შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვირტუალური მეგობარი (1 თავი)


29-10-2016, 22:39
ავტორი murachashvili
ნანახია 3 304

ვირტუალური მეგობარი
თავი პირველი

ყველაფერი მოულოდნელად, ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, თუმცა უკვე მოგატყუეთ, სულაც არ იყო ეს დღე ჩვეულებრივი. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ერთბაშად შეარყია სიცხისგან გათანგული თბილისი მოულოდნელმა სიახლემ:- ომი დაიწყო!.
- შეუძლებელია, სიმართლე არ იქნება, რაღაცას გვატყუებენ!.. - ვინ იცის მერამდენედ ვიმეორებდი და ნებისმიერ წუთს ველოდი, როდის გამოაცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის ბოროტი ხუმრობა იყო.
ჩვეულებისამებრ ისევ სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი.
- ამბობენ, ამაღამ თბილისსაც აიღებენ-ო!.. - რატომღაც ჩურჩულით ეუბნებოდა დედაჩემს მეზობელი, თითქოს საკუთარი სიტყვების თვითონაც კი ეშინოდა, ისე აცეცებდა თვალებს - ბავშვები უნდა წავიყვანო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდეთ ქალაქიდანაც და ამ დაწყევლი ქვეყნიდანაც, იქნებ თქვენც?!...
- თბილისს ვერ შემოუტევენ, აღებას ვერ გაბედავენ, ასე არ მოხდება!... - მკაცრად, თვალების ბრიალით ვეუბნებოდი მოჩურჩულე ქალებს.
- კი, მაგრამ... - ისევ შემეწინააღმდეგა მეზობელი, თუმცა როგორც კი ჩემს მუქარით სავსე მზერას წააწყდა, გაჩუმდა, ხელი დანანებით ჩაიქნია და წავიდა.
- იქნებ სოფელში მაინც წავსულიყავით, იქნებ?!... - ფრთხილად შემაპარა დედაჩემმა.
- სოფელში ვერ მოგწვდებიან?! ძალიან გთხოვ, შენ მაინც ნუ ქმნი პანიკას!
- მამაშენივით ჯიუტი ხარ! - უკმაყოფილოდ მიღრენდა ის.
სწრაფად, ერთი ყლუპით ვსვამდი თითქმის გაცივებულ ყავას, დედაჩემის შეგონებას ყურადღება აღარ მივაქციე, ისე გავვარდი სახლიდან.
ეზოში ეულად მდგომ მცირე ზომის იტალიური წარმოების, „ფიატ უნო“-ში ჩავჯექი და სამსახურში წამოვედი.
- ღორები, ვირთხები!... - გაცოფებული ვიღრინებოდი, მტრულად ვუმზერდი ქალაქის გასასვლელისკენ დაძრულ ავტომობილების კოლონას, მოხერხებულად ვუვლიდი გვერდს მანქანებს, დიღმის მასივის კორპუსებს შორის გამსვლელი ეზოებით მოკლეზე გავძვერი, საჭეს მკვეთრად შევატრიალე და ვაშლიჯვრისკენ გადავუხვიე.
კარებში მდგომ დაცვას მშრალად მივესალმე და თითქმის სირბილით შევედი ოფისში.
ალბათ, აზრი არ აქვს ჩვენი სამუშაო დღის აღწერას. რიგითი თანამშრომლები დავითხოვეთ, ოფისში მხოლოდ ადმინისტრაცია და იურისტები დავრჩით. დაძაბულობა ჩვენთანაც იგრძნობა, ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდით, უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელსა და განსაკუთრებით ძვირფას, ფინანსურ დოკუმენტებს ვასკანირებდით, ელექტრონულ ბაზას სწრაფი ტემპებით ვქმნიდით და ყველაფერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით დამფუძნებელთან ვაგზავნიდით:
- რა იცით რა ხდება?!.. - ვინ იცის მერამდენედ გვეუბნება განყოფილების უფროსი - ხვალ ალბათ, აღსადგენი გვექნება, სადღაც ასლები ხომ უნდა დაგვრჩეს...
- ხვალ ვიქნებით?! - ხმა გაბზარვოდა თაკოს.
- ვიქნებით! - ჯიქურ ვუმზერ მე.
თითქმის მეზობლად მყოფი სამხედრო ნაწილიდან გრუხუნით მიფრინავს ვერტმფრენი, შენობაში მინებმა ზრიალი იწყეს და ჩვენც ინსტიქტურად ზემოთ ვიყურებით.
- ღმერთო, დაგვიფარე!... - ტუჩებიდან ლოცვა გვწყდებოდა.
ვერტმფრენების ხმა არ წყდება, ოფისის ფანჯრებიდან ვხედავთ გზაზე გავლილ სამხედრო მანქანებს, ახალგაზრდა ბიჭები ხელის ქნევით გვემშვიდობებიან.
არ მინდა გამხელა, მაგრამ მეშინია, ხელების ცახცახის დასაფარად ისტერიულად ვიწყებ კლავიატურაზე წკაპუნს და უკვე დასკანირებულ დოკუმენტებს სახელს ვარქმევ. ზოგადად მშიშარა არ ვარ, არც პანიკიორი, ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი საღი აზრით ვეძებო, მაგრამ ამჯერად, საკუთარი უსუსურობის განცდა მკლავს, მანადგურებს.
- აი, კიდევ გაფრინდა, ერთი, ორი, სამი.. - გულმოდგინედ ითვლის ვერტმფრენებს გელა.
- მთელი დღე ვერტმფრენების თვლის გარდა საქმე არაფერი გაქვს?! - ვიღრინები მე.
- რუსეთთანაა შეკრული და სათითაოდ უნდა გადაგვთვალოს! - ხუმრობს უფროსი.
- რა გინდა, რომ ქნა? - თითქოს ჩემს ფიქრებს ხვდება გელა - წასასვლელი გვაქვს სადმე, თუ რა?! თუ აღარც სახლი დამრჩა და აღარც ოჯახი, რად მინდა ასეთი სიცოცხლე?
- ამბობენ, პირველად სტრატეგიულ ობიექტებს ურტყამენო... - ხმა ებზარება თაკოს.
- მერე, რომელი სტრატეგიული წერტილი ჩვენ ვართ?! - შიშის დამალვარს ირონიაში ვცდილობ.
- ჩვენ არა, მაგრამ სამხედრო ნაწილი? მას რომ დაარტყან?
- გელა ტყუილად ხომ არ იყურება ცაში?! როგორც კი ბომბებს დაგვიშენენ შეგვატყობინებს! - საკუთარი ბოროტი ხუმრობისგან ჟღუანტელი მეც კი მივლის.
- იხუმრე, იხუმრე და არაფერია გამორიცხული! - ჩემსკენ არც კი იყურება ისე მპასუხობს ფანჯარასთან მდგომი გელა.
- დედას გაფიცებ, ქვემოდან რომ უმზერ, მართლა რამე რომ გვესროლონ, გაქცევას მოასწრებ? სადმე შეეფარები?! - არ ვჩუმდები მე.
- გელა ისეთი ყოჩაღია, ბუნკერიც ექნება გათხრილი... - ისევ ხუმრობს უფროსი.
- ეე... კი არ მიფიქრია მაგ საკითხზე, კომუნისტები ნიჭიერი ხალხი იყო, ჩვენი ოფისი ძველი ფაბრიკის ტერიტორიაზეა აშენებული და იქნებ აქ, სადმე ბუნკერიც იყოს?! - აშკარად ჭკუაში უჯდება უფროსის სიტყვები, საკუთარი იდეა ისე ხიბლავს, მაშინვე უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან რეკავს, თუმცა ჩემს ირონიულ მზერას ხედავს თუ არა, ტელეფონს თიშავს.
- ერთთად-ერთი რასაც ადამიანში ვერ ვიტან სიმხდალე და პანიკიორობაა! - კბილებში ზიზღით ვცრი.
- თუ ძმა ხარ, მიხურე ფანჯარა და უარესად ნუ გვაგიჟებ! - თვალებს უბრიალებს უფროსი.
- ანუ მე ვარ მხდალი და თქვენ გმირები?! - აშკარად ეწყინა ჩემი რეპლიკა გელას, თუმცა მისთვის ბოდიშის მოხდა აზრადაც არ მომსვლია.
- ისედაც დაძაბულები ვართ და ერთმანეთს მაინც ნუღარ დავერევით!... - გამაფრთხილებლად გადმოგვხედა უფროსმა.
- ოცდათოთხმეტი წლის ასაკში ოფისში სიკვდილი თუ არ მინდა, დანაშაულია?! - გელას აჰყვა თაკოც.
- დანაშაული არა, სიმხდალე ყოფილა!... - ირონიულად გადმომხედა მე.
კიდევ დიდხანს დუდუნებდნენ ორხმაში, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ყურებში ყურსასმენებ გარჭობილი ისევ კომპიუტერის კლავიატურაზე ვაკაკუნებდი და მეილებს ვაგზავნიდი.
ალბათ მცირედი წარმოდგენა მაინც უნდა შეგიქმნათ ვინ ვართ ჩვენ და რას წარმოვადგენთ. ჩვენი განყოფილება სამი ადამიანისგან შედგება, პროფესიით იურისტები, ადვოკატები, სამივენი მანდილოსნები გახლავართ. კომპანია „GEORGIAN GROUP“-ში ეს ერთად-ერთი განყოფილებაა სადაც მხოლოდ ქალები ვართ. არ იფიქროთ თითქოს ფემინისტური აზროვნებით გამოვირჩევით და ნურც კაცთმოძულეობაში დაგვდებთ ბრალს, ასე დამფუძნელის გადაწყვეტილების გამო მოხდა, რატომღაც თვლიდა, რომ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მანდილოსნებს მოლაპარაკება უკეთესად გამოგვდიოდა.
იმედია გელას ჩვენთან ყოფნამ არ დაგაბნიათ. 30 წლის, ქერა, თხელი ყმაწვილი მარკეტინგის განყოფილების უფროსია. მის კაბინეტში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ოთახს ჩვენთან ერთად იზიარებდა და მეტ ნაკლებად იურისტების ცხოვრებით უწევდა ცხოვრება. თავიდან მისი შემოსახლება საკმაოდ ხმამაღლა გავაპროტესტეთ, იმიტომ კი არა, რომ არ მოგვწონდა, უბრალოდ შეჩვეულნი ვიყავით ოთახში მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რომ ვისხედით, მისი იქ ყოფნის დროს კი მეტ-ნაკლებად სიტყვებსაც და ქცევასაც ვაკონტროლებდით. თუმცა გელას უშუალო და თავისუფალი ხასიათიდან გამომდინარე ეს უხერხულობა საკმაოდ სწრაფად მოგვეხსნა, ზოგჯერ მისი სქესიც კი გვავიწყდებოდა. რატომღაც არც ის გრძნობდა უხერხულობას ქალური პრობლემების მოსმენისას, პოლემიკაშიც აქტიურად ერთვებოდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ხშირად საკმაოდ სასარგებლო რჩევებსაც გვაძლევდა. საბოლოოდ კი, როცა მისი ოთახის რემონტი დასრულდა, კაბინეტში გადასვლაზე უარი განაცხადა და დროებით შემოსახლებული გელა დაგვრჩა მუდმივად ჩასახლებული.
ზოგჯერ ვკამათობდით, ზოგჯერ ვხუმრობდით, თუმცა მთლიანობაში მაინც ერთ ჯგუფად შეკრული განყოფილება გვერქვა. გვყავდა უფროსი, რომელიც ამ სტატუსს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ატარებდა, რომ ჩვენთან შედარებით კომპანიაში მუშაობის უფრო დიდი სტაჟი ჰქონდა, თან უფროსი ხომ გვჭირდებოდა?! ლელას ჩვენთან იმდენად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რომ უფროსად მისი აღქმა საკმაოდ ძნელი იყო. 43 წლამდე გახლდათ. ალბათ, ასაკით დიდად მოგეჩვენებათ თუმცა სულაც არა, ტანით საშუალო სიმაღლის, გამხდარი, მოკლე ბიჭურად შეჭრილ თმაში ასე 25-26 წლის გოგოს უფრო ჩამოჰგავდა. ჩაცმითაც, თუ სასამართლოში ან რომელიმე საქმიან შეხვედრაზე არ უწევდა წასვლა, ძირითადად სპორტულ სტილს ატარებდა. ორი ვაჟის დედა თავადაც მათი ჭკუის ხდებოდა. თითქმის ჩემი ასაკის ლევანჩო (უფროსი შვილი) ფეხბურთელი ჰყავდა, ხშირად დავდიოდით მის თამაშებზე და მთელი განყოფილება ხმის ჩახლეჩამდე გვულშემატკივრობდით. უმცროსი ვაჟი გიტარაზე უკრავდა ერთ-ერთ ბენდში, მისი წყალობით კლუბებში შინაურ სტუმრებად ვითვლებოდით. ლუდი და კოქტეილები ყოველთვის უფასოდ გვქონდა, აქაც მხოლოდ ერთი რამ გვევალებოდა, ბევრი ცეკვა და კივილი, ეს უკანასკნელნი ისედაც გვიყვარდა და ვაღიარებ ზედმეტად კარგადაც გამოგვდიოდა. ასე გულშემატკივრობდა და უმაგრებდა ლელა მხარს საკუთარი შვილებს, რომელთაგანაც მხოლოდ ტანის ზომით თუ გამოარჩევდი. გულის სიღრმეში ვნატრობდი მეც ასეთი მეგობრული დედა ვყოფილიყავი.
თაკო, როგორც უკვე მიხვდით 34 წლის, გასათხოვარი ან გაუთხოვარი, თქვენ როგორც გერჩივნოთ ისე უწოდეთ. მაღალი, ასე 1.75 სანტიმეტრამდე, საკმაოდ სრული, დიდი მკერდით, რომელსაც შეძლებისდაგვარად კიდევ უფრო კვეთდა მოტკეცილი სამოსით, რატომღაც გამორჩეულად უყვარდა წითელი პომადა. იდეაფიქსი: - გათხოვება! თუმცა მიუხედავად მისი მრავალგზის მცდელობისა, ეჭვი მეპარებოდა ოდესმე ღირსებოდა, არადა, არც საყვარლის ყოლის ნიჭით გამოირჩეოდა.
მე?! მე ზუსტად ვერ ჩამოვყალიბდი ვინ ვარ და რა მინდა. არა, არ დაიბნეთ, საკუთარ სქესსა და სექსუალურ მიდრეკილებებში ეჭვი არ მეპარება, ვარ 23 წლის, ძალიან მაღალი არა, ასე 1.72 სანტიმეტრის, თხელი აგებულების, ხვეული გრძელი თმით, თაფლისფერი თვალებით, თუმცა ზოგჯერ ფერად ლინზებსაც ვატარებ.
ზედმეტად მიყვარს მოკლე კაბები, ორონდ სხვის ტანზე, როგორც მეუბნებიან, მეც საკმაოდ მიხდება. მიუხედავად ჩემი პროფესისა უმეტესად თავისუფალი სტილით ვიცვამ, ჯინსის შარვლითა და გრძელი მაისურებით დავდივარ.
- კაცმა არ იცის სად მოხვდები დღის განმავლობაში, ოფისში მაინც ჩაიცვი აკადემიურად, კლასიკურად! - მკაცრი სახით ხშირად მაფრთხილებდა ლელა.
გგონიათ, ვაპროტესტებდი და არ ვეთანხებოდი? ყოველ დღე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი ტანისამოსის არჩევას ვიწყებდი, ხელი ისევ ჯინსებისკენ გამირბოდა. რატომღაც მეუხერხულებოდა და მაღიზიანებდა მამრობითი სქესის წარმომადგენელთა მიერ ჩემსკენ მომართული დაჟინებული (უმეტესად ავხორცი) მზერა, შესაბამისად ვცდილობდი საკუთარი ჩაცმულობით შეძლებისდაგვარად მაინც არ მიმეპყრო ყურადღება.
ჩემი ასეთი ქცევა სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ლელას: - მოცლილი ხარ, კაცებს შენ აუხვევ თვალებს?! დასანახს მაინც დაინახავენ, კლასიკურად ჩაიცვი!... - ისევ თითს მიქნევდა გამაფრთხილებლად, თუმცა მე მაინც ჩემსას ვაგრძელებდი, აგვისტოშიც კი ჯინსებში ვიხრუკები.
სახელი: მარიამი, არც - მარი, არც - მარიკუნა, უბრალოდ მარიამი. ჩემი სახელი მომწონს და თუ ვინმე მის შემოკლებას ცდილობს მაშინვე შენიშვნას ვაძლევ. სტატუსი: - ჯერჯერობით დაუოჯახებელი, გასათხოვარი! იმედი მქონდა ახლო მომავალში.. თუმცა ამ ახლო მომავალს უკვე მესამე წელია ველოდით, მომავალი კი არადა, არ მოდიოდა. არ იფიქროთ, თითქოს ერთმანეთი არ გვიყვარს, ან შაკო აჯანჯლებდა დაქორწინებას. პირიქით, ალბათ გაგიჭირდებოდათ ჩვენისთანა შეწყობილი და შესაფერისი წყვილის ნახვა, მაგრამ ვერა და ვერ დავაყენეთ საშველი. ხან ბინის იპოთეკურ სესხს ვისტუმრებდით, ხან ფინანსებს ველოდით ქორწილისთვის. რამოდენიმეჯერ მთხოვა, იქნებ მხოლოდ ვიწრო წრეში მოგვეწერა ხელი და ერთად ცხოვრება დაგვეწყოო, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. ალბათ, ჩემშიც ჭარბობდა კონსერვატორული აზროვნება. ღრმად მწამდა, რომ ჩემი რჩეული და მამაკაცი რომელთანაც ჩემს პირველ ღამეს გავატარებდი, ჩემი მეუღლე და შვილების მამა შაკო უნდა ყოფილიყო. მაგრამ ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდი ქორწილი გადამეხადა, საკუთარ ქორწილში თეთრი ქათქათა კაბა მცმოდა და ეკლესიაში საკურთხეველთანაც ქალწული მივსულიყავი. ძველმოდური ვიყავი? შეიძლება, თუმცა მე ეს სულაც არ მაწუხებდა, პირიქით ამით ვამაყობდი და თუ ვინმე ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა, მაშინვე ჩემი რისხვის მსხვერპლიც ხდებოდა. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, ვინ იყო მსხვერპლის როლში, ძირითადად ჩემი შეყვარებული და მისი მუდმივი გულშემატკივარი, ჩემივე თანამშრომელი გელა.
დამავიწყდა მეთქვა, შაკო სწორედ გელამ გამაცნო, როცა ლელას დამსახურებით ისევ ერთ-ერთ კლუბში მის უმცროს ვაჟს ვგულშემატკივრობდით.
ცოტა უცნაურად მომეჩვენა კლუბში კონსერვატულად ჩაცმული, 30 წლის, შავ შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი შაკოს გამოჩენა. თაკოს მაშინვე თვალები აუციმციმდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი შანსები ნულს უდრიდა. ერთმანეთი სკეპტიკურად ავათვალიერეთ, დიდად ალბათ, არც მე მოვეწონე ჩემი საკმაოდ უცნაურად დაგლეჯილი მაისურითა და გახუნებული ჯისებით და საკუთარი ემოციების დამალვა არც კი უცდია. შემდეგ ამის გამო ხშირად დავცინოდი. ცოტა მოგვიანებით გავიგე, რომ გელამ სამსახურიდან წამოიყვანა და ტანისამოსის გამოცვლა ვერ მოასწრო. აი, სამსახური კი უდავოდ საინტერესო ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური განყოფილების უფროსი გახლდათ. ამის გაგონებაზე, ჩემში ბავშვობის ოცნებამ გაიღვიძა, ყოველთვის მინდოდა გამომძიებლობა და ყაჩაღების დევნა, როცა იურიდიულზე ჩავაბარე სწორედ ამ ოცნებისკენ მივისწრაფვოდი. შემდეგ დედაჩემის ხანგრძლივი შეგონებებიდან გამომდინარე უპირატესობა სამოქალაქო სამართალს მივანიჭე და სამუშაოდ კერძო კომპანიაში წამოვედი. იმის წარმოდგენაზეც კი, რა თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდა, დამავიწყდა შაკოსთან დაკავშირებით შექმნილი უარყოფითი შთაბეჭდილება, მაშინვე ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარებაზე მოსაუბრე ბიჭების დიალოგში ჩავერთე:
- თქვენი აზრით, რომელია ყველაზე რთულად გასახსელი საქმე?
ერთი კი გამომხედა გვერდულად, მაგრამ ალბათ თავაზიანობის გამო მიპასუხა:
- თაღლითობა!
- თაღლითობა? რატომ?..
- იმიტომ რომ თაღლითურად ჩადენილ დანაშაულში საკმაოდ დიდი ჯგუფი მოქედებს, ძნელია თაღლითების და დაზარალებულების ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამნაშავეები ადამინების ჯგუფებს არჩევენ. დაზარალებულებს არაფერს არ აძალებენ, როგორც წესი ისინი თვითონვე, ნებაყოფლობით გადასცემენ საკუთარ ქონებას თაღლითებს, უწევენ რეკლამას და ზოგჯერ საკუთარ ახლობლებსაც კი ითრევენ. შესაბამისად არც ძალადობის ნიშნები არსებობს. დაზარალებული საკმაოდ გვიან ხვდება რომ მოატყუეს და გააბითურეს. ასეთ დროს ხშირად მტკიცებულებებიც და ფაქტებიც განადგურებულია ან უბრალოდ არ არსებობდა...
- ანუ, ეჭვქვეშ დგება საერთოდ დანაშაული მოხდა თუ არა?
- ასე გამოდის. თაღლითობის ნიშნების მქონე დანაშაულებზე საკმაოდ ბევრ, გამოცდილ ადვოკატებსაც უჭირთ მუშაობა.
- არა და, მე ყველაზე მძიმე დანაშაულად ფინანსური დანაშაულები მიმაჩნდა... - გულწრფელად ვაღიარე მე.
- ფინანსრული დანაშაული მსუბუქ დანაშაულთა ჯგუფს ნამდვილად არ მიეკუთვნება, თუმცა მისი გახსნა ძნელი ნამდვილად არაა, თუ კარგი ფინანსისტი გყავს.
საუბარში ამყვა, ამყვა და აღარც გავჩუმებულვათ. როგორც გელა ამბობს, სწორედ მაშინ გაება კიდეც მისი მეგობარი.
იმ დღეს ალბათ, ვერც კი იფიქრებდა შაკოს მე თუ მოვეწონებოდი, სიყვარულზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო, მაგრამ ძალიან მალე თითქმის განუყრელნი გავხდით.
თუმცა მიუხედავად ჩვენი ასეთი ახლო ურთიერთობისა, უნდა ვაღიარო შაკო საკმაოდ ხშირად ზედმეტადაც კი მაღიზიანს და მაბრაზებს. ოო, აი გაბრაზება კი ნამდვილად ცუდი ვიცი, თუ მოთმინება მღალატობს, რაც კი ენაზე მომადგება ყველაფერს ვამბობ, ზოგჯერ ისეთ რამესაც კი, რაც შემდეგ სანანებელი მიხდება, თუმცა სამწუხაროდ უკვე გვიანია. აუტანელი ვარ? ალბათ, მაგრამ ეს რატომღაც სულაც არ მაწუხებს...
სხვა რა გითხრათ? ალბათ თავი შეგაწყინეთ, ამდენი დახასიათებით, ისევ აგვისტოს ომს მივუბრუნდები.
საინფორმაციო გამოშვებას შეგნებულად არ ვუყურებ, ნერვები ორმაგად რომ არ მომემშალოს, საქმეზე ფიქრი უდავოდ მშველის, რაღაც ეტაპზე მუსიკის მოსმენაში მავიწყდება კიდევაც მწარე რეალობა, თუმცა სკაიპი ყვითლად ციმციმებს.
- ოჰო, მეჰმედი გამოჩნდა! - ჩემთვის ვამბობ და მის წერილს ვკითხულობ. მეჰმედი ჩემი და შაკოს საერთო, თურქი მეგობარია, რომელიც ბოდრუმში დასვენების დროს გავიცანიტ. მას თურქი ალბათ, პირობითად უნდა ვუწოდო, გვარად მამალაძეა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთხელაც კი არაა ნამყოფი, თავს მაინც ქართველად თვლის.
- როგორ ხართ ჩემებო? - ალაგ-ალაგ არასწორად ჩაწერილი ასოებიდან ძლივს ვარჩევ მოწერილს.
- არა გვიშავს, ცუდად... - დაჯღანულ სმაილს ვუგზავნი მე.
- მთელი თურქი ქართველები ფეხზე ვდგავართ, საელჩოში ვიყავით, იქნებ შევძლოთ დახმარება...
მისი სიტყვების წაკითხვაზე გული მიმძიმდება, თვალები ცრემლებით მევსება:
- ეჰ.... - თითებს ვეღარ ვიმორჩილებ პასუხის მისაწერად, ან რა მივწერო? როგორ დავამშვიდო?
ჩემი პაუზა ალბათ აფრთხობს: - მარიამ, კარგად ხარ?!
ტკივილით მეღიმება: - ეგ თუ შეღავათს მოგცემს, მე კარგად ვარ! უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, დაბნეული ვარ და შეშინებული. - პირველად ვაღიარე ხმამაღლა საკუთარი შიში.
- უარესი დღეები გადაგვიტანია, თუ საჭირო იქნება მეც ჩამოვალ, გვერდში დაგიდგებით ჩვენ, თურქი ქართველები...
მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ არ ჩამოვა, მაინც მსიამოვნებს მისი სიტყვები.
- მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ შენს საქართველოში ჩამოსასვლელად მაინც და მაინც ომი იყო საჭირო? - ხუმრობას ვცდილობ მე.
- ამჯერად არ ვიტყუები, მართლა ჩამოვალ!
- იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და ამის აუცილებლობაც არ იქნება. მაგრამ მაინც დიდი მადლობა! - გულწრფელად ვეუბნები და ვემშვიდობები.
ზუსტად ვერ გეტყვით ვინ საიდან მწერს, ნაცნობი, თუ უცნობი, ბიზნეს პარტნიორები, თუ უბრალოდ საზღვარგარეთ მყოფი მეგობრები. მეც ერთი და იგივე ტექსტს ვიმეორებ, თითები თითქმის ავტომატურად კრეფს ტექსტს. ვუხსნი, რომ მოულოდნელად თავს დაგვესხნენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებლებს ტოვებდნენ, რომ არა და არ გვეღირსა, ამ ერთი ციდა ქვეყანაში სიმშვიდე. ვწერ, ვწერ და თითქოს საკუთარი ნაწერებიდან ვიაზრებ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ, რომ წასასვლელიც კი არ მაქვს სადმე, თუნდაც გასაქცევი.
ტელეფონზე მესიჯი მომდის. ამჯერად შაკო მწერს.
- შენს სამსახურთან ვარ მოსული და იქნებ გამოხვიდე!
მეხამუშა მისი მესიჯი, მით უმეტეს ასე მოულოდნელად მოსვლა, აფორიაქებული გავედი გარეთ.
ოფისის ღია ალაყაფიდანვე დავინახე მისი შავი ფერის პრადო, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა.



№1 სტუმარი ემი

ეგრე რა, სად ხარ აქამდე heart_eyes

განსხვავებულ სტილში დაიწყე, უკვე მომწონს blush. ახლა ბევრი ექშენი, დიალოგები (ინტერვიუ არა wink ) ნაკლები დრამატიზმი, მეტი სილაღე და შენებური ფანტაზიები... მეტს არაფერს ვითხოვ smile

მე მოგვყვები, თუნდაც სამ დღეში ერთხელ... მარა, ცოტა იმედსაც ვიტოვებ, რომ გრაფიკს შეცვლი smile

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
ეგრე რა, სად ხარ აქამდე heart_eyes

განსხვავებულ სტილში დაიწყე, უკვე მომწონს blush. ახლა ბევრი ექშენი, დიალოგები (ინტერვიუ არა wink ) ნაკლები დრამატიზმი, მეტი სილაღე და შენებური ფანტაზიები... მეტს არაფერს ვითხოვ smile

მე მოგვყვები, თუნდაც სამ დღეში ერთხელ... მარა, ცოტა იმედსაც ვიტოვებ, რომ გრაფიკს შეცვლი smile

მადლობ ჩემო საყვარელო heart_eyes ისტორია ეხლა იწერება, ვნახოთ იდეები როგორ გვექნება, დღეების ინტენსივობაც სწორედ მაგ იდეებზეა დამოკიდებული smile რაც შეეხება დიალოგებს, ალბათ სათაურიდანაც მიხვდი მაგის ნაკლებობა ნამდვილად არ იქნება smile

 


№3  offline წევრი mimimimo

მეღირსა!
ვაიმე, როგორ გამიხარდა.
ზედმეტად სხვანაირია.
მარიამი ჯერ ბიჭი მეგონა,
ბოლოს კი გავარკვიე სქესი.
პირველი თავია, მაგრამ შაკო რატომღაც არ მომწონს.
იმედია შემდეგ თავებში უკეთ გავიცნობ.

ჰო, რაც მთავარია მე ვსუნთქავ!
ანო, წარმატებები!

ამიერიდან ანოს დაგიძახებ, თუ ნებას დამრთავ.

 


№4 სტუმარი Guest მა რი

ძალიან კარგი დასაწყისია, ბევრი არ გვალოდინო რა., ისედაც არ ჰვანებივრებთ ამ ბოლო დროს

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mimimimo
მეღირსა!
ვაიმე, როგორ გამიხარდა.
ზედმეტად სხვანაირია.
მარიამი ჯერ ბიჭი მეგონა,
ბოლოს კი გავარკვიე სქესი.
პირველი თავია, მაგრამ შაკო რატომღაც არ მომწონს.
იმედია შემდეგ თავებში უკეთ გავიცნობ.

ჰო, რაც მთავარია მე ვსუნთქავ!
ანო, წარმატებები!

ამიერიდან ანოს დაგიძახებ, თუ ნებას დამრთავ.

მიხარია ისევ რომ კითხულობ ჩემს ისტორიებს. ვნახოთ შაკო როგორი ბიჭი გვეყოლება, თუმცა დიდად ნუ შეეჩვევი smile როგორც გაგიხარდება ისე დამიძახე, პრობლემა არაა. heart_eyes

Guest მა რი
ძალიან კარგი დასაწყისია, ბევრი არ გვალოდინო რა., ისედაც არ ჰვანებივრებთ ამ ბოლო დროს


დიდი მალობა კომენტარისთვის, ვნახოთ რა გამოვა smile

 


№6  offline მოდერი ლილიანა

გელოდი,როგორ გამახარე,სიუჟეტი და ისტორია ისეთია ჯერ გაგრძრლრბა ვერ მოვიფიქრე რა უნდა იყოს.ანუ მაგარი ხარ ❤❤❤❤მალე მეორეც
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
გელოდი,როგორ გამახარე,სიუჟეტი და ისტორია ისეთია ჯერ გაგრძრლრბა ვერ მოვიფიქრე რა უნდა იყოს.ანუ მაგარი ხარ ❤❤❤❤მალე მეორეც

ჩემო საყვარელო, მიხარია ისევ ჩემთან რომ ხარ, მომენატრეთ smile წინასწარ არაფერს დაგპირდებით, იქნება რეალური ისტორიები და იმედია ამის გამო "ბანალურს" არ უწოდებენ smile

 


№8 სტუმარი Guest მე♥უცნაურე

ანა,მომენატრა შენი ნაწერებით ნებივრობის წუთები ^^ heart_eyes heart_eyes

 


№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ... ეს ვინ გამოჩენილა, მეღირსა შენი დაბრუნება... რომ იცოდე როგორ გამახარე... როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და რეალურ ამბავზე აწყობ ასევე ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ისტორიას... ცოტა არ იყოს დაინტრიგებული ვარ, მაინც რა უნდა უნდოდეს შაკოს? ვიცი იმედებს არ გამიცრუებ და ეს ისტორიაც შენეული იქნება, შენი სტილითა და წიგნის სურნელით გაჟღენთილი... მოკლედ ახალ თავს ველოდები და იმედია ისევ არ დაიწყება "ტანჯვაი და წამებაი შენი მკითხველისაი" რაც არ უნდა იყოს მე მაინც ველოდები ახალ თავს...

 


№10  offline წევრი teddy))

ანა, ძალიან მომეწონა! ძალიან კარგად წერ! მძიმე პერიოდია... მარიამის ბავშობის დროინდელი ოცნება მაქვს მე... მომწონს მარიამის და შაკოს პროფესია...გელა კარგი პერსონაჟი ჩანს! უფროსი, ხომ გადასარევი! კარგია ეგეთი დედობა! აი, წითელ პომადიანი კი თან მომწონს, თან არა! ველოდები ახალ თავს... წარმატებები!

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest მე♥უცნაურე
ანა,მომენატრა შენი ნაწერებით ნებივრობის წუთები ^^ heart_eyes heart_eyes

ვნახოთ რამდენად გამოგვივა ნებივრობა, იმედია მოლოდინს არ გაგიცრუებ heart_eyes

უცნობი ქ
ოჰ... ეს ვინ გამოჩენილა, მეღირსა შენი დაბრუნება... რომ იცოდე როგორ გამახარე... როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და რეალურ ამბავზე აწყობ ასევე ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ისტორიას... ცოტა არ იყოს დაინტრიგებული ვარ, მაინც რა უნდა უნდოდეს შაკოს? ვიცი იმედებს არ გამიცრუებ და ეს ისტორიაც შენეული იქნება, შენი სტილითა და წიგნის სურნელით გაჟღენთილი... მოკლედ ახალ თავს ველოდები და იმედია ისევ არ დაიწყება "ტანჯვაი და წამებაი შენი მკითხველისაი" რაც არ უნდა იყოს მე მაინც ველოდები ახალ თავს...

გავთბი heart_eyes kissing_heart მომენატრეთ და ... ვნახოთ რა გამოვა, წინასწარ პროგნოზისგან თავს შევიკავებ, იმედია საკუთარ "ტანჯვა-წამებას" მე მაინც გავუძლებ და სადღაც შუალედში ნერვები არ მიმტყუნებს, თუმცა "წვალების" გარეშე ვარდი ვის მოუწყვეტია? smile მიყვარხართ და მიხარია ისევ თქვენთან რომ ვარ kissing_heart

teddy))
ანა, ძალიან მომეწონა! ძალიან კარგად წერ! მძიმე პერიოდია... მარიამის ბავშობის დროინდელი ოცნება მაქვს მე... მომწონს მარიამის და შაკოს პროფესია...გელა კარგი პერსონაჟი ჩანს! უფროსი, ხომ გადასარევი! კარგია ეგეთი დედობა! აი, წითელ პომადიანი კი თან მომწონს, თან არა! ველოდები ახალ თავს... წარმატებები!


ვკითხულობ კომენტარებს და დადებითი ემოციებით ვივსები, დიდი მადლობა ამ სითბოსთვის. მარიამის ოცნება ჩემსასაც ემთხვევა. საერთოდ ამ პერსონაჟს საკმაოდ ბევრი თვისება ექნება ჩემგან მოპარული, ამიტომ ძალიან არ გააკრიტიკოთ, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა აშკარად გამიმართლა ამ საიტის არსებობა ჩემმა მეგობრებმა რომ არ იციან, განსაკუთრებით "წითელ პომადიანმა", დარწმუნეული ვარ დიდად არ მოეწონება საკუთარი გმირი,

 


№12  offline აქტიური მკითხველი lalita

ძლივს არ გამოჩნდი ? მომენატრა შენი ისტორიები.

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
ძლივს არ გამოჩნდი ? მომენატრა შენი ისტორიები.

იმდენად შეგეცვიეთ, უკვე ვეღარ ვძლებ თქვენს გარეშე, როგორც კი მონატრება მაწუხებს, მაშინვე ვჩნდები kissing_heart

 


№14  offline წევრი mako-makako

ანიიი აქ ხარ.. მიხარია რომ ისევ დაგვიბრუნდი,თან ისევ რეალურ ამბავზე დაუძნებული ისტორიით.ძალიან მაგრაია,მაგრამ რატომღაც მგონია შაკო ბოლომდე არ იქნება მარიამთან,სათაურიდან და ხასიათიდან გამომდინარე.ისეთი აქტიური და ,,ცოცხალი,, გოგოა ცოდოაა ეგეთ ბიჭთან.მაგრამ შეი საქმისა შენ იი.მე ძალიან მომეცონა და როგორც ყველთვის ეხლაც ბოლომდე შენთან ვარ...წარმატებებიი ანიი
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

mako-makako
ანიიი აქ ხარ.. მიხარია რომ ისევ დაგვიბრუნდი,თან ისევ რეალურ ამბავზე დაუძნებული ისტორიით.ძალიან მაგრაია,მაგრამ რატომღაც მგონია შაკო ბოლომდე არ იქნება მარიამთან,სათაურიდან და ხასიათიდან გამომდინარე.ისეთი აქტიური და ,,ცოცხალი,, გოგოა ცოდოაა ეგეთ ბიჭთან.მაგრამ შეი საქმისა შენ იი.მე ძალიან მომეცონა და როგორც ყველთვის ეხლაც ბოლომდე შენთან ვარ...წარმატებებიი ანიი

შენ ვერ წარმოიდგენ, მე როგორ მიხარია თქვენთან ყოფნა heart_eyes ცოტა არ იყოს გული დამწყდა, შაკო ასეთ პასიურ პერსონაჟად რომ ჩათვალეთ, ვნახოთ შემდეგ თავში როგორ განვითარდება მოვლენები, მაინც მგონია ეგ ბიჭი მოახერხებს თქვენი სიმპატიის მოპოვებას. შეიძლება ვერც მოახერხოს, მაგრამ მე მაინც ვგულშემატკივრობ smile მსიამოვნებს მარიამს თუ აქტიურად და ასეთ დადებით ფერებში ხედავთ, ვნახოთ საბოლოოდ რა გამოგვივა, მიხარია ისევ ჩემთან რომ ხარ და ველი შეფასებებს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent