შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა... გიყვარვარ? (თავი 21)


6-11-2016, 19:25
ავტორი სატი
ნანახია 2 295

ღამე გიორგი სახლში რო დაბრუნდა საშინლად დაღლილი იყო. გადაწყვიტა დაძინება. ოთახში რომ შევიდა დაინახა ნინა და ქეთა, რომლებსაც გიორგის ლოგინში ეძინათ.
-აუ ჩემი-ამოიოხრა გიორგიმ, მერე მისაღებში გავიდა და იქ დაიძინა.
დილით ქეთამ როგორც კი გაიღვიძა სამზარეულოში გავიდა.
-გიო მისაღებში რატო გძინავს?!!-გამოსძახა სამზარეულოდან ქეთამ
-აუ ქეთა... დილიდან რა გაყვირებს ტო-ძლივს წამოდგა სავარძლიდან და სამზარეულოში გავიდა-ქეთა ყავა მომიდუღე
-კაი მარა რა მოხდა?
-რა მოხდა და შენ იწექი ჩემ ლოგინში და რა მექნა? ამეგდე საწოლიდან?
-კაი ბოდიში გიო.
-დაიკიდე. ნინა როგორაა
-ნინა კარგადაა. მე კიდე უჟასი ტოქსიკოზი მაქვს. საზამთრო მოიტანე?
-მოვიტანე. საიდან არ მკითხო.
-ჩემი გიოო-ქეთა გიორგის მოეხვია.
-გადი გამანებე თავი. ყველაფერი მტკივა-გიორგიმ ყავა აიღო და დალია-აუ ქეთა! შაქარი დაგავიწყდა!
-აუ ბოდიში-სიცილი აუტყდა ქეთას, მერე ადგა და შაქარი მოუტანა გიორგის.
ცოტახანში კოტეც მოვიდა.
-როგორ არის ჩემი დედოფალი?-აკოცა და გადაეხვია ქეთას
-კარგად, უბრალოდ ტოქსიკოზი მაქ და არაფერი არ მინდა ეხა.
-ძალიანაც კარგი. მოვკვდით მე და გიორგი გუშინ საზამთროს ძებნაში.
-აუ ანდა... აუ იცი რა მინდა? მოკლედ მინდა ელარჯი. მომიტან?
-ელარჯიო? ადრე გეზიზღებოდა ქეთ-გაუკვირდა გიორგის
-ეხლა მომინდა. ხო მომიტან კოტე?-საწყალი ბავშვის ხმით თხოვა ქეთამ
-რათქმაუნდა, მოგიტან ჩემო ცხოვრება-კბილებში გამოსცრა კოტემ.
-ეხლა?
-ეხლა. წავედი მე-აკოცა კოტემ ქეთას და წავიდა.
-ქეთა ეხლა სიმართლე მითხარი არ გინდა შენ ელარჯი ხო?
-მინდა. ოღონდ ისე ძაან არა როგორც ჩაშუშული კომბოსტო, კრუასანი და ვაშლის ნამცხვარი.
-ქეთაა... კაი რაა. ცოდოა ადამიანი.
-იმას 5თვე დარჩა შენ 3გიხაროდეს.
-3 არა 2. ექიმმა 8თვიანი იქნებაო.
-მერე მით უფრო უკეთესი.
-რა უკეთესი, ჯერ საწოლი არ გვიყიდია. ბავშვის ოთახი და ესეთი რაღაცეები...
-ეს სახლი თქვენი იყოს. მე და კოტე გადავდივართ ისედაც აქედან. მე წყნეთში მინდა ვიყიდოთ ბინა. ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმარნი ვართ. ჩემ ოთახს საბავშვოდ გადააკეთებთ. თქვენ ხო ისედაც დედა და მამას ოთახში ხართ. შენ ძველ ოთახში კიდე სტუმრების ოთახს გააკეთებ. დავუშვათ, ბავშვი რო გაჩნდება ბევრი მოვა და ხო უნდათ ადგილი გასათევად.
-შენ ჩემზე კარგად დაგიგეგმავს ყველაფერი.
-ხო.
-სად გინდათ ბინა რას ამბობდი? წყნეთში? რაც შეილება ჩემგან შორს რომ ვერ მოგწვდე?
-აუ გიორგი შენ რო გიცნობ ყველგან მომწვდები.
-ძალიანაც კარგი. ეგ სულ უნდა გახსოვდეს სანამ რამე სისულელეს ჩაიდენ დაიკო-გაეცინა გიორგის.
ცოტახანში ნინაც გამოვიდა.
-აუ გიო. მუცელი მტკივა.
-ხო თქვა ექიმმა არაფერიაო.
-არ ვიცი. ძაან მტკივა
-კაი წაგიყვან მერე ექიმთან.
-არა ეხლა.
-რა ეხლა?
-გიოოო!!!
-კაი. დროზე მიივდივართ. დაწყნარდი.
-ქეთა წამოდი შეეენც.
სამივე წავიდნენ სააავადმყოფოში. ცოტახანში ექიმი გამოვიდა ნინას პალატიდან.
-როგორც აღმოჩნდა, 8თვე ზედმეტად გვიანია. ნინა მეშვიდე თვეშია. 2კვირაში შესაძლებელია დაიბადოს ბავშვი, შეილება სამშიც. უკეთესი იქნება თუ მანამდე ნინა აქ დარჩება. მისთვის დატვირთვა არ შეილება. ნაყოფი ზედმეტად სუსტია.
-სახლში რომ იწვეს არ შეილება?
-არა. ქეთა წაიყვანე სახლში და მერე მოდი. ამდენი ხანი არც მისი დატვირთვა შეილება.
-მადლობა ექიმო.
გიორგიმ ქეთა სააავადმყოფოდან გაიყვანა.
-კოტეს დავურეკავ და ის წამიყვანს.
-კი მოტოციკლეტით წაგიყვანს ხო?
-ხო.
-ღმერთო ჩემო, სულ გამოშტერდი. როგორ შეილება ეგეთი რამ.
-რატო?
-მე წაგიყვან და მერე დავბრუნდები
ცოტახანში საავადმყოფოსთან მანქანა გამოჩნდა. შავი, დიდი ლექსუსის ჯიპი.იქიდან კოტე გადმოვიდა.
-რა ფულები გიდევს ჯიბეში ძმაო?-გაკვირვებულმა ახედა გიორგიმ კოტეს.
-რავი აბა. ბევრი. ქეთა მოგწონს?
-კოტე სად გქონდა ამის ფული?
-მქონდა. 6ადგილიანია.
-რათ გვინდა ამდენი?
-მე, შენ, გიორგი, ნინა და ბავშვები.
-რა მე, შენ, გიორგი, ნინა და ბავშვები?
-1წლისები რო გახდებიან ყოველ შაბათ-კვირას ვივლით ლაშქრობაში ხოლმე.
-და ამისთვის იყიდე ლექსუსის ჯიპი.
-ქეთა ერთხელ შეგილია რომ რამე რო გაგიხარდეს და უკმაყოფილო არ იყო?
ქეთა კოტესთან მივიდა, აკოცა და მერე მაგრად გადაეხვია.
-მაგარი ხარ. ძაან მიყვარხარ. ჩემი კონსტანტინე ხარ
-კონსტანტინეო. რამდენჯერ გთხოვე მაგას ნუ მეძახი თქო.
-მაშინ ბავშვს დავარქმევ კონსტანტინეს.
-არა, არ გაბედო ცოდოა.
-რას ერჩი სახელ კონსტანტინეს.
-ეჰეიი? მეც აქ ვარ. წაიყვანე ქეთა რა, ნინას ტოვებენ აქ.
-რატო რა დაემართა?
-აუ არ ვიცი. დატოვეთო ექიმმა ეს 1თვე ალბათ აქ იქნება. მეშვიდე თვის ბოლოს ან მერვე თვის დასაწყისში ველოდებით ბავშვსო და არ დაიტვირთოს აქ დატოვეთო.
-კაი წავიყვან ქეთას. მერე შემოვუვლი ნინას და ვნახავ.
-არა, ქეთას მიმიხედე მე აქ დავრჩები ალბათ. ჩვენთან დარჩით რა ღამე. არ დატოვო მარტო. ჯერ კიდე ტოქსიკოზი აქვს.
-ეგ შენ გარეშეც ვიცი. წამო ქეთა.
ქეთა და კოტე მანქანაში ჩაჯდნენ. ორივემ ღვედი გადაიჭირა და მერე კაფეში წავიდნენ.
-რას შეუკვეთავთ?-ჰკითხა ოფიციანტმა
-ქეთა?-გახედა ქეთას კოტემ
-ტირამისუ და ყავა.
-მეც იგივე
ოფიციანტმა მენიუ აიღო და წავიდა.
-ყავა შენთვის შეილება?
-კი, იშვიათად.
-რა ხდებოდა ამ სამი თვის განმალობაში?
-ააა... რავი. ეთო და თეო ჩვეულებრივად აქ არიან. ჩემთან ერთად სწავლობენ უნივერსიტეტში.
-სანდრო და ლუკა?
-ეგენი შვეიცარიაში სწავლობენ.
-ჰმ... ქეთა ჩემ რეაბილიტაციაზე... მე აღარ ვარ ნარკომანი.
-კარგი... ერთი ის მითხარი გიორგიც?
-ქეთა ეგ მე არ ვიცი.
-არ იცი ხო? ანდრია რო ეხა რეაბილიტაციაზეა და მე ნინამ გამაგებინა ეგ არ იცი ხო? ყველა იყავით შემჯდარი და მე არ ვიცოდი. გასარკვევია გიორგი როდის იჩხირებოდა.
-შეეშვი მაგ საქმეს.
-ვერ შევეშვები. გიორგი მალე ბავშვის მამა უნდა გახდეს და ვერ დავუშვებ რომ ჩემ ძმისშვილს ნარკომანი მამა ყავდეს.
-შენ ძმაზე ეგრე როგორ ლაპარაკობ ქეთა?!
-როგორ? ანუ მაინც იჩხირებოდა.
-ქეთა შენთითონ ჰკითხე და ყველაფერს გეტყვის.
-არა მგონია. არაფერსაც არ მეტყვის.
-გეტყვის.
-თქვენი ყავა და ტირამისუ-ყველაფერი მოიტანა ოფიციანტმა და წავიდა.
-რატო არ იკითხა კიდე რამეს ხომ არ ინებებთო?
-ქეთა იმიტომ არ იკითხა რომ... რავიცი რაში გაინტერესებს. ის ირაკლი და ერეკლე?
-ერთი ესტონეთშია მეორე საქართველოში.
-ყველასთან გაქ ურთიერთობა?
-მაგას მეკითხები იმიტომ რომ გაინტერესებს შეყვარებული ხო არ მყოლია ამ სამი თვის განმალობაში.
-და გყოლია?
-არა, საიდან მოიტანე.
-უბრალოდ გკითხე.
-თუ იეჭვიანე?
-ვიეჭვიანე. თან მაგრა. ეს სამი თვე იქ უნდა გენახე რეებს ვჩალიჩობდი. გიორგის ვურეკავდი მეთქი დეტექტივი ხო არ დავიქირავო თქო. ის არ მეუბნებოდა რა ხდებოდა და. ისე ერთ ტიპზე კი დავაცდენინე სიტყვა. ვინ არის ეს ლადო?
-ლადო? ჩვენი მეზობელია. ახალი გადმოსული
-ხშირად არის მაგასთანო. ვიეჭვიანო ეხლა?
-არა არაფერი არ გაქვს საეჭვიანო. სიმპატიურია კია ისე
-ქეთა!
-ადამიანო ცოლი ყავს-ქეთას სიცილი აუტყდა.
-აუ მოგკლავ. შენ ჩემი ცოლი ხარ და ეგრე აღარავიზე არ ილაპარაკო გაიგე?
-გავიგე...
-ჩემი დებილი-კოტემ ხელი გადახვია და მისკენ მიიზიდა-მოდი ეხლა ვჭამოთ პირი გაააღე
-მოიცა. მართლა დამეხმარები ბავშვი რო დაიბადება?
-ყველაფერს ვიზამ რაც მამებს ევალებათ.
-გააჩნია რას გულისხმობ
-ეხლა მე ვერ ვაჭმევ ეს პირველი 4თვე და
-აუ რეებზე ხუმრობ კარგი რაა.
-კაი ხო. რასაც მეტყვი იმას ვიზამ.
-სამსახურზე რას იტყვი?
-ვიპოვე აქვე კომპანიაში.
-კაია. ხელფასი?
-ნუ საწყისი ეტაპისთვის 800თვეში.
-ესე ცოტა?
-ხო. ვიცი მარა კიდე მაქვს ფული.
-ლექსუსის ჯიპის ყიდვის მერე კიდე გაქვს ფული?
-იქ ბევრს მიხდიდნენ.
-კაია.
-შენ ფულზე არ იდარდო.
-მეც მაქვს. გრანტით მაქვს ჩაბარებული უნივერსიტეტში არაფერს ვიხდი. მანქანის გაყიდვის მერე 10000მიდევს ანგარიშზე. შენსაზე გადაიტანე მე ფულის საკითხში ვერ ვერკვევი.
-კარგი გადავიტან. როდის ვიყიდოთ ბავშვის რაღაცეები.
-ბინა?
-წყნეთში გინდოდა ხო? გვაქვს. ჩემებმა გვაჩუქეს როგორც საქორწილო საჩუქარი.
-როდის?
-რავი 3თვის უკან ნიუ ორკში რო მივიდოდით მაშინ უნდა მეთქვა მარა რავი აბა.
ცოტახანში კოტეს დაურეკა გიორგიმ.
-ალო გიო?
-...
-მოვდივარ არ ინერვიულო
კოტემ გათიშა.
-რა ხდება?
-ნინას მშობიარობა დაეწყო.
-მეექვსე თვეში?!!
-მეშვიდეშია.დროზე წავედით-კოტემ ფული დატოვა, ქეთას ადგომაში დაეხმარა და წავიდნენ საავადმყოფოში.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს ორი ძაან მაგარი წყვილია.ვგიჟდები ამათზე.იმედია გიოს შვილი ჯანმრთელი იქნება.მომწონს კარგად განვითარდა მოვლენები.ვნახოთ რა მოხდება
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი სატი

La-Na
ეს ორი ძაან მაგარი წყვილია.ვგიჟდები ამათზე.იმედია გიოს შვილი ჯანმრთელი იქნება.მომწონს კარგად განვითარდა მოვლენები.ვნახოთ რა მოხდება

heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№3  offline წევრი TeddyBear

არ გეწყინოს თუმცა ცოტათი უემოციოთ წერ, სიყვარული ვერ ვიგრძენი. გიორგის ასეთი დამოკიდებულება ნინას მიმართ არ მომეწონა... თავისი შვილი თითქოს სულ ეკიდა.
და კიდევ ერთი მეტ წილად სულ დიალოგები გაქვს ცოტათი ახწერაც დაამატე, უფრო გამოკვეთე მათი მოქმედებები.
კრიტიკად ნუ მიიღებ უბრალოდ რჩევაა რომელიც ყველა მწერალს, მთხრობელს ესაჭიროება.
წარმატებები ^^

 


№4  offline მოდერი სატი

TeddyBear
არ გეწყინოს თუმცა ცოტათი უემოციოთ წერ, სიყვარული ვერ ვიგრძენი. გიორგის ასეთი დამოკიდებულება ნინას მიმართ არ მომეწონა... თავისი შვილი თითქოს სულ ეკიდა.
და კიდევ ერთი მეტ წილად სულ დიალოგები გაქვს ცოტათი ახწერაც დაამატე, უფრო გამოკვეთე მათი მოქმედებები.
კრიტიკად ნუ მიიღებ უბრალოდ რჩევაა რომელიც ყველა მწერალს, მთხრობელს ესაჭიროება.
წარმატებები ^^

გიორგის შვილი არ კიდია უბრალოდ ქალებთან ერთად ზოგჯერ კაცებიც იღლებიან მემგონი შუა ზამთარში ყველა გაგიჟდებოდა როცა საყვარელი ადამიანი საზამთროს მოგთხოვდა. მას უყვარს მისი შვილი უბრალოდ გადაიღალა. რაც შეეხება დიალოგებს ვეცდები უფრო მეტი აღწერა დავამტო. heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent