შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი შეცდომა- ნაწილი 3


3-11-2016, 17:23
ავტორი Liks14
ნანახია 3 928

თვალებს ვახელ. გარემო მეუცხოვება, კედლები, ჭერი, ნათურა, ჭაღი. დილით არც არავინ მაღვიძებს როგორც დეიდა. ასეთი ცხოვრება არ მომწონს. მაგრამ რა უნდა ვქნა. ხალათს ვიცმევ და აზრზე მოვდივარ რახდება. უცებ ვაანალიზებ რომ ქმარი მყავს უკვე და მალე შვილიც მეყოლება. ბავშვი მინდა, ძალიან მინდა. მაგრამ... აზრებს თავს ვერ ვუყრი. სააბაზანოში შევდივარ და ნელნელა ვფხიზლდები. მისაღებში გავედი. უცხო დივანი, უცხო სამზარეულო, უცხო მაგიდა. ეს ყველაფერი საშინელებაა. მაგრამ ამაზე ადრე უნდა დავფიქრებულიყავი.
-დილამშვიდობისა-ესალმება ნინა ეკას და დივანზე ჯდება.
-დილამშვიდობისა ნინა. როგორ გეძინა?
-კარგად-უღიმის ძალდატანებული
საათს შევხედე. 11 იყო დაწყებული.
-ლუკა სადაა?-ვკითხულობ მორიდებით.
-ლუკა ნიასთან ერთად პარკშია.
ესეც ასე. ჩემ ქმარს შეყვარებული ყავს. ეს უკვე ცხოვრების ბედნიერ დასაწყის უნდა ნიშნავდეს. ტელეფონს ვიღებ, აივანზე გავდივარ და ლიკას ვურეკავ
-სრული საგიჟეთია. ლუკა ნიასთანაა და მე კი სახლში ვზივარ და ველოდები როდის მოვა ჩემი ქმარი.
-აუ წამო სადმე გავიდეთ და დაგავიწყებ ცოტახნით მაინც მაქ თემას.
-კაი წავედით.
მე და ლიკამ გადავიწყვიტეთ წავსულიყავით კაფეში, შემდეგ კი სასეირნოდ.
-რა შევუკვეთოდ?
-ნამცხცვარი და ყავა-ვთქვი და გვერდით გავიხედე.
ჯანდაბა.ჯანდაბა.ჯანდაბა. ამათ აქ რა უნდათ.
-წამოდი დავტოვოთ კაფე რა.-ვანიშნებ ლიკას ლუკასკენ და ნიასკენ რომლებიც სხედან და ყავას სვამენ.
-ეს ნია არ არის? შეურიგდა ამხელა ამბავის მერე ლუკას?
-როგორც ჩანს ძალიან უყვარს და იმიტომ.
-როგორც ჩანს ძალიან დებილია. კარგი წამოდი.
კარებისკენ მივდივართ და მიმტანი გვეძახის
-უკაცრავად თქვენი შეკვეთა?-და ყველა ჩვენ გვიყურებს მათშორის ლუკას. დავიბენი, აარვიცოდი რა მექნა. უცებ ლიკამ წამოიყვირა
-აღარ გვინდა, სხვა დროს შემოგივლით.-და კარებს აღებს.
-ნინა-მიძახის ლუკა-მოდი ერთი წუთით.
-ჯანდაბა-ვუჩურჩულებ ლიკას ყურში და ლუკასკენ და ნიასკენ მივდივარ.
-გამარჯობა ლუკა-ცივად ვუღიმი.
-თავის არიდება არაა საჭირო. გაიცანი ეს ნიაა ჩემი შეყვარებული,-მანიშნებს საშუალო ტანის რიჟა გოგოზე.-ეს კი ნინაა, ჩემი....-პირი მომუწა ლუკამ
-ცოლი-დავასრულე და კმაყოფილად ჩავიღიმე. არმინდოდა მათი ურთიერთობააში ჩავრეულიყავი ან დამენგრია. მალევე გავშორდით იქაურობას.
-უბედობაც ამას ქვია-თითები დაატკაცუნა ლიკამ.
შევიშმუშნე.
-არა რა, მაინც როგორ შეურიგდა ნია ლუკას.-არ ნებდებოდა ლიკა
-არც მაინტერესებს. მათ ურთიერთობაში არ ვერევი. რაც უნდათ ის უქნიათ.
-და რაუნდა ქნა როდესაც ლუკა შეგიყვარდება
-ლიკა.. მისმინე.. მე ლუკა ჯერ ერთი ლუკა იმიტომ არ შემიყვარდება რომ მას შეყვარებული ყავს. მეორედ იმიტომ რომ....-სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი.
-კაი კაი დაივიწყე-დაიწყო სიცილი ლიკამ
-შტერო-გადავხვიე ხელი და სიცილში ავყევი.
-დათის არაფერი მოუწერია?-გავხედე ლიკას.
-არა-მოეღუშა სახე-არადა როგორ მენატრება-დახედა ტელეფონს.
-არაუშავს. აუცილებლად მოწერს და აუცილებლად შერიგდებით.
-იმედია-ღრმად ამოისუნთქა და გაიღიმა.
-ჩემი ლიკუკა-მოვხვიე მკლავზე ხელები და დავეჭყანე-ყველაფერი კარგად იქნება
ლიკამ თავი მაღლა აწია და გაეცინა.
სახლში მივედი. სამზარეულოში ეკა ფუსფუსებდა.
-ნინა მოხვედი? შეგიძლია დამეხმარო? ნამცხვარს ვაცხობ
-კი კი ახლავე მოვდივარ-ფეხზე გავიხადე და სამზარეულოში შევედი.
მმ.როგორ მიყვარდა ნამცხვრების კეთება. ბავშვობაში დედას სულ ვთხოვდი ნამცხვრების გამოცხობა მასწავლე თქო. ეს ჩემი ფავორიტი საქმე იყო.
-მოდი შოკოლადი მოასხი ნამცხვარს, მე ანანასს გამოვიღებ მაცივრიდან-მიმანიშნა ჯამზე რომელშიც დამდნარი შოკოლადი იყო ჩასხმული.
ბოლოს უგემრიელესი ნამცხვარი გამოგვივიდა. დავჯექით და მადიანად შევექცევოდით. ლუკას არსებობა საერთოდ გადამავიწყდა. მე და ეკა ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ. ერთმანეთზე ვლაპარაკობდით როდესაც ლუკამ კარი შემოაღო.
-რაკარგი სუნიაა-ღრმად ამოისუნთქა და ჩაეღიმა.
-მოდი დედა, დაჯექი, მე და ნინამ ნამცხვარი გამოვაცხეთ.
-ძალიან კარგი მაგრამ მე არმინდა, კაფეში ვიყავი იმის მერე ნაყინზე გავიარეთ მერე ბამბის ნაყინი ვჭამეთ. მოკლედ ძალიან დანაყრებული ვარ და საღამოს აუცილებლად გაგისინჯავთ თქვენს ნამცხვარს-თვალი ჩაუკრა ეკას და „ჩვენს“ ოთახში შევიდა.
ძალით გავუღიმე ეკას და ნამცხვარს დავუბრუნდი.
-როგორი ბიჭია რა.-ჩაიბურტყუნა ეკამ და ნამცხვარს ერთი კიდე ჩანგლით მოჭრა.
მხრები ავიჩეჩე.
-ვიცი რომ არ მოგწონს ის რომ ლუკას შეყვარებული ყავს. მაგრამ თქვენი უტვინო თავების ბრალია-გაეცინა ეკას
მართალი იყო. სრულიად მართალი.
მოკლედ ასე ვთქვათ „ვირძალე“. ჭურჭელი დავრეცხე
-ეკა დეიდა ცოცხი სად არის?
-არ არის საჭირო ნინა, უკვე გამოხვეტილი მაქვს.
-კარგი, მაშინ ოთახში ავალ.
კარები შევაღე და უცხოს მოვკარი თვალი. ვუი ხო მარტო აღარ ვარ ოთახში. სულ დამავიწყდა. მალევე დავუხურე კარი
-თუგინდა შემოდი-შემომესმა ოთახიდან.
-ამ ბოლო დროს მალე ვიღლები და წამოწოლა მინდოდა-შევუღე ოდნავ კარი.
-მესმის. -გამიღიმა-შემოდი, დაწექი.მე უნდა წავიდე.
-კარგი
შევედი და საწოლზე დავჯექი. ლუკამ მაისური გადაიცვა, სარკეში შეიხედა და თმები გაისწორა.
-საით-გავბედე და ვკითხე
-ნიას ვპატიჟებ რესტორანში. ღამე მოვალ. არ დამელოდო დაწექი.
-კარგი.
ფეხსაცმელიც ჩაიცვა და კარები მიიხურა.
არ ვეჭვიანობდი, მაგრამ მაინც რაღაც არ მსიამოვნებდა. წამოვწექი და თვალები დავხუჭე. ლუკას სუნამოს სუნი იყო ოთახში. ღრმად ამოვისუნთქავდი და ჩავისუნთქავდი. მუცელს ვეფერობდი. ჩემს პატარას. ჩემს და ლუკას შვილს. არც კი მჯეროდა ასეთი სიგიჟე. ამ ფიქრებში გართულს კი ჩამეძინა.
რაღაც ხმები მომესმა ქვემოდან. საათს დავხედე ღამის 12 ის ნახევარია. თვალები დავჭყიტე და გვერდით გავიხედე. ლუკა არ იწვა. ანუ არც მოსულა. ახლა კი მოვიდა. ხალათს ვიცვამ და ქვემოდ ჩავდივარ.
-ვუი გაგაღვიძე ნინა-შეკრთა ეკა-ბოდიში უშნოდ მივწიე დივანი.მე ვწვები და შენც წამოდი დაწექი.
-არა ვიქნები. აღარ მეძინება. ტელევიზორს ვუყურებ.
-კარგი როგორც გინდა ნინა-მიღიმის, მხარზე ხელს მადებს და ოთახისკენ მიდის.
ტელევიზორს ვრთავს. უაზრო გადაცემებით გატენილია ტელევიზორი. ანიმალ პლანეტს ვრთავ და ცხოველებს ვუყურებ. ნეტა ცხოველი ვიყო. რა ადვილია. რას გავაკეთებდი მათ ადგილზე. უცებ კარების და მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის.
-ნინა არ გძინავს?-მიყურებს გაკვირვებული ლუკა
-ა არა, ახლა გავიღვიძე და ვიფიქრე ტელევიზორს ვუყურებ თქო.
-კარგი-მომიჯდა გვერდით.-ცოტას დავისვენებ და დასაძინებლად ავალ
-როგორი იყო?-არ ვაშორებ ტელევიზორს თვალს და ისე ვეკითხები.
-არაჩვეულებრივი-იღიმის-ძალიან საყვარლად იყო, წითელი კაბით, უბრალოდ ბომბა.-და სიამოვნებისგან თვალები უბრწყინავს.
-ძალიან კარგი ასე თუ გიყვარს ნია.
-როგორც ფიქრობ ისე არ მიყვარს, ანუ ძალიან. ერთხელ ძალიან გავუბრაზდი, ვიღაც ბიჭთან ერთად დავინახე. მეფიცა, რა არ მითხრა 2 თვე დაშორებულები ვიყავით. ყოველდღე მწერდა, ბოლოს კი მაინც შევურიგდი. გული მაქვს აცრუებული ვიღაც ბიჭში რომ გამცვალა მაგრამ, იმ ნდობის დაბრუნება მინდა. მინდა რომ შევცვალო ნია. ასეთი ძაანაც არ მომწონს. რაღაცნაირი გოგოა, აი წუწუნა, მისი უნდა გაიტანოს რამენაირად, მაგრამ მაინც მიყვარს.
-ისე ერთი იცოდე რომ აღარ დაგწყდეს გული მერე.ადამიანები არ იცვლებიან,ისეთივე რჩებიან როგორიც ურთიერთბის დასაწყისში იყვნენ-და თავს ლუკასკენ ვატრიალებ.
ლუკამ უცნაურად შეიშმუშნა. მერე წამოდგა
-ღამიმშვიდობისა-გამიღიმა
-შენც.-ცივად ვუღიმი და ტელევიზორს ვუბრუნდები.
ტელევიზორს ვუყურებ მაგრამ სხვა რამეზე ვფიქრობ. მერე მივხვდი რომ უაზროდ დროის ფლანგვა იყო ასე ჯდომა და დასაძინებლად წავედი. ძილზე ვგიჟდები. ახლა რამდენიც მინდა იმდენს ვიძინებ.-ვიფქრობ და დებილივით ვიღიმი
ოთახის კარს ფრთხილად ვაღებ და ფრთხილადვე ვკეტავ. უჩუმრად ვწვები და ზურგს ვაქცევ ლუკას. მსუბუქი სუნთქვის ხმა მესმის. ჩემთვის ვბუტბუტებ და თვალებს ვხუჭავ.
დილას თვალებს ვახელ და ვიღაცის ხელს ვგრძნობ შემოხვეულს. სულელივით ვუყურებ ხელს, მერე კი ხელს ფრთხილად ვიღებ. მაგრამ რად გინდა, ისევ მხვევს ხელს და არ მიშვებს. ლუკასკენ ვიხედები და ძინავს. შესამჩნევად ვახველებ რომ გაეღვიძოს.რამდენიმე ცდის შემდეგ თვალებს ახელს და პირდაპირ მე მიყურებს.მერე თანს აყოლებს თვალს და მისი ხელი ხვდება არეალში. უცებ თვალებს აფართოებს და უკან მიაქვს.
-მადლობა-ვბუტბუტებ და საწოლიდან ვდგები.



№1  offline წევრი mariami mariami mariami

აა! სხვათაშორის კარგია, მომწონს წინსვლით უკეთესია.
გააგრძელე აუცილებლაად, ოღონდ ერთი დიდი მინუსიგაქ ძალიან პატარა თავებს დებ და ეს უკვე უინტერესოს ხდის ისტორიას, ჯობაი 2 და 3 დღეში ერთხელ დადო და მსუყე ვიდრე ყოველდღე და 2 აბძაცი მერწმუნე ! მკითველებს მოიზიდავ დიდი თავებით :)) მადლობა ყურადღებისთვის! გააგრძელე აუცილებლად ყოველ მიზეზ გარეშე ოღონდ დიდ თავს ველოდებით!. :))

 


№2  offline წევრი Liks14

[quote=mariami mariami mariami]აა! სხვათაშორის კარგია, მომწონს წინსვლით უკეთესია.
გააგრძელე აუცილებლაად, ოღონდ ერთი დიდი მინუსიგაქ ძალიან პატარა თავებს დებ და ეს უკვე უინტერესოს ხდის ისტორიას, ჯობაი 2 და 3 დღეში ერთხელ დადო და მსუყე ვიდრე ყოველდღე და 2 აბძაცი მერწმუნე ! მკითველებს მოიზიდავ დიდი თავებით :)) მადლობა ყურადღებისთვის! გააგრძელე აუცილებლად ყოველ მიზეზ გარეშე ოღონდ დიდ თავს ველოდებით!.
Mapatiet ver vdeb did tavebs radgan skolashi maqvs jerjerobot gaurkvevloba da vegar vicli. Shabat kvira modis da udidesi tavebit moval ()()

 


№3 სტუმარი etiko

vaime dzaan magaria ar momwons es nia da ra vqna ragac tanashs tamashobs tipi rogor unda giyvardes ro saxlshi coli tavs male shvili eyoleba da mainc mastan xar tan tvitonac tqva ragacnairi gogoao..,,, nina da luka uupro kargi wyvilii iqneba tan mati patara ❤️❤️ male dade axali da cota didi tavebi

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ!!!
ძალიან კარგი გოგო ხარ.... აი უმაგრესი გოგო... ძალიან კარგად გაქვს დაწერილი გეტყობა გააზრებულიც რომ გაქვს რასაც წერ და შენთვის წერა უბრალო დროის გაყვანა არ არის... ყველაფერი ისე კარგად გაქვს დაწერილი წინსვლა აშკარად გეტყობა ასე გააგრძელე და მალე ძალიან დახვეწავ წერის სტილს... ძალიან მომეწონა კიდევ ერთხელ ყოჩაღ... მგონი პირველი ხარ ვინც რჩევები ასე მალე და ხარისხიანად გაითვალისწინა წერის სტილთან დაკავშირებით... დღეს არანაირი რჩევა ეს იყო ძალიან კარგად დაწერილი თავი...

 


№5 სტუმარი Guest მარიამი

სიტყვა "მოკლედ" ხშირად არ გამოუყენო, სხვათაშორის რაღაც-რაღაცები გაგითვალისწინებია და მომეწონა, უფრო მეტი იყოს ლუკას და ნინას დიალოგები, სულ ნიასთან ნუ არის ლუკა, ცოტა ყურადღება ნინასაც მიაქციოს... წარმატებებიი <3 მალე დადეეე<3

 


№6  offline წევრი Liks14

უცნობი ქ
ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ!!!
ძალიან კარგი გოგო ხარ.... აი უმაგრესი გოგო... ძალიან კარგად გაქვს დაწერილი გეტყობა გააზრებულიც რომ გაქვს რასაც წერ და შენთვის წერა უბრალო დროის გაყვანა არ არის... ყველაფერი ისე კარგად გაქვს დაწერილი წინსვლა აშკარად გეტყობა ასე გააგრძელე და მალე ძალიან დახვეწავ წერის სტილს... ძალიან მომეწონა კიდევ ერთხელ ყოჩაღ... მგონი პირველი ხარ ვინც რჩევები ასე მალე და ხარისხიანად გაითვალისწინა წერის სტილთან დაკავშირებით... დღეს არანაირი რჩევა ეს იყო ძალიან კარგად დაწერილი თავი...

Dzalian dzalian didi madloba <3 <3 <3

Guest მარიამი
სიტყვა "მოკლედ" ხშირად არ გამოუყენო, სხვათაშორის რაღაც-რაღაცები გაგითვალისწინებია და მომეწონა, უფრო მეტი იყოს ლუკას და ნინას დიალოგები, სულ ნიასთან ნუ არის ლუკა, ცოტა ყურადღება ნინასაც მიაქციოს... წარმატებებიი <3 მალე დადეეე<3

Dzalian didi madloba mariam <3

 


№7  offline წევრი mariam beridze

ძალიან მაგარია ყოჩაღ <3 ^__^

 


№8  offline წევრი Liks14

mariam beridze
ძალიან მაგარია ყოჩაღ <3 ^__^

Dzalian didi madloba <3

 


№9 სტუმარი s.a

აბა როდის დადებ უდიდეს თავებს? laughing
აზრიან განვითარებას ვხედავ ამ ისტორიის
იცოდე არავითარ შემთხვევაში არ დაასრულებ მალეე kissing_heart

 


№10  offline წევრი Liks14

აი ახლა უნდა დავდო და დაახლოებით ნახევარ საათში დაიდება იმედიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent