შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ფორტეპიანო (თავი1)


13-11-2016, 00:29
ავტორი სპენსერი
ნანახია 1 656

მაშინ ის პერიოდი იყო,ხალხი პურის და ნავთის რიგში რომ იდგა. მთელი სასტავი ეზოში რომ 'აბირჟავებდა' მახსოვს იმ წელიწადს საატესტატოს ვაბარებდი როცა უბანში ხმა გავარდა კიკნაძე გადმოვიდაო. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეს ლუკა კიკნაძე რომელმაც მთელი უბანი აალაპარაკა.
მგონი ოთხშაბათი იყო 19 ნოემბერი ლადოსთან დავდიოდით ინგლისურზე.
დედამისი,თინა ინგლისურის მასწავლებელი იყო ჩვენს სკოლაში მაგრამ ჩვენს კლაში არ ასწავლიდა. სწორედ მასთან დავიდიოდით ჩვენი სასტავი. მაშინაც ასე იყო.
-შუქი მოვიდა დაშნიანის კორპუსში-ფანჯრისკენ გაიხედა ლიკამ.
-ძალიან კარგი აქაც მოვა,ოღონდ ეს ტესტი დაასრულეთ-გაგვიღიმა თინამ და ლამფას მიუბრუნდა.
-ეს ვერ გავიგე..-ამბობს ეკუნა და თინა მასწავლებელს უყურებს. თინა ძალიან მშვიდად უხსნის ეკუნას რომ ეს ძალიან მარტივი თემაა და უკვე უნდა იცოდეს.. მერე დენი აქაც მოდის და მის მოსვლას ტაშით ვეგებებით.
-კარგი გაგიშვებთ ეხლა და კვირას 4ზე გელოდებით-გვითხრა თინა დეიდამ და კარისკენ გაგვიძღვა.
-გნახავთ ხვალ-ლადო
კიბეები ნელა ჩავირბინეთ,ვაკო იმ სიმღერას ღიღინებდა შავი პრინცი და ჯერონიმო რომ იყო 'ჩვენი ძმები' ჰოჰო აი მაგას. მე ლიკა და ეკა ამაზე ბევრს ვიცინოდით. სადარბაზოდან გავედით და ფეხებიდან ყელამდე სიცივე ვიგრძენი ისეთი რომ შეიძლება იქვე ჩავკეცილიყავი.
მერე ვაკო უცნობ ბიჭებთან მიდის და ხელს ართმევს ჩვენთვის გაუგებარ სასტავზე ესაუბრება.
ორი ბიჭია ორივე მაღალი,ტყავის კურტკები აცვიათ და შავი ქუდები ახურავთ. ერთს თვალთან შრამი აქვს. თან ისე უხდება ეს შრამი...(კარგი მელანია რეებს ფიქრობ)
-ჰო მივხედავთ მაგას,უი ესენი ჩემი დაიკოები არიან ეკა ლიკა და მელანია-ჩემი სახელი რარაც განსაკუთებულად გამოჰყო ვაკომ,ის შრამიამიანს ჩემს ხელთათმანებზე გაუშტერდა თვალი. ვერ გავიგე რატომ და ნერვები მომეშალა.
-სასიამოვოა, მე ლუკა ვარ დადიანი ეს ნიკუშა ლეშკაშელი-ლუკა ძალიან პოზიტირური ბიჭი ჩანდა რაზეც ნიკუშაზე ანუ შრამიანზე ვერ ვიტყოდი.
ვაკო გვართობდა გზაში თან ათას უაზრობას იხსენებდა.
-აუ წამოდით შონიას სახლთან რომ საქანელებია იქ ვიქანაოთ რა-აწუწუნდა ეკა.
-მე უნდა წავიდე რა მომკლავენ გური და ნანა-ვთქვი წყნარი ხმით. ბავშვებმა შენ მარტო როგორ გაგიშვებთო და ყველანი დავიშალეთ. აირომ მიყვარს ჩემი მეგობრები! ისინი რომ საუკეთესოები არიან. გაკვეთილები ვიმეცადინე, სანთელს სული შევუბერე და ლოგინში კომფორტულად მოვთავსდი.
^
-მელანია ბარბაქაძე,მელანო ჰქვია მაგრამ ყველასთვის მელანიაა...18 წლის არის, დათოს და არის მამამისს ჩვენი უბნის კონტროლი ჰყავს აყვანილი, დედამისსი პიანისტია. როგრც გავიგე თვითონაც კონსერვატორიაში აბარებსო. კარგი გოგოა მაგრამ ერთი ის არის რომ ჩვენნაირებთან არ ურთიერთობს..
-ჩვენნაირებთან როგორ?-გაიწელა ლუკა.
-კაი ტო გოგო სწავლას აწვება, იმხელა გეგმები აქვს და ნარკომანი შეყვარებული?მეღადავებიტო?
-შეყვარებული? არ ჰყავს?-მშვიდი ტონით იკითხა ნიკუშამ და სიგარეტს გაუკიდა.
-..ადრე უყვარდა ვიღაცასო ამასაც უყვარდაო მერე იმან დაიკიდა და მოსკოვში წავიდაო, არაფერს არ ამბობენ ამაზე.
-კარგი ძმა ხარ ფიფო-გაუცინა ნიკუშამ.
ფიფია თავის უბანს ჩაუჰყვა.
-ეხლა რა უნნდა ქნა?-ჰკითხა ლუკამ ნიკას.
-არაფერი, ლამაზი სახელია მელანია..
იმ მომენტში ყველზე ძვირფას სახელად მიაცნდა ნიკას მელანიას სახელი იმდენად დააინტერესა მელანომ რომ მასზე გაიკითხა კიდეც არაადა ასე არასდროს მოქცეულა ასე არასროს დაინტერესებულა გოგოთი. არა იყვნენ ისეთი გოგოები ჩვენ რომ ვიცით (ჰო ეგეთები) მაგრამ მელანია? არა ეს სხვა იყო რარაც სხვა..

დილას დათოს ყვირილმა გამაღვიძა,სწრაფად წაოვდექი ლოგინიდან და კარს ავეყუდე.
-არაფერი არ მომხდარა გური! ხო გეუბნები პატარა შეკამათება მოგვივიდა-დათო ღრიალებდა ცალკე ნანა ტიროდა.
-ნუ მეპასუხები! რამდენს ბედავ
-წავედი მე პაკოსთან დავრჩები...-კარი გაიჯახუნა დათომ და გავარდა.
მთელი 1 კვირა სახლში არ მოსულა არც დაურეკია არც სკოლასთან დამხვედრია ასეთი წესი ჰქონდა ყოველთვის სკოლასთან მელოდებოდა.
ამ ერთ კვირაში არც ნიკუშა გამოჩენილა ვერც ის გაიგეს რა მოხდა იმ დღეს როცა დათო სახლიდან წავიდა.
-მოხვედი დედი?-მკითხა ნანამ.
-ჰო გამოვიცვლი და მოვალ-ოთახის კარი შევაღე ფანჯრები ღია დამრჩენია არადა არასდროს მრჩებოდა. თმა კოსად უნდა შემეკრა ჩემს ლოგინზე თეთრი ფურცელი რომ დავინახე.
"დაშნიანის სახლთან,5ზე!"-ტანში გამაჟრჟოლა, ვინ უნდა ყოფილიყო? ვინ აღარ ვიფიქრე, დათო მეგონა და უბრალოდ ვიფიქრე რომ ჩემი ნახვა უნდოდა.
4ზე მქონდა ფორტეპიანოს გაკვეთილი და 5ზე მიმთავრდებოდა.
-კარგია მელანია კარგია, მაგრამ მეტი იმუშავე რომ ხელი აღარ გეტკინოს-მიმითითა შეხვეულ ხელზე.
-კარგით მას..
დაშნიანის სახლთან ერთი სკვერია ძირითადად შეყვარებულები სხედან ხოლმე.
-გამარჯობა მე-ლა-ნო!-ზურგს უკან სასიამოვნო ხმა მომესმა,თითქოს დათო იყოო მაგრამ..
-შენნ?-ალმაცერად გავღედე მომღიმარ ნიკუშას.
-მე...
-რა გინდოდა?-თვალებში შემომხედა თითქოს მთელი სამყარო დატრიალდაო ასე ვიყავი,მართალია ეს შრამი ძალიან უხდება მის მწვანე თვალებს.
-წამო გავიაროთ,, - არ ვიცი რატომ მაგრამ წავყევი იმ წუთას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სად მივყავდი.
-ლამაზი სახელია მელანო..
-მელანია, მქვია და არა მელანო-ცივად დავაიგნორე მისი მზერა.
-ხო რაც არის, ესეიგი ფორტოებიანოზე დადიხარ ჰო?-მკითხა და იქვე სკამზე ჩამოვჯექით მე სიცივისგან ხელები ჩემს წითელ პალტოში შევაცურე.
-ჰო ორშაბათს და ხუთშაბათს-რამდენს ტლიკინებ მელანია! ნამდვილად შარში ხარ.
-გინდა?-სიგარეტზე მიმითითა მეც მკაცრი უარი ვესროლე და გვერძე გავიხედე .
რაღაც ისეთს ვგრძნობდი რაც აღარ უნდა მეგრძნო რაც უბრალოდ აკრძალული იყო. ვერ ვიგებდი რატომ მაბნევდა ან რა უნდოდა ჩემგან,მშვიდად ეწეოდა შიგადაშიგ მე გამომხედავდა ხოლმე.
-გინდა მთაწმინდაზე წავიდეთ?-მკითხა ჩახლეჩილი და ამავდროულად საოცარი ხმით.
-არა უნდა ვიმეცადინო, ისიც არ ვიცი აქ რამინდა-ვთქვი დაბნეულად.
-გაიგემბ მალე,-თვალი ჩამიკრა და წამოდგა.
^
კვირას ინგლისურზე რომ მივდიოდით ნიკუშა შეგხვდა ლადუკას უბანთან,ვიკო რაღაცეებს გვიყვებოდა ჩვენც ვიცინოდით.
ნიკუშამ უბრალოდ გადამკოცნა მე ტანში ელექტროდენმა დამიარა უკვე მერამდენედ ეკუნამ თვალი ჩამიკრა.
ინგლისურის გაკვეთილიდან რომ გამოვედით გოგოებმა თქვეს ცოტა გავიაროთო ვიკომ მალე დაგვტოვა სამწუხაროდ.
-ნიკუშამ როგორ შემოგხედა დააკვირდი?-მეკითხება ეკა თან საღეჭ რეზინს ხსნის.
-ვერა-გავიცინე და ხელი გავუყარე.
-მაგას შენ მოწონხარ მგონი-გადაიხარხარა ორივემ.
-მოვწონდე მერე რა ხო იცით ჩემთვის მთავარი რა არის...
-კარგი რა-მობეზრებულად აიქნია ხელი ლიკამ-არ დაიღალე ამ ფორტეპიანოთი? ბახი, მოცარტი და აი შენი ცხოვრებაც-მისაყვედურა დაქალმა.
-კარგი რა ლიკა....
-შენ კიდე დაანებე თავი მაგრამ ეს რომ ლაშამ გაიგოს ხო იცი რაც მოხდება-გამაფრთხილა ეკამ.
რუსთაველზე საინტერესო არაფერი ხდებოდა ჩვენც მალე დავიშალეთ. სახლში მოსულს კი დათო დამხვდა.
-დათო როგორ მომენატრე.
-მეც მომენატრე მალანია-გულზე ამიკრა-დღეს ვიცი რომ არაფერი გაქვს წამო გავისეირნოთ რა ამათი თავი არ მაქვს ხო იცი-გამიცინა.
-ჩავიცმევ და წავიდეთ-ჭრელი სარაფანი გადავიცვი და მოსაცმელი ავიღე.
-სად იყავი არ მეტყვი?-ვკითე როცა უბანს გავცდით.
-გეტყვი ოღონდ არავის არ უნდა უთხრა!
-გისმენ ყურადრებით.
-მარიამ შელია ხო იცი შენი სკოლელია-უკვე მივხვდი ყველაფერს.
-კი გამიგია
-ეგ მომყავს ცოლად-ისტერიული სიცილი ამივარდა, იმდენი დავცინე ბოლოს თავში ხელს ირტყავდა არ უნდა მეთქვაო. მარიამ შელია როგორ არ ვიცოდი მაგრამ მარიამი და დათო ერთად? აი არარსებობდა.
-გეყოს ვსო, ჰოდა ...
-მოგყვება?-ისევ ავხარხარდი.
-კი და სხვათა შორის ვიღაცას ოთახის დათმობა მოუწევს-სრული სერიოზულობით თქვა მან.
-ეგრა მაკლია აი-შუა თითი და ცერა თითი გავატკაცუნე.
-კარგი გეხუმრები ხო იცი ნანას და გურის ვინ უნდა უთხრას ეს ამბავი-მითხრა და ჩემი ქება დაიწყო თუ როგორი კარგი და ვყავდი.
-კარგი ჰო ვეტყვი..
კიდევ გაივარეთ ცოტა ვისაუბრეთ და სახლში წავედით.
-სად იყავით?
-ვსეირნობდით ნანიკო რა იყო?-ცივად უთხრა დათომ დედას.
-არაფერი,საღამოს სტუმრები გვეყოლება...ორივე მჭირდებით.
-კი მაგრამ ფორტეპიანო....-სიტყვა გამაწყვეტინა.
-ერთხელ დათმე შენი პიანინო-ირონიულად გამომხედა ნანიკომ.
-პორტეპიანო!კარგი ვნახოთ-ისეთივე ტონით ვუთხარი და ჩემს ოთახში შევიყუჟე.
ვფიქრობდი ყველაფერზე,თან არაფერზე ნიკუშაზე გოგოების ნათქვამზე და ჩემს მომავალ პროფესიაზე.
ბავშობიდან დავინტერესდი ამ სფეროთი,ალბათ იმიტომ რომ ბებიაჩემი ქალბატონი ელენა ბერაძე იმ დროს ცნობილი პიანისტი იყო. მეც მინდოდა რაიმე წარმატებას მიმეღწია და მასავით ვყოფილიყავი.
დათო ხშირად ხუმრობს ელენას ასლი ხარო მაგრამ..
საღამოს ნანიკოს მაინც გამოეპარე სახლიდან, მის სტუმრებს და 'დედა მელანია რამხელა გაზრდილხარ'-ს თავი ნამდვილად არ მქონდა ნოტების რვეულს ხელი დავავლე და ეკას სახლისკენ წამოვედი.
-მარტო ხარ?-ვკითხე ეკას სანამ შევიდოდი.
-ჰო სადღაც წავიდნენ,რაო ნიკუშამ ნახე? მომიყევი რა დაიცა ლიკას დავურეკავ.
ტელეფონის ნომერი გრაციოზულად აკრიფა და კარალევასავით გაიმართა წელში.
-გამარჯობა ლიკას თხოვეთ...ჰო ლიკუ ვიცი გამოდი ჩემთან რა...კაი-ტელეფონის ყურმილი დაკიდა და ოთახში შემოვიდა.
-სანამ ლიკა მოვა შენს ფორტეპიანოზე ვივარჯიშებ რა-შევეხვეწე.
-კაი მიდი და მე რო მიყვარს ის დაუკარი-გამიცინა....
ეკასთან ყოფნა განსაკუთრებით მიყვარდა,განსაკუთრებით კი ფორტეპიანოს კუთხე...
ოთარ რამიშვილის 'ყოველ ღამით' დამაკვრევინა.
გიჟებოდა ამ სიმღერაზე უბრალოდ შეეძლო და შეემეძლო მთელი მეკრა..ჰო მერე ეკას ეს სიმღერა ჩვენმა სკოლელმა თედო იაშვილმა რომ უმღერა ამაზე სულ გაგიჟდა მაგრამ ეკამ იუარა თედო,შენნაირები არ მხიბლავსო. (ვიცი რომ ძალიან ბოროტია!)
-დაიწყეთ!-ლიკა მოვიდა ჩვენც კონფორტულად მოვთავსდით.
-ევასები რა-მოყოლის შემდეგ დაასკვნა ლიკამ.
-მოიცა რა
-კაი აბა ნიკუშა ლეშკაშელი გოგოს დაიბარებდა სადმე? მოიცათ რა...
-ჰო შეიძლება-ეს ვთქვი და ფანჯრისკენ გავიხედე.
სახლში მალე წამოვედი იქ მისულს სტუმრები დამხვდნენ ნანიკო და გური ისე იღიმოდნენ შემეშინდა ხო კარგად ხართ მეთქი. კიდევ კარგი სტუმრებიც მალე წავიდნენ თორემ მათი თავი მართლა არ მქონდა.
დასაძინებლად ვემზადებოდი ლოგინიდან თეთრი გაცრეცილი ფურცელი რომ გადმოვარდა უცებ გავხსენი და კითხვა დავიწყე 'დაკვრა ძალიან კარგად გამოგდის!' მივხვდი ვინ იქნებოდა,წერილი გადავდე და დავიძინე.



გამარჯობა,როგორ ხართ?^^ ძალიან დიდი ხანია ისტორია აღარ დამიდია და ისე ვნერვიულობ ამ სიახლის ატვირთვისას რომ... რაც შეეხება წინა ისტორიებს სამწუხაროდ აღარ გაგრძელდება,შემიფასეთ ახალი ისტორია ველი კრიტიკას. მიყვარხართ და მომენატრეთ ძალიან*-*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent