შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არქანგელოზი (თავი 1 )


11-11-2016, 17:50
ნანახია 1 949

იყო დრო როდესაც რწმენა გამაჩნდა , დრო როდესაც თქვენ მიყვარდით, ძლიერ მიყვარდით, მაგრამ ყველა ეს გრძნობა ჩემთან ერთად გაქრა . თქვენ ადამიანებო თქვენ ხართ ყოველივე თქვენს ქმედებაში დამნაშავე, თუმცა ამის აღიარება არ გსურთ , უფრო მარტივია ეს ყოველივე მე მომაწეროთ, რათქმაუნდა თქვენ არასდროს აღიარებთ თქვენს ცოდვებს თქვენ ჰომ ასეთი სრულყოფილები ხართ და ამ ყველაფრის მიუხედავად მას მაინც ყველაზე მეტად სწორედ თქვენ უყვარხართ, ჩვენზე მეტადაც კი.

და დრამატიზმა მოიცვა ხალხნი
მოსალოდნელი უბედურების
და კაცის გულში ვლავ გაჩნდა რწმენა
ყოვლად წმინდის და ყოვლად ძლიერის

თუმც ვის ახსოვდა ის უწინ ნეტავ
როც განცხრობაში ცხოვრობდნენ ისნი
მუდარით სთხოვდნენ დახმარებოდა
და გახდებოდნენ მსახურნი მისნი

თუმც არ ესმოდა პასუხი არვის
და დრამატიზმი შეცვალა სევდამ
გადაეწურათ იმედი ღმერთის
და დახმარება შესთხოვეს ეშმაკს

თუმცა არ ჩანდა არც თვით სატანა
არვინ არ იყო მათი მშველელი
არვინ იცოდა რა უნდა ექნათ
არ გამოუჩნდა ჭყვდიადს მძლეველი


ყველა ადამიანის ცხოვრებაში დამდგარა მომენტი როდესაც წყდები სამყაროს და ფიქრების მორევში ეშვები. ამ დროს ჩერდება დრო ქრება ირგვლივ ყველაფერი და რჩებით მხოლოდ შენ და შენი ქვეცნობიერი. ამ დროს ფიქრები მრავლისმომცველია, ზოგი ოცნებობს , ზოგი პრობლემების მოსაგვარებელ გზებს ეძებს, ზოგი მეორე ნახევარზე ფიქრობს , ზოგს კი შესზევს ძალა გაანეიტრალოს ყოველდღიური ყოფა ცხოვრება და იფიქროს რაიმე ღირებულზე და მაინც რა არის ღირებული ჩვენთვის ? მშობლები ? დედ-მამიშვილები ? ცოლ-შვილი ? სამსახური თუ სამშობლო ? შეიძლება ბევრისთვის სწორედ ეს ყოველივე ფასობს ყველაზე მეტად თუმცა ...
ყოველდღიურად უამრავ კითხვას ვუსმევ ჩემს თავს და სამწუხაროდ მისგან ვერასდროს ვიღებ პასუხებს ან რას მიპასუხებს როდესაც არ იცის ან თქვენ ? თქვენ იცით რისთვის ვარსებობთ ? რა ხდება სიკვდილის შემდეგ ? რას ნიშნავს სიცოცხლე ? არსებობს სხვაგან სხვა ცოცხალი არსებები ? და საერთოდაც რა არის ქვეყნიერება სადამდე მისი საზღვრები ? ეს იმ კითხვების მემილიონედია რომელიც ყოველდღიურად მაწუხებს თუმცა ამ კითხვებზე პასუხი არასდროს მქონია სანამ მათ არ შევხვდი .
ისინი შუა საუკუნეების რაინდებს ჰგავდნენ თუმცა მათთან შედარებით რიჯარდ ლომგული და ფრანც დე ბუ გილბერი სათამაშო ჯარისკაცებად მოგეჩვენებოდათ
მათ წინ მიქაელი მოუძღოდა . სიმაღლით 2 მეტრზე დიდი იქნებოდა , ხელში უზარმაზარი შუბი ეჭირა რომელიც მთლიანად სინათლეს მოეცვა თავზე დაფნის გვირგვინი ედგა ხოლო ტანთ იფიქრებდით თვითონ სინათლე ემოსაო ზურგზე კი უზარმაზარი თეთრი ფრთები ჰქონდა საკმარისი იყო მათი ერთხელ დანახვა რომ ნანახი აღარასოდეს ამოვარდნილიყო გონებიდან . მას უკან გაბრიელი მოჰყვებოდა , ყოველთვის მხიარული და უდარდელი ახლაც სწორედ ასეთი იყოს თითქოს საბრძოლველად კი არა პაემანზე მიდისო , მარჟვენა ხელში უზარმაზარი მახვილი ეჭირა მარცხენაში ნათლით შემოსილი ფარი ტანთ თეთრი აბჯრარი ემოსა ხოლო ზურგზე მასაც უზარმაზარი ფრთები ჰქონდა თუმცა მისი ფრთები მიქაელისასგან განსხვავდებოდნენ თითქოს ისინი ცოცხალი არსებები ყოფილიყვნენ , შემდეგ მოდიოდა რაფაელი ხელში უზარმაზარი თეთრი მშვილდი ეჭირა ტანთ მასა თეთრი მანტია ემოსა ზურგზე კი მასაც უზარმაზარი ფრთები ჰქონდა , შემეგ მოჰყვებოდა მას ურიელი ნათლით შემოსილი მთელი ტან სახით ხელში უზარმაზარი ჩაქუჩის მსგავსი სხეული ეჭირა მხრებზე მასაც უზარმაზარი ფრთები ჰქონდა , მას მოყვებოდა ეზეკიელი ბავშვური პირი სახით ყველაზე უმცროსი მათ შორის , სიმაღლითაც მათზე პატარა იყო თუმცა სიმამაცით ყველაზე მაღლა მდგომი იყო , ტანთ ოქროსფერი აბჯარი ეცვა , ხელში ცეცხლით გარსემოსილი მახვილი ეჭირა ზურგზე კი მოცისფრო ფრთები ჰქონდა , მას მოყვებოდა აზრაილი ყველაზე უფროსი მათ შორის სიმაღლით 3 მეტრამდე აღწევდა შეგეძლოთ თამამად გეთქვათ რომ სწორედ მას აღწერდნენ წინაპრები გოლიათად ტანთ შავ აბჯარში ჩასხმული იყო მარცხენა ხელში უზარმაზარი ფარი ეჭირა ხოლო მარცხენაში პატარა ხანჯალი ( რა შეუსაბამობაა - ჩემთვის გავიფიქრე ) სხვების მსგავსად მასაც ზურგზე ფრთები ჰქონდა თუმცა მიქაელისას ზომით ორჯერ აღემატებოდა მის გვერდში დანიელი იდგა სრულიად განსხვავებული წინა ექვსეულისგან წითელ აბჯარში გამოწყობილი წითელი თავის სიმაღლის მახვილით ხელში მოემართებოდა ზურგზე მასაც უზარმაზარი ფრთები ჰქონდა თუმცა ფრთები მეწამული ფერის იყო თითქოს სისხლით შეუღებიათო . და სახე მათი ზუსტად შეეფერებოდა გამოთქმას ანგელოზის სახე აქვსო . ყველა ისეთი ლამაზი იყო არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გადმოგცეთ ეს ყოველივე , ისინი სრულყოფილები იყვნენ !
მოდიოდნენ შვიდივე და გაჩნდა იმედი , იმედი რომელიც ყველას დავიწყებული ჰქონდა .

- რამ ჩაგაფიქრათ მბრძანებელო?
- დანტე? ეს შენ ხარ ? თუმცა სხვას ვის ველოდი
- რა ამბავია თქვენს თავს იქნებ გამიზიაროთ ? შეჰბედა დანტემ და მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო
- ეგ შენ არ გეხება შენს საქმეეებს მიხედე !
- როგორც მიბრძანებთ მბრძანებელო. თქვა დანტემ და კარი გაიკეტა
კარებზე კვლავ კაკუნი გაისმა - ეხლა ვინღა არის განრისხდა ლუციფერი შემოდი
- მაპატიეთ მბრძანებელო თქვენთვის შეტყობინება მაქვს მიქაელისგან მას თქვენთან შეხვედრა უნდა . დაამთავრა აზაზელმა მთავარსდალმა ჯოჯოხეთისა მეორე რანგისა
- თვითონ რატომ არ მესტუმრა?
- არ ვიცი მბრძანებელო მე მხოლოდ ეს გადმომცეს
- კარგი თავისუფალი ხარ .
მშვენიერი დრო დამიდგა ეხლა მიქაელს უნდა ვეახლო შემდეგი რა იქნება ლაზარეს ძიძობასაც მიმიჩენენ ვითომ ჯოჯოხეთი არ კმაროდა . ბუზღუნებდა თავისთვის ლუციფერი ))
- რა ხდება მიქაელ ?
- შენთვის დავალებაა ლუცი. უპასუხა მიქაელმა
- მე ჩემი საქმეებიც ბლომად მაქვს! განრისხდა ლუციფერი
- ბრძანება მამისგან მოდის მას სურს რომ სწორედ შენ შეასრულო .
- ბრძანება მამისგან მოდის გაიმეორა ირონიულად ლუციფერმა, სხვას დაავალოს მე ჯოჯოხეთს უნდა მივხედო ნუთუ ეს არ უნდოდა მას ?
- სულ როგორ ბუზღუნებ ძმაო ჯობია საქმეს მიხედო !
- შენ ჩემი უფროსი არ ხარ! აენთო ლუციფერი
- მშვიდად , მშვიდად შენ არ შეცვლილხარ შენ ისევ ისეთივე ფიცხი ხარ
- მოკლედ მითხარი რა დავალებაა არ მსიამოვნებს შენი ყურება
- ბარგი ჩაალაგე ძმაო , დედამიწაზე მიდიხარ



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოო ლუციფერი სხვა თემაა აქ უკვე ძალიან დიდი ფანტაზია გჭირდება... მომწონს მომწონს მალე დადე ახალი თავი მოუთმენლად ველოდები...

 


№2 სტუმარი lanu

Satauri ro vnaxe egreve daviwye wakitxva.momewona dasawyisi kai iyo.gadavirie ise momewona.veli gagrdzelebas imedia male dadeb xolme.dzn mainteresebs rogor ganvitardeba movlenebiiii

 


№3 სტუმარი Blonde

Giorgi, yochag ^^ satauri davinaxe tu Ara mashinve wavikitxe <3 gaagrdzele DA daasrule kidec sxvebivit shuashi ar miatovo

 


დიდი მადლობა . ჩემი პირველი მოთხრობაა ამ ჟანრში შევეცდები გავამართლო თქვენი იმედები

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

საინტერესო დასაწყისია , მომეწონა მალე დადე დაგემრიელი თავეი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent