შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალეიდოსკოპი (VII თავი)


14-11-2016, 01:26
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 680

არემარე მთლიანად მოეცვა სიბნელეს, თითქოს ცხოვრებაც ჩამკვდარიყო ირგვლივ, მხოლოდ ჭრიჭინები გულისგამაწვრილებელი ხმოვანება არ გაძლევდა ამის ფიქრის საშუალებას. სახლის წინ საქანელაზე ორი სხეული კვლავ გაუნძრევლად, ერთმანეთს მიკრული იჯდა და წასვლას არცერთი არ ჩქარობდა.
-უკვე ძალიან გვიანია. - ბოლოსდაბოლოს ამოილაპრაკა ანამ.
-გეძინება ალბათ, წამოდი. - ალექსი შეიშმუშნა და გოგონასთან ერთად ფეხზე წამოდგა.
სახლის კიბეებს აუყვნენ და ალექსის ოთახის კარებთან შედგნენ.
-ღამე მშვილობისა.
-მოიცადე - ხელი მკლავში ჩაავლო მიბრუნებულ გოგონას და თავისკენ მოსწია. - შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო?
-რა თხოვნა? გააჩნია.
-არა, შემპირდი რომ აუცილებლად შემისრულებ.
-კარგი, მაგრამ რა არის ასეთი?
-ჯერ შემპირდი.
-გპირდები - მობეზრებულად ამოილაპარაკა გოგონამ. აშკარა იყო, რომ მისგან თავის დაღწევა და კარგა გვარიანი ძილის გამოცხობა სურდა.
-დღეს ჩემთან დაიძინე.
-რა?! - უცებ გამოფხიზლდა და თვალებიც დააჭყიტა. - ეს როგორ გავიგო?!
-ჩვეულებრივად. მე ჩემს გვერდით დაძინებას გთავაზობ სხვას ხომ არაფერს... თან უკვე პირობაც მომეცი.
ცოტა ხანი ჩუმად იდგა და გონებაში ხარშავდა ყველაფერს, ბოლოს თავისი გადაწყვეტილების მართებულობაში დარწმუნებულმა თავი ასწია და თავდაჯერებულად ამოთქვა თავისი აზრი:
-კარგი, თანახმა ვარ. ოღონდ რაიმე ისე თუ არ წავიდა, იცოდე ჩემს თვზე პასუხს არ ვაგებ. - სახე ახლოს მიუტანა და თვალებმოჭუტულმა ამოღერღა - ნამდვილად ვერ გადამირჩები იცოდე, გაფრთხილებ! - შემდეგ კი ცხვირაპრეხილი, მობეზრებული სახით და მყარი ნაბიჯით გაემართა საწოლისკენ და ზედ მოწყვეტით დავარდა.
ალექსმა ერთი თავი გააქნია და ყურებამდე გაღიმებული შეჰყვა გოგონას. - სხვა არჩევანი მაინც არ გქონდა.- მიაძახა და კარი მოხურა. საწოლს მიუახლოვდა გოგონას დააცქერდა. - ასე აპირებ დაძინებას?
-ასე როგორ?
-როგორ და ჩაცმული. შრავლით და მაისურით.
-აბა რა გინდა? ბარგი ნამდვილად არ წამომიღია.
-შენი ნებაა. - უთხრა და მაისური წამებში გადაიძრო, შემდეგ მის გზას შარვალიც გაუყენა და საწოლზე ანას გვერდით დაემხო. ამასობაში გოგონას სახეზე ნამდვილად ცისარტყელას შვიდივე ფერმა გადაირბინა და ბოლოს წითელზე შეჯერდა. ალექსმა გვერდით დადებულ პლედს დაავლო ხელი აიქნია და ისე დაეფინა საწოლს, რომ ანასთან ერთად მის ქვეშ მოექცა.
-მოიწიე თორემ გადავარდები. - სიცილით გადაულაპარაკა. საპასუხოდ კი მხოლოდ ბღვერა მიიღო და თავი გაანება.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. ფანჯრიდან ახლად გამონათებული მთვარის ვერცხლისფერი სინათლე დამრეცად შემოდიოდა და საწოლს ეფინებოდა. გოგონა ზურგზე იწვა და მზერა ჭერს იქით არსებული უსასრულობისთვის გაესწორებინა. მისი ფერფლისფერში გადასული თმები ბალიშზე არეულად მიმოფანტულიყვნენ, მთვარის შუქი კი თითქოს შარავანდედს ადგამდა თავზე და ამ სურათს არნახულ ზღაპრულ ეფექტს ანიჭებდა. არარეალურს ამსგავსებდა. მართლაც ანა იმ წამს არარეალურად ლამაზი იყო, რაზეც ალექსის გაყინული მზერაც მოწმობდა, გოგონასკენ მიმართული.
-კარგი დღე იყო არა? - ამოილაპარაკა გოგონამ.
- ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე, რადგან შენთან ერთად გავატარე. - უნებურად მოსწყდა ეს სიტყვები ბიჭის ბაგეებს, რამაც ანას გაოცება გამოიწვია. თავი გაკვირვებულმა მოატრიალა და ალექსს შეხედა რომელმაც დაბნეულობისაგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-ღამე მშვიდობისა.
-ტკბილი ძილი. - გოგონა სარკმლისკენ გადატრიალდა და თვალები მილულა. მალე სიზმრების ქვეყანაში გადაინაცვლა.
ღამით ხმაურმა გააღვიძა. რომ გამოფხიზლდა მიხვდა, რომ ალექსი ყვიროდა მის გვერდით. ალბათ კოშმარს ხედავდა. სახე ოფლით დაცვაროდა და საშინლად მანჭავდა. დროდადრო რაღაც გაურკვეველ სიტყვებს წამოიძახებდა ხოლმე.
-ალექს გამოფხიზლდი! ალექს! - გოგონამ მკლავში წაავლო ხელი და ნჯღრევა დაუწყო. - ალექსს გონს მოდი! - ბოლოს ალექსმა თვალები გაახილა და ერთ ადგილას გაშეშდა. გარემოს მზერა მოავლო და საბოლოოდ გოგონაზე შეაჩერა, რომელიც ზემოდან გაოგნებული თვალებით დაყურებდა.
-ალექს კარგად ხარ? - შეშინებული ხმით ჰკითხა და უპასუხოდ დარჩა. ბიჭმა ხელები სახეზე მიიჭირა, ბოლოს უკან გადაასრიალა და დაცვარულ შუბლზე მიწებებული თმაც თან გადაიწია.
-კარგად ვარ, ნუ ღელავ. დაიძინე.
გოგონამაც შედარებით დამშვიდებულმა კვლავ დადო თავი ბალიშზე და იმდენი ხანი უყურებდა ალექსის ნატანჯ, ტკივილიან სახეს, სანამ კვლავ ძილმა არ წაართვა თავი.
დილით უცნაურად შებოჭილმა გაიღვიძა. თვალები რომ გაახილა დაინახა, რომ ალექსს მთელი ძალით ჰყავდა ჩაკრული, თავი მის თმებში ჰქონდა ჩარგული და სასუნთქ ჰაერს მათი სურნელით გაჯერებულს იღებდა. ცოტა უხერხულმა წოლის პოზამ შეაწუხა. თავიდან შეიშმუშნა, თუმცა შემდეგ ალექსისათვის ძლივს მოსული მშვიდი ძილი რომ არ დაეფრთხო, თავი შეიკავა და გაინაბა. მის გაღვიძებას დაელოდა. მზე უკვე ბოლომდე ამოსულიყო და სადაცაა ზენიტს მიაღწევდა, როდესაც ბიჭმაც ინება თვალების გახელა.
-როგორ გეძინა? - უმალვე ჰკითხა გოგონამ და საწოლზე წამოჯდა.
-ალექსმა მიბნედილი თვალები მოიფშვნიტა და ბოლოს გოგონასკენ მიმართა მზერა.
-ძალიან კარგად. შენს გვერდით ასე მშვიდად თუ ვიქნები საერთოდ არ მოგიშორებ გვერდიდან. - ყურეამდე გაიღიმა ბიჭი.
-შენ ამას მშვიდ ძილს ეძახი? - წარბები შეკრა გოგონამ. ალბათ საერთოდ არ გახსოვს წუხელ რა მდგომარეობაში იყავი. ძლივს გაგაღვიძე ოფლში ცურავდი და რაღაცას ყვიროდი. წარმომიდგენია როგორ კოშმარს ხედავდი.
-ადრე უარესი იყო...
-რა?
-არაფერი, დაივიწყე. არ გშია? უკვე შუადღე მოვიდა თითქმის და ალბათ ჩემს გამო ვერ ადექი.
-მართლა ძალიან მშია. თან პროდუქტებიც გათავდა.
-რა უნდა ვქნათ?
-ახლა რამეს გამოვნახავ და იმას მოვამზადებ. შემდეგ კი უახლოეს ქალაქში წავალთ და პროდუქტებს ვიყიდით.
-წავალთ? მგონი მომესმა.
-არაფერიც. არ ვაპირებ მარტო ვიბოდიალო საყიდლებზე. ყოველთვის მეზარებოდა ეს პროცესი.
-გუშინ ძლივს დამრთე ნება რომ ფეხზე დავმდგარიყავი და ახლა საყიდლებზე მიმათრევ.
-ნუ გეშინია, არაფერი მოგივა - გულგრილად გადაულაპარაკა გოგონამ.
-მე არ წამოვალ! - წარბებშეკრულმა გადამწყვეტი სიტყვა თქვა და ზურგი აქცია.
ანა კარგა ხანს შესცქეროდა მისკენ ზურგშექცეულ სილუეტს, შემდეგ კი უხმოდ. გაბრაზებული ადგა და ოთახიდან გავიდა. კიბეები გაბრაზებულმა ჩაირბინა და სამზარეულოს მიაშურა. „ასეთი იდიოტი როგორ არის?! ვცდილობ დავეხმარო. ამ საშინელი, ავადმყოფური ჩაკეტილობისა და მანიაკალიზმისგან გავათავისუფლო. ეს კი ვითომც არაფერი ზურგს მაქცევს და საკუთარ ნაჭუჭში კიდევ უფრო იკეტება. გეგონება ჩამთვის ვთხოვდე რამეს, თუმცა ამასაც ვერ ხვდება“. აშიშხინებული ტაფა გაზიდან გადმოდგა და მთელი ძალით მოქნეული ტილო სკამზე მიაგდო.
-ასე გაბრაზდი? - უცებ უკნიდან ალექსის ხმა მოესმა და შებრუნებულმა კარის ჩარჩოზე მიყრდნობილ სილუეტს გაუსწორა თვალი.
- ხო, გავბრაზდი!... მე შენს დახმარებას ვცდილობ შენ კი...
-წამოვალ.
-რა?
-წამოვალ მეთქი.
-ვაიმეე. რა მაგარიაა! არის, დამთანხმდი. - დაიყვირა და იქვე მდგომ ბიჭს მთელი ძალით მოეხვია. შემდეგ კი უკან დაიწია და ყურებამდე გაღიმეულმა მიუგო.
-ახლა მიდი, ხელები დაიბანე. საჭმალი მზადაა. შემდეგ კი წავიდეთ.
-როგორც თქვენ მიბრძანებთ ქალბატონო.

-ეს გვინდა. ესეც გვინდა. - მიუყვებოდა რიგებს და ყოველ მეორე პროდუქტს კალათაში ყრიდა, რომელსაც მის გვერდით მყოფი ლაშა აშკარად შეწუხებული სახით ძლივს
მოაგორებდა.
-რა მოხდა მთელი წლის მარაგს აგროებ? ომი იწყება? - ბოლოს ვეღარ მოითმინა ლაშამ და გაბრაზებულმა შეუღრინა.
-რომ გეუბნევი რომ საჭიროა, ესე იგი ასეა. - ცხვირაბზუებულმა უპასუხა და კვლავ განაგრძო გზა.
საშინლად დატვირთულები ჩასხდნენ მანქანში და გზას დაადგნენ.
-აბა. როგორ ჩაიარა ჩვენმა საყიდლებმა?
-საშინლად. ასე არასდროს გავწვალებულვარ, როგორც შენს გვერდით მაღაზიაში.
-ჯერ სად ხარ? - ჩაიხითხითა გოგონამ. - დაა.. რაიმე ისეთი სურვილი ხომ არ გაგჩენია? მაგალითად...როგორ გითხრა. ბნელი თუ როგორც ეძახი. -სიცილს ძლივს იკავებდა გოგონა და საბოლოოდ თავი ვეღარ შეიკავა, როდესაც ბიჭმა მობეზრებული სახით გადმოხედა.
-გასაგებია... კარგია თუ მსგავსი არაფერი მომხდარა. დამშვიდებულმა გოგონამ სახე შეატრიალა და გზას დაუწყო კვლავ ყურება. სახლამდე მანძილი საკმაოდ გაიწელა. უკვე საღამოს შეაღეს სახლის ძველი ჭრიალა კარები და პროდუქტებით დატვირთულნი სამზარეულოში გაეშურნენ.
-საშინლად დავიღალე, ამოიბუზღუნა გოგონამ.
-შენ თვითონ მაბოდიალე ერთი განყოფილებიდან მეორეში. მე არაფერი დამაბრალო. - პროდუქტების ძველ, ნახევრად დაჟანგულ მაცივარში შეწყობას განაგრძობდა ბიჭი და თან ესაუბრებოდა. - თუ ასე დაიღალე, შემიძლია დღეს მე მოვამზადო საჭმელი.
-არა! - უცებ წამოიძახა გოგონამ. - არავითარ შემთხვევაში. ისიც მეყოფა ერთი კვირა შენს ხელში რასაც ვჭამდი. ხან მთლიანად უმარილო, უზეთო და უყველაფრო იყო, ხანაც გადამეტებულად მლაშე. ისევ ჯობია მე მოვამზადო.
უახლესი წარსულის გახსენებაზე ბიჭი უხერხულად შეიშმუშნა და გამომეტყველებაც შეეცვალა. აშკარად არ ესიამოვნა საკუთარი შეცდომებისა მოსმენა. მართლაც როდის შეიცვალა ასე? როდის ეგუება მის გვერდით ადამიანის ყოფნას, ისე რომ არავითარი უნებური, მანიაკალური წყურვილი არ ახრჩობს. ან რატომ არის მის გვერდით ასე მშვიდად. თითქოს წარსულის ყოველი შავი ლაქა, უკუნ სიბნელეში გახვეულ წარსულსავე უბრუნდება, დავიწყებას ეცემა. თითქოს არც არასდროს არსებულა ის ტკივილი და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის აუტანელი გრძნობა, რომელიც ყოველდღე ეწვეოდა, განუყრელად თან დაჰყვებოდა, შემდეგ კი ღამითაც არ ასვენებდა და კოშმარების სახით მოევლინებოდა. ამ მეტამორფოზას ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიდა, და არც ცდილობდა აეხსნა. მხოლოდ დაბნეული მიყვებოდა მოვლენათა მსვლელობას, რომელიც ან სიბნელისგან იხსნიდა, ან კიდევ უფრო დიდი უფსკრულში გადაჩეხავდა.
საღამოს კვლავ ანას გაკეთებული ვახშამი მიირთვეს მისაღებში ლამაზად გაწყობილ სუფრაზე, რომელსაც უჩვეულო და საოცრად დახვეწილი ფორმის ჭურჭელი ამშვენებდა.
-ესენი საიდან?
-რაზე მეკითზები?- დაბნეულმა მიუგო გოგონამ.
-ეს რა ჭურჭელია მეთქი?
-ააა... ესენი სხვენში ვიპოვე, დაჩრჩილულ ყუთებში ჩალაგებული. ვიფიქრე იქ გაფუჭებას, გამოვიყენებთ მეთქი და ამიტომაც ჩამოვიტანე და გავრეცხე. საბოლოოდ კი როგორც ხედავ ჩვენს სუფრაზე დაიკავა ადგილი.
-ძალიან კარგი. ამ სახლის სხვენში მგონი არც არასდროს ვყოფილვარ და არც კი ვიცი იქ რა არის.
-არაფერი ისეთი... უბრალოდ მტვერი და ბევრი ძველი, მაგრამ გამოსადეგი ნივთი. აბა, შემიფასე. როგორ მოგეწონა ჩემი გამზადებული კერძი?
-ძალიან მომეწონა. შესანიშნავია. არ ვიცოდი ასეთი კარგი მზარეული თუ იყავი.
-შენ ჯერ ბევრი რამე არ გინახავს ჩემი გაკეთებული. – ცხვირაბზეკილმა უპასუხა გოგომ და ღვინის ბოკალი გაუწოდა ჩამოსასხმელად.
ვახშამმა საკმაოდ სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. ერთად აალაგეს მაგიდა და ჭურჭელიც გარეცხეს.
-არა, ნამდვილად საჭიროა ახალი სამზარეულო. ეს ყველაფერი ნამდვილი საშინელებაა.
-მგონი ძალიან გამიშინაურდი არა? -ირონიულად აღნიშნა ბიჭმა.
-მე არ შემიმჩნევია. - უდარდელად განაგრძო გოგონამ და საქმიანობა განაგრძო. ბოლო თეფშიც შედო საწურზე, ხელები გადაიბანა და იქვე მდგარ მაგიდას მიეყრდნო. ალექსს გამბურღავი მზერა მიაპყრო, რომელიც იქვე სკამზე მოხერხებულად მოკალათებულიყო და უსაქმურობისაგან არ იცოდა რა გაეკეტებინა.
-ჯერ ადრეა არა? - იკითხა ბიჭმა. საერთოდ არ მეძინება. შენ?
-არც მე. ტელევიზორი მაინც გქონდეს რამეს ვნახავდით.
-მგონი ამ სახლში ტელევიზორზე ლაპარაკი ზედმეტია.
-მართალი ხარ. _ გაიცინა გოგონამ. მაინტერესებს რით ერთობოდი მთელი ამ დროის განმავლობაში? სახლში ასე მარტო ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი.
-რავი, როგორც ხედავ წიგნების საკმად დიდი არჩევანი მაქვს. ხანდახან გაზეთებს ვიმარაგებდი. იშვიათად რადიოც იჭერს.
-რადიო? სად არის? - ახალი ამბით გახარებულმა გოგონამ მხიარულად შემოკრა ტაში.
-ბიჭი დივნის უკან მდგარ პატარა კომოდისკენ გაემართა და ერთ-ერთი მოზრდილი უჯრიდან რაღაც საშუალო ზომის ოთხკუთხედი ნივთი ამოიღო. ჩართო, ანტენა შეამოწმა, კავშირი დაიჭირა და ოთახში სასიამოვნო მელოდიაც გაისმა, რომლის მომაჯადოვებელი ბგერები რადიოს შიშინის მიუხედავად მაინც მკაფიოდ ისმოდნენ ამ პატარა სივრცეში და მას იქ მყოფებიანად ათბობდნენ.
-რა მელოდიაა?
-არ ვიცი, არ მეცნობა. მეც პირველად ვისმენ.
-საინტერესოა...
ალექსი დაჟინებულ მზერას არ აშორებდა გოგონას, რომელიც დაბნეული ხან საკუთარ ფეხსაცმელებს დააჩერდებოდა, ხან სავარძლის გადაქუცულ სახელურს. ბოლოს კი მტკიცედ მიიღო გადაწყვეტილება და მისკენ გაემართა.
-არ გინდა ვიცეკვოთ.
გოგონა გაოცებული დაჰყურებდა ბიჭის მიერ გამოწვდილ ხელს და გადაწყვეტილების მიღებისას ყომანობდა. ბოლოს მანც სძლია სურვილმა და თავისი თლილი თითებიც შეაგება.
სასიამოვნო ჰანგების ფონზე შემოაწყო ხელები მხრებზე და ნაზი მოძრაობით ოთახის შუაგულში გადაინაცვლეს. ჯადოსნობას აქაც გაეშალა ფრთები და მათი შინაგანი არსება მთლიანად მოეცვა. ოთახის ცენტრში ნელა ტრიალებდნენ და ერთმანეთს მზერას არ აშორებდნენ. ერთმანეთის თვალებს ვერ სწყდებოდნენ. ეს რაღაც საოცარი, ამაღელვებელი და ორივესათვის უცნობი გრძნობა იყო, რომელის აღწერაც შეუძლებელია. ბოლოს თავისზე ერთი თავით მაღალი ალექსის ყურებისგან კისერი საკმაოდ ეტკინა და დახრილი თავით მკერდზე მიეყრდნო. ახლა უფრო მეტად შეიგრძნობდა იმ სუენელს, რომელიც ალექსის მუდმივი თანამგზავრი იყო. მართლაც რას გრძნობდა? თვითონაც ვერ გაერკვია. იმ დღიდან მოყოლებული, რაც აქაურობას თავი დააღწია, უცნაური გრძნობა მუდამ თან სდევდა. რა გრძნობა იყო, ან საიდან წამოსული არ იცოდა. ღამეული კოშმარების სახით მოსული, უკან, ბნელ წარსულში ექაჩებოდა და ნათელ მომავალს უმზადებდა. ან კი იყო ეს მომავალი ნათელი? „ბოროტმოქმედის“ აწ უკვე ალექსის უმწეო მდგომარეობაში ნახვისთანავე, მის მიმართ დაგროვილი ყოველი ზიზღისმაგვარი გრძნობა სრულიად გაქრა და მასზე ზრუნვის სურვილმა მთელი არსება მოიცვა. სწორედ ამიტომ არ ეზარებოდა მთელი ღამეები მისთვის თეთრად გაეთენებინა და გამოჯანმრთელებაში დახმარებოდა. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა და ალექსში ის სისხლისმსმელი მონსტრი ვეღარ ამოიცნო. ახლა უკვე ოდნავ შიშსაც ვეღარ გრძნობდა.
ისტორია, რომელიც ალექსმა მოუთხრო შოკისმომგვრელი იყო. მაშინ პირველად გაუგო. ხო, არ მოგესმათ. ალექსის სრულიად ესმოდა და არ ამტყუნებდა. ბიჭის მდგომარეობაც გაითავისა და მისი ტკივილი ისე შეიცნო, როგორც საკუთარი. ნეტა სრულებით ხომ არ შეიშალა. არ ჰგავდა ეს ყოველივე ნორმალური ადამიანის საქციელს. ან კიდევ რა უნდა დაეშავებინა მისთვის, რომ საბოლოოდ გონზე მოსულიყო და ვითარების სიმძაფრე გაეაზრებინა? მაგრამ არა. ალექსი ახლა მისთვის პატარა, დაჩაგრული, უსუსური ბავშვი იყო, რომელსაც ზრუნვა სჭირდებოდა. მოზარდი, რომელსაც თანადგომა და სწორი გზის ჩევენება სჭირდებოდა. ბიჭი, ან თუ გნებავთ მამაკაცი, რომელსაც დახმარების ხელის გაწვდენა და წარსულისგან განთავისუფლება სჭირდებოდა. და შეძლებდა ამ ყველაფერს ანა? შეძლებდა მორეოდა მონსტრს რომელიც ყველა ჩვენგანში სახლობს, ზოგში მცირე, ზოგში კი დიდი დოზით და არავინ იცის, თუ როდის გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს.
ამდენი ფიქრისგან თავი ასტკივდა და თვალები მაგრად მოჭუტა. სხეულზე კი უფრო ძლიერად აეკრო. მეტად ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და აბურდული ფიქრებიც მოიშორა. სრულიად მოეშვა. პირველი სასიამოვნო მელოდია უკვე დამთავრებულიყო და ახლა რადიოდან სრულიად სხვა ჰანგები იღვრებოდა. წყვილი კი კვლავ ერთმანეთზე აკრული თავდავიწყებით ცეკვავდა და დავლილ ჟრუანტელსაც მკვეთრად განიცდიდა.
ანა სრულ ნირვანაში იყო, როდესაც საფერთქელთან ხშირი, ცხელი სუნთქვა იგრძნო. შემდეგ კი უკვე ტუჩები, რომელბიც ნაზად ეხებოდნენ თმისა და შიშველი კანის შეყრის ადგილას. ტუჩები ნელა მისრიალებდნენ მის სახეზე. მოიარეს ორივე ლოყა, შუბლი, ნიკაპი და იქამდე არ გაჩერდნენ, სანამ გოგონას ტუჩებს არ მიადნენ. ნელა გადაატარა აკანკალებული გოგონას მუქ ვარდისფერ, ოდნავ გამობურცულ ტუჩებს ცერა თითი, შემდეგ კი მთელი გრძნობით, მთელი ძალით დაეძგერა. ქვედა ტუჩზე იმდენად მაგრად დაასო კბილები, რომ გოგონას ერთი ამოკივლებაც კი გამოიწვია. თუმცა ოსტატურად მოიქცია ნატკენი ადგილი ტუჩებს შორის და მისი კოცნებით მორჩენაც განაგრძო. წარმოუდგენელი აღმაფრენა, გრძნობების ფოიერვერკი გაინაცადეს და როდესაც უკვე ორივე საოცრად დაიღალა და ტუჩებიც ბოლომდე დაუბჟდათ, მხოლოდ მაშინ მოშორდნენ ერთმანეთს.
უყურებდა თავიდან ბოლომდე გაწითლებულ გოგონას და საოცარი ბედნიერების განცდა იპყრობდა, რომ რაღაც სასწაულებრივი ძალით ეს გოგონა მის სახლში მოვიდა. შემდეგ კი იმ საშინელების მიუხედავად კვლავ დაბრუნდა ახლა კი მის წინ მდგარი საოცრად ლამაზი და დაბნეული დარწმუნებული იყო, რომ იმას განიცდიდა, რასაც თავადვე. ახლა შეიგრძნო გოგონას მშვენიერება და სისპეტაკე თავიდან ბოლომდე. მისი ბავშვურობა და მებრძოლი, ამაყი ბინებაც. ოთახში მდუმარედ იდგა ორი სხეული და ერთმანეთს შესცქეროდა. სიტყვები აქ ზედმეტი იყო. სიმღერა რომ მიყწდა მხოლოდ მაშინ ინებეს გამოფხიზლება და ერთმანეთს დაბნეულებმა აარიდეს მზერა.
-არ გეძინება? - იკითხა ბიჭმა.
-კი, შენ?
-მეც. წავიდეთ, უკვე გვიანია. - გაიწია და გოგონას გზა დაუთმო კიბეებისკენ, თვითონ კი უკან მიჰყვა. ზემოთ ასულები ალექსის ოთახთან შედგნენ. ბიჭმა კარი გააღო და და გაიწია, რომ გოგონათვის შესვლა ეცადა, თუმცა უცებ ანა შემობრუნდა და ყოყმანით უთხრა.
-მგონი სჯობს, რომ ცალკე დავიძინო. ასე ორივე უფრო მოხერხებულად ვიქნებით.
-კი მაგრამ, აქამდე სულ ჩემს ოთახში გეძინა...
-ეს აქამდე... მართლა მირჩევნია სხვაგან დავიძინო.
-კარგი, შენი ნებაა - აშკარად იმედგაცრუებულმა და ნაწყენმა ამოილაპარაკა ბიჭმა. - ღამე მშვიდობისა.
-ტკბილი ძილი - უპასუხა გოგონამაც და მეორე ოთახის კარები შეაღო. ალექსიც უხმოდ შევიდა ოთახში და კარი მიხურა.
შემდეგი ორი დღე ჩვეულებრივ გაატარეს, ყოველი უთანხმოების გარეშე. მრავალა თემას შეეხნენ და განიხილეს, გარდა იმღამინდელი უცნაური ქცევისა, რასაც მათი კოცნა წარმოადგენდა.

დრო იწურებოდა და ანას შვებულებაც მთავრდებოდა. დრო შეუმჩნევლად და სასიამოვნოდ გარბოდა, სანამ ერთ საღამოს სავახშმოდ დამჯდარი ანამ არ ააფორიაქა და არ გაანაწყენა.
-რაღაც უნდა გითხრა.
-რა მოხდა? - ინტერესით აღსავსე მზერა მიაპყრო.
-ორ დღეში ჩემი შვებულება მთავრდება... ხვალ მივდივარ... - ამის თქმაზე დაინახა, თუ როგორი ხმაურით დაეცა ალექსის ხელიდან დანა თეფშზე და გამაყრუებელი ჭახანის ხმა გაისმა, რაც პირდაპირ გულზე მოხვდა. მეორე ხელში არსებული ჩანგალი კი წამებში გადაიღუნა და ისიც დანის გზას გაუდგა.
-ესე იგი მიდიხარ?! - ყრუდ გაისმა ბიჭის ნათქვამი ბოხი ბგერები, რომელშიც დიდი ბრაზი და იმედგაცრუება იგრძნობოდა. ამავდროულად ყველა ეს გრძნობა სახეზეც ნათლად აღბეჭდოდა.
გოგონას პასუხი აღარ გაუცია, მხოლოდ თავი დახარა.
სკამის გახმაურებაზე შეკრთა, რაც ალექსის უცაბედმა წამოხტომამ გამოიწვია. სახეაწითლებული, თითქოს ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა, სწრაფი ნაბიჯით გაემართა კიბისკენ, ხან თითო, ხან კი ორი საფეხურის გამოტოვებით, წამებში აირბინა და ოთახში შევარდნილმა კარები მთელი ძალით მოიქნია და მოხურა. კარების ხმაზე კიდევ ერთხელ შიშისგან შეხტა გოგონა. როდესაც ყველაფერი გააანალიზა, სუფრასთან მარტო დარჩენილმა თავი ჩახარა. ჯერ ერთი ცრემლი წამოუვიდა, შემდეგ მეორე. რამოდენიმე წუთში თავი ხელში აიყვანა და წამოდგე. სუფრა ნელა უხმოდ აალაგა. ჭურჭელი დარეცხა და ზლაზვნით გაუდგა თავისი ოთახისკენ გზას. წამით ალექსის კარებთან შედგა, თვალი მოავლო, და თავის ოთახში შეიკეტა.
მეორე დილით თავისი მცირდეი ბარგი უკვე გამზადებული ჰქონდა და ქვემოთ ელოდა ბიჭის გამოჩენას. მალევე გამოჩნდა კიბეებზე, ნელი ნაბიჯით მოდიოდა. საბოლოოდ კი ქვემოთ ჩამოსული გოგონას წინ გაჩერდა. ანა ფეხზე წამოიმართა და მთელი ძალით მოეხვია, უგრძნობლად გაშეშებულ სხეულს.
-გამიგე... მეც მაქვს ჩემი ცხოვრება. - შემდეგ კი თბილი ხმით ამოიჩურჩულა: -თავს გაუფრთხილდი.
საპასუხოდ ბიჭმა ცივად მოიშორა მისი ხელები მხრებიდან და ზურგი აქცია.
-აღარ მიდიხარ?
გოგონამ უღნოდ დაუშვა მკლავები და ცრემლებიც მოადგა, რომელთაც წამოსვლის საშუალება არ მისცა და რაღაც საოცარი ძალით თვალის გუგებზევე შეაკავა. ცოტა ხანი უყურებდა ზურგშექცევით მდგარ სულუეტს და ხმის ამოღება ვერ გაებედა, ბოლოს კი მიტრიალდა და სახლი ჩქარი ნაბიჯით დატოვა.
აგვისტოს მზე ახალი ამოწვერილი იყო და სიმხურვალის ნაკლებობას განიცდიდა მისი სხივები, რომლებიც გოგონას მოშიშვლებულ მხრებსა და ყელზე ეფინებოდნენ. სამაგიეროდ შინაგანად საოცრად ხურდა და მკერდის მიდამო მტკივნეულად ეწვოდა. თითქოს რაღაც მარწუხები ჰქონდა მოჭერილი გულზე და ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
სახლში, ეულად დადგმულ გაცრეცილ მწვანე სავარძელზე გაცრეცილი სულის სილუეტი ჩამომჯდარიყო, თავი დაბლა ჩაექინდრა. მასაც უხურდა და ეწვოდა მკერდის მიდამო. გააანალიზა, მიხვდა, როგორც იქნა დაარქვა ამ გრძნობას სახელი. უყვარდა! ნამდვილად უყვარდა!. ბოლოს მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა და ფანჯრიდან შემოჭილ მზის სხივებს გაუსწორა მზერა.

დრო იწელებოდა, ნელა მიიზლაზნებოდა და სხეულებსი ჩაბუდებულ ტანჯვას კიდევ უფრო ამძაფრებდა. დრო ვერაფერს ვერ მკურნალობდა, ჭრილობებს უფრო აღრმავებდა და ქარის მსგავსად მონატრების სურნელი მოჰქონდა. ანაც მიხვდა მონატრებული სურნელისა და გრძნობის სახელს. მას სიყვარული ერქვა.
შემოდგომის მიწურული იდგა. ნოემბრის მზე ძლივსღა ანათებდა და ჩამხმარ ხორბლის ყანასაც აღარ ედო მზის ფერი. მიტოვებულ ვიწროასფალტიან გზაზე, სახლის პირდაპირ, ოდნავ მოშორებით მაქნანა გაჩერდა. იქიდან გოგონა გადმოვიდა და გზას, რომელსაც ერთ დროს შიშითა და კრთომმით გადიოდა, ახლა თამამი გადაწყვეტილებით გაუყვა.
სახლის კარი კვლავ ღია დახვდა, თუმცა აქაურობას აშკარად დატყობოდა მოუვლელობა, რაც მის პირველ ვიზიტზე ნამდვილად არ შეიმჩნეოდა. ავეჯზე საუკუნის მტვერი ბატონობდა, ყოველ კითხეში კი ობობებს დაედოთ ბინა განუყრელი აბლაბუდებითურთ. ნელა აიარა კიბეები და ნაცნობ, თითქოს მონატრებულ დეტალებს დიდი ყურედღებით აკვირდებოდა. ალექსის კართან შეჩერდა და უკითხავად შეაღო კარი. წამით სახეზე ბედნიერების ღიმილი გაუკრთა. საწოლზე მისგან ზურგით მწოლარეს მიუახლოვდა და რამოდენიმე წამში მის გვერდით იყო მოთავსებული. მძინარეს მშვიდ სუნთქვას ისმენდა, ბოლოს კი ვეღარ მოითმინა, ხელი წელზე მოხვია და ზურგიდან აეკრო.
-მეჩვენები?... მეჩვენები ხო?...- ცოტა ხანში გაისმა მონატრებული ხმა და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა,
-არ გეჩვენები, აქ ვარ.
უცებ ალექსი მობრუნდა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
-აღარ გაგიშვებ... აღარ.
-არსად არ ვაპირებ წასვლას. შენთან ვარ. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერს დავამარცხებთ. - ამოიჩურჩულა გოგონამ და უფრო ძლიერად მიეკრო.

„დაგლასი ხშირად ჩავა სარდაფში,მზეს მანამ შეხედავს, ვიდრე თვალები არ აეწვება, შემდეგ დახუჭავს თვალებს და თბილ ქუთუთოებზე დარჩენილ მოციმციმე დამწვრობებსა და იარებს დაითვლის. ყველა ნაპერწკალსა და ანარეკლს თავ-თავიანთ ადგილს მიუჩენს, ვიდრე სურათი თვალწინ ცხადად არ წარმოუდგება.
ამ ფიქრში ჩაეძინა.
და 1928 წლის ზაფხულიც ძილში გასრულდა.“
ღიმილით ჩაიკითხა ბოლო აბზაცი და წიგნი დახურა. შემდეგ სახლის კიბეზე მჯდომმა ოდნავ წამოზრდილ მუცელს ნაზად გადაუსვა ხელი და აგვისტო უკანასკნელი ჩამავალი მზის სხივებს გაუსწორა თვალი, რომლებიც ხორბლის ოქროსფერ თავთავებზე ლივლივებდნენ. უეცრად ყელში ხმაურიანად აკოცეს. თავიდან შეკრთა, შემდეგ კი მხიარულად გადაიკისკისა და უკან მყოფ ალექსს ზურგით აეკრო. წამით თვალები მინაბა და როდესაც გაახილა, ორივემ ნათლად დაინახა მზის ბოლო ჩაშვება.
-ანა... დროა წავიდეთ. მანქანა მოვაყენე უკვე. სახლსაც გამოვემშვიდობეთ.
-მართალი ხარ. დღეიდან სრულიად სხვა ცხოვრებას ვიწყებთ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს სახლი და ბოლო ორი ზაფხული მუდამ ჩემში დარჩება. რაც არ უნდა მოხდეს და როგორი ბედნიერი დღეებიც არ უნდა გვეწვიოს.
-მართალი ხარ. - ჩაეღიმა ბიჭს. გოგონას წამოდგომაში დაეხმარა და მანქანაში ჩასვა. თვითონაც საჭეს მიუჯდა. ძრავის ამოქმედებისთანავე მოაბრუნა გოგონამ თავი და სახლს გამოსამშვიდობებელი მზერა მოავლო. ბოლოს კი უკანა სავარძლისკენ გადაიხარა და წიგნი მუყაოს ყუთის გვერდით მოათავსა, რომელშიც დიდი სიფრთხილით იყვნენ ჩალაგებული კალეიდოსკოპები. შემდეგ მობრუნდა და ალექსს ბედნიერი მიაჩერდა.
ბინდი ნელ-ნელა ეპარებოდა გზის კიდეებს...


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც დასასრული. ცოტა ნაადრევად მომიწია დასრულება, რადგან შუალედურები მეწყება და წერას ვერ მოვახერხებ. ბოლომდე ისეთი არ გამომივიდა, როგორსავ ვვარაუდობდი, თუმცა იმედი მაქვს ესეც მოგეწონებათ და შეაფასებთ. relaxed რაც მთავარია კომენტარებს არ დაიშურებთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიანნ კარგი იყო, სიმართლე გითხრა გული დამწყდა ასე ადრე რომ დაამთავრე. თუმცა ძალიან სასიამოვნო დასასრული კი ჰქპნდა :))))

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

ablabudaa
ძალიანნ კარგი იყო, სიმართლე გითხრა გული დამწყდა ასე ადრე რომ დაამთავრე. თუმცა ძალიან სასიამოვნო დასასრული კი ჰქპნდა :))))


დიდი მადლობა რომ კითხულობდი და ასე აქტიურად აკომენტარებდი ამ ისტორიას. შევეცდები მალე დაგიბრუნდეთ. სრულიად ახალი, სრულიად განსხვავებული სიუჟეტით...)))

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

ანი ანი
ძალიან ძალიან მაგარი იყო.. ეს თავი განსაკუთრებულად თბილი და საყვარელი იყო ძალიან მომეწონა და სულ არ მიმაჩნია რომ უაზროდ ან მალე დამთავრდა პირიქით რო გაგრძრლებულიყო შეიძლება ასეთი თბილი არ ყოფილიყო ძალიან მომეწონა და მადლობა დიდი ამ ისტოტიისთვის ძალიან ვისიამოვნე განსხვავებული იყო დამთრგუნველი და ამავეე დროს ძალიან თბილიც კი


ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent