შემთხვევითი სიყვარული-ნაწილი 20 (დასასრული)
-მოდი ერთი დღით გავიპაროთ-გამომხედა დივანზე მჯდარმა იოანემ -ერთი დღე? -ხო. თინასთან ბებიასთან გავიპაროთ. დღეს თორნიკე სახლში არ მოვა. დაგვიბარა არ დამელოდოთ სახლში არ მოვალო. -კიმაგრამ.. არვიცი -წამოდი. გიჟური იდეების პროფესიონალები ვიყავით. ყველასგან მალულად ბებიასთან გავიპარეთ. -ბებია გამარჯობა-შეყო თავი კარებში იოანემ -მოდით თქვენ გენაცვალეთ. -გამოცუნცულდა ბებო სამზარეულან -ბებია როგორც უკვე ტელეფონში გითხარი დარჩენა გვინდა. -კი მოდით ბებია, ოთახი მზადაა. მოდით ბებია ჭამეთ ახლა. დამშეულები იქნებით. ის დღე დაუვიწყარი იყო. წარმოვიდგინე მე და იოანე ისევ ერთად მაგრამ.... -მადლობა თინა ბებო რომ დაგვთანხმდი დარჩენაზე, მე მეგონა იუარებდი გათხოვილ ქალს რაუნდა სხვა კაცთანო. -იოანე სხვაა ჩემო ლიზა? ვიცი მე თქვენი სიყვარულის ამბავი. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი თორნიკეს რომ გაყევი შვილო, ალბათ საქმე მოითხოვდა. ეგ არაფერია შვილო. ხომიცი ბოლოს სიყვარული იმარჯვებს. გამეღიმა. იმედი მომეცა. -წავედით იოანე ოთახში? ძალიან მომეძინა. -კარგი წავიდეთ-შემომხედა-ბებია შენც გეძინება, მიდი დაიძინე -კაი ბებო მიდით, ღამიმშვიდობის. -ტკბილი ძილი ბებო. -იცი არმჯერა? ჩვენ ერთად რომ ვართ არმჯერა-გავხედე ოთახში შემოსულ იოანეს. -მე მჯერა. მე მწამს რომ ისევ ერთად ვიქნებით ოდესღაც მაინც. დღეს უბრალოდ დავივიწყოთ ყველა და ყველაფერი.დღეს მხოლოდ მე და შენ ვართ ამ ოთახში. -მიყვარხარ.-მივვარდი და ტუჩებში ვეცი. ის წამი არასდროს დამავიწყდება. მისი ტუჩების გემო არასდროს დამავიწყდება. ვეღარ გავუძელი ცდუნებას. ბოლო დღე იყო ჩვენი ერთად ყოფნის. იოანემ ფრთხილად მაისური გაიხადა და გაიღიმა. იგივე მოძრაობა გავაკეთე. -არასდროს შევხებივარ შენს ტანს. დღეს ეს უნდა დავარღვიო-მითხრა და ტანს ხელი ააყოლა. -ჩემ გოგოს ულამაზესი ტანი ქონია. -გამიღმა და საწოლზე დამაგდო.მისი ტუჩების გემო ახლაც მახსოვს. ის ღამე. ის ღამე არასდროს დამავიწყდება. ბოლო დღე. აღარასდროს განმეორდება-ვფიქრობდი გულში. -როგორ ფიქრობ კიდევ ვიქნებით ერთად?-გავხედე ბოლოს იოანეს. -აუცილებლად. მისკენ გადავტრიალდი. სახეზე ფერება დავუწყე. მიყურებდა და მიღიმოდა. ოხ ეს ღიმილი. არასდროს არ დამავიწყდება. ნაზად ვაკოცე. -რაც არუნდა მოხდეს. იმედი არ დაკარგო ჩემო საყვარელო.-მითხრა ნაზად და მიმიხუტა. მეორე დღეს სახლში მისვლისთანავე ყველაფერმა აზრი დაკარგა.უკვე აღარ მეხალისებოდა დილა. აღარ მეხალისებოდა საღამო..დეიდამაც სხვა სახლში გადავიდა. მის სახლში. ვეღარ გაუძლო მარტო და წავიდა. ყოველდღე ველაპარაკებოდი დეიდას და მაშკას. ყოველდღე მამხნევედბნენ და თბილ სიტყვებს მეუბნებოდნენ.ჩემ სახლში მინდოდა. თუნდაც მარტომ. თორნიკეს ჩემდამი გრძნობები გაუჩნდა. უფრო თბილი გახდა. მაგრამ მე უფრო და უფრო მძულდებოდა. თბილი ხმით მესაუბრებოდა და ჩემს „შებმას“ ცდილობდა, მაგრამ მის დანაპირებს ასრულებდა-არ მეკარებოდა. ასრულებდა სანამ... სააბაზანოდან გამოვედი. ხალათი მეცვა და სველი თმა პირსახოცში მქონდა ჩახვეული. მისაღებში შევედი. „მამამთილი“ კაბინეტში იყო ხოლო „დედამთილი“ ისვენებდა ოთახში. თორნიკე და იოანე კი სახლში არ იყვნენ. უცებ შემოაღეს კარები და ორივე შემოვიდნენ. თორნიკე ცოტა ბარბაცებდა. მივხვდი რო მნასვამი იყო. იოანე კი შემოვიდა დინჯი ნაბიჯებით და დივანზე დაჯდა. -ჩემი ცოლი-შემომხედა თორნიკემ სიმწარისგან თვალები დავხუჭე და ოთახისკენ წავედი.უცებ თორნიკემ ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა. -გამიშვი ხელი.-ვუთხარი მკაცრად და იოანეს გავხედე. იჯდა და თავი ხელებში ქონდა ჩაქინდრული. -შენ ჩემი ცოლი ხარ და რასაც გეტყვი უნდა გააკეთო-წაბარბაცდა მარცხნივ მაგრამ თავი შეიკავა. -თორნიკე შედი ოთახში-აუმაღლა ხმა იოანემ -შენი საქმე არაა-უთხრა უკან მოუხედავად და ჩემს ტუჩებს დაეძგერა. უცებ იოანე წამოვარდა, ეცა თორნიკეს და მუშტი დაარტყა. თორნიკე დაეცა. ცხვირიდან სისხლი სდიოდა.ადგომას ვერ ახერხებდა. იოანემ თვალები დახუჭა, ტუჩი მოიკვნიტა და სახლიდან გავარდა. გავიდა ერთი დღე, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. იოანე არ გამოჩენილა. ძებნა გამოაცხადეს. ყველაფერი გადაჩხრიკეს.ყველა კუნჭული. ვერსად მიაკვლიეს. და იოანე გაიქცა. მიმატოვა. ყოველ ღამე ერთი და იგივე. თავჩაქინდრული ვტიროდი. მივსტიროდი იოანეს, მისვტიროდი ჩვენს სიყვარულს. მახსენდებოდა წამები, წუთები ერთად გატარებული.მახსენდება და გული მეკუმშება. იოანეს ოთახში შევედი. მისი სუნამოს სუნი მცემს. მენატრება, მთელი არსებით მენატრება. ნეტა ახლა სადაა. კოხტა საწოლი. გვერდით კარადა. კარადას ვაღებ. სხვადასხვაფერის პერანგები მრჩება ხელში. ვყნოსავ. ის წუთები მახსენდება როდესაც ეს პერანგები ეცვა. საწოლთან მივედი. ბალიში ხელში ავიღე და ჩავიხუტე. უცებ ცრემლები წამსკდა. ასეთი ცხოვრება ჩვენ არ უნდა გვქონოდა. ყველაფერი ჩემი ბრალია. ყველაფერი. მე გავუკეთე ეს იოანეს. მე დავუნგრიე მას ცხოვრება. ნეტა არ ვარსებობდე. ნეტა არ ვარსებობდე-ვიმეორებდი გულში. ტელეფონიც აქ უდევს. 