შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბი და დამიანე (თავი 2)


10-11-2016, 19:33
ავტორი judy
ნანახია 2 440

მანქანის ძლიერმა დამუხრუჭებამ გამომაღვიძა.თვალები მძიმედ გავახილე.ყრუდ მესმოდა თომას გინება.მანქანიდან სასწრაფოდ გადავიდა და მანქანის საბურავს ფეხი ძლიერად დაარტყა.
-ყველაფერი კარგადაა?
იკითხა მაქსიმემ და ისიც გადავიდა მანქანიდან
-საბურავმა დაიშვა
კბილევში გამოსცა გამწარებულმა თომამ და ერთი გემრიელად შეიგინა. -ესღა გვაკლდა
ჩავიბურტყუნე ჩემთვის და მანქანიდან მეც გადავედი.იქვე ხის მორზე ჩამოვჯექი და მანქანის დაშვებულ საბურავს მივაშტერდი.
-მალე დაღამდება მგონი ჯობს აქვე ახლოს შევისვენოთ და კარვები გავშალოთ
თქვა უტამ და მანქანის საბარგულიდან კარვების ამოლაგება დაიწყო.მასთან დამიანეც მივიდა და ვითომ ეხმარებოდა.მათი საუბარი ყრუდ მესმოდა.მაგრამ დამიანეს გამომეტყველებაზე ერტყობოდა რომ უტას რაღაცას არფრთხილებდა.



არ მომწონდა როდესაც ბაბი ეწეოდა.მაგრამ არ მქონდა უფლება იმისა რო მასთან მივსულიყავი და პირდაპირ ჩხუბზე გადავსულიყავი რადგან მეთელი სამი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მომიკითხავს,ერთხელაც არ ვყოფილვარ მის გვერდით საერთოდ არ მიკითხავს მისი ცხოვრების შესახებ.
ახლა უბრალოდ მინდა ბედნიერი იყოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ...
თომასთან მივედი.რადგან გამეფრთხილებინა
-იცოდე ჩემს დას რამეს აწყენინებ და ჩემი ხელით დაგარხჩიბ და სათითაოდ დაგიმტვრევ ძვლებს!
მკაცრად გავაფრთხილე უტა და მას გავეცალე.ცუდი ბიჭი არ ჩანდა მაგრამ მინდოდა ცოდნოდა რომ ბაბი ჩემთვის ძვირფასია და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ.



მომწყინდა უაზროდ ჯდომა.მანქანის საბურავს კი არაფერი ეშველა.მინდოდა ცოტა გამესეირნებინა
-ცოტას გავისეირნებ
ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.მანქანასთან მივედი ზურგ ჩანთიდან სიგარეტი და მოსაცმელი ამოვიღე.
-მალე დაბრუნდი!
მკაცრად გამაფრთხილა დამიანემ.ყურადღება არ მიმიქცევია.გვერდი ავუარე და გზას დავადექი.შებინდდა. ამიტომ გადავწყვიტე უკად დავბრუნებულიყავი.
ცორა არ იყოს შემემეშინდა რადგან მგონი იმ გზით არ მივდიოდი რომლითაც წამოვედი.შეშინებულმა დავიწყე თვალების ცეცება.
საბოლოოდ დაღამდა თითქმის ვერაფერს ვხედავდი,სიცივე იყო,ძვლები ერთიანად გამეყინა.
გზას ძლივს ვიკვლევდი უაზროდ მივდიოდი როდესაც მივხვდი რომ ფეხ ქვეშ მიწა გამომეცალა და სადღაც ქვესკნელში ჩავვარდი.ფეხი საშინლად მეტკინა.ტკივილისაგან ხმამაღლა დავიყვურე და ცრემლები წამსკდა.ვტიროდი და დახმარებას ვითხოვდი მაგრამ ჩემი არავის ესმოდა.ბოლოს ძალა გამოცლილმა იმედი დავკარგე იმისა რომ ჩემს საშველად ვინმე მოვიდოდა.ნახევარ საათზე მეტი ვიყავი იქ.ბოლოს სიცივემ ამიტანა და კანკალი დავიწყე.ყბას ვერ ვაჩერებდი.ხის ძირას ძლივს მივჩოჩდი და ავეყუდე.თვალები ძლიერად დავხუჭე და შევეცადე ფეხი გამესწორებინა.მაგრამ ტკივილი იმდენად ძლიერი იყო რო არ მაძლევდა უფლებას გავჩუმებულიყავი. ვყვიროდი ბოლო ხმაზე. სანამ ხმა არ ჩამიწყდა და ყვირილის თავი არ მქონდა.



კარვები გავაწყვეთ და ცეცხლიც დავანთეთ მაგრამ ბაბი არსად ჩანდა.დიდი ხანი დააგვიანდა მან თქვა რომ ცოტა ხნით გაისეირნებდა.ცოტა არ იყოს შემეშინდა.ამიტომ გადავწყვიტე მის საძებრად წავსულიყავი.მოსაცმელი შევიკარი და კაპიუშონი წამოვიხურე.ბილიკს გავუყევი.არაფერი ჩანდა ამიტომ ჯიბიდან სანთებელა ამოვიღა და მასზე დამაგრებული ფანარი ავანთე.გზას მივყვებოდი როდესაც ყრუ ტირილის ხმა მომესმა.
მაშინვე შვცბი და ხმას გავყევი მაგრამ ამაოდ ვერავინ ვერ ვიპოვე
-ბაბიიი
ბოლოს დავიყვირე და პასუხს დავუცადე.ხმას არავინ იღებდა.შევშინდი ბაბი არსად არ ჩანდა.
-გთხოვ მიშველე
გავიგონე ბაბის განწირული ხმა და მაშინვე მისკენ გავიქეცი.დიდხანს ვეძებე ბოლოს ხეზე მიყრდნობილი გაყინული ბაბი დავინახე.მაშინვე მასთან მივვარდი და ხელში ავიყვანე.მუხლიდან სისხლი სდიოდა და გონება დაკარგული ჰქონდა.საშინლად შემეშინდა.ფერი არ ედო სახეზე.მაშინვე კარვებისაკენ წავიყვანე.
-ბაბი?
შეშინებულმა შეჰკივლა მარიტამ და მაშინვე ჩემთან მოვვარდა.
-კარავში შეიყვანე
მითხრა ეუტამ და მისი კარვისაკენ შევედი.ბაბი ფრთხილად დავაწვინე და პლედი მოვაფარე.



როდესაც გავიღვიძე კარავში ვიწექი.ფეხი საშინლად მტკიოდა მერე გამახსნდა რიმ ტყეში დავიკარგე და ფეხი დავიზიანე.
საშინლად მციოდა.პლედი მხრებზე მოვიხვიე და თვალები დავხუჭე მაგრამ მალევე გავახილე რადგან გარედან დამიანეს ყვირილის ხმა მომესმა.
-მისი ბრალიაა და არ გაბედოთ დაიცვათ
დაიღრიალა დამიანემ და კარავში გიჟივით შემოვვარდა
-შენ გოგო კარგად ხარ?სად ჯანდაბაში წახვედი?
ყვიროდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-რატო ყვირიხარ ვერ გავიგე?
მეც არანაკლებ ვიყვირე ამაზე სულ გადაირია
-ხმას ნუ უწევ!მე რო არა იქ გაიყინებოდი
-მერე ვინ გთხოვა გადამარჩინეთქოო?
ვკითხე ირონიით და გვერდი ვიცვალე.
-გირჩევნოდეს დაჭკვიანდე!
მკაცრად მითხრა და კარავი დატოვა.
ცოტა ხანში უტა შემოვიდა მომიწვა და ძლიერად მომეხვია
-შემაშინე იცი?
მითხრა და უფრო ძლიერად მომხვია ხელები წელზე.
მისკენ გადავტრიალდი და ნაზად შევეხე მის ტუჩებს.გაეღიმა.
-შეგიძლია ჩემი ჩანთა მომიტანო?
ვთხოვე უტას.ისიც მაშინვე წამოდგა და რამოდენიმე წუთში ჩანთით ხელში დაბრუნა.ჩანთიდან შარვალი და ახალი მაიკა ამოვიღე.შარვალი ძლივს გავიხადე ფეხი საშინლად მტკიოდა.სახვევი ამოვიღე და მუხლი გადავიხვიე.შარვალი ამოვიცვი.ფეხზეც ჩავიცვი და ძლივს წამოვდექი.მოსაცმელი მოვიცვი და კარვიდან გავედი.სასიამოვნო
სიგრილე იყო.
ცენტრში პატარა კოცონი ინთი და კოცონთან მარიტა იყო მიყუჟური მაქსიმეს კალთაში ჩასკუპებული.მათკენ წავედი და კოცონს მივიჯექი
-დანარჩენები სად არიან?
ვიკითხე და ორივემმმე გამომხედა
-არ ვიცი სადღაც წავიდნენ
მითხრა მაქსიმემ და მხრები აიჩეჩა
-შენ რატო არ გაყევი?
-რავი...მარიტასთან დავრჩი
გაიღიმა და მარიტას მოწყვეტით აკოცა
-მარრ შეგიძლია სადღაც გამყვე?
-კი როგორ არა
მითხრა და მაშინვე ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა.მეც მას მივბაძე ფეხზე წამოვდექი და გზას გავუდექით.იქ მივდიოდი სადაც გუშინ ვიყავი რადგან სიგარეტი დავკარგე.და ახლა ძალიან მჭირდებოდა ის.



№1 სტუმარი Guest Bibi

Gaagrdzele ra gtxov

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოა,მაგრამ ძალიან პატარა თავია
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent