შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში. (მეოთხე ნაწილი)


6-11-2016, 16:10
ავტორი padackles
ნანახია 1 531

სამ საათზე დარბაზში ამერიკელი პროფესორი გიორგი გელოვანი შემოვიდა. იგი დაახლოებით 45-50 წლამდე ასაკის იყო. მაღალი, ჭაღარა თმითა და შევსებული, კეთილი გამომეტყველების სახით.
პროფესორი სცენაზე ავიდა და ბავშვებს მიესალმა. ბავშვებმა მის დანახვაზე თავიანთი ადგილები დაიკავეს. ალისია და თამარი ზემოთ რიგში დასხდნენ.
-მოგესალმებით ბავშვებო -მიკროფონი გაისწორა პროფესორმა გიორგიმ.
-გამარჯობათ -იყო ბავშვების ერთობლივი სალამი. ისინი დიდი ინტერესით ელოდებოდნენ ლექციის დაწყებას. ჯერ არ იცოდნენ რამდენად მარტივი ენით საუბრობდა გელოვანი.მთლიანად იხარჯებოდა საუბრისას და ემოციურად ხსნიდა მასალას. ამერიკაი მის ლექციებზე დასასწრებად თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს წინა რიგებში რომ დაეკავებინათ ადგილი.
-პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე დღეს თქვენი ასაკის ვარ,უბრალოდ ცოტა მეტი გამოცდილებით. არ ვარ თქვენი ლექტორი მე დღეს თქვენი კურსელი ვარ. შეგიძლიათ მესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. გამიხარდება თუ კითხვები გაგიჩნდებათ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ჩემმა ლექციამ და კმაყოფილნი მიდიხართ შინ. ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. კარგი, მე ვიცი, რომ აქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ხართ, რაც ძალიან მიხარია. იმისთვის, რომ თქვენ ჩემი წაკითხული ლექცია გაიგოთ მე თქვენთვის წამოღებული მაქვს ყურსასმენები. მე ლექციას ქართულად წავიკითხავ, ამ ყურსასმენების მეშვეობით კი თქვენს ენაზე მოისმენთ. აქ მაქვს ფრანგული, ინგლისური, გერმანული და ესპანურ ენოვანი -ცალ-ცალკე გადაანაწილა ისინი -იმედია არ დაგვაკლდება. ახლა კი შეგიძლიათ მოხვიდეთ და წაიღოთ. -სათვალე გაისწორა პროფესორმა.
-კარგით, მე ვფიქრობ ყველაფერი მოგვარდა. გთხოვთ ყურსასმენები მოირგეთ.
ყველანი მოემზადნენ ლექციის მოსასმენად.
-პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ქართველი ვარ, მართალია ამერიკაში ვმოღვაწეობ და გაზრდილიც იქ ვარ, მაგრამ საქართველოზე ფიქრი წამითაც კი არ შემიწვიტავს. ყოველთვის ვცდილობდი დრო გამომენახა აქ ჩამოსასვლელად და საქართველოს დსათვალიერებლად. ვიქექებოდი ინტერნეტში და საქართველოს შესახებ ინფომაციას ვაგროვებდი. შეიძლება იფიქროთ, ამერიკაში გაზრდილმა კაცმა ქართველებს რა უნდა გვასწავლოს საქართველოზე ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცითო. გეთანხმებით, მე არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მე თქვენზე მეტი ვიცი, მაგრამ მაქვს სურვილი ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ. მინდა გითხრათ, რომ სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ქართველის ქუდი მახურავს. ვამბობ, რომ მე ვარ ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყნიდან საქართველოდან. ყოველთვის სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის, როცა ღვინით სავსე სასმისის დაჭერა მიწევს ხელში, არასდროს ვდგამ მას ისე ერთი ჭიქით საქართველოს სიყვარული, რომ არ შევსვა. "მეამაყება, რომ ქართველი ვარ, ქართული სულით და ქართველად დაბადებული"-ცრემლი მოადგა თვალებზე პროფესორ გიორგი გელოვანს -მაპატიეთ -სათვალეები მოიხსნა და ცრემლები მოიწმინდა. დიახ ასე ხდება. როდესაც საქართველოზე ლაპარაკობ ამაყი ხდები. მინიმუმ ხორკლები გაყრის ტანზე და თუ არ ტირი, ცრემლებით მაინც გენამება თვალები. -ყოველთვის, როცა საქართველოზე ვსაუბრობ ცრემლით ინამება ჩემი თვალები. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მეამაყება, რომ გავჩნდი ქვეყანაში სადაც ქრისტეს კვართია დასვენებული. მეამაყება მე, გვეამაყება ჩვენ, რომ ვართ ქართველები. მინდა მოვიშველიო ერთი ქართული ლექსის სულ მცირე მონაკვეთი:
"ქართველთათვის საქართველო
მუდამ იყო საფიცარი,
დაილოცოს შენი მთები
სიყვარულით ნაფიცარი"
-ჩემი ახსნა-განმარტება არ გჭირდებათ, რომ საქართველოს ოდითგანვე არ მოჰკლებია ურიცხვი მტერი. ქართველი ვაჟკაცი ყოველთვის მედგრად იდგა, რათა ჩვენ ქვეყანას ჩვენამდე მოეღწია. მინდა გავიხსენო ილიას სიტვები "მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვაჟკაცობა" ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, ჩვენც არასოდეს არ დავივიწოთ სად გავჩნდით, ვინ არიან ჩვენი მშობლები და სად არის ჩვენი ფესვები. საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე საუბარიც... ისევ განვმეორდები, რომ ქართველი ყოველთვის ამაყობს ქართველობით და ისევ მოვიშველიებ ქართულ ლექსს:
"მე ქართველი ვარ სისხლით
და ქართველი ვარ გვარად,
მე ქართველი ვარ სიტყვით
და ქართველი ვარ მარად"
-არასოდეს მინახავს ქვეყანა არსად სამშობლოს ასეთი სიყვარული, რომ შეეძლოს. უამრავი კარგი იწერებოდა ჩვენს დაბადებამდე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. ახლა კი მინდა გავიხსენო არცთუ შორეული 1984 წლის გერმანულ გაზეთში დაბეჭდილი ერთი პატარა ფრაზა, რომელიც მე სიამაყით მავსებს "საქართველო სამოთხის ერთი ნაწილია" არ არსებობს საქართველოში არ ჩამოხვიდე და არ გაგიჩნდეს სურვილი კიდევ ერთხელ ინახულო მართლაც ეს სამოთხესავით ულამაზესი ქვეყანა. -ვერ კმაყოფილდებოდა პროფესორი საქართველოს ქებით და კიდევ და კიდევ სურდა კარგი და ახალი გაეხსენებინა მასზე. - რამოდენიმე სიტყვა მინდა გითხრათ ქართველი ერის სილამაზეზე, ისინი ულამაზესნი არიან. უწინ ერთმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა თქვა, რომ "საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ" ქართველ ქალს ბუნებაც ისეთი ნატიფი და მშვენიერი აქვს, როგორც გარეგნობა. ქართველი ქალი გარეგნობით ძალიან გამორჩეულნი არიან თავისებური ნაკვთებითა და სინაზით.
ქართულ მიწაზე ხშირად კვდებოდა ქართველი. ისინი მამაცი და ბრძოლაში ქებულნი მამაკაცები არიან. ალექსანდრე დიუმამ თქვა : "ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: "ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ!" სწორედ ასეთი ვართ ქართველები, ჩვენი ქვეყნის სიყვარული სისხლში გვაქვს და სწორედ ეს უქმნის საფუძველს ყველაზე მშვიდის ველურად გადაქცევაც კი, როდესაც საქართველოს დასაცავად მიდგება საქმე. საკუთარი ქვეყნის დასაცავად, სამშობლოს სწირავდა დედა შვილს, ქართველის სისხლით იყო მორწყული ქართული ველი, მაგრამ თავისუფლებას, ქართულ თვისუფლებას ვერ თმობდნენ.
მაშინ როცა ქართველ გმირებსა და საქართველოს სიყვარულზე დაიწყო საუბარი თვალწინ ოცი წლის წინ მომხდარი უბედურება გაახსენდა:

გაახსენდა:
1993 წლის ზაფხული იდგა. მზე ისე აჭერდა თითქოს არა მხოლოდ საომარ ტერიტორიას არამედ მთელ საქართველოს უპირებდა გადაწვას. ანდა ბევრიც არ აკლდა, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აპირებდა დაჭკნობას. როგორ შეეძლო გაეხარებინა როცა ყველა კუთხეში უდანაშაულო ქართველის სისხლით ირწყვებოდა მიწა, ნათესებად კი საზარელი ტყვიები იყრებოდა მიწაში. ცხელ გავარვარებულ ასფალტსა, ტყესა თუ ვენახებში ყველგან იკიდებდნენ სამუდამო ძილისთვის ფეხს საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც საკუთარი სიცოხცლის ფასად იცავდნენ ქართულ, ულამაზეს მიწას.
ნანგრევებად ქცეული შენობის ერთ პატარა მიჭუჭკნულ ოთახში რამდენიმე ადამიანი შეყუჟულიყო. მათ შორის ოთხი ჯარისკაცი და ორი მოხალისე: გიორგი გელოვანი და მისი მეგობარი ნიკუშა. ოთახში ასევე სახლებიდან აყრილი ოჯახები იყვნენ, მათი რაოდენობა ოცდაათს აღწევდა: მოხუცები, ბავშვები ერთი მეორეს აკვროდნენ და ნაცნობსა თუ უცნობს დახმარებას უწევდნენ.
ასე კარჩაკეტილში გაატარეს რამდენიმე დღე. მანამდე დაიცდიან აქ სანამ ქართველთა დასახმარებლად გამოგზავნილი ვერტმფრენი არ დაეშვება სისხლიან მიწაზე. ეს ოცდაათი ადამიანი მხოლოდ ჯარისკაცებისა და მოხალისეების იმედად იყვნენ. მათ მოჰქონდათ მათთვის საკვები და საჭმელი, ზოგ მათგანს ამ პაპანაქება სიცხეშიც კი სციოდა და აბუზულნი იდგნენ სახლის კუთხეში, იქნებ არც სციოდათ და მათი აკანკალებული სხეულები მხოლოდ შველას ითხოვდნენ ან უბრალოდ მათი ამ საშინელი სიზმრიდან გამოღვიძებას ლამობდნენ.
დილით სანამ მზე გამოიჭყიტებოდა მათთან ხუთი წლის ქერა კულულებიანი გოგონა და ოთხი წლის ცისფერთვალება ბიჭუნა მოიყვანეს. და-ძმას ცრემლებით ავსებოდათ თვალები და შეშინებულები, უნდობლად აცეცებდნენ აქეთ-იქეთ თვალებს, ერთმანეთისთვის ხელი მაგრად ჩაეკიდათ და მზრუნველად გადახედავდნენ ხოლმე ერთი მეორეს.
სახლის სხვადასხვა ნაწილში ხალხი ფუსფუსებდა, ზოგი ჩუმად სლუკუნებდნენ, ზოგიც კი ომის დეტალებს განიხილავდა და მომავალის განჭვრეტას ცდილობდა. მეორე მხარეს ოცდახუთი წლის გიორგი გელოვანი იჯდა და იარაღს წმენდდა, შიგადაშიგ ერთმანეთს აკრულ ბავშვებს გახედავდა და მათთან მისვლას ლამობდა თუმცა მათთან გამოუცდელი ურთიერთობის გამო თავს იკავებდა, არ დაეფრთხო ისინი. მისი მეგობარი ნიკუშა გარეთ საკვების მოსატანად იყო წასული. ოთხი ჯარისკაცი განმარტოვებით ისხდნენ და ერთმანეთში ბაასობდნენ, მათგან ერთ-ერთი გამოეყო რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა თავისი სიდინჯითა და ლამაზი გარეგნობით. იარაღი მოიხსნა და მაგიდაზე დაყარა, რათა ბავშვები არ შეეშინებინა და მათი ნდობა ადვილად მოეპოვებინა. ბავშვებთან მივიდა.
ერეკლეს ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა. თაფლისფერი თვალები და ლამაზი დახატული ტუჩები, მისი ღიმილი ირგვლივ ყველას ნუსხავდა, ძალზედ მაღალი და მხარბეჭიანი ვაჟკაცი იყო. მხოლოდ ოცდაორი წლის და უკვე ჩამოყალიბებული, ჭკვიანი და დინჯი. იგი ომმა ნაადრევად დაასერიოზულა და დაავაჟკაცა, თითქოს უკვე ერთი საუკუნე უცხოვრია დედამიწაზე. მის მახსოვრობას არა ახსოვს რა, მხოლოდ ტყვიები, სისხლი, მის ირგვლივ მიმოფანტული მეგობრების უსულო სხეულები, დასახიჩრებული დიდი თუ პატარა და მათი დახმარების მოლოდინში გაწვდილი ხელები.
-როგორ ხართ ბავშვებო? -მათ წინ ჩაიცუცქა იგი და ბავშვებს თავზე ხელი გადაუსვა.
გული დაეწვა მათი ცქერისას ან როგორ შეიძლება გული არ დაგიწვას საშინელ ომში დაობლებულმა პატარებმა, რომლებსც ერთმანეთის მეტი და ერთმანეთის ზრუნვის გარდა არა დარჩენიათ რა.
-ჩემი სახელი ერეკლე. თქვენ რა გქვიათ?
გოგონამ დიდრონი ცისფერი თვალები ააფახულა, ცრემლიანი წამწამები ერთმანეთს დააშორა და ნდობით სავსე მზერა შეაგება მთასავით მაღალ მამაკაცს რომელიც მათ წინ ჩამუხლულიყო და კეთილი თვალებით შეჰხაროდა მათ.
-მე ქეთევანი მქვია, ეს ჩემი ძმაა გურამი. მე გურამიკოს ვეძახი. ის არ ლაპარაკობს -ეს უკანასკნელი სხაპასხუპით მიაყარა ერთმანეთს. -როცა ჩვენი სახლი დაიწვა და დედიკო და მამიკო იქ დარჩა მას შემდეგ ჩუმად არის.
დედის და მამის დაღუპვის გახსენებამ ცრემლი მოჰგვარა თვალზე და პატარა ქეთევანი აქვითინებული ჩაეკრა ჯარისკაცს.
ერეკლე წერეთელს ჭირივით სძულდა ძალადობა.
იარაღი რომელიც თბილისში, მეგობრების ხელიდან ხელში გადადიოდა მისთვის ყველაზე საშიში იყო და ახლოსაც არ გაკარებია არასდროს. თუმცა მაშინ როდესაც საქართველოს გაუჭირდა საძულველ იარაღს ხელი დასტაცა და იმ მეგობრებს რომლებიც იარაღს ატრიალებდნენ წამდაუწუმ ხელში, მათ გაასწო და პირველი დადგა საქართველოს სადარაჯოზე.
თბილისში ატირებული დედა, ბებია და 6 წლის დაიკო დატოვა. მამა მის გვერდით მხნედ იდგა როცა შვილს აცილებდა, იგი არ ტიროდა, გმირულად იდგა შვილის გვერდით და გამამხნევებელ სიტყვებს ჩასძახოდა ყურში, რომელიც ასე სჭირდებოდა. დედას სიტყვები უთხრა, რომელმაც ქალს ცრემლიც შეუშრო და დალოცვით და გამხნევებით გააცილა შვილი. "ქვეყანას ვჭირდები, საქართველოს უჭირს დედა, სახლში მე რა ნამუსით გავჩერდე? ან რა სინდისი გამაჩერებს როცა ჩემი მეგობრები იქ იღუპებიან ყველაზე ლამაზი ქვეყნის დასაცავად, უნდა წავიდე დე. დამლოცე"
-ქეთევან დედოფალო, ყველაზე ლამაზი სახელი გქვია, თანაც ძალაინ სწორად შეურჩევიათ შენთვის. -სახეზე მოუთათუნა ხელი -ახლა კი პატარა გმირებო ტირილი არ გვინდა -შესძახა ომახიანად ბავშვებს, ხელი ჩაჰკიდა ორივეს და მაგიდასთან სკამებზე დასვა.
გურამიკომ მაგიდაზე დაყრილ იარაღს მოავლო თვალი და შეშინებული სკამს აეკრო.
ერეკლემ იარაღს დაავლო ხელი და გელოვანს მიაწოდა. მერე კარადის კარები გააღო. დიდხანს უცქირა სულ ერთი ციდა გამოცარიელებულ თაროებს, კუთხეში ცელოფანში გახვეული ნახევარი პური იყო, ხელი დაავლო და შუაზე გატეხა, მერე ყველს რამდენიმე ნაჭერი ჩამოაჭრა და პურში ჩადო, თეფშებზე გაანაწილა და წყალთან ერთად დაუდგა ბავშვებს. გვერდით ჩამოუჯდა, სიყვარულით აღსავსე მზერა მოავლო, რომლებიც სიამოვნებით შეექცეოდნენ ხმელა ყველიან პურს.
ოთახის მეორე მხარედან გატრუნული შესცქეროდნენ გულის ამაჩუყებლ სურათს.
-მე არ შემიძლია გითხრათ როდის დამთავრდება ეს უთანასწორო ბძოლა -თავ-დახრილი, თითქმის ბლუკუნებდა ერეკლე - არც ის ვიცი რამდენ ხანს მოგვიხდება აქ ყოფნა, მაგრამ ჩემო გვრიტებო რა ვუყოთ რომ ასეთ რეალობაში გვიწევს ყოფნა.
ბავშვები საჭმელს გემრიელად შეექცეოდნენ. როგორც შეეძლოთ ისე შეივსეს კუჭი, აღარ ჰქონდათ ფერწასული სახე და საჭმლის სუნზე აღარ მისდიოდათ გული.
ბავშვები როცა საკვებს შეექცეოდნენ ერეკლე მის და სხვათა ტანსაცმლებს ერთად კრეფდა და კედლის იმ მხარეს სადაც ბავშვები შიშს მარტო უმკლავდებოდნენ იქვე რამდენიმე ფენად დააფინა. ორი ბავშვის დასაწოლი კუთხე რომ მოაწყო ფეხზე წამოდგა და სკამზე უკუღმა შემჯდარი, მისკენ მიმართული ორი წყვილი თვალი შეეგება. მსუბუქად აიყვანა ორივე ხელში და მათ საწოლთან დაახოხა. ბავშვები მადლიერებით აღსასვე მზერით აჯილდოვებდნენ ჯარისკაცს და ეხვეოდნენ.

მტვერი ასდის ქალაქს. დანგრეული ნაგებობებიდან აქა-იქ იჭყიტებოდნენ გადარჩენილი მოსახლეობის ოჯახის წევრები, ისინი ვის უკანაც არ დარჩა სახლი, დასაძინებლად გამოსაყენებელი ერთი ოთახიც კი, არ დარჩა ოჯახის წევრი. ერთი ხელი ტანსაცმლისამარა დარჩა ცეცხლისა და ტყვიების ალში გახვეული ქალაქი სადაც განუწყვეტლივ იბრძვის ქართველი, აფხაზი და რუსი. სადაც ყველა კუთხეში ისმის ტყვიების ზუზუნი, ბავშვის ტირილი, ქალის კივილი და გოდება, მამაკაცის ქართულად მთელი გულით შეგინებული გამზრდელი. თვალთაგან დადენილი ცრემლი ეცემოდნენ მიწაზე, გულდამწვარი ცრემლი ქვასაც ატირებდა.
სულ რაღაც რამდენიმე დღის ჯარში ნამყოფი ჯარისკაცის მეხსიერებას მტკიცედ ჩაბეჭდვოდა მშობლებისა და პატარა დაიკოს სახე. ბეატრისა ჯერ კიდევ 6 წლის იყო, მის ძმას მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. დაიკოს სახელიც მისი შერჩეულია. ბეატრისა ლათინური იტყვაა და ბედნიერს ნიშნავს. გმირი იყო ერეკლე ბეატრისასთვის. უფროსი ძამიკოს დაბრუნებას ხომ ახლაც მოუთმენლად ელის, აღტაცებით შეჰხარის კარებს საიდანაც იცის რომ აუცილებლად დაბრუნდება ერეკლე. კარზე ნებისმიერი ზარის დარეკვაზე შურდულივით გაიჭრება წინ, ყველას ასწრებს კარებთან და პატარა ხელებით ეტოტინება სახელურს მას კი იმის ნაცვლად რომ სამხედრო ფორმაში დაინახოს ძამიკო, მას ნაცვლად ჯამით ხელში ხვდება მეზობელი რომელსაც ხან მჭადის ფქვილი ხან კი ორი თავი ხახვი ესაჭიროებათ ბავშვების გამოსაკვებად. სწორედ ამიტომ უფრთხილდება ერეკლე პატარა ქეთევანსა და გურამიკოს, ისინი თაიას მონატრებას უმსუბუქებენ.

სახლში დაბრუნებისთვის მეოცნებე ბიჭი ახლა ცხელ ასფალტზე წევს, მუცელში დაჭრილი. ჭრილობა ისეთი ღრმა იყო თავად ერეკლეც ხვდებოდა მის სიმძიმესა და იმას რომ ბოლო ამოსუნთქვას იზოგავდა ტკბილი სიცოცხლისთვის.
გიორგი გელოვანი სწრაფად მიიჭა მასთან და წამოყენება დააპია, მაგრამ ჭრილობას შეხედა და მიხვდა რაოდენ მძიმე იყო მდგომარეობა, ლამაზი ჭაბუკი ხელიდან ეცლებოდა. -ნიკუშა -გასძახა მეგობარს.
ნიკუშმაც სწრაფად მიირბინა მასთან, ტანში გააჟრჟოლა ერეკლეს ასეთ მდგომარეობაში ხილვისას.
-უნდა წამოვწიოთ -უთხრა გიორგიმ და იარაღი მხაზე გადაიგდო.
-მოიცადეთ -ხელის მტევანში ჩაავლო ნიკუშას ხელი და გიორგის გვერდით დაიყენა.
ცრემლები მოდიოდა ლამაზ სახეზე ერეკლეს, სიკვდილს გაურბოდა და ფეხდაფეხ მაინც წამოეწია იგი. უხაროდა მას, ტყვია ბრმად არ მოხვედრია ზურგში. თვალებში ჩახედა მკვლელს და მისდა გასაოცრად მტრის თვალებიდან წამოსული ცრემლი შენიშნა. მტერმა თავი დახარა თითქოს ამით უთხრა "მაპატიე მეგობარო, არ მინდოდა, მაგრამ ეს ომია ხომ იცი? ომი კი ყველას კლავს". ერეკლეს არ სძულდა მტერი, ყველა ხომ ერთი არ არის, აქ ხომ საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ არიან. კლავენ და კვდებიან.
-მე ვკვდები -თქვა და თეთრი კბილები გმოაჩინა. რა ლამაზი ღიმილი აქვს ერეკლეს.
-ექიმი -იყვირა გიორგიმ.
-მოიცადე გიო, ნუ იხმობ მათ. იქნებ სხვას უჭირს და ეხმარებიან, მე კი ვკვდები და ჩემს გამო ნუ მოაცდენ.
გიორგის ცრემლი წამოუვიდა, აცოფებდა საკუთარი უმოქმედობა და რომ ვერ შველოდა ჯარის მეგობარს.
ჯარისკაცებმა უკან დახევა იწყეს. ალყაში იყვნენ და უბრალოდ სხვა გზა არ იყო. ტყვია წამლის მარაგი იწურებოდა. იმ მიზეზით რომ სხვა ბატალიონს შეერთებოდნენ თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ, გულში კი მტრის მიმართ ზიზღს განიცდიდნენ.
რამდენიმე მეტრში ბომბი ჩამოაგდეს. ქალები დ ბავშვები კივილით იკლებდნენ ყველაფერს, შველას ითხოვდნენ. ხალხი პანიკაში იყო.
ერეკლესთვი სისხლის შესაჩერებლად გიორგიმ ხებე (ჯარის კურტკა), ჭაობისფერი მაისური გაიხადა და ზედ ჭრილობაზე დააფარა. განა არ იცოდა რომ ასე შეიძლება ინფექცია შეჭროდა და მეგობრის სიკვდილი გამოეწვია, მაგრამ იმ წუთში მეგობრის გადარჩენაზე ფიქროობდა და არა მოსალოდნელ საფრთხეზე.
სისხლი არ ჩერდებოდა.
-ქეთევანსა და გურამიკოს მიმიხედეთ. გაზარდეთ, ისინი ხომ ჩემი ბეატრისას ასაკისანი არიან. -ბავშვებზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა დაჭრილ ჯარისკაცს. -გენაცვალეთ ბიჭებო. დედა უტირეთ ქართველის მტერს, ქართველის დედის ძალდატანებით ძაძების ჩამცმელს. ქართველი არ დაიჩოქება, არ დაიჩოქოთ თქვენც. ახლა წადით, ნახეთ გვიტევენ -ხელი კანკალით ასწია და შორიახლოს მომავალ იარაღ მომარჯვებულ, გაცოფებულ მტერს დანისლული თვალები მოავლო. -გარბის ქართველი, გაიქეცით თქვენც და როცა დრო მოვა თქვენ გააქციეთ ისინი, მაგრამ იმაზე მეტი არ მოინდომოთ რაც გვეკუთვნის, დაიცავით მხოლოდ ჩვენი, ჩვენი პატარა საქართველო. წადით, მე დავბრუნდები და ერთად შევსვამთ ერთიანი საქართველოს სადღეგრძელოს ყველაზე დიდი სასმისით. გიორგი და ნიკუშა, ჩემი ქეთევანი და გურამიკო ჩემებთან ჩაიყვანეთ, უთხარით მათ, ერეკლე ვერ ჩამოვიდა მაგრამ შვილები გამოგიგზავნათ-თქო. ვიცი ისინი შეიყვარებენ, სულს და გულს აჩუქებენ მათ. ბეატრისა ჩამიკოცნეთ რომ ნახავთ, -სისხლი ამოახველა -უთხარით რომ უფროს ძმას ყველაზე მეტად უყვარდი-თქო. -თავი მცირედით წამოწია და ყელიდან ოქროს ჯვარი მოიხსნა, გიორგის ხელში ჩაუდო და უთხრა -ეს ჩემს ბეატრისას მიეცით, უთხარით რომ მისი მფარველი გავხდები, როცა გაუჭირდება ჯვარს შეეხოს და იგრძნობს რომ მის გვერდით ვარ. -ახლა კი წადით. წადით -იყვირა როცა ხედავდა რომ მეგობრები ფეხს არ იცვლიდნენ.
ერეკლემ ატირებულ ბიჭებს, რომლებიც ფეხს ითრევდნენ და მეგობრის დატოვება უმძიმდათ თვალი დაადევნა, ტუჩი მოიკვნიტა და თავს შეუძახა არ იტიროვო. როცა ნიკუშა და გიორგი თვალს მიეფარნენ ერთადერთი დარჩენილი ხელყუმბარა ხელში მყარად მოიქცია. რამდენიმეჯერ მწარედ დაახველა, სისხლი ამოჰყვა თან, მაგრამ ტკივილს ვეღარ გრძნობდა. თვალებს ნაცრისფერი ბურუსი სდევდა თან, გულზე დაკიდებულ ხის ჯვარს ხელი მაგრად მოუჭირა და აკოცა, ბუნდოვნად ხედავდა მისკენ მომავალ რამდენიმე ჯარისკაცს, ვეღარ ხედავდა მათ სახეებს, ყური დაუგდო რუსული სიტყვები დაიჭირა მათში, გაიღიმა და ხმამაღლა შესძახა "იხარეთ ქართველებო" და ყუმბარას ხელი გამოჰკრა.
ამ ქვეყნიდან ისე წავიდა არ ეღირსა სიზრმად ქცეული დედის ნახვა, იმ მიწაზე ფეხის დადგმა სადაც არავინ ეცილება მასში.
ყველა ჯარისკაცი ტოვებს ვიღაცას შინ, ნებსით თუ უნებლიედ ისინი მიჰყავთ ცხელ წერტილში იმ ფიქრით რომ ოდესმე დაბრუნდებიან უკან.
რამდენი მომავლით აღსავსე გული დაიფლითა, რამდენი სახლში დაბრუნებით აძგერილი გული მიიბარა მიწამ, რამდენი თვალი დაიცრემლა ომისგან. რამდენ ადამიანში დატოვა ფსიქოლოგიური და ემოციური ტრამვები, ყოველი მხიდან განუწყვეტლივ ზუზუნებდა სიკვდილი, ჩასაფრებული ბრჭყალებს ჩაავლებდა და გაუმაძღარი სურვილით მიაქანებდა მისკენ.
ომი ერთადერთია რომელიც არ ინდობს არაფერს და არავის, იგი გამანადგურებელი მოვლენაა არამარტო მათთვის ვისაც უშუალოდ ეხება იგი, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.

გიორგი გელოვანი შეჩერდა, სათვალის მიღმა ცრემლი შეიმშალა და დაამატა.
-მას შემდეგ ერეკლე არასოდეს მინახავს. მთასავით ვაჟკაცმა სიცოცხლე საქართველოს შესწირა, უკანასკნელად მტერთან ერთად ჩაისუნთქა ქართული ჰაერი და შემდეგ როგორც გავიგეთ თორმეტი რუსი დაუწვენია იქვე.
-ახლა სად არის ქეთევანი და გურამიკო? -მოურიდებლად წამოდგა მეხუთე რიგში მჯდომი გოგონა.
-ბავშვები ბეატრიასასთან ერთად გაიზარდნენ. გურამიკომ ცოლი მოიყვანა, შესანიშნავი ცოლი და ერთი შვილი ჰყავს, სახელად ერეკლე. ბეატრისაც და ქეთევანიც გათხოვდნენ, შესაშური ოჯახი აქვთ ორივეს. თაიას ბიჭი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბიძიას, მასავით ლამაზი თაფლისფერი თვალები და საოცარი ღიმილი აქვს. ვიცი არასოდეს დაივიწყებენ ერეკლეს. მისი მშობლები ომარი და დიანა კი ძალიან მოხუცები არიან. სამივე შვილი ძალიან უყვართ.
შვილიშვილებზე კი მზე და მთვარე ამოსდით.
-ნიკუშა?
-ნიკუშა? ნიკუშა მას შემდეგ არ მინახავს რაც თამარი და გურამიკო ერეკლეს მშობლებს ჩავუყვანეთ. ერეკლეს მშობლებისგან გავიგე რომ მას სამხედრო სამსახურში გაუგრძელებია მუშაობა.
გიორგიც და ნიკუშაც ცალ-ცალკე, ყოველწლიურად დიდ თანხას უგზავნიდნენ ერეკლეს ოჯახს, ზოგჯერ კი სანახავადაც დადიოდნენ ოჯახში. ცალ-ცალკე ვერასდროს დაემთხვნენ ერთმანეთს, მათი მოუცლელი გრაფიკის გამო. თუმცა ერიდებოდნენ კიდეც მგონი ერთმანეთს. ერთმანეთთან შეხვედრა ეს იმას ნიშნავდა რომ ესაუბრათ ერეკლეზე. მისი გახსენება იმ მძიმე წუთების და ერეკლეს ტანჯული სიკვდილის გახსენებას ნიშნავდა.
-ერეკელ თითოეული ვაჟკაცი ჯარისკაცის გამოვლინებაა. მაგრამ ერეკლე არცერთი არ იყო. ერეკლე წერეთელი სხვაა, სხვა გული და სხვა სიცოცხლე, იგი არავის არ ჰგავს და მას არავინ არ ჰგავს. განვმეორდები და კვლავ ვიტყვი, რომ მეამაყება ქართველობა, რომ ქართულად ძგერს ეს ჩემი გული. მეამაყება ერეკლეს მსგავსი ვაჟკაცების საქართველოში დაბადება და ის რომ ის ჩემი მეგობარი გახლდათ. გავიხსენებ გერმანელი მეცნიერის გუსტავ კირკის სიტყვებს, რომელიც 1933 წელს აღნიშნა. "პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, მხოლოდ რუსთაველი-ყველა დროისა და ხალხის უდიდეს პოეტი", კიდევ გვყავს უამრავი პოეტები, მწერლები......
"შეიძლება იყო ნამდვილი და არ წამოგცდეს
დიდება ღმერთო,
სიკვდილი არის ყოვლად ადვილი
მაგრამ ქართველი სულ უნდა ენთო,
გვისმინე ღმერთო.......
-მე კი მათთან ერთად მეამაყება ქართველი გმირები, უნდა ამაყობდეთ თქვენც.
ლექცია დიდხანს გაგრძელდა, რაც გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა. ცრემლებს ხან პროფესორი იწმენდდა, ხან კი სტუდენტები. პატრიოტულმა სულმა გაიღვიძა ყველაში და სიამაყე ერთნაირად ენთოთ გულში იმისა, რომ არიან ქართველები, საქართველოში დაბადებულნი.
-ალისია, შენ რა ტირი?-თვალებში ჩახედა თამარმა.
-ჰო -ნაძალადევად გაიღიმა, ცრემლები მოიწმინდა და ირგვლივ მოიხედა. პროფესორს უკვე დაეტოვებინა აუდიტორია. ბავშვებიც გარეთ გადიოდნენ, მაგრამ თითქმის ყველა ბავშვი მათკენ იყვნენ შებრუნებულნი და მათ უყუებდნენ.
-რა მოხდა? აქეთ კამფეტებს ხომ არ ვარიგებთ? -გაბრაზდა თამარი.
-კარგი გოგო მორჩი. რას იკბინები.
***
ანდრეი ლუჩენკომ ასპენში პრობლემები მოაგვარა და მალიბუში ჩაფრინდა. არც სახლს ესტუმრა ძმას პირდაპირ რესტორანში მიაკითხა, ეს უკანასაკნელი როგორც ყოველთვის საქმიან შეხვედრაზე იყო გასული.
ანდრეი ვისკის სვამს, რამდენიმე ჭიქა დაცლილი უდევს წინ და მეგობარ ბარმენს ესაუბრება.
-დავიღალე, არა მართლა დავიღალე -წუწუნებდა იგი -ნეით მშვიდი ცხოვრება მინდა, მინდა ვინმე შემიყვარდეს, დავიღალე ამ ერთჯერადი ქალებით, ყველა რაღაც ხრიკებით, რომ ცდილობს ჩემს საწოლში შემოძრომას, რაც ყველას გამოსდის -ვისკი მოსვა ანდრეიმ, ცარიელი ჭიქა ბარმენს გაუწოდა -დამისხი -სავსე ჭიქა გამოართვა და განაგრძო -ოცდაათი წლის ვარ და სერიოზული გრძნობა რასაც სიყვარული ჰქვია არ მქონია, არასდროს არავინ არ მყვარებია.
-ახლა მთვრალი ხარ ანდრეი და ამიტომ საუბრობ ასე შენს ცხოვრებაზე, ხვალ კი ალბათ არც გემახსოვრება დღეს რას ამბობ და ხვალ კიდევ ახალ გოგოს მოიყვან აქ, თანაც შენს ადგილზე ყოფნას ყველა ოცნებობს -მის დამშვიდებას ცდილობს ბარმენი.
-არა, არ ხარ მართალი, მერე რა რომ საუკეთესო მსახიობად ვარ აღიარებული და ერთ-ერთი სიმპატიური მამაკაცის სტატუსი მაქვს მონიჭებული, ჩვენც ვიღლებით ამით და ჩვენც სიმშვიდე გვინდა ყოველგვარი გულშემატკივრის გარეშე. იმას კი არ ვამბობ, რომ რომელიმე მათგანი მაწუხებს, არა პირიქით ყველანი ძალიან მიყვარს, მაგრამ ხანდახან მათგან დასვენება გვინდა, რადგან მათ სურთ ჩვენ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდეთ, კარგად ვიყოთ, სულ ვიღიმოდეთ, ისინი ხომ ვერ ხედავენ ჩვენს წუხილს. და საერთოდ იცი რა არის სიყვარული? -ამოუცნობი მზერა მიაბყრო ანდრეიმ ნეითის თვალებს და ერთი ჭიქა ვისკი გადაჰკრა. -მიჩვევა? ვნება? მარტო დარჩენისგან განთავისუფლების იმედი? რატომ უნდა ვიგრძნოთ უცხოს მიმართ სიყვარული? სწორედაც რომ ის უცხოა რადგან ჩვენს ცხოვრებაში გვიან ჩნდება, არ კმარა მხოლოდ ვნება?
-არა ანდრეი. -ვისკი ჩამოასხა ბარმენმა და ანდრეისკენ მოშორებით მჯდარ მამაკაცს მიაწოდა, შემდეგ კი ყურადღება კვლავ ანდრეისკენ გდაიტანა. ნეითი მაღალი იყო, გადახოტრილი თმებით თუმცა არა სპორტული აღნაგობით. ცოტა მუცელიც ჰქონდა მაგრამ შვენოდა. -სიყვარული საჭირო არის ადამიანის ცხოვრებაში, უსიყვარულოდ კაცი ცოდვაა ამ ქვეყანაზე. მე მყავს ცოლი და ძალიან მიყვარს იგი. იგი სტიმულია ჩემი ცხოვრების, იგი მიზანია ამ ყველაფრის. ცხოვრება საყვარელი ადამიანის გვერდით ეს საოცარია, ყოველ დილით მისი თბილი ღიმილისა და სიყვარულით აღსავსე თვალების გარეშე წარმოუდგენელია. ქალის მიმართ სიყვარული ეს იგივეა გიყვარდეს უფალი და ვერ ხედავდე მას, ასევე არის ქალიც, გიყვარდეს იგი მაგრამ ვერ ხედავდე ამ გრძნობას, მაშასადამე გრძნობ. ქალს უნდა მოეფერო, უნდა აგრძნობინო რომ ძალიან გიყვარს და ორმაგ სიყვარულს მიიღებ მისგან.
-და მთელი ცხოვრება ერთ ქალთან როგორ წარმოგიდგენია? -თვალები მოჭუტა მან და საკუთარ აზრი მყარად დაიცვა.
-ეჰ ანდრეი, ანდრეი. შენ ჯერ არ გყვარებია თორემ ასე არ იჭიკჭიკებდი. რომ გიყვარს იმაზე კი არ ფიქრობ როგორ მოახერხო სხვისი გულის დაბყრობა, არამედ იმაზე ფიქრობ როგორ გაახარო შენი საყვარელი გოგონას გული და როგორ გახადო ყოველი დღე უფრო და უფრო ბედნიერი, ის ხომ ადამიანია რომელმაც ყველასგან გამოგარჩია და შენი სიყვარული მიიღო. სიყვარული საოცარია იმ გრძნობათა შორის რაც კი ამ ქვეყანაზე არსებობს. სიყვარული იგივე ბედნიერება და სიცოცხლის მიმართ მეტი ხალისია. არჩევანი ზეცაში კეთდება, ჩვენთვის ვიღაც ყოველთვის იბადება.
-ჩვენ ხომ ოჯახის სიყვარულს ვსწავლობთ? შემდეგ კი რატომ გვიყვარდება ის სხვა, რომელმაც შენს მსგავსად პირველად ოჯახის სიყვარული ისწავლა? რატომ გვიყვარდება ის სხვა? რა საჭიროა მისი სიყვარული? ან რას ვგრძნობთ რომ გვიყვარდება?
-რომ ვიბადებით გულში მცირე ნაწილი, თუმცა მე ვთვლი რომ მცირე არა, ძალიან დიდი ადგილი იმ როგორც შენ ამბობ „სხვის“ სიყვარულისთვის ინახება. ზოგს ასეთი ადგილი ბევრი აქვს, ძალიან ბევრს საკუთარი ხელით აძლევენ გულის გასაღებს და შიგნით გაჯეჯილების უფლებას რთავენ. გულში სიყვარული ოჯახის წევრების მიმართ იზრდება, „სხვისთვის“ დაკავებული ადგილი კი უცვლელი რჩება. მოვა დრო და ადრე თუ გვიან მაგ ადგილსაც დაეპატრონება მფლობელი.
-ჩემთან ამ გრძნობას ძალიან შეაგვიანდა. -ახლა უკვე თავისი ხელით დაისხა ანდრეიმ ვისკი და რეაქციის გარეშე გადაუშვა ყელში.
-ჯერ მხოლოდ ოცდაათი წლის ხარ. დაელოდე აუცილებლად მოვა. სიყვარული ყველასთან მოდის, მთავარია როგორ დახვდები მას.
-როგორ უნდა მივხვდე რომ მიყვარს?
-ეს ძალია იოლია. ყველა ის გრძნობა რაც შენში არის თავმოყრილი, ერთიანად გაორმაგებული ძალით შემოგიტევს. სიყვარული ციებ-ცხელებაა რომლის დროსაც გული გამალებით გიცემს, ისე თითქოს გრძნობ როგორ ესმის ყველას შენს ირგვლივ მყოფთ მისი ხმაურიანი ცემა. გული ძალიან გიფრიალებს. მისი დანახვისას ფეხები რომ აგიკანკალდება ესეც სიყვარულს დააბრალე, მაგრამ თავი შეიკავე არ წაიქცე. როცა დაინახავ არ იცი ხელები სად წაიღო, როგორ მოიქცე რომ შეგნიშნოს, როცა გიყვარს უმალ მიხვდები მას. -ამაზე ისეთ გრძნობით საუბრობდა ბარმენი ნეითი, რომ მარტივად მიხვდები თუ რაოდენ ღრმა გრძნობას დაებუდებინა მის გულში.
-და მაინც, ვერაფრით გავიგე რა არის სიყვარული. -თვალები დახუჭა და სასმელ მოკიდებულ ყელში კიდევ ერთი ჭიქა ვისკი ჩაასრიალა.
-სიყვარული რა არის? -იკითხა გვერდით სკამზე შესკუპებულ გოგონამ, ისე თითქოს ამბის მოყოლას აპირებდა.
ანდრეიმ გოგონას გახედა ისეთი სახით თითქოს ეუბნებოდა შენ საიდანღა გამოიჩეკე, ან ვინ ხარ საუბარში რომ ეჭრებიო მაგრამ ანდრეიმ უმცროსისადმი პატივისცემა გამოიჩინა და მხოლოდ ღიმილით დააჯილდოვა ახალგაზრდა გოგონა. თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს და ანდრეი მოიხიბლა ლამაზი ახალგაზრდა გოგონათი. ქერა მაღლა აწეული თმები, მწვანე თვალები, სწორი ცხვირი და ნაქანდაკები ტუჩები. გოგონა ოცდაერთი წლის იქნებოდა.
-შეენ? -მაინც ვერ მოითმინა ბიჭმა და ირონიულად გადახედა გოგოს, შენ რა იცი სიყვარულის შესახებ -და საეთოდ შენისთანა ახალგაზრდებმა საერთოდ რა იცის რა არის სიყვარული?
-შენ იცი რ არის სიყვარული? არავის უსწავლებია შენთვის რომ სიყვარულს ასაკი არ გააჩნია? მეტიჩარა. -გოგონამ ცხვირი აიბზუა და ამპარტავან მამაკაცს ზურგი აქცია.-რაღაც უცნაურობა. -მაინც შემობრუნდა ახალგაზრდა ქალი, ლიმონათით ტუჩები გაისველა და განაგძო. ეტყობოდა, ახლა მას ისე უნდოდა საუბარი თუ არც არავინ მოუსმენდა მაინც ჩამოაყალიბებდა აზრს სიყვარულის შესახებ.
ანდრეისთან ერთად ახლა ნეითმაც მიაქცია მას ყურადღება, ლიქიორი მიაწოდა ფეხზე მდგარ მამაკაცს რომელიც მიწოდებისთანავე გაეცალა იქაურობას და გოგონას თვალებში ჩახედა. "ასეთი სევდიანი თვალები" გაფიქრა ნეითმა.
-რა უცნაურია, ყოველგვარი შეკვეთის, დაგეგმვის გარეშე მოდის, თანაც ისეთი არა როგორიც წარმოდგენილი გაქვს. რა სისულელეა ეს წარმოდგენები და ოცნებებში საყვარელი ადამიანის აწყობა, ისეთი დაეპატრონება შენს გულს ვინც არასოდეს წარმოგედგინა. შემოვა, შენს გულში შემოაღწევს და მთლიანად სხეულს მოედება.
ჰო რა იყოთ, არ იცით სიყვარული რა არის? მისი ცქერაა, როცა ყოველი ნახვისას გაბნევს, გაღიმებს და ეს ყველაფერი გაბედნიერებს. რა შეიძლება დაწერო, თქვა, წარმოიდგინო. ჰო, ჰო სისულელეების ლაპარაკიც ერთ-ერთი სიმპტომია. წარმოუდგენელი გრძნობა ღიმილთან ერთად ცრემლიც რომ მოდის. მაინც რა უცნაურია არა? გეტირება მაგრამ მისკენ მიგიწევს გული რადგან გამალებით გაჰყვირის შენი გული "უყვარს, უყვარს". ეს გრძნობა იმდენად დიდია რომ გიმონებს, ფრენას გასწავლის, ოოოო რა სასიამოვნოა მაღლა და მაღლა ფრენა, ჰო ფრენა-ღრუბლებში კი არა იმის იქით, უფრო ზემოთ. საუკუნეა მოლოდინი წამისა, გრძნობისა, ნახვისა. რა არის ცხოვრება და საერთოდ რა ვართ ჩვენ სიყვარულისთვის? მარიონეტები. სიყვარული ლამაზია და თან ბოროტი. არჩევნის საშუალებას გვიკლავს და არ გვაძლევს. საკმარისია ღიმილი, სითბო და გვიმონებს გრძნობა, თან რა სასიამოვნო გრძნობა სიყვარული. რას გრძნობთ როცა ამბობთ რომ მიყვარს? არაფერს თუ ყველაფერს? წარმოიდგენთ ხოლმე მის სახეს? როგორს? მომღიმარს თუ ერთ წარმოსახვაში მისი თითოეული მიმიკა გიდგებათ თვალწინ? პირველად გეღიმება ჰო? ჰო, ჰო გეღიმება. გრძნობ როგორ გიფეთქავს თითოეული ნერვი, როგორ მოძრაობს სისხლი ვენებში. იქნებ ხელებიც გიკანკალებს, ხელების გულები გიოფლიანდება თუ მუხლები გიკანკალებს და გეკვეთება. იქნებ ის არ იცი ხელები სად წაიღო და მომენტალურად ერთმანეთს სჭიდებ რომ არ გაგცენ? სურვილით ივსები შეხედო, უღიმო, მერე რა თუ საპასუხო გრძნობები არ აქვს? მთავარია რომ ის არსებობს აქვე მიწაზე ადგამს ფეხს სადაც შენ, იმავე ქალაქშია და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს სადაა მთავარია რომ ამ სამყაროშია და არსებობს.
ანდრეი ამას ვერ ამჩნევდა. უბრალოდ არც კი ფიქობდა ამაზე. უბრალოდ მოსწონდა ეს გოგო, მოსწონდა მთელი არსებით და მაინც რა ნაცნობი ეჩვენებოდა ეს თვალები. მწვანე ზურმუხტის ფერი თვალები. "ნუთუ. არა, არა " თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და მეტი დამაჯერებლად დაუგდო ყური ცრემლებამდე მისულ გოგონას.
-მისი ნახვისას როგორ გძლებს სისუსტე და თავბრუს ხვევა, ბუნდოვანი ხდება ირგვლივ ყველაფერი და წარმოდგენლად ბურუსიანია გარემო, თვალებ დაბინდული, დანისლული უყურებ. თითქოს გგონია ზემოდან შეჰყურებ ამ ყველაფერს და სასაცილოდ გეჩვენება საკუთარი თავი მის წინ სულელივით მდგარი. ეს ყველაფერი არაფერია, მხოლოდ ფერია -ისიც შავი და ცოტა მონაცრისფრო. მონაცრისფრო იმიტომ რომ ამ ქვეყნად არსებობს, დააბიჯებს, სერიოზული, მშვიდი და დინჯი ნაბიჯებით ისე თითქოს შენ არ არსებობ და არც ამ სამყაროში დაიარები. ამით რას ვასკვნით? არსებობს კი საერთოდ სიყვარული თუ წარმოსახვაა ჩვენი ცხოვრების გართულებისთვის? ეჰ! იქნებ არ იცი რომ ეს სიყვარულია. რა ბოროტია სიყვარული და რა სასიამოვნო მაინც. იქნებ არ გიყვარს და არც გყვარებია? და შენ ამის შემდეგ ამბობ რომ ცხოვრობ ამ ქვეყნად? შენ იცი რომ არ გიცხოვრია. -ახლა იგი პირდაპირ ანდრეის უყურებდა თვალებში. -და მაინც გიყვარდეს! გიყვარდეთ! -მზერა ნეითზეც მოატარა -რადგან არ იყოთ მკვდარი და გრძნობდეთ სამყაროს სიყვარულისთვის. ცხოვრება უსიყვარულოდ ეს იგივეა რაც ადამიანი სულის გარეშე. მხატვარი ფუნჯის გარეშე, მომღერალი ხმის გარეშე, მწერალი კალმის გარეშე, ექიმი ხელების გარეშე და მე, მე ფუნჯის გარეშე, მე კალმისა და ფურცლის გარეშე, მე ფიქრის გარეშე. არა, არა უფრო მეტია სიყვარული. ამის ახსნა მეცნიერებმაც კი ვერ შეძლეს, მე ვინ ვარ რომ გამოვდივარ და ჩემებურად ვცდილობ ავხსნა და ბოლოს მაინც აბდაუბდა გამომდის იგი. სიყვარული ერთია, მხოლოდ სხვა და სხვანაირად განვიცდით ყველა ამას და რა თქმა უნდა სხვადასხვა პასუხი გვაქვს ყველას. -რა არის სიყვარული? -სიყვარული არის .... (ბლა ბლა ბლა...) ამაზე პასუხი შეგვიძლია მოვისმინოთ უსასრულოდ, სხვადასხვა გრძნობით, განცდითა და შეხედულებით. მაგრამ მთავარია რომ გვიყვარს, მთავარია რომ შეგვწევს სიყვარულის უნარი და რაც მთავარია არსებობს ადამიანი ვინც გვიყვარს (ზოგისთვის გვიან, ზოგისთვის ადრე). სიყვარული საუკუნეა მოლოდინი წამისა. იქნებ თქვენ შეგიძლიათ მითხრათ რა არის სიყვარული?
ნეითს გაეღიმა, ანდრეი კი არაფრის თქმას აპირებდა, უბრალოდ ფიქრობდა.
-შენ, წერ? -ამოღერღა ბოლოს და იმის კითხვას გაურბოდა რაც მართლა, მთელი გულით აინტერესებდა.
-ჰო, მაგრამ ჩემთვის.
-შენთვის აბა ჩემთვის ხომ არ დაწერ -ანდრეი კვლავ ცინიკურად იღიმოდა. -რას წერ?
-მნიშვნელოვანს არაფერს -მწვანე თვალებს ეწყინა ცინიკოსი ანდრეის აგდებული საუბარი და გარიდება გადაწყვიტა.
-მაშინ რატომ წერ? -ჩააცივდა ცინიკოსი.
-მომწონს წერა.
-რას წერ?
-წიგნს. -დაიმორცხვა გოგონამ და მწვანე თვალები ძირს დახარა. -
-მართლა? -ჭიქის ზემოდან გამოხედა ანდრეიმ. ეჭვები გაჩნდნენ მის თვალებში. "სულ მთლად ახალგაზრდაა, ნუთუ მართლა წერს"
-იცინით.
-არ ვიცინი.
-მაშინ რატომ იღიმით.
-გამიხარდა.
-წიგნს რომ ვწერ?
-ეგეც.
-სხვა?
-ჭკვიანი რომ ხართ. -თქვენობით საუბარზე გადავიდა იგი. ახლა აღარ უყურებდა გოგონას როგორც ლამაზად შეფუთულ საჩუქარს. უკვე მის სულსაც ხედავდა. როგორც აოცებდა ასევე ახარებდა ლამაზ სხეულში აღმოჩენილი ლამაზი სული.
-იქნებ არ ვარ.
-წინააღმდეგ შემთხვევაში წიგნს ვერ დაწერდი.
-იქნებ წიგნს სულელებიც წერენ.
-მაგრამ შენ არ ხარ სულელი. შენს თვალებში წავიკითხე. წიგნი რომ დაწერო დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა გქონდეს. ვხედავ ცხოვრებაში ბევრი გინახავს, ტკივილიც და სიხარულიც. ეს ყველაფერი დიდი რაოდენობით რომ არ განგეცადა ვერ დაწერდი წიგნს.
-ადამიანს გარეგნულად ნუ შეაფასებ. -სიტყვის დასარწმუნებლად ფრანგული ანდაზა მოიშველია. წიგნს მარტო ყდით ვერ განსჯი.
-თვალები სულის სარკეაო ამბობენ. შენ ამბობ რომ ჭკვიანი არ ხარ?
-ასე ამბობენ.
-როგორ გავიგო.
-აი ასე -მხრები აიჩეჩა გოგონამ -ჩვეულებრივად.
-ნიჭიერი ადამიანები მარტივი გამოსაცნობია. მათ ბევრი საუბარი არ უყვართ. იშვიათად ერთვებათ თავში რაღაც რაც გულწრფელობის ხასიათზე აყენებთ, არ ვიცი რამდენად მშვიდდებიან ამის შემდეგ მაგრამ ფაქტია რომ მათ ვიღაცასთან საუბარი სჭირდებათ. უფრო მეტად კი უცხოებთან, მათთან ვისაც მეორედ არასოდეს შეხვდებიან ცხოვრებაში. ვხვდები რომ ასეთებს უჭირს ახლობელ ადამიანებთან საუბარი. ანდრეი დაკვირვებით წრუპავდა სასმელს. -რატომ წერ წიგნს?
