შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა... გიყვარვარ? (თავი 17)


4-11-2016, 16:30
ავტორი სატი
ნანახია 2 316

-ქეთა ცოლად გამომყვები?
-არა
-რაა?
-ძაან პატარა ვარ კოტე
-მეღადავები?
-ხო. დებილო. გამოგყვები
კოტემ ხელში აიყვანა და აკოცა. მერე ზღვაში შეაგდო და სულ დაასველა. ცოტახანში, ლუკა, ირაკლი, ერეკლე, გივი, ნია,ნანუკა, ეთო, ანასტასია, თეო და სანდრო ჩამოვიდნენ.
-ვერ გავიგე ეს რა პონტია ბანკეტიდან გაპარვა?(ირაკლი)
-იკააა. გაგახსენო რაღაცეები?-გაეცინა ქეთას
-რა უნდა გაახსენო გოგო(კოტე)
-ვღადაობ კოტე ვაიმეე. (ქეთა)
ყველა ჩამოვიდა ქვემოთ.
-ბანკეტზე რა ხდება(ქეთა)
-აუ აღარაფერი. ფოტოგრაფიც წავიდა . მშობლებიც წავლენ მალე.
-აუ პივა სადაა(ქეთა)
-ცოტა შეანელე ტემპი მეგობარო(თეო)
-აჰა... (ქეთა)
-წამო რა ნიკა დავკარგე და ვერ ვპოულობ(თეო)
-აუ ეგ და საბა სადმე წავიდნენ მემგონი. წამო აბა
ქეთა და გოგოები წავიდნენ საბას და ნიკას მოსაძებნად.
-კოტეე.შენ მიგყავს ქეთა ამერიკაში ხო? მე და ქეთა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ჩემი და არის. გესმის? რამე ნი ტო და
-ვიცი ირაკლი.
-გავიკითხე... ერთი პერიოდი რეაბილიტაციაზე იყოო...(ერეკლე)
-კი. ვიყავი(კოტე)
-მაგარი ტიპი ხარ. მე ვერ შევძლებდი(ლუკა)
-ხო. რთულია
ამ ღამემ ძალიან ჩვეულებრივად ჩაიარა. ნუ ყოველშემთხვევაში ავარიის, ჩხუბის შემდეგ და....
***
ზაფხულში სანამ თბილისში იყვნენ ქეთა აქეთ-იქით დარბოდა ხან პასპორტზე და ხან რაზე. მუშაობდა თან ბიბლიოთეკაში. მშობლებს რომ ელაპარაკა ჯერ ცოლად რომ გაყვა კოტეს ხო მაგრად ეჩხუბნენ. მერე ნიუ ორკზე რომ არ კითხა მაგაზეც იჩხუბეს. არაფერს არ გადავიხდით და თუ მანდ წახვალ ჩვენ ერთ ცენტსაც არ მოგცემთო. ქეთა გადარეული იყო და მეორე სამუშაოზეც წავიდა.
ორი სამსახურის მერე იუსტიციაში მივიდა, იქიდან სკოლაში გაიარა ატესტატის ასაღებად, ბოლოს დაღლილი ჩაჯდა მანქანაში და სახლში დაბრუნდა.იქ კოტე დახვდა. სახლში არავინ იყო. კოტეს ყავა და ვახშამი ჰქონდა გამზადებული ქეთასთვის. ქეთას გაეცინა და კოტეს აკოცა.
-ეს მე?
-არა შენ ძმას. რათქმაუნდა შენ
-მადლობა მარა არ მშია
-დილიდან არაფერი არ მიგიკარებია მიდი
-კაი რადგან შენ მეუბნები
ქეთა დაჯდა და ჭამა დაიწყო.
-იუსტიციაში გავედი პასპორტზე. მალე იქნება 5დღეში
-ხო და 2კვირაში მივდივართ
-ნიუ ორკის უნივერსიტეტიდან ჯერ დაფინანსებაზე რო არ მოსულა იმეილი?
-მოვიდა დღეს რაღაც.
-მართლა და ეხა მეუბნები???
-ვიცოდი მერე არ ივახშმებდი და აღარ გითხარი. ჰა-კომპიუტერი მიაწოდა ქეთას კოტემ
-ნახე?
-არა ეჯრ
ქეთამ დროზე გახსნა იმეილი. ნიუ ორკის უნივერსიტეტში 80% დაფინანსება აიღო.
-ჯანდაბა. 80% მეტი არა
-გადავიხდით. მეორე წელს ეცდები სტიპენტია აიღო
-არა კოტე ამდენს ვერ გავქაჩავთ მაშინ მე კამპუსში მომიწევს ცხოვრება. ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ. ბინის ქირას ვერ გადავიხდით
-ეს ჩემი მეგობარის ბინაა ქირა არაა საჭირო. მეორეც კამპუსში რო არ იცხოვრო ხო ნაკლები დაგიჯდება?
-ალბათ მართალი ხარ.
-თან ნიუ ორკის უნივერსიტეტთან ახლოსაა ის ბინა.
-კაი... ეხა იმედია პასპორტი მალე იქნება
-იქნება რატნო ნერვიულობ ესე ძაან
-არ ვიცი. უბრალოდ ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
-ნუ გაქვს
კოტემ აკოცა ქეთას.
-რომ ვერ წავიდე. რას იზამ.
-ნუ ფიქრობ ეგრე
-რას იზამ
-არ ვიცი. დავრჩები მეც
-არა ამის უფლებას მე არ მოგცემ
-ისე ლაპარაკობ გეგონება უკვე მივდივარ და შენ ვერა. ქეთა ამოიგდე ეს დებილური აზრები თავიდან
-მე ვთქვი დავუშვათ
-კარგი თუ ამის მოსმენა გინდა თუ შენ ვერ წამოხვალ წავალ კარიერას ავიწყობ და შენ დაგშორდები. თუ დაშორება გინდა და პრობლემას ეძებ პირდაპირ თქვი
კოტე გაბრაზებული გავიდა სახლიდან.
-კოტე!-დაიყვირა ქეთამ მაგრამ უკვე გვიანი იყო კოტე წავიდა. ქეთა დაჯდა თავი ხელებში ჩარგო. მართლა უყვარდა კოტე, არ შეეძლო მის გარეშე და ზუსტად ამიტომ ცდილობდა რომ კოტეს გული არ დაწყვეტოდა ქეთა რომ არ წასულიყო. არ უნდოდა მის გამო კარიერა და მთელი ცხოვრება დანგრეოდა. დაშორება გულშიც არ გაუვლია. ცოტახანში გიორგიც მოვიდა.
-ქეთ რა მოხდა
-რავი არაფერი
-რა გაიზარდე და ძამიკოს აღარ უყვები რა მოხდა
-რავი ძაან ცუდად მიდის ყველაფერი. დედა და მამა ხმას არ მცემენ კოტეს რო გავყევი, ნიუ ორკის გამო, მანქანის ავარიის გამო. რაღაც ყველაფერი წინ მდიგება
-მერე შენც დაუდექი წინ. ქეთ ამ წლების განმალობაში მაგრა გაიზარდე. ვეღარ გცნობ. აღარავისკენ არ მიგირბის თვალი. მაგრა გიყვარს კოტე და ყველაფერი დაიკიდე ხო ხედავ მე მოვიყვანე ცოლი მეც მეჩხუბნენ მარა მე ნინიზე მეტად არავინ მიყვარს ამ ქვეყნად. ქეთა შენ კოტე გიყვარს და იყავით ერთად.
-არ ვიცი. ალბათ.
-მაინც ვერ გადაგაფიქრებინე? გამოდის კაი ძმა ვერ ვარ.
-გიო ნუ ლაპარაკობ ეგრე
-შენ წახვალ ნიუ ორკში მეც. კაი ამბავი მაქ
-რა
-ნინი ფეხმძიმედააა
-რაააა?!!! ჯერ ეხა მოიყვანე ცოლად და უკვეეე?
-მაგიტო მოვიყვანე პროსტა არ თქვა გთხოვ
-აუუ რა მაგარია!! რამდენი თვისაა
-2თვის, მესამეა უკვე.
-აუ ძაან მაგარია ანუ 5თვეში ან 6ში ელოდებით
-6ჯობია. 9ვე თვე გამოიყენოს. მაგრა მეშინია
-რისი
-აუ რავი პატარა ბავშვი რამდენი მოვლა უნდა
-მერე რა შენ გამოგივა. ჩემთან ხო გამოგივიდა
-ხოო?
-კი გამოგივიდა-ქეთა ჩაეხუტა გიოს
-თუ გამომივიდა წადი და რაზეც იჩხუბეთ შეურიგდი კოტეს.
-არ გვიჩხუბია
-ქეთა
-ეხა ძაან გაბრაზებული იქნება მერე შევურიგდები.
-კაი საღამოს გაგიყვან
-აუცილებლად
ქეთა საღამოს მართლაც გადავიდა კოტესთან. ის იჯდა ეზოში. თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და გვერდით დანა ედო. ქეთა მივიდა და გვერდით დაუჯდა ეზოში. უკნიდან შემოეხვია.
-კოტე. კოტეე? კონსტანტინე ამომხედე
კოტე არ წევდა თავს. ქეთამ ააწევინა, ცრემლი ჰქონდა კუთხეში შემშრალი.
-კოტე?
-რა მოხდა
-არაფერი. კოტე რა გჭირს
-რა გაინტერესებს?
-კოტე ხო იცი როგორ მიყვარხარ. მეშინია უბრალოდ რო არაფერი გამოგვივიდეს
-ქეთა ბედისწერის გჯერა?
-კი
-აი მე კი არა. ამიტომ ჯობს რომ შენც ამოიგდო ეგ თავიდან. შენს თავს ვფიცავარ მაგრა მიყვარხარ. ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და შენთან დაშორება ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნებოდა ალბათ.
-ვიცი კოტე. არც მე მინდა დაშორება. ჯერ არაფერი არ ვიცით ამიტომ ტყუილა ნუ ვინერვიულებთ
-კაი. 2კვირა დარჩა როგორმე გადავიტანთ
-კოტე. იტირე?
-ქეთა გიყვარვარ?
-კი მაგრა მიყვარხარ



№1 სტუმარი Guest Eka

სკოლის დამთავრების მერე ატესტატს აძლევენ და არა დიპლომს :/

 


№2 სტუმარი niiii

ძააან კაია. გააგრძელეე. ისეთი გრძნობა მაქვს მეც რომ ნიუ ორკში არ გაფრინდება ქეთა :( worried

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent