან არ ვამართლებ, ესე როგორ დამტოვა? როგორ? ხომ იცოდა როგორ მჭირდებოდა?
-დამშვიდდი ჩემო გოგოონა. უბრალოდ მას სხვაგვარად არ შეეძლო.
-მეტი აღარ შემიძლია, მის გარეშე დავცარიელდები, მისი ოჯახის წევრებს როგორ დავენახო? როგორ შევხედო თვალებში? იაგოს სალამი როგორ დავუბრუნო? როგორ შევძლო ახლა ამ კარის გაღება და გარეთ გასვლა?- მასთან მივედი მუხლებზე დავდექი და თავი კალთაში დავუდე, ასეთი სუსტი მე, არასდროს მინახავს, ვერცერთმა ტკივილმა ვერ გამტეხა და ახლა ის ნაინა, სიცოცხლის წყურვილს რომ აღვიძებდა ჩემში, ალბათ უკვე ათასობით კილომეტრით იყო ჩემგან დაშორებული და ისიც ჩემს მსგავსად ცრემლებს ღვრიდა.
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო- ნელი დეიდა თმებზზე მეფერებოდა, ცრემლებს მიმშრალებდა, მისი სურნელი მშობლიური სახლის სურნელს მაგონებდა.
-დედა მენატრება - ისევ ამოვისლუკუნე და გულიც ამომაგჯა. თითქოს პატარა ვიყავი და დედას ვნატრობდი.
-დიდი ხანია ითმენ ჩემო საყვარელო ამ ცრემლებს და თუ კი ახლა ვერ დაიცლები, ყოველთვის შეგაწუხებს- მშვიდად მიყვავებდა და ისევ თმებზე მეფერებოდა, იმის მიუხედავად რომ თმებზე შეხება არასოდეს მსიამოვნებდა, მისი თბილი თითები საოცარ სიმშვიდეს აღძრავდა ჩემში.
-ყოველთვის მეგონა და ვიცოდი ვერასდროს ვიტირებდი ისე როგორც დღეს მე ვტირი - ისევ მის კალთაში მედო თავი მაგრამ ცრემლები მაინც დაუღალავად იკვლევდნენ გზას ჩემს სახეზე და ნელიკოს კალთაზე უკვალოდ უჩინარდებოდნენ.- ტკივილი ვერასდროს გამტეხდა, ხანდახან მინდოდა მთელი სულითა და გულით მინდოდა მეტირა, მაგრამ ცრემლიც კი არ გადმომდიოდა, დღეს კი ნაინამ, ნაინამ დიდი ხნის ნატვრა, ოცნებაც ალბათ ერთბაშად ამიხდინა და ნახეთ ისევ ვტირი.- ცრემლიანი თვალები მივანათე ნელიკო დეიდას და მის თვალზე ობოლი ცრემლიც დავინახე, მის თვალებში დედური სითბო და სიყვარული ვიგრძენი, მონატრებული, ცრემლი სწრაფად მოიშორა.
-წამოდი შენს ოთახში გავაგრძელოთ - ფეხზე წამომაყენა, ჩემს ოთახში გავედით ერთად, ის ჩემს დასაყრდენ ბიჯგად იქცა იმ წამს, საოცარ ძალასა და ენერგიას ვგრძნობდი მისგან, ყურადღებას და უანგარო სიყვარულს.
-ნელი დეიდა როგორ ფიქრობ დაბრუნდება?- საწოლზე დამაწვინა, პლედი მომაფარა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.
-დაბრუნდება ჩემო გოგო დაბრუნდება, შვილები მშობლიურ სახლს ყოველთვის უბრუნდებიან, ხომ გახსოვს წერილში რა წაიკითხე? ,,დავბრუნდებიო“...
-ხო მაგრამ მისი ნათქვამი რომ არ ასრულდება? -ისევ ცრემლები მომერია- ჩემი ბრალია ყველაფერი, რა წიგნის წერა მომინდა, რა სვანეთი, რა გამოძიებები მე დავიწყე, საერთოდ რა ჯანდაბა მინდოოდა რომ მოვდიოდი- ისევ შემოტევების ახალი ტალღა შემომაწვა და თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
-არა, შვილო დამშვიდდი, შენი ბრალი არაფერია, შენ ისეთი არაფერი იცი რაც ამ ყველაფერს გამოიწვევდა, უბრალოდ შენ მათი ჭრილობები გააახლე, ჯერაც შეუხორცებელი.
-ხომ ვამბობ რომ ჩემი ბრალია ყველაფერი- ისეც ცრემლებს მივეცი გასაქანი.
-არა, შენი ბრალი არაფერია, უბრალოდ ვერ აიტანეს ნაინას დაბრუნება, იაგოს ბედნიერი სახე, მირიანის დაოჯახება და ბევრი რამ კიდევ. ხომ ხედავ ეს ყველაფერი მაინც მოხდებოდა.
-ხო მაგრამ მე რომ არ დამეწყო ყველაფერი, არავის არაფერიი გაახსენდებოდა. სიმშვიდე იქნებოდა სოფელში.
-მარიამ მომისმინე- ცოტა მკაცრად მოუვიდა ნელი დეიდას, ალბათ შუშისოდენა გამიხდა თვალები, ხმა დაარბილა, დაათბო და ისე განაგრძო- ჩემო გოგონა, შენ ხომ გახსოვს პირველად რომ ჩამოხვედი ჩვენთან, შენი ჩამოსვლის პირველი დღე- ჩემგან უხმო თანხმობა რომ მიიღო მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო- იმ დღეს შენ არაფერი არ იცოდი, მხოლოდ ლეგენდებით იყავი ,,შეპყრობილი“, მირიანი კი რამდენიმე დღის ჩამოსული იყო, მის მეგობრებთან ერთად და საცოლესთან ერთად, მას უკვე დაწყებული ჰქონდა ამ ყველაფრის მოკვლევა, ნენეს სიკვდილს არავის შეარჩენდა და ეს ყველამ კარგად იცოდა. ალბათ ისიც კარგად გახსოვს, მე რომ განიშნე, ფაქტიურად გაგაგდე გარეთ გაისეირნენთქო, მირიანმა მისი ძმა გამოიწვია, აინტერესებდა მისი რეაქცია, მაგრამ ცოლს არასოდეს შეუქმნიდა საფრთხეს, მისი თხოვნით იმღერა, მაგრამ ხალხს აჩვენა რომ ძველებურად არაფერი იქნებოდა.
-მაგრამ ის ხომ არ გავს მის ძმას? ის ხომ ბოროტი არ არის?
-არა, არ არის, ის უბრალოდ ცდილობდა დაენახა ვინ იდგა მის გვერდით, ვინ გააქილიკებდა და ვინ მოუწონებდა მას საქციელს, ალბათ გახსოვს კარებში რომ ვიღაც დაგეჯახა, შენი სახე დავინახე, ტკივილიანი და ბრაზიანი, მაშინაც განიშნე რომ წასულიყავი, იმ დღეს ჩხუბი მოხდა, მირიანს არ უჩხუბია, ბეშქენმა და მისმა ბიძაშვილმა იჩხუბეს, ვერ მოითმინა ბეშქენის უტიფარი საქციელი.
-კი მაგრამ რა ხდება მათ შორის?
-ერთმანეთს ვერ პატიობენ ნენეს სიკვდილს. ის მეორე იყო ასეთი ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა, ჯერ კიდევ ვერ გაიგეს მოკლეს, მოკვდა, თუ თავი მოიკლა.
-ნუთუ ასეთი გაურკვეველია ეს ყველაფერი?
-იაგოს უნდოდა გაერკვია მაგრამ, მას ისეთი უბედურება დაატყდა თავს, მერე მალე ნაინა წავიდა და ყველაფერი დავიწყებას მიეცა.
-ჩემი ნაინა- ისევ ცრემლებმა მონახეს გზა- ჩემს გამო მოუწია აქედა წასვლა, ამჯერად აღარ დაბრუნდება.- ისევ ვტიროდი ცრემლები მცვიოდა მაგრამ თითქოსდა შვებას მაინც ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ სხეულის მოდუნებს ვგრძნობდი, სული უსაშველოდ მტკიოდა, მის გარეშე ეს სამყარო დაცარიელდა, მის გარეშე აქ ვეღარ გავძლებდი, მის გარეშე ყველაფერი უფერული იქნებოდა.
ვგრძნობდი როგორ ნელ ნელა მეხუჭებოდა თვალები, როგორ ნელ ნელა უძლურდებოდა ჩემი სხეული, დაღლილობამ, ნერვიულობამ, ცრემლმა თავისი გაიტანა, თან ნელიკოს თბილი ხელები, რომლებიც ჩემს სხეულზე მონოტორულად დასრიალებდნენ და დედისეულ სითბოს გადმოსცეემდნენ, თავისი გაიტანა და ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა.
-მშვიდი ძილი ჩემო ლამაზო- ნელიკოს კოცნა და ჩურჩული გავიგონე, შუბლზე ნაზი ამბორი. ძილმა მაინც თავისი გაიტანა და გავითიშე.
სიზმარშიც კი ნაინას ვეძებდი, მთელი ქვეყანა, ყველა წერტილი და მილიმეტრი მოვიარე, ის კი არსად არ ჩანდა, მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობდი, ბოლო ხმაზე ვეძახდი, უკუნით ტყეშიც კი შევედი, მზერას ვგრძნობდი, ზურგს უკან და ვიცოდი რომ დაცული ვიყავი, რაც არ უნდა მომხდარიყო, მზერის ავტორი ყველა განსაცდელისგან მიხსნიდა. აი, რატომ უშიშრად ვდგამდი ყველა ნაბიჯს, ჩემს წინ რაღაც ლანდი დავინახე ნაინას გავდა.
-ნაინა- ბოლო ხმაზე დავიყვირე, თვალი რომ გავახილე ჩემს საწოლში ვიწექი, მაგრამ მარტო არ ვიყავი, ამჯერად ნელი დეიდას მაგივრად ჩემს გვერდით ადგილი თავად

------
შუა ღამე მშვიდობისა ჩემო საყვარლებო... მადლობა რომ ასე ერთგულად კითხულობთ და მამხნევებთ.
1 ბოდიში უნდა მოგიხადოტ დაგვიანებისთვის და
2 ხშირად ვეღარ დავდებ.
3 მაპატიეთ კიდევ ერთხელ.
უმცირეს შანსზეც კი დავდებ...
სიყვარულით ტეროოო

№1  offline აქტიური მკითხველი tamo1804

მოგკლავ მე შენ!! დავიწყე კითხვა და ჰოპ, დამთავრდა! სად წავიდა ნაინა? რა ტრაგედია ჰქონდა იაგოს? რა მოხდა ბოლო ბოლო ამ მირიანს ბეშქენს და ა.შ შორის? როგორ მოკვდა ნენე? ამ კითხვებზე ოდესმე მექნება პასუხებიი?? :)) კაიი ხოო, მესმის შენი, მეც მიჭირს ზოგჯერ წერა... უბრალოდ გთხოვ, ეცადე გაითვალისწინო, რომ სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას და ჩემი მოთმინების ძაფი ძალიან მცირეა... შემიცოდე და დამინდე... პ.ს მე რატომ არ ვიყავი აქ? აკი შემდეგებზე სულ იქნებიო? პ.პ.ს ტკივილს ასე მელოდიურად აღწერდეს ვინმე პირველად ვნახე, მეტკინა მეც მის მაგივრად, მარა არ დავიგრუზე :) მიყვარხარ მე შენ <3

№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნუ გვაინტრიგებ და გვტოვებ ხომ?
--------------------
ლანა

№3  offline აქტიური მკითხველი select

აუ დაინტრიგებული ვაარ მალე დადე პატარა რომც იყოს რომ შემოვედი და ახალი თავი დამხვდა ძალიან გამიხარდა ცუდია რომ ნაინა წავიდა იმედი მაქ დაბრუნდება და მარიამს არაფელი მოუვა
აქ ნუ გააჩერებ და შემდეგიც დადე მალე პატარა იყოს თუ გინდა ძალიან მაინტერესებს და მმთელი სული და გულით ველი მარიამი ძალიან მეცოდება როგორ კარგად გადმოცემ მის ტკივილს თითქოს მე ვვიყო მის ადგილას მოკლედ უმაგრესი ხარ და გელოდებიი heart_eyes

№4 სტუმარი Guest მარიამი

გუშინ სულ სხვანაირად დამთავრდა?სად წავიდა ნაინა?რა მოხდა ესეთი? გაურკვევლობაში ვარ :/

№5  offline აქტიური მკითხველი terooo

Guest მარიამი
გუშინ სულ სხვანაირად დამთავრდა?სად წავიდა ნაინა?რა მოხდა ესეთი? გაურკვევლობაში ვარ :/

ჰო... ესე ჩავთვალე აჯობებდა. უფრო მეტი ინტერესი...

№6  offline წევრი Salivan

კარგი რააა. ამ დროს, ასეთ სიტუაციაში და ასე უცებ იქნებოდა თავის შეწყვეტა?

№7  offline აქტიური მკითხველი terooo

Salivan
კარგი რააა. ამ დროს, ასეთ სიტუაციაში და ასე უცებ იქნებოდა თავის შეწყვეტა?

Hoo madlobaa

№8  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
მოგკლავ მე შენ!! დავიწყე კითხვა და ჰოპ, დამთავრდა! სად წავიდა ნაინა? რა ტრაგედია ჰქონდა იაგოს? რა მოხდა ბოლო ბოლო ამ მირიანს ბეშქენს და ა.შ შორის? როგორ მოკვდა ნენე? ამ კითხვებზე ოდესმე მექნება პასუხებიი?? :)) კაიი ხოო, მესმის შენი, მეც მიჭირს ზოგჯერ წერა... უბრალოდ გთხოვ, ეცადე გაითვალისწინო, რომ სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას და ჩემი მოთმინების ძაფი ძალიან მცირეა... შემიცოდე და დამინდე... პ.ს მე რატომ არ ვიყავი აქ? აკი შემდეგებზე სულ იქნებიო? პ.პ.ს ტკივილს ასე მელოდიურად აღწერდეს ვინმე პირველად ვნახე, მეტკინა მეც მის მაგივრად, მარა არ დავიგრუზე :) მიყვარხარ მე შენ <3

ხომ იცი ვკითხულობ მაგრამ

№9  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo

დღეს როგორ გელოდებოდი იცი? :(

№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ცცუდი ტერო გყავს

№11  offline აქტიური მკითხველი terooo

საღამო მშვიდობის.. მადლობა რომ კითხულობთ, მაპატიეთ შემინდეთ, ვერ ვახერხებ თქვენთან მოსვლას და აქ პასუხების წერას, აი გამოსწორების გზას ვადგავარ, დრო საერთოდ აღაარ მაქვს, თითქმის ვეღარს ვიცლი საწერად, ახლაც იმის მაივრად რომ მთელი კვირის დაგროვებულ მასავალას ვამუშავბდე და დღის რეჟიმში დაბრუნებას ვცდილობდე, აქ ვზივარ და თქვენს კომენტარებს ვკითხულობ, არც ერთი წამით არ ვფიქრობ ახლა რომ ავდგე გამოვრთო ეს და სამუშაოს მივუბრუნდე...
მადლობა თქვენ ყველას...
იმისთვისაც მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ...
მამხნევებთ...
გიყვარვართ...
რჩევებს მაძლევთ...
მაიძულლებთ უკეთესი გავხდე..
ყველას დიიიდიიი დიიიდიიი მადლობა...
ვგიჟდები მე თქვენზე...

მარად თქვენი დააღლილო ტეროოო

La-Na
ნუ გვაინტრიგებ და გვტოვებ ხომ?

არაააა... მალეეე დააადგება საშველიიი

№12 სტუმარი cisartyela

გოგოოოოოოოოოო.......
რა იყოოო ესსს...
რა მელეეე დასრულდაააააა....

№13  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
გოგოოოოოოოოოო.......
რა იყოოო ესსს...
რა მელეეე დასრულდაააააა....

ახლა მაინცააა დასასრული .. გადადი შEMდეგ თავზე

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent