დარჩი ჩემთან (5)
მთელი გზა გატრუნული იყო მიკრული ნია მის სხეულს.მისი სხულის სიძლიერეს და კუნთებს გრძნობდა ასე ძალიან,რომ იყო შემოკრული მასზე.მისი სუნთქვა თმაზე ელამუნებოდა.კიდევ კარგი მარცხნიდან არ ყვადა მიკრული სხეულზე თორემ აუცილებლად იგრძნობდა მის გულის სწრაფ ცემას.თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ახლაც არ ესმოდა ისე ხტოდა მისი გული.რატომ რეაგირებს მისი გული ასე მასსზე.იმიტომ ხომ არა,რომ პირველია ვინც ასე ახლოსაა მასთან.არასდროს ახლოს არ მოუშვია არავინ,ესეც მისდაუნებურად მოხდა.მისი სხეული და გული შეუჩვეველია ბიჭთან ასე ახლოს ყოფნას ალბათ ამიტომ.დაიმშვიდა თავი ნიამ.ექთნის კაბინეტს როგორც იქნა მიაღწიეს.ლევანმა ნაზად დაუშვა მდივანზე. -ლევან რა მოხდა? -ნაზად შეღიმა ექიმმა. -წაიქცა და მგონი ფეხი იღრძო.თუ შეიძლება გასინჯეთ.მე გარეთ დაგელოდებით აქ კი მისი მეგობარი დარჩება.-ბიჭი ისე გატრიალდა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო,არაუშავს აქედან,რომ გავა მერე ეტყვის. სალის გაოცებული მზერა ისევ თან გაჰყვა.პირველი შემთხვევა იყო,როცა ვინმეს მიმართ თან გოგოს მიმართ ასეთი მზრუნველლობა გამოიჩინა,როგორც ყოველთვის ან სადმე მშვიდ ადგილას ეძინა ან ბიჭებთან ერთად დადიოდა გასართობათ,ან მათ გასარჩევ საქმეებზე უკამყოფილო მზერით დადიოდა. -აბა მაჩვენე-მოუბრუნდა ექთანი დაშავებულს.ორივე გოგონას ყურადღება ახლა ექთანზე და ნიას ფეხზე იყო გადატანილი.-მართლაც ნაღრძობი გაქვს.ახლა მაზს წაგისმევ და შეგიხვევ.ეცადე ფეხი არ გადატვირთო.მეგობარი მოგეხმარება სიარულში-და უცებ სალის გახედა. -რათქმა უნდა.-გაუღიმა ექთანს. -თუ არადა ლევანი გარეთ გელოდება ვეჭვობ უკან ისევ ხელში აყვანილი დაგაბრუნებს-ეშმაკურად გაუღიმა ქალმა დაშავებულს.-ეს მალამო რაც წაგისვი ტკივილს დაგიამებს და შეძლებ ფეხის დადგმას,ოღონდ ძალა არ დაატანო კიდევ ერთხელ გაფრთხილებ. საექთნოდან გოგონები გამოვიდნენ. -დამეყდენი და ისეე იარეე,ხომ გაიგონე რა გითხრა არ დაატანო ძალაო.-ტუქსავდა მეგობარი.მათი გამოსვლისას იქვე ზურგით მიყრდნობილმა ლევანმა ყურადღება მათთზე გადაიტანა. -როგორ გაქვს ფეხი? -უკვე კარგად.გმადლობ,რომ მომიყვანე. -მადლობა არა საჭირო.სად მიდიხარ მითხარი და წაგიყვან.-ლევანმა წინ გადმოდგა ნაბიჯი ისევ ხელში უნდოდა აეყვანა გოგონა და ფეხისთვის ძალა არ დაეტანებინა. -არა არაა საჭირო ხელში აყვანა.მალამო წამისვა და აღარ მტკივა უბრალოდ ძალაას არ დავატან.ისევ დარბაზში დავბრუნდეთ ჯერ ისევ გაკვეთილი გვაქვს.-ნია ისევ მეგობარს დაეყრდნო და დარბაზისკენ აიღეს გეზი.ლევანი კი ჩუმად მიყვებოდა გვერდით.მისვლისას ლევანმა დარბაზის კარი გამოაღო და ყველას ყურადღება მიიპყრო.ნია კოჭლობით შევიდა მეგობართან ერთად. -სერიოზულია რამე?-იკითხა მასწავლებელმა. -ნაღრძობი აქვს-ყველას მაგივრად პასუხი ლევნმა გასცა.-იქნებ დღეს ადრე გაუშვათ.ასეთი ფეხით ვერ შეძლებს ვარჯიშს და ვერც სხვა ვერაფერს გააკეთებს.თვითონ უარს ამბობს წასვლაზე თუმცა ჯობია სახლში წავიდეს და დაისვენოს. -არაუშავს დავრჩები.არა საჭირო გაცდენა. -ხომ ვამბობ ჯიუტიათქო -გვერდულათ ჩაიცინა ლევანმა და ნიას შეხედა. -ვეთანხმები ლევანს.ასეთი ფეხით ვერაფერს გააკეთებ.უნდა დაისვენო-დაეთანხმა მასწავლებელი.დაჩიმ კი კალათბურთის თამაშს თავი დაანება მათი შემოსვლისას და ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს.ნიას განათებულ სახეს უყურებდა,რომელსაც შიგადაშიგ ლევანისკენ აპარებდა.ხელი ძლიერად მომუშტა.ცდილობდა ბრაზი ასე ჩუმად გამოეხატა. *** ამ ინციდენტის შემდეგ ორი დღე გავიდა.ნიას სიჯიუტის მიუხედავად გაკვეთილებიდან მაინც გაანთავისუფლეს და სახლში გამოუშვეს.პირადად სალიმ წამოიყვნა თავისი მანქანით.ლევანმა გამოთქვა სურვილი მისი წამოყვანის,თუმცა ნიამ უარი განაცხადა არ უნდოდა უფრო შეეწუხებინა, არც ლევანს დაუჟინებია დიდათ თორემ ნიას სიჯიუტე ვერაფერს გახდებოდა. ბიჭები როგორც ყოველთვის კვირა დღესაც ლევანის სახლში შეიკრიბნენ.ლევანი და გიორგი ბილიარდს თამაშობდნენ,ოთახში ნაზი მოელვარე ჰანგები ისმოდა.დაჩი იქვე მდივანში ჩასვენებულიყო ხელში პატარა ბურთს ათამაშებდა და ჩაფიქრებული ჭერს მიშტერებოდა.ოთახის მყუდროება მოხუც ქალბატონთან ერთად შემოსულმა ბიჭმა დაარღვია.ქალს ხელში ლანგრით წვენი და ტკბილეულობა შემოჰქონდა,ბიჭს კი მხარზე ხელი ნაზად შემოეხვია და ნაზად კოცნიდა. -საძაგელო მაგ ლამაზი ღიმილით მე ვერ მომთაფლავ, მოაცილე ხელები ჩემს ნამცხვარს ჯერ ხელები დაიბანე-მოხუცს თბილი ღიმილი დასთამაშებდა.-გემრიელად მიირთვით შვილებო-ქალმა ნამცხვარი და წვენი მაგიდაზე დააწყო. -თქვენი ბრალია ნელი ბებო ასე გემრიელად,რომ ამზადებთ-მომაჯადოებელი ღიმილი აჩუქა ქალბატონს.ნამცხვარს ხელი დაავლო აკოცა და მეგობრებისკენ გაემართა.ნელი ბებომ კი მეგობრები მარტო დატოვა. -ლუკა-წამოიძახა გახარებულმა გიორგიმ.დაჩიც გამოერკვა თავისი ფიქრებისგან და მზერა მეგობრისკენ გადაიტანა.-რატომ არ გვითხარი დღეს,რომ ჩამოდიოდიი დაგხვდებოდით.-ჯერ გიორგი გადაეხვია ძმაკაცს,შემდეგ ლევანი,ბოლოს კი დაჩი. -რათ მინდოდა დახვედრა სიურპრიზი გაგიკეთეთ.-ბიჭები ისევ ბილიარდს მიუბრუდნენ ლუკაც მათ შეუერთდა,დაჩი კი თავის პირვანდელ ადგილს დაურბუნდა და ისევ ჭერს მიაპყრო თვალები.-რა ჭირს ამას?-თვალებით ორივეს დაჩიზე ანიშნა. -თვითონ არ იცის და ჩვენ რა გითხრათ.-ლევანმა ჭოგრი ბურთს დაუმიზნა და მოხერხებული მოძრაობით სამი ბურთი რგოლში ჩააგდო და კმაყოფილმა გიორგის გახედა. -ბილიარდის თამაშში ბადალი არ გყავს.დავიღალე სულ წაგებულის როლში ყოფნით-უკმაყოფილოდ გადახედა მაგიდას გიორგიმ და ჯოხი მაგიდაზე დააგდო. -კარგი,კარგი-სიცილს ვეღარ იკავებდა ვერც ლევანი და ვერც ლუკა.-წამო ბებოს მოტანილი ნამცხვარი დააგემოვნე და გაბრაზება გაგივლის-სამივე მაგიდისკენ წავიდა და ჩამოსხდნენ. -ეს ისეა გაშტერებული აზრი არ აქვს მაგიდაზე მოვიპატიჟოთ-თვალით ანიშნა გიომ მეგობრებს.-სულ იმ გოგოს ბრალია,ვერ ინელებს,რომ გოგოს მხრიდან ამხელა წინააღდმეგობა მიიღო.-ნამცხვრის დიდი ნაჭერი მოკბიჩა და გატენილი პირით შეხედა მეგობრებს. -ვინ გოგო? რა ხდება?ძმებო რამე საინტერესო გამოვტოვე?-ეშმაკურად ჩაიღიმა ლუკამ და წარბები შეათამაშა. -არაფერიც არ ხდება-წვენი მოსვა ლევანმა და სკამზე გადაწვა-უბრალოდ გამოჩნდა გოგო,რომელიც მის მომხიბლელობის წინაშე ქედს არ იხრის და შოკშია.-მომღიმარი სახე ესროლა ძმაკაცებს ლევანმა. -ახლა უფრო დავინტერესდიი,როგორ მომინდა იმ გოგოს გაცნობა-ლუკამ პირიი ისევ ნამცხვრით გამოიტენა.ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. -ხვალ გაიცნობ.ეს კი იმედია ასე არ დარჩება-ბიჭებს სიცილი აუტყდათ. -გეყოთ ჩემზე ლაპარაკი-მდივნიდან წამოიწია დაჩი და მათთან მივიდა.-იმ გოგოს ჭკუაზე აუცილებლად მოვიყვან.-ძმაკაცებს მხარზე ხელი დაკრა,შემდეგ თეფშს შეხედა, სადაც ნამცხვრის უკანასკნელი ნაჭერი იყო და ლუკა ხელს აპარებდა მისკენ.დაჩიმ სწრაფად დაკრა ხელზე ხელი-ეს ჩემია-უცებ ბოლო ნაჭერს დაწვდა და პირში გაიქანა.-მართლაც უგემრიელესად ამზადებს ნელი ბებო. -მე კი მგონია ის მოგიყვანს ჭკუაზე-ჩაილაპარაკა ლევანმა თავისთვის ჩაიღიმა და ფეხი ფეხზე გადაიდო. 8888888 -როგორ მიხარია დღეს,რომ მოდიხარ სკოლაში-თაკო მანქანაში ცქმუტავდა. -რა იყო სახლში არ გყოფნი?-ჩაიცინა ნიამ -სკოლაში,რომ ხარ სასწაულები ხდება -გადაიხითხითა გოგონამ. -რა ხდება?-ლაპარაკში მაიკო ჩაება-ნია ჩვენი შეთანხმება ხომ არ გავიწყდება?-ცალი წარბი აწია ქალმა. -მაგას რა დამავიწყებს-ღრმად ამოისუნთქა გოგონამ.მანქანა სკოლის ეზოსთან მისრიალდა ორივე მანქანიდან გადმოვიდა დედამ შვილებს კარგი დღე უსურვა და ორივეს ჰაეროვანი კოცნა აჩუქა. -წარმატებებს გისურვებ დაო დაგჭირდება-თვალი ჩაუკრა დას და სირბილით მეგობრებისკენ გაემართა. -ეს გამოუსწორებელი ჭორიკანა.-ჩაიცინა გოგონამ.ეზოში თვალი სალის მოკრა და მისკენ წავიდა.სალისკენ მიმავალს ვიღაცამ გზა გადაუჭრა.ნიამ მზერა მასზე გადაიტანა.გოგონას თვალებში ლურჯი თვალები შეანათა ლუკამ და მომღიმარი მზერა ესროლა. -ე.ი შენ ახალი გოგო ხარ,მაპატიე თუ შეგაშინე.მე ლუკა ვარ -ხელი გაუწოდა გოგონას.ნია ყოყმანობდა თუმცა ხელი მანაც გაუწოდა. -მე ნია.სასიამოვნოა.-მორიდებულად მის ზურგს უკან სალის გახედა.მათკენ ლევანი წამოვიდა. -ჩემს მეგობრებს უკვე იცნობ -გაუღიმა ლუკამ -ამიტომ მეც მინდოდა გაგეცანი.-ისევ მომღიმარი უყურებდა გოგონას და თვალით ათვალიერ-ჩაათვალიერა.ამასობაში ლევანიც მოვიდა. -გამარჯობა ნია.ფეხი როგორ გაქვს? -გამარჯობა.მადლობ უკვე კარგად.კიდევ ერთხელ მადლბა დახმარებისთვის ახლა კი თუ შეიძლება მეგობართან წავალ.-ბიჭებს გვერდი აუარა და სალისკენ გაემართა. -მოიც მე თვით ლუკა მივედი ხელი ჩამოვართვი გავეცანი და ასე უბრალოდ წავიდა?-პირი დააღო ბიჭმა.-ვერ ვიჯერებ ამ გოგოზე მართლა არ მოქმედებს ჩვენი შარმი თუ რა უბედურებაა. -წამოდი ძმაო დავუბრუნდეთ ჩვენებს.-ორივე სკოლის დერეფნისკენ გაემართა. ნიამ ძლივს ამოისუნქა და სალისკენ გაემართა.თან შეუმჩნევლად სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებდა.ლევანის დანახვამ ისევ დარბაზიდან მომავალი,მასზე მიკრული და მისი სურნელით გაუბრუებული თავისი თავი გაახსენდა.გაოგნებული სალი მისკენ წამოვიდა ორი წამის წინ ნანახს ვერ იჯერებდა. -ღმერთო ჩემო ეს ხომ თვით ლუკა დარბაიძე იყო.ოთხეული უკვე სრული შემადგენლობით დაბრუნდა სკოლაში.მოიც შენთან რა უნდოდა? -მე რა ვიცი.გამეცნო და ვსიო. -და ლევანი? -ფეხზე მკითხა როგორ გაქვსო.კარგად მეთქი და წამოვედი. -ღმერთო რა იღბლიანი ხარ.-გოგონამ ამოისუნთქა და მეოცნებე თვალები ზეცას აღაპყრო. -მოეშვი ოცნებას.-გაუცინა მეგობარს.ხელი ხელში გაუყარა და სკოლისკენ უბიძგა-წამოდი გაკვეთილებზე დაგვაგვიანდება. ნია მესამე გაკვეთილის შემდეგ დირექტორმა დაიბარა ოთახში.ნუთუ ახლა მისგანაც მოხვდებოდა იმ ინციდენის გამო?აბა მაშინ სხვა რაზე უნდა იბარებდეს? კიბეებზე მიაბიჯებდა და თან ამაზე ფიქრობდა.ფიქრებიდან გვერდით მოლაპარაკე ბიჭმა გამოარკვია.თავი მოატრიალა და ხელში მსხვერპლი შერჩა,რომელსაც ამას წინათ დაეხმარა. -გამარჯობა ნია-უღიმოდა ბიჭი. -გაგიმარჯოს.მაპატიე შენი სახელი არ ვიცი-სახემოეჭმუნა გოგონას. -არაუშავს.ახლა გამოვასწოროთ მე დათო მქვია-ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად,თან უღიმოდა. -სასიამოვნოა.-გაუღიმა ნიამაც.კიდევ აიარეს რამდენიმე კიბე. -მინდოდა მადლობა მეთქვა იმ დღისთვის.-თვალი გვერდულად გააპარა გოგონასკენ. -სათქმელად არ ღრის.ვინც არ უნდა ყოფილიყო ყველასთვის ამას გავაკეთებდი.-გოგონას მზერა კიბეებისკენ ჰქონდა გადატანილი და ერთი სული ქონდა გაეგო კაბინეტში რაზე იბარებდნენ.დიდ ყურადღებას არც აქცევდა დათოს. -მე მაინც მადლობელი ვარ.თუმცა ახლა შენ ხარ ჩემს დღეში მგონი.სულ ამ ოთხეულის ბრალია ყველაფერი.-სახეზე სიბრაზე გამოეხატა ბიჭს.ნია შედგა და მისკენ მიბრუნდა.-თავი რაც შეგიძლია შორს დაიჭირე მათგან.-ხელები მხრებზე მოკიდა გოგონას და სახე უფრო ახლოს მიუტანა. -პირველ რიგში ხელები მომაცილე-გაიხსნა თავი მისი მარწუხებისგან-მეორეც კი გადაგარჩინე,მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს ჩემთან ასე ახლოს იყო და მესამე შორს დავიჭერ თუ არა თავს მათგან ეს ჩემი საქმეა.კარგად!-ნაძალადევად გაუღიმა მხარზე ხელი დაკრა და დირექტორის ოთახისკენ გაემართა. ჰოი საოცრებავ.დირექტორის ოთახიდან გამოსული გაკვირვებული იყო.არაფერზე არ უბრაზდებოდნენ.ეს ჭორები არც უხსენებია,რომელიც მთელ სკოლაში იყო მოდებული.პირიქით მისი ჯამრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ურჩია უფრო ფრთხილად ყოფილიყო,რადგან ყოველთვის ყველას ვერ აკონტროლებდა.გოგო ამ კაცით კმაყოფილი იყო,თავისი ძველი დირექტორისგან განსხვავებით მის ადგილს ამართლებდა.სამასწავლებლოდან გამოსულს კარებში ვიღაცის სხეული აეფარა.ჩამოსაშორებლად მარჯვნივ გაიწია,თუმცა ისიც მარჯვნივ წავიდა.ნიამ ახლა მარცხნივ გააკეტა სვლა,მოპირდაპირე სხეულიც აჰყვა. -აახ ჯანდაბა! მე აქეთ გავიწევი თქვენ მეორე მხარეს-მბრძანებლურად უთხრა წინ მდგომ სხეულს,რომლისთვისაც არც კი შეუხედავ. -მბრძანებლობა გიყვარს-ნიამ ახლაღა შეხედა მას.დაჩის მკაცრ სახეს ღიმილი დასთამაშებდა. -რატომ არ მიკვირს შენ,რომ ხარ-თვალები აატრიალა გოგონამ. -ასე არ გიხარია ჩემი დანახვა?-სახე მოეღუშა შეუმჩნევლად დაჩის.-სხვათაშორის შენ ხარ ყოველთვის იქ,სადაც არ უნდა იყო. -რა გინდა?ბოდიში მოგიხადო?-მოთმინება დალეულმა ახედა ბიჭს. -ფეხი როგორ გაქვს-მთელი სერიოზულობით ეკითხებოდა. -დაჟე ჩემი ფეხის მდგომარეობა გაინტერესებს?-ირონიულად ჩაიცინა გოგონამ.-გეტყვი,რომ შესანიშნავად მაქვს.ძაღლი კოჭლობით არ კვდება.ამ ყველაფერს რისთვის აკეთებ?-სერიოზული სახით ახედა ნიამ. -რას ვაკეთებ?-დაჩი დაიბნა. -გსიამოვნებს,როცა შენს გამო ვიღაცას რამეს უშავებენ შენივე ბრძანებით?-დაჩის სახეზე სიბრაზემ გადაკრა. -თუ იმას ამბობ,რომ ჩემი ბრძანებით რამე დაგიშავეს ცდები.-ცალი ხელი მხარზე ჩავლო სამასწავლებლო ოთახს გამოარიდა და იქვე კედელს მიაყუდა.-მე ასეთ რაღაცეებს არავის ვავალებ და დათოსგან თავი შორს დაიჭირე- მასთან ახლოს მისულმა გამოსცრა კბილებიდან. -მტკივა ხელი გამიშვი-ტკივილისგან სახე მოეჭმუნა ნიას.დაჩიმაც მაშინვე გაუშვა ხელი.გოგონა კი იმ ადგილზე ისმენდა ხელს.-შენ არ გეკითხება მე ვისთან დავიჭერ თავს შორს და ვისთან არა!ხო კიდევ ბოდიშს ჩემგან ვერ ეღირსები!-მკაცრი სახით უთხრა გოგონამ და კიბეებზე დაეშვა.დაჩიმ მომუშტული ხელი კედელს მიკრა.ხელის ტკივილი დიდად არც უგრძვნია,უფრო შინაგანი ტკივილი აწუხებდა. _**** ზარის დარეკვამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო,თან შემდეგ გაკვეთილზე შესვლაც არ უნდოდა ამიტომ ამჯობინა ყველას გარიდებოდა და აუზისკენ აიღო გეზი.ხელს იმ ადგილზე იმენდა, სადაც ცოტახნის წინ დაჩი უჭერდა ხელს. -ველური!ტყიური!საზიზღარი!-დაჩის ლანძღვით მიაბიჯებდა დერეფანში. -ჰეი საყვარელო საით მიგეჩქარება?-ნინი თავის გოგოებით გარს შემოეკრა ნიას. -დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი?-ცალი წარბი ასწია გოგონამ-თქვენ რაღა გინდათ? -საყვარელო უკვე გეცოდინება შენი ჭორიკანა დაქალისგან რამდენს ნიშნავენ ჩვენთვის ისინი ვისაც ასე ვერ იტან.-ნინი ნიასკენ გაემართა თმა ყურზე გადაუწია და თითი ლოყაზე ნაზად ჩამოუშვა. -თუ გინდა ეგ ლამაზი თითები შეგრჩეს ხელი მომაშორე-ირონიულად ჩაუღიმა და ხელი გააწევინა ნიამ. -ოჰომ როგორი ველური ყოფილა-უკნიდან მეორე გოგონა მიუახლოვდა,რომელიც ზურგს უკან რაღაცას მალავდა. -იქნებ მოვარჯულოთ-თვალები აუციმციმდა მესამეს. -ნუთუ ამის შემდეგაც არ მოიხდი ბოდიშს-მეოთხემაც ზურგს უკან დამალული ხელი გამოწია,სადაც რამდენიმე კვერცხი ეჭირა და მოულოდნელად თავზე დაახალა. -ცოტა ტკბილიც დავუმატოთ სიტკბოსთვის.-მეორემაც გამოაჩინა უკან დამალული შაქრის პუდრიდ სავსე პარკი და მანაც იგივე გააკეთა.ნია მოულოდნელობისგან მხოლოდ ერთ ადგილზე იდგა და ამ ყველაფერს დიდი მოთმინებით იტანდა.გულში კი წყევლიდა იმ დღეს და იმ საათს რა დღესაც დაჩი გაიცნო.ახლა ნინის ჯერი იყო ხელში წვენის ქილა დაასხა თავზე. -მშვენიერია-ცარიელი ქილაა იქევ ნაგვის ყუთში ჩააგდო და ხელები დაიფერთხა-პირდაპირ საზეიმოდ ხარ მორთული-წარბებიი აათამაშა ნინიმ-ამ ყველაფრის დამთავრება გინდა?-სახე ახლოს მიუტანა,თან ცდილობდა სახეზე არ შეხებოდა.-მაშინ ბოდიში მოიხადეე.-ისევ უკან გაიწია და ამაზრზენად შეხედა ნიას.-და კიდევ-წასასვლელად გამზადებული ნინი მიუბრუდა ნიას-ასე მას მეორედ აღარ ელაპარაკო!-ნინის სახეზე ბრაზი და ღიმილი ერეოდა ერთმანეთს.-წავედით გოგოებო.-მიუბრუნდა გოგოებს.ოთხივე გაეცალა იქაურობას და დატოვეს მარტო თავზე ლაფ დასხმული ნია,რომელიც ტირილის პირას იყო მისული,თუმცა შეგნებულად არ ტიროდა.აუზისკენ წავიდა.იქ საშხაპეში შევიდოდა და ამ ჭუჭყს მოიშორებდა,თუმცა გამოსაცვლელები არ ქონდა,ტელეფონიც მაინცდდამაინც ახლა დარჩა ჩანთაში,თორემ სალის დაურეკავდა.ამ ფიქრებით შეაბიჯა აუზზე და შეზლონგზე მოწყვეტით დაეცა. -*** გოგოების ოთხეული ეზოში კმაყოფილები გამოვიდნენ.იცინოდნენ და თავის გაკეტებული საქმით ამაყობდნენ. -დიდიხანი არ დაავიწყდება ეს იმ თავხედს-კმაყოფილი იღიმებოდა ნინი.ამ დროს გვერდით დაჩის,გიორგის და ლუკას ჩაუარეს. -რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება,რომ თითქოს ნიაზე ლაპარაკობდნენ-ნიკაბზე ხელი მოისვა ლუკამ. -იმიტომ,რომ ასეც არის.ამ გოგოებს უკვე ზედმეტი მოსდით-დაამატა გიორგიმ. -იმედია რამე სერიოზული არ დაუშავეს ამ სატანებმა.საიდან მოდიოდნენ ნეტავ?-თვალი მათ ტრაექტორიას გააყოლა ლუკამ. -აუზიდა-მოუჭრა დაჩიმ და იმ გზას დაადგა საიდანაც გოგოები მოაბიჯებდნენ წუთის წინ. -საით?-მიაყვირა გიორგიმ. -შეეშვი -ჩაიცინა ლუკამ და გიორგის მხარზე ხელი მიკრა. _*** რამდენიმე წამი ასეეე იყო უხმოდ.თვალიც კი არ დაუხამხამებია,მერე უცებ წამოხტა გაბრაზებულმა შეზლონგი აატრიალა და იქვე ჩაიკეცა.ამდენ ხანს შეკავებული ცრემლები მის ლოყებზეე დაეშვნენ. -ვერ გიტან! მეზიზღები დაჩი დარჩია!-ბოლო ხმაზე კიოდა.შესასვლელ კარებთან კი დაჩი იდგა შეცქეროდა მის მწყობრიდან გამოსულ მდგომარეობას.უნდოდა შესულიყო და დაემშვიდებინა,თუმცა მისი დანახვა ახლა უფრო გააღიზიანებდა.მზად იყო მაინც შესულიყო,მაგრამ დაინახა გასახდელიდან როგორ გამოვიდა ნელი ნაბიჯებით ლევანი და ნიას მიუახლოვდა,ხელში პირსახოცი ეკავა.მასთან ჩაიმუხლა პირსახოცი მხრებზე მოაფარა. -წავალ და შენს მეგობარს ვეტყვი შენი ნივთები მოგიტანოს-ჩაუღიმა და ფეხზე წამოდგა.-ნუ შეიძულებ მას.-უცებ მოუბრუნდა გოგონას.ნიამაც გაკვირვებლმა ახედა.-მისი ბრალი არაა რაც დაგემართა.-გაკვირვებულ ნიას ზურგი შეაქცია. -შენ და ის ძალიან განსხვავდებით.მიკვირს როგორ მეგობრობთ-ნიამ მიმავალს მიაძახა.ლევანიც შემობრუნდა მისკენ.დაჩი კი კარების გვერდით კედელს ამოეფარა. -იქნებ მე არ ვარ საკმარისად კარგი,როგორც ვჩანვარ.ან ის არაა ისეთი ცუდი როგორც ჩანს-კიდევ ერთხელ გაუღიმა გოგონას და აუზიდან გავიდა. -როგორ შეიძლება ცუდი იყო-ჩაილაპარაკა ნიამ ლევანის წასვლისას.კარებთან აკრულმა დაჩიმ კი მისი სიტყვები მოისმინა.ნიასთან აღარ შესულა.ისიც მეგობრის გზას დაადგა და შეუმჩნევლად გაერიდა იმ ადგილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.