ყველგან გამოგყვები (2)
მეორე დღეს ნინა სკოლაში არ წასულა, დედამისთან ერთად დარბოდა საბუთებზე რომ მოეწესრიგებინა ყველაფერი. სახლში მხოლოდ შუადღეს მიაღწია. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. -დე, მე გავაღებ!-ნინამ ხალათი შემოიცვა და კართან მივიდა.რომ გააღო რატი დახვდა. -ნინა, რითი ახსნი იმას რომ ორასჯერ მოგწერე და არ მიპასუხე? გუშინ ვაფშე სად იყავი? -შემოდი-ნინა გაიწია და რატის დაუთმო გზა. მისაღებში გავიდნენ და დასხდნენ. ელენეც გამოვიდა და გაკვირვებულმა შეხედა რატის. -გამარჯობა ქალბატონო ელენე. -გამარჯობა რატი? დარჩები სადილზე? -არა, მადლობა ქალბატონო ელენე-რატი ისეთი თავაზიანი იყო რომ ნინას ყბა ჩამოუვარდა. ელენე სამზარეულოში გავიდა. -არაფერი ისეთი არ მომხდარა. უბრალოდ გაცვლითი სტუდენტი ვიქნები ამერიკაში. ამაზე დავრბოდი მთელი დღე. საბუთებს ვაგროვდებდით, პასპორტი მაქვს, მინდობილობას ვაკეთებთ, მერე ვიზა თუ ჯანდაბა და მორჩაა. -რამდენ დღეში მიდიხარ? -მემგონი 3. არ მახსოვს ზუსტად. -და ამას ეხლა მეუბნები? თან ისე თითქოს არაფერი? ნინა მეჩვენება თუ ზედმეტად აღფრთოვანებული ხარ ამით?-გაბრაზებას ვერ მალავდა რატი. -რატი, რატომ არ უნდა მიხაროდეს? ამერიკაში ვისწავლი. -ხო, უნდა გიხაროდეს აბა რა. ჩემი დატოვებაც ალბათ გიხარია-გაიბუსხა რატი. -რატი... ნუ...-ნინა წამოდგა და უკნიდან მოეხვია-რატიიი, რატიიიი. მაპატიე რაა, უნდა გამეფრთხილებინე. რატიი, ხო იცი როგორ მიყვარხაარ. -არ ვიცი. იმიტომ რომ არ მაგრძნობინებ ნინ, უემოციო ხარ ზედმეტად. -ეხა ხო გაგრძნობინებ.რატიი, რატო მიბრაზდებიიი-საყვარელი ხმით ჰკითხა ნინამ. -რატო და იმიტო. ღირსი ხარ ეხლა-რატიმ ხელში აიყვანე, ჯერ ღუტუნი და მერე ლოყებზე ჩქმეტა დაუწყო. -კაიიი... მივხვდი!! რატიი გეყოო-კვდებოდა სიცილით ნინა, როდა დედამისი შემოვიდა. -რა ხდება აქ-მკაცრი ხმით იკითხა ელენემ. -ისა... არაფერი-მაშინვე დასვა რატიმ ნინა. -ესე უკეთესია, ნუ ააჯირგალებთ აქაურობას-იგივე ცივი და მკაცრი ხმით თქვა ელენემ და გავიდა ოთახიდან. -რა დაემართა დედაშენს?-გაუკვირდა რატის. -არაფერი. -ნინ, კარგად გიცნობ. რაღაცას მიმალავ? -შეილება. -რა შეილება, რას მიმალავ? -მერე გაიგებ, კაი მეჩქარება. დედაჩემს მივეხმარო რაღაცეებში. -და ესე მემშვიდობები? -გნახავ ამ დღეებში. -ნინ, მაგრა მიშლი ნერვებს. ძაან ვიჩხუბებთ მე და შენ. -რატიი, ნუ ართულებ ყველაფერს. სულ ესეთი დრამა რატო გიყვარს? -შენ სუ ესეთი უემოციო როგორ ხარ? ნინ, რამდენი ხანი იქნები იქ? -არ ვიცი, ალბათ 1თვეზე მეტი. -მე წავალ. შენ კი წადი იმ ამერიკაში და იყავი კარგად. -რატიი კაი რა. -ნახვამდის ნინა-რატი გავიდა ოთახიდან ისე რომ ნინას წესიერად არც დაემშვიდობა. ნინა მიხვდა რომ ეს მათ დაშორებას ნიშნავდა. თვალებიდან ცრემლები წასკდა, ტახტზე წამოწვა და ტირილი დაიწყო. ამასობაში ელენეც შემოვიდა. -რა მოხდა დედა?-მაშინვე ყველაფერი მიატოვა ელენემ და გვერდით ჩამოუჯდა. -რატი დამშორდა-სლუკუნით მიუგო ნინამ. -რატო? -ამერიკაში რო მივდივარ მაგიტო. მიზეზი არ ვუთხარი-კიდე უფრო მწარედ ატირდა ნინა. ნინას არ უნდოდა ვინმეს შეცოდებოდა და მაგიტომ არ უთხრა რატის არაფერი. იფიქრა ერთადერთი ადამიანი მაინც იქნება ვისაც ამის შესახებ არ დაველაპარაკებიო. მთელი დღე ლოგინში იწვა ნინა. საღამოს გიორგიმ დაურეკა. -ალო? -ნინ, სად ხარ? -სახლში. -რატო არ იყავი დღეს სკოლაში? -უბრალოდ. დამეზარა. -ჩამო რა შენ სახლთან ვარ. -არ ვარ ფორმაში. -არ მაინტერესებს, მე და თაბუკა გელოდებით. -თაბუკა? -ხო დაჩი, გაცვლითი პროგრამიდან რო არი სტუდენტი. -გაცვლითი პროგრამიდან? -ხო, რა დაგემართა გუშინ რო იყო ჩვენთან ერთად. -კაი, მოვდივარ-ნინამ გათიშა. ნელა წამოდგა ლოგინიდან და სარკესთან მივიდა. რომ დაინახა რას გავდა, საკუთარი თავის შეეშინდა. სათვალე გაიკეთა და თმები დაივარცხნა. სპორტულები ამოიცვა და ქვემოთ ჩავიდა. მართლაც ქვემოთ დაჩი და გიორგი იდგნენ, ორივე ეწეოდა, ნინამ ორივე ცივად გადაკოცნა და სიგარეტი ამოიღო. -რა ხდება?-მაშინვე კითხა გიორგიმ. -მოგიყვე?-ნინამ დაიწყო მოყოლა, თან რეაქციებს აკვირდებოდა. გიორგი შოკში იყო, დაჩი კი ისე უყურებდა თითქოს ყველაფერი იცოდა. მას არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. ნინა კი რაც უფრო ყვებოდა მით უფრო შედიოდა ემოციებში. -და... ეს ყველაფერი რატისთან ერთად გაიგე? -ხო. დაჩი შენ რატო ხარ ჩუმად?-გაუკვირდა ნინას. -რავი, აბა რა ვქნა? ვიტირო? -წადი შენი-ნინა შებრუნდა და სახლისკენ აიღო გეზი. დაჩიმ სიგარეტი გადააგდო და ნინას დაეწია. -რატო წავიდე. რას გიშლი?-იგივე ცივი ხმით უთხრა დაჩიმ ნინას-მესმის გაიგე რომ ნაშვილები ხარ მაგრამ სამყარო არ დაღუპულა ამით. რა მოხდა ამით? -რა და მთელი ცხოვრება მატყუებდნენ მშობლები. -შენ გინდა იმ ადამიანებთან იყო ვინც გაგაშვილეს? -რატომ მელაპარაკები ისე თითქოს ყველაფერი იცოდი? -ეგეთი ლაპარაკი როგორია? -დაიკიდე. რა გინდა ვაფშე. -არაფერი მე მალე დავბრუნდები ამერიკაში და დაგანებებ თავს. -ძალიანაც კარგი-ნინა დაჩისთან დაუმშვიდობებლად გაბრუნდა სახლში. მართლაც ისე მალე გავიდა ეს დღეები რომ ნინამ ვერც კი შეამჩნია. ამ დღეების განმალობაში ნინამ ყველა მოინახულა. ნათესავებიდან დაწყებული, მეგობრებით დამთავრებული. დედამისმა კი ძლივს მოიფიქრა როგორ გაეშვა ნინა ამერიკაში ისე რომ მამამისს არაფერი გაეგო. რეისი დაჯავშნილი იყო ნიკას სამუშაო საათებში. აეროპორტში დედამისმა წაიყვანა. ნინას პირი დარჩა ღია როცა მისი ყველა მეგობარი იქ დახვდა. რატიც კი მათთან ერთად იყო. მხოლოდ დაჩი არ ჩანდა არსად. ნინა სათითაოდ გამოემშვიდობა ყველას. დადგა რატის ჯერიც. -ნინ, მაგრა დებილურად მოვიქეცი იმ დღეს. მაპატიე რა? ბოლოს და ბოლოს 1თვეში ჩამოხვალ. მალე იქნები აქ ხომ? -ხო. რათქმაუნდა. -მაპატიებ? -კი-ნინა ჩაეხუტა რატის და აკოცა. თვითმფრინავში ჩაჯდა. მის გვერდით ადგილი თავისუფალი იყო. ეს მას უხაროდა, იფიქრა არავინ შემაწუხებსო, ის იყო თვითმფრინავის კარი უნდა დაკეტილიყო რომ ვიღაც ბიჭი ამოვარდა და მის გვერდით დაჯდა. ეს დაჩი იყო.თვითფრინავი კი აფრინდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.