740 გამოტოვებული ზარი. ფოტოებში შევედი. ჩემ ფოტოებს ვხედავ. ზურგიდან, პრიფილიდან, არვიცოდი ისე მიღებდა. ტირილი გავაგრძელე. ტელეფონს ცრემლებს ვაშორებ და ფოტოების თვალიერებას ვაგრძელებ. ერთ-ერთ ალბომში წარწერით Gone აწერია. შევდივარ და ვხედავ რამდენიმე ფოტოს სადაც იოანე და ვიღაც გოგო ერთად არიან. მარიამი -ვიღიმი.- ვხედავ მაღალ გრძელთმიან გოგოს. სიცილი დასთამაშია ფოტოზე. დიდი სქელი ტუჩებით. რა ადვილად გამოიყენა იოანე. შემდეგი ფოტო მოდის ვიღაც ორი პატარა ბიჭი კაცთან ერთად. იმწამსვე მივხვდი-იოანე, თორნიკე და მათი მამა. ტელეფონს მის ადგილზე ვდებ. კარადას ვაღებ და მხვდება წერილი სახელით ლიზას. დავიბენი, არვიცოდი რა გამეკეთებინა. ხელები ამიკანკალდა. კანკალით ავიღე წერილი და ჩემს ოთახში გავედი. ვერ ვბედავდი წერილის გახსნას. იქნებ წერია რომ თავს ვიკლავს ნახვამდი. ძალიან მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. არვიცოდი რა გამეკეთებინა. ბოლოს გადავწყივიტე გამეხსნა. დამრეცი ასოებით ეწერა: ჩემს წრუწუნას კრუასანისგან. „ლიზა, ჩემო წრუწუნავ. ვიცი რომ სიყვარულით არ გაყოლილხარ თორნიკეს, ისიც ვიცი რომ ისევ გიყვარვარ. უბრალოდ ვეღარ ვუძლებ, ძალა არ მყოფნის გიყუროთ შენ და თორნიკეს ერთად-ცრემლები წამომივიდა და სლუკუნით გავაგრძელე კითხვა-მინდა იცოდე რომ შენთან ვიქნები სულ სადაც არ ვიქნები. მინდა იცოდე რომ ყოველთვის ისე მეყვარები, როგორც ადრე მიყვარდი, მთელი სულით და გულით, მინდა იცოდე რომ სულ ჩემი წრუწუნა იქნები. გახსოვს ის დღე ერთმანეთს სიყვარული რომ ავუხსენით? გახსოვს ის დღე? 13 ივლისი. მე სულ მემახსოვრება. ეს ჩვენი დღე იყო, არის და იქნება. როგორ მინდოდა ერთად ვყოფილიყავით, ერთად გაგვეზარდა შვილები. მე რათქმაუნდა გოგო უფრო მინდა პირველი.მას თინას დავარქმევდით.ბიჭიც ძალიან მაგარი იქნება. მას ან სანდროს ან ნოეს დავარმქევდით. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით ჩვენ 3. მაგრამ არმოხდა ასე. მე უნდა წავიდე. მე უნდა გავიქცე. უნდა გავექცე რეალობას.ალბათ გაქცევა ძმების ტრადიციული ქმედებაა.დამიჯერე, ვერ გიყურებთ შენ და თორნიკეს ერთად. მინდა მაგ მომენტში მოვკდე, მოვკდე. მაპატიე გთხოვ ჩემი ეს ქმედება. ვიცი რომ არ მომიწონებ, მაგრამ ასე ჯობია. ასე უფრო ადვილად დავივიწყებთ ერთმანეთს. ან, არა მე შენ ვერასდროს დაგივიწყებ, მე ვერასდროს დავივიწყებ შენს ულამაზესს ღიმილს, შენს გრძელ ნატიფ თითებს, შენ სურნელს, და შენ. იცოდე ყველაზე მეტად მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. და ბოლოს. დაიმახსოვრე 3 სიტყვა:გიყვარდეს, გწამდეს და მიაღწევ. მე შენი მჯერა. მიყვარხარ და ძალიან მომენატრები. შენი კრუასანი.“ არვიცოდი რა გამეკეთებინა. დებილივით ვტიროდი და ვტიროდი. ფურცელი უკვე სველი იყო. ყოველ ღამე წერილთან ერთად ვიძინებდი და ვიღვიძებდი. უკვე ლიზა ლიზას აღარ გავდა. სიცოცხლე არ მეხალისებოდა. არავინ იცოდა ეს ამბავი ოჯახის გარდა. და უკვე როდესაცძებნა შეწყვიტეს ოჯახიდანაც გავიდა. -გოგო იოანე სადაა?-მკითხა სანდრომ -იოან..იოანე გაიქცა-მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი -რა? ეს მორიგი თამაშია?-დაიბნა სანდრო -არა, სიმართლეს გეუბნები. -რაა? რატომ გაიქცა ტო, რეებს ბოდიალობთ, ჩემი იოანე გაიქცა? აუ ჩემი *********-ყვიროდა სანდრო -კაი დაწყნარდი გთხოვ არა-უკვე აღარც ვიცოდი რას ვამბობდი. ტირილი დავიწყე. -რატომ გაიქცა ლიზა რატომ გააკეთა ეს?-მკითხა სიმწრით. -აარ.რ. თორნიკეს ასეთ ქმედებას ვერ გაუძლო და უცებ ტელეფონი გამითიშა. აღარ მიმიქცევია ყურადღება. ბალიში ჩავგრე ბალიშში და ტირილი განვაგრძე. ასე არ უნდა ვიტანჯებოდეთ. ასე არ უნდა ხდებოდეს. ღმერთო მესიზმრებოდეს გთხოვ. ჩემი იოანე ყველაზე მეტად მენატრება. ნეტა ახლაა სად არის. ნეტა რას აკეთებს. რით დავწყნარებულიყავი? დეიდასთან ან მაშასთან რომ მივსულიყავი გაგიჟდებოდნენ. თინა ბებო. უკვე ბებოსავით მიყვარდა. -თინა ბებოო.-შევედი სახლში -ლიზა ?-გაუკვირდა მოსვლა და დაბნეული გამოვიდა-მოდი ბებია, მოდი, რამ შეგაწუხა ბებო. -ბებია, თქვენთან ლაპარაკი მინდოდა. ისე ცუდად ვარ. ისე მიჭირს ეს ამბავი -კი ბები გავიგე. მეც ძალიან ცუდად გავხდი ბები რომ გავიგე ეს ამბავი. -იცი ბებია როგორ მიყვარდა? იცი ბებია რა ტკივილი გადავიტანე, იცი ბებია როგორ მენატრება. ნეტა აქ მყავდეს-მოვიდა და მუხლებზე თავი დამადებინა. თმებზე მეფერებოდა და მანუგეშებდა. ძალიან განვირტვირთე, ორივე ვტიროდით. ძალიან გაგვიჭირდა ეს ამბავი. .................................................................................................. -იცი ბები როგორ მიყვარდა-გულმოდგინედ უსმენდა ბიჭი ლიზას-ბები რა ტკივილი გადავიტანე, იცი ბებია როგორ მენატრება. ნეტა აქ მყავდეს-და იოანეს სახეზე ცრემლები მისით იკვლევდნენ გზას. ............................................................................................... გადიოდა წუთები, საათები და მეც უფრო და უფრო ვიტანჯები იოანეს გარეშე. იოანეს მოწერილი დილამშვიდობისა მენატრებოდა, იოანე მენატრებოდა. უცებ გულის რევის შეგრძნებამ დამეუფლა. ცუდად გავხდი, ჩემ თავს ვერ ვცნობდი. ტელეფონს დავხედე, სანდრო იყო. -გისმენ სანდრო -თორნიკე შემახვედრე. -რახდება? -ვკითხე შეშინებულმა -შემახვედრე თქო. გამოყევი. ისე არ წამოვა. ადგილი დამინიშნა. თორნიკეს ოთახში თავი შევყვე. ის არც კი ნერვიულობდა იოანეს ასეთ საქციელს. -შენ ალბათ არც განაღვლებს იოანეს საქციელი -არც მანაღვლებს კიარა . -რატომ ხარ ასეთი ბოროტი? -ცხოვრებამ გამაბოროტა. -კარგი. წამომყევი გთხოვ. სადღაც მივდივარ. მარტო არმინდა -შენით წადი, მეტი საქმე არ მაქვს. -ჩემი ქმარი ხარ და ვალდებული ხარ-ავუმაღლე ტონი. -არა მინდა რომ წამომყვე. -არა თქო არ გესმის?-ადგა და ახლოს მოვიდა. -და რამოხდება რომ წამომყვე-სიბრაზისგან ყვირილი დაივყე მაგრამ შემდეგ ვინანე. თორნიკემ ვეღარ გაუძლო და სახეში დამარტყა.თვალები დავხუჭე, ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე -არაკაცო-მივაძახე და ოთახში გავედი. ცოტახნის შემდეგ შემოვდა -წამოდი. -არმინდა ახლა ჯანდაბაშიც წასულხარ. -წამოდი თქო. სანდრომ დამაბარა წამოიყვანეო. არვიცოდი რა უნდა ექნა. მეც ავდექი და წავიყვანე დანიშნულ ადგილას. -ჩვენი თორნიკე მოსულა.-გამოვდა დამტრეული შენობიდან სანდრო და საბაც გამოყვა -უნდა მომკლა?-გაეცინა თორნიკეს -ოო.. ეგრე ადვილად არა. შენს გამო გაიქცა ანუ იოანე. შენ ნაბი*ვარო.-მივარდა მუშტი სახეში დაარტყა. ვეღარ შეიკავა თავი თორნიკემ და წაიქცა.უცებვე წამოდგა და სანდროს დაარტყა. -ეგ აღარ უნდა გექნა-მოიწმინდა ცხვირიდან სისხლი სანდრომ და დანა ამოიღო -არა სანდრო-ვიკივლე. -ებიჭო არგინდა-დააწევინა დანა საბამ -ჩემი ძმაკაცის უბედურებას არავის შევარჩენ. -მივვარდა . საბამ მოასწრო და დაიჭირა. -მოდი ერთი მოდი რა ბიჭი ხარ-გაიძახოდა თორნიკე. ბოლოს როგორც იქნა საბამ დანა გამოართვა სანდროს. -ხოარ გარეკე. ციხე გინდა? -არმაინტერესებს საბა მომეცი დროზე დანა. -მე კი მაინტერესებს-ვიღაცის თქმა და გასროლა ერთი იყო. უცებ ვიკივლე. თორნიკემ მუცელზე დაიხედა. სისხლით იყო მოსვრილი. შემოგვხედა ტუჩები მომუწა და დაეცა. -თორნიკე-ვიკივლე და მივვარდი. გვერდით გავიხედე. გიოს იარაღი ჯერაც მაღლა ქონდა აწეული. -მეყო იოანეს რაც გავუკეთე. -თქვა და გაიქცა. მალე პოლიციელი მომრავლდნენ. მათი წუილი ყურებში საშინლად მხვდებოდა. ვტიროდი. არა იმის გამო რომ თორნიკე დაიჭრა. არამედ იმის გამო რომ მეგობრები ვიშლებოდით.იოანე წავიდა. გიო ციხეში. თვალებიდან მწარე, ცხელი ცრემლები მომდიოდა. არმინდოდა რეალობაში ცხოვრება. მინდოდა გავქცეულიყავი თავი დამეღწია. ან დედაჩემს გავეღვიძებინე და ეთქვა ადექი სკოლაში მიდიხარო. ექიმები მოგროვილ ხალხს (მათშორის თორნიკეს დედას და მამას)ფანტავდნენ და ითხოვდნენ დაჭრილთან მისულიყვნენ. ერთ ერთმა ექიმმა საძილე არტერიას ორი თითი დაადო. შემოგვხედა და თავი გააქნია. დედამთილი აკივლდა. ხელებში ჩარგო თავი და ტირილი დაიწყო. -დამშვიდდით გთხოვთ.-მივედი და მხარზე მოვკიდე. -არა, შენ გამო მოხდა ყველაფერი, ჩემი იოანე, ჩემი თორნიკე, ყველაფერი შენი ბრალია. შენ გააუბედურე ჩემი შვილები. გული დამეწვა. ვეღარ ვსუნთქავდი. სადნრომ გამომიყვნანა და შორიახლო ქვაზე დამსვა -ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ შენთან ვიქნებით.-მანუგეშებდა სანდრო და მხარზე ხელს მისმევდა. -არა ასე არ უნდა ხდებოდეს.-თავს ვიქნევდი და ვტიროდი-. ასეთი ცხოვრება არ უნდა მქონდეს. არა არა არა არა არა არა.-გავიძახოდი და ვტიროდი -ყველაფერი კარგად იქნება-მიმიხუტა ვსლუკუნებდი. ვერ ვიჯერებდი მომხდარს. ნუთუ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება?არმინდა არმინდა ასეთი რეალობა. სიკვდილი მინდა. არმინდა სიცოცხლე. დედიკოსთან მინდა. დე შენთან მინდა. ვტიროდი და გული მეწვოდა. შიგნეულობა მეწვოდა. ვეღარ ვუძლებდი. ადრე ჩემი დამამშვიდებელი იოანე იყო.ახლა კი ვინ უნდა ყოფილიყო. ჩემი იო ნეტა აქ მყავდეს. არაფერი მინდა. სახლში მივედი. მჟავე მინდოდა სასწაულად. საჭმელებზე ვწუწუნებდი. დეიდას ვუთხარი რომ უკვე შემეძლო მარტო ცხოვრება.ჯერ არ მთანხმდებოდა. მერე კი მიხვდა რომ ჩემთვის უფრო უკეთესი იყო ასე. -გოგო ორსულად ხომ არ ხარ?-მკითხა მაშკამ -არა გოგო რა ორსულად. -მიდი გაესინჯე გოგო გინეკოლოგს. -გოგო გაგიჟდი რა ორსულად-გამეცინა -დროზე დროზე წამოდი წამოგყვები. ბოლოს დამითახნმა და წავედით ექმითან. ვუთხარი ყველაფერი. დამაწვინა და ექოსკოპია გადამიღო. თვალები დავხუჭე და ექიმის პასუხს დაველოდე. -გილოცავთ, თქვენ ორსულად ხართ სუნთქვა შემეკრა. არვიცი რატომ, იმწუთას უბედნიერესი ვიყავი. მაშკა კიოდა. მე ვიცინოდი უაზროდ. იოანესგან ბავშვი მეყოლება. უბედნიერესი ვიყავი. 3 წელი გავიდა. მე პატარა გოგონა თინა მყავს. ჩემს სახლში ვცხოვრობთ. მარტონი. ჩემი ბავშვი მაძლევს სტიმულს რომ ცხოვრება გავაგრძელო. მევე ვასწავლე სიარული, ლაპარაკი. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ჩემი თინიკო. უკვე დედასაც ამობობს. მამაზე კი არაფერს ვეუბნები. ნეტა იოანეც აქ იყოს. რამდენი რამე შეიცვლებოდა. -აბა სადაარიც ჩემი ნათლულიი-შემოაღო კარი მაშკამ და თინიკო ჩაიხუტა. მიცუნცულდა თინა და ჩაეხუტა. -მასა დეიდა მოვია დე-შემომძახა თინიკომ მისაღებიდან -ოჰ ჩემი ცხოვრება მოსულა-მივეგებე კარებში-როგორახარ, როგორ გაატარეთ თაფლობისთვე პარიზში? სანდრო და მაშკა დაქორწინდნენ. არასდროს დამავიწყდება ისდღე. მაშკას გაბედნიერების დღე. უბედნიერესი იყო. მეჯვარე ვიყავი მისი. მე და თინიკოს ერთნაირი კაბა გვეცვა. ლამაზი კოხტა კაბა. დარბოდა იქეთ აქეთ და უხაროდა.ინგა დეიდაც იყო. აბედნიერებდა თინიკო ასეთი ბედნიერი და შვილივით უყვარდა. -დედა, თეთლი კაბა ლატომ აცვია მასკას? -დედიკო მაშკა თხოვ..-როგორ მივახდინო-დედიკო მაშკას უნდა რომ ბედნიერი იყოს მთელი ცხოვრება თავს მიქნევს ვითომ მიხვდა და მიბაჯბაჯებს მაშკასთან. -სენ ბედნიელება გინდა?-და კაბას პატარა თითები ჩამოაყოლა. -ჩემო სიხარული-აიყვანა ხელში.-ბედნიერება მყავს უკვე შენი სახით. შენს დედიკოს ყველაზე დიდი ბედნიერება ჰყავს. მეც მალე მეყოლება შენნაირი საყვარელი ბედნიერება და ერთად იბედნიერებთ. დაბნეული უყურებს თინა. მერე ხელიდან უსხლტება და დეიდასთან გარბის. უკვე აზრი მოეცა ჩემს ცხოვრებას. მიხარია გაღვიძება დილის 6 საათზე მაგრამ მაინც. თინიკოს ტირილი, სიხარული ყველაფერი მაბედნიერებს. მაგრამ მაინც რაღაც მაკლია. რაღაც რაც უკვე იმედდაკარგული ვნატრობ. მამაჩემი უბედნიერესი კაცია ბაბუობას რომ მოესწრო. რამდენჯერმე იყო ჩამოსული. სული ელევა თინაზე. ეხუტება და ეხუტება. მგონი ჩემზე მეტად შეუყვარდა. დიდი თეთრი დათვი ჩამოუტანა. ჯერ შეკრთა თინა დათვის დანახვაზე . მერე ხელი მოკიდა. ფულმფულა რომ იყო ესიამოვნა და იმ დღის შემდეგ არ მოშორებია. -დე რაგინდა რომ დაარქვა დათვს?გინდა დაგეხმარო?-ვკითხე თინას -ყულძენი? -არა დედიკო ცოტა უფრო საყვარელი. -ძაგლი?-და მიყურებს -კრუასანი.-და ვიღიმი -კლუასანი რა ალის. -ბედნიერებაა კრუასანი დედიკო. ბედნიერებას ეძეხიან კრუასანს. -ცემი კლაუსანი.-ამბობს და დათვს იხუტებს. რამდენიმე დღის შემდეგ მინდოდა ჩემი საიდუმლო გამეზიარებინა პატარაობიდანვე . -დე შეხედე.-ვანიშნე ხის სახლზე-ლამაზია? თინას არაფერი უთქვამს. სახლისკენ გაიქცა და აძრომა გადაწყვიტა.დავეხმარე და შიგნით შევედით. 13 ივლისი გამახსენდა. ჩვენი სიყვარულის დღე. მე და იოანე. იოანეს სურნელი იდგა. მომენატრა ის დრო, დღე, წამი, წუთი. მინდოდა დამებრუნებინა მაგრამ არ გამომდიოდა. ფანჯარაში ვიყურებოდი და წუთებს ვიხსენებდი როდესაც თინამ კარებისკენ გაიხედა და ჩუმად მითხრა. -დედა, ვიღაც კაცი გვიყულებს და იღიმის. უცებ გავხედე კარებს. სუნთქვა შემეკრით წარმოვსთქვი. -ი.ო.ანე ესეც ჩემი საბოლოო თავი ამ ისტორიის. სიმართლე გითხრათ დასასრულზე ტირილით დავამთავრე.არმინდოდა დამესრულებინა ლიზას და იოანეს ისტორია . რასვიზამთ.მოგეწონათ? ისე როგორც იოანე ლიზას წრუწუნას ეძახის, მეც დაგიძახებთ რამეს . აბა ჰე შაქარლამებო. მალევე დაგიბურნდებით ახალი ისტორიით ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.