-თავში რაღაც გროვდება, ბუშტივით იბერება, და რომ არ აფეთქდეს იმიტომაც ვწერ. შეიძლება სხვისთვის ძალიან უინტრესო იყოს მაგრამ შენთვის ცხოვრებას წამოადგენდს.
-ე. ი. აფეთქების გეშინია.
-აფეთქების არა. თავში დაგროვილი აზებისა და კიდევ ადამიანების მეშინია. ვერბა ვოლანტ, სკრიპტა მანენთ. (Verba volant, scripta manent.)
-(წარმოთქმული) სიტყვები ქრება, დაწერილი (სიტყვები) რჩება. -ღიმილით გადათარგმნა ლათინური სენტენცია ნეითმა.
-რატომ. იქნებ ერთ დღეს შენი წიგნი ცნობილი გახდეს. -ყურადღბას არ აქცევდა ანდრეი ნეითს.
-ჩემი ნაჯღაბნი ვის რაში სჭირდება. თანაც არ მინდა.
-რატომ?
-ხომ გითხარი ადამიანების მეშინია. მე შემიძლია ვიყო წარმატებული და არა ხელმოცარული იდიოტი. ამისთვის რას ვაკეთებ? არაფერს. ყოველი ფურცლის დაწერის შემდეგ ხელს ჩავიქნევ და კვირა, ზოგჯერ თვეც არ ვიხედები მისკენ. კრიტიკის მეშინია. ვიფიქრე ზე, მაგრამ მერე გადავიფიქრებ ხოლმე. ჯერ არაფერი ღირებული არ გამიკეთებია ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, ბოლო ბოლო ჩემი თავისთის. რომანიც კი არ დამიმათავრებია. ამბიცია დიდი მაქვს, რა ვიცი იქნებ მართალი ხარ, ოდესმე მათ გვერდით დავდგე ვისაც მსოფლიოსში ცნობილ მწერლებად მოიხსენიებენ.
-კრიტიკა ყველა საქმეს ერთვის.
-მომავალი არ არის ისეთი როგორსაც ველოდებით. თანაც ჩემს საქმეს კრიტიკა განსაკუთრებით ერთვის.
-სასმელს შემოგთავაზებ. -მძიმე საუბრიდან ახლა გამოერკვა ანდრეი.
-მთვრალ კაცებზე ალერგია მაქვს. -გაუღიმა ისე თითქოს არ უნდოდა სწყენოდა მისი სიტყვები.
-რატომ განსაკუთრებით?
-არ მოეწონებათ წიგნი. საკუთარი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში, ეს არც ისე მარტივია.
-ვის როგორ.
-მე არ მომწონს.
-სულელი ხარ. -ანდრეი უცებ გაუშინაურდა.
-აკი გითხარი.
-რა?
-რომ სულელი ვარ.
-ეგ არ მიგულისხმია.
-ყველა ასე ამბობს.
ანდრეიმ მაინც ვერ მოითმინა მისთვის მნიშვნელოვანი კითხვის დაუსმელობა რომელიც გულს უღრღნიდა მთელი საუბრის განმავლობაში და ჰკითხა:
-ქართველი ხარ?
-ვინ?
-კარგი დაივიწყე. -ანდრეიმ ხელი აიქნია და კვლავ ნაცნობ მწვანე თვალებში დააშტერდა.
-გჯერათ ისეთი სიყვარულის, რომ შეხედავ და ფეხის ფრჩხილებიდან თმის ღერამდე დაგაჟრიალებთ. -კვლავ სიყვარულის თემას დაუბრუნდა -უყურებ და ხვდები რომ რაღაც გიმონებს, რაღაც ახალი და ამოუცნობი, აცნობიერებ თავის დაღწევა გაგიჭიდება. ხედავ მის მოძრაობას, საუბარს, მიხვრა-მოხვრას და შენი კუნთები მოდუნებული ხდება. არ გინდა ადგილიდან დაიძრას და წავიდეს რადგან ხვდები რომ შეიძლება ვეღარ იხილო. გსურს წამები საუკუნოდ გაგრძელდეს.
-შეყვარებული გყავს?
-მე არასოდეს მყოლია იგი. ვერასოდეს ვიპოვი გულის სწორს, განა იმიტომ ვამბობ რომ მე ვარ წუნია და ცხვირს ვიბზუებ. არა, პირიქით ერთი ადამიანიც არ გამოცენილა ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდეს. ჰო კარგი, ეს იყო თინეიჯერობის ასაკში და დამთავრდა.დღეს მინდა ვუყვარდე ვინმეს. ფიზიკურობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უბრალოდ მინდა მაღალი იყოს და სუსტი არ იყოს. თუ შემიყვარდა მეყვარება განუსაზღვრელად. ვაი და ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი. მალე გაწყდება ჩვენს შორის ძაფი, ვერ გაუძლებს ჩემს უზომო სიყვარულს. მე ხომ არ ვიცი როგორია მამაკაცთან ერთ ჭერვეშ ცხოვრება. ასე მგონია ბევრ შეცდომას დავუშვებ თანაცხოვრებისას რასაც ვერ მაპატიებს. მეშინია არ დავუშვა შეცდომები და არ მაპატიოს. მე ხომ არ ვიცი როგორ მოვიქცე, როგორი ვიყო. მე ვიცი მხოლოდ რომ მეყვარება განუსაზღვრელად და ვუერთგულებ კუბოს კარამდე. -მწვანე თვალება სკამიდან წამოდგა. პასუხს აღარ დალოდებია. ანდრეიმ თვალიც ვეღარ მიატანა ისე გაუჩინადა მინებიან კარებში.
ანდრეი ხმის ამოუღელად წრუპავდა სასმელს. ნეითი ეთანხმებოდა ანგელოზივით მოფრენილ ქალიშვილს, მას ზუსტად ისე უცემდა გული როგორც მწვანეთვალებას, მაგრამ როგორც სჩანს მის გულს ჰყავს მოპასუხე მწვანეთვალებასას კი არა.
-კარგი ანდრეი, გეყოფა, მთვრალი ხარ უკვე არ გინდა მეტი გეყოფა, სახლში წადი და დაისვენე.
-არ მინდა გამოფხიზლება, ასე მირჩევნია.
-არა ანდრეი, არა. არ გირჩევნია ასე, სახლში წადი დაისვენე და მერე გავაგრძელოთ საუბარი. გინდა ბენს დავურეკო და მოგაკითხავს -ხელი მოკიდა ნეითმა ანდრეის და წამოყენება სცადა, მაგრამ ანდრეი არ წამოდგა და ბარმენი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ბრაიანი, მართალი ხარ. კარგი გამახსენე, საღამოს მასთან უნდა მივიდე. მოიცდის. საქართველოში ვიყავით სამი დღის წინ. იცი საქართველო? ძალიან ცუდი თუ არ იცი, რადგან ძალიან ლამაზი ქვეყანა არის. თბილისი და წყალტუბო ვნახე. სამწუხაროდ ადრე დაბრუნება მომიხდა. იცი რა გოგონები ჰყავთ? შესანიშნავი შთაბეჭდილება დამიტოვა. ძალიან მინდა კვლავ წავიდე.-ისევ მოსვა ვისკი.
-კარგი წახვალ ანდრეი, ოღონდ ახლა სახლში წადი. ხომ თქვი, რომ ბენთან უნდა წახვიდე. ახლა სახლში წადი, დაისვენე და მერე ბენთან მიდი.
-ჰო მართალი ხარ. კარგი წავედი, მადლობა რომ მომისმინე.
-არაფრის ანდრეი, არ იჯავრო ყველაფერი კარგად იქნება-გაამხნევა მან.
ანდრეი წამოდგა, გარეთ გავიდა და ტაქსი გააჩერა. ღია კარებში შეჩერდა და წაიბურტყუნა -"სულ უფრო და უფრო მეტად რატომ მომწონხარ." ტაქსის მძღოლმა შეახსენა თავი და ისიც მაქნანაში ჩაჯდა. რამდენიმე წუთში სახლში იყო. საძინებელ ოთახში შევიდა და წამსვე დაეძინა.

გაგრძელება იქნება



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე არ ვიცი ბევრი მკითხველი გყავს თუ არა მხოლოდ ის ვიცი ვინც ამ ისტორიას არ კითხულობს ძალიან ბევრს კარგავს... ძალიან საინტერესო დახვეწილი და განსხვავებული ისტორიაა.. ყოჩაღ... ემოციების ზღვა იყო ამ თაბში ჩადებული... ტირილით გული მოვიოხე და სიამაყით ავივსე საოცარი ხარ. ყოჩაღ...

 


№2  offline წევრი padackles

უცნობი ქ
მე არ ვიცი ბევრი მკითხველი გყავს თუ არა მხოლოდ ის ვიცი ვინც ამ ისტორიას არ კითხულობს ძალიან ბევრს კარგავს... ძალიან საინტერესო დახვეწილი და განსხვავებული ისტორიაა.. ყოჩაღ... ემოციების ზღვა იყო ამ თაბში ჩადებული... ტირილით გული მოვიოხე და სიამაყით ავივსე საოცარი ხარ. ყოჩაღ...



მადლობა შენ ასეთი თბილი კომენტარებისტვის. :* :* :*

 


№3 სტუმარი გვანცა))

ვაიმეეე მთელი დღე ველოდიი დათურმეე დადებული ყოფილაა((ისე გამიხარდაა რომმ დავინახეე რომმ რავი რაა,უკვეე ავღნიშნე წინაა თავში და ეხაც ვამმბობ რომმ ძაალიანგანსხვავებულია დაა ერთ ერთი მიზეზია რის გამოც მომწონს,აგრეთვე იმის გამოც როომ კარგათ გაქვს ყველაა დეტალი აღწერილი,❤ბრავოო რაა,ძაან მაგარიაა,დაა უუუმაგრესიი გოგო ხარ შენნ შენი ისტორიებით❤გააგრძელეე გელოდებიიი❤❤❤❤

 


№4  offline წევრი padackles

გვანცა))
ვაიმეეე მთელი დღე ველოდიი დათურმეე დადებული ყოფილაა((ისე გამიხარდაა რომმ დავინახეე რომმ რავი რაა,უკვეე ავღნიშნე წინაა თავში და ეხაც ვამმბობ რომმ ძაალიანგანსხვავებულია დაა ერთ ერთი მიზეზია რის გამოც მომწონს,აგრეთვე იმის გამოც როომ კარგათ გაქვს ყველაა დეტალი აღწერილი,❤ბრავოო რაა,ძაან მაგარიაა,დაა უუუმაგრესიი გოგო ხარ შენნ შენი ისტორიებით❤გააგრძელეე გელოდებიიი❤❤❤❤
. დიდი მადლობა შენ ასეთ შეფასებისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის :*

 


№5 სტუმარი Guest Mariam mamasaxlisi

ძაან მაგარია

გთხოვთ დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ ამ საიტზე დამავიწყდა პაროლი და ვეღარ შემოვდივარ რო დავწერო ისტორიები იმეილი ესაა [email protected] ძაან გთხოვთ გეხვეწებით

დამეხმარეთ რა ხალხი არ ხართ

 


№6  offline წევრი padackles

Guest Mariam mamasaxlisi
ძაან მაგარია

გთხოვთ დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ ამ საიტზე დამავიწყდა პაროლი და ვეღარ შემოვდივარ რო დავწერო ისტორიები იმეილი ესაა [email protected] ძაან გთხოვთ გეხვეწებით

დამეხმარეთ რა ხალხი არ ხართ

მადლობა :))) :*

 


№7 სტუმარი Guest Mariam mamasaxlisi

არაფერს დახმარება არ შეგიძლიათ?

გემუდარებით ის მაინც მითხარით რო არ შეგიძლიათ დამარება

 


№8  offline წევრი padackles

Guest Mariam mamasaxlisi
არაფერს დახმარება არ შეგიძლიათ?

გემუდარებით ის მაინც მითხარით რო არ შეგიძლიათ დამარება

მაპატიე მაგრამ მე აქ მხოლოდ ისტორიების დადება ვიცი. ადმინებს მიწერე ისინი დაგეხმარებიან

 


№9 სტუმარი Guest Mariam mamasaxlisi

როგორ უნდა მივწეროადმინებს არ ვიციი

შეგიძლია მითხრა?

 


№10  offline წევრი padackles

Guest Mariam mamasaxlisi
როგორ უნდა მივწეროადმინებს არ ვიციი

შეგიძლია მითხრა?
. სამწუხაროდ არ ვიცი. არასოდესცდამჭირვებია

 


№11 სტუმარი Guest Mariam mamasaxlisi

აუ რა ვქნა?
კაი დიდი მადლობა ბოდიში შეწუხებისთვის

 


№12  offline წევრი padackles

Guest Mariam mamasaxlisi
აუ რა ვქნა?
კაი დიდი მადლობა ბოდიში შეწუხებისთვის

არა რისი ბოდიში' პირიქით ვერ დაგეხმარე (((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent