შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯიშკარიანის წესები (თავი 3)


11-11-2016, 00:09
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 5 195

ჩაძინებულს 9 საათზე სალომეს ზარმა გამაღვიძა, გამახსენდა რომ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით ჩვენს კაფეში და თანაც ზუსტად ამ დროს, წამოვარდი საწოლიდან. პლედი რომელიც არ მახსოვს როგორ დავიფარე, მოვიძრე და სააბაზანოში შევარდი, თან ზარს ვუპასუხე.
- ნინა, ერთი ნახევარი საათი მაგვიანდება კარგი?
- კაი კაი, სალომე შენ მაგაზე არ ინერვიულო.
გავუთიშე ტელეფონი და სწრაფად მოვემზადე, გამიმართლა, იმასაც აგვიანდებოდა. აბაზანიდან კისრის ტეხით გამოვედი, თან ჩანთის ასაღებად მივდიოდი, თან ჰაერში თასმას ვიკრავდი.
- წაიტეხავ მაგ ლამაზ-ცხვირპირს და მერე ცოლად არ მოგიყვანს არავინ
- მამა კურნოსა ცხვირის გამო კი არა, ჩემი ხასიათის და თვისებების გამო უნდა მომიყვანონ ცოლად.
- მეც ზუსტად მაგას გეუბნები, შენი ხასიათით ვერავის შეაყვარებ თავს და ეგ კურნოსა ცვირი არ გაიფუჭო, მაგით მაინც გაგათხოვებ.
- შემეშვი ერთი, თუ კაცი ხარ.
მამა მოვიდა და ცხვირზე მაკოცა, თან ჯიბეში რაღაც ჩამიტენა.
- კაი ეხა!
- სიტყვა და კრინტი! 20 წლის გოგო ხელფასს უნდა ხარჯავდე ტანსაცმელებში, რამდენი რამე მოგიტანია... შენ რომ არ მყავდე...
მამას გავუღიმე და ცრემლები სადღაც უკან გადავმალე, ოთახში შევედი და მწვანე აბი დავლიე. 15 წუთში უკვე სახლიდან ვიყავი გასული, აივანზე ვიყურებოდი, მამაჩემი იდგა თუ არა, სიგარეტის მოწევა მინდოდა, კოლოფი ამოვიღე და უკანა ეზოსკენ გავემართე. პატარა შეკუჭულ, ბნელ ადგილას მივედი, დილით ბავშვები თამაშობდნენ აქ, პატარა მოედანი იყო. იქ დავჯექი და სიგარეტი ტუჩებით დავიჭირე, გამწარებული ვეძებდი სანთებელას. ამ პატარა ჩანთაში სპილოს ვერ იპოვნიდი კაცი, ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო, გასაღები, სანთებელა, ყურსასმენები, დამტენი, კონსპექტები... ყურთან ხრიალი ხმა გავიგე, და შეცბუნებული შევბრუნდი უკან.
სიბნელეში ანთებული სანთებელის შუქზე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს ნაცნობი ცისფერი თვალები იყურებოდა. გული ქუსებში წამივიდა. სახეზე ღიმილი დათამაშებდა, ხან ერთი კუთხე აიწეოდა ტუჩის, ხან მეორე, კმაყოფილებით და თავდაჯერებულობით გაჟღენთილი მზერა პირდაპირ სულში მწვდებოდა, რატომღაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს შიშველი ვიყავი.
თავი ხელში ავიყვანე, ჩემ თავს მოვუწოდე, აქამდე თუ ესეთი მამაცი და თავხედი იყავი, ახლა ნუ დაიბნევითქო! სანთებელაზე სიგარეტი ავანთე.
- მადლობთ.
კვამლს გამოვაყოლე სიტყვები, საკუთარი მშვიდი ხმის გამიკვირდა, არადა საკუთარი გულის ცემა ყურებში მესმოდა.
- ბავშვური სილამაზე გაქვს, სიგარეტი არ გიხდება.
თვალები გამიფართოვდა, ხმა ისევ ბოხი ჰქონდა, ისე უხეშად და მშრალად მესმოდა მისი ხმა, ყელი გამიშრა.
- გკითხე აზრი? დავინტერესდი მიხდება თუ არათქო?
გაღიზიანებულმა მივუგე და კიდევ ერთი ნაფაზი ამოვარტყი, ამჯერად კვამლი ნელ-ნელა სახეში შევაბოლე. გაეცინა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. სრულიად მოულოდნელად , ერთი ხელის მოძრაობით ჩემი სიგარეტი მის ხელში აღმოჩნდა.
- რა გინდა ვერ გავიგე, აგისრულო მუქარა? ალალია შენი ენის დამოკლება
ალექსანდრეს თვალებს ვეღარ ვუყურებდი და ძირს დავიხედე. მისი ქამრისა და მაიკის შუაში რაღაცამ გაიელვა და შევამჩნიე, რომ შარვლიდან იარაღის ტარი გამოუჩნდა. გულწრფელად დავიბენი და შემეშინდა, ამჯერად მართლა მივხვდი, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ალბათ ვიღაც თავხედი ბიჭისთვის ადგილის მიჩენა იყო, ეს ცირფერთვალება ნიტო ქურდი, ნიტო მაფიოზი კი სერიოზულად გამიბრაზებია.
- ნეკა თითი იყოს, ჯანდაბას!
თამამად ვუთხარი და ნეკა თითი წინ გავუწიე.
- მეღადავები?
- არა, მართლა, ენას ვერ შეველევი.
გაშტერებული მიყურებდა, სიტყვებს ეძებდა, მაგრამ ამაოდ, პირდაფჩენილი იყურებოდა ხან ჩემსკენ ხან ჩემი გამოშვერილი, განწირული ნეკა თითისკენ.
- კარგი ნეკა თითი იყოს.
- მართლა?
- მართლა.
- და რით დავიმსახურე უნეკათითობა...
ვცდილობდი არ დამეკარგა სახე, არ მეჩვენებინა როგორ მეშინოდა, ვნანობდი ყველაფერს, აღარც თავმოყვარეობა მახსოვდა, აღარც ალექსანდრეს ლამაზი თვალები.
- რითი? კაცი არ მოიძებნება ამ ქვეყანაზე, ეგრე რო მელაპარაკოს, როგორც შენ მეტლიკინები ხოლმე, და რა ეხა, ხალხს ვალაპარაკო ჯიშკარიანი ვიღაც სტუდენტკამ მიაჩუმაო? არარსებობს .
- შენც მყავდე დიდი ვინმე რა, ჯიშკარიანი ხარ თუ ბაგრატიონი, ზებრაზე უნდა გაჩერდე და ადამიანი არ უნდა გაიტანო, მორჩა ლაპარაკი.
- შენ მართლა ენა გინდა ამოგაჭრა?!
ალექსანდრემ სიგარეტი უხეშად მოისროლა და მომიახლოვდა, შიშისგან ხელები სახეზე ავიფარე და პატარა ბავშვივით შევკივლე. ენასაც დავემშვიდობე და ნეკა თითსაც, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ სიცილი მივიღე. იდგა ასე, ირონიული სახით და ეცინებოდა. რეები აღარ მინდოდა მეთქვა, როგორ მომინდა ხელი გამეწნა პირდაპირ სახეში, მაგრამ საკუთარი თავი დავინდე და ორი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- არც გაბედო გაქცევა იცოდე.
სერიოზული სახით მითხრა.
- არ გავრბივარ, მეგობარი მელოდება, დავაგვიანებ. უნდა წავიდე.
- ვიცი, სალომე ხო?
- საიდან...
- მე ყველაფერი ვიცი, აი შენ კი როგორც ჩანს არაფერი იცი, თორე ამდენს არ იტლიკინებდი.
გამიღიმა და ზურგი მაქცია, მე გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას, ველოდებოდი როდის მოშორდებოდა ჩემ თვალთა ხედვას, მაგრამ უეცრად მობრუნდა და გაკვირვებული სახით მიყურებდა.
- წამოხვალ თუ წითელი ხალიჩა გაგიგო მანქანამდე, ქალბატონო ნინა
- ჰა?..
საკუთარი სახელის მოსმენა მისი პირიდან ისე მეუცხოვა, კინაღამ დამავიწყდა, რომ ენის ამოჭრას თუ ამოგლეჯას მიპირებდა 5 წუთის წინ. რატომ არიან ყველაზე საშინელი ტიპები ასეთი მიმზიდველები?
- წაგიყვან წამო, მაინც ვიცი სად მიდიხარ.
- არ მინდა, ჩემით წავალ..
- ნუ გეშინია.
ვაპირებდი მეთქვა არ მეშინიათქო, მაგრამ წეღან ქვეშაფსიასავით რომ შევკივლე, მაგის ფონზე სიმამაცეს ვეღარ გამოვიჩენდი ცოტახანი მაინც. პასუხი რომ არ გავეცი ხმამაღლა ამოიხვნეშა.
- ჩაჯდები თუ დაგეხმარო მანქანამდე მისვლაში?
ჩემსკენ რომ გადმოდგა ერთი ნაბიჯი, დანებების ნიშნად ხელები ჰაერში ავწიე და ნაცნობი მანქანისკენ წავედი. ყველა წამი იწელებოდა, ყოველი ნაბიჯის შემდეგ მუხლები უფრო და უფრო მეკეცებოდა. მანქანიდან ვიღაც ბიჭი გადმოვიდა, წინა მხრიდან კარები გამიღო, ჩავჯექი, თვითონ უკან მოთავსდა. მე და ალექსანდრე აღმოვჩნდით წინ.
- მე დავითი ვარ, მეგობრები დადუს მეძახიან, შენ?
უკან მჯდომი გამეცნო, სათვალეები მოიხსნა.
- მე ნინა მქვია და... ნინას მეძახიან.
დავითს გაეცინა და ალექსანდრემ სარკეში ღიმილიანი მზერით გახედა. ერთმანეთს თითქოს რაღაც უთხრესო, ისე დაამთხვიეს მზერები. ამის მეტი არაფერი თქმულა მანქანაში. დანიშნულების ადგილზე რომ მივედით, მანქანის კარი გავაღე და გადასვლისას, მადლობა გადავიხადე. კარი მივხურე და უკან მოუხედავად, წყნარი ნაბიჯებით წავედი კაფისკენ.
ფანჯარაში სალომე ჩანდა, რომელიც სრულიად უცხო კაცთან ერთად იჯდა და რაღაცას ჩურჩულებდნენ- დაძაბულად. კაფეში შევედი და პირდაპირ სალომეს წამოვადექი თავზე.
- ვაიმე ნინა, ძლივს, სად ხარ აქამდე.
- რა ხდება?
გაკვირვებული შევხედე ჯერ სალომეს, რომელსაც ძალიან მობეზრებული და გაღიზიანებული სახე ჰქონდა, შემდეგ ამ უცხო ტიპს. თეთრი მაისური ეცვა წითელი ზოლით, ძალიან გამაღიზიანებლად მათვალიერებდა. სალომეს გავხედე, დაბნეული სახით. უცნობი წამოდგა, წელში გასწორდა. იქნებოდა ესე 30-35 წლის, ქერა მოკლე თმები ჰქონდა, ძალიან ღია ფერის იყო, წარბებიც და წამწამებიც ყვითლად ელვარებდა, ერთი შეხედვით არ იყო ცუდი გარეგნობის, მაგრამ აი თვალებში რომ შეგეხედათ, გული აგერეოდათ. გოგოებისთვის ძალიან ნაცნობი მზერით იყურებოდა. ხან მკერდს შეავლებთა თვალს, ხან ფეხებს, თითო კუთხეს და კუნჭულს ზვერავდა. თავი ადამიანი კი არა გასაყიდი ხორცი გეგონებოდა.
- მე გელა ვარ, ლამაზო ქალბატონო, თუ შეიძლება...
გელამ ხელით ჩემი ხელი აიღო და ის იყო უნდა ეკოცნა, უცებ წავიღე ხელი უკან.
- გოგონას რომ აწუხებთ ვერ ხვდებით? ახლავე დატოვეთ ეს მაგიდა თორემ დაცვას დავუძახებ.
- რა ხდება?
ალექსანდრეს ხმა უკნიდან მომესმა და უმალ შევტრიალდი. გელა სახეზე გათეთრდა. გაშრა და ძალიან შეშინებული მიყურებდა. იგივე თვალებით გადმომხედა სალომემ და მე საერთოდ დავიბენი. ნუთუ ასეთი საშიში იყო ჯიშკარიანი? გელამ მილიონი ბოდიში მოიხადა , ქურთუკს ხელი დასტაცა და თვალი გავაყოლე, როგორ მიიწევდა გასასვლელისკენ, რომელშიც დავითი იდგა და ძალიან ზანტად ეწოდა სიგარეტს. ამ გელას რაღაც უთხრა, ის კი თავს უქნევდა და ებოდიშებოდა. სიგარეტი ფეხებთან დაუგდო დადუმ და ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდა.
- დაცვას კი არა, მე დამიძახე, კიდე ვინმე თუ შეგაწუხებს.
ეს თქვა ალექსანდრემ და დავითთან ერთად კაფე დატოვა.
ძალაგამოცლილი დავეგდე სალომეს წინ სკამდე, სადაც გელა იჯდა და თვალები დავხუჭე.
- შენ მოყვები ჯერ თუ მე მომვყვე?
სალომემ ყავა მოწრუპა და აი ის სახე ჰქონდა, რომელსაც ყოველთვის მაშინ იღებდა, მანამ რამე ძალიან ცხელზე და საინტერესოზე უნდა გველაპარაკა.



№1  offline ადმინი შამანი

მგონი,მოლანდებები დამეწყო... dizzy_face heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი Beatrixkiddo

შამანი
მგონი,მოლანდებები დამეწყო... dizzy_face heart_eyes

აუ პატარა თავია, მარა დავდე მაინც :) ხვალ დავდებ კიდე

 


№3  offline ადმინი შამანი

Beatrixkiddo
შამანი
მგონი,მოლანდებები დამეწყო... dizzy_face heart_eyes

აუ პატარა თავია, მარა დავდე მაინც :) ხვალ დავდებ კიდე

ჯერ არ წამიკითხავს. შენი ნიკის დანახვამ გამაოგნა.მიხარია,რომ დაბრუნდი ♥
პ.ს.არ ვიცი გახსოვარ თუ არა ;დდ
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline წევრი Beatrixkiddo

შამანი
Beatrixkiddo
შამანი
მგონი,მოლანდებები დამეწყო... dizzy_face heart_eyes

აუ პატარა თავია, მარა დავდე მაინც :) ხვალ დავდებ კიდე

ჯერ არ წამიკითხავს. შენი ნიკის დანახვამ გამაოგნა.მიხარია,რომ დაბრუნდი ♥
პ.ს.არ ვიცი გახსოვარ თუ არა ;დდ

მახსოვხარ აუცილებლად :))) კიკი დავბრუნდი ამ ერთი მოთხრობით

 


№5  offline მოდერი bibo

ვაიმე რა კაობა თავი იყო ისე გამიხარდა რო დაიდო მარწყვის ჯემო კი არ მიმიქცევია ყურადღება ერი ბბეწო რო იყო ჰაერში წავიკითხე სუ ჰაერ ჰაერ ვიჭერდი ასოებს:დ არა ისე სალომესთვის მომეწონა ეგი დავითი რაღაც მე მომწონს :დ ეს ალექსანდრე რამფერი მუჟჩინია ველურული აღვირახსნილი ძედა სად შემილია ამდენი დავჩი გაუთხოვარი გული მაქ თუ მაგნიტი ვერა ვხდები მარწყვის ქულა.ძალიანზე ძალიან მომწონხარ ატმის ბუსუსო და ალუჩის კურკავ გელი გავებულ გაწარებულ აგიზგიზებული ორონდ დიდი თავით თვარა გაიტყიპები პაწაწკუნა

 


№6  offline წევრი davinna

Aaauuu rapatara tavia uuuh..aleqsandre momwons da datosa da salomes wkvili. Ariqneboda urigo..dzalian momwons istoria da maledadeee

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოხ რა ბიჭი, რა ქცევა, რა გამოხედვა, დავდნი ვინმემ ყინულები მოიტანეთ... როგორი კარგი თავი იყო. ისე მომეწონა ისე ისე რომ არ ვიცი და ეს დადუ რა ტიპია... აუ უფრო დიდი თავი დადე რა და რაც შეიძლება მალე ძალიან მაგარი ისტორიაა...

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე რა ცეცხლი ბიჭია დამწვა და დამფერფლა ასე მალე. დიდი თავი რომ დადო ალბათ ავგიზგიზდები smile smile smile ძალიან მაგარია და მალე დადე ველი შემდეგს სულმოუთქმელად

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

პატარააა პატარაააა.ვგიჟდები უკვე მე ან ბიჭზე რა.სასწაულია პირდაპირ.ცოტა დიდი თავები დადე რა
--------------------
ლანა

 


№11 სტუმარი vika

ვგიჟდები ისე მომწონს❤საოცრება ხარ❤რამდენი ხანი ველოდე ამ თავს და იმედია ახალ თავზე ამდენს არ გვალოდინებ♥ხოდა ალექსანდრეს გადაეცი რომ მიყვარს :დდდდ ♥

 


№12  offline აქტიური მკითხველი select

ოჰოო როგორ ჩამოცხაა ვაიჰ კაი იყო ნეკა თითი კარგად ვიცინე მაგარი გოგოა რაა
ჯიშკარიანიი უჰჰ რა ტიპიაა
გელიი წარმატებები heart_eyes

 


№13  offline წევრი mani156

ერთი სული მაქვსბროდის წავიკითხავ შემდეგ თავს ^^ ძაააან მომწონს ^^ ეს ალექსანდრე სულ არ მგონია ცუდი ტიპი :დ

 


№14  offline წევრი 5th Angel

ვგიჟდები ისე მომწონხარ ყველანაირად,
წერის სტილიდან დაწყებული, თითოეული წვრილმანით დამთავრებული.
ნეკა თითზე გამეცინა,

ველი მომდევნო თავს, და ერთადერთი რაც შენიშვნა და თხოვნა მაქვს, თავები გაზარდე.
ბრავო, heart_eyes

 


№15 სტუმარი Ketis

Au dAan magari ikoo dade raaa gtxov dgesa

 


№16  offline წევრი wandering

Male dade ra

 


№17  offline წევრი nini :)

male dade raaaa... velodebi shemdegsss

 


№18  offline წევრი Beatrixkiddo

nini :)
male dade raaaa... velodebi shemdegsss

დავდებ დღეს ვწერ ეხლა , ღამე. დილით დადებენ ალბათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent