ტკბილი შეცდომა- ნაწილი 6
დილით ადრიანად ავდექი. ეკას შევუხედე ოთახში. არ იყო. უკვე ვიცოდი რომ სამზარეულოში ფუფუსფუსებდა. -ეკუნაა-ჩავიჭყიტე პირველ სართულზე და ჩავედი.-გამოჯანმრთელდი უკვე? -შენი წყალობით ჩემო საყვარელო-მითხრა ეკამ და კოვზი აწია. -გილოცავ დაბრუნებას-გამეცინა-ლუკა სადაა?-გავხედე იქაურობას. -გარეთ, ნიას ელაპარაკება. -კარგიი-გავხედე აივანზე და ლუკა დავინახე. ნელნელა კარებისკენ მივდიოდი რომ ეკას რამე არ ეეჭვა. როდესაც ეკა სამზარეულოში შევიდა კარებთან მივვარდი და ჭორიკანასავით მოსმენა დავიწყე. -ნია ვიცი ვიცი, ყველაფერი კარგად ვიცი, მაგრამ უბრალოდ უნდა გამიგო, აღარ მიყვარხარ არა.-ეუბნებოდა ლუკა. -....................... -აუუ, ხო ასე უცებ გადამიყვარდი.-აბურდღუნდა -................. -ნინა რაშუაშია. უბრალოდ არ გამოდექი ის გოგო რომელიც მე მჭირდებოდა. -........................ -არ იტირო არაა-მოაშორა ტელეფონი ყურს და დაიჭყანა. -..................... -მინდა რომ ბედნიერი იყო, შენ უკეთესიც გინდა ნია, დამიჯერე ჩვენ ერთმანეთს ვერ შევეწყობით. -................... -ნახვამდის. ტელეფონი გათიშა. ხელი სახეზე მოისვა და ჰორიზონტს გახედა. ცოტახანი ფიქრობდა რაღაცაზე. მერე ადგომა დააპირა. კარებს მალევე მოვშორდი და დივანზე დავჯექი. -ვა ნინა გაიღვიძე?-შემოვიდა ახალისებული. -კი ლუკა, როგორ ხარ?-გავხედე ლუკას. -ძალიან კარგად-ხელები დაატკაცუნა-შენ როგორ ხარ?უფროსწორად თქვენ.-გაეცინა. -ჩვენც ძალიან კარგად. თითქოს მიხაროდა მათი დაშორება, მაგრამ გული მაინც მწყდებოდა. აზრზე არ ვიყავი რა მიზეზი ქონდა ლუკას რომ ნიას დაშორდა. იქნებ მე შუვუყვარდი? არა არა მაშინ ნიას სიმართლეს ეტყოდა. თავ-გზა ამებნა. არვიცოდი რახდებოდა ლუკას თავში და ძალიან მინდოდა გამეგო. -შენი ხმა მომესმა გარედან, ნიას დაშორდი?-ღრმა ამოსუნთქვით ვუთხარი. -კი. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება მალე. -მას ძალიან უყვარხარ. -ვიცი, მაგრამ მე აღარ მიყვარს. -ასე უცებ? -ხო ასე უცებ-დამეჭყანა და მის, ჩვენს ოთახში ავიდა. გავიდა რამდენიმე დღე. ლუკა უცვლელი იყო. ასე უბრალოდ ვლაპარაკობდით. სადღაც გადიოდა მაგრამ არა ნიასთან. ან რავიცოდი. -ნია ადექი, ექიმთან წასვლის დროა.-შემანჯღრია ლუკამ ერთ დილას. -ასე ადრე? ჯერ არ იქნება განვითარებული ბავშვი და როგორ გაიგებენ? -მედიცინის აზრზე ხარ საერთოდ? ოთხი თვის ხარ გოგო-იცინის-წამოდი ჰა. -რა მალე გადის დრო-ამოვიბურტყუნე და წამოვხტი. ისე მიხაროდა ჩემი ბავშვის სქესს გავიგებდი. გოგონა მინდოდა ძალიან. -ბიჭი გინდა თუ გოგო-გავხედე ლუკას მანქანაში. -ბიჭი-შემომხედა და გაიცინა-შენს -ჰმმ, ვერ მოვწყვებით, გოგო. მაგრამ მთავარია ჯანმრთელი იყოს და რომელიც გინდა იყოს. ექოსკოპია გადავიღეთ. გული მიფანქალებდა. ველოდებოდი როდის მეტყოდა ექიმი სქესს. -თქვენ მალე...-დააკვირდა კიდევ ერთხელ ეკრანს-შენ რომელი გინდა მამა?-გახედა ლუკას. -გოგონა-დაიკრიჭა ლუკამ გაკვირვებული გავხედე. ბიჭი უნდოდა და ასე უცებ საიდან გადაიტანა აზრი. თვალი ჩამიკრა. -მინდა გაგახარო ლუკა-გახედა ექიმმა-გოგონაა. ლუკამ ფეხზე წამოდგა და ხელები გაშალა. -ჩემი გოგონა მალე დაიბადება,ჩემი სიცოცხლე. მეც ბედნიერებისგან აღარ ვიყავი. ეკრანს დავცქეროდი და ბედნიერებისგან ვტკბებოდი. საათებს დღეები მისდევდა დღეებს კვირები. ლუკა უკვე მომწონდა, არა არ მომწონდა მიყვარდა. ყოველი მისი გამოხედვა, თმის გადაწევა თუ გაცინება მაგიჟებდა. ლუკაც ძალიან თბილად მექცეოდა. -წამო ძალიან მაგარ ადგილას უნდა წაგიყვანო.-შემომხედა ლუკამ -საად?-დავინტერესდი.. -წამო. ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. ნახევარი საათი ვმგზავრობდით. არვიცოდი სად მივდიოდით. უცებ მანქანა ძალიან მაღალი შენობის წინ გააჩერა. -ეს რა ადგილია-გავხედე გაკვირვებულმა. ასეთი მაღალი შენობა საქართველოში? -ეს ყველამ იცის-ჩაიცინა-შენს გარდა ალბად. -ოჰოჰ-ავყევი სიცილში. შემიყვანა, ბიჭებს რაღაც უთხრა. -ყველაფერი მზადაა ძმაო-დაუქნია დაცვამ თავი ლუკას და თვალი ჩაუკრა. ულამაზესი იყო სასტუმრო. ოქროსფრად ბჟღვიალებდა ყველაფერი. ოფქროსფერი ვაზა, ოქროსფერი კანტები, ოქროსფერი ჩარჩოები, ოქრო გეგონებოდა ყველაფერი. ლიფტში შევედით. ულამაზესი დიდი ლიფტი, დიდი სარკით. ლუკამ 30 სართულს თითი დააჭირა და ლიფტმაც დაიძრა. სარკეში ვიყურებოდით და უაზროდ ვუკრეჭდით ერთმანეთს. რამოდენიმე ფოტოს გადაღებაც მოვასწარით სარკეში, ტრადიციის თანახმად.ბოლოს როგორც იქნა ავედით 30 სართულზე. გარეთ გავედით. ღია ცისქვეშ ღამით ულამაზესი იყო იქაურობა. გადავიხედე და მთელი თბილისი დავინახე. ღამის თბილისი, შემოდგომის თბილისი. ულამაზესი იყო იქაურობა. იქვე პატარა მაგიდა დავინახე წითელი სანთლებით. სხვადასხვა უცხო კერძების სურნელი მოდიოდა ჩემსკენ და მეც „როგორც ორსული“ ბედნიერებისგან ვხტუნაობდი. -ლუკა, რალამაზია აქაურობა-გავხედე ლუკას და მოვეხვიე. -დიდი არაფერი-შემომხედა და თვალი ჩამიკრა. მაგიდასთან მივედით. როგორც წესი სკამი გამიწია და დამაჯინა. მეც გაბურთულმა დავჯექი. შემდეგ თვითონაც დაჯდა. -ნინა, რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად წარმოგიდგენია?-დაიწყო საუბარი ლუკამ -კი-გავუღიმე-მეც ძალიან შეგეჩვიეთ -მე შეჩვევას ვერ დავარქმევ ამას.მე სიყვარულს დავარქმევ.-გამიღიმა, მოვიდა და მაკოცა. გადიოდა დღეები, თვეები. მეც მუცელი მებერებოდა. უფრო წუწუნა ვხდებოდი და საჭმელებს ვიწუნებდი. მიკვირდა როგორ მითმენდნენ ლუკა და ეკა. მე და ლუკა ყოვედღე პარკში დავდიოდით და ჩვენს საფირმოს ბამბის ნაყინს ვჭამდით. ვხალისობდით, ვბედნიერობდით.ერთმანეთზეც ვგიჟდებოდით. -ცოტა მომაკბეჩინე-გავხედე ლუკას. -არა ჩემია-დამეჭყანა. -მმ-დავხარე ტუჩები. -კაი კაი ჩემო სიხარულო-გამომიწოდა ბამბის ნაყინი -ჩემი ბიჭი-გავუცინე და ვარდისფერი ბამბის ნაყინი დავაგემოვნე. გავიდა ცოტა ხანი. უფრო და უფრო ვეჩვევოდით მე და ლუკა და უერთმანეთოდ არც კი შეგვეძლო. -ლუკიი ნაყინი მინდა-შევხედე ლუკას საწყალი თვალებით. -რა გინდა?-გამომხედა გაკვირვებული თვალებით. -აუ ნაყინიი-ავწუწუნდი-რაიყო რატო გაგიკვირდა? -აუ ჰო კაიი-აბუზღუნდა ლუკა. ქურთიკი ჩაიცვა, ქუდი დაიხურა, ხელთათმანები გაიკეთა და თოვლში შეაბიჯა. ცდილობდა ნაყინი ენახა სადმე. მერე დაფიქრდა და მიხვდა რომ ვეღარსად იპოვიდა და დებილივით გამოაშტერა ნინამ. იყიდა ბანანი, რძე და სახლისკენ წავიდა. -აუ ნინა რატო მაშტერებ? მეგონა რამე ნაყინს დავითრევდი საოჯახოს და ვერსად ვნახე. გარეთ დეკემბრის 24 ია. ღმერთო ეს გოგო გადამრევს ყველანაირად-ბურდღუნებდა ლუკა და ქურთუკს იხდიდა. ყველაფერი სამზარეულოში შეიტანა და მალევე რაღაც მაგრამ მაინც ნაყინი გამომიტანა. -ჩემი ბიჭი-გავხედე ლუკას და ენა გამოვუყე. -შენ თუ ასე გააგრძელებ,შენი ბიჭი გაცივდება მალე. -არაუშავს, მისი გოგო მოუვლის. -ჩემი გოგო-მომისვა სახეზე ხელი. დედაჩემი უბედნიერესი ქალი იყო ჩემი ამბებით, ლიკა ხომ საერთოდ. ყოველდღე ჩემთან იყო. ერთ დღეს ცოტნე გვესტუმრა. -როგორ ხარგაბერილო?-დამეჭყანა -კარგად ცოტნიკო შენ როგორხარ -რავიცი დავიდვარ იქეთ-აქეთ. მერე ლუკას ანიშნა რომ უნდოდა დალაპარაკება. ორივემ ზემოთ ავიდნენ. ცოტახანი ვიჯექი. მერე ვეღარ გავუძელი, ცნობისმოყვარეობამ მსძლია და კარებთან მივედი. -აუ აღარ უნდა უთხრა ტო სიმართლე ნინას?-მომესმა ცოტნეს ხმა -აუ არვიცი არვიცი. ვეტყვი მაგრამ როდის არა. -ხოიცი ოთიკო რომ არა შენ და ნინა ერთად არ იქნებოდით. უცებ ვეღარ გავუძელი და კარი შევაღე. -ლუკა ვინ არის ოთიკო? ლუკა დაიბნა. მერე თვალები დახუჭა და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. -დაჯექი.-მითხრა წყნარი ხმით. შევასრულე მისი ნათქვამი. -მე გავალ-წამოდგა ცოტნე. ლუკამ გაუღიმა. -გისმენ. -მოკლედ.. ოთო... -ამოიხვენშა-ლუკა არის ჩემი ძმაკაცი. უფროსწორად იყო. -ოთო?-ამომიტივტივდა მოგონებები ................................................................................................ 2013 წელი. -ნინა გთოხ მითხარი ან კი ან არა-შემომხედა საწყალი თვალებით -ოთო, არგესმის, არმიყვარხარ, შემეშვი გთხოვ. უბრალოდ შემეშვი. -აუ ძალიან მიყვარხარ, როგორ დაგივიწყოო? -არვიცი ოთო, ვწუხვარ , მე არმიყვარხარ. გთხოვ მაპატიე ეს ჩემი ქმედება. უცებ ოთიკოს თვალებიდან ცხარე ცრემლები წამოუვიდა. ......................................................................................... -ოთო?ახლა არ მითხრა ........ -ხო ნინა.ის ოთო რომელიც ყოველდღე დაგსდევდა და სიყვარულს გიხსნიდა.შენზე აფრენდა. ყოველდღე უკვე მობეზრებული მქონდა სულ ნინა, ნინა,ნინა. -სად არის? მინდა რომ დაველაპარაკო -სად არის?-მწარედ გაეცინა ლუკას-შენგან 8 ფუტის სიღრმეზე -რა? რას ნიშნავს ეგ? ესეიგი გარდაიცვალა?-ამოვილუღლუღე. -კი-გამიღიმა -თავი მოიკლა? ბოლოს 3 წელი დამავიწყდა უკვე ეგ ბიჭი. მერე არა რომ ვუთხარი თავი გამანება. ნუთუ ჩემს გამო მოიკლა თავი?-ტირილი დავიწყე. -არა, კიბო დაემართა, დამშვიდდი. -ძალიან ვწუხვარ.და რაშუაში ვარ მე? -ოთიკო როდესაც კვდებოდა...-ჩაფიქრდა-უბრალოდ ვერ გადმოვცემ როგორ უყვარდი,ყველაზე მეტად. შენი სკოლელი იყო ხომ. -კი -სიკვდილის წინა დღეს მითხრა: ............................................................................................. -აქ არის ვინმე ლუკა ჩხაიძე?-გამოვიდა პალატიდან ექიმი. -კი მე ვარ-წამოვდექი ფეხზე და ექიმთან მივვარდი, -ოთო გიძახით. პალატაში შევედი. ოთიკოს უფერულ სახეს მოვკარი თვალი,. არაამქვეყნიურ სახეს. -ლუკა? -ხო ჩემო ცხოვრებავ-მივედი ოთიკოსთან -ჩემი ძმაო. სიკვდილის წინ რაღაც მინდა დაგიბარო-გამოცრცა კბილებიდან ოთიკომ. -რაცგინდა ძმაო-ცრემლები მომადგა. -ნინა-ამოიხვნეშა-ნინა მინდა დაგიტოვო. გთხოვ მინდა რომ მიხედო. მინდა რომ მარტო არ დატოვო. არვიცი ვის ხელში ჩავარდება. ძმაო. გთხოვ მიხედე. როგორი ფორმითაც გინდა მიხედე. ცოლად მოიყვანე თუნდაც. მინდა რომ ბედნიერი იყოს. მე შენი მჯერა ძმაო. მე შენ სულ გენდობოდი და გენდობი. ზემოდან გიყურებ ძმაო და აბა შენ იცი როგორ შემისრულებ ამ ერთადერთ დანაპირებს. შენი იმედი მაქვს ძამიკო-ხელი ჩამჭიდა და გამიღიმა. ეს იყო მისი ბოლო ღიმილი. ............................................................................................ -არმჯერა არმჯერა-ჩავრგე ხელებში თავი-ანუ არ გიყვარვარ? ანუ ამის გამო მომიყვანე ცოლად? ისე ჩვენი შვილი გკიდია? არა ამას არ უნდა მეუბნებოდე ლუკა, ეს არ უნდა გეთქვა. არა არა-ავტირდი. -ნინა დამშვიდდი , არშეიძლება შენთვის ნერვიულობა. ნინა გთხოვ მომისმინე. ისევ ისე მიყვარხარ როგორც მიყვარდი. არვიცოდი თუ ასე ადვილად შემიყვარდებოდი. ჩემი ძმის სიტყვა აუცილებლად უნდა შემესრულებინა. ასეთი დებილი ხერხი არვიცი რატომ მომაფიქრდა,შენი დაორსულება. მაგრამ როგორ გამეცანი? შეგჯახებოდი და ერთმანეთი მოგვწონებოდა? თუ ფეისბუქში დამემატებინე. ეს ყველაზე ცუდი იდეა იყო შენი გაცნობის. მაგრამ ჩემ ძმას ვერ გადავაბიჯებ ნინა, საკუთარ თავზე მეტად მიყვარს წარმოგიდგენია? ორი წლიდან ერთად ვიზრდებით, არასდორს გვიჩხუბია, არასდროს გავბუტულვართ, ეს იმის ბრალი იყო რომ ერთმანეთს ვენდობოდით და ერთმანეთზე ვგიჟდებოდით. -არ უნდა მოგეტყუებინე ლუკა, თავი შემაყვარე. ახლა როგორღა დაგივიწყო? ანდა ნია? -ნია თამაშის ერთ ერთი დებილი მონაწილეა. თავი შევაყვარე, მინდოდა ცოტა ეფექტური გამოსულიყო სპექტაკლი, თავდავიწყებით შევუყვარდი, რას არ ვჩუქნიდი რომ შევეყვარებინე, რას არ ვეუბნებოდი. ასე უფრო ეფექტური იქნებოდა შენს თვალში. ვეღარ გავთვალე, არასწორად მოვიქეცი ნინა, ეს საშინელი მეთოდი იყო შენი გაცნობის-ასლუკუნდა ლუკა. -ეს საშინელება იყო.-მოვიწმინე თვალებიდან ცრემლები-მიყვარხარ, მაგრამ ვეცდები რომ გადაგივიწყო. ვეცდები რომ აღარასდროს გამახსენდე. აჰა, მომიყვანე ცოლად, ოთიკოს მისი შესრულდა, მაგრამ არ უნდა მოგეტყუებინე-დავუმარცლე ბოლოს სიტყვა და ოთახიდან გავვარდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.