შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ოცნებები 5


6-11-2016, 00:10
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 740

8 8 8
მანქანაში ვისხედით და სასტუმროს გზას მივუყვებოდით, როდესაც ჩემს ტელეფნზე ზარის ხმა გაისმა. ეკრანს, რომ დავხედე და ლეოს ნომერი ამოვიკითხე სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადამირბინა.
-გისმენ -ჩავძახე ყურმილში და სანდროს შევხედე, რომელიც შიგადაშიგ მე გამომხედავდა
-ბაბი როგორ ხარ?
-მშვენივრად შენ როგორ ხარ?
-რაღაც მინდა გკითხო
-მკითხე
-გუშინ ჩემს სახლში ხუმრობის მიზნით რაიმე წარწერა ხომ არ დაგიტოვებია? -ხმაში აშკარად შეეტყო, რომ დაძაბული იყო
-არა, რატომ მეკითხები?
-კარგი სერიოზული არაფერია, დაივიწყე . . .
-ცუდი ხმა გაქვს. თუ გინდა შენთან მოვალ
-მართლა შეგიძლია მოხვიდე? -ყურმილის მეორე მხარესაც კი ვიგრძენი როგორ გაახარა ჩემმა წინადადებამ
-ჰო თავისუფალი ვარ და შემიძლია. ნახევარ საათში შენთან ვიქნები
-კარგი გელოდები, არ დააგვიანო
-ნუ ღელავ დაგვიანება არ მიყვარს -ვუთხარი და ყურმილი მანამდე დავკიდე, სანამ იგი პასუხის გაცემას მოასწრებდა.
როგორც კი ტელეფონი ჯიბეში ჩავაბრუნე და ელვაშესაკრავიც ამოვწიე სანდროს კითხვით სავსე თვალებს წავაწყდი, თუმცა ვერ გამეგო რა აინტერესებდა.
-მკითხე და გიპასუხებ
-სიგიჟის პირველი ზღვარი არა?
-მთლად ეგრეც ვერ ვიტყოდი, მაგრამ შეშინებული ნამდვილადაა
-როგორც შენ იტყოდი ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია -სახეზე ცინიკური ღიმილი გაუკრთა
-თავისთავად. შეგიძლია ლეოსთან მიმიყვანო?
-რა პრობლემაა, თუმცა ის დაგავიწყდა რომ მისი სახლიდან ძალიან შორს ვართ, თუ საცობები იქნა ნახევარ საათში ვერ მოასწრებ
-მაშინ სიჩქარეს მაქსიმალურად მოუმატე
-ეგ კიდევ შესაძლებელია -თქვა სანდრომ და სპიდომეტრის ისარმაც თანდათანობით ზემოთკენ დაიწყო სვლა -ჰო მართლა ბინის საკითხზე რა გადაწყვიტე? ჩემი აზრით მშვენიერი ვარიანტია ახლადდაქორწინებული წყვილისთვის -გაეცინა
-მეც ასე ვფიქრობ -ავყევი ხუმრობაში -თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვიქირავებ, თუმცა მოსაფიქრებლად დრო მაინც მჭირდება
-რა ხართ ეს ქალები. როგორ რთულად გიყვართ გადაწყვეტილებების მიღება
-რას იზამ უნდა შეეგუო . . .
ამის მეტად, მთელი გზა არც მე და არც სანდროს კრინტი ერთხელაც არ დაგვიძრავს. მანქანა უპრობლემოდ მისრიალებდა გზატკეცილზე, მე კი წინ გადაშლილ სივრცეს გავყურებდი, თან მოგნიტოფონში რაღაც წყნარ მუსიკას ვუსმენდი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემი თორმეტი წლის იუბილეზე აჟღრებულ მელოდიას, ან შეიძლება სულაც ის იყო . . . არ ვიცი . . .
ლეოს უბანში, რომ მივედი კართან ჰასკის ლეკვი მოვარდა და ყეფა დამიწყო. როგორც ჩანს შიშის პირველი ფაზა ამოქმედდა. ძაღლი უყიდია. აფორიაქებულ ცხოველს ყურადღება არ მივაქციე, რკინის ჭიშკარი შევაღე და სახლში შესასვლელი კიბეებისკენ გავწიე. ლეკვმა მალევე ყეფა შეწყვიტა და უკან ამედევნა.
როდესაც ზარი დავრეკე იგი უკვე ჩემს ფეხებთან იწვა და კუდს აქეთ-იქით აქიცინებდა.
-უკვე მოხვედი? -ჩემს დანახვაზე გაეღიმა
-ხომ გითხარი დაგვიანება ჩემს ხასიათში არ ზის
-შემოდი
-ტელეფონში კარგად ვერ გავიგე, რა წარწერაზე მელაპარაკებოდი? -ვკითხე, როცა მისაღებში გავედით და მოსაცმელი მივაწოდე, რათა საკიდზე ჩამოეკიდა
-ჰო, არც მე ვიცი. მგონი ვიღაც უხეშად მეხუმრა. მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ
-კარგი როგორც შენ გინდა
-შეჭამ რამეს?
-არა გმადლობ, ცოტა ხნის წინ ვისადილე, მაგრამ აი ყავას კი დავლევდი
-კარგი ახლავე მოგიმზადებ -ლეო სამზარეულოსკენ გემართა, თუმცა უეცრად რაღაც მომაგონდა და მკლავში ხელი ჩავავლე
-მოიცადე
-მოხდა რამე? -გამომცდელად შემომხედა
-მე მოვამზადებ, შენ უბრალოდ წამომყევი და მითხარი რა სად დევს. გადაღლილი მეჩვენები და არ მინდა ზედმეტად შეგაწუხო
-სიმართლე გითხრა სიამოვნებით ვნახავდი, თუ როგორ ადუღებ ჩემს სახლში ყავას
-შენც ხომ დალევ? -გავუღიმე
-რა თქმა უნდა. პარტნიორობა ვინმემ ხომ უნდა გაგიწიოს?
სამზარეულოში ორივე ერთად გავედით. კარადიდან ჭიქები გამოვიღე და წყალი ასადუღებლად გაზქურაზე შემოვდგი.
-შაქარი რამდენი გინდა? მე მაგალითად ყოველთვის უშაქროს ვსვამ
-შენგან განსხვავებით ტკბილის დიდი მოყვარული ვარ, თუმცა ახლა მეც უშაქროს დავლევ -ამ სიტყვებით სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა და ღიმილიანი მზერით მომაშტერდა
-მოხდა რამე?
-რა უნდა მომხდარიყო? -მხრები აიჩეჩა
-აბა ასე რატომ მიყურებ? -ჩემებურად წავეკეკლუცე
-იმიტომ, რომ ძალიან მომწონხარ. მგონი ამას ისედაც ხვდები არა?
-მხოლოდ ერთი დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ
-ამას არ აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ რასაც ვამბობ სიმართლეა
-გეტყობა, რომ ნამდვილი მექალთანე ხარ, თუმცა შენნაირების არ მეშინია
-მართლა? -ლეო ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა
-ჰო მართლა -მზერა თავხედურად გავუსწორე
-რას იზამ ახლა რომ გაკოცო?
-ერთ მაგარ სილას გაგაწნი და ჭკუას გასწავლი
-არაუშავს ეს კიდევ ასატანია -თქვა ლეომ და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. წინააღმდეგობა არ გამიწევია, კისერზე ხელები შემოვხვიე და თმაში ხელები შევუცურე. ამან იგი უფრო გაათამამა და მთელი სხეულით ამიკრა თავისაზე. იმწუთას მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. ყველაფერი უნდა ამეტანა . . . ელენეს გამო . . .
არ ვიცი ამან რამდეხანს გასტანა, არ ვიცი რა მოხდა, მხოლოდ წყლის ხმამაღალი შიშინის ხმამ გამომაფხიზლა და ლეოს ტუჩებს მაშინვე მოვწყდი.
-წყალი გადმოდის -თითქოს ჩურჩულით ვთქვი და ჩაიდანი გაზქურიდან სწრაფად გადმოვდგი
ლეო ღიმილიანი სახით კვლავ მაგიდას დაუბრუნდა და მოთმინებით დაელოდა, თუ როდის ჩავასხამდი მის ფინჯანში ახლახანს ადუღებულ წყალს. ჭიქები ბოლომდე შევავსე და მის გვერდით ჩამოვჯექი. იგი კვლავ მე მიყურებდა.
-გარტყმა დაგავიწყდა -ნიშნის მოგებით გამომხედა
-ან იქნებ გადავიფიქრე?
-საინტერესოა რატომ?
-იმიტომ, რომ მეც ძალიან მომწონხარ -ვთქვი და ისე, რომ მის პასუხს აღარ დავლოდებივარ ყავა მოვსვი
-იდუმალი ხარ ბაბი, შენში სწორედ ეს მომწონს
-რატომ ფიქრობ, რომ იდუმალი ვარ?
-იმიტომ, რომ შენზე სახელის გარდა არაფერი ვიცი. არ ვიცი რა მოგწონს და რა არა. არ ვიცი ვინ არიან შენი ოჯახის წევრები, შენი მისამართიც კი არ ვიცი.
-თუ ეს ჩემი მისამართის გაგების ფარული მცდელობაა ისედაც შემეძლო ამის თქმა
-არა, არა -გაეცინა -მართლა ვთვლი, რომ იდუმალებით მოცული ხარ. თითქოს არსაიდან გამომეცხადე და ახლა, დიდი ხნის ნაცნობებივით, ჩემივე სახლში ყავას ერთად მივირთმევთ
-თუ რაიმე საწინააღმდეგო გაქვს შემიძლია წავიდე -ფეხზე წამოდგომა დავაპირე, თუმცა მისმა ძლიერმა ხელმა შემაჩერა, რომელიც მაჯაში ჩამავლო და კვლავ პირვანდელ ადგილას დამსვა
-არ მინდა რომ წახვიდე
-დავფიქრდი და ჩემი აქ ყოფნა მართლაც უცნაურია
-მე ამ უცნაურობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, შენ?
-არც მე -კვლავ თვალებში ჩავხედე
-მაშინ ამაღამ ჩემთან დარჩი -ხელზე ხელი ნაზად დამადო
-დავრჩები იმ პირობით, თუ სხვადასხვა ოთახებში დავიძინებთ
-ეს სიგიჟეა, მაგრამ მაწყობს -გაეცინა
-ყავა გაგიცივდება -მის წინ მდგარ ლურჯ ფინჯანზე მივანიშნე
-ჰო ყავა. სულ დამავიწყდა -ლეომ ჭიქას თითები თეატრალურად შემოაჭდო და ოდნავ ხმაურიანად მოსვა
-ახლა ხუთის ნახევარია. მთელი დღე შენთან რა უნდა ვაკეთო? მგონი მართლა გავგიჟდი
-ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებ . . .
8 8 8
ის დღე მთლიანად მასთან ერთად გავატარე. ჯერ ლეოს საყვარელი თამაში- ბილიარდი ვითამაშეთ(ამისთვის მის სახლში სპეციალურად გამოყოფილი ოთახი იყო), რომელშიც როგორც თვითონ მითხრა და როგორც შემდეგში თავად აღვნიშნე მართლაც არაჩვეულებრივი იყო. შემდეგ რაღაც დეტექტიური ფილმები ვნახეთ, რომლებიც სრულიადაც არ იყო საინტერესო, მაგრამ ერთხელ საყურებლად მაინც ღირდა. ამის მერე, თავის ბავშვობის დროინდელი ალბომები დამათვალიერებინა, სადაც ძირითადად მშობლებთან და ძმასთან ერთად იყო გამოსახული. ეს უკანასკნელი ახლა საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამსახურის საქმეებზე და უახლოეს მომავალში ჩამოსვლას არ გეგმავდა. ამ ერთ დღეში ლეოს შესახებ თითქმის ყველაფერი გავიგე. უკვე ვიცოდი რა უყვარდა, როგორ მუსიკას უსმენდა, რა ჟანრის ფილმებს ანიჭებდა უპირატესობას და ათასგვარი სხვა წვრილმანი. რომ არ მცოდნოდა როგორი ნაძირალა იყო სინამდვილეში, სასიამოვნო ადამიანადაც კი ჩავთვლიდი, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ახლა იგი ჩემთვის მხოლოდ იმ მწერს წარმოადგენდა, რომელიც აუცილებლად უნდა გამესრისა. ასეც მოვიქცეოდი . . . თუმცა ამას დრო სჭირდებოდა . . .
ამ უჩვეულო დღის დასასრულიც მოახლოვდა. შხაპის მიღების შემდეგ ლეოს მიერ გამოყოფილ ჩემს ოთახში ვიყავი და თმას ვიშრობდი. სარკმლიდან ლამაზი დათოვლილი ხედები იშლებოდა, საძინებელში კი ჰაერის არომატიზატორის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. დღის მეორე ნახევრიდანვე საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი, ამიტომ თმები უბრალოდ პირსახოცით გავიმშრალე, სინათლე ჩავაქრე და საბანქვეშ მოხერხებულად შევძვერი.
მალევე სასიამოვნო მოთენთილობაც ვიგრძენი და უკვე ძილის ბურუსში უნდა გადავშვებულიყავი, რომ კარზე მკაფიო კაკუნის ხმა გავიგე და მაშინვე ფეხზე წამოვვარდი.
-შემოდით -ვთქვი და საწოლის გვერდით მდგარი ნათურის ძაფს ხელი ჩამოვკარი
კარი ჭრიალით გაიღო და ოთახში ლეომ შემოაბიჯა, რომელსაც ერთ ხელში თბილი პლედი ეჭირა, მეორეში კი ჩემი მობილური.
-ხომ არ შეგაშინე?
-არა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა შენ? გმადლობ -ოდნავ წამოვიწიე და გადასაფარებელი გამოვართვი
-ჰო მართლა ვიღაც სანდრო გირეკავდა
-სანდრო? -მაშინვე წამოვვარდი და ტელეფონი ხელიდან გამოვაცალე
-მოხდა რამე? -გაკვირვებულმა შემომხედა
-არა ისეთი არაფერი -ფანჯრის რაფაზე ფეხმოკეცილი ჩამოვჯექი და ტელეფონი გავთიშე. არ მინდოდა ლეოს რამე ეეჭვა, ამიტომ გადავწყვიტე მეტრეველს ხვალამდე არ შევხმიანებოდი
-ბაბი . . . -გვერდით მომიჯდა და თვალებში ჩამხედა
-ჰო
-არ მინდა სხვა ოთახში ძილი, როცა შენ კედლის მეორე მხარეს მეგულები
-ჩვენი შეთანხმება ეს იყო -უდარდელად მივუგე და ფანჯრიდან გავიხედე. გარეთ კვლავ წინანდელივით ლამაზად თოვდა
-არ შეიძლება დავარღვიოთ?
-ასეთ ურთიერთობებს ჩვეული არ ვარ ლეო. მინდა ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზი, ბუნებრივი და ნამდვილი იყოს
-იცი? გარდა იმისა, რომ საშინლად მიმზიდველი ხარ, კიდევ არის შენში რაღაც, რასაც ჭკუიდან გადავყავარ. თუმცა ვერ გამიგია ეს რა არის
-სამწუხაროდ არ ვიცი, თორემ აუცილებლად გეტყოდი -მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე
-ესეიგი ახლა უნდა წავიდე? -ისეთი თვალებით შემომხედა რომლითაც ეუბნებიან "გთხოვ ამის პასუხი ჰო არ იყოსო"
-ჩემი მხრიდან ცუდი საქციელი იქნება თუ შენი სახლის ერთ-ერთი ოთახიდან გაგაგდებ
-ანუ არ გინდა რომ წავიდე -გამომცდელად შემომხედა და შევამჩნიე როგორ გადაურბინა სახეზე კმაყოფილებამ
პასუხად ფეხზე წამოვდექი, ლეოს მაჯაში ხელი ჩავავლე და ისიც წამოვაყენე.
რამდენიმე წამი ასე ვიდექით. შემდეგ ხელები მისი სახისკენ წავიღე და ნაზად დავუწყე ფერება. ჯერ ამ საქმით ვიყავი დაკავებული, შემდეგ თითებით მისი ტუჩის კონტურები მოვხაზვა დავიწყე -ამ უკანასკნელზე ლეომ თვალები დახუჭა და ვიგრძენი როგორ აერია სუნთქვა. მესიამოვნა. მივხვდი რომ ჩემს ხელში იყო და დრო და დრო უფრო მეტად გავაგიჟებდი.
უეცრად, ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, ლეომ თვალები გაახილა და წამის მეასედში კედელზე ამაკრა. არ შემშინებია. ალბათ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ვიცოდი არაფერს დამიშავებდა.
-ბაბი საოცრება ხარ -ჩურჩულით ამოთქვა და წამში მარჯვენა ლოყაზე მისი ცხელი ტუჩების შეხება ვიგრძენი.
არ ვიცი რა მოხდებოდა მოულოდნელად მის ტელეფონზე შემომავალი ზარის ხმა რომ არ გაგვეგონა. ორივე შევკრთით. ლეომ ხელი შემიშვა და იმ მაგიდისკენ გაემართა, სადაც მობილური იდო. ყურმილის დაკიდებას აპირებდა, თუმცა ორივე ხელი გავაქნიე და ვანიშნე ზარისთვის ეპასუხა.
-გისმენთ -ფანჯარასთან მივიდა და ხელით რაფას დაეყრდნო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ვიღაცას ნომერი შეშლოდა და კავშირიც სულ რამდენიმე წამში გაწყდა ...
-ძალიან მეძინება ლეო -ვუთხარი, როცა მობილური კომოდზე შემოდო და კვლავ მომიახლოვდა
-მაშინ მე გავალ. ძილინებისა ბაბი -ლოყაზე მაკოცა და გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ მკლავში ხელი ჩავავლე და შევაჩერე
-არ წახვიდე, ეს არ მიგულისხმია. მინდა, რომ ჩემთან დარჩე
-თუ ასეა დავრჩები -ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა და საძინებელში სინათლე გამორთო.
ლოგინში უხმოდ ავშალეთ და ასევე უხმოდ დავწექით. ლეოს მკერდზე თავი დავადე და თვალები დავხუჭე. რამდენიმე წამში ვიგრძენი როგორ ამოივსო ჩემი თითებს შორის ცარიელი ნაპრალები მისი თითებით, თუმცა ამისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. საშინლად დაღლილი ვიყავი და ფაქტიურად არაფრის თავი არ მქონდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩემს ძილ-ბურანში გადაშვებას ათი წამიც კი არ დასჭირვნია.
***
დილით სახეზე ნაზმა შეხებამ გამომაღვიძა. თვალები რომ გავახილე დავინახე ლეო იდაყვზე წამომჯდარიყო და ზემოდან ღიმილიანი სახით დამყურებდა.
-დილამშვიდობისა მძინარე მზეთუნახავო
-დილამშვიდობისა -გავუღიმე და ფეხზე წამოვჯექი, ლეოც წამოჯდა და მხარზე მხარი მოომადო
-კარგად გეძინა?
-ჰო ძალიან, შენ? -გვერდულად გავხედე
-მე არ მძინებია, შენ გიყყურებდი
-მართლა? მაშინ ისიც გეცოდინება რა მესიზმრებოდა, ღამე ცუდად მძინავს ხოლმე
-არა ამჯერად მშვიდად გეძინა. ბაბი იცი რა ვიფიქრე, როცა ჩემს გულზე თავი გედო და მკლავებში მყავდი მომწყვდეული?
-რა? -ინტერესით სავსე მზერით გავხედე
-ის, რომ სიამოვნებით დავიძინებდი ასე ყოველ ღამით
-მაგრამ შენ ხომ არ გიძინია? -შევახსენე
-მაგას არაუშავს -თქვა და თვალის დახამხამებაში კალთაში ჩამისვა -ის თუ იცი როგორ მინდა ჩემი გერქვას?
-არა არ ვიცი -კისერზე ხელები შემოვხვიე და თვალებში ჩავხედე.
რატომ მეჩვენებოდა ამ ადამიანის თვალები ასეთი სუფთა? რატომ არ ჩანდა მასში იმ დანაშაულის კვალი რომელიც ჩაიდინა? ან რატომ ვგრძნობდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი და იგი ახლა ჩემთან სრულიად გულწრფელი იყო? მგონი გავგიჟდი.
-რაზე ჩაფიქრდი? -სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა
-არა, არაფერზე -თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, შემდეგ კი ცხვირის წვერზე ვაკოცე. -ჩემი წასვლის დროა ლეო
-არ ისაუზმებ?
-არა ვერ მოვასწრებ მეჩქარება -ამ სიტყვებით ფეხზე წამოვდექი და ჩემი მობილურის ძებნა დავიწყე
-ამ დღეებში ჩემს ზარს ელოდე, მინდა კიდევ გნახო
-სიამოვნებით. მომდევნო კვირაში მაინც თავისუფალი ვარ
-ხოდა ძალიან კარგი -ლეო საწოლიდან წამოდგა და მომიახლოვდა. მის თვალებში რაღაც გაურკვეველი და შეუცნობელი ამოვიკითხე -იცი შენს სახეს რა აკლია?
-რა?
-ღიმილი. ძალიან იშვათად იღიმები, მაგრამ როცა ამას აკეთებ თვალს ვერ გწყვეტ, თითქოს შენც სხვანაირი ხდები ბაბი
როგორ მინდოდა იმწამს მეთქვა, რომ ამაში ის იყო ერთადერთი დამნაშავე, მაგრამ ენის წვერზე მომდგარი სიტყვები კვლავ გადავყლაპე და უფრო მეტად მივუახლოვდი.
-შეხვედრამდე ლეო
-შეხვედრამდე
შემდეგ ლოყაზე ვაკოცე და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი. უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა. ეს ატმოსფერო და ის რასაც ვაკეთებდი უკვე გულს მირევდა. საკუთარი თავის მიმართაც კი განვიცდიდი ამ გრძნობას. არა, სუფთა ჰაერმაც ვერ მიშველა. მივუყვებოდი დათოვლილ ქუჩებს და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი მოეწონებოდა თუ არა ელენეს ის, რასაც ვაკეთებდი. ელენე ხომ სიკეთის განსახიერება იყო? ყველანაირი დანაშაულის პატიება უპრობლემოდ შეეძლო და ზიანს არასდროს არავის მიაყენებდა. მე რატომ ვერ ვახერხებდი ამას? უბრალოდ რატომ არ შემეძლო ყველაფერი დამევიწყებინა და ცხოვრება თავიდან დამეწყო? ნუთუ შურისძიების სურვილი იმდენად ძლიერია, რომ გარშემო ყველას და ყველაფერს ჩრდილავს? ჰო ასეა. იგი ჩემი გონების საღად მოაზროვნე ნაწილს საშულებას არ აძლევს მეორე, სამაგიეროს გადახდი წყურვილით შეპყრობილ ნახევარს შეებრძოლოს და მასზე გამარჯვება მოიპოვოს . . . ეს საშინელებაა, ენით აღუწერელი საშინელება.
8 8 8
ახალ სახლში გადაბარგებას სამი დღე მოვუნდით. ყველაფერს სანრო აგვარებდა, მე ამაზე თავი ოდნავადაც არ შემიწუხებია, მხოლოდ ავეჯის ასარჩევად მივეცი რაღაც მითითებები. არაუშავდა ცოტა დატვირთულიყო, ბოლოსდაბოლოს უფლებას ვაძლევდი ჩემს სახლში ეცხოვრა, ჩემთან ერთად. მგონი მართლა გავგიჟდი. მოკლედ როგორც ვთქვი გადასვლას ძალიან ცოტა ხანი დასჭირდა. მანამდე სასტუმროს უფროსს დაველაპარაკე, ანდროს სურათი გადავეცი და მისი ჩემთან შემოშვება ავუკრძალე. არ მინდოდა სანამ მისამართს შევიცვლიდი კვლავ ვენახე და მასთან მელაპარაკა. ის ჩემგან შორს უნდა ყოფილიყო. მერჩივნა მოვმკვდარიყავი ვიდრე ჩემი ისეთი სახე გაეცნო, როგორიც ახლა მქონდა. მას მხიარული, სიცოცხლით სავსე და მუდამ ღიმილიანი ვახსოვდი. მას ჩემი ნაზი ჩახუტება ახსოვდა, მის მეხსიერებაში მე სულ სხვაგვარად გამოვიყურებოდი და მერჩივნა მუდამ ასე დარჩენილიყო. ამიტომაც არ ვაძლევდი მოახლოების საშუალებას, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ანდრო ასე უბრალოდ არ დამტოვებდა. სადღაც გულის სიღმეში ეს მიხაროდა კიდეც. ბოლომდე ვერც მე გავრკვეულიყავი რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან.
ახალ სახლში, რომელშიც სულ რაღაც ორი დღის გადასული ვიყავი ყველაზე პატარა, მყუდრო ოთახი ავარჩიე და მასში დავბინავდი. სანდროს საძინებელი ნამდვილად ხელსაყვრელ ადგილას მდებარეობდა და ღამ-ღამობით ხშირადაც მესმოდა ხოლმე მისი უაზრო ხეტიალი სამზარეულოს ტერიტორიაზე. დილით როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი მაცივარი ცარიელი მხვდებოდა და ასე გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. რაც შეეხება ლეოსთან ურთიერთობას იგი თანდათან უფრო და უფრო ღრმა ეტაპში შედიოდა. სანდრო რა თქმა უნდა მისი ფსიქოლოგიური წამებით იყო დაკავებული. თავიდან ახვლედიანი ამას არასერიოზულად უდგებოდა და ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ დადგა ის დროც როცა მომხდარმა მოვლენებმა სერიოზულად დააფიქრა. ამ დროს კი მისი ერთადერთი მესაიდუმლე მე ვიყავი. ყველაფერს მიყვებოდა, რაც თავს გადახდებოდა:ანონიმური სატელეფონო ზარების შინაარსს, იმას თუ რას ხედავდა ღამით, როცა სახლში მარტო იყო და ასე შემდეგ. მე კი ჩემს როლს იდეალურად ვთამაშობდი და ასეთ მომენტებში ყოველთვის მის გვერდით ვიდექი. რამდენჯერმე ღამე მასთანაც კი დავრჩი. ერთი შეხედვით, როგორც წყვილს იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ლეო ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მის ცხოვრებაში მხოლოდ მე ვიყავი ის ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც შეეძლო ნებისმიერ თემაზე დაუფარავად ელაპარაკა, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იყო და მუდამ ასე იქნებოდა. სადღაც გულის სიღრმეში დანაშაულის გრძნობა მიპყრობდა, რადგან ვამჩნევდი, რომ თითოეული სიტყვა, რასაც კი მეუბნებოდა გულწრფელად იყო ნათქვამი. ყოველი მისი გამოხედვა ნამდვილი იყო და ამას უკვე ჭკუიდან გადავყავდი. მეგონა სრულიად სხვანაირი იქნებოდა. ზუსტად ისეთი როგორც მოძალადე მანიაკები არიან. ისეთივე საზარელი სახის მქონე პირუტყვად წარმომედგინა, როგორც ჩემი ბავშვობის მოგონებებში ჩარჩენილი ერთ-ერთი დეტექტიური ფილმის უარყოფითი როლის შემსრულებელი პერსონაჟი. ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. ვერ ვხვდებოდი მართლა ასეთი იყო, თუ უბრალოდ კარგად ნიღბავდა თავის შინაგან სიბინძურეს. ჩემთვის ნათელი მხოლოდ ერთი რამ იყო ეს არსება უნდა გამენადგურებინა . . . საბოლოოდ . . .



№1 სტუმარი b.j

Ratomgac ar minda rom leo damnashave agmochndes :/ shen ki arachveulebrivad wer, ase gaagrdzele.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent