კალეიდოსკოპი (VI თავი)
ცა შავ ღრუბლებს სრულიად დაეფარათ და ქარიც ამოვარდნილიყო, რომელიც ხორბლის თავთავებს ხან მიწაზე განრთხამდა, ხან ისევ ამაყად მოაღერებინებდა თავს. ზაფხულისთვის, განსაკუთრებით კი ივლისისათვის სრულიად უჩვეულო ამინდი იდგა. ანა ღია ფანჯარასთან რაფას მიყრდნობილიყო და თვალმოუშორებლად უყურებდა მის წინ გადაშლილ ხედს. აშკარად კოკისპირულად წვიმას აპირებდა. ამინდიც კი უთანხმდებოდა მის განწყობას და მოლოდინს და შფოთას კიდევ უფრო უძლიერებდა. წინ მძიმე ამბავი ჰქონდა მოსასმენი, რომელიც აშკარად ღრმა კვალს დაატყობდა მის ცნობიერებას, როგორც ერთხელ ეს ალექსის ცხოვრებას მოუვიდა. -ეს ამბავი დაახლოებით ცხრამეტი წლის წინ დაიწყო. მაშინ სკოლაში ახალი შესული ვიყავი და საოცრად მიხაროდა. დედა მეუბნებოდა, რომ კარგად უნდა მესწავლა, რათა მომავალში წარმატებული ვყოფილიყავი და ჩემს მშობლებს არ დავმსგავსებოდი. მამაჩემის შესახებ არაფერი ვიცოდი. არც დედისთვის მიკითხავს რამე მის შესახებ. ვიცოდიი ეს არ ესიამოვნებოდა. თავიდანვე მარტო მზრდიდა. იმ დაწყევლილ წელს კი... იმ წელს.. -არ გინდა გაგრძელება, თუ ეს ასეთი რთულია შენთვის. არა, მინდა, რომ ყველაფერი მოგიყვა და ამისგან განვთავისუფლდე. -იმ წელს ერთი კაცი გაიცნო. თომა ერქვა. არ ვიცი როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ მას შემდეგ დედა ძალიან შეიცვალა. აღარ იყო ისეთი ყურადღებიანი, როგორიც ადრე. სახლში მისულს მაგრად რომ მომეხვეოდა, მაკოცებდა და ცხელ სადილს დამახვედრებდა. შემდეგ მამეცადინებდა, მეთამაშებოდა და საღამოს უკვე ზღაპრების სამყაროშიც მამოგზაურებდა. ამის მაგივრად დღე და ღამ იმ კაცთან ერთად იყო. სახლში მხოლოდ რამოდენიმე საათით თუ შემოირბენდა. შემდეგ უკვე სახლში მოიყვანა და ჩვენთან ეერთად დაიწყო ცხოვრება. სწორედ იმ დღიდან დაიწყო ნამდვილი კოშმარი. არ ვიცი დედაჩემს რა დამართა, თუმცა ისედაც ძლივს შემორჩენილ მზრუნველობასაც აღარ იჩენდა ჩემს მიმართ. არც კი მიცავდა იმ მონსტრისგან, რომელსაც როდესაც მოუნდებოდა საშინლად ძალადობდა ჩემზე. დიახ, არ მოგესმა. შეეძლო სრლიად უმიზეზოდ წიხლქვეშ გაეგდე, სასტიკად ეცემე, ეწამებინე. დედაჩემს სახლი მალევე გააყიდინა და აქ გადმოვედით. ამ გადაკარგულში ვცხოვრობდით შემდეგი წლები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კოშმარული იყო. - ცოტა ხნით დადუმდა, შემდეგ კი მზერა ფანჯარასთან მდგარ გოგონაზე გადაიტანა, რომელიც უხმოდ, ინტერესით ელოდა ისტორიის გაგრძელებას, თან ამავდროულად თითებს ნერვიულად ატარებდა ფანჯრის რაფაზე. ცოტა ხანშიროდესაც თხრობა შეწყდა და მოლოდინი არ გამართლდა, გაკვირვებული შემობრუნდა. -არ გეგონოს ამას იმიტომ გიყვები, რომ შეგეცოდო და რამეში გამამართლო, რადგან ამის სურვილი სრული უაზრობა იქნება ჩემი მხრიდან. უბრალოდ მინდა ერთმა ადამიანმა მაინც იცოდეს ჩემი წასრულის შესახებ, რადგან მარტო ამის ტარება უკვე აუტანელია... არ მინდა რომ ჩემი გეშინოდეს. მაშინ მივხვდი, რომ ვერაფერს დაგიშავებდი, როდესაც იმ მაგიდაზე მყოფი, უხმოდ, ცრემლებშეკავებული ითმენდი აუტანელ ტკივილს. შენზე ძლიერ მე განვიცადე მგონი, რადგან იგივეს ვაკეთებდი, რასაც წლების განმავლობაში მე მიკეთებდნენ. მოკლედ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ აქ ახლა და მომავალშიც სრულიად უსაფრთხოდ ხარ, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან მაინც არაფერი გემუქრება. ანამ ნელა, უხმოდ დაუქნია თავი და ფანჯრიდან შემოპარულმა ნიავმაც თმების ჩამოშლილი ნაწილი ააფრიალა. -მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო დედაჩემი წავიდა. აქ გადმოსვლიდან ზუსტად ერთ წელიწადში. ახალი საყვარელი იშოვა და მასთან ერთად წავიდა. ისე რომ მე არ წამიყვანა. არც მოვუკითხივარ. აქ დამტოვა... მასთან ერთად. ხომ წარმოგიდგენია ლოთი, მანიაკალური გადახრების ადამიანის გვერდით ცხოვრება, რომელსაც სძულხარ და მშველელიც არავინ ჰყავს რომ მისგან გიხსნას. დიახ - ეს ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა იყო... თავიდან მხოლოდ ცემას სჯერდებოდა, შემდეგ ფანტაზია უფრო განუვიითარდა და მრავალი აზრი მოდიოდა მის ავადმყოფურ გონებაში. თავიდან სიგარეტის ნამწვავები, შემდეგ ცეცხლი და გახურებული საგნები, ბოლოს კი ბასრი იარაღები. საცდელ კურდღელად ვყავდი ქცეული, რომელზეც თავის ავადმყოფურ სურვილებს იკმაყოფილებდა. შეეძლო დღეების განმავლობაში ვყოლოდი დაბმული და ისე ვეწამებინე. როცა მობეზრდებოდა მხოლოდ მაშინ ამიშვებდა ძაღლივით. სწავლა როგორ მოვახერხე ესეც არ ვიცი. სკოლა აქედან საკმაოდ მოშორებით იყო და ყოველდღე დიდი მანძილის გავლა მიწევდა, დაახლოებით ერთი საათი, რომ იქამდე მიმეღწია. პატარა სოფლის სკოლა იყო და დიდად მონდომებული არც სხვა ბავშვები იყვნენ. ყველა თითქოს ერთ სამყაროს ვეკუთვნოდით, ერთნაირები ვიყავით, ცივილიზაციას ჩამორჩენილები და აქაურობას დამონებულები. მხოლოდ მე განვხვავდებოდი მათგან, ისიც იმით, რომ სახლში მონსტრი მელოდა, რომელიც საკუთარ ავადმყოფურ სურვილებს ჩემი წყალობით იკმაყოფილებდა... შემდეგ... შემდეგ ჩვენს პატარა დასახლებაში ერთი ადამიანი გამოჩნდა. დაახლოებით ოცდაათ წლამდე იქნებოდა. პირველი შეხედვისთანავე მიხვდებოდი, რომ ჩვენგან განსხვავებული იყო. მაღალი.. მუდმივად გაპარსული წვერით, სუფთა სახით. ყოველთვის შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი იყო, სხვა ფორმაში თითქმის არ მენახა. ყველა პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობოდა და მასაც თავი საოცრად ამაყად ეჭირა. შემდეგ ჩვენი მასწავლებლისაგან გავიგეთ, რომ ისიც წარმოშობით ჩვენი პატარა დასახლებიდან იყო. ბავშვობიდანვე გამორჩეულსა და ნიჭიერს დიდი წარმატებისათვის მიეღწია და საკუთარი ბიზნესი წამოეწყო, ახლა კი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი და პატივსაცემი ადამიანი გამხდარიყო.ამ გადაკარგულ მხარეში კი მშობლიური სახლის მოსანახულებლად ჩამოსულიყო. მაშინ პირველად გავიაზრე ჩემი არარაობა. იმის გაანალიზებამ, რომ ამ ქვეყნად არაფერს წარმოვადგენდი და იმ ნაბიჭვარს შეეძლო ერთ წამში მოვეკალი და გავექრე, ისე, რომ ჩემი კვალიც არ დარჩებოდა სულიერად შემძრა. მაშინ პირველად დავისახე მიზანი ჩემს ცხოვრებაში. მინდოდა ამ წუმპედან ამოვსულიყავი... მეც მიმეღწია წარმატებისთვის... უბრალოდ მისნაირი გავმხდარიყავი. ჩემთვის მისაბაძ ადამმიანად იქცა და იმ დღიდანვე მიზნის განხორციელება დავიწყე. ვცდილობდი რომ შესაძლებლობისდაგვარად კარგად მესწავლა, რაც შეიძლებოდა მეტი ცოდნა მიმეღო, რადგან ყველამ იცის, რომ „ცოდნა ძალაა!“ მე კი სწორედ ძალა მჭირდებოდა იმ მონსტრის დასამარცხებლად.... წლები გადიოდა, მე კი ყველაფერს ვითმენდი, ყველანაირ დამცირებას, ყველანაირ ტკივილს, რათა უბრალოდ გადავრჩენილიყავი. როდესაც ცოტა წამოვიზარდე და წინააღმდეგობის გაწევაც შემეძლო უკვე იმდენს ვეღარ მიბედავდა და ტკივილმაც იკლო. ჩვიდმეტი წლისამ როდესაც სწავლა დავამთავრე აქედან წავედი, როგორღაც ჩემი შეგროვებული ცოდნით მოვახერხე უნივერსიტეტში ჩაბარება. სამსახურიც ვიშოვე როგორღაც. ყველაფერი თითქოს დამთავრდა და მწყობრში ჩადგა, თუმცა ეს მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა. ჩემი იქ ყოფნიდან მეორე წელს პოლიციიდან დამიკავშირდნენ და სასწრაფოდ აქ დაბრუნება მიბრძანეს, თუმცა არ მითხრეს რის გამო. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს მოხდებოდა ან ეს ფაქტი ასე თუ შემძრავდა. თუმცა რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა მომქცეოდა, მაინც დედაჩემი იყო და მისმა გარდაცვალებამ... არა მოიცა - ირონიულად ჩაეღიმა და ყბები დაეჭიმა. - მისმა მკვლელობამ შემძრა და გამანადგურა. უკვე ვიცოდი თუ ვისი გაკეთებულიც იყო, არ მჭირდებოდა პოლიციის ფუჭი სამხილები და იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი ცხოველმა ჩაიდინა, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ის ნაძირალა თომა იყო ყველაფერში დამნაშავე. გაინტერესებს არა?! ყველაფერს მოგიყვები, მინდა რომ იცოდე.. დედაჩემი ჩემს მეცხრამეტე დაბადების დღეზე დაბრუნებულა, ჩემი აქედან წაყვანა უნდოდა, თუმცა რა თქმა უნდა არ დავხვდი. სამაგიეროდ თომა დახვდა, რომელმაც მთელი წლის დაგროვილი ბოღმა დედაჩემზე ამოანთხია. წარმოიდგინე რას იზამდა? ყველაზე საშინელი ხერხებით აწამა, ისე რომ მისი ამოცნობა ძლივს მოხერხდა. დედაჩემი მესამე დღეს დავკრძალე, შემდეგ კი, შემდეგ ყველაფრის დაგეგმვა დავიწყე.“კბილი კბილის წილ“ ამ პრინციპით ვმოქმედებდი და გადავწყვიტე, რომ სამაგიერო გადამეხადა ყველაფრისთვის. ჩემი ტანჯვისა და წამებისთვის, ჩვენი ოჯახის დანგრევისთვის და რაც მთავარია დედაჩემისთვის... დაკრძალვიდან მეოთხე დღეს მოვედი. როგორც ყოელთვის ისე დამხვდა, სასმელით გაჭყეპილს ღორივით ეძინა იატაკზე ბოთლთან ჩახუტებულს და მაშინ მივხვდი, თუ რა განსხვავება იყო ადამიანსა და მას შორის. დიახ ის ადამიანი არ იყო, მე ასე ჩავთვალე. საანამ გამოფხიზლდებოდა მისი სხეული სასტუმრო ოთახში შევათრიე და საიმედოდ დავაბი. გამოფხიზლებული კი ყველაზე სასტიკი ხერხებით ვაწამე და ყოველი მისი ამოყვირება, ყოველი დადენილი ცრემლი და სისხლის წვეთი ჩემს გახსნილ ჭრილობებს ნელ-ნელა კრავდა და თითქოს ტკივილს მიყუჩებდა. მეხუთე დღეს გარდაიცვალა. ვუყურებდი მის უსულო, დასახიჩრებულ სხეულს და ვხვდებოდი რომ უკან ვერ დავბრუმდებოდი საკუთარ მეს ვეღარ დავიბრუნებდი. მე უკვე სხვა ვიყავი. იმ ურჩხულის მსგავსი და მასავით წაბილწული. ამ მანკიერ თვისებას, რომელიც შევიძინე ვერ განვაცალკევებდი საკუთარი თავისგან. რამოდენიმე კვირა აქედან ვერ გავდიოდი. ხალხთან შეხვედრის ეშინოდა, თითქოს ყველას ეცოდინებოდა რა ჩავიდინე, ყველა მისნაირ სისხლისმსმელ მონსტრად შემრაცხავდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არავის მოუკითხავს. მისი გაქრობის მიზეზით არავინ დაინტერესებულა და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღემდე თვისუფალი ვარ. პირველად რომ გავედი გარეთ, საზოგადოებაში იმ ამბის შემდეგ დაფეთებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი, შემდეგ ეს ეჭვები და შიშის გრძნობა ნელ-ნელა ჩამიცხრა და თავსაც უფრო მშვიდად ვგრძნობდი. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მთელი ეს დრო თვეში ერთხელ თუ ჩავდიოდი ქალაქში უბრალოდ პროდუქტების მოსამარაგებლად. ყოველთვის ვგრძნობდი რომ შემეძლო სხვისთვისაც იგივე გამემეორებინა, რაც იმ ნაბიჭვარს გავუკეთე, ამიტომ ვერიდებოდი ადამიანებთან ახლო კონტაქტს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი, ჩემი შიშები და გრძნობები შეიძლება დიდ სისულელედ მოგეჩვენოს, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილია რაც ახლა მოგიყევი. მერწმუნე არაფერს არ ვიგონებ ან ვაბუქებ. შემდეგ შენ შეგხვდი. აქ რომ დაგინახე პირველად შემეშინდა ადამიანის. მერწმუნე შენი შემეშინდა, რომ იმის გაკეთებას მაიძულებდი, რასაც ამდენი ხანი გავურბოდი. სარდაფში ჩვენი მოკლე დიალოგები, ან უმეტეს შემთხვევაში დუმილი უცნაურ გრძნობას მიჩენდა შენს მიმართ. ერთ წამს მინდოდა, რომ შენს სახეზე ტკივილისაგან მიღებული სასოწარკვეთა და შიში ასახულიყო, თუმცა მეორე წამს ამ სურვილს უკუვაგდებდი და სადღაც სულის ბნელ კუნჭულში მოვისროდი ხოლმე... მაშინ კი, მაშინ როდესაც პირველი ჭრილობა მოგაყენე, ვიცოდი რა მტკივნეულიც იყო, შენ კი ხმაც არ ამოგიღია, ჩუმად ითმენდი ყველაფერს. შემდეგ კი ცრემლები დავინახე შენს თვალებზე და ამან შემაძრწუნა, მივხვდი რას ვაკეთებდი. მივხვდი რომ უკვე იმ არაკაცისგან არაფრით განვსხვავდებოდი, რის გაანალიზებაშიც შენს თვალებში დანახული ზიზღი დამეხმარა. არ შემეძლო შენთვის ტკივილი მომეყენებინა. აღარ შემეძლო. ვიცი ახლა თვალწინ ნამდვილი ფსიქოპათის პორტრეტი დაგეხატა, ადამიანის, რომელსაც არამდგრადი ემოციები აქვს და მისგნ ყოველ წამს რაღაც საშნელია მოსაოდნელი. ვიცი ალბათ ჩემი გეშინია კიდეც, იქნებ უფრო მეტადაც გძულვარ ვიდრე ადრე... -მე შენ არ მძულხარ! - გაიჟღერა გოგონას გამყინავმა ხმამ. წვიმა უკვე თქრიალით მოდიოდა, წვეთები ღია ფანჯარაში აღწევდა და იქვე მდგარი გოგონას თმებს წინწკლებივით ეფინებოდა. ის კი იდგა და გაქვავებული სახით მზერას არ აშორებდა ფანჯრის რაფაზე მოხტუნავე წვეთებს. სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. გოგონა მობრუნდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა კარისკენ. სასწრაფოდ გამოაღო, ერთი უკან მოიხედა გაქვავებული სახით, გავიდა და კარი ჭრიალით მიხურა. ოთახში კვლავ სიჩუმე ჩამოწვა. ახლა უკვე ბიჭი უყურებდა მდუმარედ ფანჯრის რაფაზე მოხტუნავე წვეთებს... -დილა მშვიდობისა! - ღიმილიანი სახით შემოაღო გოგონამ კარი და ლანგარიც თან შემოიყოლა. -დილა მშვიდობისა. არ მესმის აქ რატომ ხარ. არ ჯობია წახვიდე და შენს ცხოვრებას მიხედო? რაში გჭირდება ერთი შეშლილი მანიაკის დახმარება, ან საერთოდ რის მიღწევას ცდილობ ამით? -და რის მიღწევას უნდა ვცდილობდე ხომ ვერ მეტყვი? მე უბრალოდ მინდა აქ ყოფნა და იმიტომ ვარ. თან ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულხარ. სამსახურშიც შვებულება მაქვს აღებული, რომელიც შენი წყალობით ნორმალურად ვერ გამოვიყენე. სხვათა შორის ჭრილობის ნახვის დროა, სახვევი უნდა გამოგიცვალო, ასე რომ ჭამას რომ მორჩები მოგიწევს დამჯერი პაციენტის როლის მორგება და ისე არ იწუწუნებ როგორც წინა ჯერზე. - მხიარულად ჩამოარაკრაკა და ლანგარი ტუმბოზე მოხერხებულად მოათავსა. -კარგი, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია მთელი დღე აქ წოლა. იმედია მალე დამრთავს ექიმი ნებას ფეხზე თავისუფლად დავდგე. - სარკასტული ტონით უთხრა და ჭამას შეუდგა. - სხვათა შორის ძალიან კარგი მზარეული ხარ, მაგრამ მე ვერ შემედრები. -მართლა? საინტერესოა - წარბები აწკიპა გოგონამ. როცა გამოჯანმრთელდები მაშნ შევაფასებ შენს კულინარიულ ნიჭს. -მოიცა, შენ მართლა აპირებ ამდენი ხანი აქ დარჩენას? -და რა მოხდა მერე, გამაგდებ? -არა, უბრალოდ... კარგი არაფერი, დაივიწყე. -ხოდა ძალიან კარგი. დღეს თუ დამჯერი პაციენტი იქნები შეგიძლია საღამოს გარეთ გახვიდე, ოღონდ მხოლოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ. -მოიცა, შენ მგონი მართლა მოირგე ექიმის როლი. -დიახაც! ახლა კი თუ ჭამას მორჩი შეგიძლია მაისური აიწიო, ჭრილობა უნდა ვნახო. გოგონამ იქვე საწოლის გვერდით მიგდებული ჩანთიდან წამლებისა და ბინტების პაკეტი ამოიღო და საწოლზე მოხარხებულად ჩამოჯდა. სახვევები ნელა მოხსნა და ჭრილობას დააკვირდა, რომელიც შეხორცების პირას იყო მისული. ნელა გაწმინდა, შემდეგ ნაზად გადაუსვა მალამო და თან მის ყოველ შეხებაზე ბიჭის მიერ დავლილ ყოველ ჟრუანტელს აიგნორებდა. როდესაც ჭრილობის გადახვევას მორჩა და მაისურიც ჩამოუწია, ფეხზე წამოიმართა და განუცხადა, რომ მისი დასვენების დრო იყო. მიმობნეული ბინტების აკრიფა და ლანგართან ერთად ოთახი მოხერხებულად დატოვა. ბიჭი კარგა ხანს უყურებდა მიხურულ კარს და ცდილობდა გაერკვია, თუ რა გრძნობებს იწვევდა მასში ეს გოგონა, რომელიც სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა. იქნებ ისიც მასავით შეშლილია, ვინ იცის. თუმცა ფაქტია, რომ ანას აქ ყოფნა წარმოუდგენელ სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას ანიჭებდა. ამ ფიქრებში მალევე ჩაეძინა. კვალვ ის კოშმარი და მოუშუშებელი ჭრილობები. სულ მთლად აკანკალებულსა და გაოფლილს გამოეღვიძა. მზე ფანჯარას მისდგომოდა და საკმაოდ გადახრილოყო. საღამოვდებოდა. ქვემოდან რაღაც ხმაური მოისმოდა. „ალბათ ანა საქმიანობს რამეს“ - გაიფიქრა და ძლივსძლივობით წამოდგა ფეხზე. კიბეები ჭრალით ჩაათავა, როდესაც მის ყურთასმენას გოგონას გაბრაზებული ხმა მისწვდა. -რატომ ადექი?! ხომ გითხარი უჩემოდ ნაბიჯს არ გადადგავ მეთქი? -კარგი, რა მოხდა, საღამოს მაინც უნდა ჩამოვსულიყავი. -დივანზე მაინც ჩამოჯექი. - გოგონა მხარში ამოუდგა და ფანჯარასთან მდგომ გახუნებული მწვანე ფერის სავარძლამდე ძლივსძლივობით მიიყვანა. -აქაურობა შეგიცვლია. - ღიმილით აღნიშნა ბიჭმა. - კი, არ გეწყინოს, მაგრამ ნამდვილ საქათმეს ჰგავდა. ფარდები შევცვალე, ავეჯი გადავაადგილე, მტვერსაც მივხედა და ახლა მგონი ცოტათი უკეთესია. -ნამდვილად, გმადლობ, მაგრამ ამაზე ძალიან მაინც ნუ დაიღლი თავს. -ნუ ნერვიულობ, ძალიან არ დავღლილვარ. -რაღაცის სუნია, თითქოს იწვისო... კი ნმდვილად იწვის. -ვაიმე, სადილი - წამოიყვირა გოგონამ და სამზარეულოსკენ გაიქცა. მალევე დამშვიდებული სახით დაბრუნდა. - მგონი გადავრჩი, არ დამწვარა ჩემი საფირმო ქათამი - მხიარულად ჩაიხითხითა და არ შეიმჩნია როგორ გაშეშებული, გაფართოებული თვალებით უყურებდა ბიჭი მთელი ამ დროის განმავლობაში, მისი ღიმილით მონუსხული. ვახშამი სასადილო ოთახში მიირთვეს და შემდეგ შეპირებისამებრ გარეთ გავიდნენ და დაისს რკინის თეთრ, აქა-იქ დაჟანგულ საქანელაზე ეგებებოდნენ. ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ და პეიზაჟს მონუსხულები შეჰყურებდნენ. -ლამაზია არა? -ძალიან. ნელი სიო უბერავდა და შუაგული ზაფხულის მიუხედავად სიგრილე იდგა. გოგონას თხელ ბრეტელებიან მაისურში გამოწყობილს სიცივის შეგრძნებაზე ჟრუანტელმა დაუარა. -ხომ არ შეგცივდა. ნახე, შეგაკანკალა კიდევაც. - წარბებშეკრულმა შეხედა ალექსმა, შემდეგ კი მკლავი გადახვია და ერთი ხელის მოსმით მიიკრა გვერდით. ამასობაში ანა გაოგნებული უყურებდა, ცოტათი გაბრაზებუულიც, შემდეგ კი დამშვიდდა, მოხერხებულად მოკალათდა მისი მძიმე მკლავის ქვეშ და თავი მხარზე ჩამოადო. ორივე უცნაურად სასიამოვნოდ გრძნობდა ერთმანეთის გვერდით თავს. მზემ უკანასკნელი სხივებიც მოავლო არემარეს და მინდვრებს შორის ჩაესვენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.