შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 2


3-11-2016, 00:01
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 2 003

-საღამო მშვიდობისა -თვალის ჩაკვრით მომესალმა და ჩემს გვერდით დაჯდა
-საღამო მშვიდობისა -ვუპასუხე ჩემი მხრიდან და ვისკის მეორე დოზაც მოვითხოვე
-ასეც ვიცოდი, რომ ვერ მიცნობდი
-უკაცრავად?
-სანდრო მეტრეველი -გასაცნობად ხელი გამომიწოდა, უცნობმა მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ ჩამორთმევას არ ვაპირებდი, ისევ ძირს დაუშვა და თავი რამდენიმე წამით ძირს დახარა
-შენი სახელი და გვარი არაფერს მეუბნება -ცივად გავხედე
-მოკლედ გეტყვი, რამდენიმე დღის წინ, მობილურით ერთი გოგო დამიკავშირდა, მითხრა რომ რაღაც საქმეში დახმარების სანაცვლოდ ფულს გადამიხდიდა და თავისი მისამართი დამიტოვა. მართალია ჩამოსვლა დათქმულზე ორი დღით ადრე მომიხდა, მაგრამ ამისთვის ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ. ერთი სიტყვით, ახლა უკვე აქ ვარ და გაითვალისწინე, ფულს წინასწარ ვითხოვ.
-მოიცა, მოიცა გიგი ჯაფარიძე ხარ? -გახარებულმა გავაწყვეტინე. ის ტიპი ტელეფონზე ლაპარაკის დროს, ზუსტად ასე გამეცნო
-ჩუმად -ტუჩებზე თითი ამაფარა -შენთვის მე სანდრო მეტრეველი ვარ. ის სახელი და გვარი, რაც ცოტა ხნის წინ თქვი საუდამოდ დაივიწყე
-კარგი, სანდრო -ვუთხარი, როცა ჩემს ტუჩებს თითი მოშორა -მაგრამ, ერთი რამ არ მესმის
-მაინც რა?
-როგორც მახსოვს ჩემთვის ჩამოსვლისთანავე უნდა დაგერეკა, თუ ვცდები?
-გადავწყვიტე სიურპრიზი გაკემეთებინა და პირდაპირ აქ მოვედი. ალბათ რაღაც ძალიან ბინძურს გეგმავ, მე რომ დამიკავშირდი
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო
-კარგი, ეს მერე. ჯერ ის მაინტერესებს ჩემს შესახებ საიდან გაიგე
-მაგას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ერთ რამეს გეტყვი- შენმა მრავალრიცხვოვანმა დანაშაულთა სიამ დამარწმუნა, რომ გამომადგები
-ნამდვილად ასეა -ორაზროვნად გამიღიმა -საქმის ვითარებაში როდის გამარკვევ? ან იქნებ ჯობდეს, ჯერჯერობით უბრალოდ ზრდილობა გამოიჩინო და სასმელზე დამპატიჟო?
-ვისკი დაუსხით -მივეცი შეკვეთა ბოთლების შოუს კეთებით გართულ ახალგაზრდა ბარმენს და ისევ მეტრეველს მივუბრუნდი -საქმე, რომელსაც ამჯერად ხელში აიღებ, ყველა იმ დაკვეთისგან განსხავებული იქნება, აქამდე რომ გქონია. იმედი მაქვს, ამისთვის მზად ხარ.
-რა თქმა უნდა მზად ვარ, მაგრამ როგორც უკვე გითხარი მინდა თანხა წინასწარ მივიღო
-მაინც რამდენს ითხოვ? -პასუხის მოლოდინში სმენა დავძაბე, რადგან ამ დროს, ბარში საკმაოდ ხმამაღალი მელოდია აჟღერდა და იქაურობა მთლიანად გააყრუა
-თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს საქმე ძალიან სარისკოა და ამასთანავე, დიდ დროსაც მოითხოვს 10 000$
-რა თქვი? -თვალები გამიფართოვდა
-რამე პრობლემაა? იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ტელეფონით მიამბე ჩემი მომსახურება საკმაოდ ძვირი დაგიჯდება
-შენ რა ამას სერიოზულად ამბობ?
-კარგი, რა გაეწყობა -თქვა მან და ფეხზე წამოდგა -როგორც ჩანს ჩვენი შეთანხმება ვერ შედგება
-არა მოიცადე -მკლავში ხელი ჩავავლე. ახლა მისი წასვლა არც მე მაწყობდა და არც ჩემს მრავალრიცხვოვან, როგორც სანდრომ თქვა "ბინძურ საქმეებს"
-თუ კომპრომისზე წასვლას აპირებ მაშინ გისმენ თუ არადა დასაკარგავი დრო ნამდვილად არ მაქვს, მითუმეტეს შენთვის
-კარგი, კარგი თანახმა ვარ. ამ თანხას გადაგიხდი
-აი ეს უკვე სხვა საქმეა -სახეზე ცინიკური გამომეტყველება აღებეჭდა -მიყვარს როცა მემორჩილებიან
-მოკლედ. პირადად ვიზრუნებ იმაზე რომ დაპირებული ხვალვე მიიღო, რადგან კარგად ვიცნობ შენნაირ ტიპებს და ვხვდები, რომ სხვაგვარად ხელსაც არ გაანძრევ, მაგრამ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე. თუ გავიგე, რომ ფული აიღე და აითესე იცოდე, მიწიდან ამოგთხრი და მაინც გაგანადგურებ
-ამაზე შეგიძლია არ ინერვიულო, სხვისთვის მიცემული სიტყვის გატეხვა ჩემს ხასიათში არ ზის -მზერა დაუსერიოზულდა
-ძალიან კარგი, შენთვისვე ჯობია, რომ ეს სიმართლე იყოს. ახლა კი სხვა თემაზე გადავიდეთ
-ყურადღებით გისმენ
-თუ ამ სასტუმროში აპირებ გაჩერებას, ორი თვის ქირა წინასწარ გადაიხადე. ვფიქროობ, ეს დრო საკმარისი იქნება საქმის ბოლომდე მისაყვანად, შემდეგ კი შეგიძლია აღებული ფულის ფლანგვით დატკბე, ოღონდ ამ ქალაქიდან სადმე შორს.
-მოიცა მოიცა -ცალი ხელი ოდნავ ზემოთ ასწია -მთელი თვის ქირა მე უნდა გადავიხადო? ეს რა ხუმრობაა?
-ანუ ესეც მე უნდა მოგიგვარო? -უკვე მოთმინებიდან გამოვდიოდი
-ძვირფასო, სულელი ნუ გგონივარ. თუ თვითონ არ იცი, მაშინ მე გეტყვი, რომ ჯიბეში, ერთი დოლარიც არ მიდევს. ჩემი პირველი სერიოზული ხელფასის, ამგვარ სისულელეებში დახარჯვას კი ნამდვილად არ ვაპირებ
-შენ რა გგონია ფული ციდან ცვივა? თუ ჩემი ნულზე დაყვანა გაქვს გადაწვეტილი? -ვეღარ მოვითმინე და ხმას ავუწიე
-კარგი, თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, მაშინ . . . -აქ მან სიტყვა გაწყვიტა და გამომცდელად შემომხედა
-განაგრძე
-იმას ვამბობდი, რომ შენს ნომერში ორნიც კარგად დავეტევით -ჭიქაში დარჩენილი სასმელი ბოლომდე გამოცალა
-რა თქვი?
-რაც გაიგონე. ჩემს გვერდით წოლა თუ გეუხერხულება, დარწმუნებული ვარ იატაკზე, შენთვის საკმაოდ ბევრი თავისუფალი ადგილი იქნება დარჩენილი -მისი დამცინავი ტონი ადვილი შესამჩნევი იყო
-მკველი, რომ იყავი ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა ამასთან ერთად ნაძირალაც თუ იქნებოდი
-გმადლობ ფისო, ამას კონპლიმენტად მივიღებ, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს
-კარგი, იყოს როგორც არის -ბოლოს გადავწყვიტე, ამ დათმობაზეც წავსულიყავი, რადგან მისთვის დამატებით, მთელი ორი თვის ქირის გადახდის თავი ნამდვილად არ მქონდა
-თუ ეგრეა, მაშინ ჩვენს ნომერში ავიდეთ, ნამგზავრი ვარ და ძალიან მეძინება
-ოთახი ორმოცდაორი. პორტიეს გასაღები გამოართვი და მაღლა ადი. მე ცოტა ხნით კიდევ დავრჩები
-კარგი, ეცადე ჩუმად შემოხვიდე და ძალიან არ იხმაურო
-გასაგებია, ახლა კი წადი . . .
ბარიდან ხალხი თანდათანობით იფანტებოდა. კიდევ ნახევარი სათიც და ეს დაწესებულება ხვალამდე ოფიციალურად დაიხურებოდა. უკვე ადგომის და წასვლის დრო იყო, მაგრამ სად წავსულიყავი? ჩემს ნომერში იმ ნაბიჭვარს ეძინა, ამის გამო კი იქ მისვლა საშინლად არ მინდოდა. ვერც სხვა გზას ვპოულობდი, რითაც შემეძლო ეს პრობლემა გადამეჭრა. ამჟამად მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი მქონდა, ისევ ზემოთ ავსულიყავი და იმ პატარა მოუხერხებელ სავარძელში დამეძინა, რომელშიც აქამდე არც კი ვჯდებოდი ხოლმე.
8 8 8
ტყეში მდგარი პატარა ქოხისკენ მთელი ძალით მივრბივარ. უკან ვიღაც მომდევს, მაგრამ არ ვიცი ვინ. გახედვასაც კი ვერ ვბედავ, რადგან მეშინია რომ ამ შემთხვევაში რაღაც საზარელს დავინახავ. კიდევ რამდენიმე მეტრი, ნელ-ნელა უპირატესობას ვკარგავ და ვსუსტდები, მდევარი მეწევა, თუმცა ძალ-ღონეს ვიკრებ და ხელიდან ვუსხლტები. ქოხის ნახევრად ჩამონგრეულ კარს შეშინებული ვაღებ და შიგნით შევრბივარ. ოთახში სრული წყვდიადია, უცნობი აღარსად ჩანს, მე კი სულის მოსათქმელად ხელებით მუხლებს ვეყრდნობი და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. მოულოდნელად, ჩემს გვერდით ტირილის ხმა მესმის და ვიბნევი. ჩამრთველის ძებნას ვიწყებ რათა შუქი ავანთო და მისი სახე დავინახო. აი ვიპოვე კიდეც. სინათლე იმწამსვე ინთება და წამით თვალს მჭრის. . .
სახიდან, გაყინულ თითებს ნელ-ნელა ვიშორებ და ჩემს წინ მდგარ პიროვნებას უფრო და უფრო ნათლად ვხედავ. იგი ელენეა . . . ჩემს დას ტალახში ამოსვრილი თეთრი პერანგი აცვია და თვალიდან ცრემლები გაუჩერებლად მოსდის.
-ელენე -ვეძახი გახარებული, მაგრამ იგი ხმასაც კი არ მცემს
მოულოდნელად ქოხის კარი იღება და შიგნით გააფრთრებული ლეო შემოდის უზარმაზარი დანით ხელში. მინდა ჩემს დას დავეხმარო, მაგრამ ადგილიდანაც კი ვერ ვიძვრი.
ბიჭი, თითქოს ამით სარგებლობსო, საკმაოდ კარგად ალესილი ცივი იარაღით ხელში პირდაპირ ელენესკენ მიემართება. ჩემი და ადგილიდანაც არ იძვრის, მხოლოდ მე მიყურებს და თვალიდან ცრემლები კვლავ განუწყვეტლივ მოსდის
-ელენე გაიქეცი -ვყვირივარ გამწარებული, მაგრამ იგი მაინც იმავე ადგილას დგას
ლეო მაღლა აღმართულ დანას კიდევ უფრო ზემოთ წევს და . . .
-ჰეი, გაიღვიძე -მესმის ვიღაცის ჩახლეჩილი ხმა და მკლავებზე ძლიერ შეხებას ვგრძნობ. -გაიღვიძე -ამჯერად უფრო ხმამაღლა მეუბნება ჩემთვსი უცნობი ხმა და ნელ-ნელა თვალებს ვახელ
აზრზე მოსასვლელად და იმის გასაცნობიერებლად, რომ სასტუმროს ნომერში ვიმყოფებოდი და არა იმ დაწყევლილ ქოხში, სადაც ჩემი და მოკლეს რამდენიმე წუთი მჭირდება. თავში ათასგვარი ფიქრი მიტრიალებს და ამ კოშმარის დეტალებსაც ნელ-ნელა ვიხსენებ.
-კარგად ხარ? -მეტრეველმა წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა
-ჰო, კარგად ვარ -მოტანილი აკანკალებულმა ჩამოვართვი და ერთი ყლუპი ძლივსძლივობით მოვსვი
-ალბათ ცუდი სიზმარი ნახე
-არა, მსგავსი არაფერი ყოფილა -ვიცრუე
-ნუ მატყუებ, შენმა ხმამაღალმა ბოდვამ გამომაღვიძა, ვიღაც ელენეს ეძახდი და . . .
-კარგი, კარგი საკმარისია -ხელის აწევით ვანიშნე გაჩერებულიყო
-ეტყობა შენთვის ვინმე განსაკუთრებული იყო
-რაში გაინტერესებს? -გვერდულად გავხედე -არამგონია ჩემი წარსულის სევდიანი დეტალები შენნაირმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანოს
-ისტორიას გააჩნია. უგრძნობი არც მე ვარ
-დაიძინე სანდრო -საბანში ბოლომდე გავეხვიე და თვალები მაგრად დავხუჭე, თითქოს ასე, ამ საშინელი ფიქრების მოშორებას სამუდამოდ შევძლებდი
-ამაღამ საწოლში შენ დაწექი. მე აქაც კარგად მოვთავსდები
-გმადლობ, მაგრამ საჭირო არ არის
-გააკეთე რასაც გეუბნები -ტონი დაასერიოზულა
-ახლაც ფული გადაგიხადო, რომ თავი დამანებო? გითხარი არ მინდა მეთქი
-მორჩა შენი სიჯიუტე უკვე ნერვებს მიშლის -ამ სიტყვებით მეტრეველმა ხელში ამიტაცა და ოთახის შუაგულში მდგარი საწოლისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა
-რას აკეთებ?
პასუხად სანდრომ, იმ მზერით გამომხედა, რომლითაც ადამიანს აგრძნობინებენ
"მოკეტეო", შემდეგ კი ლოგინში ფრთხილად ჩამაწვინა და ზედ ლურჯი ფერის, თბილი პლედი გადამაფარა . . .
გაპროტესტება არც მიფიქრია. იმ მოუხერხებელ სავარძელში ძილისგან, გვერდები ისე საშინლად მტკიოდა, რომ ამწუთას, ეს საწოლი ნამდვილ სამოთხედ მეჩვენებოდა.
-მხოლოდ ერთი ღამით -გაფრთხილების ნიშნად თითი დამიქნია მეტრეველმა და ტანსაცმლის კარადის გვერდით, კედელზე მიმაგრებულ შუქის გამომრთველს ხელი ჩამოჰკრა.
8 8 8
დილით ადრე, ისე, რომ სანდროს ჯერ კიდევ ეძინა და ნორმალურად არც გათენებულიყო, რაც ცაზე ალაგალაგ შერჩენილი ნაცრისფერი ლაქებით დასტურდებოდა, ავტოსალონში წავედი, გაქირავებიდან მერსედესის მარსკის ავტომანქანა გამოვიყვანე და იქედან პირდაპირ უახლოესი ბანკისაკენ გავემართე, საკუთარი ანგარიშიდან 10 000$ ის მოსახსნელად. გზად უზარმაზარ საცობში მოვყევი, სადაც საათ ნახევარი მომიწია დგომამ, მაგრამ ბოლოს, ასე თუ ისე მაინც გავაღწიე, დანიშნულების ადგილას მივედი, ყველა საჭირო პროცედურა გავიარე და ცენტრალური პარკიდან ჩემს დროებით საცხოოვრებლამდე (სასტუმრომდე) ბოლო სიჩქარე ავკრიბე.
8 8 8
ნომერში დაღლილ-დაქანცული და გამოფიტული ავედი. მეტრეველი უკვე ამდგარიყო და თუ აბაზანიდან გამოსული წყლის ჩხრიალის ხმით ვიმსჯელებდით, შხაპს იღებდა. ალბათ როგორ გაუხარდება ამ ფულის დანახვა. ასეთი ტიპები ხომ ორიოდე გროშის გამოც კი მზად არიან ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფონ და იმქვეყნად გაისტუმრონ. მართალია სანდროზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ის ინფორმაცია რასაც ვფლობდი, თავისუფლად მაძლევდა იმის თქმის საშუალებას, რომ ოთახის განაწილება ნამდვილ ცივსისხლიან მკვლელთან მიწევდა . . .
"ჩემი პარტნიორის" აბაზანიდან გამოსვლამდე ტანსაცმელი გამოვიცვალე და დაპირებული თანხა მაგიდის შუაგულში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დავდე. ახლა მხოლოდ მის "გამობრძანებას" უნდა დავლოდებოდი და ფულის გადაცემისთანავე საქმეზე წამეყვანა.
კიდევ ნახევარი საათი გავიდა... წყლის ხმა კვლავ არ წყდებოდა. რა სჭირს? -ვფიქრობდი გულში -ამდეხან შხაპის მიღებას გოგოებიც კი არ უნდებიან, ეს კიდევ . . .
მოთმინებადაკაგული, უკვე სააბაზანოს კართან მისვლას და მასზე დაკაკუნებსას ვაპირებდი, რომ უეცრად იგი გაიღო და ოთახში, წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეული მეტრეველი გამოჩდა.
-უკვე მოხვედი? -თვალი მაგიდაზე დაწყობილი დოლარებისკენ გააპარა
-ყველაფერი მოვაგვარე. ეს ფული შენია და მგონი მზად ხარ იმისთვის, რომ საქმეს დაუყოვნებლივ შეუდგე
-ნამდვილად ასეა -ორაზროვნად გამიღიმა
-მანქანის საკითხი უკვე მოვაგვარე. ჩაიცვი და ქვემოთ ჩამოდი, იქ დაგელოდები
-არის სერ -მხიარულად წარმოთქვა სანდრომ და მაშინვე ჩემოდანში ქექვას მოჰყვა
8 8 8
ავტომობილი ლამაზი ორსართულიანი სახლის წინ გავაჩერე და მარცხენა მხარეს, ფანჯრის მინა ჩამოვწიე.
-ეს არის არა? -ჩემს გვერდით მჯდარმა მეტრეველმა მზისგან დამცავი სათვალე მოიხსნა და სახლს დაკვირვებით გახედა
-ჰო ეს არის. მისამართი კარგად დაიმახსოვრე, დღეიდან აქ ხშირად მოგიწევს სიარული
-შენს გრანდიოზულ გეგმას როდის გამაცნობ? -გამომცდელად შემომხედა
-ეგ სხვა დროს. პირველ რიგში ის უნდა გაარკვიო სახლიდან როდის გადის, რამდენი ხნით და ასევე ისიც, თუ სად დადის და ვისთან ერთად. ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებიც კი მაინტერესებს. ამ ადამიანზე ყველაფერი გაარკვიე, აბსოლიტურად ყველაფერი. მისი დღის განრიგის ზუსტი თანმიმდევრობა მჭირდება გესმის? ამისთვის არც მეტი არც ნაკლები, ერთ კვირას გაძლევ
-შემთხვევით ისიც ხომ არ გაინტერესებს მოსაქმებას რამდეხანს უნდება?
-არა, მაგის გამოკლებით -თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამცინებოდა
-ძალიან კარგი, უცებ ვიფიქრე, რომ ამის გარკვევაც მომიწევდა
-აი ეს გამომართვი -თეთრყდიანი პატარა წიგნაკი გავუწოდე
-რა არის? -ცნობისმოყვარე მზერით ჩამომართვა და მის ფურცვლას მოჰყვა
-როცა პირველ დავალებას მორჩები გადახედე. ზედმეტი ახსნით თავს არ შევუწუხებ, ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მანდ წერია
-შენ რა ყველაფერი ფირცელზე დაწერე? -აშკარად გამხიარულდა
-ჰო და მერე რა?
-უცნაური ხარ
-შენთვის ჩემი დახასიათება არ მითხოვია პარტნიორო -კბილებში გამოვცარი და საქარე მინიდან ტროტუარზე მდგარ გაქუცულ ნაძვს გავხედე, რომლიდანაც ზუსტად იმწამს აფრინდა რამდენიმე პატარა ჩიტი
ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. არ ვიცი ეს რამდეხანს გაგრძელდა, მხოლოდ წიგნაკის ფურცვლის და სანდროს რიტმული სუნთვის ხმა მესმოდა. რამდენიმე წამში ჩემს დაკვირვების ობიექტს თვალი მოვწყვიტე და ქუჩის ბოლოში მიმავალ ახალგაზრდათა ჯგუფს გავხედე, რომლებიც ჩემთვის უცნობ თემაზე ხმამაღლა იცინოდნენ. ზუსტად ამ დროს მეტრეველიც ალაპარაკდა:
-ესეიგი ლეოს სახლში მომიწევს შეპარვა, როცა ის გასული იქნება და მისთვის იქ არც ისე სასიამოვნო საშინელებათა ფილმების კადრების მოწყობა?
-რაც მთავარია უნდა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ეჩვენება და რეალობაში არ ხდება
-ანუ შენი, როგორც მივხვდი მოსისხლე მტერი ფსიქიურ აშლილობამდე უნდა მივიყვანო?
-სწორედ ასეა. და დიდი იმედი მაქვს, იმის თქმა არ გჭირდება, რომ კვალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვო
-ამაზე შეგიძლია არ ინერვიულო -ისევ სახლს გახედა
-კითხვები ხომ არ გაქვს?
-სიმართლე გითხრა ერთი კითხვა მართლაც მაქვს
-ჰოდა გისმენ -სავარძლის საზურგეზე გადავწექი
-იმ ბიჭთან დაახლოებას სერიოზულად აპირებ?
-ჰო, ზუსტად ეს მაქვს ჩაფიქრებული. მინდა, რომ მის ტანჯვას საკუთარი თვალით ვუყურო -სახეზე ბოროტული გამომეტყველება აღმებეჭდა
-ეტყობა მაგ ტიპმა მართლა საშინელება გაგიკეთა, ასე ძალიან რომ გძულს
-ეგ შენ არ გეხება -რაც შემეძლო მკვახედ მივუგე -გადადი მანქანიდან და საქმეს შეუდექი. მობილური უკვე გაქვს, ასე, რომ ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენე
-ხომ არ ჯობია საღამოს, რომ დავბრუნდბი ყველაფერი მაშინ მოგიყვე?
-რა ჯობია და რა არა, ამას თავად გადავწყვეტ. ახლა კი . . . წარმატებებს გისურვებ სანდრო
-ბედი შენი, რომ გოგო ხარ. სხვა შემთხვევაში ასეთი ტონით ლაპარაკისთვის ცხვირ-პირს გაგიერთიანებდი -მის ხმაში ბრაზი ადვილი შესამჩნევი იყო
-მგონი საკმარისი თანხა გადაგიხადე იმისთვის, რომ როგორც მინდა ისე დაგელაპარაკო -ტოლი არ დავუდე
მეტრეველს მეტი აღარაფერი უთქვამს. მანქანის კარი უხეშად გამოაღო, გარეთ გადავიდა და თავის პირველ სამუშაო დღეს ოფიციალურად შეუდგა . . .
8 8 8
ქალაქის სასაფლაო ახალი ნაწვიმარისგან ნისლში გახვეულიყო, რაც აქაურობას კიდევ უფრო საშინელ და ამავდროულად იდუმალ ელფერს სძენდა . . .
რამდენიმე წუთის განმალობაში მივაბიჯებდი სველ მიწაზე და აქეთ-იქით ვიყურებოდი. არ ვიცი რამდენი ხანი მომიწია ასე სიარულმა, მაგრამ ბოლოს როგორც იქნა ერთ-ერთ ქვაზე, ოქროსფერი ასოებით ნაწერი, ჩემი დის სახელი და გვარი დავლანდე, მის წინ ჩავიმუხლე და ზედ ელენეს საყვარელი ყვავილები-წითელი ვარდები დავაწყვე.
რა ცივი და პირქუში იყო აქაურობა. რა საშიში და იდუმალი.
პირველი, რაც იმწამს თავში აზრად მომივიდა ის იყო, თუ რას აკეთებდა აქ ელენე?!
ამდენი ხნის შემდეგაც კი, როცა ამ ტრაგედიიდან უკვე სამ წელზე მეტი იყო გასული, არანორმალური ტკივილი განმაცდევინა იმის გაცნობიერებამ, რომ ეს საფლავის ქვა ერთადერთი რამ იყო, რაც ჩემი დის მოსაგონრად შემომრჩენოდა. ვერ ვიჯერებდი ერთ დროს მხიარული, სიცოცხლის ხალისით სავსე პიროვნება, რომელიც ყოველ დილას ღიმილიანი სახით ხვდებოდა და წუთითაც არ იყო ცუდ გუნებაზე ახლა, ამ ცივი მიწის ქვეშ გაუნძრევლად იწვა და ცოცხალთა სიას აღარც კი ეკუთნოდა.
-მენატრები ელენე -ვთქვი ჩუმად და მოღრუბლულ ცას ავხედე -დედაც და მამაც მენატრება, ყველანი მენატრებით . . . ნახე, შენი საყვარელი ყვავილები მოგიტანე. გახსოვს როგორ გიყვარდა მათი სურნელი? შენს საძინებელში ყოველთვის გედგა ვარდების თაიგულით სავსე ერთი დიდი ლარნაკი და მათი ყურება უდიდეს სიამოვნებას განიჭებდა . . .
მაპატიე ელენე . . . შენს დაკრძალვასაც კი ვერ დავესწარი, მაგრამ გეფიცები ეს მართლა არ შემეძლო. ვერ მოვახერხებდი მეყურებინა იმისთვის თუ როგორ გამოგაცხადებდნენ ოფიციალურად გარდაცვლილად და ზემოდან, რიგრიგობით, ყვავილებს როგორ დაგაყრიდნენ. გთხოვ მაპატიე . . . -თავი დავხარე
ძალიან მიყვარხარ და გპირდები, რომ შენი ცხოვრების დანგრევას იმ ტიპს არ შევარჩენ. ძვირად დაუჯდება, ის რაც გაგიკეთა . . .
ვფიცავ, რომ მის ღამის კოშმარად გადავიქცევი და სამუდამოდ დავავიწყებ, ადამანების მიერ საკმაოდ ხშირად გამოყენებად ფრაზას, რომელიც ასე ჟღერს-"ცხოვრება მშვენიერია".
8 8 8
მეტრეველს იმაზე კარგად შევეწყვე, ვიდრე წარმოვიდგენდი. მართალია ჩემი შურისძიების მიზეზი მისთვის კვლავაც უცნობი იყო (რადგან ამაზე საუბარი უდიდეს ტკივილ მაყენებდა) მაგრამ ახლა ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. საკვირველი ის იყო, რომ ადამიანი რომელშიც ადრე მხოლოდ მკვლელს და დაუნდობელ არებას ვხედავდი, ჩემთვის ახლობელი გახდა. შეიძლება ითქვას მეგობარიც კი. ამ ბიჭში, იმ ადამიანურობას ვხედავდი, რასაც სხვა ალბათ ვერასოდეს შეამჩნევდა, მაგრამ თვითნაც არ ვიცოდი ამას როგორ ვახერხებდი . . .
8 8 8
კვირის ბოლოს, უკვე ყველანაირი ცნობა მქონდა იმის შესახებ, რითაც ამჟამად ვიყავი დაინტერესებული. მცირედი წვრილმანების ჩათვლითაც კი. აღმოჩნდა, რომ ლეო დროის უდიდეს ნაწილს სახლში ატარებდა, რადგან ამჟამად სამსაური არ გააჩნდა. შაბათობით ბოულინგ-კლუბში დადიოდა, საიდანაც სპორტდარბაზში შეივლიდა ხოლმე, შემდეგ კი საღამომდე ქალაქის ცენტრალურ პარკში საათობით დასეირნობდა, თანაც მარტო.
ლუდის ბარი, რომელიც ახვლედიანის ყოველდღიური ვიზიტის ადგილს წარმოადგენდა, მისივე სახლთან ახლოს, მოპირდაპირე ქუჩის კუთხეში, ერთ წყნარ და ძნელად მისაგნებ ადგილას მდებარეობდა. ლეო იქ თავის მეგობრებთან ერთად, ხანდახან დღეში სამჯერაც კი დადიოდა და რამდენიმესაათაინი "წვეულების" შემდეგ, კვლავ სახლში ბრუნდებოდა . . .
8 8 8
რადგანაც პირველი მისია უკვე შესრულებული იყო, თანაც იმაზე კარგად ვიდრე მეგონა, დრო იყო სანდრო, მასთან ერთად კი მეც შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავით და "ჩემი მსხვერპლის" მშვიდი ცხოვრევისთვისაც წერტილი სამუდამოდ დაგვესვა.
მართალია მეტრეველს წიგნაკი და ყველაფრის დეტალური ინსტრუქცია ჩამოსვლის მეორე დღევე გადავეცი, მაგრამ საქმეზე წასვლის წინ მაინც დაწვრილებით ავუხსენი ხელთავიდან ის, რისი გაკეთებაც ამ საღამოს ევალებოდა.
-აბა მზად ხარ? -ვკითხე უკვე კართან მდგარს, როდესაც ტყავის შავი ხელთათმანის მეორე ცალს ირგებდა
-მე მზად ვარ, მაგრამ გამოგიტყდები ის ტიპი ძალიან მეცოდება
-ნეტავ როდის გახდი ასეთი გულჩვილი? -გვერდულად გავხედე -ჯობდა სიბრალულის გრძნობა მაშინ გაგჩენოდა, როცა ადამიანებს ხელის აუკანკალებლად კლავდი
-ჰო სახალისო იყო -ჩაეცინა -მაგრამ შევცდი, როცა ეს მოგიყევი
-ნუ ღელავ. ამჯერად შენზე უკეთესი არაფრით არ ვარ ვარ, ამიტომ სანერვიულო არაფერია
-აბა წარმატებები მისურვე, შენი ბინძური გეგმების განხორციელებაში
-წარმატებებს გისურვებ ჩემი ბინძური გეგმების განხორციელებაში სანდრო, ახლა კი იმ ნაბიჭვრის სახლში მოუსვი და რაც გევალება ის გააკეთე
-კარგი მივდივარ
-მოიცადე -სანამ ზღურბლს გადააბიჯებდა მკლავში ხელი ჩავავლე და ჩემკენ მოვაბრუნე
-რა მოხდა?
-ძალიან ფრთხილად იმოქმედე კარგი?
-მისი საცხოვრებლის ყოველი კუთხე კუნჭული ზეპირად ვიცი, ასე რომ სანერვიულო არაფერია. ყველაფერი კარგად ჩაივლის პარტნიორო -ამ სიტყვებით მეტრეველმა მხარზე ხელი მსუბუქად დამარტყა და გასასველ კარში გაუჩინარდა.
მთელი დილა მის შეტყობინებას ველოდი. სასტუმროდან არსად გავსულვარ, საუზმეც კი არ მომითხოვია. მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი და ამის გარდა სხვა რამეზე ყურადღების გადატანა არ შემეძლო.
რა საშინელი პროცესია ეს მოლოდინი. ყველაზე გამაღიზიანებელი და მომაბეზრებელი, რაც კი არსებობს ამქვეყნად. მთელი უბედურება კი ის არის, რომ ხშირად არც იცი რამდეხანს გასტანს. ეს ზუსტად ის შემთხვევა იყო. წარდმოდგენა არ მქონდა როდის მხვდებოდა წილად "პატივი" მეტრეველის შეტყობინება მიმეღო. მე ხომ არ დამერეკა? არა, შეიძლება ამას კარგი შედეგი არ მოჰყოლოდა. ისევ მის გამოხმაურებას უნდა დავლოდებოდი. პროცესი უსასრულოდ იწელებოდა.
ამდენმა ლოდინმა ისე გადამღალა, რომ იქვე მდივანზე მივწექი და მობილური თავთან დავიდე. როგორც ჩანს ჩამეძინა.
არ ვიცი რამდეხანს ვიყავი ასე. მხოლოდ ის ვიცი, რომ თვალებში რაღაც შუქების ნათებამ გამომარკვია ძილ-ბურანიდან. ქუთუთოები ნელა ავწიე და მობილურს დავხედე. მეტრეველი რეკავდა.
-როგორც იქნა დარეკე
-შენ კი როგორც იქნა აიღე -მის ხმაში ბევრად მეტი გაღიზიანება იგრძნობოდა ვიდრე ჩემსაში
-საქმე როგორ მიდის?
-მშვენივრად. ჯერ კიდევ აქ ვარ. ცოტა ხნის წინ ბოულინგ კლუბში წავიდა, მგონი თქვენი პირველი გაცნობისთვის იდეალური ადგილია
-მაგრამ ბოულინგის თამაში არ ვიცი
-არც უნდა იცოდე, უბრალოდ მიიქციე მისი ყურედღება, რამე ლამაზი ჩაიცვი სასურველია ცოტა გამომწვევიც და მას თვითონ გაუჩნდება სურვილი ლამაზ გოგოს თამაში ასწავლოს
-ჰო ამაში აზრი დევს. მგონი რაღაცეები შენც გაგეგება -გამეღიმა
-რაღაცეები? შეურაცყოფილი ვარ იცი? -ყურმილის მეორე მხარეს მეტრეველის სიცილი გაისმა
-კარგი მისტერ შეურაწყოფილო, უნდა დავკიდო. დღეს არასასურველი პაემანი მაქვს და უნდა მოვემზადო
-აბა შენ იცი ...
კავშირი გაწყდა. ტელეფონი გავთიშე და გარდერობი გამოვაღე. როგორც სანდრომ მირჩია (მამრობითი სქესის რჩევის გათვალისწინება მართლაც გონივრული მეჩვენა) ოდნავ გამომწვევად ჩავიცვი, თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი დავიდე და სარკეში ჩემი ანარეკლი კიდევ ერთხელ შევათვალიერე.
ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გადავწყვიტე ამასთან დაკავშირებით სანდროს აზრი გამეგო, ამიტომ ამ სამოსში გადაღებული საკუთარი ფოტო გავუგზავნე კითხვით -"როგორ გამოვიყურები?"
რამდენიმე წამში პასუხიც მომივიდა.
-საკმაოდ კარგად. ჩათვალე რომ გაება
გამეღიმა, მაგრამ არაფერი მივწერე. ჩანთა და ფული ავიღე, შემდეგ კი ჩემი ნომრიდან გასასვლელი კარი ხმაურიანად გავიჯახუნე. დერეფანში წელს ზემოთ შიშველი, წელს ქვემოთ კი პირსახოცშემოხვეული მამაკაცი თავის ცოლს რაღაცაზე გაცხარებით ეკამათებოდა. მოჩხუბარ წყვილს გვერდი ავუქციე, მორიგეს გასაღები დავუტოვე და სასტუმროდან გასულმა ქუჩაში მდგომი პირველივე ტაქსისკენ ავიღე გეზი.
მანქანა სამოცდაათი კილომეტრ საათი სიჩქარით მიქროდა დანიშნულების ადგილისკენ. საქარე მინიდან ვხედავდი, თუ როგორ სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს მაღალსართულიანი შენობები, სახლები და ქუჩაში მოსიარულე ხალხი. არ ვფიქრობდი იმაზე, რომ წინ მეტად უსიამოვნო შეხვედრა მელოდა ჩემს ეგრედწოდებულ "მოსისხლე მტერთან", არ ვფიქრობდი იმაზე, რომ შეიძლებოდა წყობილებიდან გამოვსულიყავი და მისთვის ის გულისამრევი სიფათი ჩამომეხია. ნერვების მოსათოკად და გეგმების დასაწყობად უკვე საკმარისზე მეტი დრო მქონდა. ახლა შეტევაზე გადასვლა იყო მთავარი, მე კი სწორედ ეს მქონდა მიზნად დასახული.
მაგნიტოფონში ჩემი საყვარელი სიმღერა აჟღერდა. Denity Kane-Stay With Me
თავი უკან გადავხარე და თვალები მაგრად დავხუჭე. ახლა მხოლოდ მუსიკის და მასში მსუბუქად შერეული ბორბლების გზატკეცილზე ხახუნის ხმა მესმოდა.
"რა კარგი იქნებოდა რომ მშვიდი ცხოვრება მქონდეს"-გამიელვა თავში -აი ამ მეოდიასავით მშვიდი, რომელიც ახლა ამ მაგნიტოფონში ჟღერს და სულ მალე დასასულსაც მიუახლოვდება.
კიდევ რამდენიმე მოსახვევი. კვლავ ახალი სახეები, კორპუსები, მაღაზიები . . .
სიმშვიდე? -ჩემთვის ჩამეცინა
ეს სიტყვა და ჩემი ცხოვრება ერთმანეთთან ყოველთვის შეუთავსებლობაში იქნება.
რატომ ყოველთვის? არ ვიცი, ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია. მომხდარის შემდეგ იმედი მაქვს დაკარგული იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს რამე კარგი, ან თუნდაც ძალიან კარგი. ჰო, ასეა.-ინტუიცია მკარნახობს, რომ ასეა -ჩემდა უნებურად ხმამაღლა წამომცდა და მხოლოდ მაშინღა შევნიშნე, რომ ავტომობილი უკვე გაჩერებულიყო.
-ინტუიცია იმასაც ხომ არ გკარნახობთ, რომ თქვენი მანქანიდან გადასვლის დროა? -ირონიული სახით გადმომხედა ტაქსის მძღოლმა და ერთმანეთს მიტყუპებული საჩვენებელი და შუანა თითო ცერას გაუხახუნა, იმის ნიშნად რომ ფული უნდა გადამეხადა
-აი აიღეთ -ჩანთიდან საჭირო თანხა ამოვიღე, მას გავუწოდე და ისე, რომ ხურდის დაბრუნებას აღარ დავლოდებივარ გარეთ გადავედი.



№1 სტუმარი Guest gvantsa

ra kargi xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent