შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა"ფერი" ხარ ჩემი (6)


30-10-2016, 17:12
ავტორი zgarbuna
ნანახია 4 524

10..."აღარ მჭირდება "ბინძური" ჰაერი"
გაიფიქრა დალურსმნულმა ტვინმა და ............
გონზე რომ მოვედი ერეკლეს ხმა მესმოდა სიბნელეში
_ერეეე! მიშველე ერე, შუქი ამინთე, ვერ გხედავ სად ხარ?!_მერე კი ხმაც გაწყდა_ერეკლეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!_ვიკივლე და წამოვდექი. ვიგრძენი რომ საშინელება დამემართა
_დარო, აქ ვარ! ჩემს სიცოცხლე გაფიცებ, მითხარი რომ ხედავ, მითხარი რომ რაც ამ დებილ თავს გონია სისულელეა!_ერეს ტირილი მეც კი არ მინახავს 5 წლის მერე. ვერც ეხლა ვნახე, უბრალოდ მესმოდა
_დავბრმავდი?! ვეღარ დაგინახავ?! ვეღარ ვიტყვი "სევდისფერს"?_რაღაც არაჩვეულებრივი სიმშვიდით შევხვდი ჩემს სასჯელს.
სიბნელე მალევე დაყრუვდა.
რაღაც მძფრად მწარე იყო და უსიამოვნოდ ცივი, ცხვირთან მედებოდა და მშორდებოდა
_მომაშორეთ!
_გამარჯობა დარინე, მე ზვიადი ვარ, ექიმი_მომესმა ხმა, ისეთი თბილი რომ, ის უსიამოვნო შეგრძნებები სულ გადამავიწყა
_დავბრმავდი?!
_ეგ შენზეა დამიკიდებული!
_მეხუმრებით?!
_ემოციურო პატარა ქალბატონო, რამდენი შეყვარებული წყვილი იჩხუბებს და იკამათებს, ყველა გოგო რომ ბრმავდებოდეს, ამ ქვეყნად სინათლეს ვერცერთი ქალი ვერ დაინახავდა!_ისეთი სითბოთი მელაპარაკებოდა ზვიადი, ირონიას სულ ვერ ვგრძნობდი
_სულელი პატარა გოგო გგონივართ?! შეყვარებულმა რომ გააბრაზა და გული წაუვიდა!_დამენანა საკუთარი თავი ამ უაზრობისთვის
_ჰმ, "სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელი! შენისთანა კი არ იყო_ჭკუა იყო ცარიელი!"
_არასდროს მომწონდა ტარიელის პერსონაჟი, უსუსური და სუსტია!
_რას ამბობ, აბა ვეფხვის მოკვლა შიშველი ხელით შეეძლოო?! ვაჟკაცი იყო და ომებს იგებდაო?!
_სიყვარულისთვის არ უბრძოლია, დანებდა და ატირდა. მაშინ როცა საყვარელი ქალი მისგან შველას ელოდა, ის წყლის ნაპირზე ფლიკვინებდა!
_ოოოოო, აბა ვინ არის გმირი?!
_ავთანდილი, ის არის გმირი და ზეგმირიც!
_შენ ამბობ რომ სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო?!
_ჰო, ვამბობ!
_მერე შენ რას შვები?! ბრძოლობ?! ეს ბრძოლის რა მეთოდია დაითხარო თვალები და შეწყვიტო სუნთქვა?!
_მე ქალი ვარ!
_ეს გამართლებს?!
_მიღალატა!
_ავთანდილი რა უქალოდ იყო?! ასმათი ვინ იყო შეგიძლია შემახსენო?! ან კიდე ფატმანი?!
_ეგ რა შუაშია?!
_რავიცი აბა, ისე მოვაყოლე ჩემო დარინე, ახლა კი შენზე ვისაუბროთ!
_რატომ გადავწყვიტე სუნთქვა და გავხდე ბრმა?!
_დაახლოებით ვხვდები, არაა! მინდა აგიხსნა რაღაც! შენ იმდენად დიდი ემოციით გადაეცი ბრძანება ტვინს რომ ის გაგიბრაზდა და გაგებუტა! ახლა კი თქვენ ორმა უნდა დაისვენოთ და მერე ისაუბროთ! ეს აუცილებელია, ჯერ დასვენება მერე კი საუბარი!
_და ეს რომ მხოლოდ გაბრაზების ბრალი არ იყოს?! ხომ შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ ერთმანეთი?!
_არა, ეს გაბრაზებაა, დამიჯერე და ენდე ჩემს 15 წლიან გამოცდილებას!
_15 წელია დაქორწინებული ხართ?!
_არა, 15 წელია ექიმი ვარ!_მითხრა და მხოლოდ მერე გაიცინა_20 წელია შეყვარებული, 17 კი ცოლიანი!
_ოჰოოო, არც თუ ისე მცირე სტაჟი გქონიათ!_გავიღიმე, თუმცა არ ვიცი მას გავუღიმე თუ არა, ალბათ სივრცეს!
_სტაჟი და გამოცდილება იცოცხლე მაქვს!_ისე გულიანაგ გაიცინა რომ მეც ამიყოლა
_და ამ 20 წლის მანძილზე რამდენჯერ გიღალატიათ მისთვის და თქვენი სიყვარულისთვის?!
_არცერთხელ!_გეფიცებით ისეთი ხმა ჰქონდა ეჭვს ვერ შეიტანდით_მაგრამ სხვა ქალი მყოლია!
_და ეს ღალატი არ არის?!_გამწვა თავში სისხლის უწვრილესმა კაპილარმა
_არა, ეს ის სამი წელი, როცა ის ჩემთან არ იყო!
მერე სიჩუმე ჩამოვარდა
_გარეთ ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი გოგო გელოდება, რომელს დავუძახო?_მკითხა მეგობრულად
_ბელას!_ვუპასუხე სევდიანი ხმით
კარის ხმა გავიგე, მერე სიჩუმე და მერე ისევ კარის ხმა. ისევ ეს სიჩუმე
_ბელუსი!_მარტოობამ შემაშინა სიბნელეში
_იცი როგორ შემაშინე?! იცი რა დამემართა?! იცი ეხლა რას ვგრძნობ?! იცი გარეთ ბიჭები როგორ არიან?! ეგოისტი ხარ დარინე, პატარა გათამამებული ეგოისტი გოგო!!!_სიბრაზე, სიმართლე და ტკივილი მესმოდა
_მიღალატა!
_შენ რა ქენი?! შენ არ გვიღალატე?! მე, ერეკლეს, ბიჭებს და რუსო დეიდას?! შენ ფიქრობ შენი გადაწყვეტილებით და სულელობით რამდენ ვინმეს აყენებ ზიანს? ზურა გგონია კარგადარის?!
_არ ახსენო არასდროს მისი სახელი!_ვიყვირე მთელი ხმით
_ეხლაც ეგოისტობ და ბავშვობ! როდის გინდა გაიზარდო?! არ ხარ ის 14 წლის გოგო ზურა რომ შეუყვარდა უნებურად, შენ უკვე ზრდასრული ხარ და ისტერიკების გარეშე საუბარი უნდა შეგეძლოს!
_რა გინდა ბელა?! მე ვარ დამნაშავე? და რაში მადანაშაულებ? იმაში ხომ არა, რომ მიყვარს და მისი ტყუილი მეტკინა?!_ავტირდი და დაბნელებული თვალებიდან ალბათ შავი ცრემლები თუ მომდიოდა, ან უფრო სისხლგარეული.
_ვიცი პატარავ რომ გეტკინა და გიყვარს!_დათბა ბელას ხმა და მალე მისი სხეულის სითბოც ვიგრძენი, მესმოდა მისი აღელვებული გულისხმა და სუნთქვა_შენ ახლა უნდა დაისვენო, მერე კი უნდა ისაუბროთ!
_არ მინდა მასთან საუბარი, მინდა რომ დამივიწყოს!
_ჯერ დაისვენე და მერე სახლში უნდა წავიდეთ. ეხლა ექთანი შემოვა და დამამშვიდებელს გაგიკეთებს, კაი?! არ ინერვიულო შენ ჩვენ გვჭირდები სულელო!_ლოყაზე მაკოცა და საწოლიდან ადგა. მერე კარის ხმა გავიგე.
მალევე ქოთქოთით ექთანი შემოვიდა და ნევსი გამიკეთა, სახეზე არ ვიცი როგორი იყო მაგრამ, მსუბუქი ხელი ჰქონდა, არ გამიგია არაფერი. მერე ისევ კარის ხმა და სიჩუმე. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს სიშავე და სიჩუმე სულ არ მაშინებდა. იმ წუთში ისიც კი ვიფიქრე რა კარგი იქნება ესე რომ დავრჩე სამუდამოდთქო. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, ამ შავ სიბნელეში მის თვალებს ვხედავდი, არა უფრო იქ ვიყავი და იმიტომაც არ მაშინებდა. ჩემ თავსვე გავუბრაზდი, მის გამო ასე ცუდად ვიყავი, და მაინც მისი შავი თვალები იყო ჩემი სიმშვიდე.
ტვინი სულ პატარ-პატარა ნაწილებად დაიშალა და ყველას თავისი აზრი ჰქონდა
_ის კაცია და ქალი სჭირდება!
_მერე ტყუილი?
_აბა ეთქვა სად მიდიოდა?
_მერე მარინეეე?
_მარინეს თუ ეს შეუძლია, რატომაც არა?
_მერე მე?
_შენ შეგიძლია?
_კითხვებზე კითხვით რატომ მპასუხობ?
_რატომ, გაუგებარია?
_არა, გამაღიზიანებელი!
_რა? ის ხომ არა, ნაადრევი დასკვნები რომ გამოგაქვს?
_რატომ ცდილობ გაამართლო?
_არ ვამართლებ, ეს მედლის მეორე მხარეა!
_პირველი რაღაა?
_პირველი შენი კითხვებია
_და მერე ეს რას ნიშნავს?
_შეუძლებელია დაინახო ერთდროულად მედლის ორივე მხარე.
_მერე?
_რა მერე, არც ისეთი უჭკუო ხარ ვერ მიხვდე, თუ მედლის ერთ მხარეს ხედავ, უნდა იცოდე რომ ძირს მეორეა, და ეს უბრალოდ შემთხვევით მოხდა პირველი ზემოთ. თუ კიდე ააგდებ ჰაერში, შეიძლება მედლის მეორე მხარე დაჯდეს!
_რთულად საუბრობ!
_ვერ გაიგე?
_კი მაგრამ უფრო იოლად მერჩივნა
_იოლი, ფაფის ჭამაა და ისიც უკვე გრილის!
_მეძინება!
_გაურბიხარ!
_ვის?
_საკუთარ თავს!
_ვერ გაიგონე ექიმმა რა თქვა?! დაისვენეო!
_მას არ უთქვამს დაიძინეო!
_ექთანმა დამამშვიდებელი გამიკეთა!
_სიმართლე გინდა გითხრა?!
_მინდა!
_შენ უკვე გძინავს!
......
გამეღვიძა და ისევ მყუდრო სიშავე, "რა ნაცნობი განცდაა" გავიფიქრე და ვიგრძენი როგორ დავახამხამე თვალები. ვერ ვხედავდი ...."რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ მარტო არ ვარ?!"
_მე გავიღვიძე, აქ ხართ ვინმე?!_სიჩუმე
_სიმარტოვეს ვერ ვგრძნობ არადა თუ ოთახში მარტო ვარ უნდა ვგრძნობდე!_ისევ სიჩუმე
_შენ ხარ, ვიცი! იმიტომ არ მეშინია ამ სიბნელის და სიშავის! იმიტომ ვარ მშვიდად! ვიცი შენ ხარ!_ისევ დუმილი_არ მინდა შენი დანახვა! წადი!
_შენ ხომ ისედაც ვერ მხედავ!_მისი ხმა იყო, სევდიანი და დაღლილი
_არც შენი მოსმენა არ მინდა!_გული ისე ამიჩქარდა, შემეშინდა არ გასკდესთქო
_ხმას არ გავიღებ!_უფრო სევდიანი გაუხდა ხმა
_არ მინდა ვგრძნობდე რომ აქ ხარ!_კარების ხმა გავიგონე და მერე სიჩუმეც მომესმა, ცივი და მარტოობით გაჟღენთილი. შემცივდა
თავს ძალა დავატანე და ძილს მოვუხმე, გამიძალიანდა მაგრამ მაინც დავიყოლიე სტუმრობაზე. თავიდან ვბორგავდი სიზმარში მაგრამ დავიღალე და დავმშვიდდი. ბედნიერების შეგრძნებამ გამაღვიძა, ვგრძნობდი ჩემს ბედნიერებას გვერდით და მთელი ძალით ვეხვეოდი. სუნიც ვიგრძენი მისი და ფერსაც კარგად ვხედავდი დახუჭული თვალებით. არ იძვროდა. მორიდებით, ძალიან ფრთხილად სუნთქავდა და ჩემს ლოკონებს ეფერებოდა.
"საყვარელი შავი მგელი" გამიელვა სლოგანად ტვინმა ფიქრი.
_ხომ გითხარი არ მინდა შეგიგრძნოთქო!_შეცბა, მაგრამ ხელი არ შეუშვია, მე მოვშორდი მის მკერდს. თვალების გახელა დავაპირე, მაგრამ შემეშინდა ვაი თუ ვერ დავინახოთქო_დღეა თუ ღამე?_სიჩუმე
_გეკითხები და მიპასუხე! დღეა თუ ღამე!
_ღამე!_ისევ ის დაღლილი ხმა
_რა დღეა?_ოთხშაბათი
_რაააა?! მეორე დღეა მძინავს?!
_მაპატიე!_ცრემლიანი ხმა
_რატომ?!_ვკითხე და ხმის ნაკადს გავხედე
_კარგი არ მაპატიო, მაგრამ შეეცადე დამშვიდდე, გამოჯანმრთელდე! მე კი წავალ! შენ თუ გინდა მე წავალ!
_მინდა რომ ახლავე წახვიდე, არ დაელოდო ჩემს გამოჯანმრთელებას, წადი!
_არც კი მომისმენ და არ გაიგებ რა მოხდა?!
_არა, არ მინდა. მოსმენას აზრი ექნებოდა ურთიერთობის გაგრძელება რომ მინდოდეს, მე კი არ მინდა!
_არ გინდა?!_ხმა აუკანკალდა და მივხვდი რომ ეხლა ცუდად იყო
_არა! დამთავრდა!
_ასე ადვილად?!_ეს უკვე მისი ხმა არ იყო
_ვისთვის ადვილად და ვისთვის რთულად!
_დარო, მიყვარხარ ყველაზე მეტად! შენი გადაწყვეტილებაა, გახსოვდეს რომ ახსნის საშუალებაც არ მომეცი! გამოჯანმრთელებას გისურვებ ჩემო ყველა"ფერო"!_გავიდა და დამტოვა
გგონიათ არ ვიცი?!
სულელი ვარ, ეგოისტი და მოუთმენელი. კიდე იცით გულნატკენი, საყვარელი ადამიანისგან. ნუ გამკიცხავთ, ვიეჭვიანე და მეტკინა, ტუილი მეტკინა, ღალატიც და უნდობლობა. მეტკინა და გადავწყვიტე მასაც ეგრძნო ტკივილით დამძიმებული გული. ეგრძნო როგორი ძნელია გაუძლო თითეულ მის ფეთქვას, როცა არ გინდა არსებობა. როცა გტკივა სუნთქვა!
ვიცი ცოდვაა, სურვილიც კი იმისა რომ სამაგიერო გადაუხადო ადამიანს, მაგრამ ვერ გავუძელი. ცოდვილი ვარ! მინდოდა ტკენოდ უჩემობა ისევე როგორც მე მიწვავდა სულს ყველაფერი. ვიცოდი რომ ჩემი გადაწყვეტილებითა და სიტყვებით ორ ადამიანს მივაყენე ტკივილი, მას და საკუთარ თავს, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.
დილით ექიმი შემოვიდა
_გამარჯობათ მე მორიგე ექიმი ვარ, თქვენს ისტორიას გავეცანი და მინდა გითხრათ, საშიში არაფერი გაქვთ. უნდა დაისვენოთ და მალე ყველაფერი გაივლის, ეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ სიყვარულზე და მეტი სწავლაზე!_"უხეში და უზრდელი, სად არის ჩემი ზვიადი ექიმი, მომენატრა"_ეხლა კი შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ, საგანგაშო აქ არაფერია, და საწოლში წოლა იქაც შეგეძლებათ,რამდენიმე პრეპარატი გექნებათ მისარები დღის მანძილზე და ისიც სამი დღე, გავიგეთ ლამაზო?!
_თქვენი არ ვიცი და მე გავიგე!_უტაქტობას უხეშობა უხდება პასუხად
ექიმი უკმაყოფილო გავიდა და პალატაში ერეკლე და ბელა შემოვიდნენ
_როგორ არის ჩვენი თვითგვემის ოსტატი?!_ერეკლე თავის ამპულაშია
_გავცდი საზღვრებს და სხვასაც ავატკიე გული, თუ კი ტკივა საერთოდ!
_რა ხდება?!_ჩაერია ბელას ხმა
_დავშორდით!
_ოოოო, ბრძნული გადაწყვეტილებაა, ვხვდები ვისაც უნდა მიეღო!
_წამიყვანეთ სახლში რა!
_მიდი მოემზადეთ, მე გარეთ დაგელოდებით.
მოვემზადე, ბელა მეხმარებოდა და ხმას არ იღებდა, და მის სიჩუმეში დიდი სიბრაზე იგრძნობოდა. გარეთ გავედი თუ არა საერთოდ არ მესიამოვნა სივრცეში ჩემი სიბნელე. ზურა გამახსენდა და ვიფიქრე "ის თუ იქნებოდა ჩემს გვერდით, შევძლებდი. მარტოს კი რ შემიძლია! მენატრება, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, ჩემი ბრალია!"
_"კარეტა პოდანა ვაშა ვისოჩესტვა"_ერეკლე სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა
_ცირკში ჯამბაზები არ ყოფნითო და არ წახვალ?!_უხეშად გააჩუმა ბელამ ერეკლე
_ამას მაინც რა ბზიკმა უკბინა?!_ვერ მიხვდა ერე
მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ვიგრძენი მისი სიახლოვე. ვიგრძენი რომ ის იყო საჭესთან და კიდე უფრო ვინანე ჩემი სისულელე. ხმას არცერთი არ იღებდა, მერე მე დავიწყე
_სახლში რა თქვით, რა მომივიდა?!
_ბელა მაგარი სცენარისტი აღმოჩნდა, დათას უთხრა ავარიას შეესწრო და ინერვიულაო. იქაურებისთვის კი არ გვითქვამს არაფერი!
_კარგები ხართ! მადლობა!_მძღოლსაც ვუთხარი, მაგრამ არ ვიცი მიმიხვდა თუ არა_ბელუსი, მიბრაზდები?!
_რა უფლება მაქვს, გიბრაზდებოდე, ეს შენ ხარ ერთადერთი ვისაც გრძნობები და განცდები გააჩნია, ვისაც სტკივა და უმძიმს. ჩვენ კი, ჩვენ უსულო და უგულო ხალხი ვართ. რა ხალხი, უფრო რკინისგან შეკრული კონსტრუქციები!
_აბა რა მექნა?! გადამეყლაპა ის ტყუილი ...
_იკითხე საერთოდ?! იქნებ და არ იყო ტყუილი?! არა არ გიკითხავს, მაგრამ ახლა სულ ერთია. ის წავიდა და მხოლოდ იმიტომ რომ შენ მოინდომე ასე. ამის მერე იცოდე, მე არ ვიქნები ის ადამიან ვინც შენს წუწუნს მოისმენს იმის თაობაზე რომ შეცდი და გენატრება, რომ ისევ გიყვარს. შენ ის არ გყვარებია, ეს გატაცება იყო. ბავშვობის ოცნების ზღაპარი, რომელიც ლამის აიხდინე. მაგრამ ბედნიერ დასასრულს ვერ დაელოდე და ჩაგეძინა!
სახლამდე არავის არაფერი არ უთქვამს. გააჩერა და ერემ დაიძახა მივედითო, გადმოვედი ერეკლეს დახმარებით, უკან მივიხედე და მძღოლს "მადლობა" დავუტოვე!
მხედველობა მესამე დღეს დამიბრუნდა, სულ არ გამხარებია. ისე ძალიან მენატრებოდა სული დამიმძიმა. უუფლებო ვიყავი, განაჩენი მე გამოვიტანე და გამოსწორებაც კი არ მინდოდა. ველოდი ზურას ნაბიჯს და მიყვარხარს, არადა ვიცოდი პირველი არ გადადგამდა. მე კი თავმოყვარეობა, სიამაყე და ათასი სისულელეები მაკავებდა. სწავლას საგრძნობლად ვუკელი, ბელასთან ჩხუბს ვუმატე. რამდენჯერ მინდოდა ზურაზე მესაუბრა, მაგრამ მაჩუმებდა და პირობას მახსენებდა. თამრო მეხმიანებოდა და მხოლოდ ის ვიცოდი "სულ სამსახურშია, თან მგონი ქალიც ყავს"ასე გავატარე მტანჯველი თვენახევარი
ვიყოჩაღე და რამდენიმე გამოცდა ვერ ჩავაბარე!
ბელა გიჟივით შემივარდა ოთახში
_შენთვის მომავალი არაფერია? რა გინდა მითხარი, ვიღაც მარინეს უნდა შეწირო ყველაფერი რას გაგაჩნდა და რაც ჯერ კიდე გაგაჩნია?! მთელი უნივერსიტეტი შევძარით, ვინ არ შევაწუხეთ და მეორე გასვლა დავანიშნინეთ! კეთილს ინებებ და ტვინს დაასხამ, მოკვდები ან მორჩები და სამივე გამოცდას ორ კვირაში ჩააბარებ!_თქვა და ოთახი დატოვა
ყველაზე რთული ორი კვირა მქონდა, ნერვიულობა და სწავლა!
"ქალი ჰყავს, ალბათ უყვარს. მერე მე?! დამივიწყა?! მას თუ ეუბნება მიყვარხარო! ნეტა მარინეა?! თუ ვინმე სხვა და უფრო ლამაზი?! ვახსოვარ?"
ბეჭედს ვერ ვიხსნიდი. ძალა არ მყოფნიდა ამ რთული ნაბიჯის გადასადგმელად და სულ თითებით ვეფერებოდი, ისე როგორც მას. ყოველ ღამე მესიზმრებოდა და გაღვიზებულს უკვე თვალები ცრემლიანი მქონდა. ყოველ დღე ვწერდი შეტყობინებებს მაფრამ გაგზავნის მაგივრად, ვშლიდი. სწავლას რომ მოვრჩებოდი, მერე ვტიროდი. საჭმლის ჭამას იმდენად მოვუკელი, საკუთარი სხეულის ზიდვაც მიჭირდა ძალა გამოცლილს. ერეკლე გვერდით მედგა თუმცა, ვერ მეხმარებოდა. რამდენჯერმე მითხრა ზურას დაველაპარაკებიო, მაგრამ ვთხოვდი რომ არ შეეხსენებინა ჩემი თავი. მინდიდა თავად მოსულიყო, არადა ვიცოდი რომ არ მოვიდოდა.
ვერ ვივიწყებდი მარინეს ღიმილიან და ბედნიერ სახეს, ეს მკლავდა. იქედან მოყოლებული რაც ზურა მიყვარდა, ის ქალიც სულ თან მდევდა მისი მომხიბვლელი ღიმილითა და მრგვალი ფორმებით. ზურაზე უიმედოდ შეყვარებული თვალებით. აი რატომ ვერ ვაგზავნიდი ყველა იმ შეტყობინებას, რომლებსაც დიდი მონდომებით ვწერდი. რატომ არ ვაძლევდი ერეს უფლებას ზურას დალაპარაკებოდა. ეჭვიანობა მკლავდა!
გამოცდები ჩავაბარე თუ არა, ბელა ცოტა მოლბა და შემირიგდა. ქუთაისში ჩემთან წავიყვანე და იქედან ზღვაზე ვაპირებდით წასვლას. რაჭაში ასვლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა იმ წელს და ჩემებსაც ესე ვუთხარი:" დროა რაჭის გარდა სადმეც წავიდე და ახალი ვნახო! დავიღალე ერთი და იგივე მთების ყურებით, ახალგაზრდა ვარ და შესაბამისად გართობა მინდა!"
არავინ შემწინააღმდეგებია და მეც მოვემზადე. ბელაც მოდიოდა, მაგრამ წამოსვლის წინა ღამეს
_დარო, არ გეწყინება რომ გითხარ რომ მე არ მოვდივარ?!_მითხარ და ზეწარი თავზე გადაიფარა
_რატომ?!_თავში ვერ მომდიოდა ვერცერთი დასაშვები მიზეზი
_ერეკლესთან ერთად მივდივარ სოფელში!_გული სულ ერთი ბეწო გამიხდა, მგონი არც კი ფეთქავდა
_ეს როდის გადაწყვიტეთ?!
_რამდენიმე დღეა რაც შემომთავაზა!
_კარგი, აბა სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ, გაერთეთ!_და უცებ გულსი და თავში ერთდროულად საზარელმა აზრმა გამიელვა_შენ და ერეკლეს შორის რაიმე ხდება ბელა?!
შეცბა, პასუხს აგვიანებდა
_მითხარი ხდება თუ არა?!
_არააა!
_აბა ვისთან ხდება?!_ვუახლოვდებოდი სიმართლეს და გონებაც მებინდებოდა
_დარინე რა მოგდის?!
_კიდე მე რა მოიმდის?! მითხარი ვის გამო გადაწყვიტე სოფელსი ასვლა!_უკვე სიმშვიდის არცერთი ძაფი არ მქონდა
_ცოტნეს!
იცით როგორია სულის სიმსვიდე? სუნთქვა შიშის გარეშე? დაუნანებლად წამოსული ცრემლები?
შვება და სიმსუბუქე?!
მე ვიცი, და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთმა სახელმა მომიტანა. ეს "ცოტნე" იყო, ბელას ხმით წარმოთქმული.
მერე ავტირდი, ხმით და სხეულით
_გევედრები ბელა ,არ მითხრა რომ ღირსი ვარ, არ მითხრა რომ დამნაშავე მე ვარ, რომ მასაც მივაყენე ტკივილი და საკუთარ თავსაც! არ თქვა რომ ცრემლების უფლება არ მაქვს, რომ მხოლოდ სინანული დამრჩენია. არ თქვა გთხოვ! ისედაც ვიცი!
_დაგრჩა, წამოდი და უთხარი!_მითხრა ისევ ზეწრის ქვემოდან
_მე ხვალ ზღვაზე მივდივარ!_სინანულით სავსე ჩემივე ხმა მომესმა
_შენც თვითმფრინავის ბილეთი და საგზური არ გიუქმდებოდეს!
_გვიანი რომ იყოს?!
_გეცოდინება მაინც!
.....
ღამე არ მიძინია, ან რა დამაძინებდა. მისი ნახვა მინდოდა ....
სიამაყე და ეჭვიანობა დამავიწყდა სახლში ერეკლე და ლადო ძია რომ მოვიდნენ.
_გავიგე ბელუსის რაჭის დალაშქვრა გადაუწყვეტია!_ღიმილით თქვა ლადომ_ეჭვი მეპარება ეს გოგო იქედან ვინმემ გამოგვატანოს ჩვენ!
_მე აქ არ ვარ?! თვალს და ხელს არ მოვაშორებ, თუ დავტოვებ საიმედო ხალხში!
_დარო ბიძი, შენ არ გინდა წამოხვიდე?!_როგორ მინდოდა გამეგონა ეს კითხვა
_ვინ მეპატიჟება თორე კი!_ჩავილაპარაკე და უკვე არასასურველ მერვე ჭიქა ცივ წყალს ვსვამ.
_როდის მერეა შენ მიპარიჟება რომ გჭირდება?!_დამაყარა სიცილი ლადომ_დაიცა ნაზომ ბარათით გამოგიგზავნოს თუ იმით, რა ქვია "ინტერნატი"
_"ინტერნეტი" _შეუსწორა მამუკამ
_ოოო, ნახე დარო რა პრადვინუტი მამა გყავს, ინტერნატის სწორი ფორმა სცოდნია!
_არცერთი არ დაიკარგოთ! მაილზე იგზავნება მოწვევები და წერილები!_ეს რუსოა
_მაიცა და პოსტალიონი აღარ ჭირდებათ?!
_არა!
_ბევრს ილაპარაკებთ თუ წავიდეთ ჩვენ ჩვენთვის?!
_მოდიხარ თუ?!_გაიკვირვა ერემ
_შენ რომ სათევზაოთ წახვალ და დაიკარგები 3 დღით ვის უტოვებ ამ გოგოს?!_სულ ბელუსის სიმარტოვეზე არ ვდარდობდი?!
ბელას და ერეს კმაყოფილი ღიმილი რომ შევამჩნიე, მივხვდი:ერეს გადმოგდებულ ანკესე პირდაღებული წამოვეგე!
მთელი გზა ხმა არ გამიღია, ლადომ ლამის საავადმყოფოში წამიყვანა, შენ და დუმილი ისეთივე წარმოუდგენელი მოვლენაა ჩემთვის, როგორიც ღამე და დღე ერთად იყოსო
_მასეთ რამეს პოლარული ღამე ჰქვია ლადუშ!_გავეცი პასუხი და ისევ წავედი ფიქრებში. ათასი გეგმა დავსახე როგორ მენახა და მეთქვა სათქმელი, ან რა უნდა მეკითხა. მეკითხა კი?! გავბრაზებულიყავი თუ გამეღიმა! მეკოცნა თუ მხოლოდ მოვხვეოდი!
სოფელში ჩავედით თუ არა, ბებოს მივესალმე და თინო ოთახში შევიყვანე
_სად არის?!
_დაშორდი?!
_სად არის!
_დაშირდი?
_ჰო!
_რატომ?
_თინოოო, რას მერჩი?! მტკივა!
_შენ იცი მას როგორ ტკივა?! ყოველ საღამოს თვალებით მეკითხებოდა როდის ამოდისო!
_მერე აქ ვარ!
_რა მოხდა?!
_მარინესთან ერთად დავინახე და ვიეჭვიანე!_დავხარე თავი და ვცადე სირცხვილი დამემალა
_ესაუბრე?!
_არა, ისე დავშორდი!_ისევ თავდახრილი ვსაუბრობდი
_მეგონა ჭკვიანი მყავდი და მოთმენა შეგეძლო!
_მეტყვი სად არის?!
_სოფელშია, ამოივლის მალე!_მითხრა და ოთახში მარტო დამტოვა, მეც ჩემს დივანზე მივწექი და მის ფანჯრებს დავუწყე თვალთვალი.
11...
საწოლზე მიწოლილს, მის ფანჯრებზე მოდარაჯეს ჩამძინებია. ბელა შემაღვიძა, მე და შენ ერთ ოთახში მოგვათავსენ და წამო დავიძინოთო
_რომელი საათია ბელუ!
_10 საათია!
_იყო ჩამოსული?!
_კი!
_რატომ არ გამაღვიძეთ?_საწოლიდან წამოვხტი და ოთახში უაზროდ სიარული დავიწყე_დაგერეკათ მაინც თუ ზემოთ ამოსვლა დაგეზარათ, რა უგულოები ხართ, მე აქ მისთვის ჩამოვედი და ....
_ლადოს ელაპარაკებოდა ეზოში, სახლში არც შემოსულა_"პირობა" ერთდროულად გამიხარდა და შემეშინდა. ისე მომინდა მეთქვა "ჩემი შავი მგელი" მაგრამ ვერ ვამბობდი, გონებაშიც კი. მზად ვიყავი ჩემი ფეხით ავსულიყავი მასთან სახლში და მეთქვა "შემირიგდი"
ფიქრებიდან ღია ფანჯარაში შემოსულმა უსიამოვნოდ ცივმა ნიავმა და ჩემმა "სასჯელმა" გამომიყვანა. ეზოშს სუსტ განათეზე კარგად გავარჩიე ზურას, მარინესა და თამროს სილუეტები
_რას მერჩის ეს ქალი?! რატომ არ მანებებს თავს?! რა უნდა მითხარი!!! საკმაოდ ხმამაღლა ველაპარაკებოდი ბელას
_დამშვიდდი, გთხოვ! ყველანი სახლში არიან. ნუ მოაწყობ ისტერიკებს და შექმნი შაპიტოს!
_ეს შენი აზრით შაპიტოა?_უფრო და უფრო ვუწევდი ხმას_მე ამ ვირის გამო აქ ჩამოვედი და ეს თურმე ერთობა!
_დარინე დამშვიდდები თუ დაგამშვიდო?!
_შენ დამშვიდდებოდი?! მითხარი, შეძლებდი?!
_კარგი მიდი იყვირეეეე! აქ არა, გამო გარეთ გავიდეთ და იქ იყვირე, მარინეს ძუკნა ეძახე და ზურას მოღალატე არაკაცი, თუ წარმოდგენაა ბარემ ცირკი იყოს დარო, შაპიტო ხომ მაინც, შაპიტოა!_დღემდე ვერ ვხვდები რა უნდა ამ გოგოს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე, ეს "ფსიქიატრად" არის დაბადებული. ერთს გეტყვის და მიგაყინავს ეგრევე.
ჰოდა მეც დავდუმდი. ასე უსიტყვოდ გავყევი ჩვენს ოთახში და მოვეწყვე. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ზურაზე ვფიქრობდი და გვრძნობდი რომ ძალიან მომნატრებოდა. საწოლიდან ავდექი, ნაზოს ხალათი მოვიცვი და გარეთ გავედი. ციოდა და მოვიბუზე, შოდას გავხედე და მერე ცაზე ვარსკვლავებს
_მომენატრე!_ვუთხარი შოდას და მის დათოვლილ მწვერვალს კიდე ერთხელ შევავლე თვალი, მთვარის შუქზე სულ სხვანაირი ელვარება ჰქონდა სითეთრეს.იმ კიბეზე ჩამოვჯექი 6 წლის წინ ზურამ რომ დამსვა, ზუსტად ისე და შეციებულმა ფეხებს მოვეხვიე.
_წაიდე?!_სიამოვნების ცხელმა ტალღამ დამიარა სხეულში, სულ აღარ მციოდა, გავთბი და სიცარიელე შევივსე. ნეტარებით გავირინდე და თავის აწევა რა მინდოდა_წავიდე?!
_დარჩები?!_როგოეც იქნა შევძელი თავი ამეწია, ისევ ისე ჩამიხლულიყო როგორც მაშინ "ჩემი შავი მგელი"
_წავიდე?!_სულ სხვანაირი მეჩვენა. შეცვლილი, მკაცრი გამომეტყველებით. სულ არ გავდა უწინდელს
_წადი, გაერთე მარინესთან!_ისევ "წადი" რომელიც არაფრით არ ჰგავს ნამდვილ "წადი"ს
_ჩვენ გამუდმებით მარინეს გამო უნდა ვჩხუბობდეთ?!_გამიღიმა და მომეხვია_ჩემო ავდარო, მითხარი "დარჩი"!
_არ მინდა გაკავებდე, მინდა ის გააკეთო რაც შენ გინდა!_გავიზარდე და ვისწავლე ქალური ეშმაკობები. ვიცოდი, არსად არ უნდოდა წასვლა, ჩემი ჩახუტება უნდოდა და კოცნა უნდოდა, ვგრძნობდი და მეც ქალურად დავეთანხმე
_მიყვარხარ!_მონატრებული ტკივილი ვიგრძენი, სხეულის, გულის, ფილტვების და როგორც იქნა ტუჩებმაც იგრძნო_ხომ მაპატიებ იმ დღეს?!_მკითხა, ვნება ცოტათი რომ მიჩუმდა
_მარტო იმ დღეს?! და სხვა დღეები?!_ისე ვკითხე მისი გულიდან თავი არ ამიღია
_მე თავს დამნაშავედ მხოლოდ იმ დღის გამო ვგრძნობ, დანარჩენი შენი გადაწყვეტილება იყო და შენ უნდა გრძნობდე სინანულს!_დამპალი, როგორ მარტივად ხედავს იმ ორ თვას, მაშინ როცა მე ვიტანჯებოდი და ვკვდებოდი. მკლავებიდან თავი დავიძვრინე და ფეხზე წამოვდექი
_შეგეძლო ერთხელ მაინც გენახე და მიხვდებოდი რომ ვნანობდი!_ისევ შოდას ვუყურებდი და წინა წლის ბედნიერი დღეები მახსენდებოდა
_მე შენ სურვილს ვასრულებდი, ძალიან გამიჭირდა მაგრამ წავედი და მოგეცი საშუალება გარკვეულიყავი. იმედია გაერკვიე რა გინდა, რა გვინდა და რა იქნება კარგი ჩვენთვის_ზურგზე მომეხვია და თმებში ჩარგო ცხვირი_ხვალ დილით ლადოს დაველაპარაკოთ, პირობა პირობაა ხოოო?!
_ასე აუხსნელად გინდა ყველაფერი წარსულს მივაბარო?!_ლამის ვუყვირე და ჩემი ხმა ექოდ უკან დამიბრუნდა. ზურამ ტუჩებზე ხელი ამაფარა
_ცოტა კიდე ხმამაღლა და ლადო ამაღამვე წაგვაცლის თავს ორივეს, წამო გორეებზე გადავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, ოღონდ სახლში შედი და რაიმე თბილი მოიცვი, არ გიხდება ნაზოს ზმანი!_საყვარელი საზიზღარი. სახლში ქურდივით შევიპარე, სპორტული კოსტუმი გადავიცვი და კარადიდან ბაბუს კიტელი მოვიპარე, ბელუსის წერილი დავუტოვე ზურასთან ერთად მივდივართქო. გარეთ რომ გავედი "შავი მგელი" მთის ცივ ჰაერს აებუზა და დაბაკუნებდა საყვარლად
_ჩემი "შავი მგელი"!_დავუჩურჩულე და ზურგზე შევახტი
_ძალიან გახდი დარო იცი, სულ დაგეკარგა ფერი?!_შეწუხებული ხმით მითხრა და ზურგზე მოხერხებულად დამიჭირა
_ფერმოსული და ხორციანი მარინე გყავს!_არ დავაკელი კბენა და ფეხები ისე შემოვხვიე წელზე, როგორც ცხენს_ახლა კი სუს, შენ და წამიყვანე გორეებზე შენი აღსასრულის დღე ახლოვდება!
_გამიმეტებ?!
_გააჩნია თავის გასასამართლებლად რა შეგიძლია თქვა!
_მიყვარხარ!_მითხრა და გზას გაუყვა_დარო ცოტა ფრთხილად რომ დამახრჩო არ გინდა?!
_როგორ?! killing me softly?!_ვკითხე და ძლიერად ვეხვეოდი
_დაახლოებით, პატარავ მითხარი გენატრებოდი?!_მკითხა და თავის შემობრუნება სცადა
_წინ იყურე არ დამამტვრიო, მამაჩემს ერთი ვყავარ ესეთი საყვარელი!
_მეც ერთი მყავხარ დარო!_ჩაილაპარაკა
_ვითომ?! და ეს მარინემ იცის?!
_მარინე უბრალოდ მეგობარია!_მიდიოდა აღმართზე და მშვიდად სუნთქავდა იმის მიუხედავად რომ მე ვყავდი ზურგზე_ვერ ვხვდები რატომ აიჩემე და ეჭვიანობ, მე გაძლევ საბაბს რომ არ მენდო?!
_მისი თვალები და სიცილი არ მაძლევს სიმშვიდის საშუალებას ზურა, ვერ დავიჯერებ რომ, ჯერ არ შეგიმჩნევია მისი სიყვარულით გაბრწყინებული თვალები?
_მე მხოლოდ შენ თვალების სიცისფრე მაინტერესებს დარო!
_შენს მოქმედებას და სიტყვებს შორის კავშირს ვერ ვხედავ ზურა_საყვედურსაც კი ვერ ვეუბნებოდი ისეთს, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა, სულ სადღაც დამკარგვოდა ის სიბრაზე, შეხვედრამდე რომ მქონდა.
_მოვენატრე პატარა დაროს?!_იგივე კითხვა, მაგრამ სხვა, ფრო საყვარელი ფორმით დასმული
_პატარა დაროს მოენატრე, მაგრამ დიდი დარინე გიბრაზდება!_როგორც იქნა მივედით გორეების თავზე და ჩამოვხტი ჩემი "შავი მგელიდან". მიწაზე კიტელი დავაფინე და დავჯექი
_ჭკვიანი მყავხარ, მიყვარხარ და ტკივილამდე მენატრებოდი_მითხრა და ჩემს ფრთხილად გაფენილ კიტელზე ისე მიმაწვინა, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. სახე რომ დამიკაწრა მისმა უხეშმა წვერმა მერე გამოვერკვიე, როგორღაც დავიხსენი თავი მისი ალერსისგან და ელდანაკრავივით წამოვხტი ფეხზე
_ეს არის თავის მართლება?!
_არა, ეს მონატრებაა, შენ რომ დამმართე და გამაწამე ისაა!_მითხრა და ზურგზე გაწვა
_მგონი ტყუილად გამომყევი, შენ სათქმელი არაფერი გაქვს!_სახლისკენ გზას დავადექი გაბრაზებულმა
_მოდი ჩემთან, გვერდით მომიწექი და გეტყვი!_ერთი წინადადებით დამიბა ფეხები, ადგილიდან ვერ ვიძვროდი_დარო, მოდი გთხოვ, ვისაუბროთ!
_მე აქ ვიქნები, ისე მოგისმენ!_არადა ვხვდებოდი, სულ ცოტა კიდე და ისე მოვეხვეოდი დილამდე ვერ დავშორდებოდი
_ჩემი მშიშარა, პატარა დარო! მოდი გთხოვ, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ჩვენ ახლავე, რომ მერე ცხოვრება გავიადვილოთ ...
_შენ მარინეს უნდა დაშორდე!_შევბრუნდი და მკაცრი სახით და ტონით, სწრაფად ჩამოვაყალიბე ჩემი მოთხოვნა. ზურას კი ისეთი სიცილი დასტამაშებდა სახეზე ვერ მოვითმინე და ავტირდი_საერთოდ არ გიყვარვარ, უბრალოდ ერთობი ჩემთან
_სულელო, მე სხვანაირად ვერთობი! ეს კი ტანჯვაა ჩემთვის, სიყვარულით სავსე სასიამოვნო ტანჯვა!_დაჩოქილი მოვიდა ჩემამდე და ფეხებზე შემომეხვია_წამო დავწვეთ და ვისაუბროთ!
_დაწოლა აუცილებელია?!_ვცდილობდი არ მიმექცია ყურადღება იმისთვის რომ ფეხებზე მექაჩებოდა
_წამო და გაიგებ, რატომაც გთხოვ!_არ მეშვებოდა, არც სიტყვით და არც ქცევით, დავნებდი და გავყევი. გვერდით მიმიწვინა და ხელი მომხვია_გახსოვდეს! როგორაც არ უნდა ვიჩხუბოთ და რაც არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს დღის მანძილზე, საწოლში რომ ჩავწვებით და ერთმანეთს შევეხებით, ყველაფერ ცუდს ვივიწყებთ და სიმართლეს ვამბობთ!
_დიდი ხანი იფიქრე ამ სისულელეზე?!_გამეცინა და მივეკარი
_სისულელე არაა ეს, ეს არის "ჩვენი" კანონი დღეიდან!
_მერე ჩვენ რომ საწოლი არ გვაქვს?!
_აბა ეს რა არის?! რაც გვაქვს იმას დამჯერდი ჯერ, ხვალ ლადოს დაველაპარაკები და შემოდგომაზე ვიყიდით დიდ საწოლს!_თქვა და ხელები ისე გასალა, თითქოს მაჩვენა როგორ დიდსაც გულისხმობდა
_რატომ დიდს?! ღამით რომ დავწვებით და არ მომეკარო?! მერე კი სიმართლის თქმა არ მოგიხდეს?!_მოვედი ხუმრობის ხასიათზე
_არა, ვიცი რომ გასუქდები და მერე ადგილი რომ გვეყოს იმიტომ!_დამპალი, გასუქდებიო!
_შენ ხომ გიყვარს ფერხორციანი ქალები! მარინე მაგალითად!_მივედი სათქმელამდე
_ჰოოოო, მარინე! დიდი ხანი უნდა ეჭვიანობდე?!
_დიდი ხანი უნდა ავიტანო ეგ ქალი ჩემს ცხოვრებაში?!_წამომცდა, არ მინდოდა ასე მალე გამეცა თავი
_დარო, იმ დღეს!_სახე ჩემსკენ შემოაბრუნა და თვალებში ჩამხედა_კლიენტმა დაგვირეკა და გვთხოვა მე და ლექსოს შეხვედრა, არაოფიციალურ გარემოში. შემს სიცოცხლევ ვფიცავ დარო, მართლა ესე იყო.
_მერე?!
_მერე და ეს კლიენტი ქალი იყო, მარინე კი მისი მეგობარი. რომ გაუგია მე და ლექსო ვაკეთებდით პროექტს, უთხოვია მეც წამოვალ შეხვედრაზეო. ესე აღმოვჩნდით ერთად იქ, მე და მარინე. მერე კი დამაგვირგვინებლად შენ!_ხომ ვამბობდი არა, ის ქალი ჩემი სასჯელია. მართლა ძუკნაა, ყველანაირად ცდილობს ჩემი "სავი მგელი" ხელში ჩაიგდოს
_კიდე მეტყვი რომ, არ უყვარხარ?! ახლაც დაიწყებ მტკიცებას რომ უბრალოდ მეგობრები ხართ?! დღეს რაღა უნდოდა სახლში რომ ამოგაკითხა?! იქნებ ბარგიც ამოიტანა და დარჩა?!
_ეჭვიანობ პატარავ?!_მკითხა და ყელში მკოცნიდა
_შენ არ იეჭვიანებდი?! ჩემს რომელიმე ვითომ მეგობარს ამდენი რომ გაებედა?!
_გავაფრენდი ეჭვიანობით!
_ჰოდა მეც ჩემებურად გავაფრინე!_ზურგი ისე ვიბრუნე, როგორც საწოლში
_მაპატიე ის დღე?!_მკითხა და ზურგზე თითებით დამიწყო ფერება, რა საშინლად სასიამოვნო ყოფილა, მაშინ მივხვდი რატომ აჟრჟოლებდა ესე, და მთხოვდა გავჩერებულიყავი. სიამოვნებისგან ტუჩები მოვკუმე, მერე კბილებს შორის მოვიქციე და ძალიან ვცდილობდი კვნესით არ მესუნთქა_მაპატიებ?!
_ის დღე კი! დანარჩენს არა!_წამოდგომა ვცადე, რომ მის ალერსს გავქცეოდი. დამიჭირა, ზურგზე მომეკრა და ხალებიც მაგრად მომხვია_გამიშვი ნადირო!
_არა, მორჩა ჩემი ხარ! ეხლა ვერსად წამიხვალ წითელქუდავ_მე კი არ ვნებდებოდი და მთელი ძალით ვცდილობდი გავქცეოდი, ხელები რომ დამიჭირა ფეხები ავამოქმედე, ერთი ორი გემრიელად ვუთავაზე და რომ მეგონა ნანატრ თავისუფლებას მივაღწიე, მაშინ შემომეხვია და შერხევის საშუალებაც კი არ მომცა. ფეხები მის ფეხებში მოიქცია და მთელი ტანით მეკვროდა_ვერსად წამიხვალ დარინე, მზის ამოსვლას აქ შევხვდებით, ერთად! მერე ლადოსთან ჩავალთ და ყველაფერს ვეტყვით!
_სად ჯანდაბაში ეგდე ორი თვე?!_ისე ავტირდი, მეც კი ვერ გავაცნობიერე
_იმაზე ახლოს ვიყავი შენთან ვიდრე გგონია!_მითხრა და თმებზე მაკოცა
_საავადმყოფოდან რომ გამომიყვანე ეგ ვიცი, მერე სად იყავი?!_ცრემლები არ მელეოდა
_მეც ვიცი რომ იცი, შენი "მადლობაც" საშინლად მომხვდა გულზე!
_მერე?! რა გააკეთე იმისთვის რომ მადლობა არ მეთქვა და მეკოცნა?!_ვერ ვჩერდებოდი და საყვედურებით ვავსებდი_შენს გამო არც კი იცი რა გადავიტანე
_ვიცი, იმაზე ბევრი, ვიდრე გგონია, მაგრამ ესეც საჭირო იყო, გეცოდინება რომ უნდა მომისმინო და არ უნდა იქცეოდე როგორც 14 წლის მოზარდი! უნდა გაიზარდო დროა უკვე!
_ზრდასრული მარინე გყავს და გაიქეცი მასთან! მთელი ორი თვე ვნატრობდი შენს ნახვას, ორი თვე უშენოთ ცუდად ვიყავი, შენ კი ვინ იცი ამდენ ქალთან ერთად ერთობოდი, დამპალო!
_ჰო აბა, ვერთობოდი. სამსახური ლამის დავივიწყე და უკან დაგყვებოდი, თუ არა და ერეკლეს და ბელას ველაპარაკებოდი. შენი ხმა რომ მომენატრებოდა იმათ ვურეკავდი და ისე გისმენდი. სახლიდან უნივერსიტეტში გაცილებდი და უნივერსიტეტიდან სახლში. ჩემთვის ადვილი იყო გგონია შენს უკან სიარული, ან კიდე იმის გაგება რომ სამი გამოცდა ვერ ჩააბარე და თან ვის გამო?!
_შენ გამო!_ვუპასუხე და თვალებსი ჩავხედე
_არა, იმის გამო რომ ჯერ მოთმინება არ გეყო, მერე კი გამბედაობა და ნებისყუფა. მაგრამ არაუშავს, ბელა კარგად დამეხმარა. ბევრად შკვიანია ვიდრე შენ, პატარა უტვინო ბავშვო!
_ჰოდა წადი ბელასთან და ის გყავდეს!
_მე უკვე მყავხარ, და არ მინდა სხვა, უკეთესი ან საუკეთესო! მე ჩემი მინდა, ანუ შენ მინდიხარ, ეჭვიანო! თან ძმას ქალს ხომ არ ავახევ არა!_მითხრა და ხმამაღლა გაიცინა_იმედია, მიხვდი რომ ვხუმრობ.
_როდის გაიცვნენ ერთმანეთი?!
_ერეკლემ გააცნო და ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთურთი ბავშვებს!
_უფ, რაღა ბავშვებს!_ვუთხარი და ჩავეხუტე
_ვამაყობ შენით, არც ისე ადვილია სამი გამოცდა ორ კვირაში ჩააბარო, და თან მერე როგორ! ჩემი ნიჭიერი ხარ შენ!
_ეს შენ დაეხმარე ბელუსის გამოცდების დანიშვნაში ხო?!
_მე დავეხმარე ხოოოო? _ისე მითხრა რომ მაგრძნობინა ვინ ვის დაეხმარა
_მარინე?!
_რა მარინე დაროო, რა მარინე?! კაი რაა!
_უყვარხარ, ვიცი მის თვალებში ვკითხულობ და ვეჭვიანობ! არ შემიძლია ზურა, ვერ გავუძლებ გეფიცები!
_აი, ამოვა მზე ვეტყვით ლადოს და მერე ყველა ყველაპერს რომ გაიგებს გპირდები მარინე საერთოდ დაგავიწყდება!
_შენ დაგავიწყდება?! მას დაავიწყდები?!
_ მარინე და ყველა დანარჩენი ქალი გაიგე გოგო! დარო შემომხედე და შეიგნე რასაც გეუბნები, მიყვარხარ და მარტო შენ მინდიხარ, მჭირდები და კიდე უფრო და უფრო მინდები. წამო ავდგეთ ახლა და მივაკითხოთ მარინეს და შენი თანდასწრებით ვეტყვი რომ მიყვარხარ და შემოდგომაზე ჯვარს ვიწერთ!_ხელი გამიშვა და ფეხზე ადგა
_როდის?!_შემოდგომის გაგონებაზე შემაჟრიალა
_ახლა ადე და წამო, ნუ გადაგაქ სხვა თემაზე საუბარი!_მითხრა მკაცრად
_დაჯე უნდა ვილაპარაკოთ!_მოვლბი უცებ
_რაზე?! იმაზე ხომ არა, კიდე ერთი ზაფხულით გადავდოთ შენებთან საუბარი
_არა, მაგრამ ....
_რა საოცარი სიტყვაა "მაგრამ"! მიყვარხარ მაგრამ ..... მოგატყუე მაგრამ .... მინდა მაგრამ ..... გახსოვს?! მე მახსოვს!_თვალებში ისეთი ცეცხლი დაენთო, სული დამეწვა
_მოდი ჩემთან რა, გამათბე, მცივა!_ჩავრთე ქალური ფინთები
_ეშმა ხარ!_მოვიდა და მომეხვია_მართლა გაყინულხარ პატარავ
_მერე გამათბე, არც ლადო გაგვექცევა სადმე და არც მარინე! შემოდგომა კი მითუმეტეს!
მზის ამოსვლამდე ჩამეძინა, მის კოცნა ვიგრძენი და მერე ჩურჩულიც გავიგონე
_ძილისგუდა, გაიღვიძე მზე ამოდის. ნახე რა ფერია!
_ჩვენი "ფერია"!
_არა, ალიონისფერია!
_ჰოდა ეგ იქნება ჩვენი ფერიც, ალიონის"ფერი"!
_თანახმა ვარ, ალიონის"ფერი" სიყვარული მყავხარ შენ მე!
_შენ კი მე, მერე კი გვეყოლება ჩვენი ალიონისფერი ნაყოფი და დავარქმევთ "ლილეს"!_გულიდან უხეშად მომიცილა
_ეგ მაკლია შვილი გავაკეთო და სვანური სახელი დავარქვა!
_აო, კაი რააა! თან სვანები და რაჭველები შორი-შორს კი არ ხართ, ბიძაშვილ-მამიდაშვილები ხართ!_ვუთხარი და მისი გაბრაზებული სახე რომ არ დამენახა გულზე მოვეხვიე და ჩუმად ვიცინოდი
_ვიცი რომ იცინი, პარატა საზიზღარო. ეხლა სახლში უნდა დავბრუნდეთ, გაიღვიძებს სოფელი მალე და შეიქნება "პიკის საათი"_თავისივე ნათქვამზე გაეცინა, მერე შემომხედა და სერიოზული სახით მითხრა_რაც შეეხება "ლილეს" მე არ ვარ თანახმა, რამე სხვა მოვიფიქროთ უნდა!
ისე დამაჯერებლად მითხრა, თითქოს ექიმმა მშობიარობის დღე დამინიშნა და ბავშვი უსახელოდ გვჩებოდა. მეც მორჩილად დავიკარი თავი და სოფლისკენ წავედით. ამჯერად საკუტარი ფეხით. სახლამდე უხმოდ და შეხების გარეშე ვეფერებოდით ერთმანეთს, ისე როგორც ადრე. მისი ერთი გაღიმება რომ ჩემი აისიც იყო და დაისიც. ჭიშკარი შევაღე და ზურას გავხედე. ისიც ჭიშკართან იდგა და მელოდებოდა როდის შევიდოდი, მივუბრუნდი და ჩუმაად დავუძახე:
_ზურააა, იცოდე რომ მაინც ლილეს დავარქმევ, თორე არ ვიმშობიარებ!_გაბრაზება დაეტყო სახეზე, მაგრამ მალევე შეეცვალა ღიმილით
_შეიკავებ?!_და უხმო ხარხარის იმიტაცია გააკეთა
_დამპალოოოოო! აი ნახავ თუ არ შევიკავებ!_მივაძახე და ეზოში შევედი
სახლში შევედი, ზალიან ფრთხილი ნაბიჯებით, ოთახის კარები დავაჭრიალე თუ არა, ნაზო გამოვიდა
_ასე ადრიანად სად იყავი ბებო?!
_სავარჯიშოდ, გორეებზე დავრბოდი
_ვინმეს ბედითი არ ეგონო, თუ ღმერთი გწამს!
_შენი ვერაფერი გავიგე, გვიან ვიღვიძებ ზაქი ვარ, ადრე ვდგები და ბედითი! წავედი მე დავიძინე!_ამას ქვია მოხერხება და ჭკუა. საწოლში ჩავწექი და ტკბილად ჩამეძინა, არ ვიცი რამდენი წუთი ან წამი, მაგრამ ყველაზე ტკბილი იყო
_ღამე ზურასთან გაატარე?_დამეცა ტუზი თავში, სულ დამავიწყდა წერილის დამალვა
_ვისაუბრეთ და ვსიო! ახლა კი დამაძინე დაღლილი ვარ!_ვცადე მოშორება მაგრამ, გადაღლილმა შეცდომა დავუშვი "დაღლილი ვარ" არ უნდა მეხსენებინა
_დაგღალა გიჟო?!_ისეთი ხმა ამოუშვა ბელუსიმ დამაჟრიალა
_შენ ცოტნეს მიხედე და მე თავი დამანებე! მიდი გაიღვიძებდა და წყაროზე იქნება უკვე
_ცოტნე ზეგ ამოვა, ჯერ კიდე თბილისშია!
_ოოოო, შენ გცოდნია ყველაფერი. აირბინე და მარიკა გაიცანი, კოტეც იქნება სახლში! თამროს, ზურას და მე კი გვიცნობ უკვე!_ვუთხარი და გავხედე, ვიცოდი რომ გაწითლდებოდა და არც შევმცდარვარ, კალმახივით დაიკოპლა წითლად
_აუტანელი ხარ, მიკვირს ზურას როგორ უყვარხარ!
_იმას რომ შევუყვარდი, პატარა და საყვარელი ვიყავი, მერე გავიზარდე და აჰა!
...
ეს ყველაფერი აგვისტოს 3 რიცხვში ხდებოდა, ლადო კიდე სამი დღით უნდა დარჩენილიყო მაგრამ დილით დაურეკენ ქუთაისიდან და ერთ საათში უკვე მანქანაში იჯდა და მიდიოდა. ზურა კი ლადოს წასვლიდან ორი საათის მერე ჩამოვიდა, რომ გაიგო ლადოს წასვლის ამბავი, თვალებით გამბურღა, მანიშნა ჩვენს ადგილზე გამოდიო და ეზო დატოვა
_რატომ არ მითხარი რომ მიდიოდა?!_ლამის ღრიალებდა
_შენ თავს გეფიცები სამი დღე უნდა დარჩენილიყო, დაურეკენ და სასწრაფოდ წავიდა, მე ხომ ვერ შევაკავებდი არა!
_რატომ არ დამირეკე ჩამოდიოოოო?!
_არ გამახსენდა!_ეგ მარტლა ვერ მოვიფიქრე
_თუ არ გაიხსენე?_ისევ მე მადანაშაულებდა
_მასე გგონია? ადე წამო წავიდეთ ქუტაისში და ვუთხრათ ყველაფერი, ტან ყველანი ერთან იქნებიან და ნახავ რომ მეც მინდა!_არ დავთმე მეც
_ჰოდა წავედით! გაემზადე და ხვალ მივდივართ_მითხრა გაბრაზებულმა და წასვლა დააპირა
_მაკოცე რა!_გაჩერდა და გაკვირვებულმა შემომხედა
_როგორ შეგიძლია ერთი სუტყვით მატრიალო შენ ჭკუაზე?!
_ახალ ორი ვთქვი!_გავუცინე და მე მივიწიე მისკენ
_ნახე, ისე მშლი, მეორე სიტყვაც ვერ გავიგე!
_კარგად ვერ გშლი, ბევრს ლაპარაკობ და არ მკოცნი, არადა ერთხელ მითხარი, ბევრს გაგრძნობინებ და ცოტას ვიტყვიო!
_შენ ხო სიტყვაში ვერავინ მოგიგებს!_გაიცინა და მომეხვია
_შენც კოცნაში შემეჯიბრე, უკეთ გამოგდის!
_გაიზარდა ჩემი პატარა, ისწავლე დარო ეშმაკობებიიიი?! ეხლა რა მეშველება ჰა?!
_უშველებელი დაიმართე და შეეგუე!_ვუთხარი და მოვეხვიე_მიყვარხარ და სულერთია ჩემთვის როდის ვეტყვით ჩემებს და როდის არა, ან საერთოდ ვეტყვით თუ არა, წამო თუ გინდა ეხლა დავიწეროთ ჯვარი!
_არა, ჯერ ყველას ვეტყვით და მერე!_გაიმეორა მკაცრად
_კარგი! იყოს ეგერე!
_არ გინდა ხო ქუთაისში წასვლა?_მიმიხვდა ჩემი "შავი მგელი"
_არა, მინდა შენთან ვიყო.
_გჩუქნი ამ ზაფზულს და იცოდე, ზაფხულის ბოლოს ყველას ვეუბნებით!
_სულ ყველას! ვიცნობთ თუ არა სულ ყველას! სულ სულ!
....
ისევ ჩემი საყვარელი ზაფხული და დამალობანას თამაში. იმ ზაფხულს გაგვიადვილდა დამალობანა, ერეკლე და ბელა გვეხმარებოდნენ, ყველანი ერთად გავდიოდით სახლიდან და მერე ჩვენ ჩვენს სამალავში გაღმა სოფლის პირზე მიტოვებულ ქოხში ვნებივრობდით, ცუდი არაფერი იფიქრით, დუტ! ქალაქიდან ცოტნეს ველოდებოდით (გადავწყვიტეთ მისთვის გაგვემხილა) და სრული ბედნიერებაც დაიწყებოდა. მაგრამ ყველაფერი ისე ვერ მოხდა ჩვენ რომ დავგეგმეთ, ხელი კი აგვისტოს ომმა შეგვიშალა, ცოტნე რეზერვში გაიწვიენ. ეს ამბავი თამრომ ჩამოგვიტანა ქალაქიდან.
მარიკა ისე განიცდიდა და ტიროდა გეგონებოდათ უკვე მკვდარი ჰყავდა შვილიო, როგორ არ ვამშვიდებდით და რას არ ვეუბნებოდით, მაგრამ ყოველი აფეთქების ხმა, რომელიც სოფელში კარგად გვესმოდა, მისი მორიგი გაუსაძლისი ემოციური გოდების მიზეზი იყო. ერთხელ უკვე გითხარით მთაში შხვანაირი გლოვა იციათქო და აქც ეს იყო გამონაკლისი, თუმცა ცოტნე მკვდარი არ იყო!
ვისთვის მეშველა და დამემშვიდებინა აღარ ვიცოდი, მე თავად განვიცდიდი ცოტნეს იქ ყოფნას და აქ კიდე სამი ქალი გამიხდა ერთდროულად შეშლილი. თამრო, რომელსაც ძმა და შეყვარებული (სოსოც) ჯარში ყავდა, მარიკა რომელიც შვილს ცოცხლად გლოვობდა და ბელუსი, რომელიც მის საყვარელ ადამიანს მისტიროდა. მაშინ მივხვდი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელია გიყვარს, გიყვარს და მორჩა. ბელა საწოლიდან ვერ დგებოდა, სულ მობილური ეჭირა ხელში და მასთან დაკავშირებას ცდილობდა, მერე კი თუ ვინმე გავლენიან პიროვნებას იცნობდა და საბედნიეროდ ესეთები ცოტა არ იყვნენ, ყველას სათითაოდ თხოვდა, გაეგოთ როგორ იყო და სად იყო. ეს ინფორმაციები კი სამივეს ძალიან შველოდა. ხანაც კი პირიქით
მეორე დღეს კი ზურამ გამომიცხადა მეც მივდივარო .....
ჩემი იქამდე წვალებით შენარჩუნებილი სიმშვიდე, ერთმა სიტყვამ დაამსხვრია "მივდივარ" არ ვერიდებოდი რომ თინო თახში იყო, ფეხებში ჩავუვარდი და არაადამიანური ხმით ვევედრებოდი დარჩენას.
12...
მეორე დღეს კი ზურამ გამომიცხადა მეც მივდივარო .....
ჩემი იქამდე წვალებით შენარჩუნებილი სიმშვიდე, ერთმა სიტყვამ დაამსხვრია "მივდივარ".
ბელას ვამშვიდებდი როცა ერეკლე ოთახში შემოვიდა, უკან ზურა მოჰყვებოდა
_დარო, წამო ეკლესიაში მივდივართ!_რაღაც უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, ეკლესიაში წასვლაზე უარი როგორ მეთქვა. შარფი ავიღე და გავყევი. არცერთი ხმას არ ვიღებდით, მთელი სოფელი გლოვას ყავდა მოცული და ეს ბავშვების მორიდებულ მხიარულებაშიც კი იგრძნობოდა.
სოფლის ახლად აშენებულ ეკლესიაში ლამის მტელი სოფლის მოხუცებს მოეყარათ თავი. ყველანი თვალცრემლიანი და სანთლებით ხელში იდგნენ ხატების წინ და ლოცულობდნენ. გული მომეკუმა და ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა. ზურა ხელმარჯვნივ იდგა, ერე კი ხელმარცხნივ. ჩუმად ვტიროდი და ხელში ანთებულ სანთელს ვაწვალებდი. ზურა დაიხარა და ყურთან მიჩურჩულა "მივდივარ". კანკალმა ამიტანა და სანთელი ერეს შევაჩეჩე, ეკლესიიდან გავედი და ეზოს ბოლომდე შევძელი მისვლა, იქ კი ენერგია გამოცლილი ჩავიმუხლე და მთელი ხმით ვტიროდი. იქვე თავმოყრილი მოხუცებიდან ერთერთი მოვიდა და წამომაყენა
_გაუძელი შვილო, გაუძელი! ღმერთი მოწყალეა, ვილოცოთ უნდა!_ პირი დავაღე უნდა მეყვირა "აღარ შემიძლიათქო" ერეკლემ ხელი რომ ამაფარა და სულ ძალით გამიყვანა ეზოდან. ასე ძალით ჩამიყვანა რიონის პირზე. უკან კი ზურა მოგვყვებოდა
_წავიდეს! ნუ მოგვყვება! მეზიზღება! მარტო მტოვებს!_ტირილით ვყვიროდი და მისკენ გაწევას ვცდილობდი რომ დამერთყა, ის კი მშვიდად მოგვყვებოდა და ხმას არ იღებდა_წაეთრიე, წაეთრიე, წაეთრიე სადაც გინდა იქ წაეთრიე!
_გოგო რამ გაგაგიჟა მითხარი?! კაცი იმისთვის არის გაჩენილი იარაღი ეჭიროს და იბრძოდეს!_მიყვიროდა ერეკლე
_ეხლა არ მითხრა მეც მივდივარო!_ეს მეორე საშინელება მოხვდა გულს
_თუ საჭირო იქნება შენ არ შეგეკითხები!
_მაშინ ახლა რას მეუბნებით! წაბრძანდით!_ვთქვი და მდინარის ნაპირსკენ დავუყევი, ფეხის ხმა მომესმა, არ მიმიხედავს ისე მივხვდი ის იყო
_დამელოდე ვილაპარაკოთ!_ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა შიშმა ამიტანა, მაგრამ არ გავჩერებულვარ, უფრო ავუჩქარე ფერხ. რიონის ხმაურში ვერ გავიგონე მისი ფეხის ხმა, მოულოდნელად წინ დამიდგა და მკლავებზე ხელები ძლიერად მომიჭირა_ბავშვობ!
_არა, მე ქალი ვარ! ქალი რომელსაც საყვარელმა მამაკაცმა უთხრა "მივდივარ"!
_დარინე, ომია!_ისევ ისეთი შეუვალი და მკაცრი ხმა ჰქონდა_ომია და მე მივდივარ, მე შენგან არ ვითხოვ თანხმობას, ეს შენი გადასაწყვეტი არაა! მე შენგან მხოლოდ თანადგომას ვითხოვ! თუ არ შეგიძლია ....
_არ შემიძლია, მე მიყვარხარ და სიკვდილისთვის ვერ გაგიმეტებ!_ისტერიკას ვერ ვიშორებდი გულიდან
_წამო სახლში, შენ ეხლა დასვენება გჭირდება! მერე ვილაპარაკოთ, მარიკასაც უნდა ვუთხრა და მეგონა გვერდით დამიდგებოდი!_ეს ბოლო წვეთი იყო
_შენ გაგიჟდი?! ქალი კვდება ცოტნეზე ნერვიულობით და შენ კიდე იმას ეუბნები რომ მიდიხარ?! მე არავინ ვარ ზურა, მე ვარ ქალი რომელიც დღეს შენი გგონია, ხვალ კი ვინ იცის ვისი იქნება! მარიკა არ გეცოდება? ის დედაა! დედა რომელსაც ერთი შვილი იქ ყავს იმ ჯოჯოხეთში და ეხლა გინდა მეორეც გააცილოს?! შენ გული გაქვს?! ფიქრობ მაინც რას უნდა გრძნობდეს დედა?! კოტე?! თამროოოოო?!
_წამოდი სახლში და იქ ვისაუბროთ!_მარცხენა მკლავში ძლიერად მომკიდა ხელი და სახლისკენ წამათრია, ვუყვიროდი გამიშვი მტკივათქო_გაგიშვებ თუ დამშვიდდები და სახლში წამოსვალ
_თუ არა? რას იზამ?! _ვყვიროდი და ხელის განთავისუფლებას ვცდილობდი
_თმით წაგათრევ!_მითხრა გაბრაზებულმა
_არაკაცი ხარ!_ხელი შემიშვა, სახე ახლოს მომიყვანა და დამიყვირა
_სახლში დროზე!
უხმოდ დავემორჩილე მის ყვირილს და წინ წავედი. ცოტა ხანი მეყო ძალა, მერე კი ძალა გამომეცალა და მიწაზე დავჯექი, მომიახლოვდა, თავზე უხმოდ დამადგა
_არ გადაიფიქრებ?!_უფრო შევევედრე
_არა და ადექი!_ადგომა არ შემეძლო, ის კი ხელსაც არ მიწვდიდა
_თუ გეჩქარება წადი, მალე ამოვალ. ცოტას გონზე მოვალ!_მსვიდად ვუთხარი და რიონს გავხედე_არ ინერვიულო, თავს არაფერს ავუტეხავ!
ისიც გვერდით მომიჯდა და ხელზე ხელი მომკიდა
_დარო, მჭირდება შენი გვერდით დგომა, იმის ცოდნა რომ გიყვარვარ!
_მიყვარხარ და შენს გვერდით მინდა ვიყო!
_ჰოდა წამო, ავიდეთ და დედას უნდა ვუთხრა, მეგონა იამაყებდი რომ მივდივარ!
_არ ვარ მე გმირი, მე ეგოისტი ვარ. მინდა სულ გვერდით მყავდე!
_ცოტნე იქაა, მე ვერ დავრჩები დარო აქ!_მომეხვია, ისე მომეხვია სიკვდილი ვინატრე "ნეტა მოვკვდე, ასე მასტან ჩახუტებულს ამომივიდეს სული"
_რა გინდა?! გზა დაგილოცო?! არ შემიძლია და ნე მთხოვ! ისიც კი ვერ წარმომიდგენია დედაშენს როგორ ეტყვი, მოკვდება ქალი!
_შენ უნდა დამეხმარო!
_არ ვაპირებ!_ვთქვი კატეგორიულად
_წავედი
_შენ თუ წახვალ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდება!_მივაძახე
უკან სიძულვილით სავსე სახით გამოიხედა
_დასრულდა!
წავიდა და დამოტოვა "დასრულდა"
სახლსი ასულს უკვე ახალი ამბავი დამხვდა, მარიკა ცუდად გახდა და ყველანი ზემოთ ავიდნენო, მხოლოდ ერეკლე იჯდა მაგიდასთან და არაყს სვამდა
_შენ როდის მიდიხარ?!_ვკითხე და არყის ჭიქა მოვიძიე, დავასხი და პასუხს დაველოდე
_რეზერვში ჩავეწერები და თუ საჭიროა მეც წავალ!_მითხრა და თვითონაც შეივსო
_აბა თქვენს გზას გაუმარჯოს!_ჭიქა მივუჭახუნე და თვალდახუჭულმა გადავკარი, მეგონა ჩამწვავდა ყელს და გულს. მაგრამ მეამა, მეორე შევივსე ერეკლეს არ დაველოდე ცარიელ ჭიქას გავაწკარუნე
_კიდე გაგიმარჯოთ ბიჭებო!_ეხლა თვალები აღარ დამიხუჭავს, ისიც მეამა, მერე მესამე იყო. მესამეს მეოთხე მოჰყვა და მეხუთეს რომ ვავსებდი, ზურა და ნაზო შემოვიდნენ. ორივეს სახეზე გაოცება დავინახე და გავმხიარულდი_ამ ჭიქით კი ჩემო ერე, 21-ე საუკუნის გმირებს და ვაჟკაცებს გაგიმარჯოთ! ლაჩარი ქალები რომ გიდგათ გვერდით და სიცოცხლეზე მეტად რომ უყვარხართ! თქვენ გაგიმარჯოთ ჩემო ლომებო, ვეფხვები, ფოცხვერებო და მგლებო! მიდით იბრძოლეთ, იომეთ და მუსრი გაავლეთ! მერე რა რომ დედებს აატირებთ! მერე რა რომ დებს მხარს მოტეხთ! მერე რა რომ ვიღაცას ბედნიერებას მოსპობთ! თქვენ გაგიმარჯოთ ბიჭებო ახლა რომ ემზადებით წასასვლელად და იმათ იქ რომ იბრძვიან!_ერეს გავუღიმე და გადავკარი
_დარო ბებო, რა მოგივიდა?!_ნაზო გონზე ვერ მოსულიყო
_არაფერი ბეეე! კურსელმა დაურეკა მათი მეგობარი დაუჭრიათ და განიცდის!_ჩემ მაგივრად იცრუა ერემ
_არა ბეეე, გატყუებს! მოკვდა ბეეეე! მოკვდაააა!_ვუთხარი ნაზოს და ზურას ვუყურებდი, ისეთი გაბრაზებული იქამდე არ მენახა
_გამოდი ჰაერზე გავიდეთ მთვრალი ხარ!_მითხრა და ღია კარებში მელოდა
_გარეთ უფრო მომეკიდება, არ მინდა გამოსვლა. სახლში მინდა ვიყოოო! უნდა ვიგლოვოოოოო!
_ადე დარო მართლა გავიდეთ რაა, მეც ამერია თვალებში უკვე!_ძალით წამომაგდო ერეკლემ
_რა გინდათ რას მერჩით ჰააა? არ მინდა და ვსიო! თქვენ ხომ გინდათ და მიდიხართ! მე სახლში მინდა!_ვაპროტესტებდი, თუმცა უშედეგოდ
_დარინე, მომისმინე გთხოვ! პატარა მომხედე და მომისმინე!_მკლავებში მომიქცია და ისე თბილად მელაპარაკებოდა სულ ჩავუდნი_არაფერი არ დასრულებულა და არ მომკვდარა, გაიგე?! ორივე ავყევით ემოციებს, პატარა გევედრები ასე ნუ გამიმეტებ და გამაყოლე შენი სიყვარულით სავსე თველების მზერა დარო! გამიგე გოგო ცოტნეს გამო უფრო მივდივარ ვიდრე ვაჟკაცობის დასამტკიცებლად, მეშინია არაფერი დაემართოს დარო! შემომხედე გთხოვ და მაჩვენე რომ გიყვარვარ, ხომ იცი მოვკვდები თუ არ მეცოდინება როგორაც გიყვარვარ! მეც ეგოისტი ვარ დარო, მარტო ჩემ თავზე ვფიქრობ და შენზე არა! დარო გახსოვს რა გთხარი? ხშირად არ გეტყვი მიყვარხართქო, იმ დღის მერე ისე შემცვალე შენი სიყვარულით, თვითონ მიჩნდება სურვილი სულ სიყვარულზე გელაპარაკო პატარავ! დარინე მიყვარხარ! ზეცამდე დარო!_მომეხვია და თმებზე მკოცნიდა
_მაგრამ მიდიხარ ხოოო? და მე უნდა გაგიღიმო და გითხრა რომ მიყვარხარ, ისიც ხომ არ გითხრა შემთხვევით, ასწლიანი ომებიც რომ დაიწყოს მე მაინც დაგელოდებითქო?!
_დამცინი?!
_შენ არა, ჩემ თავს! _მისი მკლავებიდან თავი დავიძვრინე და სახლისკენ წავედი_გიყვარვარ?!
ვკითხე ისე, თავი არ მიმიბრუნებია
_დედამიწიდან ზეცამდე და ზეციდან დედამიწამდე!
_დამპირდი რომ დამიბრუნდები!_ისევ ზურგით ვიდექი
_შემომხედე დარო გთხოვ!_მივბრუნდი და დავინახე მთვარის შუქზე როგორ კრიალებდნენ მისი თვალები
_გული ვერ გიშვებს ზურა, გონებაზე ძლიერია დამიჯერებ?!
_გპირდები დაგიბრუნდები და მაგ გულს სულ ფერებით შემოვირიგებ! სულ კოცნებით დავატკბობ დარო, ოღონდ მითხარი რომ გიყვარვარ!
_მიყვარხარ!
_ზეცამდე და ....
_მიყვარხარ!
_სხვა არაფერი?! სად არის ის შენი ლამაზი სიტყვები?!_მეკითხებოდა და სიტყვების შუალედში მკოცნიდა
_მთვრალი ვარ და არ მახსენდება, ასე რომ მიყვარხარს დამჯერდი! დამიბრუნდები და მერე გეტყვი დანარჩენს
ცოტა ხანი ვისაუბრეთ და მერე სახლში მიმიყვანა, მაკოცა და მთხოვა
_ხვალ არ გამაცილო გთხოვ! ვერ შევძლებ შენს უკოცნელად წასვლას დარო!
_მეც ვერ შევძლებ გაგაცილო!_მოვეხვიე და წამებით ავედი სახლში. ნასვამი რომ ვიყავი გამიმართლა და მალევე ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე უკვე წასული იყო. შეტყობინება დამხვდა:
"გახსოვდეს რომ მიყვარხარ და მე შენი სიყვარული მჭირდება. მომწერე რომ გაიღვიძებ. დარო მარიკას მიხედე გთხოვ. შენს იმედად ვტოვებ!"
ძლივს ავედი ზემოთ მარიკას სანახავად, მოვუბოდიშე რომ საღამოთი ვერ ვნახე, ისევ კურსელის ისტორია გავიმეორე და ვეცადე დამემშვიდებინა. სახლში ჩამოსულს, ბელა ჩანთებით ხელში დამხვდა მივდივარო
_მეტი აღარ შემიძლია, გევედრებით მითხარით რომ მეტეორი მოფრინავს დედამიწისკენ და 2 წუთში ავფეთქდებით!_ვთქვი მშვიდად და საწოლზე დავწექი_სად მიდიხარ?! თბილისში რას გააკეთებ?! ეხლა არ მითხრა მეც იარაღს ავირებ და ვიბრძოლობო. ამიხსენით გთხოვთ ვინმემ, მხოლოდ მე ვარ ესეთი დებილი?! ან უგულო?! დავიღალე ბელა, დავიღალე და ძილი მინდა. ყველაფერი რომ დამთავრდეს გამაღვიძე!
_დარო, ნუთუ ვერ ხვდები?!
_რას ბელა?! იმას ხომ არა, შეყვარებული რომ ომში გყავს შენც და მე აი წუთი წუთზე შემოგიერთდებით შენ და თამროს! ის ხომ არა, ჩემი ხუთი ძმიდან ხუთივე რეზერვში რომ ჩაეწერა?! ან იქნებ ის, დედაჩემი და დეიდაჩემი გიჟებს რომ დაემგვანებიან მალე?! არა უფრო ის, ჩემმა სულელმა მეგობარმა შეყვარებულის სანახავად გორში წასვლა რომ გადაწყვიტა?! წადი ბელა, გზა მშვიდობისა, ასე მშრალად დამჯერდები თუ გამოვიტანო არაყი?!
_შენ არანორმალური ხარ!_მოვიდა და საწოლში შემომიწვა_რა გვეშველება?!
_ლოდინი, თინოს დიდი ბიბლიოთეკა აქვს და არ მოვიწყენთ!
_ვერ ხარ შენ!
_ახალი ამბავი!_გავუცინე და ჩავეხუტე_ჯარისკაცების შეყვარებულთა კლუბს ვაყალიბებ, გაწევრიანდები?!
....
ზურა ხშირად მირეკავდა, რეზერვში ჩავეწერეო და ვემზადებიო. ცოტნე ჯერ არ ენახა და ძალიან განიცდიდა, მერე კი საქმეში ბელას გავლენიანი სანაცნობო ჩავრთეთ და ცოტნეს მივაკვლიეთ. ბელამ ესაუბრა და უთხრა ზურაც წამოვიდაო. ცოტნემ კი ჩვენ გვთხოვა იქნებ გადააფიქრებინოთო. რომ გაიგო საქმის ვითარება, ბელას სთხოვა ეგებ ნაცნობობით მოვახერხოთ და აქამდე როგორც ჟურნალისტი ან ფოტოგრაფი ჩამოვიდესო.
_ზურა, ბელა ცოტნეს ესაუბრა, შენი ნახვა უნდა_დავურეკე იმ წუთშივე
_როგორაა? ცოცხალია? კარგადაა?!
_ყველაფერი კარგადაა დედას გეფიცები, უბრალოდ უნდა რომ გნახოს, ოღონდ ან ჟურნალისტად უნგა გაგასაღონ ან უცხოელ ფოტოგრაფად!
_დარო ხუმრობის არც დროა და არც ხასიათი მაქვს!
_არ გეხუმრები! მალე ცოტნე დაგირეკავს და გთხოვ დათანხმდი, ხომ დათანხმდები?!
_რა ჩაიფიქრა?!
_არ ვიციი გეფიცები! გთხოვ დათანხმდი!
_ეშინია რომ სხვაგან მოვხვდები და ვერ დამიცავს?!_(სულ დამავიწყდა მეთქვა, ცოტნე პროფესიით სამხედროა, ის ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა)
_გთხოვ! მხოლოდ ამას გთხოვ!
_ის იბრძოლებს და მე აპარატს ვაჩხაკუნებ ხოოო?!_ისეთი ხმით მითხრა, მივხვდი თავი შეურაწყოფილად იგრძნო
_მის გვერდით იქნები ზურა! გთხოვ!
გამითიშა და იმის მერე აღარ უპასუხია არცერთი ჩემი ზარისთვის!
ბევრს არ გავაგრძელებ, ცოტნემ ზურა დაითანხმა და მათთან ერთად იყო, ოღონდ ფოტოაპარატის მაგიერ ავტომატით. დათმობაზე წავედი რომ საერთოდ ცოტნეს ნაწილს მიმამაგრესო, და ფოტოგრაფობა უკვე ზედმეტიაო! მე არ მეკონტაქტებოდა, ბელასთან ქონდათ ორივე ძმებს კავშირი. ბოლო დღეს ცოტნე მუხლში დაიჭრა და ამის მერე ბელა სოფელსი ნამდვილად ვერ გაჩერდებოდა. მარიკა თამრო და ბელა კოტემ წაიყვანა თბილისში.
დავრჩი მარტო. ყოველ წუთს ველოდი მის ზარს! უშედეგო!
ბელამ თბილისიდან დამირეკა ყველაფერი კარგად არის ფეხი შეუნარჩუნდაო, ისეთი ბედნიერი ვიყავი სულ დამავიწყდა ზურაზე მეკითხა რამე! გავუთიშე და დავიძინე! დილით ტკივილის შეგრძნებამ გამაღვიძა, თვალი მანამ გავახილე ვიგრძენი რომ ჩემს გვერდით იყო. ხელები ისე მაგრად მოეხვია სისხლს მოძრაობა უჭირდა
_რუსებს ვერაფერი დაუშავეთ და მე გინდა მომიღო ბოლო?!_ვკითხე ისე რომ თვალიც არ გამიხელია
_მიყვარხარ დედამიწიდან ...
_ზეცამდე და ზეციდან ...
_დედამიწამდე მიყვარხარ!
_მომენატრე და აღარ დამტოვო რააა! საერთოდ აღარასდროს ზურა! წამო ჯვარი დავიწეროთ რაააა!
_ეხლა მარხვაა!
_რომ დამთავრდება მერე, ავიდეთ სალოცავზე და დავიწეროთ, გთხოვ!_სულ არ მაინტერესებდა ქალური თავმოყვარეობა რა ხილი იყო
_სოფლის ეკლესია რით არ მოგწონს?!
_ჩემი დასაწუნი რა აქვს, უბრალოდ მე იქ მინდა!
_კარგი, იყოს ეგრე! აგვისტოს ბოლოს ლადოს და მამუკას ველაპარაკებით და სექტემბერში ჯვრისწერა!_მითხრა და მაკოცა, ამ კოცნის მერე გამახსენდა ნაზო სახლში რომ იყო
_დაიცა და ნაზოოოო?!
_თინომ შემომიშვა, მოვქრთამე!_მითხრა ჩუმად
_როგორ?!
_შოკოლადის ტორტი ამოვუტანე დიდი!
_სად იშოვე ამ შუა ომის დროს შოკოლადის ტორტი ჰაა?!_გაგვეცინა და ხმა რომ არავის გაეგო საბანში ჩავძვერით!
_შენთვის მალინის ამოვიტანე!_მითხრა საბნის ქვეშ სიბნელეში
_ჩემი ყურადღებიანი _მივეალერსე მონატრებულს
_ყურადღებიანი და უბრალოდ მოფერება?! სად არის მადლობის მაგიერი მხურვლე კოცნები პატარავ?!
_გაჩუმდი თორე ისე გაკოცებ აგაკვნესებ და მერე ნაზოც წამოგვადგება თავზე!_15 წლის ბავშვებივით ვთამაშობდით საწოლში
_წამო ჩემთან ცარიელია "ბაითი"!_და ისეთი გაიცინა, გვერდით ოთახიდან თინომ რამდენჯერმე მოაბრახუნა
_მაკოცე ბევრი, მერე გაიპარე ჩუმად და მეც მალე ამოვალ!_დავარიგე ჩემი "შავი მგელი"
გამიჭირდა მაგრამ სახლიდან ნაზოს შეუმჩნევლად გავაპარე. ამაში კი, ლომის წვრილი თინოს მიუძღვოდა
_შენს რომეოს გადაეცი ის ტორტი შემოპარვის იყოოო! გაპარვის კი ვალად აქვს!_მითხრა და თვალი ჩამიკრა
_ვაიმეეე, რა ავი გახდი! როგის წაგიყვანს პიტერპენი ჰაა? ცოტა რომ მოლბე და აღარ იგესლებოდე?!_გავუბრაზდი და დივანზე ისე ჩამოვუჯექი ლამის კალთაში ჩავუხტი
_უზრდელო და გაუზრდელო! ვერ გასწავლე ვერაფერი ამდენი წლის მანძილზე!_გამიწყარა მამიდა, მე კიდე მივუბრუნდი და ჩავეხუტე
_თინო, დარწმუნებული ვარ გამზრდელი ზეპირად იცი და ბაბუს დამბაჩა ხომ არ გამოგიტანოოო?!_ვკითხე და პასუხს არ დაველოდე ისე დავუწყე წვალება, ხან ვუღიტინებდი, ხანაც ვჩქმეტდი და ვკოცნიდი_შენ ხარ ჩვენი სიყვარულის მფარველი ანგელოზი, მამიდა!
_არ დაკარგოთ ერთმანეთი მე მხოლოდ ამას გთხოვთ!
_ძაანაც რომ მოვინდომოთ მაინც არ გამოგვივა, უკვე მოვწამლეთ ერთმანეთი!
მთელი დღეები მასთან ვიყავი სახლში, ზეიმი გვქონდა. არავის ვემალებოდით და თავისუფლად ვგრძნობდით თავს. საღამო ხანი იყო, ფილმს ვუყურებდით ძაღლმა ყეფით რომ გააყრუა ეზო. ფეხზე წამოვხტი
_ვინ უნდა იყოს?!_ისე გავიკვირვე სტუმარი, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით
_გავალ და ვნახავ, აბა რა ვიცი!_რადგან სახლში ვიყავით შეყუჟულები, ძაღლი აშვებული გვყავდა, ეზოშიც რომ ვერავინ შემოსულიყო დაუკითხავად. ზურა გავიდა და მეც ფანჯარას ავეტუზე, ფარდას ვიფარებდი და დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობის გაგებას ვცდილობდი. არ დაუყოვნებია, ბომბორა დაიჭირა ხელით და მარინეს ანიშნა შემოდიო. მთებიც და მწვერვალებიც თავზე დამეცნენ, სიბრაზემ და ეჭვიანობამ ერთიანად ამაკანკალა, მომინდა ზურას ბომბორასთვის ხელი გაეშვა და მარინე ნაკუწებად ქცეული მენახა. გონზე მალე მოვედი და მეორე სართულზე ფრთხილად ავედი. თამროს ოთახში შვიპარე, კარი გადავკეტე და საწოლზე მივწექი. ქვემოდან ჯერ საუბარი მესმოდა, ვერ ვარჩევდი სიტყვებს მაგრამ დიალოგი იყო და არა მონოლოდი, მერე კი ტირილის ხმა მომესმა. მივხვდი რაც ხდებოდა და არც კი მიცდია ყურადღება დამეძაბა. შემეცოდა, იქამდე თუ მძულდა და მისი სიკვდილი მინდოდა, ეხლა მეცოდებოდა. ადრე მისი სიცილი იყო ჩემი ტანჯვა, იმ დღის მერე კი ბევრჯერ მინახავს სიზმრად მტირალი მარინე, და ეს მტკიოდა.
ტირილი რომ შეწყდა, სიჩუმემ დიდხანს გასტანა. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან შემეშინდა, სიცივე ვიგრძენი და ავკანკალდი. საბანი შემოვიხვიე და თვალები ისე ძლიერად დავხუჭე, ქუთუთოები ამეწვა. ფიქრებში წავედი, საზიზღარი აზრები მიტრიალებდა თავში. უფრო უხამსი, რა შეიძლება დამხვედროდა ქვემოთ თუ ჩავიდოდი. მგონი ფიქრებიც არ ყოფილა და მესიზმრებოდა. გონზე კარებიზე ბრახუნმა გამომიყვანა
_დარინე გააღე ეხლავე!_ბოლო ხმაზე ყვიროდა ზურა, არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა მე და ის როგორ ცდილობდა ჩემს გაღვიძებასმ მაგრამ კარი რომ გავაღე, სახეზე ფერი არ ჰქონდა_გევედრები ასე არასოდეს მანერვიულო პატარავ, დარო კარები არასდროს ჩაკეტო გთხოვ!
_მეძინა სულელოოო!_ვუთხარი და წელზე შემოვეხვიე
_არ აქვს მნიშვნელობა გეძინება თუ არა, კარი არ დაკეტო, შევთანხმდით?!
_შევთანხმდით!
_ჩემს ოთახში რატომ არ შედი?! ეხლა მაინც არ ვიყავი მე, რამ შეგაშინა?!
_მეგონა მარინეს ამოიყვანდი და ხელს ხომ არ შეგიშლიდი!
_რა ბინძური აზრები გიტრიალებს თავში წითელქუდავ!_სიცილი ვერ შეიკავა_გვერდით ოთახიდან აპირებდი თვალყურის დევნებას?!
_ჰოოო! შევამოწმებდი რამდენად კარგი ხარ და მერე გადავწყვიტავდი ყველაფერს!
_ეგ რომ მცოდნოდა ისე ჩუმად არ ჩავატარებდი ყველაფერს, ისე ავაკივლებდი, შენც კი ვერ დაიძინებდი ერთი თვე!
_ვითომ შეძლებდიიიი?!_ვკითხე და ნიშნისმოგებით ავხედე
_მოდი დაგიმტკიცებ!
_მარინეს მოიყვან?!_რა ბოთე და მეამიტი ვარ, ვერ დავმალე რომ ვეჭვიანობდი
_მარინე რად მინდა, უნდა დაგიმტკიცო და შენ კი აქ ხარ!_ხელში ამიყვანა და თავის საძინებლისკენ წავიდა
_ზურა, კაი რააა. ნუ სულელობ არ გიხდება ბავშვობა!
_ბავშვები ასე არ იქცევიან, ეს დიდების გართობაა დარო!_კარები შეაღო და ჩემში შიშმაც დაიწყო ზრდა
_ზურა!_ცრემლებით ვუთხარი მისი სახელი, ის კი ჯიუტად მიდიოდა წინ. საწოლზე დამაწვინა და ...._ზურა გთხოვ!
_არ გინდა თხოვნა ისედაც ვიცი რაც გინდა_ჩემს მაისურს დავუწყეთ წვალება, მე ქვემოთ ვექაჩებოდი, ის კიდე ზემოთ. სახეზე ვერ ვუყურებდი, თავი ჩემს ყელში ჰქონდა. მეტის გაძლებ არ შემეძლო, მოვეშვი მთელი სხეულით და მაისურსაც შევეშვი. მხოლოდ ცრემლებს მივეცი საშუალება ჩემი განცდებით ელაპარაკათ_პატარა შენ რა ტირი სულელო?!
ხმას არ ვიღებდი, ტუჩებს ვკუმავდი და ვტიროდი
_დარო, სულელოოოო, გეხუმრე გოგო! მართლა კიარ ვაპირებ რამეს!_ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ უჭირდა სიცილის შეკავება, ტუჩემს თავს ვერ უყრიდა. მეუბნებოდა დამშვიდდიო და რომ არ გაცინებოდა კბილით ენას იკვნეტდა
_დამპალოოოოო!_როგორც იქნა ამოვიღე ხმა და მოვაყოლე ხმამაღალი ტირილიც_მიდი ხო დამცინე, დამცინეეე! უგულო ცხოველოოოო!_ვუყვიროდი და ძალაზე მოსული მუჭებს ვურტყამდი
_პატარა მშიშარა ქათამი ხარ!_მითხრა და გვერდით მომიწვა_რამ გაფიქრებინა, რომ რამე იქნებოდა ბოთუნა ბავშვოოოო! მაგრამ რა მიკვირს, მართალია რომ ამბობენ "მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო" თუ პირიქოთ აღარ მახსოვს
_არც მე მახსოვს!_ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი
_მითხრა მიყვარხარო!_მართალია ვიცოდი რომ უყვარდა, ამას მის თვალებსი კარგად ვხედავდი, მაგრამ ეს აღიარება უკვე ყველა საზღვარს ცდებოდა
_მერე!
_ვინერვიულე რომ გავიგე წახვედიო!
_როგორც ჩანს მარტო არ ვყოფილვარ ამ გრძნობასთან!
_კაი რა, მოდი ჩემთან! ნუ ეჭვიანობ, ვუთხარი საცოლე მყავსთქო! მოდი დარო, ჩამეხუტე რა.
_მერე რაო?!
_ვიციო_ამას მართლა არ ველოდი, საცოლე რომ ვიყავი, მხოლოდ მე და ზურამ ვიცოდით, იმ ეშმაკმა საიდან გაიგო?
_მაგან მაინც რა იცის?! ან იქნებ სხვა გყავს და მე არ ვიცი?!_მივწვდი ფიქრებით სხვა მხარეს
_ვაიმეეე, რა მეშველება ჰააა?! როდის უნდა გაიზარდო გოგოოო?! იმ დღეს ბარში მივხვდი რომ ერთმანეთი გიყვართო!
_კიდე კაი, არც ისე ბოთე ყოფილა და იმედია იმასაც მიხვდება , თუ სიცოცხლე ეძვირფასება, არ უნდა გაგეკაროს!_მივედი და გვერდით მივუწექი_მიყვარხარ და ვერ გავიყოფ შენს თავს სხვასთან!
_კაი ერთი, ჩემთან სექსი შენ არ გინდა და არც ის გინდა სხვასთან მქონდეს?!_მეკითხებოდა და თვალებს არ მაშორებდა, იცოდა სექსის ხსენებაზე რომ გავწითლდებოდი და ელოდა ჩემს ანთებას
_სექსი, სექსი, სექსი! ბლა, ბლა, ბლა! სხვა იცი რაიმე?!_ვცდილობდი სიწითლე გაბრაზებით დამემალა
_მიდი, მიდი გაიმეორე ეგ სიტყვა ბევრჯერ, ივარჯიშე, ჯერ სიტყვის წარმოთქმაზე რომ წითლდები და მერე ყელს ოდნავ ქვემოთ კოცნის რომ გეშინია, ქათამო!_დამცინოდა და სულაც არ ვეცოდებოდი
_არ ეშინია და არ ცხვენია მარინეს და მიდი გაეკიდე, ახლა მაინც გაქვს მისგან "დაბრო"_წამოცხტი საწოლიდან და სახლიდან უკანმოუხედავად გავიქეცი. ბომბორასიც კი არ შემშინებია ისე გავედი ეზოდან და ავირბინე სახლში
_ყავას დალევ?!_მკითხა თინომ
_ცეცხლს დავლევ და მერე ნავთს მივაყოლებ!
_ცეცხლი არ გვაქვს, არც ნავთი! ყავა გვაქვს და შოკოლადის ტორტი!
_ყავა მინდა და მალინის ტორტი!
_უფ, მალინას დაგიხატავ!
_არ მინდა, მე მოვიტან!_მივაძახე და ისევ გავედი სახლიდან, ისეთივე სისწრაფით ავედი ზურასთან, როგორაც ჩამოვედი_ტორტი მინდა, სად არის?!
_ჯერ მაკოცე და მერე!
_მეტი არაფერი?!
_მეტი არ შეგიძლია შენ, თორე მინდა!
_ხანდახან რა მიხვედრილი ხარ, ტორტი მინდა!
_მე კიდე კოცნები!
_აქამდე ერთი გინდოდა!
_ბევრს თუ ილაპარაკებ კიდე რაღაცეებს მოვითხოვ!_ვერ მალავდა ჩემი წვალებით მიღებულ სიამოვნებას
_მოდი და მაკოცე!_ვიდექი და ველოდი
_ეს შენ გინდა ტორტი და არა მე!
_მე ტორტი მინდა და მოვედი ტორტისთვის, შენ კი კოცნა გინდოდა და თუ გინდა მოდი და მაკოცე!
_კარგი, შევთანხმდეთ, მე ტორტს გამოვიტან და სამ დათვლაზე გავცვალოთ!_რა საყვარელი "შავი მგელი" მყავს მე!
_"მოსულა"!_და დაველოდე ტორტს, გამოვიდა და რას ვხედავ, სულაც არ არის მრგვალი და ხელუხლებელი
_უუუუუ ცოტა შემომეჭამა! _მითხარ და გამეჭყანა საყვარლად
_ჰოდა მაგის გამო კოცნები შეგიმცირდება!
_ერთზეც თანახმა ვარ!
_ერთი, ორი, და სამი ..... _და გავცვალეთ



№1 სტუმარი tamuna

kidev ertxel siamovnebit vkitxulob.. <3 tavebi gaqvs gamorchenili

 


№2  offline მოდერი zgarbuna

მადლობა! heart_eyes heart_eyes თავებს რაც შეეხება რამდენიმე გავაერთიანე თორე არ გამომრჩენია მგონი :)
--------------------
ნინულია

 


№3 სტუმარი მიკა

ვერ გავიგე რატო იჩხუბეს სად ნახა ასე საეჭვიანოდ და რა მოხდა საერთოდ . თავი არ გამონიტოვებია არაადა

 


№4  offline მოდერი zgarbuna

მიკა
ვერ გავიგე რატო იჩხუბეს სად ნახა ასე საეჭვიანოდ და რა მოხდა საერთოდ . თავი არ გამონიტოვებია არაადა

smile smile
ახლა ისე გემრიელად ვიცინი ჩემს თავზე, ბოდიში :* ახლავე გამოვასწორებ შეცდომებს
--------------------
ნინულია

 


№5 სტუმარი მიკა

ArauShaaavs ..ramdenjer davubrundi,etyoba boloshi gamomrcha raghacatqoo arada amagham.iseti mkvdari neti maq,nu ityvit :-D :-D :-D

 


№6 სტუმარი ani

Kargi iyoo zaan amousuntqavad wavikitxeo rom ityodnenxolme cotati mikvirda da me damemarta mase

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent