ყველა"ფერი" ხარ ჩემი /დასასრული/
15 ... _იმიტომ ხარ ბარტყო ეგეთ დღეში?! გინდა ვცემო და ცხვირიდან სისხლათან ერთად ძმარიც ვადინო?! _არა, მინდა ბედნიერი იყოს, ისეთი ბედნიერი რომ მე არ გავახსენდე!_მართლა მინდოდა მე მისი ბედნიერება, რა მნიშვნელობა ექნებოდა ვისტან ერთად, უბრალოდ ბედნიერი. _შენი ერთი სიტყვა დარიკო და სველი წერტილიც არ დარჩება იმ ნა...._აღარ დააბოლოვა, იცოდა მატკენდა _არ უნდა მომეხსნა ბეჭედი, მეკივლა მეწივლა და მეთქვა საზიზღრობები და არ მომეხსნა, მაგრამ არა მართლა ბარტყი ვარ, სულელი და ტვინისგან გაპუტული ბარტყი! _დამშვიდდი კაი?! რაღაც არ მგონია ცოლი მოჰყავდეს, ესე უცებ რა პონტია, კაი რა! როგორ ვიყავი?! არ ვარსებობდი, გავუფერულდი და ვქრებოდი. თვალებმა ფერი დაკარგენ, კანმა კიდე უფრო იწყო გათეთრება. ერეკლეს შეეშინდა და ექიმთან მიმიყვანა _სტრესის ბრალია, სხვა არაფერი. დასვენება ჭირდება და სუფთა ჰაერზე სეირნობა, დილით და საღამოთი 20 წუთი მაინც! ბევრი ხილი და ნატურალური წვენი, მოხვალ ფერზეც და გონზეც_დამადშვიდა ექიმმა და ღიმილით შემომხედა _ჩემი გონება და ფერი ერთი ადამინია, ის კი სხვას ირთავს ცოლად!_ვუთხარი უფეროდ ის სიტყვები რომელსაც ადრე ცისარტყელის ფერები ჰქონდა_ახლა კი სულ ერთია შავი ვიქნები თუ თეთრი, ან იქნებ ნაცრისფერი. არა უფრო სინანულისფერი! საავადმყოფოდან რომ გამოვედით, ერეკლემ ბელას აგარაკზე ამიყვანა. დამაბინავა _დარ, იცი როგორ გთხოვ?! _რას?! _რომ კარგად იყო! _არა! _შენ ხომ გიყვარვარ მე! მე და შენ ხო ერთი მედალი ვართ _კი! _იცოდე მოვკვდები რომ რაიმე დაგემართოს, შენ რომ შენ თავს ავნო მოვკვდები დარო! _არ გავინძრები ადგილიდან მანამ არ მოხვალ! წავიდა და დავრჩი მარტო, ჩემს ფიქრებთან! მომინდა დამერეკა და მეკითხა მართლა მოყავდა ცოლი თუ არა! დავრეკე და ისევ გამორთული ... იმ წუთში სიკვდილი მინდოდა, მინდოდა აღარ მესუნთქა ჰაერი რომელიც ჩემი არსებობისთვის აუცილებელი იყო. მერე გიჟივით წამოვხტი და სამზარეულოში შევედი. დანა ვიპოვე, თმებს ხელი მოვხვიე, მუჭში მოვიმწყვდიე და კეფასთან ძალიან ახლოს მოვიჭერი. მუჭში დარჩენილ წითლად შეღებილ თმას ერთხანს ვუყურე და მერე ურნაში ჩავუძახე _ასე, ნაბიჯ ნაბიჯ დაგივიწყებ და მოგიშორებ, სხეულიდან, სულიდა და მეხსიერებიდა! მერე ისევ იმ ადგილს დავუბრუნდი და ისევ ავტირდი ათი დღე ვიყავი იქ, ხან ბელა რჩებოდა, ხან ერეკლე. ერთხელ ნანაც ამოვიდა. ბესო სიყვარულში გამომიტყვა და მითხრა დაროს რომ ვუყურებ როგორაც უყვარს, ისე მინდა მიყვარდეო. გამიხარდა და გამეღიმა, ჩემი უკვე დაკარგული სიყვარული თუ ვინმეს ჭკუას ასწავლის, აჰააა! იცოდეთ! გიყვარდეთ! გაუფრთხილდით! მოითმინეთ! ჩემი მუქარა, მუქარადვე დარჩა, არ ვაპირებდი ნაბიჯნაბიჯ მის დავიწყევას! ცოტნე არ მნახულობდა, ერეკლემაც უკლო ამოსვლას _ზურას არ ვუყვარვარ, ერთია! შენ რა დაგიშავე?!_ვუსაყვედურე ცოტნეს _მოდი ჩემთან_გაშალა ხელები და მომეხვია_ არ ვიცი დარო როგორ ვიყო შენთან! ვიცი რომ მის თავს გახსენებ, არ მინდა გტკიოდეს!_სევდიანი თვალებით მიყურებდა ცოტნე _აბა რა ვქნა?! დაგივიწყო შენც და ბელაც?!_ასეთი რა დავაშავე? _არა სულელო, უბრალოდ მინდოდა დრო მომეცა, ცოტას გადაგივლის და .... _მე არასოდეს გადამივლის .... ეს მას გადაუარა ჩემმა სიყვარულამ! ჩემი ლოკონების მოჭრის ამბები მალე გავრცელდა ოჯახში, უკმაყოფილება წერილობითი სახითაც მოდიოდა და სიტყვიერით _გოგო, რას დაიმგვანე თავი?! რა უქენი იმ დალალებს?!_გამიბრაზდა ლუკა _მომბეზრდა, ახალი მინდა რამე! _ახალი თუ გინდოდა წაგესვა ლაქი ფრჩხილებზე, რას ეტაკე ჩემს საყვარელ ლოკონებს?! ხომ იცი რომ მაგ ლოკონების გამო გპატიობდი ყველა ცოდვას! _ვაიმეეე, გაფიცებ დედას მითხარი, რომელ კარადაში მალავ იმ ანაფორას ააა! _ენა შენ თორე ...._მოვიდა, ცხვირზე ხელი წამიჭირა და ზემოთ მიქაჩავდა _მეტკინაააააააა! _მეც მეტკინა შენი დებილი საქციელი! _თმები ჩემია და რაც მინდა იმას ვიზამ!_გავაპროტესტე _თმები შენია, შენ კი ჩემი ხარ! მორჩა!_მომიგდო ზურგზე და დივანზე დამაბერტყა_სულ გახმი გოგო, ჭამე რამე! _გიყვარვარ?! _ყველა ქალზე მეტად შენ მიყვარხარ ამ ქვეყნად! _სულ სულ გეყვარები?! _სულ! _რომ გითხრა დებილი ვარ და ზურა შემიყვარდათქო მაინც?!_მის სახეს ვუყურებდი და მივხვდი რომ მაინც ვეყვარებოდი _კი!_მერე ჩამქრალ თვალებში ჩამხედა_დაშორდი?! _ჰო, მაგრამ ძალიან მიყვარს! _მოდი ჩემთან პატარა ქალო!_მომეხვია და მიჩურჩულა _ვცემო?! _არა, უბრალოდ მითხარი როგორაა?! _რავი კარგადაა, ცოტა შესუსტებულია და გაჭაღარავებული_გაკვირბევით შემომხედა და მკითხა_შენი გათეთრებილია?! მერე სიცილი დამაყარა და გააგრძელა _რას გეკითხები, არ ვიცოდე მაინც რა ეშმაკის ფეხი ხარ! რაო თმასთან ერთად სისხლიც უნდა გაუთეთრო?! _არაფერიც არ უნდა გავუთეთრო_ვერ გავბედე მეთქვა სიმართლე, ვერ გავბედე მეკითხა მისთვის "ცოლი მართლა მოჰყავს?" შემეშინდა ეპასუხა "კი"_ხო არავის ეტყვი?! მასაც არაფერი უთხრა, არც ის რომ ვიკითხე კაი?! ისე მენატრება უბრალოდ, ჩემთვის, ჩუმად! დავითანხმე და პირობა დამიდო არავის არაფერს ვეტყვიო, არც მას ვეტყვი რომ ვიცი რამეო. ნოემბრის შუა რიცხვებში, ერეკლეს ნერვიული მისვლამოსვლები და საუბრები დაეწყო. ვერაფრით ვხვდებოდი რა იყო, ვეკითხებოდი და მპასუხობდა _დამპირდი რომ გაუძლებ, რომ მოითმენ! _რას?! ნუ მაშინებ გთხოვ! _ამ ყველაფერს დარო, დამპირდი გთხოვ! თუ არ დამპირდები და არ აასრულებ იცოდე შენს თვალწინ მოვიკლავ თავს! _დებილების უსტაბაშო! შენს გამო კოცონზე რომ დამწვან იმას გავუძლებ!_ვუთხარი და თავში წამოვარტყი მერე გავიგეთ, ნოემბრის 19 დანიშნული თინოს ქორწილი შობის მერე გადაიდო. მეწყინა, მჭირდებოდა მე, იმ ცუდად ყოფნის დროს სოფელში ასვლა, და ქორწილი მიზეზი იქნებოდა. ჩემი მოჭრილი დალალები ხომ გახსოვთ?! ახლა კიდე გადადებული ქორწილი და გადავწყვიტე ფსიქოლოგთან წასვლა. ბევრი არ მიფიქრია და ერეკლეს მივადექი _მაშინ რომ დავბრმავდი, რომელ საავალმყოფოში ვიყავით?! _რატო მეკითხები რო?! _ვაპირებ კიდე დაბრმავებას და ბარემ ჩემი ფეხით მივალ! მითხარი სად ჯანდაბაში გყავდი მიყვანილი _ბავშვთაში, სხვაგან სად მეყოლებოდი!_დამიბრუნა პასუხი სერიოზული სახით _რაა? _რა და ნაზოს მოყვანილი კვახი (გოგრა)_გაიცინა _რესპუბლიკურში! მეც არ დავაყოვნე და წავედი, ზვიადი ექიმის ნახვა მინდოდა. მინდოდა კიდე ერთხელ გვესაუბრა შოთას "ფერხისტყაოსანზე". მივედი და იმ გაპრანჭულ გოგოს მივადექი, თავი იქაურობის ბატონი რომ ეგონა. მარცხენა ხელით ტელეფონის ყურმელი რომ ეჭირადა მაჯვენა ხელში კალმისტარს რომ ატრიალებდა საქმიანად, დროდადრო ფურცელზე გაურკვეველ ფიგურას მოხაზავდა და გაფერადებას იწყებდა. კარგა ხანს ველოდე მისი ხატვის გაკვეთილების დამთავრებას, მერე გაკვეთილი ლექციად რომ გადაიქცა. შემაღლებული ადგილიდან დავუკაკუნე და გადავძახე _ალოოოო! გესმით?! _ვსაუბრობ!_ამომხედა სახით, რომელსაც ეწერა "ნუ მაწუხებ" _უფრო უსმენთ! და მანამ ბევრი არ მომინდომენია, უფროსები არ შემიყრია აქ და თქვენი დარჩენა არ დარჩენა, ბეწვზე არ დამიკიდებია, ყურადღება მომაქციეთ! დამიჯერეთ, სასოწარკვეთილ და ქორწილის წინ მიტოვებულ ქალს ბევრი ცუდი რამე შეუძლია_რათქმაუნდა გავაბუქე, არ ვაპირებდი იქ ცირკის მოწყობას, მაგრამ გაამართლა და ყურმილი დაკიდა _გისმენთ!_მითხრა და ქაღალდებში დაიწყო ქექვა _ექიმი მინდა ვნახო, სახელად ზვიადი ჰქვია. მაისის თვეში აქ ვიწექი 2 დღით და ის მმკურნალობდა. _გვარი? _არ ვიცი! _და რა გაწუხებდათ? _ნერვიული აშლილობა!_გავამძაფრე სიტუაცია, არ ვიცი რატომ, ღირსი ვიქნებოდი რომ ეთქვა ეს "ასათიანი" არ არისო, მაგრამ იმდენად დებილი იყო, არ მითხრა _ჩვენთან არავინ მუშაობს ესეთი, არც ნერვოპათოლოგი გვყოლია ვინმე ზვიადი. იქნებ სახელი გეშლებათ?! _არა, ზუსტად მახსოვს. ზვიადი ჰქვია, 20 წელია ექიმია, 15 წელია უკვე რაც ცოლი ჰყავს, სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს და ძალიან კარგი ფსიქოლოგია!_ღრმა დახასიათებაა ვერაფერს ვიყვი _როგორ გამოიყურება ის მაინც მითხარით, ეგ მონაცემები მე ვერაფერს მეუბნება _არ ვიცი!_ვთქვი დანანებით _თვალებში ვერ იხედებოდით?!_მკითხა დაცინვით _ვერა, მაშინ დავბრმავდი!_ვთქვი და გამოვედი საავადმყოფოდან სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ფეხებმა ზურას სამსახურისკენ წამიყვანენ. სულ რაღაც წამები ვუყურებდი კარებს და გამოვიდა. გამოვიდა ძალიან ნაღვლიანი და დასუსტებული. ვერ შემამჩნია, მეც ჩუმად ავტირდი და სახლსი დავბრუნდი. არ იყო დღე, არ იყო საათი, წუთი რომ მე მასზე არ მეფიქრა. მთელი დეკემბერი გამეწელა წამებაში. უნივერსიტეტი და სახლი იყო სადაც მე დავდიოდი. არავითარი წვეულება და არავითარი კაფე-ბარი. მეცადინეოდა და მოგონებები. შიგადაშიგ ტირილი. მისი ფოტო დავბეჭდე, ის ქვემოდან რომ მიყურებდა "შოდაზე" სამ ეგზამპლიარად, სამივე სხვადასხვა ზომის. ყველაზე დიდიკარადის კარზე გავაკარი შიგნიდან. დანარჩენი ორი წიგნიდან წიგნში მოგზაურობდა და ჩემს ცრემლებს აგემოვნებდნენ. ბელას მხოლოდ უნივერსიტეტში ვხედავდი, ისიც თავს მარიდებდა და მეც. დამინახავდა, სევდიანად გამიღიმებდა და ცრემლებს მალავდა ნაქსოვ კაშნეში. ერეკლე ყოველ დღე მთხოვდა მოთმენას! ახალი წელი?! გადავწყვიტე და თავის მოსაწესრიგენლად სალონს მივაკიტხე, ჩემმა სტილისტმა რომ დამინახა, მიკრო ინფაქტი დაემართა ლამის _ეს ჩტო ტაკოიე დეტკა?! _აუ, სვეტ, კაი რაა! ეხლა შენც ნი ნაჩინაი რააა! _ვაფშე ტრონულას ჩტოლი?! _უარესი! და მოდი ეხლა შემისწორე რაღაცნაირად, თვეზე მეტია ესე დავდივარ! _ნუ ტი დაიოშ! გოგოოო, ეს რა ქენი თმებისთვის! _გაიზრდება რა მოხდა ქალო! თმაა პედაგოგის ხელფასი კიარა! _ჟენშინა ტირაეტ გოლავუ ი სებია ტოლკა რაძი ლუბიმიიი! ნუკა ჩემოფქვი!_არ მომეშვა "პარიკმახერ-ფსიქოლოგი" სვეტა, მეც ზოგადად ჩამოვფქვი და სვეტას დასკვნასაც დაველოდე _ნუ ეტი მუჟშინი, ვსე კაზლი დო იდინავა! _და ნეტ! ონ ნი კაზოლ სვეტ! ეტა ია კაზა!_და გავიცინე _ნუ და, ნე მაგუ სპორიტ. ტაკიე ლოკანი ატრეზატ სებე, მოჟეტ ტოლკა ბეზუმნაია კაზა! ახალ წელს თბილისში მომინდა ყოფნა, მარტოს და ესეც მოხდა. ყველანი ქუთაისში წავიდნენ და მე დავრჩი. მაღაზიიდან გოზინაყი ამოვიტანე და დათას ღვინის კოლექციას ერთი "კრახუნაც" ავაცქნაფე. დავლიე და მერე უაზრობებს ვუყურე ცოტა ხნით.მობილური გამორთული მქონდა და მილოცვალს თუ მოლოცვებს არ ვიყავი იმ წელს. ტელეფონმა დარეკა სახლში _გისმენთ!_მე _გილოცავ!_ის ........ არ დამძინებია იმ ღამით "გილოცავ" არ მაძინებდა. ვერ ვფიქრობდი სხვაზე, არ მაინტერესებდა რომ 7 დღის მერე ცოლს მოიყვანდა, ის სულ ჩემი იქნებოდა. ცოლი კიდეც რომ მოეყვანა ვიცოდი მაინც მე ვეყვარებოდი. ეს ცოლი მხოლოდ სიჯიუტე იქნებოდა, მხოლოდ სიბრაზის დამტკიცება და არა იმის, რომ აღარ ვიყვარვარ. არ ვუბრაზდებოდი, არ მწყინდა. ვეგუებოდი მის დაკარგვას და მტკიოდა მონოტორულად. მალე ბიჭები ჩამოვიდნენ! _დაროოოო! თბილები გაამზადე, სოფელში მივდივართ! თხოვდება გოგო! გვეღირსა!_კიოდა დათა სიხარულისგან _ვაიმეეე! რა მაგარიაა! როდის?! _შობას იქ უნდა ვიყოთ, ასე რომ 6ში მივდივართ! არ მახსოვს როგორ გავიდა 4 დღე. ერეკლე შემოვიდა სახლში და მშვიდად მკითხა _მზად ხარ?! _ამ დღეზე ვოცნებობ უკვე არ ვიცი რამდენი წელია! რას მეკითხები დაუნო! _არა, მაგაზე არა!_მითხრა სევდიანმა _აბა?!_დამიარა ცივმა შიშმა _მე და შენ ზურას მანქანით მივდივართ!_ცივი შიში, ცხელმა სიყვარულმა შემიცვალა "ეს ერთხელაც და უკანასკნელად მასთან ერთად" _მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს!_ვუთხარი კმაყოფილმა ბარგს ხელი დაავლო და დამიბარა სახლი კარგად დაკეტეო. მეც ყველა კარი და ფანჯარა გადავრაზე და წავიმღერე "გადავკეტავ გულის კარებს, რომ გულიდან არ გამექცე" და გამოსასვლელი კარიც გადავკეტე. მელოდებოდნენ. ერეკლე მანქანაში იჯდა, ცოტნე იქვე დაბაკუნებდა. ზურა სიგარეტს ეწეოდა, დამინახა და სახე გაუქვავდა. ვიცი ჩემი ლოკონების აღარ არსებობა ეტკინა. _გილოცავ ყველაფერს ერთად და ხვალინდელ შობის დღესასწაულს! მიყვარხარ მე შენ და გახსოვდეს მუდამ!_მომეხვია ცოტნე _მეც გილოცავ და მეც მიყვარხარ!_ვაკოცე მის ფუმფულა ლოყას და მანქანისკენ წავედი. ისევ მის უკან მომიწია ჯდომა, ვგრძნობდი მის სუნს. სუნამოს სუნს კიარა მის სუნს. წვერის ქაფის, სუნამოს, და კიდე შამპუნის, ერთობლივად რომ მის სუნს ქმნიდნენ. თმები უშნოდ მოზრდოდა და არეულად ეყარა შუბლზე. ძალიან იყო დასუსტებული. გავბრაზდი, იმ ქალზე ვინც არ უვლიდა. ჩემი "შავი მგელი" როგორ გამიუფერულათქო. ვცდილობდი, შეუმჩნევლად შენეხედა და ჭაღარები შემემჩნია მის თმაში, მაგრამ ვერაფერი ვნახე "საძაგელი ლუკა" გავიფიქრე და ისევ მის კისერს დავუწყე ყურება. ისე თითქოს ვკოცნიდი, საჭეს ხელი შეუშვა და ზუსტად იმ ადგილზე გადაისვა ხელი სადაც ვუყურებდი "ათი ცოლი რომ მოიყვანოს მაინც ჩემი "შავი მგელი იქნება" დავასკვენი და გვერდითა სარკეში მის სახეს დავუწყე თვალთვალი. _აუ, ეხლა რო დაიწყება ქორწილები და სუფრები რა გაატანს!_წამოიწყო ერეკლემ _შენ კი გაუძლებ 3 ჭიქას, მაგრამ ლადო როგორ გაუძლებს ამდენ თამადობებს ჰა?!_აჰყვა ცოტნე _ნუ მკითხავ ერთი თუ ძმა ხარ, ჩავიწეროთ ერთი ქორწილი და ვატრიალოთ მერე ... _გაჩუმდებით თუ გაგაჩუმოთ?!_გაიღრიალა ზურა, არ შემშინებია. მესიამოვნა, ისე მენატრებოდა მისი ნებისმიერი ქცევა და სიტყვა, მნიშვნელობა არ ქონდა რას გააკეთებდა. სურამში გავჩერდით "ტკბილი პურები ვიყიდეთ. თბილი იყო და ცოტნებ მომაწოდა, ჭამეო _არ მინდა!_ზურას ვუყურებდი როგორ განიცდიდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ჩემსკენ მალულად იყურებოდა. _იმან გამოგიგზავნა, ასე თქვა "ძაან შეწუხებულაო" (შეწუხებულს რაჭაში გამხდარს ეძახიან) _ჯერ თვითონ ჭამოს და მერე შევჭაამ მე!_არ მომიცილებია თვალი მისი მოძრაობებისთვის. მივიდა ცოტნე და ტკბილი პურის ნახევარი მიაწოდა, მეორე ნახევარი მე მომიტანა. გამოვართვი, მაგრამ მანამ არ ჩავიდე ლუკმა პირში სანამ თვითონ არ გადაყლაპა, მერე ის დამელოდა და ასე ჩავედით ბოლოს. საჭეს მიუჯდა და წავედით, გზაში მხოლოდ ერეკლე და ცოტნე ლაპარაკობდნენ. მე თუ რამეს მკითხავდნენ, კი ან არას ვპასუხობდი. შაორზე გააჩერა და გადავიდა, ისევ სიგარეტს მოუკიდა. მაშინ მართლა შევწუხდი, უკვე მესამე კოლოფს ეწეოდა, მეც გადავედი და მოპირდაპირე მხარეს წავედი, ციოდა და მოვიბუზე, ისე მინდოდა გავეთბე და გამეთბო. დათოვლილ შაორს გავხედე, ისეთი დაბურული იყო ირგვლივ ტყეები, ისეთი მყუდრო და თბილი, მხოლოდ ყურებით გათბებოდი. ჩავეშვი გრძნობების და მოგონებების მორევში და დამავიწყდა ყველაფერი ... _მივდივართ!_მომესმა ყურს უკან თბილად ნათქვამი სიტყვა _მოვდივარ!_ვთქვი და ისევ დაბურულ მთებს ვუყურებდი _რაც არ უნდა გადაწყვიტო მე მაინც შენ მეყვარები!_გავცივდი, გულიც გავეყინა და სულიც. "გადაწყვიტოოო?! მე რა უნდა გადავწყვიტო? თვითონ გადაწყვიტა?! ალბათ გადავწყვიტოო თქვა" გავიფიქრე და ცრემლი მოვიწმინდე, მწარე რომ იყო და მტკივნეული ის_გესმის?! _მესმის, მეც მარტო შენ მეყვარები!_ვუთხარი და მანქანისკენ წავედი, ის კი ისევ ისე იდგა და იმ ადგილს უყურებდა, რომელსაც მე მივშტერებოდი 1 წუთის წინ. მერე თოვლის გროვას ფეხი უთავაზა ორი თუ სამჯერ და მანქანისკენ წამოვიდა. ცოტნეს მხარეს მივიდა, კარები გამოუღო _გადადი, მე ვერ შევძლებ!_ გამომხედა, ცრემლები რომ დაინახა ჩემს თვალებზე, ეტკინა. ვიგრძენი როგორ ჩაუვარდა გულს სამი დარტყმა, ჩემმაც გამოტოვა და იმიტომ. არ ვიცი, გჯერათ თუ არა, სიყვარულის. არ ვიცი გჯერათ თუ არა, რომ ეს გრძნობა სამუდამოა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში მოვა, რა სახით და რა ხერხით, არ ვიცი და ზუსტად იმიტომ ვყვები ამ ყველაფერს რომ დაგაჯეროთ. მართლა ვგრძნობდი მის გულს, სულს და უთქმელ სიტყვებს. ვგრძნობდი რომ ტყუილი იყო, სხვას ცოლად ვერ მოიყვანდა. მე ვუყვარდი ვიცოდი და გვრძნობდი. სხვას ვერ შეფიცავდა საკურთხეველთან ერთგულებას ის ტუჩები. ვერ გაუძლებდა ყოველ ღამე მისი გული ჩემ მონატრებას, ვიცოდი და მზად ვიყავი მებრძოლა მოთმინებით! "მოვითმენ, გეფიცები ბაბუ, მოვითმენ. სიტყვას არ ვიტყვი და ცრემლს არ დავღვრი, ოღონდ მოვიდეს, ოღონდ მითხრას რომ ვუყვარვარ. გავუძლებ სიცივეს, გავუძლებ ყინვას, გავუზლებ საუკუნეს უიმისოდ, ოღონდ იმ საუკუნის მერე დამიბრუნდეს, ჩემი და საკუთარი, მე ისევ ისე ძლიერად მეყვარება და კიდე უფრო შევიყვარებ!" მთელი გზა ფანჯარაში იხედებოდა. ერთხანს ვუყურე, ვიტირე და ამ ტირილშიც ჩამძინებია. ზურა მესიზმარა, ისე მეფერებოდა როგორც მაშინ პირველად მთაში" "მიყვარხარ ზეცამდე და ზეციდან დედამიწამდე, შენ ხარ ჩემი ყველა"ფერი", ჩემი ცისარტყველა და ჩემი შვება შენ ხარ დარო" გრძელ ლოკონებზე მეფერებოდა და თითებს მიკოცნიდა, გაყინულს და დასუსტებულს გონს რომ მოვედი, სახლში ვიყავი. გახურებულ ფეჩთან ახლოს ვიწექი და თინოს საფენებს მიცვლიდა შუბლზე _რაო სიფრიფანა-კაფანდარა?! _გილოცავ მამი, მინდა სულ ბედნიერი იყო, სულ სულ! სულ ყველა ქალზე ბედნიერი შენ მინდა იყო! _შენზეც?! _ჩემზეც და სულ ყველაზე!_ვუთხარი და მოვეხვიე_რა გაყინული ხარ თინო! _გაყინული შენ ხარ!_გამიცინა და შუბლზე მაკოცა_სიცხე გაქვს დარო, მაღალი! _შაორზე გასეირნება გადავწყვიტე და იმის ბრალია ეგ! _მოგიყვანა და დაგაწვინა, იმდენი გეფერა ლამის კანი გაგაძრო!_გამიღიმა და ობოლი ცრემლი აუთამაშდა ქვედა ქუთუთოზე_ერეკლემ თქვა მტელი გზა ეფერებოდაო! _ტირილს მორჩი ეხლა, ქორწილი გაქვს ქალს 2 დღეში! იმ დღეს აღარ მინახავს, მე ოთახიდან ვერ გავდიოდი მაღალი სიცხის გამო, ის ოთახში უმიზეზოდ ვერ შემოვიდოდა და ესე! შობას მამა ჩამოვიდა, მერე ლადო მოჰყვა უკან და ბოლოს ემზარი, ჩვენი სანატრელი პიტერ პენიც ჩამოვიდა. სუფრა გაიწყო და ქალებმაც შესძახეს მამაკაცებს აბა გაცივდა სუფრაო. არ ვაპირებდი გასვლას მაგრამ თინომ არ დამაყენა. _ადექი და გამოადგი ფეხი, გინდა მარტო ვიგრძნო თავი?! _შენ ემზარი გყავს უკვე, მარტო არ ხარ! _შენ არ თქვი სულ ყველაზე ბედნიერიო?! _კი! _ჰოდა უშენოდ ვერ ვიქნები სულ ყველაზე_დავემორჩილე და გავყევი, პირველი რაც დავინახე ჩემი სანატრელი "შავი მგელი" იყო.მერე დანარჩენები და სხვები, დედაჩემიც კი სადღაც ბოლოს შევამჩნიე _რას დაემსგავსე დედა! გახმი გოგო სულ, რა გჭირს?!_დაიწყო რუსიკომ ტირილ ვიშვიში, მერე დეიდაჩემი ლალი აყვა" ვაიმე ყბებია ცარიელი, რას გავს ამას მოუკვდეს დეიდა. ბოლოს ნაზომ დააგვირგვინა: ამნაირ შეწუხებულს ცოლად ვინ წაიყვანსო, ვის რად უნდა უჯიშო ქალიო. მარიკა მაინც არ ყოფილიყო იქ. მაგრამ ყველაზე საჭირო მომენტში გვერდით, ზუსტად მარიკა დამიდგა _ვე ბეჩა, ქე კი რა არ მოგწონთ ამ გოგოსი?! ქალაქში აბა რა უნდა ჭამოს?! დავიტოვოთ და მოვაფერიანოთ!_მოვიდა და მაკოცა _აი, ჭკვიანი ქალი. თქვენ?! არიქა მოგიკვდი და მომიკვდი! მაჭამეთ გემრიელობა და მოვსუქდები!_ამოვიდგი ეს გაპარული ენა _შენ საჭმელზე უფრო სხვა რამე მოგაფერიანებს!_შორიდან მომძახა თინომ და ზურას გახედა, ზურამ მე და მე თინოს! სუფრა გახურდა და გადახურდა კიდეც! თამადა ლადო იყო, ჰოდა 3 ჭიქით გათამამებულმა გავბედე და სიტყვა ვითხოვე! _თამადას რომ სიტყვა და სადღეგრძელო ვთხოვო 16... _თამადას რომ სიტყვა და სადღეგრძელო ვთხოვო, ხომ არ მიწყენს?! ლადო მიჩვეული იყო, ჩემს ასეთ გამოხტომებს და უარი არ მითხრა. მეც ჩავახველე და ჩემს დიდი ოჯახს თვალი მოვავლე _ნუ მიყურებთ ეგრე დაძაბულები და დაზაფრულები! სადღეგრძელო მინდა გითხრათ სიყვარულის და მოთმინების! ბაბუ ყოველთვის მეუბნებოდა მოითმინე და დაელოდეო, სიყვარული თვალებში იბადება და იქედან მთელს ორგანიზმს მოედებაო! მეც ასე მგონია, სიყვარული თვალებში იბადება, მერ სხეულს მოიცავს და ბოლოს სამუდამოდ გულში იბუდებს! ზოგი ვუძლებთ იმ პროცესს რასაც სხეულის მოცვა ჰქვია და ვითმენთ, ბოლოს რომ გულში დაიბუდოს! ზოგს კი ძალა არ გვყოფნია შეჟრჟოლებას გავუძლოთ და კანკალი ავიტანოთ, ვერ ვითმენთ და ბუდესაც ვურევთ სიყვარულს! "ყველაფერი შეიძლება მოხდეს: მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქეთ მოხვდეს, ვარდი დაჭკნეს, როს ბულბული მოსხლტეს,- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება როს დაბნელდეს არე, ხეებს იქეთ გადაქანდეს მთვარ, შეიცვალოს ვარსკვლავების არე,- ყველაფერი შეძლება მოხდეს. შეიძლება შხამით სავსე სასმისს გიწვდიდეს ხმა მეგობართა რაზმის, თან საშინელს გიმზადებდეს რამეს,- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სამშობლოს წინ, ყოველ ვალთა მოხდის, მშვიდობის წიგნს გვირგვინს ვერვინ მოხდის მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს არა, ეს არ შეიძლება მოხდეს! გ. ტაბიძე (1957 წელს) ლექსის თქმა დავამთავრე და ფეხზე ზურა წამოდგა _დარინე მიყვარს! მინდა, მინდა ყველამ იცოდეს რომ მიყვარს და სიცოცხელს მირჩევნია, მინდა ჩემი ცოლი იყოს და ჩემი შვილების დედა, მინდა სიყვარულის ბუდე ერთად მოვაწყოთ ჩვენს გულებში! დარო მიყვარხა! იქნები ჩემი სულ სულ ბოლომდე?!_მკითხა და მისი გიშრისფერი თვალები ისე შემომანათა მივხვდი, მოვითმინე უკვე ყველა მოსათმენი და ის სულ ჩემი იყო. _სულ სულ ბოლომდე და იმის მერეც!_ვთქვი კანკალით და მამას გავხედე, მერე ლადოს. ოთახში იმაზე მეტად აუტანლად იდგა სიჩუმე ვიდრე სასაფლაოზე. თითქოს იქ მყოფებს სუნთქვა დაეთხოვათ და მხოლოგ აჩქარებული გულისცემა ისმოდა, მე ისევ იმ ორ მამაკაცს ვუყურებდი ვისი აზრიც მნიშვნელოვანი იყო. მამამ პირველმა ჩაახველა უხერხულად, ზურა მიუბრუნდა _დარინეს პასუხი ვიცი, ახლა თქვენ გკითხავთ ... _გარეთ გავიდეთ ვაჟბატონო!_შეაწყვეტია ლადომ და სუფრა დატოვა, ლადოს მამა მიჰყვა უკან და ზურას გახედა. _არ იტირო კაი?!_დამამშვიდა და თვალი ჩამიკრა _შენთან ერთად წამოვალ!_სად გავრბოდი ერთი ეგ გამაგებინა _დარო, შენი თხოვნა გავითვალისწინე და შენი თანდასწრებით ვუთხარი, ახლა მარტომ უნდა ველაპარაკო!_შუბლზე მაკოცა და თითებით წელზე მომეფერა, სითბოთი ამავსო და წავიდა. ყველანი მას გაყვნენ, ცოტნე და ერეკლე დარჩა ცოტა ხნით, ცოტნე მოვიდა ლოყაზე მაკოცა: _ვამაყობ შენით და მაპატიე!_პირი დავაღე რომ მეთქვა რა გაპატიოთქო მაგრამ გვიანი იყო, კარი გაიხურა და წავიდა. მეც კარებისკენ გავიქეცი მაგრამ ვინ მადროვა, წინ მარიკა გადამიდგა _ქალების გარეშე უნდა ილაპარაკონ!_მითხრა თბილად და ჩემი დაჭერა ცადა _გამიშვით, მასთან უნდა ვიყო, მიყვარს და ვუყვარვარ! ამაში ცუდი არაფერია! მიყვარს, მიყვარს მე თქვენი შვილი!_ისეთი ძალა მქონდა სხეულში, მარიკას ლალი რომ არ დახმარებოდა ვერ დამაკავებდა. დედაჩემს შევხედე და ტიროდა, კედელს თინო ეფარებოდა და ბეჭებზე ეტყობოდა ისიც ქვითინებდა, ნაზო მკაცრი სახით იჯდა ფეჩთან და იატაკს დასჩერებოდა _რა არსი სუყვარულში ცუდი?! ამიხსენით ხალხო?! თქვენც ხომ გყავთ ქმრები და გიყვართ?! მითხარით რა არის ამაში ცუდი?! რას ვაშავებთ?!_ცრემლებს არ ვაკავებდი და არც შემშრალებას ვაპირებდი _დიდი ხანია?!_მკითხა ნაზომ ისე რომ იატაკისთვის თვალი არ მოუცილებია _რა მნიშვნელობა აქვს ბებო!_ავქვითინდი მის უემოციო ხმაზე _დიდი ხანია ჟორუკას ოჯახს ლაფში სვრით?!_აქ კი თითქოს ძალა მეცლებოდა ისე დამეხუჭა თვალები, ბაბუ გამახსენდა, ბოლოს საავადმყოფოში რომ იყო და ზურასთას საუბარი ითხოვა _ჟორუკამ თავად დაგვლოცა საავადმყოფოში! ჩვენ მისი ხსოვნა და ოჯახი არასდროს შეგვიბღალია! არ ვგრძნობ თავს დამნაშავეთ და მოღალეტეთ, ჩვენ მართლა გვიყვარს ერთმანეთი და არ მინდა დავკარგო კიდე ერთხელ, რაღაც სისულელის გამო! მაპატიეთ მარიკა ბიცოლა, მართლა ძალიან მიყვარს თქვენი შვილი და იმედი მქონდა თქვენ და დედაჩემი ამას ყველაზე კარგად გაიგებდით_მარიკას მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე, დედაჩემს გავხედე ისევ ტიროდა, ვერაფრით მივხვდი რა ატირებდა ამ ქალს?! მიყვარდა და ვუყვარდი, ხომ არ ვკვდებოდი! სახლიდან გავედი, ეზოს თვალი მოვავლე, არავინ იყო, ხმები სარდაფიდან გამოდიოდა და მეც იქეთ წავედი. კარი შევაღე და თვალწინ მე-19 საუკუნის სასამართლო დამიხვდა. ზურა ლადოს და მამუკას წინ იდგა, მის უკან კი მეკობრეები და ცოტნე. ცოტა მოშორებით, ემზარი და კოტე ძია. მე რომ შევედი, ყველამ მე შემომხედა, ზურამ დასუსტებული "თათები" გამომიწია, მოდიო. მეც წავედი, მამას წინ ჩაუარე და ზურას ხელს უნდა მომეჭიდა ხელი, ლადომ უკან რომ დამაბრუნა _დიდი ხანია თვალს გვიხვევთ?!_იკითხა ლადომ დაგუდული მკაცრი ხმით და მე შემომხედა _დიდი ხანია_ჩემს მაგივრად გასცა პასუხი ზურამ _მაინც დარინე?!_მივხვდი მე უნდა მეპასუხა და არა ზურას _მეხუთე წელია!_ისევ მოვაკელი _შენ ვაჟბატონო?!_მიუბრუნდა ზურას _მთელი ცხოვრებაა!!!_თვალებში ისევ ის ციმციმი შევნიშნე, მერე კი ჩემი თავი დავინახე და გავუღიმე _აქამდე სად იყავით?! რატო არაფერს ამბობდით?!_ეს მამა იყო, მშვიდი და თბილი ხმით _ჩემი ბრალია მააა, გეფიცები მე არ ვაძლევდი საშუალებას რამე ეთქვა! გეფიცები მა, უნდიდა მაგრამ ... _დარო! დამნაშავე ვარ, უნდა მეთქვა და თან მაშინვე როგორც კი სრულწლოვანი გადხა. მაგრამ ყველაფერი ისე არ მიხდა როგორაც მინდოდა ...ლადო წინ წაიწია და ზურას მუჭი დაარტყა. მე ზურასკენ წავედი, მინდოდა მოვხვეოდი, ცოტნემ დამიჭირა. მერე ჩემი თავი კოტეს გადაულოცა და თვითონ ლადოსთან მივიდა, რომელსაც მამაჩემი ამშვიდებდა. მე ვტიროდი, ზურა იდგა და ადგილიდან არ იძვროდა, ლადო გვლანძღავდა და მოღალატეებს გვიწოდებდა. მერე ზურასთან მივიდა _ჩემი ქალიშვილია და შენ კიდე ჩემი ძმისშვილი ბიჭო!_აქ კი მამამ და კოტე ძიამ გვიშველეს _კაი რა ლადო, ბავშვები არიან და თან არც ნათესავები! წამო ვისაუბროთ, ზემოთ!_უთხარ კოტემ და კარისკენ წაიყვანა. მე ზურასთან მივედი და მოვეხვიე _გეტკინა?! _არა, ღირსი ვარ შენ რომ დაგიჯერე და ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი!_მიჩურჩულა და კოცნა დააპირა, მაგრამ ვინ გვადროვა ექვსივემ ერთად ჩაახველა _დახუჭეთ ყურები!_ვუბრძანე ექვსივეს და ვაკოცე ჩემს "შავ მგელს" კოცნა დიდხანს გაგვიგრელდა, ჰაერი რომ ჩავისუნთქე და ირგვლივ მიმოვიხედე არავინ იყო, ზურამ კარები მოსინჯა და გარედან ჩაუკეტივართ! ცოტა ხანი კი გავერთეთ სიცილით, მაგრამ მერე ჩემმა წინა დღის ავადმყოფობამ თავისი გაიტანა და ისევ ამიწია სიცხემ! სიცხისგან კანი მეწვიდა და თან სიცივისგან მაკანკალებდა. კადრებივით მახსოვს ზურა კარებს რომ ეჯაჯგურებოდა და ყვიროდა მომიკვდება და არცერთს არ გაცოცხლებთო! მერე მეფერებოდა და მიბრაზდებოდა ლოკონები რატომ მოიჭერიო, მერე მთხოვდა გაუძელიო! მერე კი მისი ნერვიულობისგან გაყინული ტუჩების შეგრძნება მახსოვს და მერე სიშავე, ყრუ და დახშული. გონზე რომ მოვედი, საწოლში ვიწექი და გვერდით "შავი მგელი" მომძუძგვოდა _პატარა სულელო, როგორ დაიჯერე რომ ცოლად ვინმე, სხვას მოვიყვანდი ჰაა?!_მკითხა როგორც კი თვალები გავახილე _ცოლი არ მოგყავს?!_ვკითხე ბედნიერების მეცხრე ციდან _კი მომყავს, ერთი ჩურჩუტი და სულელი პატარა გოგო, რომელიც ვერადა ვერ გავზადრე! _კიდე მე ვარ ჩურჩუტიიი?! რომ გავიგე ცოლი მოყავსო, სამსახურში მოგაკითხე! შენ კიდე შენი დანახვა არ მინდაო!_გავებუტე გვერდი ვაქციე _ეგ ყველაფერი ცოტნეს და ერეკლეს ბრალია, მითხრენ შეყვარებული ყავსო, ვიღაც ბესოო! ლამის სისხლი ჩამექცა თავში ნერვიულობით! წამოსვლის დღეს კი მითხრეს ცოლობაზე დათანხმდაო, აბა წარმოიდგინე როგორ ვიქნებოდი?! _იქამდე?! სად ეგდე?! იმის გამო დამსაჯე რაშიც შენც იყავი დამნაშავე! დამპალო, ოთხი თვე უშენობით დამსაჯე და კიდე მე მადანაშაულებ?! _არ გადანაშაულებ, დამნაშავეები ვართ! ორივე! შენ პატარა სულელი, მე კიდე დიდი სულელი!_ამიხსნა სიტუაცია და მაკოცა, კოცნითვე ვუპასუხე და მერე უცებ მოვიცილე _ჩემი ბეჭედი დამიბრუნე!_ხელი გავუწოდე _უკვე გიკეთია სულელო და არ გაბედო და არასდროს არ მოიხსნა, ასორმოცდაათი კილოც რომ გახდე და ბეჭედი თითს გწყვეტდეს არ მოიხსნი!!!!_მაკოცა და საბანში შემომიძვრა _ეეე, გადი ეხლა აქედან თორე, ნაზოს ახლა მართლა ვერ გადავურჩებით _ნაზომ იკივლოს მის სახლში, ჩვენ კი ჩვენთან ვართ_ამ სიტყვების მერე შევამჩნიე, მისი ოთახის კიდლები _ვინ დაგანება ჩემი აქ წამოყვანა?!_ვკითხე სიცილით _ვინ ამიკრძალავდა რო?! სულ ნაცარტუტად ვაქციე ნაზოს სარდაფი და შენი დევებიც ერთმანეთზე მივაწვინე!_მომიყვა ზღაპარს მოკლედ. მერე რა იყოოო?! მერე თინოს ჯვრისწერა, იქვე სოფლის ეკლესიაში! ქეიფი და დროსტარება რაჭულ-იმერულად! ახალდაქორწინებული წყვილის გაცილება ქალაქსს და ჩვენი (ნაზოს, ლადოს, ჩემი და ზურას) შერიგება მორიგება გარიგება! მერე თამროს საფუძვლიანი და სამართლიანი გაწყრომა, მე არ უნდა მცოდნოდაოოო?! ზურამ იმით გააჩუმა მეც ბევრი რამე არ ვიცოდიო. აი მე კი ვერ გავაჩუმე და 3 საათიანი ლექციის მოსმენა მომიხდა ფეხზედგომით და მერე ორდღიანი სიჩუმის მოსმენა! მერე კი შემირიგდა და პირობა ჩამომართვა ძმისშვილს ჩემს სახელს დაარქმევთო! დავპირდი, მაგრამ ზურგს უკან თითები ისე მქონდა გადაგრეხილი კარგა ხანს მტკიოდა! შემდეგი ნაბიჯი დამნაშავეების დასჯა იყო! ერეკლე, ცოტნე და ბელუსი! სამეული რომლმაც, ჩემი წამების 4 თვე მომიწყო! მინდა გითხრათ, მათი სადამსჯელო ოპერაცია დრესაც მიმდინარეობს, წარმატებით! მე და ზურამ ჯვარი იანვრის ბოლოს დავიწერეთ დათოვლილ მთებში! ჩემს სავანეში! იქამდე ცხენებით მივედით, ჯვარი დავიწერეთ და ბაბუს საფლავზეც გავედით! მოვითმინე და დაველოდე! და ეხლა გულში სიყვარულის ბუდე მაქვს სადაც ერთი ბარტყი ყავს დედას! სახელად ანდრო. ანდროს მამიკოს შავი თმები და დედიკოს ცისფერი თვალები გამოჰყვა! ლილე კი გეგმებში გვყავს! ზურამ არ იცის რომ ლილე იქნება, მაგრამ არაუშავს, გაიგებს! ისევ ისე, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი! ისევ ისე ვკამათობთ და ზოგჯერ ვჩხუბობთ! ჩვენი ტრადიცია უცვლელია, საწოლში დაწოლილები ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს და ვუტყდებით ერთმანეთს სიყვარულში! ისევ ისე მიყვარს: "დედამიწიდან ზეცამდე და ზეციდან დედამიწამდე!" ის ისევ "შავი მგელია" მე კიდე "პატარა. სიფრიფანა, წითელქუდა" ყველა"ფერი" ჩვენ ვართ ერთმანეთის! ........ დღევანდელი მონაცემებით ლილე 4 თვეში მოევლინება ქვეყნიერებას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.