შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი და მწვანე (თავი 1)


1-11-2016, 19:17
ავტორი 13mariammi
ნანახია 1 541

თავი 1
"-მარიამ, ადექი დეე დაგაგვიანდება!
-აუუუ ჰოო ვდგები ვახ ვდგები! არ დაგაძინებენ რაა.. - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და დედას უკმაყოფილო სახით გავხედე. ალბათ იფიქრებთ, რომ სკოლაში მაგვიანდება, მაგრამ ცდებით. შუადღის 2 საათია და სამოდელო სააგენტოში ბოლო გაკვეთილზეც რომ დამაგვიანდეს, მომავალ წელს ვინღა მიმიღებს?! ისე, ღირსი კი ვიქნები ;დ
სწრაფად გავემზადე (ჩემი "ბედნიერი" გამომეტყველება რა თქმა უნდა არ მომშორებია სახიდან) თმა გავიშალე, მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისი იყო და ნამდვილად ძალიან ცხელოდა! თეთრი ზედა, ღია ფერის ჯინსის შორტები და თეთრი კედები ჩავიცვი. სახლიდან გავედი. "ჯანდაბაა!!" ისე ვიყვირე მეზობელმა გაიგონა და შემრცხვა. ყურსასმენები დამრჩა. უკან მივბრუნდი და რათქმაუნდა დედამ მომაძახა: "ოჰ, ყურსასმენები არსად დაგეკარგოს!" გამეცინა და სწრაფად გამოვედი.
სააგენტოში რომ მივედი გამომიცხადეს დღეს რადგან ბოლო გაკვეთილია არ ჩაგიტარებთო და ვისაც გინდათ წადითო. მეც მეტი რა მინდოდა? ავდექი და წამოვედი. ჩემდაქალებს დავურეკე, ორივეს მარიამი ჰქვიათ. მოკლედ სამი მარიამი ვართ;დდ ჩემთან სახლში ავედით და ფილმს ვუყურებდით როდესაც დედაჩემმა დამიძახა ხუთი წუთით გამოდიო.
-რაიყო -არვიცი რატომ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან უხეში ვარ.
-ნელი ბებომ დარეკა, დედი, და მითხრა რომ ხვალ სოფელში მიდიან ეგ და ელენიკო, მარიამიც წამოვიდესო.
-აუ დეე ესე ადრე რატომ მიდიან? რავაკეთო მერე იქ ორი თვე, თქვენ ხომ მერე ჩამოდიხართ ხოლმე აგვისტოში და..- წუწუნი დავიწყე მაგრამ ნანამ(დედაჩემმა) გამაწყვეტინა:
-ვაიმე ნუ ბოდიალობ რაღაცეებს წახვალ თუ არა?
3 წუთიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე:
-კაი ჰოო ჯანდაბას, წავალ..
-ჰოდა მიდი ჩაალაგე.
ისევ მარიამებთან შევედი ოთახში და ვუთხარი რომ ხვალ მივდიოდი. გამომლანძღეს მარტო გვტოვებო და სისულელეები დაიწყეს ;დდ ხუმრობით რათქმაუნდა. ორივეს დავემშვიდობე და შევუდექი ბარგის ჩალაგებას. თან ვფიქრობდი, წარმოვიდგინე ელენეს სოფელი. საოცარი ადგილია. ულამაზესია! იქ ყოველთვის კარგად ვერთობი. ელენე ჩემი ნათესავია და ძალიან მიყვარს, კარგი გოგოა, მაგრამ ცოტა სხვანაირი. არ ვიცი როგორ ავხსნა. "ძერსკობს" და თავს იდებილებს. მაგრამ მის საქციელებს ყურადღებას არ ვაქცევთ იქ არავინ. ბევრი ბავშვია ხოლმე ყოველთვის. განსაკუთრებით აგვისტოში. ბედნიერი ვარ ! ხვალ დაიწყება ჩემი საზაფხულო ისტორიები. "აი ეგ იქნება ძმაო აწყვეტაა"- როგორც ჩემი შუათანა ძმა ამბობს ხოლმე;დდ
კარგი დროა, დავიძინო, ხვალ სხვა მარიამი ვხდები!!
დილით 8- საათზე ავდექი. მაღვიძარა არ დამჭირვებია. ზოგადად საერთოდ არ მჭირდება. ზუსტ დროს მეღვიძება ხოლმე უბრალოდ მერე ლოგინში ნებივრობა მიყვარს ;დ
კომფორტულად ჩავიცვი. დახეული ჯინსის შარვალი, სუპერსტარის შავი კედები და ყვავილებიანი ტოპი. ლისის ტბაზე წამიყვანა მამაჩემმა მანქანით. იქიდან კი ნელი ბებო, მე და ელენე წავალთ მანქანით. მე და ელე მთელი გზა ვლაპარაკობდით, ვიცინოდით, გამვლელებს ვიღაც უცხოებს ხელს ვუქნევდით მანქანიდან და დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი შევამჩნიეთ. უკვე სახლთან ვიყავით. სიცილ-კისკისით გადმოვედით მანქანიდან. შევამჩნიეთ იქვე ჩვენი ნაცნობი გოგოები, ლიზა და მაკო ისხდნენ. მათთან მივედით, მივესალმეთ და მალევე შემოვედით სახლში რადგან ვიღაც ბიჭებთან ერთად აღმოჩნდენ ვისაც არ ვიცნობდით. ერთმა კი გადამრია ისეთი სიმპატიური იყო, საოცარი მწვანე თვალები და გამოყვანილი ნაკვთები ჰქონდა.. ვაღიაროთ, ისიც გაშტერებული მიყურებდა. ო ღმერთო! ჩემი გარდასახვა დაიწყო! როდიდან ვაკვირდები ბიჭებს? დღეიდან :3 ო როგორი გართობა ვიცი თქვენ ხომ აზრზე არ ხართ (რათქმა უნდა ყველაფერი ნორმის ფარგლებში) სახლში შემოვედით რომ ყველაფერი მოგვეწესრიგებინა. საღამოს 6 საათზე უკვე ყველაფერი მზად იყო, სუფთა სახლი, და საჭმელიც კი მოვამზადეთ. გარეთ ნამდვილად ციოდა, მაგრამ მე და ელე ისეთი აჟიტირებულები ვიყავით, შორტებით და ტოპით გავედით "ბირჟაზე". ფეხი გავადგი თუარა სახლიდან, მაშინვე ბოხმა ხმამ დამიძახა: "მარიამ!". გული ამიჩქარდა. საღამო რომ არ ყოფილიყო ყველა შეამჩნევდა რომ გავწითლდი. რა ჯანდაბაა ეს? იმედია გულის პრობლემები მაქვს და იმედია ესბიჭი არმომწონებია... ჰო, მან დამიძახა, მწვანეთვალებამ. უკან მივიხედე და ვითომც არაფერი, უემოციოდ ვუთხარი:
-გამარჯობა.
-გამარჯობა, მარიამ.. -ჩემი სახელი ახლა უფრო გარკვევით თქვა. ჟრუანტელმა დამიარა.. საკუთარ თავს ვერ ვცნობ. ვტფ?
-ერთმანეთს ვიცნობთ?
-მე ირაკლი ვარ.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც.. იცი, ლიზა და მაკო გეძახიან, კოცონი უნდა ავანთოთ ბიჭებმა და იქნებ შემოგვიერთდეთ.
-აამ, კარგი მოვალთ -ისევ უემოციოდ ვუთხარი.
-შენ რა, მსახიობობას აპირებ? - მკითხა ირაკლიმ. ეს ვერაა მგონი. ან რა შუაში იყო, ან რაში აინტერესებს..
-ჰაა მეე? რაშუაშია ეგ საერთოდ?!- ვცდილობ თავშეკავებული ვიყო.
-კარგად მალავ აღელვებას და ჩემს მიმართ სიმპატიას, სხვებს მოატყუებ, მაგრამ მე - ვერა. თვალი ჩამიკრა, გამიღიმა და წავიდა.
ეს რაიყო ახლა? იდიოტი! თავი ვინ ჰგონია! ამას ვაჩვენებ ვინ არის მარიამ ნოზაძე!! თანაც, ზაფხულია, ამ დროს კი საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ.. ელეც გაკვირვებული დარჩა, შენ ასეთი შარშან ზაფხულშიც არ ყოფილხარო. ხელი ჩავკიდე და კოცონისკენ წავათრიე.. "
იმედია პირველი თავი მოგეწონათ <3 ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში. შემდეგ თავში, გპირდებით მეტ დრამას და ექსტრემს! მადლობა წინასწარ :) <3

გამარჯობაა ყველას. მე ახალი ვარ საიტზე. პატარაობიდან ვწერდი მოთხრობებს. მეგობარმა მითხრა ამ საიტის შესახებ და გადავწყვიტე გამომექვეყნებინა რამდენიმე, დამუშავებული მოთხრობა. ბევრ ჟანრში ვწერ, მაგრამ რადგან აქ საიტზე მხოლოდ სიყვარული და სითბოა, გადავწყვიტე სასიყვარულო მოთხრობა შემოგთავაზოთ. შემიფასეთ, და მითხარით გავაგრძელო თუ არა წერა. მადლობა ყველას წინასწარ <3"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent