შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყლისფერი შემოდგომა (თავი I)


3-11-2016, 19:34
ავტორი Kigi
ნანახია 1 675

ფანჯარას ვხედავდი და შიგ ჩახატულ ულამაზეს ფოთლებს, იმ ფერებში მე,რომ მაგიჟებდა. ეს იყო ფერი სიკვდილისა და სიყვარულის! მაგიჟებდა წითელი, შემოდგომის წითელი, რომელიც მუდამ სიკვდილზე მაფიქრებდა და ყვითელი, ასე ძალიან,რომ წარმომედგინა სიყვარულის ფერი. არ მომწონდა ყვითელი, უბრალოდ გონებაში რჩებოდა მუდამ. არ მომწონდა,მაგრამ თან მხიბლავდა, მიზიდავდა. ფანჯარას მივუახლოვდი, მინდოდა უფრო მეტი დამენახა.ტროტუარს მიყვებოდნენ უბრალო ადამიანები, უბრალო გულებითა და ისტორიებით. და მაინც, ყველაზე მეტად მძულდნენ ისინი. უდანაშაულო ხალხი ჩემს დანაშაულით სავსე ცხოვრებაში. ამაცახცახა,ცივმა ოფლმა დამასხა და ვერც ვიაზრებდი ისე მივშტერებოდი აქამდე ნაცნობ სილუეტს,და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში,რომ ჩემი თავი ამ ხალხზე მეტად მეზიზღებოდა და სუსტი ვიყავი, უმეცარი,საცოდავი. ნაცნობი სილუეტი, ნაცნობი,ყველაზე საყვარელი მიხრა-მოხრით. არ ვიცი, 3 იყო თუ 4 წამი, მაგრამ ეს გავდა გოლგოთას ჩემთვის. მისი დანახვა ისევ,ამდენი ხნის შემდეგ და ასე... ვიდექი და ვგძნობდი მეათასეჯერ განცდილ სიკვდილს. თითებზე დავიხედე,მე არ მომწონდა, მაგრამ ერთხელ წამოცდა , რომ ისურვებდა შემხებოდა და ამის შემდეგ მათი დანახვა სიხარულს მიჩენს ამ განაცრისფერებულ გულში.უაზროდ დავეხეტები ამ ოთხ კედელს შორის და ვიხსენებ ჩემს თავს ისეთს,როგორიც მას არ უყვარდა და არ შეუყვარდებოდა არასდროს. მე ხომ კომპლექსიან,ჩუმ,სუსტ ბიჭზე გესაუბრებით, რომელიც მუდამ თავს მარტოობას აფარებდა. ეშინოდა ხალხის და მართალიც იყო! 4 წელი გავიდა, ტკივილიანი და უაზრო 4 წელი ჩემს ცხოვრებაში. არაფერი გავდა, იმას რაც აქამდე იყო,გარდა ჩემი ოთახის ფანჯრებისა. არ არის დიდი დრო, მე ხომ არც მიგვრძნია ვიყავი გამოკეტილი იმ საშინელ ადგილას და ყოველი დღე,ყოველი ღამე ვგრძნობდი როგორ ეომებოდა ჩემში ერთმანეთს სინდისი და შიში. ბოლოს ვერცერთი იმარჯვებდა და ასე გათანგული ამ დამღლელი ომით საათებით მივნაბავდი თვალებს. ახლა მეშინია გარეთ გასვლა და მოგონებებთან უნიჭო ცეკვა.ყველამ დამივიწყა, თუმცა არც არასდროს მყავდა არავინ. ვჭირდებოდი ყველას,ჩემი ღონის გამო,მაგრამ თან ვაფრთხობდი მათ. გიორგი მახსოვს, ბოლო ადამიანი,რომელმაც მთხოვა მებრძოლა და წავიდა. არც შეეძლო აქ დარჩენა. მე კიდევ უნამუსო ადამიანი თვალებს ვერ ვუსწორებდი,იმიტომ რომ ვიცოდი უდანაშაულო,მაგრამ უსასტიკესი დამნაშავე ვიყავი. 4 წელი ციხეში გავატარე გიორგის ძმის სიკვდილში „მონაწილეობის“ გამო. არც მაშინ გამიმართლებია თავი და არც ახლა! დამბრალდა,ესეიგი ჭკუა ვერ ვიხმარე! მე მხოლოდ, ციხის გარეთ ერთადერთი ძვირფასი რამ მყავდა და იმასაც ვძულდი. ახლა გარეთ ვარ, არაფრისმთქმელი ცხოვრებით.
პირველი შეხვედრა გაჩერებაზე
შემოდგომის სუსხმა გამომაღვიძა და ჩემი ფანჯრიდან მზის სხივი შემოტორტმანდა, დედა მეძახდა, ჩემი და ნინი უნდა ჩამეყვანა გაჩერებაზე. ავდექი,თითქმის სიგიჟემდე მქონდა მონატრებული ეს მომენტი, რაც შეიძლება სწრაფად ჩაცმა. გავედი და ნინი შემომეფეთა, უჩვეულოდ ლამაზი იყო და ღიღინებდა. მისთვის ჯერაც უცხო ვიყავი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი დიდ სიყვარულს ჩემდამი. 7 წლისაა ნინი და უკვე პიანისტობს, მაშინ სულ პატარა იყო ძმის თმას რომ წეწავდა და „თულელო“-ს მეტს არაფერს,რომ არ მეძახდა. ნინის მოუწია დაენახა საშინელი წითელი და ლურჯი ფერები და მოესმინა საგლოვო სიმღერა-სირენების ხმა. ნინი,რომ არა დედა ვერ იქნებოდა ასეთი ძლიერი. ჩავკიდე მწვანეთვალებას ხელი და ჩავედით, მიყვებოდა სხვადასხვა ამბებს თავის სკოლაზე და ველოდით ყვითელ ავტობუსს.
-გამარჯობა დარინა.
-გამარჯობა ნინი.
გავშრი, ნოზის ხმა არ იქნებოდა ისეთი მომაჯადოებელი და მტანჯველი,როგორც მისი. იდგა ჩემს წინ და იღიმოდა, ნინის უღიმოდა. ჩემკენ გამოიხედა,თავი დამიკრა და წავიდა. მოვკვდი,კიდევ ერთხელ მოვხვდი მისი წყალობით.
დარინა იყო ჩემი უმიზნო ცხოვრების ერთადერთი მოჩვენება,რომლის ნახვა სისხლს მიშრობდა და თავს არაადამიანურად მაგრძნობინებდა. ის პატარა გოგო იყო ვიოლინოზე შეყვარებული,რომელიც მუდამ ჩემს ფანჯარაში ირეკლებოდა. სულ მინდოდა ახლოს მისვლა, შეხება ამქვეყნიური სილამაზისა,მაგრამ ვერ ვბედავდი. ვიცოდი, არასდროს გამოიჩენდა ინტერესს ჩემს მიმართ. წვიმიანი საღამო იყო, მანქანას სწრაფად ვმართავდი და ოპერის სახლის წინ გავაჩერე. რომ გადმოვედი დარინა მოდიოდა ჩემი სულ მუშტების შენით, მადანაშაულებდა მისი თეთრი კაბის დასვრაში.
-თქვენ მე კაბა დამისვარეთ და ერთ საათში კონცერტი მაქვს, ნუთუ არ შეიძლებოდა ნორმალური ადამიანივით გემართათ საჭე? ახლა რა ვქნა მე? ტიროდა, ჩემთვის ყველაზე მიუწვდომელი არსება წინ მედგა და ჩემი უგუნურობის გამო ტიროდა.
- წამოდი!
და ვუყიდე კაბა,თეთრი ვარდისფერი არშიით. წავიყვანე კონცერტზე და როცა უკვე უნდა გასულიყო მობრუნდა,მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე და გაიქცა. მაშინ ვიცოდი,რომ არსებობდა აქ ვიღაც ვისთვისაც ღირდა ცხოვრება.
დავეხეტებოდი იმ დღის შემდეგ ასე უიმედოდ, საცოდავად.
დღემდე...




გამარჯობა,ძვირფასო მკითხველო.
ეს ერთგვარი ექსპერიმენტია, არასდროს მიცდია ამ ჟანრში თავი.
მეშინია, უბრალოდ არ მინდა იმედები გაგიცრუოთ.
რას მირჩევთ? გავაგრძელო წერა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent