შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ გახდები მკვლელი (1)


7-11-2016, 18:28
ავტორი Mirranda Qavtaradze
ნანახია 1 309

ხომ არსებობს ბევრნაირი სიყვარული? მაგალითად,წყნარი და ისეთი მოლივლივე როგორიც ზაფხულშია ზღვის ტალღები,ანდაც გიჟური !! გიჟური ბავშვივით,სულელური მაგრა
ნამდვილი.
ჩვენ ყველა სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ ამ გრძნობას,ზოგი ტანჯვით ზოგი კი ბედნიერებით აღწერს შეგრძნობილს.სიყვარული სურნელოვანი და ნაზია,სათუთი ვარდის ფურცლებივით,ფრთხილად მოპყრობაა საჭირო რომ არ დააზიანო,ანდაც რომ არ დაკარგო.
ჩემი სიყვარული კი ალბად ამ
ორივესგან განსხვავებულია.ვარ მამაკაცთან რომელიც არ მიყვარს,ხოლო მე ვინც მიყვარს არის ქალთან რომელიც უყვარს მას ! სასაცილოა მაგრამ ასეა.
ამხელა ადამიანს არ შემეფერება მსგავსი ცხოვრება,სუდოკუ რომელსაც ჯერ მე თვითონაც ვერ ვხსნი,მაგრამმაინც ვცხოვრობ.ჩემი და ჩემი მეუღლის თანაცხოვრების ამდენწლიან ლაბირინთში,ჯერაც არ გამოჩენილა რამე ბედნიერი რაც მომადუნებს და მომალბობს,მაგალითად ბავშვი.გაღვიძებისთანავე ვხედავ მამკაცს,რომლის მიმართ სიბრალურსაც კი არ ვგრძნობ არამც თუ ვნებას ან სხვა რამეს.მოკლედ,ვმუშაობ და ვცხოვრობ ისე როგორც სხვა იცხოვრებდა ჩემს შემთხვევაში.
ყოველი დილა კი იწყება 7 საათზე თვალების გახელით,და ზლაზვნით მომზადებით.
-ნუთუ არ გეზარება ამდენი მუშაობა-დგება ფეხზე მთასავით კაცი,ტრუსს ისწორებს ცალი ხელით მეორეთი კი კეფას იფხანს.მიახლოვდება და მკოცნის ზედა ტუჩზე,თავს ვარიდებ და სარკისკენ მივდივარ.
-არ მეზარევა დათო,ამხელა
კაცი კიდევ სახლში მიზიხარ და მე შემომყურებ-უკმეხად ვისვრი სიტყვებს,ვცდილობ ყველანაირად მოვიგლიჯო ეს უხასიათობა დილაადრიანვე რომ დამეძგერა ტუჩებზე.ჩანთას ვკიდებ ხელს და დამშვიდობების გარეშე გავდივარ სახლიდან,მანქანაში ვჯდები და ადგილს ქორივით ვწყდები.
დიდ შენობასთან ვაჩერებ,გადავდივარ და შარვალს ვისწორებ
-მანქანა წავიყვანო ქალბატონო?-მეგებება ახალგაზრდა მამაკაცი,ჩემზე
ორიოდე წლით დიდი
-კი -გასაღებს ხელის გულებში ვუგდებ და კიბეებზე დინჯად მივაბიჯებ.კაბინეტში შევდივარ და სავარძელზე ვჯდები,ჯერ არ მოვსულვარ კარებზე კაკუნის ხმა მესმის
-შემოდით
-მარიამ უკვე მოხვედი?-ოთახში ჩემი გამრთობი გუგა შემოდის,რომელიც ჩემს ნახევარ საქმეებს აკეთებს.
-როგორც ხედავ გუგა
-რა მოსაწყენი ხარ,ჯერ ასეთი
ახალგზარდა და უსიცოცხლო-თვალებს მიქაჩავს და სიცილს მაიძულებს,ვერ ვიკავებ თავს.-მარიამ მოდი დღეს წავიდეთ და ცოტა განვიტვირთოთ ?
-სად მეპატიჟები გააჩნია
-ლიკა თავის სახლში წვეულებას მართავს,იქ იქნება ყველა-”ყველა” ანუ ჩემი საყვარელი მამაკაციც,ამის გაგონებაზე იმწამსვე ვთაბხმდები
-კარგი წავიდეთ
-სამსახურის შემდეგ შემოგივლი კაბინეტში-გადის ოთახიდან და მტოვებს მარტოს.თერთმეტ საათიანი დამქანცველი დღის შემდეგ,როგორც იქნა სრულდება სამუშაო დღე
-აბა მოდიხარ?-კაბინეტიდან გასულს სალომე მებღაუჭება ხელებზე
-კი მოვდივარ
-ხოდა გაინძერი რა -მიმარბენინებს პატარა ბავშვივით და მანქანაში მსვავს,ჩემს მანქანას კი ვტოვებ .
-გოგოებოოოო-საშინელი ხმაურია,ლიკას სახლშიიუკვე ბევრი შეკრებილა
-ლიკუუ მოვედიით-ყვირის სალომე
-გამარჯობა ლიკა -ვუღიმი და თან ვათვალიერებ ყველაფერს,იქნებ სადმე შემეფეთოს გაბრიელი.
სამწუხაროდ ორი საათისსგანმაობაში არცერთხელ არ მხდება თვალში,ხოდა ვიწყებ სმას.
სალომე და ლიკაარ
მცილდებიან,ჩემნთან
ერთად სვამენ,ისევე როგორც
სხვა დამარჩენები.
-ვაიმეე წავალ მე ტუალეტში რა გოგოებოო-ვყვირი და მიცდივარ,დიდი ხანია ასე არ დამილევია.უეცრად ვიღაცას
ვეჯახები,ბარბაცით ვიხევ უკან და ჩემს წინ დინჯ გაბრიელს
ვხედავ
-გაბოო-სულელივით ვშლი ხელებს და ვეხვევი
-როგორ დამთვრალხარ მარიამ-მიჭერს რომ არ წაციქცე და იღიმის,ღმერთო როგორი გამაგიჟებელი ღიმილი აქვს.
-შენ რა ფხიზელი ხარ?
-ისე რა,ყოველ შემთხვევაში შენსავით მთვარი არ ვარ
-მკბენ ?-საწყალ სახეს ვიღებ
-როგორ გეკადრება,შენნაირ გოგონას როგორ-სულ მავიწყდება შარდის ბუშტზე
მოწოლილი უხერხულობა
-გაბრიელ მე წავალ
ხო?
-სად მიდიხარ?
-იქ-ვიღიმი ძალით
-იქ სად?-ვითომ ვერ ხვდება
-აი იქ რაა-ვიმანჭები და მისგან გასხლტომას ვცდილობ
-მიგაცილო?
-სად?
-იქ-სიცილს ძლივს ვიკავებ
-არ მინდა როგორმე შევძლებ მე თვითონ-ვიზლაზნები და ფეხებს ვხლართავ,უკნიდან
უცაბედად ვიღაც მეჯახება და სისველეს ვგრძნობ,ვსწორდები და ვხედავ დასველებულ შარვალს,ისე თითქოს გამეპარა.პირს ვაღებ და ვუყურებ ჩემს შარვალს
-ჩაიფსი გოგო?-გაბრიელს
გაოცებისგან თხლები შუბლზე
ასდის
-არა რა ჩავიფსი ბიჭო
-არა მარი შენ ჩაიფსი-ხელს იშვერს ჩემკენ და სიცილს
იწყებს
-გეყოს ახლა-დარცხვენილი ვიხედები
მეორე მხარეს
-მოდი წამომყევი მარი იქნებ მაინც დაგრჩა რამე და უნიტაზზე ქნა
-სერიოზულად მეუბნები ? -ხელს ვკრავ და ვიცინი,ხელზე
მკიდებს ხელს და აივანზე გავყავარ.უმშვენიერესი ღამეა,ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მე
და გაბრიელი
-მარიამ-ვიხედები მისკენ სათნო სახით
-ხო გაბრიელ
-იცი მშვენიერი ქალი ხარ,ყველამამაკაცოსთვის
საოცნებო -დაწყება არ
მომწონს რაღაც
-რას გულისხმობ?
-მომოვიდა ხმები
რომ მოგწონვარ-ამოს გაგონებისას მთლიან სხეულში მივლის ჟრუანტელი
-რა ? რას ამბობ ?-ვიბნევი და საკუთარ თავს ვააშკარავებ
-მარიამ,შენ ქმარი გყავს და აჯობებს მისკენ გადაიტანო ყურადღება-ახლა მიჯობს მიწა გასკდეს და ჩავვარდე შიგნით
-შენ არასწორად ფიქრობ ჩემზე-ხმადაბლა ვლუღლუღებ
და მოწოლილ ცრემლებს ძლივს ვიკავებ.ტელეფონზე კი უეცარი ზარის ხმა ისმის,დაბნეული ვპასუხობ
-გისმენ დათო
-სად ხარ აქამდე ?
-ლიკასთან და მოვდივარ-გაბრიელს დაუმშვიდობებლად ვცილდები და სახლისკენ მოვექანები შერცხვენილი.მთელი გზა ტირილით მივდივარ,სახლში მისული კი ხელებით ვიწმენდ ღაწვებს.დათო ტახტზე წამოკოტრიალებული უყურებს ფეხბურთს,ლუდს შეექცევა და ფეხები მაგიდაზე აქვს შემოლაგებული.ჩანთას ვისვრი და ვეხეთქები



№1  offline წევრი sopho)

მაგარია
ყოჩაღ

 


№2  offline წევრი Mirranda Qavtaradze

sopho)
მაგარია
ყოჩაღ


მადლობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent