შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასე,უთქმელად


29-10-2016, 23:30
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 428

რადგან ჩემი ყველა ჩანახატი თუ მოთხრობა ეძღვება საზოგადოების ლანძღვა-გინებას,რატომღაც გადავწყვიტე მხოლოდ ორ ადამიანზე დავწერო.
გიამბობთ იმას,რაც არასდროს მომხდარა,მოგიყვებით იმაზე რისიც ყველას ეშინია.
მაშ ასე...
მზე გვემშვიდობება და ცვლას მთვარეს აბარებს,წვიმის წვეთების ფონზე.გარეთ კი როგორც ყოველთვის მე და ჩემი იდეალური ფლეილისთი ვსეირნობთ(ალბათ გეგონათ რომ ერთ ადამიანს კიდევ ჩავაკვეხებდი სადმე,უკაცრავად იმედის გაცრუებისთვის).
უკვე კარგახანია,რაც ავი ძაღლივით მარტო დავეხეტები და ვეძებ ვინმეს,თავშესაფარად.
საიდანღაც ნაცნობი მელოდია მომესმა თითქოს,მაგრამ არ შევიმჩნიე.რაც უფრო ვაჩქარებ ფეხს, ხმა უფრო მძაფრდება.წარმოდგენა არ მაქვს საიდან ისმის,ვინ მღერის ან საერთოდ რა სიმღერაა,უბრალოდ მეცნობა.ასე მარტივად.
მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი,თვალიც არ მომიხუჭავს(არ იფიქროთ რომ მთლად ამის გამო გავათენე,უბრალოდ არ მეძინებოდა და რამეზე ხო უნდა მეფიქრა).
სკოლიდან ჩემს სახლამდე საკმაო მანძილია გასავლელი,მე კი ყოველთვის ფეხით სიარულს ვამჯობინებ.რაღა თქმა უნდა ასობით მანქანას ვაწყდები გზად,მაგრამ დღეს მხოლოდ ერთმა მათგანმა მიიქცია ჩემი ყურადღება.სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს რომელი ფირმის ან ვისი იყო,მაგრამ მანქანის კუთხეში მყოფმა გამოსახულებამ თვალი მომჭრა.ნაცრისფერი და ყვითელი საღებავით შესრულებული უცნაური შემოქმედება,რომელსაც უბრალოდ ვერ ახსნი. მზისა და მთვარის ჩანაცვლებას გავდა,მოყვითალო შუქჩრდილებით,ნაცრისფერი ღრუბლებითა და აქა-იქ გაფანტული ჩიტებით. უცნაურია,ვის მოუვიდა აზრად მსგავსი "რაღაცის" მანქანაზე გადატანა.
გამიმართლა,რომ დღეს პარასკევია და ორ დღიანი "შვებულება" მაქვს წინ.
აღმოჩნდა,რომ სახლში მარტო ვარ.წარმოდგენა არ მაქვს ჩემები სად არიან,ან როდის მოვლენ,თუმცა არც მოკითხვით მომიკლავს თავი,ერთხელ დავურეკე,არ აიღეს და შევეშვი.
როგორც იქნა თავისუფალი ვარ.
ისევ მარტო ყოფნა ვამჯობინე,მოვიმარაგე ყველაფერი რაც ფილმის სანახავად დამჭირდებოდა და ისისაა უნდა დამეწყო ყურება,ისევ ის ხმა მომესმა,მაგრამ ამჯერად მართლა ელვასავით სწრაფად გაიელვა,ვერც კი მოვასწარი გახედვა და იმის დანახვა,თუ საიდან მოდიოდა.
უკვე დავინტრიგდი.ნელ-ნელა ვიხსენებ რა სიმღერაა,თუმცა ხან ხმაც გამოერევა ხოლმე.ვიბნევი.
ვერ ვხვდები რატომ მაინტერესებს ეს,ან საერთოდ რა ხდება ამ ბოლო დღეებში.მგონი საკუთარ თავთან საუბარი მომიწევს.
გარეთ წვიმს,ხეები ჩემს თვალწინ შიშვლდებიან,ქარის სასიამოვნო ხმა კი ხალხს აფრთხობს და სახლებში დევნის,მე და მეგობარი კი ვზივართ და ერთმანეთს ვუზიარებთ სიმღერებს,ვიცინით და თან ნაყინს მივირთმევთ. მგონი ისაა,ჰო ნამდვილად ის სიმღერაა,ვიპოვე. ამ დროს კი ჩემდა საუბედუროდ რეკავს დედამისი და თავის შვილს სთხოვს,რომ სახლში მივიდეს. ისიც უმალვე დგება და ვერც კი ვასწრებ სიმღერის სახელის კითხვას.
მხოლოდ ერთი წინადადება მამახსოვრდება: "And I am the only one and I walk alone"
რა თქმა უნდა სახლში მისვლისთანავე მივუჯექი კომპიუტერს,ჩავრთე "იუთუბი" და დავიწყე სიმღერის ძიება. მშვენიერია.დაახლორბით 150 სიმღერა მსგავსი წინადადებით.ჯანდაბა.
ფარ-ხმალს არავითარ შემთხვევაში არ დავყრი,ასე რომ დროა თბილად და კომფორტულად მოვკალათდე,მოვიმარჯვო ყურსასმენები და ჩავუჯდე სიმღერებს.
78სიმღერაზე ჩამეძინა,გადასარევია.დილით კი კარზე კაკუნი მაღვიძებს.
ავდექი,ხალათი შემოვიცვი და კარებისკენ დავიძარი,თუმცა კართან არავინ იყო,ალბათ 15წუთით ადრე რომ გამეღო,ვინმე დამხვდებოდა.
დილა პოზიტიურად იწყება. საშინელი ქარის მიუხედავად,მაინც მომინდა გარეთ გასვლა,იმ იმედით რომ იმ მანქანას ისევ წავაწყდებოდი.ბევრი სიარულის შემდეგ ბუნებრივია დასასვენებელ ადგილს ვეძებდი...ვიპოვე და მშვენივრად დავისვენებდი,რომ არა ერთი იდიოტი,რომელმაც ველოსიპედის მართვა არ იცოდა და რომელიც ჩემს ფეხებთან მწოლიარე აღმოჩნდა.ჯანდანა,ხომ შეიძლება ერთხელ მაინც გამიმართლოს ბედმა და სეირნობისას რაიმე სირთულეს არ წავაწყდე.
-ზოგადად ველოსიპედზე მაშინ ჯდებიან,როცა ტარებას სწავლობენ.-ვამბობ და თან სკამისკენ მივდივარ.
-უკაცრავად,უბრალოდ ჩავფიქრდი და ვეღარ შეგამჩნე,როგორც სჩანს არაფერი მოგსვლია,მშვენივრად დადიხარ.-ამბობს და დიდი ალბათობით შარვალს იფერთხავს.(არ შემიხედავს,მაგრამ ხმას თუ დავუჯერებთ, არ გატყუებთ).
ღმერთმანი,რა უმადურობაა...კიდევ აქეთ მსაყვედურობს,ვბრაზდები ,ცოტაც და ალბათ თმებში ვწვდები...თუმცა ბრაზმა მაშინვე გამიარა,როცა შევტრიალდი და მისი სახე დავინახე.
მუქი წაბლისფერი,გრძელი თმა,ღია თაფლისფერი თვალები,მოკლე და ოდნავ პატარა ცხვირი,ზედმეტად სადა,კოხტა ტუჩები.
-გზაზე გადასვლისა დროს აქეთ-იქით ყურება არ გაწყენდა.
-ხო რა თქმა უნდა...
ჯანდაბა.დავეთანხმე.ასე იდიოტურად თავი არასდროს მიგვრძნია.მან გაიცინა,იმედია ჩემი პასუხი სარკაზმით მიიღო და არა..
.წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავს არასდროს ვაპატიებდი.
გვერდით მომიჯდა,ფეხზე დამხედა და მკითხა:
-ჩემი ბრალიც იყო,ბოდიში. თუ გინდა ექიმთან წავიდეთ.
-არაუშავს,არაფერია მართლა.
იმის თქმა,რომ ექიმების მეშინია შემრცხვა.
-ალექსი.
-გასაგებია.
იმედია არ ელოდა,რომ ჩემს სახელს ვეტყოდი…
-კაი ჯანდაბას,მიგიყვან სახლამდე.
-მგონი არ ვარ იმდენად იდიოტი,რომ შენთან ერთად ველოსიპედზე დაჯდომა მოვინდომო. მაინც მადლობა,ჩემით მოვალ.
ავდექი და გამოვედი. მისი სახე თვალწინ მიდგას,საოცარი ღიმილი და სხვანაირი ხმა...იმედია ეს ყველაფერი სიზმარი არ არის და რეალობაა.არადა აქამდე ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა...ვხუმრობ.მისნაირი ადამიანი მე არასდროს შემიყვარდება და საერთოდ,დიდი ალბათობით არამგონია როდესმე ადამიანს შევხედო.სიმღერა.სულ გადამავიწყდა.ვერც ჩემს მეგობარს ვუკავშირდები სახელის გასაგებად,ჯანდაბა. იმ დღიდან დაახლოებით 3 დღე არსად გავსულვარ,არც სკოლაში წასვლით შემიწუხებია თავი და არც მზიან ამინდში სეირნობა მომდომებია.ყველაფერი დამავიწყდა,ალექსიც და ჩემი უცნობი მელოდიაც,თუმცა გამახსენდა : “Sometimes I wish someone out there will find me”.
როგორც იქნა ისევ აცივდა,ქარი ქრის და ყვითელი ფოთლები ძირს ნაზად ეცემა,მეტი სიმძაფრისთვის კი გრუხუნის ხმა ისმის. ავდექი,გავემზადე და გავედი. დღეს ყველაფერი სხვანაირია,ბუნების ფერიც,წვეთების მელოდიაც და ის საქანელაც კი,რომელიც აქამდე საშინლად ჭრაჭუნებდა. და აი...აქამდე,ამ დროს და ამ ადგილას არავინ შემიმჩნევია და დარწმუნებულიც ვარ არავინ გამოსულა დღემდე,თუმცა დღეს…
-მგონი უნდა ვიფიქრო,რომ მითვალთვალებ.
-ჰო,აბა რა. - თან გაიღიმა.ღმერთო მისი ღიმილი…
შავი სპორტული,ნაცრისფერი მაისური და ლურჯი ჟაკეტი ეცვა,ცალი ყურსასმენი ეკეთა და ცალს კი ხელში ათამაშებდა,თავი “მორცხვად” ჰქონდა დახრილი,ალბათ უნდა ეთხოვა სადმე გაგვესეირნა,დავმჯდარიყავით და გვესაუბრა.მე და ჩემი საოცარი ფანტაზია…
-წამო გავისეირნოთ,როგორც სჩანს საქმე არ გაქვს.
მესამე მსოფლიო ომის დაწყებას,სიმღერის სახელის პოვნას,მილიონის მოგებას და მფრინავი სახლის დანახვას უფრო მოველოდი,ვიდრე ამ შემოთავაზებას.
-ჰო,ახლა მცალია,მაგრამ რამოდენიმე საათით.
-ეგეც ბევრია,მაგრამ კარგი…
ბოროტი,საზიზღარი არსება. ჯერ არც კიმიცნობს და უკვე ნერვებს მიშლის.
-რას უსმენ?
ვახ,საუბრის დასაწყებად მშვენიერი თემაა.
-Fade To Black,არამგონია იცოდე.
-არ ვიცი რატომ ფიქრობ ესე,მაგრამ შენ წარმოიდგინე და ვიცი.
აი პირველი “კავშირიც”.ზოგადად მგონია,რომ მუსიკალური განხრით ერთნაირი გემოვნების ადამიანებს უფრო კარგად ესმით ერთმანეთის, ვიდრე სხვებს.
-მშვენიერია...და შენ რას უსმენ?
-Green Day-ზე გსმენია რამე?
-კი,განსაკუთრებით Wake Me Up When September Ends.
-ნუ რა თქმა უნდა, Boulevard Of Broken Dreams-ამაზე საუბარი ხო ზედმეტია.
ღმერთო ეს სიმღერა,არც კი მეცნობა სახელი,თან რაღაც მახსოვს. ჯანდაბა.
-რაღა დაგიმალო და არ მახსოვს. - ჩემი ჭკუით შევაპარე.
-კარგი რა მარიამ...ამოიღო ტელეფონი,ჩართო სიმღერა,გამომიწოდა ყურსასმენები და…
I walk this empty street,on the Boulevard Of Broken Dreams.
-ეს სიმღერა…-ვთქვი და ჩავეხუტე.დაახლოებით 6წამი ასე ვიდექით,მერე როგორც იქნა მივხვდი და გამოვედი.არ ვიცოდი რა მეთქვა,როგორ ამეხსნა ან რა მექნა,უბრალოდ თავი დავხარე და მგონი გავწითლდი.მასაც არაფერი უთქვამს,ასე დაბნეულებმა განვაგრძეთ გზა. არცერთს ხმა არ ამოგვიღია,მანამ სანამ ნაყინის ჯიხურს არ მივადექით.
-აბა,წესით მარწყვი ხო?
-ნუუუუ,იყოს მარწყვი.
რაც ნაყინის ჭამის დროს მოგვივიდა,იმის თქმა არ ღირს.უბრალოდ საკმარისა იმის ცოდნაც,რომ სახლამდე მიმაცილა და “იმედია კიდეც გეცლებაო”-ც მომაძახა.
ოთახის კარები შევაღე თუ არა,იმ წამსვე “ის” სიმღერა ჩავრთე და სანამ ჩამეძინებოდა,იქამდე ვუსმინე.თან ვფიქრობდი თუ რა წარმოდგენა დარჩა ჩემზე,იმ ჩახუტების შემდეგ. ღმერთმანი,რა ჭირი მეტაკა,ხო შემეძლო უბრალოდ მეთქვა რომ ამ სიმღერას კარგა ხანია ვეძებ და დამხარებისთვის მადლობა გადამეხადა.ჯანდაბა.
ნაცნობი ხმა ისევ,მაგრამ ამჯერად ადამიანის და არა სიმღერის. “მარიამ”. პირველად დავკმაყოფილდი ჩემი სახელით,ნახევრად ტიტლიკინა ლიფისა და ხალათის ამარამ,გავიხედე ფანჯრიდან.გავიხედე და ვინ დამხვდა...ხო შეეძლო ვინმეს გაეფრთხილებინა რამე შემოიცვი,გარეთ ალექსი დაგხვდებაო. თავიდან სიცილი აუტყდა,მერე “იმედია ასე არ აპირებ გამოსვლას”-ო. ნუ რა თქნა უნდა არ ვაპირებდი ეგრე გასვლას,თუმცა მგონი დაფიქრებად ღირდა,ვხუმრობ. ჩავიცვი და გავედი.დაახლოებით ნახევარი საათი იდიოტური ღიმილით და ჩვენ-ჩვენი ფლეილისთით დავბოდიალობდით,მერე სკამზე ჩამოვჯექით და საუბარი დავიწყეთ
-რაღა დაგიმალო და აქამდე ადამიანის გაცნობის სურვილი არასდროს გამჩენია.
მეც-თქო რომ მეპასუხა ზედმეტად ბანალური გამომივიდოდა,ამიტომ…
-მიყვარს როდესაც გამონაკლისი ვარ.
გამიცინა,ნეტავ გენახათ ეს მომენტი,იცინის თავს ხრის და შემდეგ ზედმეტად საყვარლად იყურება,თან თვალებში,პირდაპირ თვალებში მიყურებს.იმ დღეს ბევრი ვილაპარაკეთ,დაახლოებით 4 საათი ვიჯექით პარკში,ვიცინოდით,ვთამაშობდით და ცოტაც დავიგრუზეთ.შევეხეთ ყველაფერს ყოფილებიდან დაწყებული,სასმელით დამთავრებული.
იმ დღის შემდეგ ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით ყველანაირად,ერთმანეთთან ვრჩებოდით,ბარში-კლუბებში ერთად დავდიოდით,გოგოებსაც ვეღადავებოდით.დღემდე ასე ვართ და იმედია არაფერი შეიცვლება.იმედია შემეძლება ნებისმიერ წამს მასთან მისვლა და უმიზეზოდ ჩახუტება,კოცნა,შეხება…
იმედია ნებისმიერ წამს შემეძლება მასთან “დირთი მაინდული” საუბრის დაწყება,ცანცარი და საათობით,ხმის ამოუღებლად თვალებში ყურება.ვიცი,არასდროს ვიჩხუბებთ და უბრალოდ მთელი ცხოვრება ვიქნებით ასე.
ასე უთქმელად,მაგრამ ერთად.




და მე დღემდე ველოდები ამ ადამიანს და დღემდე ველოდები ამ მომენტს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent