კალეიდოსკოპი (II თავი)
თავიდან მკრთალი სინათლე დაინახა, რომელიც ამ ჯურღმლში, კიბეების ზემოდან, სავარაუდოდ ღია კარიდან შემოდიოდა. შემდეგ ნაბიჯების მძიმე ხმამ უფრო მეტად მოიყვანა გონს. სულ რაღაც ორიოდე წამში უკვე ბოლომდე გამოფხიზლდა და შექმნილი ვითარების სწორად აღქმას შეეცადა. ბოლო რაც გაიხსენა ძველი, მიტოვებული სახლი და კალეიდოსკოპი იყო. მერე სიბნელე.. კეფა ახლაც სტკიოდა. „ნამდვილად ვიღაცამ ჩამარტყა თავში. ნეტა სად ვარ? რას მიპირებენ?!“ ეს კითხვები მის გონებას არ ტოვებდა და გაურკვევლობა კიდევ უფრო აშფოთებდა. ბოლოს ოთახის თვალიერება დაიწყო, მხოლოდ ის დაინახა, რის საშუალებასაც ზემოდან ჩამომავალი მცირედი სინათლე აძლევდა. ბეოტნის იატაკზე იწვა, რომელიც საკმაოდ ნესტიანი იყო. ალაგ-ალაგ, კიდევ უფრო ნესტიან კუთხეებში ხავსი მოდებულიყო და ბალახსაც კი ამოეყო თავი. ოთახი სრულიად ცარიელი იყო და მის ერთადერთ აღჭურვილობას ძველი რკინის დაბრეცილი სკამი და ასევე რკინისავე მაგიდა წარმოადგენდა. ისეთი სიცივე იდგა, ვერც კი წარმოიდგენდი გარეთ ზაფხული თუ მძვინვარებდა. აშკარაა სარდაფში იმყოფებოდა ბოლოს წამოდგომა რომ გადაწყვიტა, მხოლოდ მაშინ შეამჩნია ხელსა და ფეხზე დაწოლილი ყინულივით ცივი სიმძიმე. შეშფოთებულმა დაიხედა და როდესაც ბორკილები დაინახა, რომელიც ჯაჭვებით კედელს ემაგრემოდა ციებიანივით გააკანკალა. შოკირებულმა ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა, სადღაც კუთხეში მიიყუჟა და თავი მუხლებში ჩარგო. გაურკვევლობა სტანჯავდა, ნელ-ნელა უხრავდა გონებას და შემოპარულ შიშს უკვე ვეღარ უმკლავდებოდა. „რას მიპირებენ, რა უნდათ ჩემგან... იქნებ ორგანოებით ვაჭრობენ... იქნებ ვინმე მანიაკია და ჩემი ცოცხლად გატყავება უნდა.. იქნებ უნდათ სადმე საროსკიპოში გამყიდონ“ ერთმანეთზე უფრო შემაშფოთებელი ფიქრები ენაცვლებოდა და შიში გულს უფრო უმძიმებდა. „არ მინდა ასე დავასრულო სიცოცხლე, ჯერ ხომ არც მიცხოვრია. თუმცა იმ ბოროტმოქმედს ჰკითხე აბა, ზუსტად შენ მოგისმენს“ ბოროტულად ჩაიქირქილა გონებაში და კვლავ შემზარავ ფიქრებს დაუბრუნდა. ასე გაილია რამოდენიმე საათი, სანამ ზემოდან კიდევ არ მოესმა ხმაური. შიშმა კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები მასში და ძლივს შენარჩუნებული მოთმინებით დაელოდა მის გამოჩენას. კარმა ჭრიალი გაიღო, სინათლე კიდევ უფრო მეტად შემოიჭრა საძულველ სამყოფელში და მძიმე ნაბიჯების ხმა ახლა უკვე მორყეულ კიბეზე მკაფიოდ გაისმა. ბოლოს მის წინ მდგარ მაღლი ადამიანის სილუეტს არჩევდა. შუქი ზურიდან ეცემოდა, ამიტომ სახეს სრულებით ვერ ხედავდა. მხოლოდ იმის გარჩევა მოახერხა, რომ ამ ბოროტმოქმედს წაბლისფერი თმა ჰქონდა. -დიდი ხანი გეძინა. უკვე შუადღეა. -აქ რა მინდა? - ძლივს გაბედა ხმის ამოღება და ისიც კნავილისმაგვარი რაღაც ამოუშვა პირიდან. -ამას მე მეკითხები? - მის სმენას უცნობის ირონიით სავსე და სიმშვიდით გაჯერებული ხმა მისწვდა. -მაშინ ასე დავსვამ კითხვას, ჩემგან რა გინდა?! -ოო, როგორც გეტყობა დიდი მოთმინებით არ გამოირჩევი... ისე უცებ შეიცვალე ხმის ტემბრი. ასე რამ გაგაბრაზა, თუ ვინ? -დაცინვას არ წყვეტდა უცნობი და მის ძლივს შენარჩუნებულ მოთმინებასაც ძირს უთხრიდა. -ახლავე გამიშვი აქედან! ხელები გამიხსენი, იდიოტო! ნაძირალა! სადისტო!- უცებ მისი ხმის ტემბრი განრისხებული გახდა. უცებ უცნობი ჩაიმუხლა და სახე პირდაპირ მის წინ გააჩერა. გოგონას მიმიკების ცვლილებას დაკვირვებით დაუწყო ყურება, რომელიც ჩამომავალ სინეთლეზე კარგად ჩანდა. სამაგიეროდ თვითონ ვერ ხედავდა უცნობის სახეს, მაგრამ იგრძნო, რომ იღიმოდა და ამის წარმოდგენისას გააკანკალა. „ვინ იცის რას მიპირებს, ღმერთო შენ მიშველე“ - ღაღადებდა გონებაში. ბოლოს განრისხებული სახე კვლავ მოეშვა და კვლავ უწინდელ, შეშინებულ ბავშვს დაემსგავსა, რომელიც საცაა ატირდებოდა ღამეული კოშმარებისაგან შეწუხებული. -გემუდარები გამიშვი რაა.. -ამოიტირა და თავი ჩახარა. - ან ჩემგან რა გინდათ ის მაინც მითხარი... ასე გაურკვევლობაში მაინც ნუ მამყოფებ. -სრუტუნებდა და ცრემლებს აღვარღვარებდა. უცნობის ამის შემხედვარე უცნაურად გატოკდა, თუმცა დუმილი არ დაურღვევია. - არაფერს იტყვი? მაღალი სილუტი წამოდგა და ზურგი აქცია. უხმოად გაემართა კიბეებისკენ. უხმოდვე აიარა რამოენიმე საფეხური, როდესაც მის ყურთასმენას ყვირილით ნათქვამი რამოდენიმე სიტყვა მისწვდა: -ჩემგან რა გინდა?! -არ ვიცი, მე თვითონაც არ ვიცი... -ეს სიტყვები უფრო საკუთარი თავისთვის იყო ნათქვამი, ვიდრე მსხვერპლისთვის, მაგრამ გაიგო და გაოცებულმა მიადევნა თვალი მიმავალს სანამ კარი არ გაიხურა და უკუნი სიბნელე არ ჩამოწვა. შემდეგ კვალვ უიმედობამ დაიდო მის გულში ბინა. „არა, ნამდვილად შეშლილია, შეშლილი მანიაკი. სხვა რა უნდა ვიფიქრო. მგონი ჩემს მიერ დასახელებული ვარიანტებიდან მეორე ყველაზე სწორი იყო. ალბათ ჩემი ცოცხლად გატყვება უნდა. ღმერთო რა საშინელებაა. როგორ დამბურძგლა. ნეტავ ჩემამდე რამდენი ადამიანი ჰყავდა აქ გამოკეტილი? ან მათ რა უქნა? არავინ მომძებნის. არავინ არ მყავს ისეთი, რომ ჩემზე ინერვიულოს და ძებნა დამიწყოს. არც იციან ჩემმა თანამშრომლებმა სად წავედი შვებულებაში. მეც რა განმარტოება და ბუნება ამიტყდა. ხომ ხედავ იმ კოტეჯსაც ვერ მიაღწიე იდიოტო ჩემო თაო, ისე ჩაუვარდი ვიღაცას ხელში. არა, აქ ვერ გავჩერდები. აქედან უნდა გავაღწიო პირველი შესაძლებლობისთანავე, თორემ ნამდვილად დავიღუპე და ეგ არის. არ უნდა მოვდუნდე არც ერთი წამით.“ მთელი ერთი საათი გაქცევის გეგმას ადგენა, თუმცა უშედეგოდ. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახა. მხოლოდ სემთხვევით ჩავარდნილ მომენტს თუ მიენდობოდა ბრმად. დროდადრო ზემოდან ხმაური მოესმებოდა. „ნეტავ რას აკეთებს?“ დიდი დრო არ იყო გასული, რომ კარები კვლავ გაიღო. უეცრად ჩემოვარდნილმა სინათლებ, რომელიც პირდაპირ მას დაეცა, თვალი მოსჭრა. ბოროტმოქმედს ხელში ლანგარი ეჭირა და ნელა მოიწევდა მისკენ. ბოლოს მის წინ, რამოდენიმე მეტრში დადო, ისე, რომ ადვილად მისწვდენოდა და სიტყვის უთქმელად შებრუნდა და წავიდა. ამჯერად კარი ოდნავ შეღებული დატოვა, ისე, რომ სინათლე შემოსულიყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში გოგონა გაფაციცებით ადევნებდა თვალს მის ყოველ ქმედებას და მზერის მოუშორებლად გააცილა კარს მიღმაც და მიხვდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაშ ოთახში ორი სურნელი ირეოდა ერთმანეთში. ერთი შიშსა და ერთი კმაყოფილებისა იყო. თუმცა ისე არეულიყვნენ ერთმანეთში გარჩევა გაგიჭირდებოდა. გაუბედავად დახედა ლანგარზე მოთავსებულ საჭმელს, რომელიც მზოლოდ ერთი ჯამი წვნიანისგან, ერთ ნაჭერი გამხმარი პურისგან და ერთი ჭიქა თბილი წყლისაგან შედგებოდა. ძალა სჭიდებოდა რომ ეაზროვნა, რომ აქაურობისთვის თავი დაეღწია. ერთ წამს იმ აზრმაც გააუელვა თავში, რომ საჭმელში რამე იქნებოდა ჩაყრილი, თუმცა მხოლოდ ერთ წამს. ეს აზრი მალევე ამოიგდო თავიდან, რადგან ამ ბოროტმოქმედს მისთვის რამის დაშავება რომ ნდომოდა, ამას ყოველგვარი საჭმლის მოწამვლის გარეშეც მოახერხებდა. სულ მის ხელში არ იყო? მალევე აიღო ლანგარზე დაუდევრად დაგდებული კოვზი ხელში და მაშინვე მოხვრიპა წვნიანი, თუმცა მისმა გემოვნურმა თვისებებმა აიძულა უკანვე ამოეღო თავისი სადილი. -რა საშინელებაა. რამდენი მარილია... - სახედამანჭულმა ჩაილაპარაკა თავისთვის. ამ საზიზღრობას ნამდვილად ვერ შეჭამდა, სულ მთელი დღე მშიერიც რომ ყოფილიყო. ბოლოს ისევ გამხმარი, ძველი პურით და თბილი წყლით დაიკმაყოფილა აფორიაქებული და დიდი ხნის ნატანჯი კუჭი, რომელიც გაღვიძების მერე მოუსვენრად ბუყბუყებდა და ნერვებს უშლიდა. ნახევარ საათში კვლავ გაიღო კარები დარამოდენიმე წამში უცნობი მის წინ იდგა. დაკვირვებით უყურებდა. -იცი რომ დღეს მეტს ვერაფერს ვერ შეჭამ? მშიერი აპირებ ყოფნას? -ამ საზიზღრობის ჭამას არ ვაპირებ. -ჩაილაპარაკა გაღიზიანებული ტონით და ლანგარზე დადგმულ, თითქმის ხელუხლებელ სუპს შეხედა. -შენი ნებაა. თუმცა ისიც უნდა იცოდე, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში არ ხარ და როგორც ჩანს საკმაოდ დიდხანს მოგიწევს შიმშილობა, რადგან ჩემი ნიჭიერება სამზარეულოში მეტს ვერ სწვდება. - მის ხმაში კვლავ გაიჟღერა ირონიამ. -ჩემს კითხვებზე პასუხები ახლაც არ გაქვს?... როგორც ჩანს ეს კითხვაც უპასუხოდ რჩება -უხალისოდ აღნიშნა. უცნობი რამოდენიმე წუთს ხმაამოუღებლივ გამაღიზიანებლად, უჩვეულო ნეტარებითა და გვერდზე ოდნავ გადახრილი თავით აკვირდებოდა. თითქოს რაღაც საშინელი გეგმები იბადებოდნენ მის გონებაში. ანაც ხმაამოუღბლივ იჯდა და დაჟინებულ მზერას შეძლებისდაგვარად უძლებდა. ცისარტყელას შვიდივე ფერმა გადაურბინა სახეზე, როდესაც ბოლოს უცნობმა იკადრა და თავი გაასწორა.შემდეგ კი შებრუნდა და გოგონამ წამით, ზემოდან ჩამომავალ სინათლეზე შეძლო მისი პროფილის დანახვა. სწორი ცხვირი და გამოკვეთილი ტუჩები ჰქონდა. ოდნავ ხშირი წარბებიც... სულ ეს იყო... -ჰეი, აქ ხარ?! მანიაკო, სად წახვედი!... ბოროტმოქმედოოო! -მთელი ხმით ყვიროდა, როდესაც სარდაფის კარიც ძლიერად გაიღო და მთელი სისწრაფით ჩამოირბინა კიბეები. გოგონას ირონიული ღიმილი სახეზე შეახმა, როდესაც მის ყურთასმენას გაბრაზებულის ქშენა მისწვდა. -რა ჯანდაბა გინდა?! ერთი საათის წინ არ ვიყავი? ააა, ნუთუ ასე მოგენატრე? -ღმერთმა დამიფაროს შენნაირი ავადმყოფების მონატრებისგან. უცებ კაფაში ტკივილი იგრძნო და მიხვდა, რომ ბოროტმოქმედს მისი თმები ჩაებღუჯა და მთელი ძალით უკან სწევდა. სადაცაა სკალპიც აძვრებოდა. მის ხელს საკუთარი ხელები წაავლო და ფრჩხილებით დაკაწვრა სცადა, მაგრამ რაც არ ჰქონდა, იმით ვერაფერს გახდებოდა. ერთი-ორჯერ გაიბრძოლა, თუმცა უშედეგოდ. -მეორედ დამიძახებ მანიაკს, მკვლელს, გიჟს ან ავადმყოფს და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. გასაგებია?! - ბრდღვინვით გამოსცრა კბილებს შორის. -გასაგებია. - ამოიკნავლა გოგონამაც. - მაშინ რა დაგიძახო? -იკითხა გულუბრყვილოდ შეშინებული, გაფართოებული თვალებით, სადაც მალე ცრემლიც კი აკიაფდებოდა. ხელი შეუშვა ბოროტმოქმედმა და უკან დაიხია. - რაც გინდა დამიძახე ამის გარდა. -ბო.. ბოროტმოქმედი რომ დაგიძახო? - შეშინებულმა ძლივს დაიმორჩილა სიტყვები. არ იცოდა ამის საკითხავად გამბედაობა როგორ ეყო. უეცრად მის სმენას გულიანი სიცილი მისწვდა და გაოგნებულმა წმაოყო დახრილი თავი. „დაუჯერებელია! იცინის. მე დამცინის!“უცებ საოცარმა ბრაზმა მოიცვა. „ეს უცხვირპირო იდიოტი მე დამცინის! რა უცებ შეეცვალა განწყობა. ხომ ვამბობდი შეშლილია მეთქი. წეღან იბღვირებოდა, მომკლავს მეთქი. ახლა კი...“ -ბოროტმოქმედი შეგიძლია დამიძახო. -უკვე დამშვიდებული ხმით მიმართა. - ახლა კი მითხარი რისთვის მეძეხდი?! რა ჯანდაბა გინდა?! - ისევ იგივე ტონალობით ანა უხერხულად შეიშმუშნა. -...მე... იცი...იმდენი ხანია აქ ვარ და ხომ ხვდები... აქ არაფერია... საპირფარეშოში მჭირდება გასვლა.- ძლივს ამოღეღა და გაჩუმდა. -მერე ჩემგად რა გინდა. არც კი იფიქრო, რომ აქედან გაგიყვან. -კი მაგრამ რა ვქნა.. -კარგი, კარგი... - მობეზრებულმა ასწია ხელი და ანიშნა გაჩუმებულიყო. ზემოთ ავიდა, რამოდენიმე წუთში კი უკანვე ჩამობრუნდა. ხელში რკინის ნაჭრები ეჭირა, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ჩხარუნობდნენ. ახლოს რომ მოვიდა მათში ბორკილები ამოიცნო. ბოროტმოქმედმა ჯერ ხელებზე დაადო ბორკილები. შემდეგ ჯაჭვები მოხსნა და ბოლოს სრულიად მოულოდნელად მხარზე მოიკიდა მსუბუქი სხეული. -დამსვი, რას აკეთებ. - აფართხალდა უცებ გოგონა. -დაწყნარდი! ასე უფრო უსაფრთხოა, შენთვისაც და ჩემთვისაც. ნელა აუყვა აჭრიალებულ კიბეებს და ბოლოს კიბის უჯრედიდან ნაცნობ დერეფანში მოხვდა. ფანჯრებოდან შემომავალ სინათლეზე მიხვდა, რომ უკვე საღამო დამდგარიყო. „უკვე ერთი დღეა აქ ვარ“. ბოროტმოქმედი ვიწრო დერეფანში გავიდა და ერთ-ერთ კართან შედგა. შემდეგ დაიხარა და გოგონაც ჩამოსვა. დაკვირვებით, მონუსხული უყურებდა მისი სახის ნაკვთებს, სწორ ცხვირს, ოდნავ გამოკვეთილ ყვრიმალებს, საოცრად ლამაზ ნაცრისფერ თვალებს... -ვერ გაიგე? აქ რას დგახარ. არ შედიხარ?! -ახლა შენი სახე მაჩვენე. არ გეშინია რომ აქედან გასვლის შემდეგ შენს თავს დავაჭერინებ? -არა მგონია აქედან გააღწიო. - ირონიულად ჩაიქირქილა და გოგონას ზურგს უკან კარი გააღო. - იცოდე ზედმეტი ფოკუსების გარეშე, თორემ სასტიკად დაისჯები. -ხელებს არ გამიხსნი? - ბორკილებიანი ხელები გაუწოდა „ბოროტმოქმედს“ -არა. -კი მაგრამ.. -იმაზეც მადლობა თქვი, რომ საერთოდ ზემოთ ამოგიყვანე. დაბღვერილი შევიდა სააბაზანოში და როგორღაც კარი მიკეტა. დაკვირვებით მოავლო თვალი იქაურობას. როგორც სახლის ყველა დანარჩენი ოთახი, აქაურობაც სიძველის სუნად ყარდა. „კარგად მოუსუფთავების აქაურიბა. ხელჩასაჭიდს ვერაფერს იპოვი. სარკეც კი არ დატოვა. იდიოტი.“ რამოდენიმე წუთში უკვე კარებთან იდგა. -მშვენიერია. ახლა კი უკან დაგაბრუნებ. -არც კი გაბედო. - უცებ კვლავ მხარზე მოიგდო მსუბუქი სხეული და სარდაფისაკენ გაემართა. - არა! დამსვი! გამიშვი ცხოველო! არა, იქ საშინელი სიბნელე და ნესტია. გპირდები არ გავიქცევი, ოღონდ იქ არ დამაბრუნო. - უკვე მუდარაზე გადავიდა, თუმცა ამაოდ. ვერც კი მიხვდა, თუ როგორ უცებ ჩაიარეს კიბეები, როგორ მოხსნეს ბორკილები და კვლავ როგორ მიაჯაჭვეს კედელს. ცრემლები უკვე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. წლების შემდეგ პირველად ტიროდა და ამის გაცნობიერება კიდევ უფრო თრგუნავდა და ანადგურებდა. კარის დაკეტვის შემდეგ როდესაც სრულ სიბნელეში აღმოჩნდა, მარტოობის მახრჩობელა სურნელი კვლავ შემოეხვია ყელზე. ასე უსუსურად თავი ჯერ არასდროს უგრძვნია. ახლა უკვე საკუთარი თავის იმედიც აღარ ჰქონდა, არათუ სხვისი. არ ახსოვდა რამდენი ხანი იყო ასეთ მდგომარეობაში. მალე ტირილისაგან დაუძლურებულმა გონიც დაკარგა. დილით სახლის გარშემო ზაფხულის სულისშემუთავი სიცხე იდგა, არადა სარდაფში ციოდა. იმდენად ციოდა, რომ გოგონა უკვე კანკალებდა. მთელი ღამე ამ საყინულეში ყოფნა ნამდვილად დიდ გამძლეობას მოითხოვდა, მით უმეტეს მხოლოდ ბრეტელიანი მაისური და შორტი ეცვა. სხეულის ტემპერატურა ძლიერ დავარდნოდა. ამას ემატებოდა ცივი ბეტონი და ირგვლივ გაბატონებული ნესტი. ყველაზე სასინელი კი უკუნი სიბნელე იყო, სულისშემძვრელი. სიბნელის არასდროს ეშინოდა, მათ შორის არც ბავშვობაში, ტუმცა ახლა ისეთ სიტუაციაში იყო, რომ სრულიად წარმოუდგენელი ფობიები იბადებოდა მისი გონების ღრმა ხვეულებში. კარის გაღებაზე და იქედან შემოჭრილ სინათლეზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია. „ბოროტმოქმედი“ დაკვირვებით უყურებდა, როდესაც მისი ციებიანივით აკანკალებული სხეული შეამჩნია, ყველაფერს მიხვდა. სარდაფი დატოვა და მალე უკან ძველი, ჩრჩილისაგან ნახევრად განადგურებული პლედით დაბრუნდა და იქვე, ფეხებთან მიუგდო. გოგონა აკანკალებული თითებით დასწვდა მისი გათბობის ერთადერთ საშუალებას, ძლივს გაშალა და მხრებზე ძლიერად მოიხვია. მალე ცოტაოდენი სითბო იგრძნო, რომელიც ნელ-ნელა იმატებდა. ბოლოს, როდესაც სითბომ უკვე ძვლებამდე მიაღწია, მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და კვლავ აქედან გაქცევის გეგმას უნდა დაბრუნებოდა. კარგა ხანი გავიდა სანამ სარდაფში ისევ ჩააკითხავდნენ. ზემოდან დაცემული სინათლის მიხედვით უკვე მიხვდა, რომ საღამო იყო. ფარნითა და ლანგრით ხელში სხეული კიბეზე მძიმედ ეშვებოდა. რამოდენიმე წამში ლანგარი კვლავ მის ფეხებთან იდო, „ბოროტმოქმედი“ კი მის პირდაპირ, რკინიე დაბრეცილ სკამზე მოთავსებულიყო. გვერდით, მაგიდაზე ფარანი ედო, რომლის მკრთალი შუქიც მის შუბლშეკრულ სახეს ანათებდა. მზერა პირდაპირ მისკენ იყო მიმართული და ალბათ გოგონას ყოველ ქმედებას აკვირდებოდა. „დღეს კარგ ხასიათზე არ უნდა იყოს“ თავისთვის გაიფიქრა და უხმოდ შეუდგა ჭამას. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი ახლა უკვე უმარილო იყო, მაინც შეჭამა. ენერგია აუცილებლად სჭირდებოდა. არაფერი არ უკითხავს, არც ხმა ამოუღია. ორივე უსიტყვოდ შესცქეროდა ერთმანეთს, თითქოს დადებულ მდუმარების აღთქმას არ არღვევდნენ. ჭამა დაამთავრა და კოვზი ლანგარზე დადო. „ბოროტმოქმედი“ კიდევ რამოდენიმე ხანს უყურებდა, შემდეგ წამოდგა, ლანგარი აიღო და კიბეებიც მძიმე ნაბიჯით აიარა. კარები გაიხურა და მასთან ერთად უკანასკნელი სინათლის წყაროც ჩაქრა ოთახში. კვლავ სიბნელე... კიდევ ორმა დღემ განვლო სრულ მდუმარებაში. იცოდა ასე თუ გაგრძელდებოდა, მალე ჭკუიდან შეიშლებოდა. უკვე მეხუთე დღე იდგა, რაც ამ ჯურღმულიდან გაღწევაზე უშედეგოდ ოცნებობდა. თანდათან სუსტდებოდა და ძალაც ეცლებოდა. ის კი ყოველ საღამოს აკითხავდა ლანგრით ხელში და გაღიზიანებული სახით. ამ დღეს შედარებით ადრე მოვიდა. გაუკვირდა. ლანგარი მის ფეხებთან დადო და კვლავ სკამზე მოკალათდა. ასე უკვე აღარ შეეძლო. ეს ვითარება ჭკუიდან შლიდა. -არაფრის თქმას არ აპირებ? ასე იჯდები? მითხარი ჩემგან რა გინდა. -... - კვლავ დუმდა. -რატომ გამომკეტე აქ? -... -მიპასუხე. -... -მიპასუხე! - უკვე მთელი ძალით იკივლა და ლანგარი მისი მიმართულებით მოისროლა. „ბოროტმოქმედი“ უცებ წამოვარდა ფეხზე და ანამდე მანძილი სულ რაღაც ორ ნაბიჯში დაფარა. ძლიერად წაუჭირა ყელში ხელი და კედელზე ააკრო. -მორჩი ისტერიკებს! - მთელი ხმით იღრიალა და განრისხებული თვალები შეანათა. - ასე გინდა იცოდე აქ რატომ ხარ? კარგი, შენი ნებაა. დღესვე გაიგებ. ყველაფერს გეტყვი თუ რას ვაპირებ და მერე მაინტერესებს კიდევ იქნები თუ არა ისტერიკების ხასიათზე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.