შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

please be mine (სრულად)


14-11-2016, 09:29
ავტორი mariia
ნანახია 8 780

არ ვიცი რამდენად კითხულობთ ან მოგწონთ ფანფიკები.ასეთი რამდენიმე მაქვს დაწერილი.ნელ-ნელა შემოგთავაზებთ. იმედია მოგეწონებათ. ან შეიძლება არ მოგეწონოთ.ყველა აზრი მისაღები იქნება. გმადლობთ წინსაწარ





სახლში ყველა გართული იყო თავისი საქმით და სტუმრების დასახვედრად ემზადებოდნენ.ხვალ შობის დღეს დიდი სტუმრიანობა იქნებოდა მათ სახლში.ერთადერთი ვისაც ეს სტუმრიანობა დიდად არ ადარდებდა მარიამი იყო.მისი ოჯახი ყველანაირად ცდილობდა მომავალ ნათესავებთან არ შერცხვენილიყვნენ.მარიამი სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და იმის მაგივრად დახმარებოდა საქმეებში ნერვებს უშლიდა დედას.
-მარიამ ეგ თხილი ნამცხვრისთვის მინდა სულ ნუ გადაჭამე-ხელზე ხელი დაარტყა კიდევ ერთი თხილის გაფრცქვნისას.
-კარგი რა დედა იმდენია მეც მეყოფა და ნამცხვარსაც-მაინც ამოიღო თხილი და დედამისის ბრაზიანი სახეც დაიმსახურა.
-შენ გირჩევნია ოთახში შეხვიდე და მოემზადო მალე სანდრო მოვა-თხილიანი თეფში ააცალა და მეორე მხარეს გადადგა.
-დღეს? აბა ხვალო? -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
-ხვალ მშობლებთან ერთად მოვა და დავილაპარაკებთ.დღეს კი შენთან მოდის გაისეირნებთ იქნებ საერთო ენა გამონახოთ მაინც სულ მალე მისი ცოლი გახდები.
-საერთო ენა -გაიმეორა მანაც- ამდენი ხანი თუ ვერ გამოვნახე საერთო ენა მაინც და მაინც დღეს გამოვნახავ?
-არ მესმის რატომ არ მოგწონს მშვენიერი ბიჭია უყვარხარ.პატივს გცემს მშვენიერი ოჯახიდანაა.-მის ნათქვამზე მარი თვალებს ატრიალებდა.
-ისევ ერთი და იგივე.ბლა ბლა ბლა...-ფეხზე წამოდგა-ასე თუ გეჩქარებათ ჩემი გათხოვება სხვა რა გზა მაქვს.
-თუ არ გინდოდა მაშინ რატო დათანხმდი?დაგაძალეთ? შენ ვითონაც მიხვდი, რომ უაზროდ ოცნებობდი და ამიტომ დაგვთანხმდი.-დედას უსმენდა თუმცა ბოლოს ნერვები აეწეწა და სამზარეულოდან გასვლისას კარები გაიჯახუნა.გასვლისას კი მიაძახა.
-დავთანხმდი,რომ ჩემთვის საქმროს ძებნა შეგეწყვიტათ.-გაბრაზებული გასვლისას თავის დას დაეჯახა.-გამატარე თუ ძმა ხარ.
-რა გჭირს?-შეშფოთებული უყურებდა მიმავალს. მარიამი ოთახში შევიდა ჯერ ლოგინზე ზურგით მოწყვეტით დაეცა და ჭერს უყურებდა დიდხანს შემდეგ კი ადგა ჩვეულებრივად ყველაზე უბრალოდ ჩაიცვა.მაისური, კომბინიზონი,კეტები და გრძელი თბილი მოსაცმელი.მიუხედავად ცივი იანვარისა გარეთ არც თოვლი იყო და არც წვიმდა.ერთი ცივი დღე იყო წვიმის,ქარის და თოვლის გარეშე.ცოტახანში კარებზე კაკუნი მოესმა.
-მარიამ -შემოაღო თაკომ კარები და დას გვერდით დაუჯდა.-ყველა იმას გეუბნება,რომ კარგი ადამიანია და ასეცა,მაგრამ ვხვდები რასაც გრძნობ.სხვას ვერ გაუხსნი გულს,როცა იქ უკვე სხვაა.-მარიმ თავი მის მხარზე დადო და ამოისუნთქა.-ახლა კი გავიდეთ მოვიდა.დედას ყვავილების დიდი თაიგული მოართვა.ახლა კი მამასთან ერთად მისაღებშია
-ჯელტმენი -ირონიულად ჩილაპარაკა მარიმ. ამაზე ორივეს გაეღიმა და მისაღებში გავიდნენ.
შუახნის კაცი ღიმილით შეყურებდა და მხარზე მხიარულად ურტყავდა ხელს.მათ ნელ-ნელა მიუახლოვდნენ.კაცმა შენიშნა შვილები და ყურადღება მათზე გადაიტანა.
-აი ჩემი მარიამიც მოვიდა. -სანდრომაც მასზე გადაიტანა ყურადღება და გაბრწყინებული თვალებით შეხედა.-შვილო ჯერ არ მომზადებულხარ?სანდრო შენს წასაყვანად მოვიდა-კაცს სიტყვა არ ქონდა დამთავრებული სანდრომ გააწყვეტინა.
-მშვენივრად გამოიყურები-მის ნათქვამზე კაცს სიცილი აუტყდა.
-შეყვარებული კაცისთვის მისი სატრფო ყოველთვის კარგად გამოიყურება.-მარი მათ ნათქვამზე უმნიშნელოდ იღიმებოდა.გულის სიღრმეში კი მამამისი და საერთოდ მთელი ოჯახის გაგლეჯვა უნდოდა ასე ძაან,რომ მოსწონდათ. -შეგიძლია წახვიდეთ შვილებო აღარ დაგაკავებთ.-სანდრომ გოგონას გზა დაუთმო და გასასველისკენ წავიდნენ.სადარბაზოსთან მისი მანქანა ეყენა.მანქანის კარები გაუღო და მძღოლის გვერდით დასვა.შემდეგ თვითონ დაჯდა თავის ადგილას.გოგონას გადახედა, რომელსაც ღვედი არ ეკეთა და მისკენ გადაიწია.თან მასთან ახლოს ყოფნის შანსი არ გაუშვა ხელიდან.
-როგორმე მე თვითონ გავიკეთებ-გვერდით მიბრუნდა და ღვედი გადმოსწია.ბიჭი უხერხულად გაიწია უკან და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
ყველანაირად ცდილობდა ლაპარაკში აეყოლიებინა მარიამი.ოდნავ გაეხალისებინა.უკვე სამი თვე იყო რაც იცნობდნენ ერთმანეთს. პირველივე დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა,როდესაც შემთხვევით მარიამის დეიდის დაბადების დღეზე აღმოჩნდა.ეს შეხვედრა უკვე ალბათ მიხვდით,რომ მოწყობილი იყო,როგორმე გაეცნო სანდროს მარიამი.იქ ორივე ისე მივიდა არც იცოდნენ მშობლების გეგმების შესახებ.თუმცა ასე ვთქვათ მათ ათიანში მოარტყეს და სანდროს მარიამი მოეწონა.თავიდან მარიამიც კარგად იყო განწყობილი მის მიმართ,სანამ მთავარს გაიგებდა.მათი გაცნობიდან ორი დღის შემდეგ მარიამმა სამზარეულოში ლაპარაკს ყური მოკრა,რომ თურმე გეგმამ გაამართლა.ამის შემდეგ სანდროს მიმართ გაცივდა.თუმცა მის სიცვეს მოთმინებით იტანდა სანდრო და იცდიდა.
ცოტახანი კაფეში დაყვეს,შემდეგ სუფთა ჰაერზე გაისეირნეს. ბიჭი ცდილობდა ხელზე ხელი მოეკიდა,თუმცა მოხერხებულად იძვრენდა გოგონა თავს.სეირნობით დაღლილები ისევ მანქანასთან დაბრუნდნენ.იქვე ახალგაზრდა წყვილი მოაბიჯებდა ხელიხელ ჩაკიდებული მათ წინ კი პატარა გოგონა მოკუნტრუშებდა.მშობლებისგან ოდნავ შორს იყო,ფეხი ქვას წამოკრა და წაიქცა. მის ტირილზე მარიამი სწრაფად მასთან გაჩნდა,სანდროც მას მიყვა.მშობლებმაც შენიშნე და მათკენ გამოემართნენ.მარიმ წამოაყენა მუხლები დაუფერთხა და თვალები შეუმშრალა.
-შენნაირ ლამაზ გოგოს ტირილი არ უხდება.-გაუღიმა და თან პატარას ცხვირს წაეთამაშა.მანაც ტირილი შეწყვიტა და ნამტირალევი თვალებით შეხედა,სახეზე კი ღიმილი გამოხატვოდა.
-ჩემო პატარა ძალიან გტკივა? -მასთან დედა მოვარდა.-მადლობა -მადლიერი მზრით შეხედა მათ, მისი შვილისთვის ყურადღების მიქცევისათვის.მალე იქაურობას მოშორდნენ.კაცმა თავისი პატარა ხელში აიყვანა. პატარა გოგონა დამშვიდობებისას ხელს უქნევდა მარის,ესეც ასევე მხიარუად უქნევდა ხელს და თან იღიმოდა.
-შეგიძლია სულ ასეთი ბედნიერი სახე გქონდეს?-ბავშვიდან მზერა სანდროზე გადაიტანა,რომელიც სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა.ცოტა არ იყოს და სცხვენოდა ამ ადამიანის.მას უყვარდა და იმის მაგივრად იგივე გრძნობით ეპასუხა პირიქით ცივი იყო მის მიმართ.სანდრო ნელ-ნელა მისკენ წამოვიდა,ლოყაზე ხელები მოკიდა და საკოცნელად გაიწია . გოგონა მისი საქციელით შეშფოთდა და თავი უკან გაწია.
-რას აკეთებ? ამის უფლებას არ გაძლევ-გაბრაზებული საყვედურობდა.
-თუ არ მოგწონვარ,მაშინ რატომ დათანხმდი ჩვენს დაქორწინებას? მე ხომ ყველანაირად ვცდილობ.
-კარგი მაშინ ხვალ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის არც არაფერი იყო და არც იქნება ყველასთან ერთად გამოვაცხადებ.-შებრუნებას აპირებდა ხელში ჩაჭიდება იგრძნო და ბიჭმა ისევ მისკენ შემოატრიალა.
-არა მე მჭირდები.ვერ გაგიშვებ.არ შემიძლია.მირჩევნია ისევ ავიტანო შენი სიცივე ოღონდ ჩემს გვერდით იყავი.-ხედავდა მის თვალებში რამდენად წრფელი იყო მისი ეს მზერა და სიტყვები.-დამპირდი,რომ ჩემს გვერდით იქნები.დამპირდი, რომ უარს არ იტყვი ხვალ.-მისი თვალებიდან წამოსულმა ტკივილმა დაადებინა მარის პირობა.
-გპირდები -უღიმღამოდ თქვა.მის თვალებში იყურებოდა, სირცხვილის და შეცოდების გრძნობები ერთმანეთში ირეოდა. სანდრომ გულში მიიკრა და მის თმაში შერგო თავი. ხელებს მაგრამ უჭერდა,ეშინოდა არ გაქცეოდა.მარიამაც მოხვია ოდნავ ხელი ყოყმანის შემდეგ.
****
მანქანაში ჩუმად ისხდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ.
-აქ გამიჩერე-უცებ თქვა მარიმ.მანაც ტროტუართან შეაჩერა.
-სახლში არ მივდივართ?-მოუბრდა მას.
-ახლა გამახსენდა დღეს გოგოები მელოდებიან.შობას ერთად უნდა შევხვდეთ.-მწარედ იცრუა. უბრალო მარტო ყოფნა უნდოდა. ჰაერზე ესეირნა და ეფიქრა.გოგოები არ ელოდებოდნენ თუმცა დიდი სიყვარულით მიიღებდნენ,როცა გულს იჯერებდა სეირნობით.
-მიგიყვან-მანქანის დაქოქვას აპირებდა თუმცა მარიამი უკვე გადადიოდა.
- არა არ გინდა.მე თვითონ მივალ თან ჰაერზე მინდა მარტო გასეირნება, თან ხომ იცი აქვე არიან.-უმნიშვნელოდ გაუღიმა კარები მიხურა და მანქანას გაეცალა.იქ კი გაწბილებული სანდრო დატოვა.თუმცა იცოდა,რადგან მან პირობა მისცა აუცილებლად შეასრულებდა.მანქანა დაქოქა.ცოტახნის წინ მათი ჩახუტება გაახსენდა ჩაიღიმა და ადგილს მოწყდა.
****
მეგობრის კორპუსთან უკვე მესამედ ჩაიარა,ისე ვერც კი შეამჩნია.თორმეტს უკვე გადაცდა და შობა დადგა. კორპუსების ფანჯრებიდან ლამაზად მოელვარე სანთლის შუქები ელვარებდა.უცებ წვიმის წვეთები წამოვიდა.მალევე წვეთები შხაპუნა წვიმად იქცნენ.მარიამმა ახლოს მდებარე სადარბაზოს თავი შეაფარა და თმებს იფერთხავდა.ამავე მიმართულებით უცნობი მოდიოდა და თავისთვის ბურტყუნებდა.
-ნეტა სად ვარ? ამდენი როგორ დავლიეთ? ღმერთო თავი როგორ მტკივა.ეს წვიმაც რა დროს წამოვიდა.-აქეთ იქეთ მიმოიხედა.-რატომ არ მეცნობა ეს ადგილი?სანამ გადაიღებს სადმე შევაფარებ თავს.-ამ დროს თვალი მოკრა სადარბაზოში მყოფ გოგონას,რომელიც თმებს იფერთხავდა.-იქ შევეფარები თან ვიკითხავ სად ჯანდაბაში ვარ.-მისკენ გაიქცა.სადარბაზოს შეეფარა ისიც.გოგონას მისთვის ყურადღება არც მიუქცევია,მასავით წვიმას გამოქცეული შემოხიზნულისთვის.-უკაცრავად -მხარზე შეხება იგრძნო მარიმ.შეხებაზე მეტად ის გაუკვირდა თუ რა ენაზე უთხრეს,ენაზე უფრო კიდევ იმ ხმამ გააკვირვა,რომელიც ახლა მის ყურებს მოესმა.-ხომ ვერ მეტყვით ეს რა ადგილია?მგონი გუშინ ზედმეტი მომივიდა და არ მახსოვს აქ როგორ მოვედი.-მარიამმა თავი ნელა ასწია და სანთლების შუქით მოელვარე სახეს შეხედა.რომელიც გაკვირვებული, აკანკალებული და შეშინებული უყურებდა გოგონას.მარის მუხლები მოეკვეთა,თუმცა თავი შეიმაგრა.ბიჭმაც შეაშველა ხელები,რომ არ წაქცეულიყო.-ცუდად ხართ?თუ ჩემი ფანი ხართ? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და იმედიც გაუჩნდა.თუ მისი ფანია შეიძლება სახლიდან არც ისე შორსაა.მაგრამ აქაურობა სულაც არ გავდა კორეას და ეს გოგო კი მითუმეტეს არ გავდა კორეელს.ამის გაანალიზებაზე აციმციმებული თვალები ჩაუქრა.
მარი თვალებს ვერ უჯერებდა.საერთოდ რა უნდოდა აქ ან როგორ აღმოჩნდა საქართველოში. ამბობდნენ, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება.და ახლა შობის ღამეს მანაც იხილა სასწაული,რომლის სიცხადესაც ვერაფრით იჯერებდა.
***
საშინელება,როდესაც ბედი ასე თამაშობს ადამიანებით.გონების დაკარგვამდე ცოტაღა უკლდა.თუმცა თავს არ აძლევდა უფლებას გონება დაეკარგა.
-ვერ მეტყვით სად ვარ? გესმით მე რას ვლაპარაკობ? -იმედიანი თვალებით შეყურებდა გოგონას.-ალბათ კორეული არ იცის-თავისთვის ჩაილაპარაკა-ინგლისურად ლაპარაკი შეგიძლიათ?-ისე შეხედა."რას ამბობ შენ ხომ ბრდღვნი ინგლისურს"თავის თავზე გაიფიქრა ბიჭმა.მის ინგლისურზე ძალაუნებურად გაეღიმა მარიამს.შეეცადა თავისი სუსტი მხარე გვერდით გადააედო და დახმარებოდა უკან დაბრუნებაში.
-კორეიდან საკმაოდ შორს ხარ.-თავისივე ენაზე უპასუხა გოგონამ.
-ვაუ...მშვენიერია ლაპარაკი გაგვიადვილდება.ღმერთო თავი ისევ მისკდება-თავზე ხელი მიიდო და თვალები დახუჭა.
-წარმოდგენაც კი არ მქონდა საერთოდ საქართველოს შესახებ თუ იცოდით.შენ კიდევ აქ ხარ.
-საქართველო? ეგ სადაა? -გაიკვირვა სეჰუნმა.
-თუ არც კი იცი სადაა აქ როგორ აღმოჩნდი?-ნამდვილად ეჭვი შეეპარა ამ სილუეტის სინამდვილეში.
-მეც ეგ მაინტერესებს-ჩაფიქრდა თითქოს თავის თავში პასუხს ეძებდა.-ამდენი როგორ დავლიე,რომ სრულიად უცხო ქვეყანაში ვარ.-ლაპარაკობდა თავისთვის. -სახლში ვსვადით.ძალიან ბევრი დავლიეთ.შემდეგ კი აქ ავტობუსში გამაღვიძეს.-სიუჟეტის აღდგენას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ სიბნელე იყო.
-ტელეფონი.-უცებ წამოცდა გოგონას.-სცადე მათთან დაკავშირება?
-ტელეფონი მართალი ხარ-სახე გაუბრწყინდა და იმ ერთადერთ ქურთუკში, რომელიც ახლა მას გააჩნდა ტელეფონის ძებნა დაიწყო. მარის კი სახე მოეღუშა.თუ ახლა მათთან დაკავშირებას შეძლებდა ხვალვე წავიდოდა და გაქრებოდა მისი ცხოვრებიდან ისევე მალე, როგორც გამოჩნდა -სადაა ჩემი ტელეფონი?-შეშფოთება დაეტყო სახეზე.გოგონას თან გაუხარდა მისი ტელეფონის დაკარგვა, თან ეწყინა.-არც საფულე მაქვს თან-განწირული სახით შეხედა.
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან.-ჩაეღიმა მის უმწეობაზე.-ჩემი ტელეფონით დარეკვა,რომ სცადო?
-უცხო ზარებს არ პასუხობენ.თან არც მახსოვს არავის ნომერი ზეპირად.აიშ..ეს რა შარში ვარ-თავზე ხელები მოიჭირა და ჩაიმუხლა.ბევრჯერ უნატრია მისი წამება მარიამს და ყველა ჯავრის ამოყრა თუმცა ასე,რომ ხედავდა თვითონ კიდევ უფრო სტკიოდა.-პოლიციას უნდა მივმართო-ლუღლუღებდა თავისთვის.მარიამმა ცას ახედა წვიმა არ ჩერდებოდა.მარი სადარბაზოს მოშორდა.მისი ნაბიჯების ხმაზე თავი ასწია.
-სად მიდიხარ? ერთადერთი ხარ ვისაც ვიცნობ.-ფეხზე წამოდგა სეჰუნი.
-წამომყევი-სიამოვნებდა, რომ მასზე იყო დამოკიდებული.
-საით? -დაინტერესებულმა იკითხა თან ცას ახედა.-წვიმს.
-არ დადნები.-გაუღიმა მას და ისევ გადადგა ორიოდე ნაბიჯი.ის კი არც ინძრეოდა და გაკვირებული უყურებდა. გოგონა შემობრუნდა -ხომ თქვი პოლიციაში მისვლა გინდოდა, ხოდა გამომყევი.-სეჰუნმა ისევ გახედა ცას.ქურთუკი გაიხადა თავზე გადაიფარა და მისკენ გაიქცა.მასთან მისვლისას გოგონაც თავის ქურთუკში მოაქცია და ეცადა დასველებისგან დაეცვა.
-წავიდეთ-შეღიმა გოგონას.მისი ყოველი ჟესტი მიმიკა თუ მანევრი მარიამის გულის საშინელ აჩქარებას იწვევდა.მისი ქურთუკის ქვეშ მოკალათებულმა მარიმ თავისივე უხერხულობის დასამალად ჩაახველა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.სანდროს ნომერს ძებნა დაუწყო და მას დაურეკა.პირველივე ზარზე დაფეთებულმა უპასუხა.
-რა მოხდა? ხო კარგად ხარ? სად ხარ?-კითხვები ერთმანეთს მიაყარა.
-დამშვიდდი კარგად ვარ.უბრალოდ საქმე მაქვს ჩემს მეგობარს პირადი ნივთები მოპარეს და შეგიძლია დამეხმარო?-უჭირდა მისთვის რამის თხოვნა მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე,თუმცა სეჰუნის გამო ეს დაივიწყა.
-კი აუცილებლად.მითხარი სად ხარ მოგაკითხავ და განყოფილებაში ერთად წავიდეთ.
-განყოფილებაში მეგონე-უხერხულად მოიქექა თავი.
-არაუშავს ახლავე მოვალ-ტელეფონში იგრძნობოდა როგორ იღიმებოდა.სეჰუნი მის ლაპარაკის დროს დამორცხვებას თვალს ადევნებდა და რაღაცნაირად არ სიამოვნებდა.ვერ ხვდებოდა რატომ?მაგრამ მაინც არ სიამოვნებდა.მითუმეტეს ხმიდან გამომდინარე მიხვდა,რომ ბიჭს ელაპარაკებოდა.
-არა აქ მოსვლა არ გინდა.პირდაპირ განყოფილებაში მოვალთ.-საპასუხო პასუხს არ დაელოდა და ტელეფონი გათიშა.ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.გზაზე ტაქსი შენიშნა ხელი გაუქნია. წამში მათ წინ გაჩერდა.მარიამმა კარები გამოაღო შიგნით შეხტა,ასევე მოიქცა სეჰუნიც.მძღოლს მისამართი უთხრა და ჩუმად მოეწყო თავის ადგილას,შიგადაშიგ მისკენ მზერას გრძნობდა.
****
წვიმა უკვე გადაღებული იყო.მარიამის სახლთან სანდროს მანქანა გაჩერდა.სეჰუნი უკან იჯდა და ორივეს აკვირდებოდა.მიუხედავად იმისა,რომ მათი არ ესმოდა მაინც მთელი ყურთასმენა მათკენ ქონდა.
-ყველაფრისთვის მადლობა-ღვედი მოიხსნა მარიმ.
-არაფრის.ყველანაირად ვეცდები მალე ვიპოვოთ მისი ნივთები.-მარიდან მზერა სეჰუნზე გადაიტანა და თან იჭვნეულად შეხედა. თითქოს გრძნობდა მისგან საშიშროებას.-იქნებ ჩემთან წავიყვანო და მე მივხედავ.
-არა იყოს.ჩემებს დავურეკე სანამ წამოვიდოდით და გველოდებიან, თან მის ენაზე ვერ ლაპარაკობ.სჯობს ისევ აქ დავტოვო.შენ თუ რამეს გაიგებ ახალს დამირეკე.-მარი გადასვლას აპირებდა,სეჰუნმაც გააღო კარები და ცალი ფეხი გადადგა.სანდრომ მარცხენა ხელზე ხელი მოკიდა და თავისკენ მოიზიდა ნახევრად გადასული გოგონა.სწრაფად ლოყაზე აკოცა და ხელი გაუშვა.
-მშვიდ ძილს გისურვებ. პირველისთვის მოვალთ-ყურებამდე გაუღიმა,შემდეგ კოპებშეკრულ სეჰუნს გადახედა,რომელიც მათკენ იყურებოდა.მარი მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა, კარები მიხურა და სადარბაზოსკენ ისე მიანიშნა სეჰუნს უკან არც გაუხედავს.
სახლში შესვლისას ყველას გაოცებული მზერა მათ შეჰყურებდა.კი უთხრა, რომ უცხოელი მეგობარი მოყავდა თუმცა ეს ნამდვილად არ ეგონათ.ყველასთან მეგობრად ასაღებდა.შესვლისას თავის დახრით მიესალმა მათ სეჰუნი და გაუღიმა.ინსტიქტურად დაბნეულად დახარეს მათაც თავი და მიესალმნენ.
-დე გთხოვ საჭმელი აჭამე.მა შეგიძლია ცოტახანი იქეთ გავიდეთ შენთან ლაპარაკი მინდა.-მამისგან თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა მიიღო.მანამ მამას გაყვებოდა სეჰუნს მიუბრუნდა.-დედას გაყევი საჭმელი ჭამე.მანამდე მეც მოვალ.-მარი შებრუნდა და მამამისს გაყვა.მისაღებ ოთახში შევიდნენ.არ იცოდა საიდან დაეწყო ლაპარაკი,რომ ვთქვათ ძალიან თავისუფალი კაციათქო ამას ვერ იტყოდით.მისთვის მის სახლში შვილის მეგობარი ბიჭის დარჩენა მიუღებელი იყო,მითუმეტეს სრულიად უცხო ადამიანის, რომლისთვისაც მათი ადათ-წესები არაფერს წარმოადგენდა.
-მა-მორიდებულად დაიწყო.-ვიცი ეს შენთვის მიუღებელია,მაგრამ გთხოვ რამდენიმე დღით დარჩება ჩვენთან,უკვე ხომ გითხარი,რომ გაძარცვეს. სანდრო შეეცდება მისი ნივთები იპოვოს. როგორც კი თავის ნივთებს დაიბრუნებს მაშინვე წავა უკან მოუხედავად და ჩვენ ისევ ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას -მის ბოლო სიტყვებში ძლიერი ტკივილი ჩანდა.კაცმა უსმინა ნიკაპზე ხელი მოისვა და შვილს მიუბრუნდა.
-კარგი.რადგან სანდრომაც იცი მისი აქ ყოფნის შესახებ და მის ნივთებსაც თვითონ ეძებს მაშინ თანახმა ვარ.-მდივანში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
-მადლობა მა-თანხმობის მიღება ისე გაეხარდა.ვერც კი გაბრაზდა იმაზე,რომ მხოლოდ სანდროს ხათრით დასთანხმდა.ეგრევე სამზარეულოსკენ გაეშურა გულში კი იძახდა"ისევ ეს სანდრო,ისევ სანდრო" და სიბრაზისგან ტვინში სისხლი ასხავდა.სამზარეულოში შესვლისას მაგიდასთან მდგარ დედას და მის დას წააწყდა, რომელიც პირდაღებულები უყურებდნენ სეჰუნს, რომელმაც მაგიდაზე რაც კი დაუდგეს ყველაფერი ბოლომდე მოასუფთავა, შიგადაშიგ მადლიერი სახით შეჰყურებდა ქალს.
-შვილო რამდენი ხანია რაც არ უჭამია?-მარის გამოხედა.
-ალბათ ერთი დღე იქნება-გაეღიმა მარიამს როცა შეხედა როგორ შეჭამა ბოლო ლუკმაც.
- ვაუ დაო ცხოვრებაში იმაზე კარგია ვიდრე ფოტოზე-მისკენ წამოვიდა აღფრთოვანებული თაკო თან თვალი არ მოუშორებია მისთვის.მარიმ ორივე ხელი მოკიდა დას და სახე შემოაბრუნებინა.
-ეგრე ნუ უყურებ-სიცილს ვერ იკავებდა მარი.- დე შეგიძლია დაწვე მე ვაჩვენებ ოთახს.-სანამ გავიდოდა სეჰუნის ხმა გაიგო.
-ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო.მადლობთ.-ფეხზე წამოდა და მადლობის ნიშნად თავი დახარა.
-დე-მარის მისთვის უნდა გადაეთარგმნა თუმცა ქალმა შეაჩერა და ღიმილით უთხრა.
-მაგდენი გავიგე. -ღიმილანი სახით დაემშვიდობა ორივეს და ღამემშვიდობისა უსურვა.
-შესანიშნავი ოჯახი გყავს.-შეღიმა მარიამს.
-მადლობა.ახლა შენს ოთახს და სააბაზანოს გაჩვენებ.-ფეხზე წამოდგა და მარის მიმართულებით წავიდა.ძალიან ახლოს მივიდა გოგოსთან წამით სუნთქვა შეეკრა.მის სახეს დააკვირდა და უცებ კარებისკენ წავიდა.
-საით წავიდე?-ღიმილით უთხრა.მისმა სიტყვებმა გამოაფხიზლა ღრმად ჩაისუნთქა,სწრაფად ჩაუარა გვერდი და წინ წარუძღვა.
*****
მთელი ღამე თვალი წამითაც არ მოუხუჭავს.მითუმეტეს,როცა გვერდით ოთახში მისი სულის ამაფორიაქებელი ეგულებოდა.ცხრა საათამდე ლოგინში გაუნძრევლად იწვა.კარებზე კაკუნი გაისმა მის ოთახში თაკო შემოვარდა და ლოგინზე შეხტა.
-დედამ გამომიშვა შენს დასახმარებლად.გუშინდელივით კომბინიზონში არ გამოეწყოსო.რაც უნდა ჩაიცვა შკაფშია გამზადებული.-მოწყენილად უთხრა დას.ხვდებოდა როგორ იტანჯებოდა მისი და თან ხმას ვერ იღებდა.
-ტელეფონი სამზარეულოში დამრჩა ვინმემ დარეკა?-უღიმღამოდ იკითხა თითქოს წეღანდელი თაკოს ნათქვამი არც გაუგია.
-კი შენმა გოგოებმა დარეკეს პირველისთვის აქ იქნებიან.სტუმარზე მე არაფერი მითქვამს.
-აჰ გუშინ მათთან დარეკვა სულ დამავიწყდა-ხელებში ჩარგო თავი.-გაიღვიძა? -თავი ასწია და საცოდავი მზერა ესროლა.
-წეღან შევიჭყიტე და ბავშვივით გატრუნულს სძინავს საბანში გადახვეულს.წარბიც არ შეხრია.სტუმრების მოსვლამდე თუ არ ადგა მერე გავაღვიძებ-გაუღიმა დას.
-რატომ არ შეიძლება უბრალოდ თვალები დავხუჭო და გავქრე-ისევ ლოგინზე დაეცა და ღრმად ამოისუნთქა.
****
პირველის ნახევრისთვის სარკის წინ მომზადებული იჯდა. თავის ანარეკლს სინანულით შესცქეროდა.თმა ზევით ჰქონდა აწეული მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინათ მისთვის. ტანზე კი მუხლამდე შავი ფერის კაბა ეცვა.ეს ფერი ზუსტად შეესაბამებოდა მის სულიერ მდგომარეობას.ოთახში დედამისი შემოვიდა.
-ჩვენი სტუმარი მზად არის უკვე შენმა დამ უთხრა,რომ სტუმრებს ველოდებოდით.შენი ძმის ტანსაცმელი მივეცი.აქ მაინც არაა და არ სჭირდება -ქალმა ახლა შეხედა შვილს თავიდან ბოლომდე-თაკომ რომ მითხრა არაჩვეულებრივად გამოიყურებაო არ დავუჯერე,თურმე მართალი ყოფილა.თვალზე ცრემლი მოადგა ქალს და შვილს მოეხვია.თვალზე ცრემლი მარისაც მოადგა.- არა შენ არ იტირო მაკიაჟს გაიფუჭებ.მე ახლავე გავალ და შენც გამოდი.-შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და ოთახიდან გასასვლელად მოემზადა.ოთახიდან გავიდა და მისაღებისკენ გაემართა სადაც მისი ოჯახის წევრები შეკრებლიყნენ. ოთახში მას მალევე უკან სეჰუნი შემოყვა ორივეს თვალები ერთმანეთს შეეჩეხა.სახლში ზარის ხმა გაისმა და მისაღებში სანდრო შემოვიდა გაღიმებული. უკან დედ-მამა მოყვებოდა. სანდრომ შემოსვლისთანავე შენიშნა მათი ერთმანეთისკენ მიმართული მზერა.ვარდების თაიგულით ხელში მისკენ გაემართა.მხარზე ხელი დაადო და მისკენ შემოაბრუნა.გოგონა ახლაღა მიხვდა მის იქ ყოფნას.
****
ოთახში დაძაბულობა მხოლოდ ახალგაზრდებს შორის იგრძნობოდა.მარიამის მეგობრებიც აქ იყვნენ.რა თქმა უნდა მათ ყველაზე კარგად იცოდნენ მათი მეგობრის გრძნობების შესახებ.თვითონაც ხომ იყვნენ შეყვარეულები თავიანთ ბიასებზე.თავიდან ისინიც შოკირებულები იყვნენ სეჰუნის აქ ნახვით თვალებს ვერ დაუჯერეს.სეჰუნი მათი გაფართოებული თვალების დანახვისას კმაყოფილად იყურებოდა.თურმე აქ მას მარტო მარიამი არ იცნობს,დაჟე მის ენაზედაც საუბრობდნენ.რადგან ყველას მზერა სანდროსა და მარიამისკენ იყო მიმართული,ამიტომ მის მიმართ იმდენ ყურადღებას ვერ იჩნდა მარი,თუმცა ახლა თაკოს გარდა კიდევ ორი ადამიანი გამოუჩნდა დამლაპარაკებელი.ეს ხალხი კიდევ უფრო მეტად მოსწონდა. სულაც აღარ ნაღვლობდა აქ მოხვედრას და არც იმაზე ფიქრობდა თუ რატო არ ეძებდნენ.შეიძლება ეძებდნენ კიდევაც, თუმცა ახლა ნაკლებად ანაღვლებდა ეს,მას უფრო მეტად ეს ზედმეტად ყურადღებიანი ტიპი მარის მიმართ აღიზიანებდა. ის კიდევ უფრო უშლიდა ნერვებს შიგადაშიგ მორიდებულად, რომ გაუღიმებდა ხოლმე გოგონა.
-ქორწილი ორ კვირაში გვექნება.-დაიწყო საუბარი სანდროს მამამ და კმაყოფილად მოსვა ჭიქიდან ღვინო.-დღეს კი როგორც წესია გვინდა ჩვენს მომავალ შვილს თითზე ბეჭედი გაუკეთოს ჩვენმა შვილმა.
-დღეს თან ასეთი დიდებული დღეა.-დაეთანხმა მარიამის მამაც.მამაკაცებმა სასმისები მიუჭახუნეს ერთმანეთს.დედები ერთმანეთს მომღიმარი უყურებდნენ,თუმცა მარიამისკენ დედამისი აპარებდა თვალს და შინაგანად გრძნობდა,რომ მისი გოგონა საშინლად იტანჯებოდა.თითოეულ სიტყვას უთარგმნიდნენ მარის მეგობრები სეჰუნს.თუ რომელიმეს ნათქვამს უცებ ვერ ეტყოდნენ წამსში ახსენებდა,რომ იქ იყო და ელოდებოდა თარგმნას.
-სანდრო შვილო რაღას ვუცდით გაუკეთე ბეჭედი მარიამს-დედის ხმაზე სანდრომ მისკენ მიაპყრო მარიამიდან ყურადღება,გაუღიმა და ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან.ფეხზე წამოდგა და მის წინ ჩაიმუხლა.მარიამმა მთელ ოთახს თვალი მოავლო მზერა კი სეჰუნზე შეაჩერა.სანდროს სიტყვებმა მისი ყურადღება მიიპყრეს ისევ.
-გახდები ჩემი ცხოვრების თანამგზავრი?-იმედით სავსე თვალებით უყურებდა გოგოს.ის კიი წამში მილიონ გასაქცევ გზას სახავდა გონებაში.მამისის თითოეული დარიგება,დედამისის სიტყვები თუ როგორი კარგია და როგორ უყვართ და როგორ შეეფერა მათ ოჯახს.აქეთ მისი მეგობრების სიტყვები,რომელიც მის აზრს იზიარებდნენ,რომ გაქცეულიყო შორს აქედან მითუმეტეს ახლა,როცა ის ასე ახლოსაა მასთან თუმცა შეხებაც კი არ შეუძლია.აქეთ გონებაში კიდევ პირობა ამოტივტივდა, რომელიც სანდროს მისცა.ამ ყველაფრის ფიქრით თავი სადაც იყო გაუსკდებოდა.ფეხებში ძალა წაერთვა და წაიქცეოდა კიდევაც სანდროს ხელი რო არ შეეშველებინა. ამ დროს ბეჭედი ხელიდან გაუვარდა და გაგორდა.დიდად ამისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ ყველა მარიამით იყო დაკავბული.
-კარგად ხარ? -შეშფოთებული უყურებდა.
-კი კარგად ვარ-უმნიშვნელოდ გაიღიმა.თვალი ისევ მოავლო იქაურობას და მზერა თავჩაღუნულ სეჰუნზე შეაჩერა,რომელიც ძირს რაღაცას დაჰყურებდა.
-ეს ბუნებრივია.ქორწილის წინ ყველა ნერვიულობს-დაამშვიდა მომავალმა დედამთილმა რძლის ოჯახი.მარიამის დედას ხმა არ გაუღია უბრალოდ ღიმილით უპასუხა,რადგან კარგად ხდებოდა შვილის ტანჯვას.
-შვილო ბეჭედი სადაა?-იკითხა ქალმა.
-გამივარდა მარიამს რო ვიჭერდი-ძირს დაიწყო ყურება სანდრომაც.ამ დროს სეჰუნი დაიხარა და მის ფეხებთან დავარდნილი ბრწყინავი ნივთი აიღო და სანდროსკენ გაიშვირა.მანაც სასწრაფოდ გამოართვა."შენთვის ალბათ სულ ერთია"-გაიფიქრა მარიმ ამ სცენის შემხედვარე.
-გთხოვ გახდი ჩემი საცოლე-ისევ მუხლებზე დამდგარი შეჰყურებდა მარიამს და მოუთმენლად ელოდებოდა თითზე ბეჭედის წამოცმას.
-რაღას უცდი შვილო.-გაუღიმა მამამისმა გოგონას. -პასუხი ისედაც ცხადია-ახლა მომავალ მოყვარეს გადახედა ღიმილით.მარიამმა თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია.რა აზრი ქონდა თუნდაც ამ სცენას ქორწილიც დანიშნული იყო და პასუხიც გაცემული.გახარებულმა პასუხით თითზე ბეჭედი წამოაცვა, შემდეგ წამოდგა და შუბლზე აკოცა. გოგონამ თვალები დახუჭა და იმ თვალიდან, რომელსაც არავინ ხედავდა ცრემლი ჩამოუგორდა,თუმცა სწრაფადვე მოიშორა და ღიმილი მიიწეპა სახეზე.
-ბედის ირონია-გადაულაპარაკა სოფიმ ნამტირალევი ხმით ჩუმად ხატიას.
-მართლაც-მანაც ცრემლი მოიწმინდა სახიდან.ორივე იტანჯებოდა ამ სცენის შემხედვარე.
****
ბიჭები სეჰუნის გაქრობით შეშინებულები იყვნენ.თან კომპანიაც არ აძლევდა უფლებას გაეხმაურებინათ მისი დაკარგვის შესახებ.იმ დღის ამბებს წესიერად ვერც კი იხსენებდნენ იქნებ უთხრა მათ სადაც მიდიოდა.მაგრამ ტელეფონიც,რომ გამორთული ქონდა ეს კიდევ აშფოთებდათ.სასეანგ ფანებზეც კი ფიქრობდნენ.პრეზიდენტის ბრძანებით რამდენიმე დღე დაელოდებოდნენ იქნებ რამე გაეგოთ,თუ არადა მერე ამას გაასაჯაროებდნენ.
****
როგორც იქნა მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე დასრულდა.ოთახში თავი მოიწესრიგა.კაბა გაიხადა და გაბრაზებულმა მოისროლა.ჩვეულებრივად გამოეწყო ისევ და სამზარეულოში წყლის მოსატანად გავიდა.გასვლისას სეჰუნის ოთახისკენ თვალი გააპარა თან უნდოდა შესვლა,თან ვერ ბედავდა.თუმცა რა უნდა ეთქვა,რომ შესულიყო."მე შენ მიყვარხარ,თუმცა სხვაზე ვთხოვდები შენ კი სულ ფეხებზე გკიდია რათქმაუნდა"-გონებაში ეს წინადადება გაიფიქრა თავი გააქნია და სამზარეულოსკენ წავიდა.იქიდან ნახევრად გაღებული კარებიდან სინათლე მოსჩანდა.
-მეგონა უკვე ყველა დაწვა-ჩაილაპარაკა და ჩუმად კარებისკენ წავიდა.იქედან დედამისის ხმა მოესმა ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-საშინელი შეცდომა დავუშვით,როცა გვეგონა მისი უცხოელის მიმართ სიყვარული მხოლოდ გართობა და უბრალო გატაცება,რომ გვეგონა.დღეს როცა ვუყურებდი ვხედავდი რამხელა ძალას იკრეფდა, რომ არ გაქცეულიყო.მითუმეტეს, როცა ეს ბიჭი ახლა ჩვენთანა ძალიან უჭირს.-ქალმა თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.-ვინ წარმოიდგენდა,რომ საერთოდ შეხვდებოდნენ ერთმანეთს -მარიმ მეტის მოსმენა ვეღარ შეძლო უკან გამობრუნდა და სუფთა ჰაერისთვის აივანზე გავიდა.ხარბად სუნთქავდა ჰაერს,თითქოს გრძნობდა სადაცაა შეტევა მოუვიდოდა.ხელი გულთან მიიჭირაა და კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა.ახლაღა შეამჩნია თითზე ბეჭედი აღარ ეკეთა.
-სად წავიდა?-ძირს დაიხედა -აქ დამივარდა?-აქეთ იქეთ იხედებოდა.-ხომ არ გადამივარდა?-ქვემოთ გადაიხედა სიბნელეში.სიბნელემ კინაღამ ჩაითრია და რომ არა ვიღაცის ხელით დაჭერა გადავარდებოდა.წამის წინ გადავარდნის პირას მყოფი ახლა ვიღაცის მკერდს იყო აკრული. ხელებმა მკერდიდან ასწია ისევ უკან.გოგონამ ნელ-ნელა ახედა და დენდარტყმულივით უკან გაიწია უფრო,თუმცა ისევ ხელით დაიჭირა სეჰუნმა.
-გინდა გადავარდე?-სიბრაზე იგრძნობოდა მის ხმაში.-თან ამ ბეჭდის გამო?-მეორე ხელი გადმოშალა.მარცხენა ხელის გულზე ბეჭედი ბზინავდა.
-შენ საიდან გაქვს?-ბეჭდიდან მზერა მასზე გადაიტანა.
-გამოვედი წყალი მინდოდა და ჩემს ოთახთან ვიპოვე.ხედავ ამ ბეჭედმა შენზე უკეთ იცის,რომ ეს ქორწინება არ გინდა. -ირონიულად ჩაუღიმა გოგონას.
-ვითომ ძალიან გადარდებდეს რა მინდა და რა არა.-მთელი სიბრაზის მასზე ამოთხევას აპირებდა.თუმცა მისი უცაბედი პასუხით სიტყვები გაუქვავდა.
-იქნებ მადარდებს? -წარბი ასწია და სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა.ერთი ხელით მისი ხელი აიღო და მეორეთი თვითონ გაუკეთა თითზე ბეჭედი .შემდეგ მზერა ისევ მასზე გადაიტანა.სახიდან ტუჩებზე,ტუჩებიდან თვალებზე და ნელ-ნელა მისკენ იწევდა.მარიამის ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა თავი ორივემ სწრაფად გასწია.ტელეფონი ამოიღო სანდრო რეკავდა."სხვა ვინ თუ არა ეს"-გაიფიქრა და სწრაფად უპასუხა.
-გისმენ!-სეჰუნი კედელს აეკრა ხელები გადაიჯვარედინა, ცალი ფეხით კედელს მიეყრდნო და მომღიმარი შეჰურებდა მარიამს.
-არ მინდოდა ასე გვიან შემეწუხებინე თუმცა მინდა გაგახარო ახლახანს დამირეკეს განყოფილებიდან შენი მეგობრის ნივთები იპოვეს.ზურგჩანთაა და საბუთების მიხედვით მიხვდნენ, რომ მისია.ხვალ ამოიცნოს თავისი ნივთები.-მხიარულება ეტყობოდა ხმაში.თუმცა სასიხარულოს მარი აქ ვერაფერს ხედავდა.
-კარგი -ტელეფონი გათიშა და სეჰუნს შეხედა.
-რა მოხდა?-მომღიმარი შეჰყურებდა ისევ.
-შენი ნივთები იპოვეს-ჩუმად ჩაილაპარაკა თან ისე,რომ გაეგო მას.
-ძალიან კარგია-სიხარულისგან ხელები ერთმანეთს შემოკრა და კარებისკენ წავიდა.-სიცივეა!დიდხანს არ გაჩერდე თორემ გაცივდები.-ბოლო სიტყვები უთხრა და აივნის კარები გაიხურა.
-"იქნებ ადარდებს?"-გამოაჯავრა სიტყვაში და ისევ შემობრუნდა სიბნელისკენ.-კი როგორ არა- დანანებით ჩაილაპარაკა და ამოისუნთქა და თან მთელი ტკივილი ამოაყოლა ამ ამოსუნთქვას.ცრემლებმა კი ჰპოვეს გზა მის ლოყებზე.
***
ბიჭებმა უკვე აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ.მესამე დღე თენდებოდა და ჯერ კიდევ არ იცოდნენ სად შეიძლება ყოფილიყო.
-ასე მარტო სად წავიდა,ისე რომ თან არავის არაფერი გვითხრა-ბრაზობდა ჩანიოლი.
-შეიძლება გვითხრა კიდევაც,რომელიმეს რამე გახსოვთ?-ბექიონმა ოთახს თვალი მოავლო.
-რაღაც კადრებივით ბუნდოვნად მივლის თუ როგორ ვსვავდით მის მერე სრული სიბნელეა.-ჩენმა თავზე ხელები მოიკიდა.
-ნეტავ ხომ კარგადაა.ან რამე ხომ არ უჭირს?-ნაღვლიანი თვალები მოავლო ბიჭებს ლეიმ.
-მაგაზე რომ ვფიქრობ შეიძლება რამე უჭირდეს...-ხელით თმები მოიჩეჩა ჩანიოლმა და სიტყვები აღარ დააბოლოვა.
-დამშვიდდით ძმაო კარგად იქნება-შიუმინმა მხარზე დაკრა ხელი.
-იმედი მაქვს ასეა-ჩაილაპარაკა დიომ.
-აეროპორტში რატომ არ გადავამოწმეთ იქნებ გაფრინდა სადმე?-უცებ წამოიყვირა კაიმ.
-ფრენა!ფრენა!-ჩაილაპარაკა სუჰომ და ტელეფონს ეცა.
-რა მოხდა ჰიონგ? - მიუბუნდა ლეი სუჰოს.
-გამახსენდა ტელეფონში რაღაც სმსი მოვიდა როცა უკვე ძალიან ნასვამი ვიყავი თუმცა არ მივაქციე ყურადღება.-ტელეფონში სწრაფად მოძებნა სმსებში ის,რომელიც მას სჭირდებოდა.-თქვენი კარტიდან ****7865 ბოლო ციფრებით გადახდილია მგზავრობა ურუმქის მიმართულებით.-ხმამაღლა ჩაიკითხა სუჰომ.
-ურუმქი?-გაიკვირვა ლეიმ-ჩინეთში წავიდა?
-იქ რა უნდოდა?-გაკვირება დაეხატა ყველას სახეზე.
-სასწრაფო მენეჯერს დავურეკავ-ჩანმა ტელეფონს დაავლო ხელი.
-შენი ბარათი გამოიყენა?-ღიმილი შეეპარა სახეზე ბექიონს.-მეც უნდა ვცადო შენი ბარათის მოპარვა და რამდენიმე დღით გართობა.
-არ მოუპარავს რაღაც სანაძლეო დადეს და წააგო სუჰომ,ამიტომ მისცა ბარათი სეჰუნს-გაეცინა კაის.
-შენ საიდან იცი?-ჩენი მიუბრუნდა კაის.
-ახლა ამოტივტივდა გონებაში.ბარათზე რო დაიწყო საუბარი.
-რა სანაძლეო დადეთ?-კითხა შიუმინმა სუჰოს.
-არ მახსოვს-ჩაილაპარაკა. -კაის, რომ არ ეთქვა არც ეგ მახსოვდა მე თვითონ თუ მივეცი ბარათი.
-ყურადღების გარეშე დასატოვებლები არ ხართ-საყვედურობდა დიო.
-რას ამბობ თორე შენ არ იყავი ჩვენთან ერთად-გაიცინა ბექიონმა.
-თუ ვსვავდი არც არაფერი დამიშავებია-შეუბღვირა დიომ.
-მენეჯერი აეროპორტში წავა და შეამოწმებს-ჩანმა ტელეფონი ძირს დადო.
-იქნებ ჩვენც გავყოლოდით-ჩანიოლს ახედა ლეიმ.
-თქვენ რომ გამოჩნდეთ ხმაური ატყდებაო.ამიტომ სახლში იყავითო გვითხრა -ოდნავ დამშვიდებული მდივანზე ჩამოჯდა.
****
დილით ადრე ადგა მარი თავი მოიწესრიგა და სახლს გაერიდა.გოგოებს დაურეკა და თხოვა მასთან მისულიყვნენ და სეჰუნი სანდროსთან მიეყვანათ განყოფილებაში.გუშინდელის შემდეგ სეჰუნის დანახვა არ უნდოდა მითუმეტეს სანდროსი.
-მოდით შვილებო-მარიამის დედამ ღიმილით გაუღო კარები.
-გამარჯობა დედა-მიესალმნენ შინაურულად.მართლაც ამ ოჯახში ისინი შვილები იყვნენ ხოლო ნია, მათი შეძენილი დედა.საკუთარი შვილებისგან არ ანსხვავებდა მათ.
-ჩვენ სეჰუნი უნდა წავიყვანოთ სანდროსთან მგონი მისი ნივთები იპოვეს.
-შემოდით სამზარეულოშია თაკოსთან ერთად.-გაიღიმა ქალმა.-არ ვიცი რაზე ლაპარაკობენ თუმცა მგონი ამ ბავშვმა მთელი ოჯახის ბიოგრაფია მოუყვა.-სამივეს გაეცინათ და სამზარეულოში შევიდნენ.გოგოები შორიდან მიესალმნენ სეჰუნს, თაკო კი გულში ჩაიკრეს.
-მარი არ მოდის?-კარებისკენ გააპარა თვალი, თითქოს მის შემოსვლას ეძებდა.
-არა არ ცალია-თქვა თაკომ.
-კაბის ამოსარჩევად უნდა მივიდეს მაღაზიაში.-ჩაილაპარა დაღონებულმა ხატიამ.
-ჩვენც უნდა მივიდეთ შენს საქმეს, რომ მოვრჩებით.-დაამატა სოფიმ.
-კარგი მაშინ მერე მეც წამოვალ-ხელები მოისრისა და ფეხზე წამოდგა.-წავედით-გოგოების მიმართულებით მხიარულად თქვა.
****
სანდრომ მისვლისას გოგოები გარეთ დატოვა,სეჰუნი კი კაბინეტში შეიყვანა და ზურგჩანთა მაგიდაზე დაუდო.
-შეამოწმე თუ ყველაფერია-ინგლისურად უთხრა სეჰუნს.სიბრაზე ერია მის ხმაში.
-ერთი შეხედვით ყველაფერი აქაა.ჩემი ტელეფონი, საფულე და ჩემი ტანსაცმელი. -ჩაუღიმა სანდროს.ხვდებოდა მისი ყოველი საქციელი როგორ მოქმედებდა მის ნერვებზე.
-თუ ყველაფერი იპოვე შეგიძლია ისევ იქ დაბრუნდე საიდანაც ჩამოხვედი-თვალი თვალში გაუყარა სანდრომ.
-რა იყო ეჭვიანობ?-სიცილი ვეღარ შეიკავა სეჰუნმა.
-აღარ მინდა მის გვერდით დაგინახო.-მისკენ წამიწია სანდრომ და ხელი მაისურში ჩაავლო.
-საეჭვიანო ნამდვილად გაქვს-ირონიულად ჩაუღიმა ისევ.ხელი გააშვებინა მაისურზე და დაიფერთხა.თავის ნივთები აიღო და გასასვლელისკენ წავიდა.უკან სანდრო უყურებდა მიმავალს და თვალები სიბრაზისგან ჩაწითლებოდა.-ორივემ ვიცით მის გულში ვინ არის.თან ისე,რომ საერთოდ არც არაფერი გამიკეთებია ამისთვის.-კმაყოფილმა ჩაიღიმა და კარები გაიხურა.სანდრომ მაგიდიდან ნივთები გადაყარა და სავარძელში ჩაეშვა.
****
საქორწინო მაღაზიაში მარიამს კონსულტანტები თავს ეხვეოდნენ.გასახდელში შეიყვანეს და ყველა კაბა რომელიც მის ტანზე კარგად დაჯდებოდა შეუტანეს.სანამ მარი ემზადებოდა თაკო მდივანზე იჯდა და ჟურნალს ათვალიერებდა. ამ დროს გოგოებიც შემოვიდნენ უკან კი სეჰუნი მოყვებოდათ.
-გოჭი მოვედით-შეძახა სოფიმ მარიამს გასახდელში.ხატია თაკოს მიუჯდა, ცოტახანში სოფიმაც დაიკავა მათ გვერდით ადგილი.
სეჰუნმა კაბებს და კონსულტანტ გოგოებს მოავლო თვალი, რომელიც გაბრწყინებული თვალებით უყურებდნენ.
-სიძე თქვენ ხარ?-ყურებამდე გაღიმებული გოგონა მივიდა მასთან.სეჰუნმა თავი გოგოებისკენ მიატრიალა. თვალებით ეკითხებოდა რას მეკითხებაო.
-გეკითხება სიძე შენ ხარო? -გაფაუთარგმნა ხატიამ გოგონას ნათარგმნი, შემდეგ კი გოგონას მიუბრუნდა -არა ის არაა.-ამ დროს გასახდელიდან ხმა მოესმა მომავალი მარის.გამოსვლისთანავე სეჰუნი შეეჩეხა თვალებში,რომელსაც იქ საერთოდ არ ელოდა და ადგილზე გაიყინა.მასაც იგივე დაემართა გოგონას დანახვაზე.თვალებით ათვალიერებდა და თან კმაყოფილი იღიმოდა.
-შეიძლება ვიყო კიდეც -ჩაილაპარა თავისთვის.
-უკაცრავად მე მითხარით რამე?-კონსულტანტი მიუბრუნდა ბიჭს.უკნიდან მისი ნათქვამი გადაუთარგმნეს,მან კი თავის დაძვრენის მიზნით ტელეფონი და სატენი აჩვენა.
-შეიძლება სადმე შევაერთო?-გოგონასგან თანხმობის ნიშნად თავის დახრა მიიღო და ხელით ანიშნა გაჰყოლოდა. გვერდით მარიამს ჩააუარა მასთან გავლისას ნაბიჯებს შეუნელა და ყურთან წაჩურჩულა-მშვენიერი ხარ.-უცებ მოშორდა მის ყურს და კონსულტანტს გაყვა, მარიამს კი ლამის გული ამოაჯდა, ჩაიმუხლა და ცრემლები წამოსცვივდა.სამივე მასთან მივარდნენ.
-ნუ ტირი ონნი-მოეხვია დას თაკო.
-აღარ შემიძლია!მართლა აღარ შემიძლია!-თავი ხელებში ჩაყო და ატირდა.სამივე ჩაეხუტა მას სანუგეშებლად.
სეჰუნი ოთახში ელოდებოდა,როდის მივიდოდა იმ დონემდე ბატარეა რომ ჩაერთო.მანამდე საფულეს გადახედა.იქ სუჰოს ბარათი იპოვა.
-ღმერთო ჩემო ნამდვილად მომკლავს-ხელი სახეზე ჩამოისვა-შემდეგ ტელეფონის ჩართვა სცადა და როგორც იქნა ჩაირთო.ჩართვისთანავე უამრავი დარეკილი ზარი და სმსი შემოვიდა.ეგრევე ვიდეო ზარით დარეკა.
-სეჰუნ როგორ ხარ?
-ხომ არაფერი დაგიშავდა?
-სად ხარ?
-რატომ არ დაგვირეკე?
-იცი როგორ ვინერვიულეთ?-ბიჭები არ ცხრებოდნენ და ერთი მეორეს ასწრებდნენ ლაპარაკს.
-როგორ მომენატრეთ ბიჭებო-გაუღიმა მათ.-დაწყნარდით კარგად ვარ.კორეიდან საკმაოდ მოშოებით, თუმცა კარგ ხელში ვარ ნუ ნერვიულობ.მაპატიეთ ამდენი რო განერვიულეთ.ყველაფერს აგიხსნით ოღონდ თქვენი დახმარება მჭირდება. რამენაირად აქ უნდა დავრჩე ორი კვირით.
-რა ხდება?
-რატომ?
-ლამაზი გოგოები არიან მანდ?
-ჩვენ ვნერვიულობდით შენ კი მანდ ერთობი?-ისევ ერთი მეორეს არ აცდიდნენ სათქმელს.
-ყველაფერს აგიხსნით და მოგწერთ.ახლა წავედი.მიყვარხართ. ძალიან მომენატრეთ.-ხელი დაუქნია ბიჭებს.
-ჩვენც. -იყო პასუხი იქიდან. საუბარი გაწყვიტა და კმაყოფილი ოთახიდან გავიდა.
***
პირველივე კაბა აირჩია,რომელიც ჩაიცვა.სხვა კაბების ჩაცმის და მოსინჯვის თავი აღარ ქონდა.მითუმეტეს როცა მის ახლოს სეჰუნი ტრიალებდა და გულს და სულს უფორიაქებდა.
ყველა გოგოებთან წავიდნენ.მარიმ გააფრთხილა სახლში, რომ გოგონებთან იყვნენ დაა დააგვიანდებოდათ.მისვლისთანავე მაცივარში შეძვრა,სადაც ერთი ბოთლი არაყი ეგულებოდა. გამოიღო,ჭიქებიც მოიმარაგა და მაგიდისკენ წავიდა.სეჰუნი სახლს ათვალიერებდა. განსაკუთრებით კედელზე ჩამოკიდებულ პლაკატებს ათვალიერებდა მომღიმარი სახით.
-ლეი ჰიონგი და ჩანიოლ ჰიონგ -ჩაილაპარაკა და შემდეგ სურათზე გადმოინაცვლა -ოჰ აქ სამივე ვართ.მიყვარს ეს ფოტოსესია-ჩაიცინა და გოგოებისკენ მობრუნდა.
-შენც დაგისხათ?-სასმელი შესთავაზა ხატიამ.
-კი დამისხით-მარისთან ახლოს ჩამოჯდა.
-იმედია ამ დალევის მერეც არ აღმოჩნდები სადმე უცხო ადგილას-გაეხუმრა სოფი.
-მაგდენს ჩემს ცხოვრებაში აღარ დავლევ.-გაეცინა შემდეგ ისევ მარის შეხედა,რომელმაც რიგგარეშე ზედიზედ ორი ჭიქა გადაკრა.
-ვოუ ჩვენც დაგვიტოვე ცოტა-მესამე ჭიქის დალევისას ხელით შეაჩერა სეჰუნმა.მარიმ მაინც გამოგლიჯა ხელი და მესამე ჭიქაც დალია.სასმელს მიუჩვეველი იყო.მესამე ჭიქამ მასე უკვე იმოქმედა და მდივანზე დაეცა.-თუ არ შეუძლია რას სვავს-ოდნავ ბრაზიანი ხმით ჩაილაპააკა და გადაგდებულ თავქვეშ ბალიში ამოუგო.დანარჩენი არყის დალევა თვითონ განაგრძეს.თითოს ხუთ ჭიქამდე შეხვდა თუმცა მოკიდებით მარის გარდა ასე არავის მოკიდება.შესარხოშებულები იყვნენ.
****
თავის ტკივილმა გამოაღვიძა მარი.მის ირგვლივ იყვნენ ისინიც მდივანზე მისვენებულები.შუბლის სრესით წამოდგა.გასვლისას სეჰუნს შეხედა გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა.ერთი ხელი გულზე მიიდო.
-დამშვიდდი რა-თხოვდა გულს. მეორე ხელით შუბლზე ჩამოწეული თმა გადაუწია და ოდნავ მოეფერა სახეზე.სწრაფადვე გასწია ხელი.ეშინოდა არ გაეღვიძებინა.ბანცალით გასასვლელისკენ წავიდა.სადარბაზოს კიბეებზე დაეშვადა სუფთა ჰაერს ხარბათ ისუნთქავდა ისევ.მიდიოდა და თან ცას უყურებდა.ცაზე უამრავი ვარასკვლავი იყო.უყურებდა და თან ეღიმებოდა. სიარულისას ისე მიადგა ცენტრალურ ქუჩას აზრზეც ვერ მოვიდა.კიდესთან მივიდა.მანქანების ხმამ მიახვედრა სადაც იყო.ციდან ახლა ყურადღება მათზე გადაიტანა.ცოტახანი გაშტერებული იდგა შემდეგ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა.მისკენ სატვირთო მოემართებოდა სიგნალიზაციით და ფარების ნთებით.მარიმ თვალები დახუჭა და ელოდებოდა,როდის გახდებოდა ამ სატვირთოს ნაწილი.ცოტაც და მართლა ასე მოხდებოდა.უცებ ვიღაცამ თავისკენ მოქაჩა და მკერდზე მიიკრა, მეორე ხელით კი თმებზე უსვამდა ხელს.
-სულ გაგიჟდი? -უკან გასწია და სიბრაზისგან ჩაწითლებული თვალები მიაპყრო.
-მინდოდა ყველაფერი დამემთავრებინა.-თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.თვითონაც გაბრაზდა, რომ ამ ფარსის დამთავრებაში ხელი შეუშალა.მუშტები მკერდზე დაუშინა.-რატომ გამომყევი?რატომ შემაჩერე?-ხმამაღლა ღრიალებდა გოგონა.თვალებიდან ღაპაუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.-რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ასე გვიან?როცა უკვე უკან დასხევი გზა არ მაქვს.რატომ? რატომ?-გოგონა ხელების რტყმევას არ წყვეტდა.
-მაპატიე. -ხელები დაუკავა სეჰუნმა და ისევ გულში ჩაიკრა.-მაპატიე-იმეორებდა. თავი მის კისერში ჩაერგო და ღრმად ისუნთქავდა მის სურნელს.გოგონა ნელა უკან გაიწია ხელი ლოყაზე მიადო და თვალებში უყურებდა. ნელ-ნელა მათი ტუჩები ერთმანეთისკენ მიწევდა.უცებ ცივი წვიმის წვეთი დაეცათ.ორივემ ცას ახედეს.ვარსკვლავებით მოჭედილი ცა წამში ღრუბლებს დაეფარა და თავსხმა წვიმა დაიწყო.მარიამმა მიმოიხედა თავშესაფარს ეძებდა. იქვე ავტობუსის გაჩერებისკენ უნდოდა წასვლა.უცებ სეჰუნმა ისევ მოზიდა, მისი თავი ხელებში მოიქცია ტუჩებს დაეწაფა და წვიმიან ღამეს პირველი კოცნა მოპარა.
ნელა თვალები გაახილა.მის სახეს ისევ ხელით შეეხო დარწმუნებულიყო,რომ ნამდვილად ცხადში იყო.სეჰუნს მის ქცევაზე სახეზე ღიმილი გამოესახა.მის ხელს ხელი დაადო და ხელის გულზე აკოცა.
-ეს ნამდვილად ხდება-უთხრა და კიდევ ერთხელ გაუღიმა.მის ღიმილზე გოგონამაც გაიცინა.-ღიმილი გიხდება -ნიკაპზე ხელი ჩამოკრა და კიდევ ერთხელ აკოცა.წვიმამ მთლიანად დაასველა ორივე.
***
განყოფილებაში სრული სიწყნარე იყო.სანდრო კაბინეტში იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა.მისი ფიქრები მარის დატრიალებდა.ამ ფიქრში კარებზე მარიმ დააკაკუნა.
-მობრძანდით-არც შეუხედავს თუ ვინ იყო შემოიპატიჟა და შემდეგ გახედა.-ო მარიამ!რამე მოხდა? ორი დღეა არ მინახიხარ.
-საქმე მაქვს შენთან -მის წინ ჩამოჯდა.
-მეც მაქვს საქმე შენთან.აქამდეც მინდოდა შენთან მოსვლა თუმცა ველოდი პირველს როდის გაგახსენდებოდი.მოდი ჯერ შენ თქვი რა საქმე გაქვს.-დაინტერესებული მზერა მიაპყრო გოგონას.
-არ მინდა ეს ქორწილი.-თავჩაღუნული მორცხვად ეუბნებოდა და თვალებში შეხედვის ცხვენოდა.სანდრო სავარძელს მიეყინა.იცოდა,რომ მის გულში არ იყო თუმცა უნდოდა მოეპოვებინა ადგილი იქ და სამუდამოდ დამკვიდრებულიყო.-არ შეგიძლია უბრალოდ უარი თქვა ჩემზე? ვიცი ჩემი სიტყვებით რამხელა ტკივილს გაყენებ თუმცა არ შემიძლია შენთან ვიყო და სხვა მიყვარდეს.შენ შეძლებ იყო იმასთან ვისაც სხვა უყვარს? -თავის აწევის სცხვენოდა,თუმცა ნელ-ნელა გაპარა თვალები მისკენ.-მე არ შემიძლია უარი ვთქვა და შენ არ შეგიძლია ეს ჩემთვის გააკეთო?-ბიჭი სავარძელში მისი სიტყვებისგან ხმა ამოუღებლად იჯდა და მას თვალებში უყურებდა.
-ამას არ ვიზავ.-წყნარი ხმით მიუგო გოგონას. -არასდროს დავნებებულვარ და არც ახლა დავნებდები.-თავის სიტყვებში აღარ იყო დარწმუნებული,როცა ამ სიტყვებით მარიამს თვალებში ტკივილი გამოესახა.სავარძელი უკან შემოაბრუნა მისი სახე რო არ დაენახა. -ჩვენი ქორწილი მგონი იცი როდის არის.დაისვენე!არ მინდა ქორწილში ცუდად გამოიყურებოდე.-სანდროს ცრემლები გადმოცვივდა თვალებიდან. კიდევ კარგი ზურგ შექცევით იჯდა და მარი მის სისუსტეს ვერ ხედავდა.
-ვიცოდი,რომ აზრი არ ქონდა.-ნამტირალევი ხმით ჩაილაპარაკა მანაც და ოთახი სასწრაფოდ დატოვა.
****
დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა.მარიამი ძალიან დაკავებული იყო.მისი და სანდროს მშობლები მარტოს არ ტოვებდნენ.სეჰუნი მის სახლში ვეღარ გაჩერდებოდა რადგან
ნივთები უკვე იპოვეს.გოგოებმა მათთან ცხოვრება შესთავაზეს სადამდეც დასჭირდებოდა.ისიც დასთანხმდა, რადგან მათთან თავს კომფორტულად გრძნობდა, უსაფრთხოდ იყო და რაც მთავარია მათი დახმარებით შეძლებდა ხოლმე მარის ნახვას.ბიჭებს ყოველ დღე ელაპარაკებოდა.იქაურ ამბებს იგებდა.დირექტორი გაგიჟებული იყო მისი გაუჩინარებით,თან ბიჭებსაც ვერაფერი ათქმევინა.ისევ თავისისახსრებით გაიგო სადაც იმყოფებიდა.ფანები უკვე აქციებს მართავდნენ კომპანიის წინ და სეჰუნის ამბავს კითხულობდნენ.
-დირექტორს ვეღარ ვაჩერებთ.მენეჯერი გამოგზავნა შენს ჩამოსაყვანად ორ დღეში კონცერტი გვაქვს და პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ აუცილებლად იქნები. -შეწუხებული სახით ეუბნებოდნენ ბიჭები.
-უთხარით სადაც ვიყავი?-ნერვიულად ხელით თმები გადაიწია.
-არა რას ამბობ.შენი ფრენა იყო დაფიქსირებული ურუმქის მიმართულებით შემდეგ იქ დაუკავშირდნენ და გაიგეს თუ ჩაფრინდი.იქ კი უთხრეს, რომ გადაჯდომა გააკეთე და მანდ ჩაფრინდი.
-კარგით რამეს ვიზავ.
-წარმატებები.აბა შენ იცი არ დანებდნე.-გაუღიმა ბიჭებს და დაემშვიდობა.მალევე კარებზე ზარის ხმა იყო.მხიარულად წამოდგა,რადგან მარის გარდა არავის ელოდა,გოგონებს კი თავისი გასაღებები ქონდათ.
-როგორ მიპოვე?-გაოცებული უყურებდა კაცს.
-ძალიან ადვილია თუ იმ ქალაქში ვარ სადაც შენ და თან ტელეფონიც ჩართული გაქვს- მენეჯერი დაუკითხავად შევიდა სახლში.-ჩაალაგე შენი ნივთები ხვალ მივდივართ.
-ვერ წამოვალ ხვალ.-ხელები გადაიჯვარედინა და კედელს მიეყრდნო.
-არ მაინტერესებს ხვალ სამზე ფრენა და ჩვენ ერთად წავალთ.ან შენი ნებით გამომყვები ან ძალით წაგიყვან.-მისკენ წავიდა ჯიბიდან ფურცელი ამოიღო და იქვე დადო.-ეს ის სასტუმროა,სადაც გავჩერდი.დაბლა მანქანა იქნება მოაგვარე ყველაფერი, რაც გინდა დღეს და აქ მოდი.-ფუცელზე დაწერილ მისამართზე მიუთითა და კარები გაიხურა.
-აიიშშ!-ფეხი იქვე მდგარ პატარა მაგიდას მიკრა.
****
მარიამი საწოლზე წამოწოლილიყო.მის ოთახში ყველაფერი ერთად შეეყარათ.კაბა,მაკიაჟის ნივთები, საქორწინო თაიგული, მეჯვარეების კაბები.თვალი მოავლო და პირქვე გადაბრუნდა.პირი ბალიშზე დადო და მოგუდულად იღრიალა.ტელეფონზე სმსის ხმაზე თავი მაღლა ასწია.ხელით ახლოს მოიწია და გახსნა.
-დაბლა ჩამოდი ^^ -სახე გაუნათდა მოსაცმელს ხელი დაავლო და ოთახიდან გავარდა.მისაღებში მშობლებს შეეჩეხა.
-სად მიდიხარ?-კითხა წარბ აწევით მამამისმა.-ხვალ ქორწილია და უნდა დაისვენო.
-ვიცი ვიცი,დავიწყება, რომ შემეძლოს მაგ დღის თქვენ მაინც არ მაძლევთ მაგის უფლებას. -გაბრაზებული გავარდა გარეთ.
-მგონი შეცდომას ვუშვებთ-ქმარს მიუბრუნდა.
-სიტყვა პირიდან გამოდის. რახან ვთქვით ასეც იქნება და გახდება სანდროს ცოლი. სიტყვას ვერ გავტეხ.
-მერე ის ბავშვი და ჩვენი გოგო? მათ ხომ ერთმანეთი უყვართ.-ცრემლები წამოუვიდა ქალს.
-ის ბიჭი თავის ქვეყანაში დაბრუნდება ეს კი ქმარს შეიყვარებს. აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი უკვე მერამდენედ გეუბნები-გაბრაზებული წამოდგა მდივნიდან და ოთახი დატოვა.
****
-ჰუნა-სადარბაზოსდან გასვლისთანავე იყვირა მარიმ და მანქანაზე მიყრდნობილი ბიჭისკენ გაემართა.მის დანახვაზე მასაც სახე გაუნათდა და ხელები გაშალა.ხელში აიყვანა და რადენჯერმე დააბზრიალა.
-მიყვარს როცა მასე მეძახი.თუმცა ხომ გითხარი ოპპა დამიძახეთქო-კოპები შეუკრა გოგონას. მარის კი მის მიმიკებზე სიცილი აუტდა.
-ჩვენ ტოლები ვართ.ტოლები -სიცილით უთხრა გოგონამ.
-არაა.ოთხი დღით დიდი ვარ შენზე-გაეკრიჭა ბიჭიც.
-ოპპას არ დაგიძახებ მაინც-უცებ გაბუსხა ტუჩები. -იმიტომ,რომ ყველა ასე გეძახის ვისაც მოსწონხარ.
-კარგი იყოს ჰუნა-გაეცინა ისევ და ახლოს მოსწია.უნდოდა მის გაბუსხულ ტუჩებზე ეკოცნა თუმცა თავი უკან გასწია მარიმ და თვითონ აკოცა ლოყაზე მთელი გრძნობით.-წავიდეთ!-უცებ უთხრა.
-სად?- დაიბნა გოგონა.
-სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.შენ ჩემი მე კი შენი.-ყურთან უჩურჩულა გოგონას.-გავიქცეთ და ჩავშალოთ ეს ქორწილი.
-ამაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი მინდა.-მიეხუტა გოგონა.-მაგრამ არ შემიძლია.
-მენეჯერმა ჩამომაკითხა.ფრენა სამზეა-სახე შეეცვალა უცებ.
-უნდა წახვიდე რათქმაუნდა-ცრემლები მოადგა მარის.
-მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე.-თვალებში ჩახედა გოგონას.
-არ შემიძლია-იმეორებდა და თან ტიროდა.ცრემლები შეიმშრალა და ხელები კისრისკენ წაიღო.ვარსკვლავი იყო გამოსახული ყელსაბამზე და მოიხსნა.ბავშვობიდან ქონდა ეს ყელსაბამი,თილისმასავით იყო მისთვის და სეჰუნს შეაბა ყელზე.-თუ ეს ყოველთვის შენთან იქნება, მაშინ მეც შენთან ვიქნები.-ყელსაბამს აკოცა და მკერდზე ჩამოკიდა.
-ყოველთვის ჩემთან იქნება. თუმცა მჯერა,რომ მოხვალ.მე დაგელოდები-ისევ გულში ჩაიხუტა.
*****
ყველა ქორწინების სახლში იყვნენ შეკრებილები.პატარძალს თვალები ტირილისგან ჩასწითლებოდა და უპეები ჩასცვენოდა თუმცა კარგი მაკიაჟის წყალობით შესამჩნევი არ იყო.პატარძალს გვერდს მეფე უმშვენებდა,რომელსაც მაკიაჟის მიუხედავად არ გამოპარვია მისი ტირილისგან დასიებული და ჩაწითლებული თვალები.
-ქალბატონო მარიამ თანახმა ხართ გახდეთ სანდროს მეუღლე და გიყვარდეთ ის სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ.-ცერემონიის წამყვანი პასუხის მოლოდინში შეჰყურებდა დაბნეულ პატარძალს,რომელმაც თვალი მის ოჯახს მოავლო.მამამისისგან მკაცრი მზერა მიიღო,რაც ნიშნავდა იმას,რომ თანხმობა უნდა განეცხადებინა.
-დიახ -ჩაილაპარაკა და თავი ჩაღუნა.ახალი იგივე მეფეს გაუმეორეს. სანდრო მარის უყურებდა და გული საშინლად სტკიოდა.მითუმეტეს გუშინდელი სცენის შემდეგ,რომელსაც მარისთან მისვლისას წააწყდა.ვერაფრით იქნება მიზეზი საყვარელი ქალის უბედურებისა.
-არ შემიძლია-მისი პასუხით ყველა გაოცდა.მათ შორის მარიც.მან ხომ თხოვა და პასუხად უარი მიიღო.
-შვილო რას ამბობ?-მასთან მამამისი მივიდა.
-არ შემიძლია დავქორწინდე ქალზე,რომელიც ჩემი მხოლოდ მეგობარია.უარს ვამბობ ამ ქორწილზე. -ჰალსტუხი შეიხსნა და მარიამს გაუღიმა.ტუჩები ყურთან მიუტანა-გაიქეცი მასთან-ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა.სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა მარიამს.თვალები გაუბრწყინდა და გაბრწყინებული მზერა მოავლო მის ახლობლებს.ყველა თავით ანიშნებდნენ,რომ სასწრაფოდ წასულიყო მასთან.
-მადლობა სანდრო-მადლიერი თვალებით შეხედა.ბიჭმა პირველად დაინახა მის თვალებში სითბო.
-მალე წადი-გაუღიმა მეფემ. თაიგული იქვე დააგდო და გარეთ გაიქცა.მამამისი მის შეჩერებას აპირებდა თუმცა დედამისმა შეუშალა ხელი.
-თავი დაანებე.შენ სიტყვა არ გაგიტეხია.-გაბრაზებული უყურებდა ქალი ქმარს.
****
მანქანაში იჯდა აეროპორტის წინ,ნერვიულად ათამაშებდა ფეხს და აქეთ იქეთ იყურებოდა.
-უკვე დროა.რეგისტრაცია უნდა გავიაროთ.-მანქანის კარები გააღო მენეჯერმა და გადავიდა.
-ცოტახანი კიდევ მოვიცადო-მავედრებელი თვალებით შეხედა.
-კარგი შიგნით შევიდეთ.-მანქანიდან ზლაზნვით გადმოვიდა.
-ჰუნა-გზის მეორე მხრიდან საქორწილო კაბაში გამოწყობილი მარიამი უღიმოდა.სახე გაუბრწყინდა მის დანახვაზე სეჰუნსაც და ხელის ქნევით თავისთან იხმობდა.გოგონამ კაბის ბოლოებს ხელი მოკიდა უფრო თავისუფლად,რო გადასულიყო.სიხარულისგან ისე იყო აჟიტირებული გადასვლისას ყურადღება არ მიუქცევია სწრაფად მომავალი ავტომობილისთვის.
-მარი-იყვირა უცებ სეჰუნმა.მენეჯერმა ხელით დაიჭირა,მაგრამ ძალიით გააშვებინა და მისკენ გაიქცა.
თეთრი კაბა სისხლით იყო მოსვრილი.მასთან მივარდა და თავ ქვეშ ხელი ამოუდო.
-ააა -სიმწრით ჩუმად ღმუოდა ბიჭი.-ჩემთან დარჩი გთხოვ.ჩემთან დარჩი.-ღრიალებდა და თან სახეზე ეფერებოდა.თავიდან წითელი სითხე მარის სახეზე ჩამოვიდა.გონება ბოლომდე არ დაუკარგავს.გრძნობდა თუ როგორ ტკიოდა თითოეული ძვალი, თუმცა ისე სიკვდილს არ აპირებდა,რომ არ ეთქვა მისთვის თუ რამდენად ბედნიერი იყო.
-მე.. მე.. ძალიან ბედნიერი ვიყავი შენთან-ცალი ხელი ნელი მოძრაობით სახეზე მიადო სეჰუნს.
-ნუ ლაპარაკობ. სასწრაფო მალე მოვა-ცრემლიანი ტუჩებით ხელზე აკოცა.მათ ირგვლივ წამში შეიკრიბა ხალხი.
-მე ყოველთვის შენთან ვიქნები -ხელით ყელსაბამზე ანიშნა.-მე მართლა მიყვარხარ.-გაღიმებული შეჰყურებდა.-ბედნიერი იყავი.-ბოლოჯერ ამოისუნთქა, ისევ გაუღიმა და მისი ლოყიდან ხელი ჩამოუცურდა.
****
დრო არ გაჩერებულა.ღამეს ყოველთვის დღე მოსდევდა.დღეს კი ღამე.ცხოვრება ისევ რიტმულად გრძელდებოდა.
კონცერტზე გასვლის წინ ყოველთვის კოცნიდა ყელსაბამს და საიმედო ადგილას ინახავდა კონცერტის დასრულებამდე.ყოველთვის გრძნობა მარიამის არსებობას მის გვერდით.მისი ღიმიანი სახე ყოველთვის ელანებოდა სადაც არ უნდა გაეხედა.ყოველთვის თან სდევდა მარიამის მომღიმარი ლანდი.იღიმებოდა ისე როგორადაც მხოლოდ მას უღიმოდა.
*****
ცაზე მომღიმრად თეთრ ღრუბელზე მოკალათებული მზე თავის სხივებით უხვად ათბობდა გარემოს.ერთი მზისგან ნატყორცნი სხივი სასტუმროს ფანჯარაში შეჭრილიყო და საწოლზე ზურგზე გაგორებული ბიჭის სახეს ეფერებოდა და გათენებას აცნობდა. ხელი თვალებისკენ წაიღო ცდილობდა შუქს არ შეეწუხებინა და კიდევ ცოტა ხანს გაეგრძელებინა ძილი.გვერდით გოგონას შიშველი სხეული შეირხა,რომელმაც მომღიმარი დახუჭული თვალებით მისკენ ხელი გასწია და ნელი მოძრაობით აუყვა მკერდისკენ.აქამდე თვალებზე აფარებული ხელი სწრაფად ჩამოსწია და გოგონას ხელი უხეშად გვერდით გადააგდო.
-ჩაიცვი და წადი!-იყო პასუხი ჯერ კიდევ მძინარე მდგომარეობაში მყოფი ბიჭის.
-კი მაგრამ...-გუშინდელი მგზნებარე ღამის შემდეგ გოგონა ამას არ მოელოდა.ალბათ დილით ერთად საუზმის იმედიც ქონდა ამ სიმპატიურ და ყველასთვის სასურველ კაცთან.ბიჭმა მის სიტყვებზე სწრაფად გაახილა თვალები და დიდი სისწრაფით ზემოდან მოექცა გოგონას სხეულს.მასაც შეაშრაა სიტყვები, რომლის თქმაც უნდოდა.
-ახლავე!ჩაიცვი და წადი!-უგრძნობლად დაწვდა მის ტუჩებს.-თუ კიდევ დამჭირდები ვიცი სადაც გეძებო-თვალი ჩაუკრა და ისევ თავის მდგომარეობას დაუბრუნდა.ხელი ისე თვალებზე მიიფარა და ძილის გაგრძელება სცადა.მის გვერდით შეშფოთებული სხეული კი ფეხზე წამოდგა თავისი ტანსაცმელები მოიძია გაემზადა და გასასვლელისკენ გაემართა.უცებ კარებთან შეჩერდა და მწოლიარესკენ შემობრუნდა.
-ჩემი სახელი მაინც თუ გახსოვს? -იმედად გაიბრძოლა ბოლოს.
-არა!-იყო უდარდელი პასუხი ბიჭისგან.პასუხით შეურაცხყოფილი და გაწბილებული კარების გაღებისას ლამის გამოგლიჯა.წინ ვიღაცას შეეფეთა.მხარი გაკრა და ლიფტის მიმართულებით გაიქცა.კარებში სცენით გაკვირებულმა სხეულმა ჯერ გოგონას გააყოლა თვალი შემდეგ კი ოთახში შევიდა.
-როგორც ჩანს გუშინ ვიღაც მაგრად გაერთო-მიიჭრაა ნახევრად მძინარესთან,რომელმაც ძილს თავი გამოსტაცა და თვალები დაჭყიტა.-ისე რა უნამუსოდ იქცევი?-წარბები შეკრა შემოსულმა.-მარტო შენ რო ერთობი ძმაკაცს არ უნდა უთხრა? ეყოლებოდა დაქალი ვინმე ჩემთვისაც.-შეკრული წარბები უცებ ეშმაკურად აათამაშა.
-მაგდენი არ გვილაპარაკია დაქალზეც მეკითხა-გვერდულად ჩაუცინა.შუბლიდან ჩამოგორებული ხელი ყელზე მოისვა.მომღიმარი სახე წამშივე შეეცვალა და ფეხზე წამოხტა.თეთრი ზეწარი გადაიძრო და დაფერთხა.შემდეგ ბალიშებს ეცა და აქეთ იქეთ მიმოფანტა.
-ვოოვ სეჰუნ ჩაიცვი მაინც რამე-სიცილით თვალებზე ხელი აიფარა ბექიონმა.სეჰუნი კიდევ არ წყნარდებოდა.-რას ეძებ?
-ყელსაბამს.-თმა ნერვიულად გადაიწია.
-კონცერტის დაწყებამდე ჯიბეში ჩაიდე-ბექიონმა მის გვერდით დაგდებული ტყავის ქურთუკი ესროლა.მანაც სწრაფი მოძრაობით დაიჭირა ელვა შესაკრავი გახსნა და ჯიბიდან ყელსაბამი ამოაძვრინა.სახეზე სიმშვიდის ელფერმა გადაკრა და სწრაფად დაუბრუნა თავის ადგილს მის ყელზე.-ღმერთო ჩემო ჩაიცვი ეს ოხერი საცვალი თორე ფსიქოლოგიური შოკი მაქვს -უკმაყოფილოდ აზიდა წარბი და მასთან დაგდებული საცვალი და შარვალი გაუქანა.
-ვინ გითხრა მერე შემოსულიყავი?-არც უკვე დამშვიდებული სეჰუნი დარჩა ვალში და თან საცვალი ამოიცვა.
-რადგან შოპინგების მეფე ხარ და რადგანაც ნიუიორკში ვართ ვიფიქრე გამომყვებოდი,მაგრამ ეტყობა არ გინდა-ფეხზე უკმაყოფილოდ წამოდგა.
-ასე ადრე რატომ მიდიხარ?
-ადრე შენთვისაა თორემ ისე უკვე თორმეტი საათია...
-კარგი წამოვალ მეც ოღონდ ჯერ წყალს გადავივლებ დამელოდე-სეჰუნმა აბაზანისკენ აიღო გეზი.
-ჩემს ოთახში ვიქნები და იქ მოდი-ბექიონმა მიაძახა და ოთახიდან გავიდა.
****
რამდენიმე საათიანი ბოდიალის, შემდეგ უამრავი პარკებით შეიჭრნენ ერთ მაღაზიაში,სადაც ბექიონს სასწაულად მოეწონა ერთი მოსაცმელი, რომელიც პირდაპირ მანეკენს შემოხსნა.კმაყოფილი მზერით უყურებდა საკუთარ თავს სარკეში.მომღიმარ კონსულტანტ გოგონას მიუბრუნდა და ბარათი გადააწოდა.სეჰუნმა იქ მყოფ საქონელს თვალი მოავლო თუმცა თავისთვის არაფერი მოეწონა.ვიტრინიდან ვიღაცის სხეულს ყურება დაუწყო.რომელიც კომბინიზონში კეტებით თეთრი მოისურში გამოწყობილი ერთი პარკით მიაბიჯებდა ჰოლში.გრძელი ოდნავ ახვეული თმა ზურგზე ჩამოყროდა და მოძრაობისას სინქრონულად ირხეოდნენ.თმის ამ მოძრაობამ და მთლიანად ამ სხეულმა სახეზე ღიმილი მოგვარა.სხეულს მხოლოდ ზურგით ხედავდა და სასწაულს ელოდა,რომ როგორმე მისი სახეც დაენახა.ჟინ მომდგარმა ტუჩები მოილოკა და ნერწყვი გადაყლაპა.
-მოიხედე!უბრალოდ შემობრუნდი!-თავისთვის ბუტბუტებდა ვიტრინიდან მომზირალი.მის ამორჩეულ სხეულს უცებ ვიღაც გოგონა დაეწია,სავარაუდოდ სხვა მაღაზიის კონსულტანტი.
-ქალბატონო-შორი ახლოდან შესძახა გოგონას,რომელიც მაშინვე შეჩერდა ინსტიქტურად.
-ბინგო!აი ახლა მოიხედავ-კმაყოფილად გაუსვა ხელები ერთმანეთს.სხეულიც შემობრუნდა კონაულტანტის მიმართულებით.სეჰუნს სახეზე ღიმილი,ჟინი და კმაყოფილება ერთიანად შეცვალა გაოცებამ და შოკირებული თვალებით შეჰყურებდა მის ამორჩეულ სხეულს.კონსულტანტმა მომღიმარი სახით ბარათი გაუწოდა გოგონას ერთმანეთს დაეშვიდობნენ და გასასვლელისკენ გაემართა.
-ეიი პლანეტა ექსო იძახებს სეჰუნს!-საჩვენებელი თითით შეარხია ჯერ კიდევ გაშტერებული.-მოჩვენება დაინახეე? რა იყო?-მანაც იმ მიმართულებით დაიწყო ყურება, საითაც სეჰუნი იყურებოდა,თუმცა ვერაფერი შენიშნა.აქამდე გაშეშებულმა პარკები დაყარა და მაღაზიიდან გავარდა იმ მიმართულებით,სადაც წუთის წინ სხეული გაუჩინარდა.გარეთ გასულს მის წინ უმრავი ხალხი შემოეფეთა თვალებში,თუმცა სასურველს ვერ პოულობდა.ნერვიულად გადაისვა თმებზე ხელი.ხალხის ბრბოში ისევ ცდილობდა ეპოვნა თვალებით და სწორედ იმ მომენტში მოკრა თვალი,როცა უკვე ტაქსში ჯდებოდა.მის წინ ხალხი გაარღვია და ტაქსის მიმართულებით წავიდა,თუმცა გაასწრო.
-ჯანდაბა!ნამდვილად ის იყო...მაგრამ როგორ?-იქვე ჩაიმუხლა და ორივე ხელი თავზე მოიჭირა.-ვერ იქნება ის ხომ... ნამდვილად ვგიჟდები...-ფეხზე წამოდგა და უკვე გაუჩინარებული ტაქსისკენ დაიწყო ყურება.მასთან პარკებით ხელში ბუზღუნით ბექიონი მიიჭრა.
-შენ რა გგონია ოთხი ხელი მაქვს?რო გამოვარდი შურდულივით და ესენი მომიყარე...-ახლახანს შეხედა სეჰუნის ანერვიულებულ სახეს.-კარგად ხარ?-
-მგონი არა-მზერა მისკენ გადმოიტანა პარკები გამოართვა და თავიანთი ფურგონისკენ გაემართნენ.
***
აბაზანიდან ახლად გამოსული სხეული ტანზე ხალათ შემოცმული მომღიმარი სახით იმშრალებდა თავს.
-მარიამ!-გასძახა ოთახებში სანატრელი ხმის გაგების მოლოდინით,მაგრამ პასუხი არ იყო.პირსახოცი იქვე მოაგდო სახიდან ღიმილი მოიხსნა და ოთახებში მისი ძებნა დაიწყო. -მარიამ?-ოთახების უშედეგოდ შემოვლის შემდეგ სასწრაფოდ თავის ოთახს დაუბრუნდა.ხალათი გაიხადა.ხელში რაც პირველი მოხვდა ტანზე ჩაიცვა და შეშინებული სახით კარებისკენ გაემართა,რომელიც მანამდე გაიღო სანამ თვითონ გააღებდა და შიგნით კმაყოფილი ღიმილით შემოიჭრა გოგონა.ბიჭის სახიდან შიში წამში გადაიყარა და მთელს სხეულში სითბომ დაუარა მისი ღიმილის დანახვისას.
-უკვე მოგისწრია ბანაობა.-გვერდი აუარა და მისაღებისკენ წავიდა.
-რატომ არ მითხარი,რომ მიდიოდი?-უცებ ისევ წამოუარა წინანდელა შიშმა და ბრაზმა.
-გითხარი,მაგრამ როგორც ვიფიქრე ვერ გაიგე და წერილიც დაგიტოვე მაგიდაზე,თუმცა ესეც არ გინახავს-დივნებს შორის ჩამდგარი მაგიდიდან ფურცელი ააფრიალა.-ხომ თქვი,რომ დღეს შენ მეგობარს და მის ცოლს ვხვდებოდით და რამე ელეგანტური ჩამეცვა.რადგან ეგეთი არაფერი მქონდა წავედი და ვიყიდე-მხიარულად ჩაამთავრა სათქმელი გოგონამ.ბიჭი მისკენ დიდი სისწრაფიდ გაემართა და გულში ჩაიკრა.ორივე ხელს მაგრად უჭერდა,თავი კისერში ჩაერგო და მის სურნელს ღრმად სუნთქავდა.
-სანდრო რა დაგემრათა უბრალოდ მაღაზიაში წავედი და კაბა ვიყიდე-სიცილით უთხრა მარიამმა.
-შემეშინდა.ჯერ კიდევ მახსოვს ის დღეები. რაც შენი სამუდამოდ დაკარგვის შიშით გადავიტანე.-ხელები კიდევ უფრო შემოხვია.გოგონამაც ააპარა მის ზურგზე ხელები და ოდნავ შემოაჭდო საპასუხოს.
****
უკვე მზადმყოფი სანდრო მისაღებში მარიამს ელოდებოდა.ისიც გამოვიდა ოთახიდან.წითელი გრძელი კაბა მის ტანს შემოჭდომოდა.ამოღებულ ზურგზე სპეციალურად ჩამოვარდნილი რამდენიმე კულული ნაზად ირხეოდა.სახეზე მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა ხელში კი პატარა ჩანთა დაეჭირა.სანდრო პირდაღებული შეჰყურებდა.
-ვიცი რომ ჩემი სტილი არაა,მაგრამ არც ასე ცუდად გამოვიყურები მემგონი-საწყლად დაიხედა ტანზე გოგონამ.
-პირიქით ჩემი სახე შენს არაჩვეულებრივობას აღნიშნავს-ჩაუღიმა გოგონას მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.-მხოლოდ რაღაც აკლია.
-რა აკლია? -ზედ დაიხედა გოგონამ.სანდრომ პატარა ყუთი ამოაძვრინა პიჯაკის ჯიბიდან და გახსნა.შიგნით ნაზი ხელნაკეთი ყელსაბამი იყო მოთავსებული, რომელსაც ყვავილის ფორმა ქონდა,ერთ შედარებით დიდი ყვავილს გვერდით მისნაირი პატარა ყვავილები უმშვენებდნენ.
-გაგიკეთებ-ყუთიდან ყელსაბამი ამოაძვინა და ხელები მისი კისრისკენ წაიღო.გოგონამ უკან რამდენიმე ჩამოვარდნილი თმა ხელით ასწია ხელი, რომ არ შეეშალა.მალევე დაუმშვენა პატრონს ყელი ყელსაბამმა.ბიჭმა ხელი ნელა ჩაუცურა ზურგზე.მარიამს დენმა დაუარა სხეულში.ვერ ხვდებოდა ეს სიამოვნებდა თუ პირიქით.-ახლა უკვე სრულყოფილად გამოიყურები.-მისკენ დაიხარა და მხარზე აკოცა.-შეგვიძლია წავიდეთ.-შეღიმა გოგონას ხელი მკლავზე გამოადებინა და სახლიდან გავიდნენ.
***
აეროპორტი...მის მკლავებში ალაგ-ალაგ სისხლისფრად შეღებილ თეთრ კაბაში გამოწყობილი მარიამი...რომელიც მომღიმარი სახით შეჰყურებდა მას...მათ ირგვლივ მოგროვებული უამრავი ხალხი....სასწრაფოს სირენის ხმა...გოგონას სახეზე შეყინული ღიმილი და ბიჭის სახიდან ჩამოვარდნილი ხელი...სასწრაფოს ექიმების მოვარდა...მენეჯერის მიერ მისი ძალით ათრევა მომაკვდავი გოგონას სხეულიდან...ექიმების ხმა "პულსი არ ესინჯება"...საკაცის გადმოთრევის ხმა და გოგონას სხეულის ზედ გადაყვანა....შემდეგ კი მისი სასწრაფოს მანქანაში საკაცით შეყვანა...ექთნის სინანულით ჩალაპააკებული სიტყვები"ასეთი ახალგაზრდა ქორწილის დღესვე,რომ კვდები საშინელებაა"...ყველაფერი ერთად ირევა სეჰუნის გონებაში და სრულ ქაოსს ქმნის...მენეჯერს მისი სახე ორივე ხელით მაგრად უჭირავს და ცდილობს მის გონებას ხმა მიაწვდინოს...ბუნდოვნად ესმის მენეჯერის ხმა,რომელიც სწრაფად ცდილობს გაარიდოს ამ ადგილს და თვითმფირანში აყავს ჯერ კიდევ შოკში მყოფი ბიჭის სხეული,რომელიც რობოტივით მიყვება ვიღაცის ბრძანებებს.-სავარძელში მოკალათებული სხეული ოფლში იწურებოდა. წარბები შეეკრა და სახეზე მტანჯველი ტკივილი ეხატა.
-სეჰუნ!სეჰუნ! -ოთახში შესული ლეი ცდილობდა მტანჯველი სიზმრისგან დაეხსნა.
-მარიამ...-მოულოდნელად წამოიყვირა თვალების გახელისას.
-ისევ ის სიზმარი?-გვერდით ჩამოუჯდა და თანაგრძნობით მხარზე ხელი დაადო.-დიდიხანია აღარ დაგსიზმრებია და ახლა რა მოხდა?
-დღეს დავინახე...დარწმუნებული ვარ ის იყო...მაგრამ ეს შეუძლებელია! ის ხომ მო...-ამ სიტყვის თქმაც კი დიდტკივილს აყენებდა სახე მოეჭმუნა და სიტყვა არ დააბოლოვა.
-ალბათ მისი მსგავსი დაინახე და ჭრილობა ისევ გაგეხსნა-ცდილობდა ეთანაგრძო მეგობრისთვის.
-ალბათ მართლაც ასეა-ამოისუნთქა და თავი უკან გადააგდო.
-აქ შენს წასაყვანად მოვედი მაგრამ მგონი ამის თავი არ გაქვს ვეტყვი,რო ცუდად ხარ და არ წამოხვალ-ფეხზე წამოდგა ლეი.
-სად მიდიხართ?-თავი წამოყო ისევ და შეხედა.
-აქვე ახლოს ელიტურ რესტორანში გვაქვს შეხვედრა კონცერტის სპონსორებთან.იყავი ყველაფერს მე მოვაგვარებ-ლეი გაბრუნებას აპირებდა,თუმცა სეჰუნის ხმამ შეაჩერა.
-არა დამელოდე მეც წამოვალ.არ მინდა მარტო ყოფნა და ამაზე ფიქრი.უცებ გამოვიცვლი და წავიდეთ.-ფეხზე წამოხტა და გასახდელისკენ გაემართა.
-კარგი ბიჭებს ვეტყვი და დაგელოდებით-მიაძახა სეჰუნს.
-კარგი-გაისმა უკვე გასახდელში მიმალულის ხმა,რომელიც მიწვდა თითქმის უკვე ოთახიდან გასულს.
***
სანდრომ მანქანა რესტორანთან მიასრიალა.სწრაფად გადავიდა მარიამს კარები გამოუღი და ღიმილიანი სახით გაუწოდა ხელი.გოგონაც ასევე ღიმილით შეხვდა მის ჟესტს და ხელზე ხელი დაადო.ბიჭმა გასაღები რესტორნის წინ მდგარ პერსონალს გაუწოდა,მანაც მომღიმარი სახით გამოართვა და მანქანა განკუთვნილ ადგილზე გადაიყვანა.მარიამის ხელი კვლავ სანდროს მკლავში იყო გაყრილი და ორივემ ამაყად შეაბიჯეს რესტორანში. დაჯავშნილ მაგიდაზე დასხდნენ.მათი სტუმრები ცოტას იგვიანებდნენ.გოგონას ნერვიულობა დაეტყო სახეზე.
-ნუ ნერვიულობ-ღიმილით ცდილობდა მის დამშვიდებას.
-ასეთ მდგომარეობაში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.ადრე მიყვარდა ასეთი საღამოები? ან აქამდე მყავს ნანახი შენი მეგობარი?
-სიმართლე გითხრა ეს შენი სტილი არაა-ჩაეცინა ბიჭს.-უფრო თავისუფალი სტილი გაქვს.არც ადრე გიყვარდა ასეთი საღამოები და მადლობა,რომ დღეს ეს ჩემთვის გააკეთე.ჩემ მეგობარს რაც შეეხება არ იცნობ.მეც დიდიხანია არ მინახავს.ხუთი წელია რაც აქ ჩამოვიდა და აქაური ცოლი მოიყვანა.მის ცოლს მეც შენთან ერთად გავიცნობ-მაგიდაზე დადებულ გოგონას ხელს ნაზად შეეხო და ისევ გაუღიმა.
-ნერვიულობისგან საპირფარეშოში მომინდა-ჩაუცინა.-სულ ცოტახნით გავალ და მალე მოვალ-ფეხზე წამოდგა,სანდროც აყვა.მარიამი ისევ შემოსასვლელ ჰოლში დაბრუნდა და ხელ მარცხნივ ჰოლს გაუყვა,რომლიც საპირფარეშოს მდებარეობას ამცნობდა.
გამოსვლისას სარკეში თავის თავს გაუღიმა ღრმად ამოისუნთქა და ისე ჰოლში დაბრუნდა.ცოტა არ იყოს ხალხმრავლობა შენიშნა.უცებ თავი ახლად შემოსულ ბიჭებს მიაპყრო,რომლებიც რესტორნის მენეჯერს ესაუბრებოდნენ თავიანთი მაგიდის შესახებ.მათგან ერთი განსაკუთრებული ინტერესით ათვალიერებდა გოგონას.ცოტა არ იყოს და შეაშფოთა უცნობის საქციელმა.ჩვეულებრივი არაფრის მთქმელი სახე დაიჭირა და გვერდით ისე ჩაუარა თითქოს არც შეუმჩნევია.გვერდით ჩავლისას თითქოს უცნობს უნდოდა რაღაცის თქმა,მაგრამ სიტყვები პირზე შეაშრა გოგონასგან შეუმჩნევლად ჩავლით.მანაც თვალი გააყოლა ამაყად მიმავალ გოგონას.
-მართლა ვერ მცნობ თუ შენ არ ხარ ჩემი მარიამი?-თავისთვის ჩაიბურტყუნა ბიჭმა,რომელიც ჯერ კიდევ შეჰყურებდა მაგიდებს შორის მომავალს.
-სეჰუნ შევედით-მხარზე ხელი მიკრა ჩანმა და ყურადღება მიიპყრო მისი.
-აჰამ-თავი დაუქნია მათ შეყვა თან იმ მიმართულებით გაიხედა საითაც წუთის წინ იყურებოდა თუმცა გოგონა აღარ ჩანდა.-მგონი ჩემი პერსონალური მოჩვენებაა-ისევ ჩაიბუტბუტა და ბიჭებს თავჩაღუნული მიყვა თავიანთ ადგილზე.
რესტორნის ერთ კუთხეში ბიჭები ისხნდნენ თავის სპონსორებთან და მენეჯერთან ერთად,მეორე ბოლოში კი მარიამი სანდრო და ახლახანს შემოსული დაგვიანებული სტუმრები.მათ შორის კი უამრავი მაგიდა სავსე ხალხით.
-გიორგი -ფეხზე წამოიჭრა სანდრო მეგობრის დანახვაზე და დიდიხნის უანახავ მეგობარს გადაეხვია.
-სანდრო... დიდიხანი გავიდა.-ჩახუტების გულის ჯერებით გაახსენდათ,რომ ცოლებთან ერთად იყვნენ.
-ეს მარიამია ჩემი მეუღლე -გოგონამ ჯერ გიორგის გაუწოდა მომღიმარი სახით ხელი.შემდეგ კი მის ქერათმიან ლამაზმან ცოლს.
-ეს კიდევ ჩემი ცოლია ქენდისი.-გოგონამაც მხიარულად ჩამოართვა ხელი.ოთხივე მაგიდას დაუბრუნდნენ და მალევე გაიმართა მათ შორის შესაძლო დიალოგები.
***
კარგა ხანს რესტორანში ყოფნით და ლაპარაკით გული იჯერეს.ახლა კი რესტორნის შესასვლელთან თავიან მანქანებს ელოდნენ.
-როდის ბრუნდებით უკან?-გიორგის მომღიმარი სახე მოღუშულით შეეცვალა.
-ჩვენი მოგზაურობა ორ კვირიანია-სიცილით გასცა პასუხი.
-ოჰომ თაფლობის თვე მოიწყვეთ ხოო-ისევ სიცილმა გადაკრა ბიჭს სახეზე.-იმედია კიდევ ვნახავთ ერთმანეთს.
-ბავშვს როდისთვის ელოდებით? -მოულოდნელად იკითხა ცნობისმოყვარე ამერიკელმა გოგონამ,რომელსაც ეს კითხვა აწუხებდა.ქმრისგან ბრაზ გადაკრული სახე მიიღო პასუხად,თითქოს ეუბნებოდა,რომ გითხარი ამაზე სიტყვა არ დაგცდესო.მარიამი უხერხულად შეიშმუშნა.სანდრო გვერდით ამოუდგა მხარზე ხელი გადახვია, ლოყაზე აკოცა და მეგობრის ცოლს ღიმილით გახედა.
-ბავშვი ჯერ არ გვინდა.ერთმანეთით ვტკბებით-კმაყოფილმა ჩაიღიმა და გოგონა კიდე უფრო მიიკრა.გიორგის მანქანაც მოიყვანეს.
-ჩვენი წასვლის დროა-მეგობარს დაემშვიდობა.გიორგიმ ცოლს ხელი მოკიდა და მალევე დატოვეს იქაურობა.ცოტახანში სანდროს მანქანაც შესასვლელთან მისრიალდა გოგონას კარები გამოუღო თავის ადგილს მიუბრუნდა და რესტორანს მოშორდა.
რესტორნის გასასვლელში კი სეჰუნი იდგა ჯერ ისევ სცენით შოკირებული.უკვე დარწმუნდა,რომ ეს მისი მარიამი იყო.თუმცა უკვე სხვისი.სანდროს მასთან ასე ახლოს ყოფნა სიგიჟემდე აღიზიანებდა და რომ არა ჩანი ალბათ მივარდებოდა კიდევაც მას და ყელში ჩააფრინდებოდა.ხელებზე მუშტები შეეკრა და ისე უჭერდა ხელის ბალიშები გათეთრებოდა.
იმის გაფიქრება,რომ ცოცხალი იყო ერთიანად სიხარულის გვრიდა,მაგრამ წამშივე ცვლიდა სიბრაზე,როცა მის თვალწინ სანდრო ჩნდებოდა და ხედავდა თუ როგორ ეფერებოდა,კოცნიდა და ეხებოდა გოგონას.თავში კიდეც უამრავი კითხვა ქონდა დაგროვილი,რომლებზეც პასუხს ვერ პოულობდა.
****
სახლამდე ისე მივიდნენ არც ერთს ხმა არ ამოუღია.გოგონა პირველი გადავიდა მანქანიდან.შესვლისას მარიამმა დივანზე ხელში დაკავებული პატარა ჩანთა მიაგდო და თვითონაც ჩაენარცხა.ღმად ამოისუნთქა და თვალები ორი წუთით დახუჭა.ქენდისის სიტყვები ამოუტივდივდა უცებ თავში და ისევ უცნაურმმა გრძნობამ შეიპყრო.ოთახში ახლა სანდრო შემოვიდა პიჯაკი გაიძრო და ისიც გვერდით მიუჯდა გოგონას.მისი შემოსვლით ფიქრები გადაუვარდა თავიდან და უმნიშვნელოდ გაუღიმა ბიჭს,რომელიც ყოველთვის გაბრწყინებული თვალებით შეყურებდა.
-დაიღალე ხომ?-მზრუნველად კითხა.
-ამ კაბის ტარებამ უფრო დამღალა-ჩაიცინა მარიამმა და ბიჭიც აყვა.-წავალ გამოვიცვლი.-ფეხზე წამოხტა და საძინებელს მიაშურა გამოსაცვლელად.კარებთან შეჩერდა და დივანზე თვალებ დახუჭულ ბიჭს მოუბრუნდა.-მადლობა-გაისმა მისი მორცხვი ხმა.სანდრომ თვალები გაახილა და მისი მიმართულებით გაიხედა.
-რისთვის?-თავი წამოყო ბიჭმა.
-ქენდსის კითხვისგან,რომ მიხსენი-ისევ მიბრუნდა და ოთახში შეიკარგა უკან კი მომღიმარი ქმარი მოიტოვა.
სანდრო ისევ სავარძელში იყო თვალები დაეხუჭა და ვერ ხვდებოდა დღემდე რატომ დათანხმდა სიმამრს ამ ავანტურაზე.ოდესმე ხომ გაიხსენებდა მარიამი ყველაფერს და იმაზე უფრო შეიძულებდა ვიდრე სძულდა.თუმცა ალბათ ეგოისტი უფრო ჭარბობდა მასში.მამის შეთავაზებაზე დიდიხანი არც უფიქრია წამებში დათანხმდა ყოფილიყო მისი ოცნების გოგონას ქმარი და სანამ გაახსენდებოდა რამე მანამდე თავი შეეყვარებინა აი მერე კი ნამდვილად გახდებოდა მისი ცოლი თუ ამას შეძლებდა,მითუმეტეს ახლა როცა მარიამის არც თავში და არც გულში ის ბიჭი აღარ იყო,რომელსაც ერთ დროს დაუთმო და თან ამავე დროს ნერვებს ასე უშლიდა.აბაზანიდან გოგონას გამოსვლის ხმა გაიგო,რომელიც დასაწოლად ემზადებოდა.ფიქრებიდან გამოერკვა და ახლა თვითონ გაემართა შხაპის მისაღებად.მარიამი საწოლში წრიალებდა ვერ ხვდებოდა რა აფორიაქებდა.რატომ არ ქონდა არანაირი გრძნობა ქმრის მიმართ.მხოლოდ მადლიერებას გრძნობდა.მადლიერება კი არ იყო საკმარისი ურთიერთობისთვის.თვალებ დახუჭულმა და ფიქრებში გართულმა ვერც კი შენიშნა როგორ უცებ აღმოჩნდა სანდრო მის გვერდით საწოლში.გოგონამ თვლები გაახილა და ზურგშექცევით მყოფი ბიჭისკენ გადატრიალდა,რომლიც ყოველ ღამე დიდიძალისხმევით ცდილობდა გოგონას მიერ თავისი ვნებები დაეცხრო და არ მიკარებოდა.
-სანდრო-ფრთხილად შეძახა მარიამმა.
-ჰმ?-იყო პასუხი ისე, რომ არც განძრეულა.
-მიყვარდი?-სანდრო უცებ გადმოტრიალდა გოგონასკენ ასეთი კითხვით შეცბუნებული.
-რატო მეკითხები?-ეჭვის ჭიამ დაუარა მთელს სხეულში "ნუთუ რამე შეიძლება გახსენებოდა?"შიშით დაუსვა თავის თავს კითხვა..
-მართლაც სისულელე ვიკითხე-ჩაეცინა მარიამს-რომ არ მყვარებოდი ცოლად არც გამოგყვებოდი. და სანამ ავარიაში მოვყვებოდი ჩვენ...-უჭირდა ამის კითხვა.სანდროს შიში სადღაც გაქრა და მის მორიდებულ კითხვაზე ჩაეცინა.
-არა არ ვყოფილვართ.-მთელი ტანით შეტრიალდა გოგონასკენ.ხელი ნაზად მის ლოყას ჩამოუსვა და თვალებში შეჰყურებდა.სანდრო მისი ტუჩებისკენ მიიწევდა.მაგრამ უცებ ტუჩები შუბლისკენ წაიღო და აკოცა მთელი გრძნობით.მკლავი მისი თავის ქვეშ შეაცურა და გულზე მიიხუტა.-ასეც იქნება,სანამ არ გაგახსენდება ყველაფერი.-მარიამმა შვებით ამოისუნთქა.თითქოს გულიდან ლოდი მოხსნა მისსმა სიტყვებმა.თავს დამანაშავედ გრძნობდა მის წინაშე.იყო მისი ცოლი თუმცა მხოლოდ ხალხის თვალში.-თუმცა გეტყვი,რომ გახსენების მიუხედავად ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება,მაშინაც მე უფრო მეყვარები.-შეუმჩნევად ამოიოხრა ბიჭმა და გოგონას ზურგზე ჩამოყრილ თმას ეფერებოდა.
***
ბიჭები ერთად შეკრებილიყვნენ სეჰუნის ოთახში და ყველა განცვიფრებული იყო.თვითონ სეჰუნი კი ბრაზ მოკიდებული გადიგამოდიოდა ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.
-გეხვეწები დაჯექი თავბრუ დამეხვა-შეწუხებული სახით ახედა ბექიონმა.
-ასეთ სიტუაციაში დაწყნარება რთულია-გადაულაპარაკა ლეიმ.უცებ სეჰუნი სავარძელში ჩაენარცხაა.
-რატომაა მასთან?-ზოგადად დასვა ეს კითხვა.ხელები ისევ მომუშტა.-რატომ აძლევს შეხების უფლებას? ხომ არ უყვარს!-ხმამაღლა ფიქრს და კითხვების სმამს განაგრძობდა.
-იქნებ შეუყვარდა-ენას კბილი ვერ დააჭირა ბექიონმა,უცებ სახე მოეჭმუნა.ფეხზე ფეხის დაბიჯება იგრძნო.სუჰომ მომღიმარი სახით ანიშნა ენა გაეჩუმებინა და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხავდა.
-და საერთოდ აქ რა უნდათ?-ბექიონს გაბრაზებული სახე მოაშორა და კითხვით თავი ისევ ჩაღუნა.
-ეგ მეც მიკვირს.-წარბი ასწია დიომ.
-არაა უნდა ვნახო და დაველაპარაკო.-ფეხზე წამოიჭრა ისევ,მაგრამ მალევე დაუბრუნდა თავის ადგილს.-სად ცხოვრობს არ ვიცი-სახე მოეღუშა და ხელებში ჩარგო თავი.-ააჰ... ჯანდაბა სული მეხუთება ამ სასტუმროში გარეთ მინდა გასვლა.-ისევ წამოიჭრა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა.
***
ისევ ჩვეულებრივი დილა გათენდა.მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოვიდა.ისევ ათბობდა თავისი სხივებით დედამიწას.სანდრო საუზმით ხელში საწოლს მიუახლოვდა,სადაც მარიამი გაღვიძებას ცდილობდა.მის დანახვაზე სახეზე ღიმილი მოეფინა.
-მზრუნველი ქმარი ხარ-წამოიწია საწოლში გოგონამ და აბურდული თმები უკან გადაიწია.
-ისაუზმე,მოემზადე და სადმე გავიდეთ.აქ სახლში ჯდომისთვის ხომ არ ჩამოვსულვართ.-ჩაუღიმა და ხელით ლოყაზე უჩქმიტა მარიამს,რომელიც გემრიელად ილუკმებოდა უკვე.
-კარგი.-თავი დაუქნია გამოტენილი პირით.-შენ უკვე მზად ხარ?-ახედა ბიჭს თან ფორთოხლის წვენი მოსვა.
-კი მზად ვარ.
-კარგი მაშინ მეც გავემზადები.ლანგარი გვერდით გადადო და ფეხზე წამოხტა.მოსაწესრიებლად სააბაზანოს მიაშურა.გოგოს ნახევრად შიშველი სხეულის დანახვაზე ნერწყვი გადაყლაპა სანდრომ და ისევ თავის დამშვიდებას შეეცადა.
***
ხალხმრავალ სკვერში მიაბიჯებდნენ. ბიჭს გოგონას ხელისთვის ხელი ჩაეკიდა და მის თითოეულ მზერას სიყვარულით აღსავსე შეჰყურებდა.
-სანდრო რაღაც უნდა გთხოვო-ტუჩები გაბუსხა გოგონამ.
-რა მოხდა? -მომღიმარი სახე ისევ შეეცვლა და გოგონასკენ შებრუნდა.
-ნაყინი მინდა-გაბუსხული სახით ნათქვამზე სიცილი აუტყდა სანდროს.
-წამოდი ვიყიდოთ ნაყინი-მხარზე ხელი მოხვია და შუბლზე სიცილით აკოცა.
ნაყინის ორი ულუფა შეუკვეთეს.დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ნაყინს მარიამი.თან ფეხი ფეხზე გადაედო და ხედით ტკბებოდა ფანჯრიდან.ზურგის საშინელი წვა იგრძნო თითქოს ვიღაც თვალებით ბურღავდა.ფანჯარას თვალი მოაცილა და ხალხით გატენილ კაფეს მოავლო მზერა.გულმა სწრაფად დაუწყო ძგერა,მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს გულის აჩქარება რითი იყო გამოწვეული.
-რა იყო?-მისი ქცევა არ გამოპარვია სანდროს.
-არაფერი.საპირფარეშოს ვეძებ საით არის-იცრუა და ყალბი ღიმილი შეანათა.
-აი იქით-ხელით მარიამის ზურგს უკან გაიშვირა და კაფის კუთხეზე მიუთითა.
-მალე მოვალ-ადგილი ღიმილით დატოვა და საპირფარეშოში შევარდა.სარკის წინ დადგა და თავის თავს დაუწყო ცქერა.უყურებდა და ხვდებოდა,რომ მის წინ სულ სხვა ადამიანი იყო.წყალი მოუშვა და სახეზე შეისხა,შემდეგ მზერა ისევ თავის გამოსახულებას დაუბრუნა სარკეში.იქიდან კი მარჯვენა ხელის არათითზე დაიხედა, სადაც ორი ბეჭედი უმშვენებდა ხელს.ერთი სადა პატარა თვლით და მეორე კალიცო.ცერა თითით კალიცო თითზე დაატრიალა.გულზე საშინელი ტკივილი იგრძნო.უცებ მისი მზერა საპირფარეშოში უხეშად შემოსულმა მიიპყრო პირბადით ქუდით და სათვალეებით.მის დანახვაზე შეკრთა.უცნობი კი მისკენ წავიდა.მარიამს ხმა ჩაუვარდა ნაბიჯები უკან გადადგა და კედელს აეკრო წასასვლელი აღარსად ქონდა.თვალებში შიში ჩადგომოდა.ვინ იყო და რა უნდოდა მისგან.
-ასე უცებ ამომიღე გულიდან?-გაისმა ხმა ნიღაბს შიგნიდან.
-უკაცრავად?-შიში სადღაც გაქრა და გაოცება დაეტყო სახეზე გოგონას.ხმა...ენა,რომელზედაც უცნობი საუბრობდა რატომ იყო მისთვის მშობლიურივით.გონება საშინლად აუფორიაქდა.თუმცა მალეე მოეგო გონს."ალბათ ვიცოდი ეს ენა მანამდე"უცნაური ფიქრების კორიანტელის გადაყრას შეეცადა თავიდან და უცნობს მიუბრუნდა.-ვფიქრობ ვიღაცაში გეშლებით.-უცნობმა ნიღაბი და სათვალები მოიხსნა და ორივე იქვე მიყარა.ორივე ხელებში გაოცებული გოგონას სახე მოიქცია და თვალებში შეჰყურებდა.
-როგორ შეიძლება ეს თვალები ვინმეში შემეშალოს-აწყლიანებული თვალებით შეჰყურებდა გოგონას.მარიამს კი მის სიტყვებზე გული კიდევ უფრო ესერებოდა.ტკივილი საშინლად აუტანელი ხდებოდა.გოგონამ ორივე ხელი მის ხელებს ჩაავლო და სახიდან მოცილება სცადა.სეჰუნს თვალებში თითზე მბზინავი ბეჭდები მოხვდა და თვითონ შეუშვა ხელები სახეზე.-მისი ცოლი ხარ?-თვალები სიბრაზისგან ჩაუწითლდა.ორივე ხელი მკლავებში ჩაავლო და ხელები მოუჭირა.-მითხარი რო მისი არ ხარ!მითხარიი...!-კბილებიდან გამოსცრა სეჰუნმა.გოგონას მკლავების მაგივრად გული უფრო ტკიოდა მისი სიტყვებით.მთელი სხეული სიბრაზემ მოიცვა ტკივილთან ერთად. უხეშად მოიშორა მის მკლავებში ჩაფრენილი ხელები.
-ვინ ხარ,რომ ასე მექცევი? თავი ვინ გგონია?-მარიამსაც სიბრაზისგან ლოყები აუწითლდა.თავისი სიტყვები თვითონ კიდე უფრო ტკენდა გულს,მაგრამ გაჩერებას არ აპირებდა.-ჩემგან თავი შორს დაიჭირე და არ მომეკარო-მკაცრად წარმოთქვა უანასკნელი სიტყვები და შეეცადა გვერდი აევლო მისთვის.წამის მეასედში დიდი სისწრაფით იგრძნო შემოტრიალება.ორივე ხელით უცნობის მკერდს ეყრნობოდა.მისი ერთი ხელი წელზე შემოხვეოდა, მეორე კი გოგონას კეფაზე მოეჭდო და მიუხედავად წინააღმდეგობისა თავისი ტუჩებისკენ იზიდავდა.
-არ გაბ...-სიტყვის დამთავრებაც ვერ მოახერხა.სეჰუნის ტუჩები მცხუნვარედ დააცხრა მისას.მარიამი ისევ ცდილობდა მისი ხელებიდან და ტუჩებიდან დახსნას,მაგრამ ბიჭის მესაკუთრე ხელები არ უშვებდნენ.
-მარიამ კარგად ხარ?-კარებზე კაკუნი შემოესმათ.გოგონამ დაქაჩული თვალები კიდევ უფრო დაქაჩა.სეჰუნიც მის ტუჩებს მოსწყდა,თუმცა ხელების გაშვება არც უფიქრია.
-გამიშვი რას აკეთებ?-ჯიუტად შეირხა ისევ მის მკლავებში.
-მისი არასდროს ყოფილხარ და არც იქნები-კეფაზე ხელი შეუშვა და ახლა ცერა თითი ტუჩებზე გადმოატარა.
-მარიამ?-ისევ გაისმა სანდროს ხმა კარებს იქედან.
-კარგად ვარ.მაგიდასთან დამელოდე ახლავე მოვალ-გასძახა კარებთან მყოფ ქმარს.ორივე გარინდებული იდგა და თვალებში შეჰურებდნენ ერთმანეთს.იგრძნო სანდრო როგორ მოშორდა კარს.-გამიშვი!-მთელი სერიოზულობით უთხრა.
-მართლა გინდა ეს?-სეჰუნი ცდილობდა მის თვალებში ღმად ჩაეხედა და ამოეცნო იდუმალი.-მე არ მინდა!-კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა მკერდზე.
-სამაგიეროდ მე მინდა-მარიამმა მუხლი აიქნია და ფეხებს შორის ამოარტყა.
-ჯანდაბა!-ტკივილისგან დაიჭყანა ორივე ხელი შეუშვა გოგონას და იქვე ჩაიკეცა.ონკანთან დადებულ პატარა ჩანთას ხელი დაავლო მარიამმა და კარებისკენ წავიდა.სანამ გავიდა შეეცადა სუნთქვა დაემშვიდებინა და ისე გასულიყო.გასვლამდე კი ტკივილისგან მოკეცილ სხეულს გახედა უკან.
-ძაღლი კოჭლობით არ კვდება-ჩაილაპარაკა თავისთვის და საპირფარეშოდან გავიდა.
****
სანდრო მაგიდაზე ადგილს ვერ პოულობდა.ყოველ წამს საპირფარეშოსკენ იხედებოდა.როგორც იქნა დაინახა მისკენ მომავალი მარიამი.სახეზე ოდნავ აწითლებული ნერვიულად მოაბიჯებდა.თავის ადგილს დაუბრუნდა.სანდროსთვის თვალებში შეხედვის სცხვენოდა და თვალს არიდებდა.
-კარგად ხარ?-მაგიდაზე დადებულ მარიამის ხელს თავისი ხელი შეახო.
-მგონი ნაყინი ბევრი მომივიდა.ორი არ უნდა მეჭამა.-სწრაფად გამოაცხო ტყუილი რისიც კიდევ უფრო სცხვენოდა.-წავიდეთ აქედან.ჩვენს ნომერში მინდა.-გარეგნულად თითქოს დაწყნარდა თუმცა გული საშინლად სწრაფად უცემდა.
-კარგი ახლავე წავიდეთ-ანგარიში მოითხოვა.შესაბამისი თანხა დატოვა და სწრაფად დატოვეს იქაურობა.
***
თავის ნომერში შესვლისას მარიამმა ეგრევე საძინებელს მიაშურა.
-რამე გჭირდება?-მიაძახა მიმავალს.
-არაფერი.დავწვები და მალე გამივლის.მაპატიე დღევანდელი დღე გავაფუჭე-სახე მოეღუშა და კიდევ უფრო იგრძნო თავი დამნაშავედ.
-მთავარია კარგად იყო-გაუღიმა და მისკენ გაემართა.მოღუშულ სახეზე ხელები მოკიდა ტუჩის კუთხეები გასწია თითქოს აცინებდა.-მხოლოდ გამიღიმე ხოლმე -ჩაიხუტა გოგონა,თუმცა საპასუხოდ აღარ მიუღია გოგონასგან ხელების შემოხვევა აღარ უგრძვნია.უკან გასწია შუბლზე აკოცა.-დაისვენე.მე გავალ და მალე მოვალ.-თავის დაქნევით დაეთანხმა.დაელოდა სანამ სანდრო გავიდოდა ნომრიდან თვითონ კი საძინებელში საწოლზე დაენარცხა.თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.თვალ წინ სააბაზანოს სცენა დაუდგა.უცნობის და მისი სიტყვები გონებაში ამოუტივტივდა,მაგრამ ყველა ფიქრი ერთიანად გადაფარა კოცნის გახსენებამ.სხეულში სასიამოვნო ჟრუანტლმა დაუარა გახსენებაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.ამის გაცნობიერება და საკუთარ თავზე გაბრაზება ერთი იყო.
-მისი ახლოს ყოფნა და გული საგულედან მივარდება.ასე რატომ სანდროზე არ მემართება.მან ის მოახერხა რაც სანდრომ ამ ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლო.-ამოიოხრა გოგონამ.-მარიამ გონს მოეგეე-შემოუძახა და სახეზე ხელები ჩამოისვა.
***
სეჰუნი თავის საწოლზე წამოწოლილიყო.მასაც თვალწინ ედგა ყველა მომენტი.ცალი ხელი თავქვეშ ამოედო,მეორე ხელით კისერზე ჩამოკიდებულ ყელსაბამს აწვალებდა და სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
-არ ვიცი რა ხდება შენს თავს, თუმცა შენ ისევ ჩემი ხარ-კმაყოფილმა ღიმილმა გადაკრა,მაგრამ წამშივე გაუქრა სიცილი სანდროს,ბეჭედის და მათი კოცნის ჩაშლის გახსენებაზე.
***
სიბნელეში ორი სხეული მიხუტებულიყო ერთმანეთს.გრძნობდა,რომ ის გოგონა თვითონ იყო. გული გამალებით ცემდა.სხეულში ბედნიერების პეპლები დაფრინავდნენ.ამავე დროს სევდამ შეიპყრო. ყელიდან ყელსაბამი მოიხსნა და სიბნელეში ბიჭს ჩამოკიდა.სახეს ვერ ხედავდა თუმცა გრძნობდა,რომ მთელი არსებით უყვარდა.სხეულზე სიცივე იგრძნო მთელ სხეულზე ეკლებმა დააყარეს.თვალები სწაფად გაახილა.მზიანი ამინდი უცებ ქარმა და ღრუბელმა შეცვალა.ოთახში თეთრი ფარდა ფრიალებდა.მარიამის ყურადღება მიიპყრო.შემცივნებულ მკლავებზე ხელი მოისვა და ფანჯრის დასაკეტად გაემართა.უცნაური სიზმარი აღარც გახსენებია.ოთახი მოათვალიერა სანდრო ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული.შიმშილის გრძნობამ შეაწუხა.ტელეფონს დაწვდა და სანდროს სმსი მიწერა"სასტუმროს რესტორანში ვიქნები თუ მანამდე მოხვალ,სანამ ოთახში დავბრუნდები.საშინლად მშია." პასუხს არ დალოდებია ტელეფონი საწოლზე მიაგდო თხელი მოსაცმელი მოიცვა და ნომერი დატოვა.
შეკვეთილი საჭმელი მალე მოუტანეს და გემრიელად შეექცეოდა.მის წინ ვიღაცის სილუეტი დაჯდა და სახე ნელა ასწია მაღლა.
-ეს დათხვევა კი არა ბედია-კმაყოფილად უცინოდა ბიჭი.
-ისევ შენ-თვალები აატრიალა გოგონამ ჩანგალი თეფზე დააგდო და ადგომა დააპირა,მაგრამ წინ მჯდომმა შეაჩერა.
-მარიამ რატომ იქცევი ასე?-სერიოზული სახით შეჰყურებდა დაბნეულ გოგონას.
-სხვანაირად უნდა ვიქცეოდე?-მანაც სერიოზული სახით დაუბრუნა კითხვა.მისი თვალები უცებ წინ მჯდომის ყელზე გააპარა.ყელსაბამმა მიიპყო მისი ყურადღება წარბები ერთმანეთს გაუყარა.თითქოს რაღაცის გახსენება უნდოდა,მაგრამ ვერ იხსენებდა.სეჰუნმა შენიშნა მისი მზერა ყელსაბამზე და ჩაიღიმა.მათ მაგიდას სანდრო მიუახლოვდა.
-მარიამ!-მისი სახელი ძალიან წყნარად წარმოთქვა.ყელსაბამიდან მზერა სანდროზე გადაიტანა.-თუ დაამთავრე წავიდეთ.-ისიც ინსტიქტირად წამოდგა ფეხზე.სანდრომ ხელი მოკიდა და თავისკენ გაქაჩა.სეჰუნიც სწრაფად წამოდგა ფეხზე და მეორე ხელზე თვითონ ჩაავლო ხელი.
-იქნებ აქვე გავარკვიოთ ყველაფერი-მკაცრად გაუყარა თვალი თვალში.
-ორივემ ხელი გამიშვით-მათი მარწუხებიდან თავი დაიხსნა.-და საერთოდ რა ხდება?-ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.სეჰუნი ამ კითხვამ დააბნია.სანდროს კი შიში აუფორიაქდა სხეულში.
-მარიამ გადი და გამოვალ ახლავე.-ისე უთხრა სეჰუნისთვის თვალი არ მოუშორებია.სანდროს ისეთი სახე ქონდა მარიამმა გასვლა ამჯობინა.ორივე მიატოვა და რესტორნიდან გავიდა.-მასთან ახლოს აღარ დაგინახო.
-შენ ვერ მეტყვი რა გავაკეთო და რა არა.-ცინიკურად უყურებდა.სანდროს ყელში ამოასხა მისმა სიტყვებმა.მისკენ გაიწია და მაისურში ხელები ჩაავლო.
-გეტყვი იმიტომ,რომ ჩემი ცოლია.შენ მასზე უფლებები დაკარგე.მიატოვე მაშინ,როცა ასე ძალიან სჭირდებოდი.ერთხელ დაგითმე ამას მეორედ არ გავაკეთებ-კბილებში გამოსცრა სანდრომ.
-მე მეგონა,რომ ის...- ისევ ვერ შეძლო ამ სიტყვის წარმოთქმა.თვალები დახუჭა და ფიქრები გადააგდო თავიდან.
-გეგონა,რომ მოკვდა?-ირონიულად შეხედა და ჩაიცინა-მოკვდა და ისე წახვედი არც კი დაელოდე სავაადმყოფოში მის მიყვანას.სწორედ გეგონა იმ ავარიის დროს მართლაც მოკვდა მარი,რომელსაც შენ იცნობდი.ყველაფერი დაივიწყა რაც შენთან აკავშირებდა ახლა კი ჩემი ცოლია.ვუყვარვარ და ბედნიერები ვართ.შენი ადგილი ჩევნს ცხოვრებაში აღარაა.-ახლაღა შეუშვა მაისურზე ხელები და შებრუნდა.
-ეი...-შესძახა მიმავალს ისიც გაჩერდა და მისკენ შემობრუნდა.წამის მეასედში სახეზე წვა იგრძნო და ინერციით ძირს დაეცა.-სულაც არ ვფიქრობ,რომ მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არაა.-ზემოდან დააყვირა წაქცეულს,რომელიც მალევე წამოდგა და პასუხის დაბრუნებას უპირებდა,თუმცა სასტუმროს დაცვამ ორივე გააკავა და რესტორნიდან გაიყვანეს.
***
მარიამი თავის ოთახში ნერვიულად დააბიჯებდა.გონება მთლად არეული ქონდა.ერთ მხარეს იყო ქმარი,რომლის მიმართაც არაფერს გრძნობდა და მეორე მხარეს უცნობი,რომელიც გრძნობების კორიანტელს უყენებდა სხეულში.ოთახში სანდრო შემოვიდა და გახეთქილ ტუჩზე ხელს იდებდა.
-შეგიძლია ამიხსნა რა ურთიერთობა მქონდა მასთან?-მისი გახეთქილი ტუჩით არც დაინტერესებულა.
-იქნებ ჯერ გეკითხა როგორ ვიყავი-მისი სიტყვებით განაწყენებული მისკენ გაემართა.-მას აღარ ნახავ!-მკაცრად გასცა ბრძანება თან თვალებში შეყურებდა.მარიამმა ცოტახანს უყურა სიბრაზისგან მოელვარე თვალებში.
-მართლა მიყვარდი,როცა ცოლად გამოგყევი?-მოულოდნელად დაუსვა კითხვა.სანდროს სხეულში ორმაგად დაუარა სიბრაზემ.თვალები დახუჭა და შეეცადა თავი მოეთოკა.
-მარიამ!მარიამ!მარიამ!-წამოიყვირა.ნომერი დატოვა და ბრაზმოკიდებულმა გაიჯახუნა კარები.გოგონა კი მოწყვეტით დაეცა დივანზე.
****
თავისი საქციელით კმაყოფილი დაბრუნდა ოთახში.დანახვის დღიდან უნდოდა ამ გაბღენძილი ტიპისთვის დაერტყა.მითუმეტეს ახლა,როცა მარიამთან ასე ახლოს ხედავდა.კმაყოფილება და ბრაზი ცვლიდა ერთმანეთს.სავარძელში ჩაესვენა თვალები დახუჭა ცალი ხელით ისევ ყელსაბამს დაუწყო წვალება და გაახსენდა როგორი ინტერესით შეჰყურებდა ყელსაბამს მარიამი.ოთახში შემოჭრილმა მენეჯერმა სიმყუდროვე დაურღვია.
-სულ გაგიჟდიი? დღისით სასტუმროს რესტორანში ამდენი ხალხის წინაშე ეს როგორ გააკეთე?-ცოფებს ყრიდა მენეჯერი.-ბედი შენი იქ ვინმე ისეთი არ იყო ვინც ამ ამბავს ინტერნეტში გაავრცელებდა.
-ის მიიღო რაც დაიმსახურა.-ადგილიდან არ განძრეული.წარბიც კი არ შეუხრია ისე მშვიდად გასცა გაცოფებულს პასუხი.
- ვიცოდი! ვიცოდი,რომ ეს გოგო პრობლემებს ისევ შექმნიდა.რომ არ გენახაა ხომ ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა.არ ახსოვდი,არც შენს მოძებნას ცდილობდა და მშვიდად ცხოვრობდა უშენოდ ყველანაირი მოგონებების გარეშე-გაბრაზებული დადიოდა წინდაუკან მას კი მისი სიტყვებით შოკირებული სეჰუნის თვალები დაყვებოდა.
-იცოდი,რომ ცოცხალი იყო?-ფეხზე წამოხტა და მენეჯერს მივარდა.ისიც მიხვდა,რომ გაბრაზებულ გულზე ზედმეტი წამოროშა.-იცოდი და მაინც არ მითხარი.იცოდი და უყურებდი,როგორ ვიტანჯებოდი და თავს დამაშავედ ვგრძნობდი.თავს ვიდანაშაულებდი და მეგონა,რომ არ შემხვედროდა ბედნიერი იქნებოდა.-სიბრაზემ იმდენად დააბრმავა მზად იყო მენეჯერისთვისაც გაელამაზებინა სიფათი.თუმცა მიუხედავად ამ სიტუაციისას მენეჯერის მძიმე ხელის შეხება იგრძნო სახეზე.
-დიახაც ვიცოდი.მართალია,რომ არ გამოჩენილიყავი მის ცხოვრებაში ბედნიერი იქნებოდა თავის ქმართან ერთად.ნუ ცდილობ გაუღვიძო შენს მიმართ ისევ ეს უაზრო სიყვარული,რომელიც გონების ბნელ კუნჭულში ჩაკეტა.-ძირს დაცემული სხეულს მის სიტყვებზე კიდევ უფრო ემატებოდა დანაშაულის გრძნობის შეგრძნება.მენეჯერმა ბრაზი ამოანთხია და გვერდი აუარა-ზეგ კონცერტის შემდეგ წავალთ. ყველაფერი ისე დატოვე როგორც არის.-ისევ კარებისკენ განაგრძო გზა-რაღა მაინცდამაინც აქ და ამ სასტუმროში გაჩერდნენ.-გაიჯახუნა ბუზღუნით კარები.ოთახში კი ძირს მჯდომარე სეჰუნი მოიტოვა,რომელიც გარეთ სიბნელეში მოელვარე შუქებს თვალგაშტერებული შეყურებდა და გონება არეულს ვეღარ გაეგო რა გაეკეთებინა.სწრაფად წამოხტა ფეხზე და ისიც ოთახიდან გავარდა.სული ეხუთებოდა სასწრაფოდ უნდოდა ჰაერზე გასვლა უფრო იმ იმედით იქნებ შემხვევით თვალი ისევ მოეკრა მისთვის.
***
სხეულში საშინელი შიში უვლიდა.გრძნობდა მნიშვნლოვანი ნაწილი აკლდა.გრძნობდა რაც უთხრეს და აქამდე რა ცხოვრებითაც იცხოვრა ფარსი იყო.მაშინ რატომ შეეძლო მის გულს უცხო ადამიანის მიღება და არა საკუთარი ქმრის.ფიქრებით დატვირთულს ჩაეძინა დივანზე.მის გონებას ისევ უცნაური სიზმარი მისწვდა.თავის თავს უყურებდა სარკეში თეთრ კაბაში გამოწყობილს სიხარულის მაგივრად მთელი სხეულით მწუხარებას და ტკივილს გრძნობდა.თეთრი კაბა ალაგ-ალაგ წითლად იფერებოდა შიშმა მოიცვა მთელი სხეული უკან დაიწყო სვლა თან თავის თავს სარკეში თვალს არ აშორებდა უცებ წელზე შეხება იგრძნო.უკნიდან ვიღაცის ხელებმა მოიცვა მთლიანად,რომელიც მარწუხებივით ეკვროდნენ მის სხეულს.მათგან გათავისუფლებას ცდილობდა,მაგრამ ამაოდ.სარკეში უცნობს ვერ ხედავდა ვეღარც საკუთარ თავს ხედავდა. გამოსახულება ბუნდოვანი გახდა.თვალები მაგრად მოხუჭა და გახელისას რეალობას დაუბრუნდა თავის ოთახში.თუმცა მის სხეულზე მარწუხები არ შეხსნილა პირიქით უფრო მკვეთრად გრძნობდა სხეულზე ხელებს.თვალების უკეთ გაახელისას მის სხეულზე ზემოდან მოქცეული სანდრო შენიშნა,რომელიც ჯიუტად მოიწევდა მისი კისრიდან ტუჩებისკენ.ცხვირში საშინელი ალკოჰოლის სუნი ეცა.შეეცადა უფრო მკვეთრად დაეხსნა სანდროს მკლავებიდან თავი.
-სანდრო რას აკეთებ?-ირხეოდა მის ქვეშ მოქცეული.
-ჩემი ცოლი ხარ და მინდა შეგიგრძნო-უნდოდა ტუჩებს დაწვდომოდა,მაგრამ მარიმ თავი გვერდით გასწია.სანდროს ტუჩები კი გოგონას კისერს შეეხო.მთელ სხეულში უსიამოვნო დენმა დაარტყა.
-არ მინდა ეს-ცდილობდა მისი კისრიდან მოეშორებინა ბიჭი და საერთოდ მისი სხეულიდან,მაგრამ ორივე ხელი ძლიერად ქონდა თავის ხელში მოქცეული.თავისუფალი ხელი გვერდით გადაწეული თავი მისკენ მოაბრუნებინა და დაუჭირა,რომ მისთვის ეკოცნა.
-რატომ არ გინდა ჩემთან?-თვალებში სიბრაზის ნაპერწკლები ელავდნენ. უხეშად დაწვდა გოგონას გაყინულ ტუჩებს. თვალებში აქამდე მომდგარი ცრემლები გადმოეშვნენ საფეთქლებზე.ტუჩებიდან ისევ კისერზე გადაინაცვლა.ამ ოთხი თვის მანძილზე რაც კი მოწონება და პატივისცემა დააგროვა სანდრომ მის გულში ერთიანად გაანადგურა ამ მცდელობით.ბიჭის მოდუნებით დრო იხელთა და ფეხი გაინთავისუფლა და ფეხებს შორის ძლიერად ამოარტყა.ტკივილისგან ძალა გამოცლილმა ხელები შეუშვა მის ქვეშ მომწყვდეულს.თავისუფალი ხელებით ძლიერად გადააგდო მისი სხეული დივნიდან.ფეხზე წამოხტა.მაისურის მკლავით შეეცადა ტუჩების და კისრის მოწმენდას. უხეშად იწმენდდა და თან ცრემლები ახრჩობდა.გასასვლელ კარებს ეცა.არ იცოდა სად წავიდოდა,მაგრამ ყველგან შეძლებდა ყოფნას ამ ოთახში მასთან ერთად ყოფნის გარდა.დერეფანში გავარდა ლიფტის მაგივრად კიბეებზე დაეშვა.ვერც კი შენიშნა ისე სწრაფად აღმოჩნდა სასტუმროს ჰოლში,სადაც მიმღებში ახალგაზრდა ბიჭის გარდა არავინ იყო,რომელიც ფურცლებში ყურებით ისე იყო გართული მარიამის იქ ყოფნა ვერც კი შენიშნა.გასასვლელს მიაშურა და გარეთ გავარდა. მის ალმურმოდებულ სახეზე წვიმის წვეთები დაეცა.თვალებში ბინდი კიდევ უფრო ჩამოწვა.აქეთ-იქეთ იხედებოდა და თითქოს თვალებით ეძებდა მას ვინც ამ მდგომარეობიდან იხსნიდა.მხარზე შეხება იგრძნო.თვალები მაგრად დახუჭა უნდოდა გამქრალიყო.ნუთუ გამოეკიდა და ისევ იმ საშინელ მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდა.
-მარიამ კარგად ხარ?-ზურგს უკან შეშფოთებული და მზრუნველი ხმა იგრძნო.მთელი სხეული უცებ სიმშვიდემ მოიცვა.მისკენ ნელა შებრუნდა ცრემლიანი თვალები ნელა გაახილა და უკან მდგომის თვალებს ახედა.სიმშვიდემ მთელი სხეული მოიცვა,შიშიც სადღაც გაქრა.სახეზე ღიმილი შეეპარა ხელი წელზე მის მაისურს ჩაავლო.მომღიმარი სახით თვალები კვლავ დახუჭა.იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხებში ძალა და მთელი სხეულით მოწყდა.-მარიამ?-თვალებში შიში ჩაუდგა სეჰუნს მის ამ მდგომარეობაში დანახვისას.ამ სცენით მათი ბოლო შეხვედრა გაახსენდა,როცა სამუდამოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს.გონს სწრაფად მოეგო.ერთი ხელი წელზე მოხვია,მეორე ფეხებქვეშ ამოდო მკერდზე მიიხუტა და ისევ სასტუმროში შებრუნდა.მკერდზე მიკრულ სხეულს ნერვიულად დაყურებდა და თან გზას იკვლევდა ლიფტამდე.აქამდე ფურცლებში თავჩარგულმა ბიჭმა მიაქცია ყურადღება და შესცქეროდა მათ.
-რამე ხომ არ გჭირდებათ?-შეშფოთებული სახით იკითხა.
-ექიმი გამოგზავნეთ 702-ში-მკაცრად და მჭექარე ხმით მისცა ბრძანება.მანაც ტელეფონი მოიმარჯვა და ბრძანების შესრულებას შეუდგა.თვითონ კი ლიფტში შევიდა და შესაბამისს სართულს ხელი დააჭირა.
ოთახს მიუახლოვდა ჯიბიდან ბარათი ძლივს ამოაძვრინა კარებში შეარჭო და სწრაფად შეიჭრა შიგნით.ხელებში მოთავსებული გოგონას უგონო სხეული თავის საწოლზე დააწვინა.სახეზე დაყრილი თმები გვერძე გადაუწია.თეთრი ზეწარი გადააფარა გოგონას სხეულს იქვე ჩამოუჯდა და ხელებით მის სახეს დაუწყო ფერებაა.
-ჩემს გამო ხარ ასე?მგონი უჩემოდ უფრო კარგად ხარ-შეწუხებული სახით დაჰყურებდა.ერთ ხელში მისი ხელი ეკავა,მეორეთი კი სახეს და თმებს ეფერებოდა.
***
დილა მშვიდი გათენდა.თვალებში მომდგარმა მზის სხივმა თავისი საქმე გააკეთა და გოგონამ გაღვიძების პროცესი დაიწყო.თვალში უცხო გარემო მოხვდა.გადაფარებული ზეწარი შიშისფეთებით ასწია და სიმშვიდის ელფერმა გადაკრა სახეზე ისევ ჩაცმული თავისი თავის დანახვაზე.
-მძინარეებზე არ ვძალადობ.ნებართვის გარეშე არ ვეუფლების ქალის სხეულს.-ოთახში სეჰუნი შემოვიდა ფორთოხლის წვენით ხელში და გვერდით მიუჯდა.მისმა სიტყვებმა გაახსენა გუშინდელი სცენა.თავი ხელებში მოიქცია და ღმად ჩაისუნთქა.
-აქ როგორ მოვხვდი?-ხელებიდან თავი ასწია და გვერდით მჯდომს გახედა.
-გარეთ ვსეირნობდი ცუდად გამოიყურებოდი მოვედი შენთან და ხელებში ჩამივარდი.იქ ხომ არ დაგტოვებდი,ამიტომ ჩემს ოთახში ამოგიყვანე-მთელი უემოციობით ლაპარაკობდა.თითქოს უბრალოდ დახმარება გაუწია მისთვის უმნიშვნელო ადამიანს.-სერიოზული არაფერია ექიმმა ასე თქვა.
-მადლობა-დამნაშავესავით თავი ჩაღუნა გოგონამ.სეჰუნმა წვენი გაუწოდა მანაც გამოართვა და დალია.თვალებში ისევ გვერდით მჯდომის ყელსაბამი მოხვდა.ისევ არ დარჩენილა შეუმჩნეველი სეჰუნს და უმნიშვნელოდ ჩაიღიმა.
-როგორც ჩანს ჩემი ყელსაბამი მოგწონს-გოგონა უხერხულად შეირხა და დაბნეულმა ახედა.
-საშინლად არ გიხდება ეგ ყელსაბამი-ყველაზე სულელური საბაბი მოიფიქრა.წვენის ცარიელი ჭიქა უკმაყოფილოდ მომზირალს გაუწოდა ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გაემართა.უცებ შემობრუნდა უნდოდა ისევ მადლობა გადაეხადა ყველაფრისთვის საწოლთან დატოვებული ბიჭისთვის,მაგრამ ის იქ კი აღარ იჯდა არამედ მის წინ აყუდებულიყო.მარიამი მისი ახლოს ყოფნით შეცბუნდა და კარებს აეკრო.
-თუ გეტყვი,რომ ეს ყელსაბამი შენ მომეცი მაინც არ მომიხდება?-ორივე ხელით კარებს მიეყდრო სეჰუნი და თვალებში შეჰყურებდა დაბნეულ მარიამს.
-მე? რატომ უნდა მომეცა შენთვის?-წარბიწარბში გაუყარა გოგონამ და მკაცრი მზერა ესროლა.
-იმიტომ,რომ შენ მე გიყვარვარ და არა ის შენი ვითომ ქმარი-მობეზრდა კატა-თაგვობანას თამაში. ხვდებოდა,ესმოდა და აანალიზებდა,რომ მის გარეშე უკეთესად იქნებოდა,მაგრამ მასში ჩაბუდებული ეგოისტი არ აძლევდა მარიამის გაშვების უფლებას.ხელები ახლა მის მკლავებზე გადაიტანა და ჩაებღაუჭა.-გაიხსენე გთხოვ! გაიხსენე! მიუხედავად იმისა,რომ მტკივნეულია. ვერ ავიტან მასთან გხედავდე. მე მჭირდები!-თვალებში შეჰყურებდა და გონსმოყვანას ცდილობდა.ორივეს გული საშინელი ტკივილით იყო სავსე.
-უნდა წავიდე-მკლავებზე ხელები შეაშვებინა და კარებისკენ შებრუნდა.გრძნობდა რამხელა შეცდომას უშვებდა ახლა აქედან წასვლით,მაგრამ მაინც გამოაღო კარები.თვალებზე ცრემლები მოადგა და გასვლას აპირებდა,თუმცა მისმა სიტყვებმა შეაჩერეს.
-მოიცადე-ყელსაბამი შეიხსნა.მარიამმა მარცხენა ხელზე,რომლითაც კარები ეკავა შეხება იგრძნო.ხელის გულს ცივი ნივთი შეეხო..-თუ ჩემგან მიდიხარ,მაშინ ესეც წაიღე.-მარიამმა ხელი მაგრად მოუჭირა ყელსაბამს.გამოღებულ კარებში გავიდა და მის ზურგს უკან კარები ხმით დაიხურა.თვალებში მოწოლილმა ცრემლებმა პოვეს გზა მის ლოყებზე გზა განაგრძო და ისევ თავისი ოთახის ნომერს მიადგა გაუცნობიერებლად.თვალები დახუჭა ცრელმები შეიმშრალა ღმად ამოისუნთქა აქამდე ყელსაბამი,რომელიც ისევ ხელში ეჭირა ჯიბეში ჩაიდო და ოთახში შევიდა.დივანზე ღრმად მძინარე გათხლაშული სანდრო შენიშნა.მთელს სხეულში ზიზღი იგრძნო ამ ადამანის მიმართ.დაუფიქრებლად გაემართა ოთახისკენ. კარადიდან ჩემოდანი გამოიღო თავისი ნივთები შიგნით ჩაყარა სარკეში თმა შეისწორა და ჩემოდანთან ერთად დაბრუნდა მისაღებში.სანდროს დანახვაზე სახეზე ისევ ზიზღმა გადაკრა,შემდეგ მარჯვენა ხელის არათითზე ბეჭდებს დახედა.სასწრაფოდ მოიძრო ორივე უხეშად და იქვე მაგიდაზე დაუყარა.პატარა ჩანთა გადაიკიდა ჩემოდანს ხელი დაავლო.ჯერ ოთახი დატოვა,შემდევ კი ღმად ამოისუნთქა სასტუმროდან გავიდა.პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა.
-აეროპორტში თუ შეიძლება.-მძღოლმა თავი დაუქნია გაუღიმა და მანქანა სასტუმროს მოშორდა.
****
ტაქსით აეროპორტის გზას ადგა და თან ყველაფერზე ერთად ფიქრობდა.ხელზე როცა ბეჭდები ვეღარ შენიშნა მიხვდა,რომ მის ირგვლივ აშენებული შუშის კედლები დაინგრნენ,რომელშიც მოქცეული იყო ამ ოთხი თვის მანძილზე.თავისუფლად ამოისუნთქა თითქოს ზურგიდან მძიმე ტვირთი მოხსნეს.ტელეფონის ხმა გაისმა პიჯაკის ჯიბიდან ამოიღო სახელის წაკითხვისას ტელეფონი საერთოდ გამორთო და ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.ხელში ყელსაბამი მოხვდა და ხელს ამოაყოლა.ვარსკვლავი ხელის გულზე მოიქცია და ცერა თითით ფერება დაუწყო გაუცნობიერებლად. სავარძლის საზურგეზე თავი გადააგდოდა თვალები დახუჭა.სახეზე მიმიკები შეეცალა წამში რამდენიმეჯერ თითქოს პანდორას ყუთს თავი მოხსნეს,თითქოს ბნელ ადგილს შუქი მოადგა და დაფარული გამოჩნდა. სწრაფად თვალები გაახილაა სუნთქვა გახშირებოდა და სახეზე ფერი აღარ ედო.
-კარად ხართ? -მისი სახის ცვლილება მძღოლს არ გამოპარვია სარკეში.
-მოაბრუნეთ მანქანა-აღელვებული ხმით უთხრა.
-უკაცრავად?-დაბნეული მძღოლი ხან წინ იყურებოდა,ხან ისევ სარკეში მარიამის გამოსახულებას.
-სწრაფად მოაბრუნეთ მანქანა.ისევ სასტუმროში დამაბრუნეთ არ მივდივარ-სახეზე შეშფოთება და ბედნიერების ღიმილი ერთმანეთს ეკვროდა.მძღოლმაც მისი ბრძანება შეასრულა და ისევ უკან წამოიყვანა გოგონა.
სასტუმროსთან მისულმა ჯიბიდან იმაზე მეტი მისცა მძღოლს ვიდრე ეკუთვნოდა.ტაქსიდან გადავიდა თავისი ბარგი გადაათრია და სასტუმროში შეიკარგა.
-რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს-ჩაიდუდღუნა ხანში შესულმა მძღოლმა და თავის გზას გაუდგა.
****
სავარძელში მოკალათებულ სეჰუნს თავს ოფოფივით დატრიალებდა ბექიონი და როგორც ყოველთვის ცდილობდა ნერვები მოეშალა ისევ, თვითონ კი ამით სიამოვნება მიეღო.
-ვახ მენეჯერს შეხედეთ რამდენის უფლებას აძლევს თავის თავს.-ისიც კი გაბრაზდა მის საქციელზე.-არა ისე ხელი როგორ დაირტყი?-უცებ ჩაიცინა ბექიონმა და სეჰუნის მკაცრი მზერა მიიღო პასუხად.ისიც გაჩუმდა.მის გვერდით ჩაენარცხა სავარძელში ცოტახანი ეცადა გაჩუმებულიყო,მაგრამ დიდხანს ვერ შეძლო.-რატომ გაუშვი? -მიუბრუნდა გვერდით მჯდომს.
-ძალით ხომ ვერ დავტოვებდი ჩემთან,როგორც ამას ის აკეთებს-კბილებიდან გამოსცრა.
-ხოდა მიტომ ყავს გვერდით გოგო,რომელიც უყვარს-ჩაილაპარაკა თავისთვის თუმცა სეჰუნმა გაიგო და მისკენ გაიწია,მაგრამ კარებზე კაკუნმა შეუშალა ხელი.
-უმადლოდე იმას ვინც კართანაა-თითი დაუქნია მეგობარს და გასაღებად წავიდა.
-"უმადლოდე იმას ვინც კართანაა"-გამოაჯავრა ბექიონმა-აქეთ უმადლოდე გადამირჩი-მიაძახა კარებში გახევებულს.-რა იყო მოჩვენება დაინახე?-მიუახლოვდა კარებს.-კარგი მე დაგტოვებთ-სეჰუნს გვერდი აუარა.ცოტახანი გოგონასთან შეჩერდა-სასიამოვნოა შენი გაცნობა-ჩაუღიმა გოგონას.მისგანაც ღიმილი მიიღო.
-ჩემთვისაც -ხელი ჩამოართვა.ბექიონმა დატოვა იქაურობა თან ჩუმი სიცილით მიუყვებოდა დერეფანს.
-შემომიშვებ თუ აქ ვიდგე?-გაოცებულ ბიჭს შეღიმა სახეში.-მგონი ჯობდა გავფრენილიყავი.-ტუჩის კუთხე უკმაყოფილოდ აზიდა.ჩემოდანს ისევ ხელი მოკიდა და გაბრუნებას აპირებდა.ჩემოდანზე მეორე ხელის შეხება იგრძნო,რომელმაც შიგნით შეიტაცა,მარიამიც შეყვა ჩემოდანს.სეჰუნმა ჩემოდანი გვერდით მიაგდო და გოგონა გულზე მიიკრა.ორივე ხელით მაგრად იხუტებდა და თმაზე ეფერებოდა.-ჯერ კიდევ გინდა შენთან ერთად წამოვიდე? იქ სადაც შენ მხოლოდ ჩემი იქნები,მე კი შენი-მის მკერდზე მიყრდნობილმა ჩაილაპარაკა.
-ვიცოდი გამიხსენებდი-ჩაიღიმა-ჩემი დავიწყება შეუძლებელია.-ჩაიხითხითა და გაბრაზებული გოგონას მზერას წააწყდა.
- ფარშევანგი-უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა გოგომ.
-ჩემი ყელსაბამი დამიბრუნე-კმაყოფილად გაუწოდა ხელი.
-ვითომ რატომ? ხომ დამიბრუნე-ცდილობდა ცოტა გაებრაზებინა ეს კმაყოფილად მომზირალი ფარშევანგი.
-არ მომიცია გათხოვე.ვიცოდი,რო გახსენებაში დაგეხმარებოდა.ეს ხომ მაგიური ყელსაბამია-წარბი აზიდა კმაყოფილმა ისევ.
-საკუთარ ნივთზე,რომ გეტყვიან გათხოვეო-მარიამმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და ყელსაბამი ამოაძვრინა.ტუჩის კუთხე უკმაყოფილოდ აზიდა ისევ.-გამომართვი-თვალებთან გაუქნია ყელსაბამი.სეჰუნს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა მისი სახის გამომეტყველებაზე.ხელებში მარიამის გაბუსხული სახე მოიქცია ტუჩებისკენ დაიხარა თუმცა მთელი გრძნობით შუბლზე აკოცა და მიიხუტა.
***
მიუხედავად სეჰუნის დაჟინებისა მარიამმა მაინც გადაწყვიტა სხვა ოთახი აეღო.
-მისაღებში ჩავალ.ნომერს ავიღებ.-ფეხზე წამოდგა,მაგრამ მესაკუთრემ ისევ უკან დააბრუნა და ხელები მოხვია.
-ხომ გითხარი არგინდა ოთახი.-მხარზე ნიკაპი ჩამოადო.
-ან მარტო ჩავალ,ან გამომყვები ნომრის ასაღებად -მკაცრად წარმოთქვა მარიმ,თუმცა ღიმილი ეკვროდა სახეზე.
-არ წამოვალ-ხელები შეუშვა ჯიუტ გოგონას.ისიც უთქმელად წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
***
მისაღებში მიიჭრა გაბრწყინებული სახით.მგონი ასე ბედნიერი პირველად შენიშნეს.
-გამარჯობათ ნომერი მინდა ავიღო.-უღიმოდა მიმღებში ბიჭს.
-კი მაგრამ თქვენ ხომ გაქვთ ნომერი და კიდევ თქვენი ქმარი გეძებდათ.-დაბნეული შეჰყურებდა გოგონას,რომელსაც სანდროს ხსენებაზე სახეზე სიბრაზემ გადაკრა.
-ნომერი!-მბრძანებლური კილოთი და მკაცრი მზერით უთხრა ბიჭს.
-დიახ-ბიჭმაც თავისუფალი ნომრის ბარათი გაუწოდა.-704 ოთახია-გოგონამ ღიმილით გამოართვა ბარათი.გამობრუნდა თუმცა ისევ მიუბრუნდა ბიჭს.
-ის ჩემი ქმარი არ არის-ისევ მკაცრმა ტონმა გაიჟღერა.მისი მკაცრი ტონმა და ნათქვამმა სიტყვებმა სეჰუნს სახეზე ღიმილი მოგვარა,რომელსაც პროტესტის მიუხედავად მაინც ვერ მოესვენა ოთახში და გოგონას გამოეკიდა.ახლა ლიფტთან იდგა.მარიამი ისევ წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა და სეჰუნის მომღიმარ სახეს წააწყდა.მასაც ჩაეღიმა,მაგრამ ღიმილი სანდროს მიერ წარმოთქმულა მისმა სახელმა გააქრო სახიდან.
-მარიამ-ზურგს უკან იგრძნო როგორ უახლოვდებოდა.მისკენ შებრუნდა. მარიამს სახეზე ზიზღი ამოიკითხა.-ვიცოდი,რომ არ წახვიდოდი.გთხოვ მაპატიე.-გოგონას გაყინული სხეული მიიკრა.-მაპატიე ეს აღარ განმეორდება.-ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან.სეჰუნს ცოტაღა უკლდა ნერვებს ძლივს იკავებდა.მათკენ გაემართა.მარიამმა სანდროს ხელებიდან თავი გაინთავისუფლა და ხელი მძიმედ გაარტყა.-მართალია აღარ განმეორდება!-თვალებიდან ნაპერწკლები ლამის გაყარა წინა ღამის გახსენებაზე.სეჰუნმა ფეხს მოუკლო და ნელა მიუახლოვდა მათ.სანდრო კი გოგონას საქციელით გაოგნებული იყურებოდა.ხვდებოდა,რომ ეს დაიმსახურა,მაგრამ არ მოელოდა მაინც ამას.-დავბრუნდი,მაგრამ არა შენს გამო.-ისევ გაისმა გოგონას ბრაზმოკიდებული ხმა.მარიამის ზურგს უკან სეჰუნის დანახვამ ცოფები გააყრევინა.
-მის გამო?შენ ჩემი ცოლი ხარ დაგავიწყდა? -თავის ხელზე მოთავსებული ბეჭედი ცხვირ წინ აუთამაშა.სიმწრის სიცილმა გადაკრა მარიამს.
-დიახ მის გამო.და ჩვენ არ ვართ ცოლ-ქმარი-ბოლო სიტყვები მკაფიოდ წარმოთქვა-მეყო რაც მომატყუეთ.შეგიძლია ბარგი ჩაალაგო და წახვიდე.თაფლობის თვე დასრულდა.-მარიამი უკან კმაყოფილი სახით შებრუნდა.სეჰუნის დანახვაზე თვალები ისევ ბრწყინვალებით აევსო.მანაც კმაყოფილმა გაუღიმა ხელი ხელზე მესაკუთრედ ჩასჭიდა და ლიფტისკენ დაიძრნენ.უკან კი სცენით გაცოფებულმა სანდრომ თითიდან ბეჭედი მოიხსნა და მოისროლა.

****
მარიამი თავის ოთახში იჯდა.ფანჯარასთან სავარძელში მოკალათებულიყო და უკიდეგანო სივრცეს გაჰყურებდა.თვალწინ მენეჯერის ამრეზი სახე ედგა,როცა ხელიხელ ჩაკიდებულებს თვალი მოკრა დერეფანშ.
-რეპეტიცაზე მივდივართ.-მისი მკაცრი ტონით ნათქვამი ხმა ჯერ ისევ ყურებში ჩაესმოდა.შემდეგ თვალწინ სეჰუნის მომღიმარი სახე დაუდგა,რომელმაც მისი სახე ხელებში მოიქცია შეშფოთებული მზერა მიიპყრო და დაამშვიდა.
-რეპეტიციის შემდეგ მოვალ-ჩასჩურჩულა ყურთან და ნაზი ღიმილი მოგვარა სახეზე.მარიამი ოთახში შეიკარგა სეჰუნი კი მენეჯერის მკაცრ მოთხოვნებს გაჰყვა.ახლა კი ფეხები სავარძელზე აეკეცა და საოცრად მშიდად გაჰყურებდა გარემოს.ასე მშვიდად ალბათ ცხოვრებაში არ ყოფილა.უნდოდა სახლში დაერეკა და ყველაფერი ეთქვა მასსა და ვითომ მის ქმარზე,მაგრამ ტელეფონი ისევ უკან გადააგდო.შემდეგ ისევ დაწვდა ტელეფონს სიხარულით გოგოების ნომერი აკრიფა უნდოდა თავისი სიხარული მათთვისაც გაეზიარებინა,მაგრამ ვერ დაუკავშირდა ალბათ დროის სხვაობის გამო.ტყუილთან დაკავშირებით მათ არ უბრაზდებდა.ხვდებოდა მათთვისაც როგორი ძნელი იქნებოდა მისი ამ მდგომარეობაში ნახვა,მაგრამ ისიც იცოდა,რომ ყველაფრის თავი აქ მამამისი იყო.ერთი შეხედვით კარგი, მხიარული, მოსიყვარული თუმცა ადათწესებზე ჩაციკლული კაცი.რთულია მას შეეწინააღმდეგო.მისი ფიქრები ახლა ოჯახს დასტრიალებდა.როგორ მიიღებდნენ ამ ყველაფერს უფრო სწორედ მიიღებდა მამამისი.იცოდა,რომ დანარჩენის იმედი უნდა ჰქონოდა.უსიამოვნო ფიქრებიდან კარზე კაკუნმა გამოარკვია.ფეხზე წამოხტა და გაბრწყინებული სახით ეცა კარებს,თუმცა იმედები გაუცრუვდა.მის წინ ისევ ცხოვრებაში მისთვის ყველაზე საზიზღარი ადამიანი იდგა.სანდრომ ადვილად ამოიკითხა საყვარელი ქალის სახეზე ზიზღი.გულში თავისი თავი დაწყევლა იმ ღამისთვის,იმ წამებისთვის,იმ დღისთვის,როცა ამ ავანტურაზე დათანხმდა.არავის ადანაშაულებდა,მხოლოდ და მხოლოდ თავის თავს.
-შეიძლება ცოტახანი შემოვიდე?-ქვევიდან მორცხვად ააპარა თვალი.გოგონას უნდობელ მზერას წააწყდა.-კარგი ასე გეტყვი.-ამოიოხრა და დამნაშავე ხმით დაიწყო-ვიცი ვიმსახურებ,რომ გძულდე და პრეტენზიაც არ მაქვს.ხვალ უკან ვბრუნდები.ფრენა საღამოს შვიდზეა.ბილეთები ორივეზე დავჯავშნე თუ მის მიტოვებას გადაწყვეტ...
-მე არ...-მარიამს ჩამორთმეული სიტყვა გააწყვეტინა.
-მართლია ამას არ იზავ-მწარედ ჩაიცინა-მე მაინც ვცადე.მშურს მისი.ბედნიერია,რომ გიყვარს.ყველაფერს მივცემდი მეც ასევე გვყვარებოდი.ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის,მაგრამ მაინც ზიზღი დავიმსახურე და ამ ზიზღის ღირსი ვარ.მიუხედავად ყველაფრისა ეს ოთხი თვე ბედნიერი ვიყავი,რომ გვერდით მყავდი და შენს მომღიმარს სახეს ვხედავდი ხანდახან კი ამის მიზეზი მე ვიყავი.ამ მოგონებებს შევინახავ.თუ სახლში დაბრუნდები და ჩემი დახმარება დაგჭირდება მინდა იცოდე,რომ ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს თუ გენდომება რა თქმა უნდა.-სანდროს თვალიდან შეკავებული ცრემლი გადმოუგორდა თუმცა ხელის სწრაფი მოძრაობით მოიწმინდა.მარიამსაც პატარა ბავშვივით აუჩუყა გული მისმმა სიტყვებმა.-სიტყვა გამიგრძელდა-ნაძალადევად ჩაიღიმა.ფეხი უკან გადადგა და წავიდა.უკან კი გულდამძიმებული გოგონა მოიტოვა.კარები მიხურა იქვე ჩაიკეცა და მწარედ აქვითინდა.ისევ თავის თავში ჩაიკეტა.მას ხომ საერთოდ არავისთვის გულისტკენა არ უნდა.თავის სამყაროში იყო გამოკეტილი და ოცნებობდა.ეგონა,რომ ბევრს არაფერს ითხოვდა,მაგრამ თურმე ბევრი ყოფილა.არ უნდოდა ვინმეს ტკივილის მიზეზი გამხდარიყო,მაგრამ თვითონაც ხომ ქონდა ბედნიერების უფლება.ტირილის მიუხედავად მანაც შეძლო კვლავ გაღიმება.არც მას ტოვებდა თავისი ეგოისტი მე.ხელებით ცრემლები მოიწმინდა და თავის მოსაწესრიგებლად სააბაზანოს მიაშურა.
აბაზანა წყლით აავსო.წყალი ააქაფა ტანსაცმელები გაიძრო და ემოციებით დაღლილი სხეული ცხელ წყალში ჩაეშვა.შვება იგრძნო დამძიმებული სხეული მოუდუნდა,მაგრამ დამძიმებულ გულს ვერაფერს უშვებოდა.
ნახევარსაათიანი წყალში ნებივრობის შემდეგ ფეხზე წამოდგა.იქვე მიკიდებული ხალათი ტანზე შემოიცვა და საძინებლისკენ გაემართა.ჯერ კიდევ სველი თმები შეიმშრალა.კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო და საწოლზე დააწყო ჩასაცმელად.ხალათის გახდას აპირებდა კარებზე ხმა გაისმა.ხალათი ისევ შემოიცვა და გასაღებად გაემართა.კარების გაღებისას სასურველ გაბადრულ სახეს წააწყდა.მარიამმა წინ ნაბიჯი გადადგა და წელზე ხელები შემოხვია.მანაც შემოხვია ხელები და სახე კისერში შემალა.
-მხოლოდ რამდენიმე საათი და უკვე ძალიან მომენატრე-წაიჩურჩულა მარიამის კისერზე მოკალათებულმა.
-მეც ძალიან-მარიამი ახლა თვითონ მიწვდა სეჰუნის კისერს და ნაზი ამბორი შეატოვა.ბიჭს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.შემდეგ ხელები შეუშვა და ოთახში შებრუნდა-შემოდი ახლავე ჩავიცმევ და გამოვალ.-გაუღიმა კარებთან მდგომს და საძინებელში შეიკარგა.შემოცმული ხალათი საწოლთან მდგარ პატარა სავარძელზე გადააგდო.საწოლზე დადებულ შარვალს დაწვდა და ამოიცვა.შარვლის ღილის შეკვრას აპირებდა,როცა უკნიდან წელზე ხელების შემოხვევა იგრძნო.
-არ გინდა. ასე სჯობს-ცხელი კოცნა შეატოვა კისერსა და მხარს შორის.მარიამმა თვალები დახუჭა და წელზე შემოხვეულ ხელებს,რომელიც მუცელთან მჭიდს ქმნიდა თავისი ხელები შეახო და თავი უკან გადასწია.აქამდე გოგონას მუცელთან შეკრულმა ხელებმა სწრაფად მოაბრუნა სხეული.წელიდან ერთი ხელით კისერთან ჩამოყრილი თმა უკან ზურგისკენ გადაყარა და კეფაზე თმებში შეაცურა ხელი.წელზე დატოვებული ხელით კი უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე.ჟინმოკიდებული ორი სხეულმა ერთმანეთს წამიერად თვალებში შეხედეს.მარიამისგან თანხმობას ელოდა.უნდოდა გაეგო მასაც ასევე სურდა თუ არა.ახლა გოგონამ მოათავსა ხელები სეჰუნის სახეზე.შუბლზე ჩამოვარდნილი თმა უკან გადაუწია და ბიჭის ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს,რომელიც მუდამ გამომწვევად გამოიყურებოდა სწრაფი კოცნა შეატოვა.თავი უკან გასწია და ისევ თვალებში შეხედა.სეჰუნისთვის ეს თანხმობას ნიშნავდა.კმაყოფილად ჩაიღიმა და ახლა თვითონ გადაწყვიტა გოგონას ტუჩებზე გალაშქრება.ტუჩებს მესაკუთრედ ეკვროდა და ხელებს თმებში დააცურებდა.ნელი ნაბიჯით უკან გადაადგმევინა მარიამს და წამში საწოლზე აღმოჩდნენ.ქვევით მოქცეულ გოგონას დახედა შავი პერანგი,რომელიც ტანზე ეკვროდა სწრაფად გაიძრო და რომელიღაც კუთხეში მოისროლა.ვნება მორეული მზერა ისევ საწოლზე წელს ზევით შიშველს მხოლოდ ბიუსჰალტერით შემოსილ გოგონას შეანათა.ცხელი ამბორის დატოვება მის სხეულზე ჭიპიდან დაიწყო და ნელ-ნელა ზევით მიიწევდა.მარიამს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა პირველი მოგუდული კვნესა აღმოხდა და ტუჩის კუთხეს უკბინა.ორივე ხელი სეჰუნის სახეს მოკიდა და მის სახესთან ასწია.მათი ტუჩები კვლავ შეერთდნენ.წამებში ორივეს ქვედა ტანი მაისურის გზას გაუდგნენ.ბოლოს სრულიად შიშველმა გოგონას სხეულს მიკრული საცვალიც და ლიფიც იმავე გზას გაუყენა.ორივე სრულიად შიშველი სხეული ერთმანეთის სხეულზე მხურვალე და ვნებიან კოცნებს ტოვებდნენ.ღამის წყვდიადის განათებას მთვარე ცდილობდა თავისი შუქით.მისი სინათლით განათებულ ოთახში შიშველი სხეულები ერთმანეთს ეკვროდნენ ოთახში კი მათი სიამოვნებით გამოწვეული ხვნეშა ისმოდა.
****
თეთრ ზეწარში გახვეული ორი სხეულს,რომელიც გუშინდელი მგზნებარე ღამის შემდეგ ერთმანეთს ეკვროდნენ ღრმად ჩასძინებოდათ.მზის სხივებმა თავისი საქმე გააკეთეს პირველი ოთახში შევარდნილი სხივი ბიჭის სახეს დაეცა და გამოღვიძების პროცესს შეუდგა.მარიამის სახეს,რომელის სეჰუნის მკერდზე მშვიდად მოკალათებულიყო და ყურში მისი გულისცემა მელოდიასავით ჩაესმოდა,მზისგან სახეზე ჩამოყრილი თმა იცავდა.
თვალების გახელიდან პირველი რაც გააკეთა სხეულზე მწოლიარე გოგონას დახედა.უფრო მჭიდროდ შემოაჭდო ხელები.ჯერ კიდევ მძინარეს მშვიდად აკოცა სურნელი ღრმად შეისუნთქა,თითქოს ამ სურნელის გონებაში ღრმად ჩაბეჭვდას ცდილობსო.მარიამმა თბილი სუნთქვა იგრნო თავზე და ხელები,რომელიც მის თმას ეფერებოდა,ყურს კი გულის გახშირებული ძგერა მიწვდა.ამან ცოტა შეაშფოთა მისმა გულმაც იგძნო,რომ რთული გადაწყვეტილების წინაშე იდგა და არჩევანის გაკეთება უჭირდა.ხელი მკერდზე ააცურა და ტუჩებით მკერდზე კოცნა შეატოვა.შემდეგ გაღიმებული სახით ახედა სეჰუნს,რომელიც მოცინარი სახის მიღმა თვალებში მღელვარებას მალავდა.
-მარიამ მე...-სწრაფად წამოიწია მარიამმა.
-დღეს მძიმე დღე გაქვს. -მხიარულად წამოიწია ზეწარ შემოხვეული წამოდგა სავარძელთან მივიდა იქ დაგდებულ ხალათს დაწვდა და ტანზე შემოიცვა.ზეწარი უკან მოუხედავად გადააგდო საწოლზე და ოთახიდან გავიდა.საწოლში დაბნეული სეჰუნი მოიტოვა,რომელსაც ვერაფრით გადაეწყვიტა როგორ ეთქვა სათქმელი.
მარიამი სამზარეულოში იდგა წინ დადებულ ფინჯნებს და უკვე მზად მყოფ ყავისმადუღარას უყურებდა.მადუღარას ხელი მოკიდა და დასასხმელად გაამზადა,თუმცა ხელი საშინლად უკანკალებდა.შეეცადა თვალების დახუჭვით კონცენტრაცია მოეკრიბა და ხელი ნორმალურ მდგომარეობაში დაებრუნებინა.მადუღარიან ხელზე შეხება იგრძნო.მეორე ხელი წელზე შემოხვია თავი მხარზე კომფორტულად დაადო.
-დღეს უკან ვბრუნდები.ფრენა საღამოსაა-სეჰუნის სხეულზე მიხუტებულმა ჩაილაპარაკა ჩუმად, თუმცა გასაგებად და სუნთქვას მთელი ტკივილი ამოაყოლა.
-ჩვენიც. გვიან ღამით.-მის ხმაშიდაც იგრძნობოდა სევდა.როგორ უნდა ეთქვა, რომ მასთან ერთად წასულიყო და იქ მისი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.მენეჯერი მხოლოდ ამაში იყო მართალი.მას ვერ შესთავაზებდა ისეთ ცხოვრებას როგორიც უნდოდა ქონებოდა.მიუხედავად ტკივილისა, სურვილისა და იმ გრძნობისა,რომელიც ამ გოგონასთან აკავშირებდა უნდა გაეშვა.ეგოიზმი დაევიწყებინა და მიეცა საშუალება ბედნიერად ეცხოვრა მის გარეშე. თუმცა იმას ვერ ხვდებოდა,რომ ამ გოგონას ბედნიერება არ ეწერა მის გარეშე.ორივემ მიმალა თავის სხეულში აქამდე გამეფებული ეგოიზმი.
მარიამმა მადუღარა ისევ თავის ადგილას დააბრუნა უკან შებრუნდა სახეზე ღიმილი აიკრა და გაბრწყინებული თვალებით შეანათა.ახლა მან შემოხვია წელზე ხელები მკერდს აეკრა.ახლა ის ცდილობდა მისი სურნელის ღრმად გონებაში ჩაბეჭდვას.თავი ასწია ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებს მისწვდა,რომელიც გაბუსხულად დაჰყურებდა.
-მადლობა თითოეული წამისთვის.-სახიდან ღიმილს არ იშორებდა.-ახლა კი საუზმეს გავამზადებ და შემდეგ წადი.მინდა დღეს ბოლომდე დაიხარჯო სცენაზე-მარიამი არ იმჩევდა შინაგანად დანგრეულ სამყაროს.სეჰუნმა ხელები თავზე მოკიდა და შუბლზე გძნობით აკოცა.მარიამმაც თვალები დახუჭა და მისმა მთელმა სხეულმა შეიგრძნო სითბო.
-მიყვარხარ-გადმოსცდა სეჰუნის ბაგეებს.
-მეც- აანათა გოგონამ მბრწყინავი თვალები.
ხუთ წუთში მარიამმა მაგიდა გაამზადა და სიტუაციის მიუხედავად მხიარულად შეექცნენ საუზმეს.თუმცა მხიარულებისა და მომღიმარი სახის მიღმა ორივე დიდ ტკივილს ფარავდა.არც ერთს არ უნდოდა ეს დღე ცუდად დამახსოვრებოდათ.
****
თვითმფრინავში თავის ადგილზე მოკალათებული გოგონა ფანჯრიდან იყურებოდა გვერდით სანდრო ეჯდა,რომელის სახეზეც ვერ ამოიკითხავდით ეს მდგომარეობა უხაროდა თუ წყინდა.
თვითმფრინავი ნელ-ნელა აიჭრა ჰაერში.მარიამი ისევ ფანჯრიდან იყურებოდა.ხელით ყელზე მიბჯენილ ყელსაბამს ეფერებოდა და თან თვალებში მომდგარი ცრემლები მის ლოყებზე ეშვებოდნენ.
****
სანდრომ თავისი ნივთები ჩაალაგა.გამოსვლისას ოთახს თვალი მოავლო.ეს ოთახი იყო მოწმე თუ როგორი ამაზრზენი ადამიანი გახდა ის.ასევე მოწმე იყო თუ როგორ დაკარგა საყვარელი ადამიანი.ჩემოდანს ხელი დაავლო კარები მძიმედ გამოიხურა და მობრუნდა.მისი თვალები ახლა იმას წააწყდა ვისაც თავისი თავის მერე ადამაშაულებდა მომხდარში.მისკენ გადადგა ნაბიჯები.
-მოხვედი,რომ გამარჯვებული სახით დამარცხებულს წიხლი დააჭირო?-მობეზრებულად ჩაილაპარაა სანდრომ.
-გამარჯვებული...დამარცხებული...-თვალები აატრიალა სეჰუნმა.-ის ჩვენთვის საყვარელი ქალია-გაუჭირდა იმის აღიარება,რომ სანდროსაც არანაკლებ უყვარდა.-და არა ნივთი,რომლისთვისაც ვიბრძოდით.
-ძლივს რაღაცაში ვეთანხმებით ერთმანეთს-ჩაიდუდღუნა სანდრომ.
-არ მინდა ამის აღიარება-ხელები მომუშტა.-მაგრამ გიყვარს და ამას ვერ ვუარყობ.-სანდრო ყურებს არ უჯერებდა ეს სიტყვები,რომ მისი მეტოქისგან ესმოდა.
-მართალია მიყვარს,მაგრამ მან შენ აგირჩია-თითქოს სიტყვებს გულის რაღაც ნაწილი ამოაყოლა.
-დღეს უკან ბრუნდება-თავი ჩაღუნა სეჰუნმა.
-მეგონა...-ნათქვამს ვერ იჯერებდა.
-ახლა მე ვთმობ მას მისივე კეთილდღეობისთვის-გააწყვეტინა სიტყვა -შეიძლება რაღაც გთხოვო? ვიცი ამის უფლება არ მაქვს.მოულოდნელად გამოვჩნდი შენი და მისი ცხოვრება ავრიე,მაგრამ მაინც გთხოვ მის გვერდით იყავი.ნუ მიატოვებ ჩემსავით.-მხარზე ხელი დაადო.სანდროს პასუხს აღარ დალოდებია და იქაურობას მოშორდა.კიბეებზე დაეშვა და სასტუმროს შენობა დატოვა.
სანდრო ჯერ გაოცებულიი იდგა იქ სადაც დატოვეს.ვერ ხვდებოდა გახარებოდა,რომ მასთან ერთად ბრუნდებოდა თუ წყენოდა.გახარების მაგივრად დიდ ტკივილს გრძნობდა.წარმოიდგინა ახლა რა ცეცხლი ტრიალებდა მარიამის გულში.ამის გაფიქრებაზე სხეულში ტკივილი უფრო ემატებოდა.ჩემოდანს ისევ მოკიდა ხელი და სასტუმროს მისაღებში ჩავიდა.ხელზე საათს დახედა ექვსი ხდებოდა თავს აქეთ-იქეთ გაატრიალა თვალებით მარიამს ეძებდა.ლიფტიდან გამომავალს მოკრა თვალი,რომელიც თავის ჩემოდანს მოაკოკიალებდა.მის სახეზე ადვილად ამოიკითხა ის ტკივილი რის დაფარვასაც გოგონა ცდილობდა.მიახლოებულს მხოლოდ ჩაუღიმა კითხვების გარეშე ხელიდან ჩემოდანი გამოართვა და ორივემ დატოვეს იქაურობა.
***
სცენაზე ბოლო რეპეტიციას გადიოდნენ ბიჭები.ყველა თავით იყო საქმეში გადაშვებული.სეჰუნი იმაზე მონდომებით აკეთებდა ილეთებს ვიდრე ოდესე.მისი სხეული უბრალოდ მოძრაობდა თვალწინ კი ედგა,როგორ გამოდიოდნენ ორივე სასტუმროდან,როგორ მოკიდა მხარზე ხელი და ჩასხდნენ მანქანაში.ილეთების დაზეპირებულ კეთებას მოეშვა და სცენიდან ჩახტა იქვე დაგდებულ მოსაცმელს დასწვდა და გასასვლელისკენ გაიქცა.
-არ უნდა წახვიდე!-ისევ გაიღვიძა მასში მიძინებულმა ეგოისტმა.
-სეჰუნ სად მიდიხარ?-უკან მენეჯერის გაბრაზებული ყვირილი მიწვდა.-სეჰუნა!-თვითონაც აპირებდა სცენიდან ჩახტომას.ლეიმ და ჩანიოლმა ერთმანეთს რაღაც ანიშნეს და ორივე მენეჯერს აესვეტა წინ.
-ჰიონგ შეეშვი რაა-გაისმა ჩანის ხმა.
-თქვენ საერთოდ ვერ ხვდებით რა ხდება.-წარბებ შეკრული ახედა ორივეს.
-შენ თვითონ ვერ ხვდები რა ხდება-ახლა ლეიმ გაუყარა წარბი წარბში.
-ოდესმე გყვარებია საერთოდ-ერთდროულად წარმოთქვეს ორივემ.უკან ბიჭებს ანიშნეს და მენეჯერი პირდაპირი გაგებით სკამზე მიაბეს.
-ახლა მშვიდად განვაგრძოთ რეპეტიცია-ამოიწრიპინა ბექიონმა და ბიჭებთან ერთად თავის ადგილს დაუბრუნდა.
***
აეროპორტში მისვლისას ნერვიულად საათს დახედა.სულ ორიოდე წუთიღა იყო დარჩენილი აფრენამდე.წითლად მოელვარე ტაბლოს გახედა შესაბამისი რეისის ნომერი მოძებნა და იმ გასასვლელისკენ გაიქცა.
-ახლა თუ ვერ შევაჩერე,მაშინ საერთოდ აღარ ექნება აზრი-გასასვლელისკენ მთელი ძალით მირბოდა.
-უკაცრავად!-ხელით შეაჩერა გასასვლეთან ოფიცერმა.
-შიგნით უნდა მოვხვდე-განწირული სახით შეხედა.
-მაპატიეთ, მაგრამ კარები უკვე დახურულია და როგორც ხედავთ თვითმფრინავმა უკვე დაიწყო აფრენა.-ხელით მინიან ფანჯარაზე მიანიშნა საიდანაც მოჩანდა უკვე დაძრული თვითმფრინავი.
-ჯანდაბა! დავკარგე ჩემივე ნებით-თვალები აუწყლიანდა,მაგრამ ცრემლებს არ მისცა უფლება გადმოსულიყვნენ.
***
მეორე დღის თორმეტ საათზე ჩამოფრინდნენ.აეროპორტში არავინ დახვედრიათ რადგან არავინ იცოდა მათი ჩამოსვლის შესახებ.მანქანით მარიამის მშობლების სახლს მიადგნენ.სანდრომ ბარგი გადმოიტანაა და კიბეებს ნელი ნაბიჯებით აუყვნენ.
უკვე კარებთან მისულს გული უფრო აუჩქარდა.მიუხედავად იმისა,რომ აქეთ ქონდა საჩხუბარი ეშინოდა სიტუაციის და იმის რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.მხარზე შეხება იგრძნო.მის გვერდით მდგარ სანდროს შეხედა.
-ვიცი არ გინდა გვერდით ისე გედგე,როგორც ქმარი მაგრამ მომეცი უფლება ვიყო მეგობარი,რომლის იმედიც ყოველთვის გექნება.-მუდარის თვალებით შეხედა მარიამს.-კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს იმ ღამისთვის.
-მოდი ის ღამე დავივიწყოთ.-ზიზღი ნელა ამ ადამიანის მიმართ უკან იხევდა.ყველაფრის მიუხედავად მაინც პატივისცემის გრძნობა გაუჩნდა ისევ.-თუ ყოველ წუთას ბოდიშს მოიხდი და იმ ღამის დავიწყების საშუალებას არ მომცემ მაშინ მეგობრები ვერ ვიქნებით.-ჩაუღიმა წინ მდგომს.ხელი წინ გასწია დასაკაკუნებლად მაგრამ წამით შეჩერდა და ისევ სანდროს მიუბრუნდა.-სანამ შევალთ... მადლობა... ჩემი საქციელის მიუხედავად,რომ არ მტოვებ.-მის სიტყვებზე გულწრფელი ღიმილი მოეფინა სახეზე ბიჭს.იგრძნო რო იმ ღამიდან გაჩენილი ზიზღი შეიძლებოდა გამქრალიყო საყვარელი ქალის თვალებში.
-ყოველთვის ასე იქნება,როცა დაგჭირდება-თავზე თმები პატარა ბავშვივით მოუჩეჩა.მარიამმაც გაბედულად დააკაკუნა კარებზე. წამებში გაიღო.წინ კი მისი მონატრებული და იდგა.
-მარიი...-შეყვირა თაკომ და მთელს სხეულზე აეკრა.-დეე...მა... მარიი ჩამოვიდა და სანდრო-აქამდე განათებული და გაბრწყინებული სახით წარმოთქმული სიტყვები ბოლოს ხსენებულზე სიბრაზით აევსო.სანდრო მიხვდა,რომ მარიამის გარემოცვაში არავის მოსწონდა.ყველასთვის ის მურმანის ეკალი იყო.თაკოს გაბრაზებულ მზერაზე ჩაიღიმა და გოგონებს სახლში შეყვა ბარგთან ერთად.
-ჩემი გოგო-დედა სამზარეულოდან გამოფრინდა და შვილს მოხვია თბილი ხელები.მარიამმა მეტს ვეღარ გაუძლო.დედის სითბომ იმოქმედა და ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები ისევ გადმოეშვა.- ჩემო საყვარელო.
-ძალიან მომენატრე დე-ხელებით თვალები მოიწმინდა და მზერა უკან გააპარა.ოთახიდან მამამისი გამოდიოდა.სანდროს და მარიამის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა.დედაზე ჩახუტებულ გოგონას ჩაუღიმა და სანდროსკენ გაემართა.
-როგორ ხარ შვილო?-მოეხვია ბიჭს და ბეჭებში ჩაუტყაპუნა ხელები.
-მადლობ კარგად-თვითონაც მოხვია ხელები კაცს,რომელსაც ამ სახლში ყველაზე მეტად უყვარდა.
-ასე ადრე რატომ ჩამოხვედით.-ჰკითხა გულზე მიკრულ გოგონას თან სანდროს გახედა.მარიამი დედის მკერდს მოშორდა და თავი დამნაშავესავით ჩაღუნა.
-ბეჭდები აღარ უკეთიათ-სიხარულით წამოიყვირა თაკომ და სახე გაუბრწყინა.-გაგახსენდა ხო დაი?-შეანათა თვალები მარიამს.დედის შეშფოთებული და მამის გაბრაზებული მზერაც დაიმსახურა.
***
ოთახში მოუთმენლობის სიბრაზის,შეშფოთების და სიმორცხვის სუნი ერთმანეთში ირეოდა და აუტანელ გარემოცვას ხდიდა.
-ბატონო ავთო-ისევ სანდრომ წამოიწყო და დაარღვია აუტანელი სიჩუმე-მოტყუებას აზრი აღარ აქვს.ყველაფერი გაახსენდა.
-ძალიან კარგი თუ გაახსენდა ისიც ხომ ახსოვს,რომ შენზე უნდა გათხოვილიყო ხოდა ამას ახლა იზავს თავისივე ნებით.
-ავთო.-ქალის დამფრთხალმა ხმამ მიმართა ქმარს.მარიამმა კი შეწუხებული სახით შეხედა,რომელიც განაჩენის გამოტანას ელოდა.
-რა ავთო? რაა?-ხმამაღლა წარმოიყვირა კაცმა.-მისი გატაცება იმ ყმაწვილის მიმართ უფრო მნიშველოვანია,ვიდრე ოჯახის შექმნაა?
-ეს არაა გატაცება-თავჩაღუნულმა მარიამმა ჩაილაპარაკა.
-მარიამ!-კაცმა ახლა მას შეყვირა.
-დაშვიდდით ბატონო ავთო.-სანდრო ისევ გამბზვინვარებული ცხოველის დამშვიდებას ცდილობდა.თაკო კი სცენის შემყურე ნერვიულად ფრჩხილებს იკვნეტდა.-თავიდანვე ვიცოდით,რომ ამ ტყუილისთვის პასუხი მძიმე იქნებოდა.-ამოიოხრა სანდრომ.
-მამამისი ვარ და მისთვის რაც კარგია იმას ვაკეთებ.უაზრო ოცნებას მოეშვას.რა გაქვს დასაწუნი.რით გჯობია ის ბიჭი?-გაცეცხლებული სახით შეჰყურებდა დამორცხვებულის სახეს.
-ალბათ იმით მაჯობა,რომ მარიამს მხოლოდ ის უყვარს-ამ პასუხით მთელ ოთახში ყველა გაირინდა.-მე აღარ მინდა ძალით ვაიძულო ჩემთან ყოფნა იმას ვის გულშიც ადგილი არ მიკავია.-მარიამს თვალზე მადლიერით აღსავსე ცრემლები მოადგა.კაცი კი უსმენდა მის არჩეულს სასიძოს.-შეიძლება ამით თქვენს თვალში ცუდად გამოვჩნდე,მაგრამ თუ მარიამი შეძლებს და იქნება მის გულისწორთან მე ხელს არ შევუშლი.პირიქით.-მის სიტყვებზე თვალები გაუფართოვდა კაცს.
-ე.ი უყვარს!ე.ი მასთან ყოფნა უნდა!-ჩაიდუდღუნა და მზერა გოგონას მიაპყრო.-მაშინ მე აღარ მყავს შვილი სახელად მარიამი!-წარმოთქვა კაცმა და ფეხზე წამოიჭრა.
-ბატონო ავთო...
-ავთო.-ქალმა აღაპყრო მავედრებელი მზერა.
-მამა-ცრემლიანი თვალებით ახედა დაუნდობელ კაცს.
-ჩემი სათქმელი ვთქვი.გასასვლელი იცის საითაც არის.-დივნებს შორის მოთავსებულ მაგიდას გვერდი აუარა და ოთახში შეიკარგა.მარიამმა ახლა დედას და დას მიაპყრო მზერა.ორივეს მოეხვია.
-გადაუვლის გაბრაზება.გადაუვლის-ცდილობდა დაემშვიდებინა შვილი.-დაველაპარაკები რო დაწყნარდება.-სანდროც ფეხზე წამოდგა ჩემოდნებს ხელი მოკიდა.
-მარიამ წავედით-გოგონაც დაემშვიდობა დედას და დას და სანდროსთან ერთად სახლიდან წამოვიდა.კიბეებზე ჩასვლისას, რომ არა სანდრო დაგორდებოდა.გონების დაკარგვას ცოტაღა უკლდა.გონება დაბინდული მიაბიჯებდა.
ბიჭის დახმარებით ჩავიდნენ და მანქანაში მოათავსა ისევ თავის ადგილზე.შედეგ თვითონ მიუჯდა მძღოლის ადგილს.სანამ დაქოქავდა მარიამს მოუბრუნდა.ხელებით ცრემლები მოწმინდა.
-დაწყნარდი.ყველაფერი კარგად იქნება.ჩემს ბინაში წაგიყვან და მე მშობლებთან დავჩები არ შეგაწუხებ.-გაუღიმა და საჭეს მიუბრუნდა თუმცა ისევ შებრუნდა.-არა მარტო არ უნდა დარჩე.მგონი ჩემთან ყოფნაზე მეტად მეგობრებთან ყოფნა გაგიხარდება-მარიამმა ხმაც ვერ ამოიღო თანხმობის ნიშნად.უბრალოდ თავის ადგილზე იჯდა და ტიროდა თან სუნთქვა უჭირდა.სანდრომ ღმად ჩაისუნთქა და მანქანა კორპუსს მოაშორა.
***
სანდრომ გადაწყვიტა გოგონებთან აღარ შეჰყოლოდა,მითუმეტეს ისინიც ისევე ვერ იტანდნენ,როგორც თაკო.ბარგთან ერთად კარებამდე მიაცილა დააკაკუნა და კიბეებზე დაეშვა.თუმცა ბოლომდე არ ჩავიდა დაელოდა,როდის გააღებდნენ კარებს.
-მარიამ-კარებში სოფი იდგა და მეგობრის განადგურებულ სახეს შეჰყურებდა.მის უკან მეგობრის სახელის გაგონებაზე ხატიაც გამოვარდა ოთახიდან.მარიამის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას თითქმის ყველაფერს მიხვდნენ.მის ასე დანახვამ ორივე ცრემლებამდე მიიყვანა.მარიამმა სახლში ფეხი შედგა ორივეს მოეხვია და ტირილი ღრიალში გადაუვიდა.
სანდრო ამის შემდეგ გავიდა სადარაზოდან.
გოგონები მარიამთან ერთად მთელი ღამე ტიროდნენ.არაფერს ეკითხებიდნენ ჭრილობებზე მარილს აღარ აყრიდნენ უბრალოდ მის გვერდით ისხდნენ და მის ტკივილს იზიარებდნენ.რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.დანარჩენს კი ალბათ მაშინ მოუყვებოდა,როცა ამისთვის მზად იქნებოდა.
დღეების გასვლასთან ერთად ტკივილით ცხოვრებას ეჩვეეოდა.ოდნავ დამშვიდებულმა გოგოებს ყველაფერი მოუყვა.აღარ იცოდნენ რითი ენუგეშებინათ მათი მეგობარი,რომელსაც ბედი მწარედ დასცინოდა.
***
სანდრო მეგობრის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა.მეტის იმედი აღარც ქონდა და არც ოცნებობდა.თუმცა ყოველთვის მის გვერდით იყო,როცა მას სჭირდებოდა.ბოლოს მარიამის ცუდად ყოფნა უკვე შემაშფოთებელი გახდა.სახეზე გაფითრებული იყო,საჭმელს აღარ ჭამდა.ხშირად გონების დაკვარგამდე მიდიოდა.მისი ასეთი მგომარეობის გამო სანდრომ ძალით ჩასვა მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანა წინააღმდეგობის მიუხედავად.ანალიზების მოლოდინში დერეფანში მჯდომს სანდრომ წვენი მოუტანა.მათ სახეზე ღიმილ გადაკრული ექიმი მიუახლოვდა ანალიზების პასუხით ხელში.
-ხომ კარგი ამბავია?-შეშფოთებული სახით კითხა სანდრომ.
-გილოცავთ.მშობლები გახდებით.-მარიამს მთელ სახეზე ცისარტყელას ფერებმა გადაკრა.სანდროსთვის თვალების შეხედვასაც ვეღარ ბედავდა.-ჯერ მხოლოდ სამი კვირის ბრძანდებით.თავს გაუფრთხილდით -მიახარა ექიმმა წყვილს და გაშორდა მათ.მარიამმა გაუცნობიერებლად წაიღო მუცლისკენ ხელები სახეზე ღიმილმა გადაკრა.მერე ისევ მის წინ მდგომი სანდრო გაახსენდა.
-წავედით-ჩაუღიმა ქვევიდან მომყურე გოგოს.ისიც წამოდგა და ნელი ნაბიჯით მიყვა.მანქანა კაფესთან გააჩერა,სადაც დედამისს უნდა შეხვედროდა მარიამი.გადასვლამდე სანდრომ შეაჩერა.-მარიამ?-მანაც შეხედა კითხვისნიშნიანი სახით.-ბავშვს მამა უნდა.მე თანახმა ვარ მივიღო. ისევე მეყვაება,როგორც საკუთარი უნდა მიყვარდეს.
-სანდრო-ხელზე ხელი დაადო.-ვაფასებ იმას,რომ სულ ჩემთან ხარ და ასე მეხმარები,მაგრამ მამა მას ყავს.მიუხედავად იმისა,რომ არ ეცოდინება შვილის არსებობის ამით არაფერი იცვლება.ამას ვერც შენ გაგიკეთებ და ვერც ჩემს პატარას.-ხელი ისევ მუცელზე მოისვა.-მადლობა კიდევ ერთხელ.სამაგიეროდ შეგიძლია იყოს მისთვის საყვარელი ბიძა-გაუღიმა ბიჭს,რომელსაც გოგონას ნათქვამზე ეღიმებოდა.თითქოს უკვე წარმოედგინა პატარას როგორ ეთამაშებოდა და ყველა სურვილს უსრულებდა.
***
კაფის კუთხეში იჯდა დედასთან ერთად,რომელიც შვილის ტანჯვით თვითონაც იტანჯებოდა.
-დე...-სირცხვილით თავი დახარა დედის წინაშე.თვალებით ეკითხებოდა რა უნდა გაეკეთებინა.-ახლა რა იქნება?
-ჩემო საყვარელო ნურაფრის შეგეშინდება-ქალმა შვილის ხელები ხელებში მოიქცია.-ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი.ერთს გეტყვი.მიყევი შენს სიყვარულს.შეიძლება ბედნერი არ იყო,მაგრამ შენს გულთან იქნები მართალი.
-დედა ძალიან მეშინია.
-რათქმა უნდა შეგეშინდება ეს ხომ სიყვარულია.მას ვისაც სიყვარულის არ ეშინია სულელია.-ქალმა ხელები შემოხვია შვილს.-მამასაც გადაუვლის ხომ იცი როგორია.დიდიხანი ვერ გაუბრაზდება თავის საყვარელ შვილს.მითუმეტეს,როცა პატარაზე გაიგებს.-ხელები დაუკოცნა ქალმა შვილს და თმებზე ფერება დაუწყო.მარიამს დედის ალერსი მალამოდ ედებოდა გულზე.
*****
დეკემბერი იწურებოდა.ცივი ზამთარი დადგა.ფანჯრებიდან თეთრად მოფიფქული ქალაქი მოსჩანდა.მომღიმარი სახით და ცხელი რძით სავსე ფინჯნით გადაჰყურებდა გარემოს,მიუხედავად იმისა,რომ ვერ იტანდა ბავშვისთვის სვავდა. თავისუფალი ხელით კი მუცელს ეფერებოდა.
-დე...გარეთ ყველაფერი ქათქათა თეთრია.ეს ჩემი პირველი თოვლია შენთან ერთად-ღიმილი უფრო მკვეთრი ხდებოდა სახეზე.-ძალიან ლამაზია თოვლით მოფენილი ქუჩები.მოკაზმული ხეები და პატარა ბავშვები,რომელიც ამით ტკბებიან და ჟრიამულობენ.დე...რომ წამოიზრდები ჩვენც ასე ვითამაშებთ თოვლში მე და შენ.აუცილებლად მოგიყვები ყოველ ღამე ძილისწინ მამიკოს შესახებ,რომელიც ჩვენგან შორს იქნება ფიზიკურად,მაგრამ ახლოს სულიერად.შეიძლება მას დავავიწყდე,მაგრამ მე ამას ვერ შევძლებ.მაპატიე პატარავ,რომ მის გარეშე გაიზრდები.-სხეულში ისევ აეშალა მიძიმებული ტკივილი.ტკივილი,რომელსაც კარგად მალავდა.თვალები ცრემლებით აევსო,მაგრამ მაინც გაიღიმა პატარასთვის.იცოდა,რომ თვითონ თუ ცუდად იქნებოდა მაშინ მისი პატარაც ცუდად იქნებოდა.მისთვის ახლა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისი პატარა იყო,რომელიც დღითი დღე იზრდებოდა და იქედან ცდილობდა თავისი არსებობა ეგრძნობინებინა დედიკოსთვის.აშლილი გრძნობების ისევ დამშვიდებას შეეცადა.ცხელი რძე მოსვა და ისევ განაგრძო ფანჯრიდან ყურება.წყნარი გარემო უცებ ხმაურიანი გახდა სახლში გოგოების დაბრუნებისას.
-ჩვენი გაბერილიც აქ ყოფილა.-პარკებით ხელში სოფი მხიარულად გაემართა მარიამისკენ ჩაკოცნა შემდეგ მუცლისკენ დაიხარა.-ჰეი პატარავ,რომ იცოდე რა ლამაზი რაღაცეები გიყიდეთ.-ოთახში ახლა ხატია შემოვიდა გაბრწყინებული სახით სცენის შემხედვარე.
-დეიდას გოჭი ვინ არისო?-ჩასძახა პაწუკას მანაც.
-ისე ცოტას ვეჭვიანობ ხო იცით-ჩაიცინა მარიამმა.
-საეჭვიანო ნამდვილად გაქვს-სიცილით წარმოთქვა ოთახში გოგოებთან ერთად შემოსულმა თაკომ.-თუ გგონია ჩვენ მაგ ბავშვის გაზრდას მარტო დაგაცდით შემცდარხარ.-წარბი აუქაჩა თაკომ დას.ოთახში სიცილი ატყდა.
ავთო ისევ ჯიუტად ცდილობდა შვილის დაიგნორებას.ბაბუად გახდომის ხარებამ თავიდან სახეზე ღიმილმა გადაკრა და სხეულში სითბო ჩაეღვარა,მაგრამ მალევე უკუაგდო და წარმთქვა ისევ სიტყვები "მე შვილი მარიამი არ მყავს!" და მკაცრი სახით ისევ თავისი საქმე გააკეთა.
***
დრო სწრაფად გადიოდა.მარიამი სულ უფრო და უფრო იბერებოდა.პატარაც უფრო მოძრავი ხდებოდა.არ ასვენებდა დედას და შიგნიდან ყოველ მოძრაობაზე წიხლებს ირტყმევინებოდა.
-იცოდე რო გამოხვალ ტაკოზე მოგარტავ ამისთვის.-თითი მუცელთან აიქნია და მკაცრი სახით დახედა.მალევე შეერია სიცილი თავისი ნათქვამზე.კალენდრისკენ თვალი გააპარა.ხვალ თორმეტი აპრილი იყო.-როგორც ყოველთვის ბიჭები ალბათ რამეს უმზადებენ....-პაუზის შემდეგ ისევ განაგრძო-რადგან იქ უკვე თორმეტია...-სავარძელში ჩაჯდა.ლეპტოპი ახლოს მოიჩოჩა.მისი სახელი ჩაწერა სიახლის გასაგებად სანამ გაშვება ღილაკს დააჭირა ხელი აუკანკალდა.შეეშინდა სიახლეების გაგების.სხეულში უსიამოვნო გრძნობები უვლიდა,მაგრამ მაინც დააჭირა.-არაფერი დაუდია-ჩაიბურტყუნა ნაწყენი ხმით.ინსტაგრამის გამორთვალმდე პოსტებს მოკრა თვალი.აჭრელებული იყო იქაურობა პოსტებით ექსოს სეჰუნსა და რედ ველვერთის ირენეზე.ყველა გვერდზე იდო მათი ფოტო მანქანაში გადაღებული თუ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს.ინფორმაცია კი მათ ერთად ყოფნას იუწყებოდა.სახეზე ცრემლების ნიაღვარი ისე წამოვიდა ვერც კი შენიშნა.ხელებით მოიწმინდა სახე და თავს უბრძანა აღარ ეტირა.-მშვენიერი საჩუქარია დაბადების დღისთვის -ჩაილაპარაკა ლეპტოპი დაკეცა ისევ მაგიდაზე დააბრუნა ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ გავიდა.
****
-მარიამ!მარი!გესმის ჩემი?-ხელში აყვანილს გონება დაკარგულ გოგონას დასძახოდა სანდრო.თან სადარბაზოდან გავარდა მანქანაში უკანა სავარძელში შესვა და სწრაფად მიუჯდა მძღოლის ადგილს.ისიც ნელ ნელა თვალს ახელდა.მუცელში მწვავე ტკივილს გრძნობდა.
-აააა-წამოყვირა გოგონამ და ტუჩზე იკბინა ხმის არ ამოსაშვებად.-ჯერ ადრეა ჩემი პატარასთვის გამოსვლა.ჯერ ადრეა.სანდრო ბავშვი ხომ კარგად იქნება?-პასუხის მოლოდინში მავედრებელი მზერით ახედა.
-აუცილებად კარგად იქნება გპირდები-ბიჭი თან გზას უყურებდა თან უკან ტკივილებისგან დაკლაკნილისკენ აპარებდა თვალს.მარიამმა ტუჩებზე ხელი მიიფარა და მოგუდულად დაიღრიალა ტკვილისგან.მისმა განწირულმა გმინვაზე სანდრომ კიდევ უფრო მიაჭირა გაზს.
ყველაზე ახლო მდებარე სამშობიაროში მიიყვანა.სასწრაფოდ საკაცეზე გადააწვინეს.სანდროც გვერდით მიყვებოდა.
-ჰანა -ჩაილუღლუღა და ნახევრად დახუჭული და ჩაწითლებული თვალები მიაპყრო ბიჭს.-ეს ჩემი გოგონას სახელია.თუ მე რამე...
-მარიამ გეყოფა!- მკაცრი მზერა ესროლა.-ამას შენ თვითონ იზავ.-ამასობაში საოპერაციოსთან მოვიდნენ.ექთნის მკაცრმა სიტყვებმა სანდროს შიგნით გაყოლის უფლება აღარ მისცეს.
იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ოდესმე.საოპერაციო კარებთან ყველა მოგროვილიყო და ახალ ამბავს ელოდნენ.თვით ავთოც კი დააბიჯებდა ნერვიულად დერეფანში.დავიწყებოდა წყენა და უფალს მისი შვილის და შვილიშვილის გადარჩენას თხოვდა.საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა.ყველა მას შემოეხვია.
-ვიცი ჩემგან კარგ პასუხს ელით მაგრამ სამწუხაროთ მდგომარეობა გართულდა.-მისმა სიტყვებმა თითოეულს თავზარი დასცა.-უნდა მითხრათ თუ საქმე საქმეზე მიდგა უპირატესობა რომელს მივანიჭოთ დედას თუ შვილს?-ქალმა სახე შემოატარა ოჯახის წევრებს.
-ჩემი გოგოო...-ამოიგმინვდა ნიამ და ავთოს ხელებში ჩაუვარდა.გოგოებიც მას მიცვივდნენ.სანდრო ექიმის წინ იდგა და გაოგნებული შეჰყურებდა.
-თქვენ ალბათ ქმარი ხართ-განაგრძო ისევ ექიმმა- სწრაფად მითხარით დრო მნიშვნელოვანია.-ქალის სიტყვებზე თვალები დახუჭა.წამიერად ყველა კადრმა ერთად გაურბინა თვალწინ.მომღიმარი მარიამი,რომელიც მოუთმენლად ელოდა პატარას დაბადებას.მისი სიცილი ახლაც ჩაესმა თითქოს ყურში როცა საოცრად აღელდა და გაოცდა პატარას პირველი მუცელში განძრევისას.გაახსენდა პირობა,რომელიც მანქანში მისცა და ისევ ბავშვზე მწუხარე მარიამი.
-ბავშვი!-თვალებ დახუჭულმა უთხრა ექიმს.
-ვეცდებით ორივეს გადარჩენას თუმცა პატარას უპირატესობას მივანიჭებთ-სანდროს ნუგეშად მხარზე ხელი დაადო და ისევ საოპერაციოში შებრუნდა.უკან კი მომლოდინე და თვალებში შიშ ჩამდგარი ოჯახის წევრები მოიტოვა.
***
საწოლის კიდეს სოსკით პირში ჩაბღაუჭებოდა პატარა და კედელზე ჩამოკიდებულ სურათებს ეკრიჭებოდა.
-დეიდას კნუტი-გაისმა ოთახში სოფის ხმა.ხელში საჭმელი ეკავა.პატარას დაწვდა და ხელებში მოიქცია.პირიდან სოსკა გადმოაგდო და ოთხი კბილით გაეკრიჭა დეიდას.-აბა პირი გამიღე-ფაფაში ამოვლებული კოვზი პატარასკენ წაიღო.მანაც მორჩილად დაუღო პირი და თან დაიჭყანა.-რატომ არ მოგწონს?-სოფიმ კოვზით ახლა თვითონ გასინჯა ფაფა და თვითონაც დაიჭყანა.-მაპატიე პატარავ შაქრის ჩაყრა დამავიწყდა.-ბავშვი ისევ საწოლზე დასვა.
-დღეს ჩემი ჯერია ვიზრუნო ჰანას ჩაცმაზე-კმაყოფილად შემოვიდა ტანსაცლით ხელში ოთახში ხატია.-დღეს ჩემი გოგო ლამაზი უნდა იყოს.ხოო ჩემო გოჭო?-გაეკიჭა პაწუკას.მანაც უპასუხა დაკრეჭვით პაწუკა ცხვირი აბზიკა და დაეჭყანა თითქოს გაიგო რაც უთხრეს.სოფის სიცილი აუტყდა მათ შემხედვარეს.სახლში სანდრო შემოსულიყო.პატარასთან ლაპარაკით გართულებმა ვერც კი შენიშნეს როგორ უსმენდა კარებთან მათ.
-დედამისმა როგორ დაგიტოვათ აქეთ ბავშვებს ბავშვი- სიცილით წარმოთქვა სიტყვები.
-ეიიი...-ერთხმად შეყვირეს სანდროს
-დედამისს გამოცდა აქვს უნივერსიტეტში.ამიტომაც ჰანაას დედობას ჩვენ ვითავსებთ -მხარზე ხელი მიკრა სოფიმ.ხატია ისვ პაწუკას მიუბრუნდა და მისი გამოწყობა დაიწყო.
-კარგი კარგი დროზე-სიცილით თქვა ისევ.-ბებია და ბაბუა მოუთმენლად ელოდებიან მათ პაწაწოს-ახლა ის გაეკრიჭა ხატიას ხელში აყვანილს,რომელმაც ღიმილთ უპასუხა.
-მზად ვართ წავიდეთ-მათკენ გაემართა ბავშვით ხელში.-ახლა იმდენად არ შია იქ ვაჭამოთ.
-კარგი-პაწუკას პატარა ცხვირზე ხელი აკრა სოფიმ.ფაფა სამზარეულოში გაიტანა და მათთან ერთად სახლიდან გავიდა.
****
ვერადროს იწინასწარმეტყველებ რა შეიძლება მოხდეს შენს ცხოვრებაში.მოულოდნელობებითაა სავსე.გგონია წარსულის ტკივილი მოიტოვე და თავს აღარ შეგახსენებს,მაგრამ როცა წარსულის იმ ნაწილისგან,რომელიც ტკივილს გაყენებს ბედნიერებისთვის ნაწილი დაგიტოვა,თავს ვერ დაიხსნი.რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ბედნიერების პაწაწა ნაწილი,რომელიც მის წინ მხიარულად თამაშობს და დედას გაბრწყინებული თვალებით უყურებს ძნელია ტკივილზე იფიქრო.
პატარა ქალბატონში დედის გენები უფრო ჭარბობდა,თუმცა მამისგან თაფლისფერი თვალები,სიჯიუტე,და ჭირვეულობა გამოყვა.მარიამს ყოველთვის ეცინებოდა,როცა პატარას ყოველ მოძრაობაში,ქცევაში თუ სიჯიუტეში მამისის ქცევას,გამოხედვას იჭერდა.
იმ ავბედითი დღის შემდეგ ინტერნეტში მისი სახელი აღარასდროს ჩაუწერია.არც ერთი სიახლე არ იცოდა და არც უნდოდა გაეგო.მეგობრებსაც სთხოვა,რომ ისე მოქცეულყვნენ მასთან ვითომ არც არსებობდა.
როცა ეგონა,აღარ გაეკარებოდა აღარც მისი წარსულის სამყაროს და აღარც იმ ქვეყანას,რომელმაც პირველი სიყვარული და ბედნიერების ნაპერწკალი აჩუქა სწორედ მაშინ გადაკვეთა ისევ ბედმა გზა.მარიამი ჰანასთან ერთად კორეის ქუჩებში დააბიჯებდა.სულ რამდენიმე დღის ჩამოსული იყო.სანდროც წამოყვა მეგობარს.ამ ქალაქში დამკვიდრებაში ეხმარებოდა.მარტოხელა დედის უცხო ქვეყანაში ყოფნა რთულია.მიუხედავად იმისა,რომ სულაც არ იყო უცხო,მაინც გაყვდა,თან ავთოს თხოვნას ასრულებდა.არ უნდოდა შვილი მარტო გაეშვა.თავიდან მაინც სანამ მიეჩვეოდა იქ ყოფნას.
მშვიდი ამინდი და ცაზე მზე უცებ ღრუბელმა დაფარა.ალაგ-ალაგ წვიმის წვეთებიც წამოვიდა.მარიამმა ჰანას ხელი უკეთ მოკიდა და ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრს თავი შეაფარა.პატარა მის მკლავებში იკრიჭებოდა.
-რა გაცინებს?-სიცილით უთხრა პატარას.მისგან მხოლოდ გაკრიჭება მიიღო ისევ.ჰანას სახეზე მუდამ ღიმილი იყო გამოსახული.ძნელი იყო მისთვის შეგეხედა და არ გაგცინებოდა.ცხვირზე თითი ნაზად აკრა.მერე ისევ ძირს დასვა ხელი მოკიდა.-რადგან აქ ვართ წამოდი შენთვის რამე ვიყიდოთ ხვალისთვის.-პირდაპირ მაღაზიისკენ გაემართნენ.ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა.-გისმენ სანდრო..-თან განაგრძო სიარული მაღაზიისკენ.სანდროს ხსენებაზე ჰანას სახე გაებადრა.
-ძია..-ახედა დედას.მანაც ღიმით და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-სავაჭრო ცენტრში ვართ.იმ დღეს რომ ჩავუარეთ ხომ გახსოვს.ხო იქ.-გაეცინა გოგონას.-კარგი მოდი-ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა და წინ თავაწეულმა გააგრძო გზა.ისე იყო ჰანასთან ერთად სიარულში და ლაპარაკში გართული ბანერებისთვის არც შეუხედავს,რომლებზედაც სეჰუნის დაბადების დღისთვის იყო გაკრული.ბანერს ჩაუარა და იქვე მაღაზიაში შევიდა.მარიამის ტელეფონი ისევ აწკრიალდა.
-დე...კი კარგად ვართ.თქვენ როგორ ხარ? ნუ ნერვიულობ სულ რამდენიმე კვირა და ისევ უკან დავბრუნდები.ჰანა? ისიც კარგადაა.ხვალისთვის საჩუქარი უნდა ვუყიდო.აუცილებლად ტორტსაც ვუყიდი-ჩაიცინა მარიამმა.გვერდით მოიხედა სადაც პატარა ეგულებოდა,მაგრამ იქ აღარ იყო.-დე..მოგვიანებით დაგირეკავ-ტელეფონი გათიშა და ნერვიულად დაიწყო მაღაზიაში მისი ძებნა.
***
ორმა სხეულმა სათვალებით და კაპიუშონებით შენიღბულებმა წვიმისგან თავდასაცავად სავაჭრო ცენტრს შეაფარეს თავი.
-რაღა ახლა მოგინდა ბოდიალი-წაიწუწუნა ბექიონმა ნიღბის შიგნით.
-სულ როგორ უნდა წუწუნებდე ჩემი თავი მგონიხარ-ჩაიცინა სეჰუნმაც ნიღბის შიგნით.
-იმედია ისე კარგად ვართ შენიღბული არავინ გვიცნობს.დღეს არ მინდა წიკვინის და წივილის მოსმენა.-წინ გაიჭრა და აქეთ იქეთ თვალებს აცეცებდა.-უყურე შენ უკვე ბანერებზე ხარ.-მის ნათქვამზე უბრალოდ ჩაიცინა და ბანერისკენ თვალი გააპარა.სადაც პატარა ხელებს უტყაპუნებდა და მომღიმარი შესციცინებდა.მოგრძო თმა გვერდით თმისამაგრით დაემაგრებინა.პატარა კურტუმი შარვალში გაებზიკა.ამ პატარას დანახვაზე გულწრფელად გაეღიმა და მისკენ წავიდა.-ნახე ეგ პატარა შენი ფანია-უკან მიყვა მხიარულად სეჰუნას. მისული ბანერთან ჩაიცუცქა.მისი პატარა თათებისკენ გასწია ხელი და მისი ყურადღება მიიპყრო.თითით ლოყაზე მოეფერა.
-აქ მარტო რა გინდა პატარავ?-ბავშვმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო.უცხოს ნიღბით და გაუგებარ ენაზე მოსაუბრეს.
-ისეთი სახე აქვს ჩვენ,რომ გვიყურებს მგონი შევაშინეთ და ტირილს დაიწყებს-სახე მოეჭმუნა ბექიონს.-მისი მშობლები აქვე იქნებიან.წავიდეთ-მხარზე ხელი მიკრა.
-ჰანა-გაისმა ბიჭებს უკნიდან ბიჭის ხმა.პატარამაც მათ უკან გააპარა თვალი და სახეზე ღიმილი მოეფინა.სანდროსაც ჩაეღიმა მისი სახის შემხედვარე და მათ მიუახლოვდა.მის დანახვაზე სეჰუნმა სათვაალებს შიგნით თვალებში დაქაჩა.ნუთუ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს?მიუხედავად რომ მან სთხოვა არ დაეტოვებინა მარიამი და მასთან ყოფილიყო.ნუთუ მართლა ერთად იყვნენ და ბავშვი მათი...-ფიქრებშიც კი ვერ შეძლო დაემთავრებინა სიტყვები.
-აი მამაც მოვიდა-გაისმა ბექიონის ხმა.-ჯობს წავიდეთ სანამ რამე გვითხრა-ფეხზე წამოდგა სეჰუნიც და ბექიონს გვერდით მიუდგა.სანდრო პატარასკენ დაიხარა და ხელში აიყვანა.შენიღბულებს შეღიმა
-რადგან პატარა უკვე მამასთანა ჩვენ ვწავალთ-დამტვრეული ინგლისურით ჩაილაპარაკა ბექიონმა.სანდროს მისი სიტყვები ესიამოვნა მერე რა რომ მისი მამა არ იყო.ისევ გაუღიმა უცხოებს და პატარას მიუბრუნდა.
-აქ რა გინდოდა? დედას გამოეპარე?-ლოყაზე მოეფერა და მოპუსკნულ ცხვირზე ხელი აკრა.ბექიონმა კი ლამის ძალით მოაშორა მათ სეჰუნი,რომელიც დაპროგრამებულივით მიყვა მას.
-მამა..-ჩაიჩლიფინა ჰანამ და ბანერისკენ შებრუნდა.
-დეიდების წყალობით მამაშენს ცნობ-ტუჩის კუთხეზე ღიმილი შეეპარა.-ისე აქ ძალიან პოპულარული ყოფილა-ისევ ბანერს შეხედა.
სეჰუნი გონს მოეგო ბექიონს ხელი გაშვებინა.
-ეს სანდროა-მისკენ დაიწყო ყურება ისევ.
-ვინ სანდრო? -უცებ თითქოს თავში ნათურა გაუნათდა და დაღებული პირით მათკენ გაიხედა.-ვააა...ბავშვი ყავთ უკვე? ასე უცებ დაგივიწყა? -მზერა მათიდან სეჰუნის მისკენ მიმართულ მზერაზე გადმოიტანა.-ნუ ეხლა თუ შენ შეგეძლო დატოვება და სხვა ურთიერთობის გაბმა მაშინ მარიამსაც ქონდა უფლება.-მიხვდა,რომ ზედმეტი მოუვიდა თუმცა მედგრად დადგა მაინც.
-ხომ იცი,რომ ეს ჩემი არჩევანი არ იყო-გამოსცრა კბილებიდან ნიღაბის ქვეშ.
-ჰანა-უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
-აი მარიამიც -ზურგს უკან მზერა გააპარა ბექიონმა სეჰუნმაც უკან გაიხედა.მარიამმა სანდროს ხელიდან ბავშვი გამოართვა და ჩაიხუტა.თმებზე ეფერებოდა.
-შემაშინე შე საზიზღარო.-ნელა მოარტყა ტაკუცუნებზე ხელი.იმის მაგივრად,რომ პატარას ტირილი დაეწყო დედის გაბრაზებაზე.პატარა თათები სახეზე შემოხვია და პატარა ტუჩებით დედისკენ საკოცნელად გაიწია.
-შე პატარა ქრთამისტო-გაეცინა მის ქცევაზე სანდროს.მარიამიც აყვა და პატარა ლოყები დაუკოცნა.-იყიდე რაც გინდოდა?
-არა,რადგან უკეთესი რაღაც უნდა ვაჩუქო.წავიდეთ-პატარაზე ჩახუტებულმა თავი გაუქნია.ორივე გასასვლელისკენ გაემართნენ.მარიამი ისე იყო მისი პატარა გოგონათი გართული,რომ ისევ არ მიუქცევია ბანერისთვის ყურადღება არც კუთხეში მოფარებულში მყოფი შენიღბულებისთვის,რომელიც მათ შეჰყურებდნენ.
***
მიძინებული და თითქოს უკვე მივიწყებული გრძნობებმა ისევ ამოყო თავი.ისევ გაუსაძლისმა ტკივილმა მოიცვა სხეული.მანქანის სკამზე გადაწოლილი ღრმად სუნთქავდა და ფანჯრიდან გამომავალ სინათლეს უმზერდა,რომელიც უცებ ჩაქრა და სიბნელემ დაისადგურა.ტკივილი ორმაგად აუტანელი ხდებოდა,როცა თვალწინ წარმოუდგებოდა თუ როგორ ცდილობდა სანდრო მარიამის პიჟამოებში გამოწყობილ სხეულს შეხებოდა და ისიც სიამოვნებას იღებდა მისი შეხებით.
-არაა! არ მჯერა ამის! ასეთი არ ხარ!-საჭეს ხელებით ჩაებღაუჭა და სიბრაზის ამომთხევას ცდილობდა.
მზე ნელ-ნელა იწვერებოდა.საჭეზე თავი ედო და რეალობის აღქმას ცდილობდა.ცდილობდა გაეაზრებინა ახლანდელი ვითარება.
***
მარიამის გვერდით ნახევარზე მეტი ადგილი ჰანას ეკავა.ხელები და ფეხები აქეთ-იქეთ გაეფაჩხა და მშვიდად ეძინა.ფანჯრიდან შემოჭრილმა მზის სხივმა პირდაპირ სახეზე შეანათა მარიამს და გაღვიძება დაიწყო.უკან გადაბრუნდა ჰანასკენ მისი მშვიდი და მძინარი სახის დანახვამ სახეზე ღიმილი მოგვარა და თმებზე ფერება დაუწყო.
-დღეს მამიკოს დაბადების დღეცაა...ალბათ უკვე მიულოცეს ბიჭებმა...-მიუხედავად იმისა,რომ თავს მასზე ფიქრი აუკრძალა ეს შეუძლებელი იყო.თავისდაუნებურად მისი ფიქრები კვლავ სეჰუნს დატრიალებდა.კვლავ ისევ ორი წლის წინ წაკითხული სტატია გაახსენდა და ისევ ისეთივე ტკივილი განიცადა,რაც მაშინ.ისევ ისევე ეტკინა გული და საშინელი წვა იგრძნო.თავისი თავი ისევ თვითონ გამოიყვანა მდგომარეობიდან. ტკივილი ისევ ჩაკლა შიგნით და ჰანას გაღვიძება კოცნით დაიწყო.
-დედას სიცოცხლე-ნელა დაიწყო მისი შეღვიძება.ჰანაც შეირხა და დედას თვალები შეანათა.-ჩემი პატარა ორის გახდა უკვეო.-ცხვირი გაუხახუნა პატარა.-გამოვაწყოთ ჩემი პატარა? ტორტი ხომ გინდა?
-მინა-თავი დაუქნია სწაფად.
-ჯერ ვიბანაოთ-ფეხზე წამოხტა და ხელში აიტაცა პატარა.მანაც კისკისი დაიწყო.
***
შუადღისთვის სამივე კაფეში ფანჯარასთან ისხდნენ.გარედან მანქანაში მოკალათებული სეჰუნი მათ თითოეულ რეაქციას შეჰყურებდა და სახეზე ალმური ედებოდა.ისე გამოიყურებიდენ ერთად,როგორც ბედნიერი ოჯახი.
მათ მაგიდასთან ტორტი მიიტანეს ანთებული სანთლებით.სამივემ მხიარულად შეუბერეს სული და სანთლებიც ჩაქრა.
-ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე-ტუჩის კუთხეზე ღიმილი შეეპარა.პატარა მხიარულად ატკაცუნებდა ხელებს ერთმანეთზე და იკრიჭებოდა.
სანდრომ პარკიდან დიდი თოჯინა ამოიღო და გაბრწყინებულ ჰანას გაუწოდა.მანაც მხიარულად გამოართვა და გულზე მიიხუტა.ჰანას რეაქციაზე სიბრაზის მიუხედავად მაინც გაეცინა სეჰუნს.ვერც კი ხვდებოდა რატომ უყურებდა ამ ბავშვს თბილი მზერით.იქნებ იმიტომ,რომ მარიამის შვილი იყო.
თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა,როცა შენიშნა როგორ მოიხსნა მათი ყელსაბამი და პატარას ჩამოკიდა ყელზე.
მარიამი ბედნიერი შეჰყურებდა.
-მარიამ ჯერ ადრეა არაა ამის მიცემა?-სანდრომ ახედა გაღიმებულ მარიამს.
-ჰანა ხომ გაუფრთხილდები ამ ყელსაბამს?-მარიამმა შეანათა გაბრწყინებული თვალები,როცა უყურებდა როგორ დაჰყურებდა და ეფერებოდა ყელსაბამს და უხაროდა მისი მფლობელი,რომ იყო.
-კი-თავი დაუქნია უცებ გოგონამ.
-ხომ იცი რომ ის მამიკოსი იყო?-თითით ყელსაბამზე ანიშნა.ჰანაც თავი დაუქნია.
-ეს ლო მექება მამა მიცობს?-ჩაითლიფინა ჰანამ და დედას ახედა.მარიამს მის ჩლიფინზე გაეცინა და თან თვალები ცრემლებით აევსო.
-აჰამ-თავი დაუქნია მარიამმა და ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა.-ცოტახნით გავალ-სანდროს გახედა და მისგანაც თავის დაქნევა მიიღო.
-ახლა კი ბიძია გაჭმევს ტორტს-მიუბრუნდა ჰანას და მისი გამხიარულება სცადა.
საპირფარეშოში შევიდა.სახეზე წყალი შეისხა და სარკეში დაუწყო თავის გამოსახულებას ყურება.
-როგორი საცოდავი ხარ!ნუთუ ისევ გაქვს რამის იმედი?-გაბრაზებული თვალები მიაპყრო თავის საცოდავად მომზირალ სახეს.მისი მზერა კარებში შემოსულმა კაპიუშონიანმა მიიპყრო.სარკიდან გახედა უემოციოდ და მალევე გამოიხედა.
-მამაკაცების გვერდითაა!-უთხრა და წყალი შეისხა ისევ პირზე.შემოსული კიდევ არ განძრეულა.მარიამმა ხელპირი შეიმშრალა და კარისკენ წავიდა.შემოსულს ახედა სათვალეებში-ნუ თუ მაინცდამაინც აქ გინდათ მე უკვე გავდივარ.-გვერდის ავლას აპირებდა,როცა ხელში ჩაავლეს და ისევ იმ ადგილს დაუბრუნეს.-თქვენ...-მზერა მის გამოჩენილ ნაწილს ააპარა.ნიკაპი,ტუჩები,ცხვირი.მათი დანახვა და გულის აჩქაერება ერთი იყო.სათვალები ნელა ჩამოიხსნა და თვალები შეანათა. დაბნეულობა,შიში,ბედნიერება ერთად აისახა მარიამის თვალებში.
-დეჟავიუს განცდა მაქვს.განშორების შემდეგ შენთან საპირფარეშოში ჩემი შემოჭრა ჩვევად მექცა.-ჩაუღიმა წინ მდგომს.
-მე კი შენგან წასვლა მექცა ჩვევად.-მისი ხელიდან ხელი გაინთავისუფლა და ისევ კარებისკენ გაემართა.უკნიდან ხელების შემოხვევა იგრძნო.
-მითხარი,რომ მისი არაა...მითხარი,რომ ჩემთვის არ გიღალატია...მითხარი-ყურთან უჩურჩულა და ხელები უფრო მაგრად შემოხვია.ისევ შეისუნთქა ნანატრი სურნელი.
-და ამით შეიცვლება რამე? შენც ხომ იგივე გააკეთე...-არც თვითონ იცოდა რატომ მოიტყუა.უნდოდა ახლა მას განეცადა ის რაც თვითონ მისი და ირენეს ამბის გაგებით განიცადა.მის სიტყვებზე ხელი შეუშვა სეჰუნმა და გახევებული დარჩა.
-გილოცავ დაბადების დღეს!-უკან მოუხედავად გააჟღერა სიტყვები მარიმ და დატოვა იქაურობა.
****
ორ წელზე მეტი გავიდა და მაინც ისეთივე რეაქცია ქონდა მისი შეხებისას.სააბაზანოდან აკანკალებული გამოვიდა და თავისი მაგიდისკენ წავიდა.სანდრომ შენიშნა სახე გაფითრებული.
-საყვარელო ეს შეჭამე ახლავე მოვალ-პატარამაც თავი დაუქნია.თვითონ მარიამისკენ გაემართა.-.მარიამ რა გჭირს?ფერი აღარ გადევს.
-მე ვნახე..-წაილუღლუღა და წყლიანი თვალები მიანათა.
-სადაა? სააბაზანოში?-იქეთ გაიწია სანდრომ,თუმცა გოგონას ხელებმა შეაჩერეს.
-არ გინდა!-მაისურზე ჩაჭიდა ხელი.-წავიდეთ აქედან.-სანდროც უკან მობრუნდა.
-უთხარი?-კითხრა სანდრომ თან მაგიდას მიუახლოვდნენ.
-არაა და არც ვაპირებ! შენი გონია-ამ უაზრო აზრზე მწარედ ჩაეცინა მარიამს წარმოთქმისას.
-სრული იდიოტია-წარბები შეკრა სანდრომ.ამასობაში მაგიდასთანაც მივიდნენ.-პატარავ წავედით-ჰანას სახე მოეღუშა და დარჩენილ შოკოლადის ტორტს გახედა.-ეგეც წავიღოთ-გაეცინა პატარა ღორმუცელას სახეზე.ამის გაგებისას სიხარულით აყვა სანდროს მკლავებს.მარიამსაც გაეცინა მის ქცევაზე.სკამზე მიფენილ ქურთუკს დაწვდა და მათ უკან მიყვა.დედა-შვილი უკანა სავარძელში მისხდნენ პატარამ დედას კალთაში თავი ჩაუდო.მარიამმა საზურგეზე თავი გადააგდო და თვალები მოხუჭა თან პატარას თმებს ეფერებოდა.სანდრო კი სარკიდან ადევნებდა თვალს მათაც და უკან მომავალ მანქანასაც,რომელსაც უკვე მეორედ ამჩნევდა.ახლა უკვე იცის ვინც იყო მდევარი.
-მართლა იდიოტია-ჩაილაპარაკა ჩუმად და გაზს მიაჭირა ფეხი.
***
სახლთან მანქანა მისრიალდა.სამივე გადმოვიდნენ და სახლში შეიკრაგნენ.შავი აუდი ისევ იდგა სახლის შორი ახლოს.სადაც ტელეფონი განუწყეტლივ რეკავდა.საჭეს ჩაფრენილი კი არაფრის დიდებით არ პასუხობდა.
სახლში შესულებმა მიძინებული პატარა სავაძელზე მიაწვინეს.
-მარიამ ჩემი ფრენა დღესაა-ააპარა ქვევიდან თვალები.-არ მინდა ამ მდგომარეობაში დაგტოვო,მაგრამ სამსახურში პრობლემებია.
-სანდრო შენ იმაზე მეტი გააკეთე ჩემთვის ვიდრე ვიმსახურებდი.ნუ გეშინია მშვიდად წადი.მე და ჰანა გაგაცილებთ.-მხარზე ხელი დაადო მეგობარს და გაუღიმა.
-არა გაცილება არ მინდა.აიღე მანქანის გასაღები-ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გაუწოდა.
-მერე რითი მიხვალ აეროპორტამდე?
-ნუ ღელავ მიმიყვანენ რამენაირად მივალ.შენ კი პატარას მიხედე კარგად.-ფეხზე წამოდგა და ოთახიდან ჩემოდანი გამოაკოკიალა.
-ჩალაგება როდისღა მოასწარი?-გაეცინა გოგონას.ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაქონდა და იმდენად არ იმჩნევდა დღევანელ ამბავს.
-სიმართლე გითხრა არც ამომილაგებია-ჩაიცინა და მეგობარიც გააცინა.ორივე ხელებით მაგრად მოეხვია,შემდეგ პატარასკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა.კარებისკენ წავიდა მარიამიც უკან მიყვა.-ხომ გითხარი ნუ მაცილებ.გავალ თუ არა კარები დახურე და პატარასთან ერთად მიწექი.დაფიქრდი იმაზე,რომ სიჯიუტით შეიძლება დაკარგო-ბოლოს მაინც ჩაურტყა და გაუღიმა.-რო ჩავალ დაგირეკავ-შუბლზე აკოცა და კარები თვითონვე გამოიხურა.ბილიკებზე მიმავალმა მზერა დიდი ხის ქვეშ გაჩერებული აუდისკენ გააპარა,რომლის მძღოლსაც თავი საჭეზე ჩამოედო.მანქანისკენ წავიდა.უკანა სავარძელზე თავისი ბარგი შეაგდო.მძღოლის გაოცებული მზერაც დაიმსახურა შემდეგ მის გვერდით გამოაღო კარები და დაჯდა.
-აქ რა გინდა?-გაოცებული შეყურებდა მის თვალში ჯერ კიდევ მეტოქეს.
-მართლა იდიოტი ხარ!აეროპოსტში წამიყვანე თან გზაში გეტყვი რატომაც ხარ-უკეთესად მოთავსდა სავარძელში ღვედი გადაიჭირა და ასევე გაოგნებულს გახედა-წავედით.-თვალით ანიშა დაძრულიყო.მანაც დაბნეულად დაქოქა და ნელი სვლით გაშორდა უბანს.
-რატო ტოვებ მათ მარტო?-ისე კითხრა ჰუნამ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მოვალეობა მიხმობს-ახლა მისი მზერა გზას მოშორდა სანდროს შეხედა მერე ის გზას დაუბრუნა.
-მათზე მნიშვნელოვანია მოვალეობა?-წარბი წარბში გაუყარა.
-შენთვის ხომ იყო და მიატოვე.-ნაღრძობივით გაუხსენა სანდრომ.სეჰუნმა მკვეთრად დაამუხრუჭა და მისკენ მიტრიალდა.
-იმ წამსვე ვინანე და მინდოდა დამებრუნებინა,მაგრამ უკვე გვიან იყო.-თავი დამნაშავესავით ჩახარა.
-მასთან რომ ყოფილიყავი ნახავდი რამდენი ბრძოლა დაჭირდა.ოჯახთან,საკუთარ თავთან და სიკვდილთანაც კი.-ბოლო სიტყვებზე თავი სწრაფად ასწია.-ხო სწორად გაიგე.სიკვდილთანაც გაიმარჯვა.ყოველთვის აძლევდა ძალას შენს მიმართ სიყვარული.ალბათ ამიტომაც არ გადაყვა ჰანას მშობიარობას.-სეჰუნის თვალები თანდათან ფართოვდებოდა.-მის გვერდით შენ,რომ ყოფილიყავი მე არ მომიწევდა არჩევანის გაკეთება მასსა და შენ შვილს შორის.ხო სწორად გესმის შენს შვილს შორის.სანამ შეყავდათ მთხოვა,რომ ბავშვი გადამერჩინა მისი სიცოცხლის სანაცვლოდაც კი.შენ კი იდოტი ხარ.ჯერ ტოვებ მერე ისევ ხვდები და გულს უტეხ.-სანდროს სიტყვებზე თვალებში მოწოლილი ცრემლი ჩამოუგორდა.- შენ რა დათმე მისთვის? არაფერი!
-ჩემი შვილია?!-ცრემლიანი ლოყებზე ღიმილი მოეფინა.
-ხო შენია!თუ ასე მოქცევას გააგრძელებ მას მართლა საბოლოოდ დაკარგავ.ვიცი შენი ცხოვრებაც ძნელია მაგრამ მისთვის უფრო ძნელია.შეიძლება მე არ მიყურებს როგორც კაცს,მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ვისაც შეხედავს ამდენი გულის ტკენის შემდეგ.-სანდრომ სეჰუნის სახეს მზერა მოაშორა და გზისკენ გაიხედა.-მგონი ყველაფერი გითხარი რისი თქმაც მინდოდა .ახლა დაქოქე და წამიყვანე აეროპორტში თორე რეისზე დამაგვიანდება.-ცდილობდა მკაცრი სახე მიეღო.
-მადლობა-სახეზე ფართო ღიმილი ეხატა და მხარზე ხელი დაკრა.კარებისკენ შეტრიალდა და გადავიდა.
-ჯერ მე მიმიყვანე-გასძახა ნახევრად გადასულს.
-გასაღები მანდაა წაიყვანე და აეროპორტში დატოვე მერე წამოვიყვან.-სიტყვები ერთმნეთს მიაყარა და უკან მოუხედავად გაიქცა.
-ახლა მაინც გამოიყენეთ ჭკუა-ჩაიდუდღუნა და საჭეს მიუჯდა.სახეზე კმაყოფილების ფარული ღიმილი ეკვროდა.
***
მოუსვენრად დააბიჯებდა სახლში მარიამი.სამზარულოდან ფინჯანი გამოიტანა ყავით სავსე.და მისაღებისკენ მიდიოდა.კარებზე საშინელი ბრახუნი ატყდა.
-ჯანდაბა სანდრო თუ რამე დაგრჩა და ამისთვის მიღვიძებ ბავშვს მიგასიკვდილებ-ჰანას გადახედა,რომელიც იშმუშნებდა.ფინჯანი იქვე დადო და მუქარით გაემართა კარისკენ.-სანდრო იცოდე მოგკ...-კარების გაღებისას ლამის პირი ღია დარჩა.
-შეიძლება შემოვიდე?-ქვევიდან ახედა თან ღრმად სუნთქავდა.
-მოგდევს ვინმე?-მიუხედავად იმისა,რომ გული ამოვადნას ქონდა ისევ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.-აქ რომ მოხვედი მერე შენი ფანები? კომპანია?მენეჯერი? ბოლოსდა ბოლოს შენი შეყვაებული რას იტყვის?-წარბი წარში გაუყარა თან გაუცნობიერებლად გვერდით გადგა და შემოუშვა.
-არავის აზრი არ მაინტერესებს.მხოლოდ შენი-პირდაპირ თვალებში შესქეროდნენ ერთმანეთს.მარიამმა უცებ მარცხენა ფეხზე ვიღაცის ხელები იგრძნო.ოდნავ შეცბუნდა და მზერა ფეხისკენ გააპარა.სეჰუნმაც იგივე გააკეთა.პატარა ჰანა დედის ფეხს მობღაუჭებოდა და იქედან იმალებოდა თან ცალი თვალით ასცქეროდა სილუეტს,რომელიც ბევრჯერ უნახავს ფოტოებზე თუმცა ასე არასდროს.მორცხვი ღიმილით შეჰყურებდა და თან მარიამის შარვალს უფრო და უფრო ეკვროდა.სეჰუნი ჩაიკეცა და აწყლიანებული მზერა მიაპყო პატარას.
-შეიძლება ჩაგეხუტო?-ჰანას გაკვირვებულს მზერას წააწყდა,რომელიც ისევ დედის უკან იმალებოდა.
-შენი არ ესმის.-გაისმა მარიამის ხმა.სეჰუნს თვალი ჰანასთვის არმოუცილებია.ცალი ხელი მისკენ გასწია და თითქოს უსიტყვოდ ცდილობდა კონტაქტის დამყარებას.ჰანა დედის ჩაჭიდებულ ფეხს მოშორდა წინ მდგომის გამოწეული ხელი დააიგნორა და პირდაპირ გულზე მიეხუტა.
-მამა..-წამოიძახა უცებ და თვალები აენთო.მარიამს თვალებიდან სცენის შემხედავე ცრემლები გადმოცვივდა.უხაროდა თან ამავდროულად წყინდა,რომ არ ესმოდა სეჰუნს ჰანას ნათქვამი.თუმცა მშვენივრად გაიგო პატარას წალუღლუღებული ორიოდე ბგერა.გულზე მიკრულ პატარას ორივე ხელები მოხვია.სურნელი შეისრუტა და თმებზე ფერება დაუწყო.მასაც ისეთივე სურნელი ჰქონდა როგორიც მარიამს.სახეზე ღიმილმა გადაკრა პატარას თავზე აკოცა.
*****
ოთახში სიწყნარე ჩამოვარდა.თავიდან მამის გულზე აკრული ჰანა ახლა დედის კალთაში იჯდა და აკვირდებოდა წინ მჯომის სახეს,რომელიც უღიმოდა.შიგადაშიგ თვითონაც ეკრიჭებოდა და პატარა ცხვირი ეპრიხებოდა.პატარას ყელსაბამს თვალი მოავლო და თავის უაზრო აზრებზე დამცინავად ჩაიცინა.როგორ მოუვიდა აზრად,რომ შეიძლებოდა სხვასთან ყოფილიყო.სხეულში სიბრაზე მოაწვა ასევე იმის გახსენებაზე,რომ მან მოატყუა და არ უთხრა ჰანაზე.რამდენჯერმე მარიამის და ჰუნას გაბრაზეული მზერები შეხვდა,თუმცა ორივე თავს იკავებდა ბავშვთან რამის თქმისგან.მარიამის კალთიდან პატარა უცებ ჩამოხტა და სამზარეულოსკენ კურტუმოს ქნევით გაიქცა.ორივემ მას გააყოლეს მზერა.
-ახლა რაღა მოიფიქრა?-ჩაილაპარაკა და მისკენ წავიდა.სეჰუნს ამაზე ჩაეღიმა.-ჰანა-უკან მიყვა მარიამი.სამზარეულოში შესულმა დაინახა როგორ ეჭიდავებოდა მაცივრის კარს.მის შემხედვარეს ყველაფერი ავიწდებოდა ადამიანს.-რას აკეთებ? -კითხა სიცილით.
-გამიგე ლა-საწყალი სახით ახედა დედას.მანაც მორჩილად გამოუღო კარები.გაღებისთანავე ერთ-ერთ თაროზე დადებულ დარჩენილ ტორტს დაწვდა.
-მოიცადე თავზე დაიმხობ.ამისხელა სულ ხარ-ჩაეცინა შედარებაზე და თვითონ გადმოიღო ტორტი.მობრუნებისას სამზარეულოს შესასვლელში კარებს ატუზული სახეზე ღიმილით იდგა სეჰუნი და შეჰყურებდა.მარიამმა ღიმილიანი სახე მოიშორა და ისე გახედა.
-სტუმრის გამასპინძლება იცის შენ კი არ გგავს-პატარასკენ მხიარულად დაიხარა სეჰუნი.
-სტუმარი სასურველი უნდა იყოს.შეგიძლია მალე წახვიდე სანდრო უნდა მოვიდეს- ცდილობდა რამენაირად ეს მტანჯველი მომენტები მალე დაემთავრებინა.როგორ უნდოდა ყველაფერი ეთქვა მისთვის თუმცა ამას არ აკეთებდა,რადგან გაბრაზებას და წყენას მთელი სხეული ქონდა მოცული.სანდროს ხსენებაზე გაეცინა სეჰუნს პატარა თავის ტორტიანად ხელში აიყვანა.
-ჯერ ტორტი უნდა ვჭამო.ხომ არ დაგავიწყდა ჩემი დაბადების დღეა დღეს.-ეშმაკურად გახედა მარიამს.არც თვითონ უნდოდა ეთქვა ყველაფრის ცოდნის შესახებ.უნდოდა ეს მისგან მოესმინა.მერე ისევ პატარას მიუბრუნდა-იცი ჩვენ ორივეს ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე.-გაუღიმა ლოყაზე აკოცა და მისაღებისკენ წავიდა.
-ტყუილად ელაპარაკები მაინც არ ესმის შენი-უკან მიყვა ბუზღუნით მარიამი ორი თეფშით და ჩანგლით ხელში.გოგონას ნათქვამი გაატარა და დივანზე მოთავსდნენ ორივე.მარიამმა ტორტის ნაჭრები მოჭრა და ორივეს თავისი წილი დაუდო.თვითონ ისევ სამზარეულოში გავიდა და იქ მაგიდაზე დაეყუდა.ვეღარ უძლებდა ამდენს.ასე ახლოს ყავდა თან ასე შორს.ვერ ეტყოდა და მისი კარიერის დამხობის მიზეზი ვერ გახდებოდა.არც ირენე დავიწყებია რაც კიდევ უფრო სიბრაზეს მატებდა ორივე ხელი მაგიდაზე ჩაბღუჯული კიდევ უფრო მოუჭირა ხელებზე ძარღვები დაეჭიმა.ლოყებზე თავხედად მომავალი ცრემლები მოიწმინდა და ისე მისაღებს დაუბრუნდა.ჰანა მამის კალთაში იყო მოკალათებული.პატარას თმებს ხელით ეფერებოდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა,ისიც მოცინარი სახით შეყურებდა თან თვალები ნელა ეხუჭებოდა.
-ოთახში გავიყვან.-მიუახლოვდა, ჰანას დაწვდა და ხელში აიყვანა.-სანამ გამოვალ შეგიძლია წახვიდე.კარები იცი საით არის.-სწრაფად მიაყარა სიტყვები და შებრუნდა.დედის მხარზე თავი ჩამოედო პატარას და ნახევრად მძინარი თვალებით შეყურებდა უკან მყოფს.პატარა თათები დაუქნია დასამშვიდობებლად და ოთახში შეიკარგნენ.
პატარა თავის საწოლში ჩააწვი და თვითონაც მიუწვა.
-ლო გავიღვიძებ ისევ იქნება მამა?-ჩაიბუტბუტა მძინარემ.მარიამს ცრემლები წამოუვიდა,თუმცა მალევე მოიწმინდა ისევ.პატარას შუბლს დასწვდა აკოცადა თმები სახიდან გადაუწია.
-დაიძინე ჩემო პატარავ.-ხელზე ჩაჭიდებულ პატარა თათზე აკოცა.
ღრმად ჩაჭიდებული ხელი ნელა შეუშვაა.გადასაფარებელი შეუსწორა და ფრთხილად გავიდა ოთახიდან.მისაღებში გასულს აღარ დახვდა.თვალი მთელ ოთახს მოავლო გულისწყვეტა ამოაყოლა ამოსუნთქვას.შეიძლება სულ სხვა რამ უთხრა,მაგრამ სულ სხვას გულისხმობდა.უცებ მისი ყურადღება სამზარეულოში ხმამ მიიპყრო.იქ შესულს პირი ღია დარჩა.სველ ხელებს ტილოზე იმშრალებდა.
-რატომ არ წახვედი?-ეჭვნარევი მზერა ესროლა.
-ველოდები როდის მეტყვი ჰანაზე..-თვალი თვალში გაუყარა.მარიამის გულის ცემა უფრო გახშირდა.ჰუნა მისკენ გაემართა და პირდაპირ თვალებში შეხედა.-თვალებით შენ არ გგავს.-სახესთან ახლოს ჩაულაპარაკა თან მის თვალებს თვალს არ აშორებდა.
-მამამისს გავს-იყო სწრაფი პასუხი გოგონასგან და ღრმად ამოისუნთქა.
-მაშინ მისი ვერ იქნება.-გვერდულად ჩაუღიმა.მისი სახიდან თავი გაწია მარიამმა ისევ გაახსენდა თუ როგორ დადო ღალატში ბრალი და გასვლა სცადა.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს.შეგიძლია წახვიდე ირენე გელოდება!-გასვლისას ხელი დაუჭირა და ისევ იმ მდგომარეობაში დააბრუნა.
-ე.ი ესა მიზეზი რის გამოც შვილს მიმალავ? -თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლები გაყარა."საიდან გაიგო?" გაიფიქრა უცებ.
-ვინ გითხრა,რომ შენია?-მაინც არ დაცხრა მარიამი.-არავის კარიერის და პირადი ცხოვრების დანგრევას არ ვაპირებ.შვილი მხოლოდ ჩემია! წესიერად,რომ შეგეხედა და თვალები გაგეხილა დაინახავდი მსგავსებას შენსა და მას შორის,მაგრამ ყველაზე ადვილი გზა მოძებნე და ღალატში დამადანაშაულე.შენთვის ეს იყო ადვილი და არც შენ იგრძნობდი თავს დამნაშავედ შენს შეყვარებულთან ყოფნის გამო.-გაცხარებული ლაპარაკობდა.სახეზე სიბრაზის ალმური ედებოდა.სახეზე ხელების შეხება იგრძნო და ტუჩებზე ცხელი ტუჩების შეხება,რომელიც ჯიუტად ცდილობდა მის დამორილებას.მარიამმა მის ხელებს თავისი ჩასჭიდა და მოშორებას ცდილობდა,მაგრამ მალევე დანებდა და დაყვა მის ვნებით აღვსილ ტუჩებს.ხელები ჩამოუშვა და ნება მისცა საკუთარ თავს აყოლოდა ვნებას.თავისდაუნებურად წამოსცვივდა ცრემლები ისევ.
-მაპატიე გთხოვ-მის ტუჩებს მოშორდა და შუბლი შუბლზე მიადო.-მხოლოდ ერთხელ იყო ჩვენს შორის კოცნა ისიც ძალიან მთვრალი ვიყავი.ეს კი კომპანიამ გამოიყენა.ჩვენ შორის არასდროს არაფერი ყოფილა და არც ახლა არის.დამიჯერე-ისევ თვალებში შეხედა.
-იდიოტი ხარ!-ქვევიდან შეჰყურებდა ისიც თვალებში.
-ვიცი-სახეზე ორივეს ღიმილმა გადაკრა.
-ძალიან სუსტი ვარ,როცა საქმე შენ გეხება-ჩამოშვებული ხელები სეჰუნის კისერზე მოაწყო და ხელები თმებში შეუცურა.ახლა თვითონ დაწვდა მის ტუჩებს.მკლავებში მოქცეული სხეული აქაჩა და სამზარეულოს დახლზე შემოსვა.ტუჩებიდან ცხელი კვალი გოგონას კისერზე დატოვა.კოცნით დაუფარა ზედა ტანი.დახლიდან ისევ ასწია მარიამის ფეხები ახლა მას ეკვროდნენ და ორივე მხურვალე კოცნებით გზას ოთახისკენ იკვლევდნენ.
-მანდ არა ჰანას ძინავს-სიცილით უთხრა მარიამმა.
-უკაცრავად!-თეტრალურად დახარა თავი იმ კარისკენ,რომლის შიგნითაც პატარას ეძინა.შემდეგ ისევ მის ტუჩებს დასწვდა და გვერდით ოთახში შეიჭრნენ.სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ და ტანსაცმელების გარეშე აღმოჩნდნენ საწოლში ზეწარსქვემოთ.ბიჭი ამდენი ხნის ნანატი სხეულის ყოველ სანტიმეტრს სწავლობდა და ცდილობდა უფრო მეტი სიამოვნება მიაღო ვიდრე პირველად.მაშინ რადგან გოგონასთან პირველი იყო ცდილობდა ყველაფერი სინაზით და ნაკლებ მტკივნეულად გაეკეთებინა.ახლაც ისე გრძნობდა თავს თითქოს ამას პირველად აკეთებდა.უნდოდა მეტი სიამოვნება მიენიჭებინა მისთვისაც.მუცელზე ცხელი კოცნის კვალს ტოვებდა გოგონას კი სასიამოვნო კვნესა ხდებოდა პირიდან.წამით შეჩერდა და მუცელზე ვერტიკალურ პატარ ჭრილობას დახედა.ხელი ნაზად გადაუსვა იმ ადგილს აკოცა და ისევ ზევით აიწია გოგონას სახისკენ.
-მაპატიე,რომ შენს გვერდით არ ვიყავი.გპირდები აღარ დაგტოვებ-მის სიტყვებზე სახეზე ღიმილი გამოესახა მარიამს.ხდებოდა,რომ ეს შეიძლება მხოლოდ დაპირებად დარჩენილიყო მაგრამ სიამოვნებდა მისგან ამის მოსმენა.ორივე ხელები ჰუნას სახეს მოკიდა და მის მოლაყბე ტუჩებს დაწვდა.
ღამის ტყვდიადში ორი სხეული ერთ მთლიანობად იქცნენ.არავინ იცოდა ხვალ რა იქნებოდა,მაგრამ დღეს,ახლა და ამ წამს ისინი ერთმანეთისთვის არსებობდნენ.

***

დილით ჩეულებრივ ადრე გაიღვიძა ზურგზე ჰუნას სხეული მჭიდროდ ეკვროდა.მარჯვენა ხელი მარიამის თავქვეშ ამოედო მარცხენა ხელი კი მუცელზე ედო და იხუტებდა.თავი მის თმებში ჩაემალა.მისი სუნთქვა კისერში ნაზად ელამუნებოდა და სასიამოვნო ჟრუანტელს გვრიდა.ამ მომენტის გონებაში ღრმად ჩაბეჭვდა უნდოდა.უნდოდა,როცა მასთან ყოფნას ვეღარ შეძლებდა ამ განცდებით და მოგონებებით თავისი მარტოობა შეევსო.ადგომა დააპირა მაგრამ ხელებმა არ გაუშვეს.კიდევ უფრო კომფორტულას მოთავსდნენ მასზე და კეფასთან ღრმად ჩასუნთქვა შეიგრძნო.რადგან ვერ ადგა მისკენ ხელებში მომწყვდეული გადაბრუნდა ძნელად.სახე ჰუნას სახეს ებჯინებოდა.მისი სუნთქვა სახეზე ედებოდა.ცოტახანი უყურა მშვიდ და მომღიმრად მძინარე სახეს უყურა.ხელით ლოყაზე მოეფერა და რამდენჯერმე შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია,რომელიც ურჩად ისევ იმ მდგომარეობას უბრუნდებოდა.
-თმას თავისნაირი ურჯული აქვს-ჩაიცინა თავისივე წაბუტბუტებულზე.თავი ქვევით ჩახარა და შუბლი ნიკაბზე მიადო.შუბლზე ტუჩების შეხება იგრძნო.მასზე მიკრული სხეული შეირხა.
-მმმ...მშვენიერი დღეა-თვალებ გაუხელლად თქვა და სახეზე ღიმილი მოეფინა.-ნებას გაძლევ ყოველ დღე ასე გამაღვიძო.-მარიამსაც კმაყოფილების ღიმილმა გადაკრა.თავი ასწია და მისი ვარდიფერი ტუჩებიდან დილის კოცნა მოიპარა.
-გამიშვი უნდა ავდგე-სიცილით უთხრა.
-ნწ...ჯერ არა!-მკაცრად ჩაილაპრაკა ისევ თვალებდახუჭულმა.
-ჰანას უნდა დავხედო.-მის სიჯიუტეზე ეცინებდა.-ისე რატო არ ღვიძავს უკვე-ეჭვნარევი სახით საათს შეხედა.
-მამიკოს გოგოა და იცის რო არ უნდა შეაწუხოს,როცა დედიკოს ეფერება.მასაც ჩემსავით აღვიძებ ხოლმე?-უცებ დააჭყიტა თვალები და გოგონას შეანათა.მის სიტყვებზე წამოიწია ლოგინიდან მარიმ და ზევიდან ღიმილით დახედა.
-არ თქვა,რომ პატარაზე ეჭვიანობ-სიცილი ვეღარ შეიკავა.
-ვინ თქვა,რომ ვეჭვიანობ?-ტუჩები გაბუსხა.კიდევ ერთხელ გაიცინა გულიანად მარიმ და გაბუსხულ ტუჩებს დაწვდა.
-ჰანას დავხედავ.დღეს ბევრი საქმე მაქვს და დროზე უნდა მოვემზადო.-ხელები დაუსხლტა.სავარძელში მიგდებულ თხელ აბრეშუმის მოსაცმელს დაწვდა.სწეაფად შემოიცვა მჭიდროდ შეიკრა და ოთახიდან გავიდა.ოთახში უკმაყოფილოდ მომზირალი სეჰუნი მოიტოვა,რომელმაც თავზე საბანი გადაიფარა და აფართხალდა.
მარიამი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ჰანას ოთახის კარს.სახელური ფრთხილად ჩამოწია და შეიჭყიტა.პატარას მშვიდად ეძინა,როგორც ყოველთვის მთელი ლოგინის სივრცე ეკავა.სახეზე ღიმილი მოეფინა კარები ისევ ჩუმად გამოიხურა.ოთახში დაბრუნდა.ჰუნა საბანში გახვეულიყო თვითონ აბაზანას მიაშურა.ცხელი წყალი მოუშვა.მოსაცმელი გაიხადა და წყლის ჭავლის ქვეშ დადგა.თმაში შამპუნი შეიზილა და ასევ წყლის ქვეშ მოექცა.ხელებს ისმენდა თმებზე,როცა შეხება იგრძნო ზურგიდან.მალევე ხელით მხრებზე ჩამოყრილი სველი თმა გვერდით გადასწია და ცხელ წყალGან ერთად ცხელი კოცნაც შეატოვა.მარიამი მისკენ შებრუნდა.ორივე ხელები კისერზე შემოხვია და თმებში შეაცურა.შემოჭრილი სხეული ისევ დაწვდა ხელებში მომწყვდეულ სხეულ.
***
სამზარეულოს დახლზე ორი დიდი ფინჯანი ყავა იყო მოთავსებული.გარეთა მხრიდან სეჰუნი მოკალათებულიყო და დახლს შიგნით მოფისფუსეს ღიმილით შეყურებდა.ორივეს ყურადღება ოთახებისან მომავალმა კარის ჭრაჭუნმა მიიქცია.თვალების ფშვნეტით გამობაჯბაჯდა ჰანა და დედის ძებნა დაიწყო,თუმცა მხოლოდ ის არ უპოვია.კურტუმოს ქნევით მათკენ გაიქცა.მარიამი ელოდა,როდის შეაფრინდებოდა გულზე და დილის კოცნას მიიღებდა პატარასგან.მაგრამ გვერდი აუარა პატარამ და სეჰუნის გამოშვერილ ხელებში შეხტა.მანაც სიცილით აიტაცა და გაბერილი ლოყები დაუკოცნა.
-მგონი საეჭვიანო მე მაქვს-წარბები შეუკრა ჰანას მიხუტებულ სეჰუნს.შემდეგ ჰანას მიუბრუნდა და მშობლიურ ენაზე გადაულაპარაკა.-გაბერილო დედას არ უნდა აკოცო?-თითი ტუჩებთან მიიტანა.ჰანაც მისკენ გაიწია გაბუშტული ტუჩებით და დედას აკოცა.
-სასწრაფოდ უნდა ვაწავლო მეორე ენა-წარბი აზიდა მან.-და ისიც,რომ მამამისი ვარ.-მკაცრად გაიჟღერა მისმა ნათქვამმა.მარიამსს სიცილი აუტყდა.
-ნუ გეშინია იცის მამამისი,რომ ხარ.ამიტომაც გექცევა ეგრე.დეიდამისების წყალობით პატარა ქეიპოპერიც გვყავს.-პატარას დახასიათებაზე სახე გაებადრა ჰუნას.
-დე მშია-საწყალი სახით ახედა წინ მდგომს.
-მოდი ჩემთან-გაუღიმა პატარა.ისიც მამის კალთიდან ჩამხტა დახლს შემოურბინა და თავის ადგილზე დაასკუპეს.წინ კი მისთვის განკუთვნილი საჭმელი დაუდე,რომელსაც გემრიელად მიირთმევდა.
-რატო მცნობს დეიდამისების წყალობით და არა შენი?- მომღიმარი სახე უცებ სიბრაზემ შეცვალა,როც ნათვქამი გაანალიზა.დახლზე სეჰუნის ტელეფონი აწკრიალდა."ლეი ჰიონგი" ეწერა შემომავლ ზარს.-ზარმა გადაგარჩინა-ახედა ეშმაკურად მომცინარ გოგონას,რომლმაც ყურადღება შვილზე გადაიტანა.
-გისმენ ჰიონგ-ხმაში ღიმილი შეეპარა.
-სად ხარ? კარგად ხარ? -აღელვებული ხმა მოისმოდა მეორე მხრიდან.
-კი კარგად ვარ.-ჩაიცინა ისევ.
-საკუთარ დაბადების დღეზე დაკარგვა ვის გაუგია?-საყვედური გაისმა ტელეფონში.-"გვეგონა ისევ გაქრი და შენს საძებნელად ხალხის დაქირავებას ვაპირებდით"-მეორე მხრიდან ახლა ჩანიოლის ხმამ გაიჟღერა.
-ნუ ნერვიულობთ მშვენივრად ვარ-კმაყოფილება ეხატა სახეზე.-ჰიონგ შეგიძლია მანქანა მომიყვანო?აეროპორტის სადგომზეა მისამართს მოგწერ სადაც ვარ.
-კარგი მოგიყვან თან დავრწმუნდები,რომ კარგად ხარ-ტელეფონი მეორე მხრიდან ისევ ლეის მზრუნველი ხმა გაისმა.სეჰუნმა ტელეფონი გათიშა და მარიამია მზერას წააწყდა.
-აეროპორტში რა გინდოდა?-ეჭვიანი ცოლივით გამოსდიოდა კითხვა.
-სანდროს ვათხოვე ჩემი მანქნაა-ამის გაგებისას თვალები გაუფართოვდა და პირი დააღო.
-სანდრო? როდის?რატომ? როდიდან დაახლოვდით თქვენ ორი?წინათ სასიკვდილოთ იმეტებდით ერთი მეორეს.-გაოცებას ვერ მალავდა.
-რაღაცეები იცვლება-კმაყოფილად აზიდა წარბები.-შენ არა მაგრამ მან ჩათვალა საჭიროდ მცოდნოდა ჰანაზე.
-ოხ სანდრო-გაბრაზება და მადლიერება ერთად წამოეჭრა მის მიმართ.კიდევ უნდოდა რაღაცოს თქმა თუმცა ახლა მისი ტელეფონი აყვირდა.ისიც სასწრაფოდ დაწვდა.- ხო ნინო გისმენ-სეჰუნისთვის გაუგეარი ენა,რომელიც ასე უშლისა ნერვებს.-კარგი რამეს მოვიფიქრებ მალე გამოჯამრთელდი-უკმაყოფილოდ გათიშა ტელეფონი.-სად ვიშოვო ძიძა თან ქართველი ერთ საათში-ნერვიულად გახედა საათს.
-რა მოხდა?
-ერთ საათში უნდა წავიდე.ტრენინგი მაქვს.ჰანასთან კი ძიძას ვერ ვტოვებ რადგან ცუდად გახდა.-სახე მოეღუშა გოგონას.
-რა პრობლემაა მე დავრჩები-უცებ გადაჭრა პრობლემა.
-შენ საქმე არ გაქვს? ან როგორ უნდა გაიგო რა უნდა ან როგორ გაიგებს შენ რას ეუბნები?-შეშფოთებული სახით უყურებსა მარი.
-ნუ ნერვიულობ მამიკოს გოგოა და ერთმანეთს გავუგებთ.თან მალე ლეიც მოვა და დამეხმარება.-დახლზე დადებულ ხელს თავისი ხელი დაადო.-წადი გაემზადე.-თავით ოთახისკენ ანიშნა.მარიამმა ჯერ მას შეხედა მერე ჰანას,რომელიც ჭამით იყო გართული მზერა ისევ ჰუნას დაუბრუნდა.თავით ისევ ანიშნა ოთახში შესულიყო ისიც დაემორჩილა და ოთახში შეიკარგა.მარიამი სულ რაღაც ოც წუთში გამოვიდა ოთახიდან.ჰანა მისაღებში ბიძიის ნაჩუქარი თოჯინით ერთობოდა.სეჰუნი გვერდით უჯდა და გაბადრული სახით შეყურებდა.
-ჰანა ბოლომდე შეჭამე?-მასთან ჩაიცუცქა და ყურადღება მიიპყრო მისი.
-იეჰეტ-წამოიყვირა უცებ.ამაზე ორივეს გაეცინათ.
-ესეც დეიდებმა ასწავლეს-მხიარულად აიყვანა ხელში.-წამოდი გამოგიცვლი -ახლა პატარა გაიყვანა თავისთან.უკან კი კმაყოფილი სახე მოაცილებდათ.
***
მალევე გაისმა კარებზე კაკუნი.სეჰუნი მის გასაღებად გაემართა.გაღება და სამი ნიღბიანის შემოსვლა ერთი იყო.
-ეს ძარცვაა-ერთ ერთი ნიღბიანი ცდილობდა სიცილი შეეკავებინა.ჰუნას წარბიც არ შეხრია.ვინ იქნებოდა ეს თუარა ცანცარა ბექენი.
-გეყოფა ბექენა-ლეი სიცილით ჩამოიხსნა ნიღაბი.
-ეს ვისი სახლია? მოიცა სახლი იქირავესა ჩვენს გარეშე ერთობი?არაა ეგ ძმური საქციელი-საყვედურით აღავსლ ჩანმა.ნიღაბი და ქუდი იქვე დივანზე მიაგდო,თან ცდილობდა სერიოზული სახე დაეჭირა.
-მეგონა მარტო იქნებოდი-ლეის მოუბრუნდა სიცილით-ისე ასე სწრაფად როგორ მოხვედით?
-აეროპორტში ვიყავით შენს მანქანასთან იქედან გირეკავდი-ჩაიციმა ლეიმ.-ეს ორი კი გვერდს მიმშვენებდა და აქაც წამოვიდნენ.
-როგორ გონია მე ბექენი ამას გამოვტოვებდი? თან რღაც ვარაუდებს დავაზუსტებ-სახლს თვალი მეზობელი ჭორიკანა ქალივით მოავლო,რომელიც ახალი ჭორის გაგებას აპირებს,რომ მეზობლებში სალაპარაკო თემა გაიტანოს.
-რა თეორია?-გაკვირვებულმა შეხედა ბექენს.
-ჩვენც მზად ვართ-ოთახიდან სიცილით გამოვიდნენ ჰანა და მარი.მათ დანახვაზე ოდნავ დაიბნა.
-აი ჩემი თეორიაც-კმაყოფილმა შემოარტყა ხელები ერთმანეთს და მისკენ წავიდა.-მოგესალმები რძალო.მე უკვე მიცნობ პირადად-ჩაიცინა და შემდეგ პატარას მიუბრუნდა.მარიამი თითქოს გაქვავდა.ისე გრძნობდა თავს თითქოს სახლში დედამთილი მოუვიდა და ამოწმებდა.სულ ასეთი წარმოდგენა ქონდა მაინც ბექენზე. უცებ ჩაეღიმა.დაბნეულობა გვერდით გადააგდო და შემოსულებს მიესალმა.ჰანამაც ძალიან კარგად მიიღო ახალი სტუმრები.დეიდებისგან მხოლოდ მამას არ იცნობდა.იმდენს ელაპარაკებოდნენ სამეულის ფოტოზე,რომელიც გოგონების კედელს ამშვენებდა,რომ უკვე საკუთარი ახლობლებივით იცნობდა სახეზე ოღონდ ფოტოდან.ბექენმაც წამებში მიიჩვია.
-შეგიძლია წახვიდე დაგაგვიანდება-მზრუნველად გადახედა ჰუნამ.
-დარწმუნებული ხარ რო კარგად იქნებით -მზერა გააპარა ჰანასკენ,რომელოც სამივეს ეთამაშებოდა.
-კი ხომ ხედავ ჩემს უკან რა ხდება-სიცილით უთხრა -ერთად გავართობთ.
-რო ვიცი თქვენი ამბავი სწორედ ეგ მაშინებ-ჩაილაპარაკა თავისთვის გაეცინა და კარისკენ შებრუნდა.ჰუნამ წამსვე მისკენ შეატრიალა და ტუჩებს დაეწაფა.
-ოოო...-უკნიდან ოვაციები მოყვა მის საქციელს.
-ახლა შეგიძლია წახვიდე-კმაყოფილად გაუღიმა.სახეზე სიმორცხვემ გადაკრა.კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და სახლიდან გავიდა.
****8
მარიამის წასვლიდან რამდენიმე წუთი ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.პატარა თავის თოჯინას აქეთ იქეთ დაატარებდა და ბიჭებისთვის გაუკვეველ ენაზე ბუტბუტებდა.ყველას აინტერესებდა ვითარება,თუმცა ყველაზე დაინტერესებული ბექენი იყო.თქმა,რომც არ ნდომებოდა სეჰუნს ბექენი ძალით ამოგლეჯდა სათქმელს,ამიტომ ნებით არჩია.
-ვაა მაგარიაა ბიძიები ვართ -მხიარულად შემოკრა ხელები ჩანმა.
-ორი პრობლემა გვაქვს-ლეიმ თვალი მოავლო ბიჭებს.-პირველი მენეჯერი ამას რო გაიგებს გაგიჟდება-ყველას გაეცინა ამის წარმოდგენაზე.-მეორე როგორ ველაპარაკოთ ამ პატარას ჩვენ მისი არ გვესმის მას ჩვენი-ერთმანეთს მოავლეს თვალი.
-მუნჯური რომელმა იცით?-ბექენმა წაიცანცარა.
-ადვილად გავუგებ მე ხომ მამამისის ვარ-წარბები კმაყოფილად აზიდა ჰუნამ.
-მესამე პრობლემაც გვაქვს-ჩანმა ოთახის თვალიერება დაიწყო.-ბავშვი სადაა?
-აქ არ იყო?-ყველამ თვალებით მას დაუწყეს ძებნა ახლო,რომ ვერ შენიშნეს ფეხზე წამოცვიდნენ და ოთახების შემოვლა დაიწყეს.უცებ მათი ყურადღება სამზარეულოსკენ მიემართა ხმა მოესმათ და იქეთ გავარდნენ ყველა.მათი შესვლა და მაგიდის გადასაფარებელს ჩაფრენილი ჰანას მიერ ზედ დადებული ლარნაკის მოფრიალება ერთი იყო. ოთხივეს გაოცება ეხატათ სახეზე.პატარა კი კმაყოფილად უღიმოდა სულაც არ იმჩნევდა,რომ რაღა დააშავა.სიცილით და კურტუმოს ქნევით მეორე მხრიდან გაძვრა და მისაღებში გაიქცა.
-სულაც არ ჩანდა ცელქი-თავზარდაცებული ხმით ჩაილაპარაკა ჰუნამ.
-შენია და სხვანაირი არც წარმომედგინა-მხარზე დაკრა ბექენმა ხელი და მისაღებისკენ მიტრიალდა.-ჯობია ავყვეთ მტვრევაში.თქვენ მიალაგეთ მანდაურობა მე არევაში დავეხმარები.
-ბექენა -სიცილით მიაყოლა ლეიმ თუმცა წამის მეასედში გაეცალათ და მისაღებში შეიჭრა.
-ჰანა სად ხარ?-დინავს ამოფარებულ პატარას მიეპარა.მისი შეშინება უნდოდა თუმცა აქეთ დარჩა შეშინებული,მოულოდნელად ჰანა გამოხტა.
-ბუმ-დაიძახა და ბექენიც შეხტა.
-აიშ ჯანდაბა-შიშისგან გულზე ხელი მიიდო.უკნიდან სიცილის ხმა მოესმა.მის შეხტომაზე ჰანა აკისკისდა და მალევე გაეცალა ახლი ოინისთვის.
***
ერთი სული ქონდა სახლში მოსულიყო.იცოდა მისი მოუსვენარი შვილის ამბავი.თვალწინ მისი ცელქობები რო დაუდგა ჩაეცინა.
-ნეტა როგორ უმკლავდებიან?-ჩაეცინა.საჭეზე ხელები უკეთ მოათავსა და გაზს უფრო მიაჭირა.
ისეთი სისწრაფით მოძრაობდა სახლში ნახევარ საათში მივიდა.არც გზა იყო ძალიან დიდი.მანქანა სახლთან გააჩერა,გადმოვიდა და სახლს გახედა.-საეჭვოდ სიწყნარეა-.კარები შეაღო და ნელი სვლით შევიდა.სახლის შეცვლილ ინტერიერს მოვლა თვალი პირდაღებულმა.თვალი მისაღებში დივანზე მიყრილებს მოკრა.ქანც გაწყვეტილად გამოიყურებოდნენ.მხოლოდ პატარა და ჰუნა არ ჩანდა.ბალიშები აქეთ-იქეთ ეყარა.აღარც რამდენიმე ვაზა იდგა თავის ადგილზე.სამზარეულო საერთოდ თავდაყირა იდგა.ფქვილით კვერცით და შოკოლადით დათხვრილიყო იქაურობა.ჩანთა ხელიდან გაუვარდა და დივანზე დაყრილების ყურადღება მიიქცია.
-ენერგო ვამპირია.-ჯერ კიდევ პირდაღებულ გოგონას შეხედა ჩანმა.
-როგორ უძლებ?-საწყლად ახედა ლეიმ.
-მხოლოდ სამი საათი იყო თქვენთან-წყნარი ხმით წარმოთქვა მარიმ.
-მე მეგონა საუკუნე გავიდა-ამოიოხრა ბექენმა.ამასობაში აბაზანიდან სეჰუნი გამოვიდა.ჰანა ხელში ყავდა აყვანილი.ხელ-პირი დაბანილი ქონდა თუმცა მისი ნავაჟკაცარი მთელ ტანსაცმელზე და თმებზე ეტყობოდა.მიუხედავად იმისა თმის შესწორებასაც შეეცადა.სეჰუნს მის დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა.
-დე...-გაისმა ჰანას ხალისანი ხმა და მკლავებში აცანცარდა.
-მისია წარუმატებლად დასრულდა.-მიახლოვდა და იქვე ჩამომჯდარს გაოცებულ ტუჩებზე აკოცა.
-ამ ერთი ციცქნა ბავშვმა როგორ გაჯობათ?-მარიამს უკვე წარმოუდგა თვალწინ ყველაფერი და იმის მაგივრად გაბრაზებოდა სიცილი ვეღარ შეიკავა.
-არადა არ ჩანდა ასეთი-წაიკრუსუნა ბექებმა დივანზე.
-ასე მხოლოდ დეიდამისებთან იქცევა.მათი გათამამებულია.ვერ ეჩხუბებიან და ესეც სარგებლობს-სიცილით ჩაამთავრა.ჰანამ ხელებით დედისკენ გაიწია და ჭუჭყიანი ტანსაცლით მოეხვია.-ეს რა არის?-სიცილი უცებ დაასერიოზულა და პატარას შეხედა.ისიც მის მკლავებში გაიტრუნა.
-გვცოდნოდა მაგის ენა ჩვენც გაგვიადვილდებოდა.-ისევ ბექენმა წამოიძახა.რატომღაც ლაპარაკი უნარი მას ჯერ კიდევ შერჩენოდა.
-იმან ქნა-ხელი ბიჭებისკენ გაიშვირა.უცებ გადაბრალებულ დანაშაულზე გაეცინა მარიამს.
-წამოდი გამოგიცვლი თან დაგბან.-სიცილით წამოდგა ფეხზე.-ბიჭებო როგორც ჰანა ამბობს ეს თქვენ ქენით ამიტომ აქაურობას დაალაგებთ-ყველამ გაოცებისგან წამოყო თავი.
-დნმ-ს ტესტიც კი არაა საჭირო მისია-გადაულაპარაკა ლეიმ ბიჭებს.-მამის ასლია.-მარიამი პატარასთან ერთად შეიკარგა უკან კი ოთხრი გაოცებულო სახე მოიტოვა.
-ჩვენი წასვლო დროა-წამოიყვირა ჩანმა და ფეხზე წამოხტა.
-მართლაც -აყვნენ ბიჭებიც.
-სად მიდიხართ?ამას მარტო მე მიტოვებთ?-გაბაზება დაეტყო სეჰუნს.
-ახლა გამახსენდა დღეს გადაღებაზე უნდა მისვულიყავი უკვე დროა-საათს დახედა ლეიმ და კარებისკენ გაიწია.
-მე დედაჩემთან ვარ მისასვლელი-ჩანიც უკან მიყვა ლეის.
-მე კი არაფერი საქმე მაქვს, მაგრამ დარჩენით ხელს ხო არ შეგიძლით?!-მხარზე ხელი დაკრა ბექენმა.-მამა ხარ და ადვილად უგებ ბავშვს,ამიტომ მის არეულსაც შენ მიალაგებ-მისი სიტყვები გაახსენა.მიხვდა,რომ მისი მისია დღეს აქ ამოიწურა.-დამელოდეთ-გასძახა ბიჭებს მხიარულად და მათკენ წავიდა.
-აიიშ-თმები მოიჩეჩა ჰუნამ და თვალი არეულ სახლს მოავლო.საიდან დაეწყო არ იცოდა.მისაღებში შევიდა.მიყრილ რამდენიმე ბალიშს დაწვდა და დივანზე მიაგდო.-რთული ყოფილა ბავშვის მოვლა-ჩაილაპარაკა და დივანზე დაენარცხა.შვების კვნესა აღმოხდა.იგრძნო რამდენად დაიღალა ამ სამ საათში.
მარიამმა ჰანა მოაწესრიგა.დაბანა ტანსაცმელი გამოუცვალა და ენერგია გამოლეული საწოლში მიაწვინა.თვალები თავისით ეხუჭებოდა უკვე.თმები გაადაუწია სახიდან პატარას საყვარელი დათუნია ჩაახუტა და შუბლზე აკოცა.თავისი დათხვრილი ტანსაცმელებიც გაიხადა და სახლის ფორმაში გამოეწყო.ოთახიდან ჩუმად გავიდა არ უნდოდა ჰანასთვის ძილი დაეფრთხო.სახლის ისევ იმ მდგომარეობაში დანახვამ გაბრაზების მაგივრად გააცინა.ისევ სიწყნარე სუფევდა.მისაღებში დივანზე გადაწოლილ სეჰუნს მოკრა თვალი.ფრთხილად მიეპარა და უკნიდან მოხვია მხრებზე ხელები.თავი კისერში ჩაუდო.
-დაგღალა ხოო?-თანაგრნძნობით შეხედა გვერდიდად.ჰუნამ ხელები ხელებზე მოკიდა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-ბიჭებმაც დაგტოვეს-ამაზეც თანხმობა მიიყო თვალებ დახუჭულისგან.მარიამს გაეცინა.-კარგი მე მივალაგებ და ცოტახანში ვახშამსაც გავაკეთებ-ხელების შეშვებას უპირებდა,მაგრამ ძლიერმა ხელებმა წინ გადასწიეს და წამებში მის კალთაში აღმოჩნდა.
-მეც მოგეხმარები.ოღონდ ჯერ ცოტახანი აქ იყავი მომენატრე-ხელები წელზე შემოხვია და მიიხუტა.თვალები ისევ მილულა ცხვირი კისერში შემალა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.მარიამის ხელებიც შემოეხვია მის კისერს და თმების ფერება დაუწყო,თან შიგადაშიგ შუბლზე კოცნიდა.
***
თავიდან ყველაფერი თითქოს ზღაპარს გავდა.ზედმეტად კარგად მიდიოდა ყველაფერი.და აი ტკბილი დღეებიც გამწარდა.ერთად ყოფნის დღეს მოყვებოდა უერთმანეთოდ გატარებული რამდენიმე დღე.ბიჭები შეძლებისდაგვარად მიდიოდნენ მათთან.თითოეულმა მათგანმა გაიცნო სეჰუნის არაკანონიერი ოჯახი.მათი და ჰანას ძიძას წყალობით პატარამ ადვილად ისწავლა რამდენიმე სიტყვა.უმარტივესი სიტყვები,რომლის ათვისებაც ასეთ პატარას შეეძლო.
ფანებისგან ფარული ურთიერთობა ქონდათ თუმცა მენეჯერმა ყველაფერი გაიგო.ბევრი ყვირილის მიუხედავად ვერაფერი გააწყო.სეჰუნი აღარ აპირებდა თავისი ცხოვრებიდან მარიამის გაშვებას კარიერის გამო.
მარიამის სულში ფორიაქი თანდათან იჭრებოდა წასვლის დღის მოახლოვებასთან ერთად.ის უკან უნდა დაბრუნებულიყო შვილთან ერთად.სეჰუნი კი კვლავ გააგრძელებდა თავის მოვალეობას კომპანიისა და ფანების წინაშე.
ორი დღე იყო არ გამოჩენილა.იცოდა,რომ ძალიან გადატვირთული ყავდათ,მაგრამ იმედოვნებდა,რომ წასვლის წინ მასაც ნახავდა.თუმცა ეს დღეს უიმისოდ დაღამდა. დივანზე იჯდა და მაგიდაზე დაყრილ ბილეთებს შეჰყურებდა.თვალებზე თავისდაუნებურად მოადგა ცრემლები.სწრაფად მოიწმინდა და სცადა გაღიმებოდა.ასეც მოიქცა.დივნიდან წამოდგა და პატარასთან შევიდა.
***
აეროპორტში თავისი რეისის ჩასხდომას ელოდებოდა.კალთაში ჰანა უჯდა და მოწყენილი მის მკერდს მიკრობოდა.თითქოს ისიც ხვდებოდა რა ხდებდა დედ-მამის გულში.
-"მინდოდა წასვამდე მენახე,მაგრამ ვიცი ვერ შევძლებთ.მიყვარხარ.თავს გაუფრთხილდი"-ტელეფონზე სმსი გააგზავნა და პასუხის მოლოდიში გაირინდა.თუმცა ტელეფონი ჯიუტად აგრძელებდა მდუმარედ ყოფნას.
****
საშინელია მოლოდინის წუთები.დრო თითქოს იწელება.მარიამი ყოველ წუთს ტელეფონს უყურებდა იმ იმედით,რომ შესაძლოა დარეკა,მოწერა და ვერ გაიგო.თან ამავედროს საათს უყურებდა და ამოწმებდა რამდენი ხანი დარჩა მისი ნახვის იმედის ამოწურამდე.თვალი ხალხით სავსე აეროპორტს მოავლო.
-რათქმაუნდა ის ხომ არაა ჩვეულებრივი ადამიანი და ასე მარტივად ვერ მოვა ჩემს გასაცილებლად.-ამოიოხრა და მის კალთაში მოწყენილ პატარას დახედა,რომელიც დედის მკერდს ეკვროდა.მიკროფონში მათი რეისისზე ჩასხდომა გამოაცხადეს-ჩვენი წასვლის დროა საყვარელო-თავზე აკოცა და ფეხზე წამოაყენა.
-მამა?-საბრალო თვალებით ახედა ჰანამ.
-მამას წამოსვლა არ შეუძლია-დაიხარა პატარას კიდევ ერთხელ გაბუშტულ ლოყებზე აკოცა.ხელი ჰანას მოკიდა და გასასვლელისკენ გაემართა.გვერდით მასთან ერთად პატარა მიბაჯბაჯებდა.სანამ კარებში გავიდოდა კიდევ ერთხელ მოიხედა რამდენჯერმე უკან.ბედნიერად გატარებულ წუთებს გაუღიმა,რომელსაც ამ ქალაქში ტოვებდა და გასასვლელში გაუჩინარდა.
***
თვითმფრინავში შესვლისას თავისი ადგილის ძებნა დაიწყო.როგორც იქნა იპოვა.მათ გვერდით მესამე სკამზე ვიღაც იჯდა.ისე გამოიყურებოდა თითქოს ეძინა.პირბადე ეკეთა და კები ჩამოეფხატებინა თვალებში.სახის არც ერთი ნაწილი არ უჩანდა.უცნაურად გადახედა გვერდით მჯდომს.დიდად არ გაკვირვებია,რადგან ნიღბით მოძრაობა აქ დიდ უცნაურობას არ წარმოადგენდა.უცნობს თვალები მოაშორა ჰანა თავის სკამზე მოათავსა.ჰანასა და უცნობს შორის კი თვითონ ჩაჯდა. ამოიოხრა და კიდევ ერთხელ შეხედა ტელეფონს.
-ჩართული ტელეფონი არ შეიძლება-გვერდით მჯდომმა ტელეფონი გამოსტაცა და გათიშვის ღილაკს ხელი დააჭირა.კები შეუმჩნევლად აიწია და თვალი ჩაუკრა.მარიამს ნაცნობი ხმის გაგებაზე და მისი მომღიმარი თვალების დანახვისას მთელს სხეულს სიხარულის დენმა დაუარა.სიხარულისგან ახლა შეყვირებდა კიდევაც,მაგრამ მათ უკან მჯდომი ხალხი გაახსენდა.
-აქ რა გინდა?-გაბწყინებული თვალებით კითხა თან ცდილობდა არ შეემჩნია აღელვება.
-შენ რა დაუმშვიდობებლად აპირებდი წასვლას?-კითხვაზე კითხვით უპასუხა,თან ცალი წარბი აქაჩა კების ქვეშ.
-ხომ მოხვედი მაინც-მარიამაც ასწია ცალი წარბი და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.-აქედან როგორ უნდა ჩახვიდე?-აქეთ-იქეთ მოავლო თვალი.კარებს გახედა,რომელსაც სადაც იყო დახურავდნენ.
-და ვინ თქვა,რომ ჩასვლას ვაპირებ.მეც მოვდივარ.-კმაყოფილება გამოესახა სავარძელს უკეთ მიეყუდა და კები თვალებში ჩამოიფხატა ისევ.
-სად მოდიხარ?მერე ჯგუფი? ბიჭები? კომპანია? მენეჯერი?-ამ კითხვების მიუხედავად საშინლად უხაროდა მისი იქ ყოფნა და მასთან ერთად წამოსვლა.
-მამას შენი ხელი უნდა ვთხოვო-ისე თქვა არც შერხეულა.
-და მერე ვინ თქვა,რომ მე თანახმა ვარ?-სავარძელში გადაწოლილ კეპ ჩამოფხატებულს ღიმილიანი სახით დაჰყურებდა.სხეული უცებ წამოხტა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო კები ოდნავ აიწია და გაოცებულ სახიან მარიამთან ერთად სურათი გადაიღო.-რას აკეთებ?
-თუ უარს მეტყვი ამას ავტვირთავ და ყველა გაიგებ ვინ ხარ ჩემთვის-ეშმაკურად შეუთამაშა წარბები.
-ამას არ იზავ-ჩაიცინა მარიამმა.-თან მანდ ისეთი არაფერია.ნახე როგორი სახე მაქვს -თავისივე შეშფოთებული სახის დანახვაზე თვითონვე გაეცინა.
-მაშინ ამას-ტელეფონის ეკრანზე სხვა სურათი გამოაგდო,რომელზედაც გამოსახული იყო თუ როგორ ტკბილად ეძინა მასზე ჩახუტებულ მარიამ.სეჰუნს მის სახის გამომეტყველებაზე თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ.
-ეს როდის გადაიღე?ამას არ იზავ-ჯიუტად ამბობდა გოგონა.
-კარგი მაშინ ნახავ რას გიზავენ ჩემი ფანები.შენ მათ არ იცნობ-კმაყოფილად ჩაუღიმა და ინსტაგრამი გახსნა.
-ეს უკვე შანტაჟია-სიცილი აუტყდა მარიამს.ისე იქცეოდა თითქოს მართლა უარს ეუბნებოდა,არადა მის შიგნით სიხარულისგან მთელ სხეულში უამრავი პეპელა დაფრინავდა.
-სიყვარულში და ომში ყველა ხერხი გამართლებულია-გამარჯებულის მზერით გახედა მარიამს მერე მზერა პატარასკენ გააპარა,რომელიც თავის სათამაშოსთან თამაშით იყო გართული.-ამ ორ დღეში კიდევ უფრო გაზრდილა-ორივემ სიყვარულით სავსე მზერით შეხედას პატარას.მიკროფონში გამყოლის ხმა გაისმა,რომელიც ღვედების შეკვრაზე და ტელეფონების გამორთვის შესახებ აფრთხილებდა.თვითმფრინავმა ჰაერში ასვლა დაიწყო.რამდენიმე წამიანი რწევის შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა.მარიამის სავარძელზე ჩაბღაუჭებულ ხელს სეჰუნის ხელი შეეხო და მთლიანად თავის ხელში მოიქცია.-მეც მიყვარხარ-გაიჟღერა სეჰუნის ხმამ ნიღბიდან.თითები ერთმანეთზე გადააჭდო და გვერდით მჯდომს ნიღაბის ქვეშიდან შეღიმა.მარიამმა იგრძნო მისი ჟესტის ენა და მანაც გაუღიმა.დამშვიდებულმა გულმა ფორიაქი დაიწყო ისევ.როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს მამამისი? ნუთუ ისევ ხელთავიდან დაიწყებოდა ამ თემაზე მათი კამათი...ნუთუ ისევ მოუწევდა აწყობილი ურთიერთობის დანგრევა...ნუთუ ისევ ცალ-ცალკე ქვეყნებში ერთმანეთის სიყვარულში უნდა ამოხდომოდათ სული...შეეცადა ამ ფიქრებისგან განთავისუფლებულიყო,თუმცა მაინც არ ტოვებდნენ მთელი მგზავრობის განმავლობაში.
***
დამღლელი მგზავრობის შემდეგ სახლში მისული მარიამი კიდევ ერთი ომის გადატანას ვარაუდობდა.თუმცა მამამისი საკმოდ ჩუმად იყო სიტუაციიდან გამომდინარე.ვახშმობის შემდეგ ყველა მისაღებში იჯდა.მარიამი ჰუნას გვერდით მიუჯდა.დანარჩენებსაც დაეკავებინათ თავიანთი ადგილები.ავთო მშვიდი სახით იჯდა და შეჰყურებდა იქ მყოფებს.მარიამს უკვირდა მისი ეს სიწყნარე.ალბათ იმ პატარას ხათრით იყო ასე,რომლის დაბრუნებაც ასე ძალიან გაეხარდა და მის ყალთაში მოუსვენრად ცქმუტავდა,თან რამდენჯერმე უცხო სიტყვებს წამოიყვირებდა ხოლმე.
-ვინ ასწავლა ამ ბავშვს ამდენი ცუდი სიტყვა?-წარბები შეუკრა პირდაპირ მჯდომ სეჰუნს,რომელსაც ვერ გაეგო საიდან დაეწყო საუბარი.
-სულაც არ იძახის მამა ცუდ სიტყვებს -ახარხარდა თაკო.-ბაბუას გეძახის მეორე მშობლიურ ენაზე და თან ჩასვლა უნდა.
-ჰმ...-გაისმა კაცის ამოსუნთქვის ხმა პატარას ლოყებს წაეთამაშა და ძირს დასვა ჰანა.ისიც მაშინვე მამამისისკენ გაიქცა და კალთაში აუბობღდა,ორივე ხელი კისერზე შემოხვია და მიეხუტა.სეჰუნმა პატარას ხელები მოხვია და კისერზე აკოცა.სცენის შემხედვარეს ყველას ჩაეღიმა კმაყოფილად.სცენა კაცსაც ესიამოვნა,თუმცა იხტიბარს არ იტეხაბდა.
-მამა -დაიწყო მარიმ.
-საჭირო არაა კიდევ ერთხელ მისი სიტყვების გადმოთარგმნა გავიგე რაც მითხრა-მკაცრი მზერა ესროლა შვილს.სავარძლიდან წამოდგა და მისაღებიდან გავიდა.
-ეს კის ნიშნავდა თუ არას?-სეჰუნმა მარიამს გახედა.
-არ ვიცი- მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-ნუ ნერვიულობთ შვილებო-ქალმა მჟრუნველად დაადო შვილს მხარზე ხელი.-ქვის ხომ არაა.მასაც აქვს გული.მიხარია,რომ კიდევ გხედავ ჩემს შვილთან ერთად.-თბილი მზერით შეხედა ბიჭს,რომელიც ვერ მიხვდა რა უთხრეს თუმცა სხეულში სიმშვიდე და სითბო ჩაეღვარა და გაუღიმა.ქალი ფეხზე წამოდგა და ქმარს გაყვა.
-ახლა კი დაისვენეთ -მხიარულად წამოიძახა თაკომ.-იცით ერთი პრობლემაა.ცალ-ცალკე ოთახებში წვებით- ჩაიხითხითა თაკომ.ფეხზე წამოიჭრა და სეჰუნის კალთიდან ჰანა აიყვანა-პატარა დღეს ჩემია-ცხვირი გაუხახუნა და თავისი ოთახისკენ გაემართა.უკან კი უკმაყოფილოდ მომზირალი სეჰუნი მოიტოვა.მარიამს კი მის გამომეტყვებაზე ეცინებოდა.
-წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ-სახე თავისკენ მოატრიალებინა და სწრაფად აკოცა ტუჩებზე.ფეხზე წამოდგა და ისიც მორჩილად აყვა.
როგორც თავიდან ახლაც მათი ოთახები გვერდი-გვერდ იყო.კარები შეუღო და სეჰუნი შეიგნით შევიდა,თუმცა მარიამზე ჩაჭიდებულ ხელს არ უშვებდა.
-ჩემთან დარჩი-ხელით ახლოს მოზიდა.სახე ახლოს მიუტანა და ცხელი სუნთქვა შეატოვა სახეზე.-ეს დღეები უშენოდ ძნელი იყო.მომენატრე.-მეტი ვეღარ გაძლო და გოგონას ალუბლისფრად მოელარე ტუჩებს დაწვდა.მარიამი ძლივს მოწყდა მის მხურვალე კოცნას.
-მეც ძალიან მომენატრე მაგრამ ეცადე მარტომ დაიძინო-.ჰუნას უკმაყოფილოდ მომზირალ სახეს წააწყდა,თუმცა ხელი მაინც გაუშვა. კარებში გავიდა.სეჰუნი მოწყვეტით დაეცა საწოლზე.მარიამი კი სწრაფად შეძვრა თავის ოთახში.პატარა ბავშვივით უფართხალებდა გული.
ერთ საათზე მეტი იყო უკვე რაც დაწვა და ძილი არ ეკარებოდა.საწოლის გვერდით დადებულ საათს გადახედა პირველი ხდებოდა.გადმობრუნდა და ჭერს ახედა,რომელიც მთვარის შუქზე განათებულიყო.მიუხედავად იმისა,რომ ჯერ თანხმობა არ მიუცია მამამის მაინც დაიწყო ოცნება მათ ქორწილზე.უვლიდა თვალწინ კადრებივით და ეღიმებოდა.ოცნებიდან კარების გაღების ხმამ გამოარკვია.
-ხომ ხედავ ვერც ერთი ვიძინებთ უერთმანეთოდ-სწაფად შეხდა მარიამის საბნის ქვეშ.მესაკუთრეთ შემოხვია გოგონას ხელები და მასზე მიხუტებული გაინაბა.მარიამს მის ქცევაზე ჩაეღიმა და თვითონაც მიეკრა მის მცხუნვარე სხეულს.
***
ოთახში დილით შეჭრილმა პატარამ მხოლოდ მამის გაღვიძება მოახერხა და მარიამს,რომ არ გაღვიძებოდა პატარასთან ერთად ოთახიდან გამოვიდა.
ახლა ორივე სამზარეულოში იყვნენ.გაშინაურებულ ჰუნას ჰანა სამზარეულოს დახლზე ჩამოესვა თვითონ კი მაცივრიდან გამოღებულ ხილს ჭრიდა.შიგადაშიგ ნერწყვმომდგარ პატარასაც აჭმევდა.რამდენჯერმე ჰანას გაბერილ ლოყებს დაწვდა და აკოცა.მამის მიერ დაჭრილი ბანანის ნაჭერი რამდენჯერმე მოიპარა. შემჩნევისას კისკისს ტეხდა და პატარა ცხვირს პრიხავდა.ვერც კი უბრაზდებოდა,როცა ასე შეყურებდა და თვითონაც ეცინებოდა.აპრეხილ ცხვირზე კი ნაზად თითი ჩამოკრა.
სამზარეულოს კარებთან ავთო იდგა,რომელსაც ამ სცენის შემხედვარე სახე გაბადვროდა.უცებ მიხვდა თუ როგორი გაღიმებული შესქეროდა სახე დაალაგა და უკან გამობრუნდა.გზად მარის წააწყდა.
-ჰანას ვეძებ თაკოსთან არაა ოთახში.-დაბნეულად ახედა გოგონამ.
-მამამისთან ერთადაა სამზარეულოში-ისევ მკაცრი სახე დაიჭირა და გვერდი აუარა შვილს.-შვილო-გაკვირვებული მარიამს ისევ მოესმა ზურგს უკან ხმა და შებრუნდა.-ვიცი ბევრი შეცდომა დავუშვი,მაგრამ მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი.მე თანახმა ვარ თუ ბედნიერი იქნები.დარწმუნებული ხარ,რომ მასთან ბედნიერი იქნები?ხომ იცი,რომ მაინც მალვა მოგიწევთ თქვენი ოჯახის.-ვერ იჯერებდა მამის პირიდან ამოსულ სიტყვებს.მარიამს თვალებზე ცრემლები მოადგა და მამას ჩამოეკიდა გულზე.
-მადლობა მაა.ვიცი,რომ ასე იქნება და არც მინდა საჯარო გახდეს ეს ურთიერთობა.მთავარია,რომ ერთად ვიქნებით.-მამის მხარზე ატირდა პატარა ბავშვივით.ავთოც შვილს ზურგზე ხელს უსვამდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი ეხატა.ამდენი ხნის შემდეგ ბედნიერებით ატირებულს შვილს ხედავდა და არა მწუხარებით,ტანჯვით და ტკივილით.
-მაშინ უთხარი იმ ვაჟბატონს,რომ ჩემი სიძე ხდება.-უკან გასწია შვილი და გაუღიმა.-სასმელს როგორ იტანს?უნდა დავათრო-ეშმაკურმა ღიმილმა გადაკრა კაცს.მარიამსა გაეცინა.-გაიქეცი და ახარე იმ შენს ჭკუასუსტ საქმროს ამბავი-შვილს სამზარეულოსკენ უბიძგა.მარიამიც მაშინვე იქეთ გაიქცა.შესული ორივეს მიეხუტა.
-შეგიძლია ბეჭედი გამიკეთო-ეშმაკურად ააციმციმა თვალები მარიამმა და მარჯვენა ხელის არათითი აათამაშა.-მამა დაგვთანხმდა.
-მართლა?-მასაც გაუბრწყინდა თვალები.მარიამისგან თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა მიიღო.სიხარულით გოგონას ტუჩებს დაწვდა.შემდეგ ხელში აიტაცა და დააბზრიალა.
-მეჩ მინდაა-ხელები გაუშალა ჰანამ მშობლებს.სიცილი ატეხეს. პატარა კუდრაჭა ხელში აიტაცეს და ორივე მის პატარა ლოყებს დაეწაფა.
*****
როგორც იქნა დადგა დღე, რომელიც ოცნებებში მილიონჯერ დაუხატავს.დღე,რომელიც ამდენი ტანჯვის შემდეგ როგორც იქნა დადგა.ვერც კი იჯერებდა,რომ ეს მის თავს ხდებოდა.პირველისგან განსხვავებით დღეს კაბა დიდი სიხარულით ჩაიცვა.თუმცა ცუდ მოგონებებს უღვიძებდა სარკეში მომზირალი თავისი გამოსახულება.ნერვიულობისგან ხელის გულები უოფლიანდებოდა და მოუსვენრად ცქმუტავდა.
-ნუ ნერვიულობ დამშვიდდი.- უკნიდან ხელები შემოხვია სოფიმ.
-ჯერ კიდევ სიზმარში მგონია ჩემი თავი-ისევ აათვალიერა საკუთარი გამოსახულება.
-გიბწკებდი,რო მიმხვდარიყავი ეს სიზმარი არაა,მაგრამ მერე შენი ქმარი მომკლავს-ოთახში სამივეს სიცილი აუტყდათ.
-ცუდ მოგონებებს მიღვიძებს ჩემი თავი ამ კაბაში-გაბუსხა ტუჩები გოგონამ.
-ამიტომ დღეს შევქმნით კარგ მოგონებებს.-გოგონები შემოეხვინენ მეგობარს და ლოყები დაუკოცნეს.ოთახში კაკუნის ხმა გაისმა.
-შემოვდივარ-სეჰუნმა კარების სახელური ჩამოსწია და შემოსვლა დააპირა.ხატია უცებ ეცა კარებს და გაღების საშუალებას არ აძლევდა.სოფი კი მარიამს გადაეფარა წინ.
-არ გაგიგია მაინც პატარაძალი წინასწარ არ უნდა ნახოო? -წარბები შეუკრა ხატიამ.
-კარგი არ შევხედავ.თვალებს დავხუჭავ და მიმიყვანე მასთან-ჩაეცინა კარებს ხელი უშვა და თვალები დახუჭა.ერთი ხელი ხელზე მოკიდა ხატიამ,მეორე კი თვალებზე ააფარა.
-არ გაახილო თვალები თორე მკვდარი ხარ-გასძახა მარიამზე აკრულმა სოფიმ.მთავარ გმირებს კი სიცილი აუტყდათ.მიახლოებულს გამოეცალა და კიდევ ერთხელ გააფრთხილეს თვალები არ გაეხილა.
-არ ვახელ.გავიგე-ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა თუმცა ტუჩის კუთხეზე ღიმილი შეეპარა.მარიამი მის ქცევას მომღიმარი შეჰყურებდა,როგორ ცდილობდა ხელის ცეცებით წიწ მდგარი პატარძლის მოძაბნას.როგორც იქნა მოიძია მისი სხეული.ორივე ხელი მხრებიდან ჯერ ყელზე გადაიტანა,შემდეგ კი ლოყებზე.მისი სახე ხელებში მოიქცია.გამაჯვებულის ღიმილი გადაეკრა სახეზე და ვარაუდით ტუჩებს დაწვდა.
-სანამ წავალ მინდოდა მენახე და მეკოცნა.დავრწმუნებულიყავი,რომ მართალია და ჩემი ხარ-ისევ გაუღიმა სახეზე მიკრულმა.
-ჯერ არაა შენი-სიცილი აუტყდათ გოგოებს.
-ახლა გადი.დროა წახვიდე.-ხელით უბიძგეს და კარებამდე მაცილეს სიძე.
-ჩვენც მზად ვართ.სანდრო მანქანას მოიყვანს და წავალთ.ჯერ ეს ვაჟბატონები წავლენ-ისევ მარის მიუბრუნდა სოფი.
-იმდენი საქმე მქონდა ვერც გკითხეთ,როგორ მოეწყვნენ ბიჭები? -ორივეს გადახედა გოგომ.
-ნუ გეშინია თავი საკუთარ სახლში გონიათ-ჩაეცინა ხატიას.
-ვაიმე ყველა ისეთი საყვარელია.განსაკუთრებით ჩემი კვატი-თვალები გაუბრწყინდა სოფის.მარიამსაც კმაყოფილად ჩაეღიმა.უნდოდა მათი ოცნებაც ისევე ასრულებულიყო როგორც მისი ოღონდ ტკივილის გარეშე.
***
ირგვლივს სიმწვანე იყო.უკან ლამაზად ჩანჩქერი ჩამოედინებოდა.ნაპირს კი თაღი გაეკეთებინათ,რომლის ქვეშაც მეფე-დედოფალი საქორწინო ფიცს დადებდნენ.რიტუალის წამყანის მაგიდამდე მისასველი ბილიკი ყვალილებით მოერთოთ.გვერდზე კი მოწვეული სტუმრები იდგნენ.სიძე ნერვიულად იდგა მისთვის განკუთვნილ ადგილას და თვალს არ აშორებდა იმ ადგილს საიდანაც მარიამი უნდა გამოჩენილიყო თანმხლებით.ჰორიზონტზე ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი პერსონა გამოჩნდა პატარა კალათით ხელში.დეიდების დარიგებით დედას წინ უნდა გაძღოლოდა და იქედან ყვავილები ეყარა.ასეც მოიქცა მიყვებოდა მათ დარიგებას.უკან ფონზე კი მამაზე ჩაბღაუჭებული მარიამი გამოჩნდა.ყველა ტაშით შეეგება.სიძემ პირი დააღო გაოცებისგან.იმაზე მეტად ლამაზი იყო ვიდრე წარმოედგინა.თმებში ჩაწნილი გვირილები თეთრი ტანზე მომდგარი სადა კაბა,კიდეც უფრო უსვავდა ხაზს მის უბრალოებას და სისადავეს.ხარბად გადაყლაპა ნერწყვი სიძემ საკურთხეველთან და ჟინმომდგარმა განაგრძო მისი დედოფლის ყურება,რომელიც პატარა ქალბატონს უკან მოჰყვებოდა.თავიდან ყველა მითითება პირნათლად შეასრულა,თუმცა შუა გზაში კალათში მოგცეული ვარდის ფურცლები მთლიანად თავზე დაიყარა და სწრაფად გაიქცა ბებიისკენ,რომელიც წარბებ შეკრული შეჰყურებდა,მაგრამ მაინც შეძლო მისი გაცინება.ირგვლივ მყოფთაც გაეცინათ ცელქი პატარას საქციელზე.
სიმამარმა ქალიშვილი საკურთხეველთან მკაცრი მზერით ჩააბარა სიძეს.მისგან კი კმაყოფილი ღიმილი მიიღო.
-ულამაზესი ხარ!-გადაუჩურჩულა პატარაძალს.
-შენ კიდევ სიმპატიური-ჩაიცინა გოგონამ და საყვარლად ცხვირი აპრიხა.ახლა ჰანას გავდა,რომელიც პატარა ცხვირს საყვარლად ბზიკავდა ხოლმე.სეჰუნს დედა-შვილის ამ მსგავსებაზე ჩაეცინა.ორივე ცერემონიის წამყვანისკენ მიბრუდნენ.იგი ღიმილით შეჰყურებდა ახალგაზრდა წყვილს,რომელიც ერთმანეთს ცხოვრებას უკავშირებდნენ.თავისი დაზეპირებული სიტყვები ღიმილით ჩაამთავრა და ორივეს ფიცი დაადებინა.სიძე ამ ტექსტს რამდენიმე დღე სწავლობდა,რომ შთაბეჭდილება მოეხდინა მეუღლეზე და ახლად შეძენილი ოჯახზე.
ფიცის შემდეგ ერთმანეთი კოცნით დააჯილდოვეს.პატარა კუდრაჭა მშობლებთან მიიჭრა და კმაყოფილებით მომზირალმა მათგან კოცნა მოიპარა.
****
თავის კაბინეტში თავიდან ფეხებამდე ქაღალდებში ჩაფლული ყურადღებით კითხულობდა საქმეს,რომელის მოსმენაც ორ დღეში იყო.კითხვა კარებზე კაკუნმა შეაწყვეტინა.
-უკაცრავად ქალბატონო მარიამ-მდივანი მორიდებულად შემოვიდა ოთახში.
-რა მოხდა ჩია?-ქვევიდან ახედა შემოსულს.
-ჰანას სკოლიდან დარეკეს სასწრაფოდ გიბარებენ.-ნერვიულად ჩაამთავრა სათქმელი გოგონამ.მარიამი ფეხზე ნერვიულად წამოხტა არც კი უკითხავ რა მოხდა,ყველა საქმეს თავი მიანება ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელ მიაშურა.
-ჩია ჩოის საქმის ყველა საბუთი საღამოს სახლში მომიტანე-ნერვიულად გადმოხედა მდივანს მისგანაც დადებითი პასუხი მიიღო.შენობა დატოვა.მანქანა იმაზე სწრაფად მიყავდა ვიდრე ოდესმე.თავში ათასი სისულელე მოსდიოდა.ისე გამოიქცა სამსახურიდან არც კი უკითხავს რატომ იბარებდნენ.პირველი თავში მხოლოდ ნეგატიური აზრები მოდიოდა.ოც წუთში მანქანა სკოლის ეზოში შეასრიალა.მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და პირდაპირ ჰანას საკლასო ოთახს მიაშურა.კარების შეღებისას ჰანას მშვიდი სახის დანახვამ სიმშვიდე მოგვარა მთელ სხეულში.შვილს მივარდა და თვალიერება დაუწყო.სულ არ მიუქცევია იქ მყოფებისთვის ყურადღება.
-კარგად ხარ? ხომ არაფერი გტკივა?-მზრუნველად და ნერვიულად ათვალიერებდა შვილს.
-ერთადერთი დაზარალებული აქ ჩემი შვილია-გაისმა მკაცრი ხმა კლასში.ახლაღა გახედა გვერდით მდგომ მასწავლებელს და ქალს,რომელსაც თავისი თმაგეწეწილი და ლოყებ აწითლებული შვილისთვის ხელი ჩაეკიდა და იხუტებდა.
-უკაცრავად ვერ გავიგე...რა მოხდა აქ?-მარიამი დაიბნა.
-თქვენი უზნეო შვილი ჩემს შვილს თავს დაესხა ნახეთ რას გავს.-ცოფებს ყრიდა ქალი.
-დაწყანრდით ქალბატონო ბავშვები არიან-მასწავლებელი მის დამშვიდებას ცდილობდა.
-ჰანა ეს რატომ გააკეთე?-მარიამს სახეზე სიბრაზე შეეპარა.
-მან მატყუარა მიწოდა და მითხრა,რომ მამა არ მყავს,რადგან სკოლაში სულ შენ დაგყავარ.-მარიამს შვილის სიტყვები გულზე მოხვდა. შვილის მიმართ გაბრაზებამ წამში გადაუარა და ახლა გაბრაზებული მზერა ჰანას მიერ აწითლებული ბავშვის აწითლებული მშობლისკენ გადაიტანა.
-უზნეო და თავხედი შვილი თქვენ გყავთ.ბავშვს სახლიდან ის გამოაქვს რასაც ხედავს და ესმის.ჩემზე ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილზე ჭორაობას გირჩევთ თქვენს ოჯახს მიხედოთ.-მარიამის სიტყვებმა კიდევ უფრო ააწითლა ქალი.შემდეგ შვილს მოუბრუნდა.-წავიდეთ ჰანა-ხელი ჩაკიდა და გასასველად მოემზადა.
-მაპატიეთ ქ. მარიამ სიტუაციის არსი არ ვიცოდი,რადგან ხმას არც ერთი იღებდა.-თავის მართლება დაიწყო მასწავლებელმა.-ახლა გავიგე და ბოდიშს გიხდით-შეწუხებული მზერით შეხედა მარიამის მკაცრ სახეს.
-რატომ უხდით ბოდიშს რა ჩემი შვილი ტყუის? განა ყავს მამა? როდის ერთხელ მოუყვანია სკოლაში-ქალმა გამწარებული თავისი შვილის დაცვა დაიწყო.მარიამმა ახლა მას ესროლა მკაცრი მზერა.
-ჰანას მამა დაკავებულია თავისი საქმეებით და ზოგზოგიერთების მამებივით სახლში კუნძივით არ დევს.-ქალი მის ნათქვამზე უხერხულად შეიშმუშნა.-თუ კიდევ გააგრძელებთ ამ ლაპარაკს სასამართლოში შეხვდებით პირად ცხოვრებაში გრძელი ცხვირის ჩაყოფის გამო-ცინიკური ღიმილით შეხედა ქალს,შვილს ხელი კარგად მოკიდა და იქაურობა დატოვა.
-მიუხედავად იმისა,რომ მართლი იყავი ასე არ უნდა მოქცეულიყავი-გზაში საყვედურობდა შვილს.
-უკეთ უნდა მეცემა-ჩაილაპარაკა დანანებით ჰანამ.
-ჰანა-ბრაზით გადმოხედა შვილს.-რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას ამბობს.მთავარია სიმართლე რაა...-ჰანა დედის დარიგებაზე უხერხულად იშმუშნებოდა.-ამას მეორედ აღარ გააკეთებ.-გადახედა შვილს და მისგანაც თანხმობა მიიღო.-რადგან შევთანხმდით შენი ძმა გამოვიყანოთ ბაღიდან.-სახეზე ბრაზი ღიმილმა შეცვალა.
***
სახლში მოსულს მალევე მოუტანეს სამსახურში დატოვებული საბუთები.თავისი ადგილი მიუჩინა და ვახშმის გასაკეთებლად სამზარეულოს მიაშურა.პატარა ბიჭი,რომელიც სიარულს ახლა სწავლობდა ჭოჭიალაში ჩააჯინა და მისი დახმარებით მთელ სახლს ხმაურით იკლებდა.ჰანა კი ძმას ეხმარებოდა სახლის არევაში.მარიამს მთელ სხეულში სიბრაზე უვლიდა არა მხოლოდ ჰანას საქციელის გამო მას არც ამტყუნებდა ჩადენილისთვის,პირიქით.ნერვების მოშლის მთავარი წყარო მისი ქმარი იყო,რომელიც გადაღებების გამო კვირაზე მეტი იყო არ ენახა.მთელ სხეული გაბრაზებამ მაშინ მოიცვა,როცა ინტერნეტში მისი სურათები ნახა მთავარი როლის შემსრულებელ გოგოსთან ერთად.საკმაოდ ახლოს იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.ახლაც კი თვალწინ დაუდგა სურათი და ლამის თითი მიაყოლა მოჭრილ მწვანილებს.სახლი კიდევ უფრო ხმაურიანი გახდა,როცა კარები გაიღო და გაისმა მხიარულად წარმოთქმული სიტყვები
-მამიკო სახლშია-შემოსულმა ხელები გაშალა და ჯერ ჰანას ჩაეხუტა,რომელიც მისკენ პირველი გაიქცა მერე ჯუნის,რომელიც ასევე ცდილობდა სოსკით პირში პატარ-პატარა ნაბიჟებით ღიმილიანი სახით და ნიკაპზე ლორწკით მამას შეგებებოდა.სეჰუნი მისკენ დაიხარა და ამოიყვანა ამ მოწყობილობიდან.გაბერილი ლოყები დაუკოცნა და ორივე შვილთან ერთად სამზარეულოს მიაშირა,საიდანაც წარბ შეკრული და თან ფარულად მომღიმარი ცოლი შეჰყურებდა.
მარიამმა ჯიუტად განაგრძო მწვანილების დაჭრა და მასთან მოახლოებულ ქმარს ყურადღება არ მიაქცია.სეჰუნი მიუახლოვდა მეუღლეს და კისერში მონატრებულს ცხელი კოცნა შეატოვა.
-შენ არ მოგენატრე?-ჩასჩურჩულა ყურთან.
-არაა-მკაცრად გასცა პასუხი,თუმცა მის მონატრებაში,სადაც იყო სული ამოხდებოდა.სეჰუნს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა მისი ყურადღება მთელს სხეულზე თბილმა სისველემ მიიპყრო.
-მამა ჯუნიმ მოგაფსა-ჩაიხითხითა ჰანამ.ამის გაგებაზე მარიამსაც სიცილი აუტყდა.
-ოხ შენ პატარა მაიმუნო-გახედა ხელებში სოსკიან პატარას,რომელსაც თვალები უბრწყინავდა და ხელში ხტოდა.
-წადი წყალი გადაივლე საჭმელი უკვე მზადა.ამას მე მივხედავ-მარიმ ბიჭუნა გამოართვა და პატარას ოთახისკენ გაემართა,თან პატარას აქებდა და ლოყებს უკოცნიდა.-დედას ბიჭი ხარ შენ ეგრე მოუხდება მამაშენს სხვებს,რო უციმციმებს თვალებს-პატარას მოციმციმე და მომღიმარ სახეზე კი ისევ გაეცინა,თან ოთახში შეიკარგნენ.
ვახშმის შემდეგ მარიამმა პატარები თავიან ოთახში შეიყვანა.რამდენიმე წუთში თავის ოთახს დაუბრუნდა, სადაც მეუღლე მოუთმენლად ელოდებოდა.თუმცა მომლოდინეს არ გაუმართლა.გოგონამ დაწოლისთანავე ზურგი აქცია და შუქი ჩააქრო.
-მივხვდი-თითები გაატკაცუნა სეჰუნმა და კიდევ უფრო ახლოს მიიწია.ხელები წელზე შემოხვია მესაკუთრეთ.-მონატრებას ასე გამოხატავ-ყურის ბიბილოსთან აკოცა.მარიამს მთელს სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.უნდოდა გადაბრუნებულიყო მოხვეოდა და მონატრებული ტუჩები დაეკოცნა,თუმცა ჯიუტად არ ინძრეოდა.
-შეგიძლია მინას ჩაეხუტო-თავი მისკენ გადაატრიალა წელზე ხელი შეაშვებინა და ცინიკურად შეღიმა.
-აი თურმე რაში ყოფილა საქმე-სიცილით გადაბრუნდა სეჰუნი.-იეჭვიანე.
-სულაც არაა-წარბები შეკრა და ახლა თვითონ გადაბრუნდა კმაყოფილღიმილიანი ქმრისკენ.
-აღიარე,რომ იეჭვიანე-უცებ გოგონას ზემოდან მოექცა და ეშმაკურად შეანათა მოციმციმე თვალები.
-შენ რას იზავდი ჩემს ადგილას?-წარბი აუქაჩა ქმარს.-მე რომ რომელიმე ჩემს თანამშომელთან ეგრე დამინახო.-სეჰუნს უცებ მზერა შეეცვალა.
-ხელებს მოვამტვრევ-კბილებში გამოსცრა.მარიამს ამ პასუხმა სახეზე ღიმილი მოგვარა.
-აი პასუხიც.დიახაც ვიეჭვიანე.-აღიარა უცებ გოგონამ.-არ მიყვარს იმას რაც ჩემია,რომ ეხებიან-სეჰუნს სახეზე კიდევ უფრო კმაყოფილი გამომეტყველება დაეხატა-მაისურზეც კი ვეჭვიანობ,რომელიც ტანზე გაკრავს და თავხედურად გეხვევა სხეულზე.-გვერდულად ჩაუღიმა ზემოდან მომზირალ ქმარს.
-ხოდა მაშინ გავიხდი-წარბები შეათამაშა და მაისური უცებ გაიძრო ტანზე.-არც მე მომწონს შენი მაისური ასე მჭიდროს,რომ გეკვრის სხეულზე-თვალებში ეშმაკი ჭინკები აუცეკვდნენ და მეუღლესაც სწრაფად გახადა მაისური.ისიც რომელიღაცა ბნელმა კუთხემ შთანთქა.ახლა ორივეს თვალებში ეშმაკურად იმზირებოდნენ ჭინკები.ბიჭი მესაკუთრედ დაწვდა საყვარელი ქალის მონატრებულ სხეულს.პატარ-პატარა კოცნებით სხეული დაფარა.გოგონას სიამოვნების კვნესა ხდებოდა ბაგეებიდან.ცოტახანში სადავეები ხელში მან აიღო და თვითომ მოექცა ზემოდან.ცდილობდა ქმრის სხეული მთელი გრძნობით შეეგრძნო.ახლა თვითონ უტოვებდა ცხელ კოცნის კვალს სხეულზე.ცოტაც კიდევ და სეჰუნი ვეღარ გაუძლებდა მართველობა ისევ დაიბრუნა მარიამი გვერდით გადასწია და ისევ მოექცა ზემოდან.ცერა თითი ტუჩებზე გადაუსმა შემდეგ თმებში შეუცურა და მცხუნვარედ დაწვდა მეუღლის ტუჩებს.
***
დილით ყველას სახეზე ბედნიერი ღიმილი ეხატა.საუზმეზე ყველა მხიარულად მიირთმევდა საჭმელს.
-ჰანა დროზე სკოლაში უნდა წავიდეთ.-გადახედა ნათქვამით უკმაყოფილოდ მომზირალს.
-არ მინდა იქ.ისევ რამეს მეტყვის და ისევ ვცემ-წარბები შეუკრა გაოცებულ მამას და გაბრაზებულ დედას.
-მოიცა რა მოხდა?-სეჰუნმა ახლა მარიამს გახედა.
-სკოლაში კლასელი სცემა.რაღაც სისულელის გამო-ღიმილით შეეცადა ქმრის დამშვიდებას.
-სულაც არ იყო სისულელე.მითხრა,რომ მამა არ მყავს და მატყუარა ვარ-ჯერ დედას გადახედა ბრაზიანი მზერით შემდეგ მამას.ბრაზიანი მზერა საბრალო გამომეტყველებამ შეცვალა.
-შენი და ენაჭარტალაა და ნამდვილი მსახიობია-მარიამმა პატარს გადაუჩურჩულა მან კი ვითონ რამე გაიგო ორი კბილი გადმოუგდო და გაეკრიჭა.სეჰუნს მთელს სხეულში სიბრაზემ დაუარა.ვერ აიტანდა მისი პატარას ასე დაჩაგვრას.
-საყვარელო-მზრუნველად შეხედა ჰანას და პატარა ხელი ხელში მოიქცია.-არ მიაქციო ყურადღება სხვების ლაპარაკს.გპირდები მალე ყველაფერი გამოსწორდება.ახლა კი გაიქეცი ჩაიცვი და სკოლაში წადი-ცხვირზე ხელი ჩამოკრა გაუღიმა და გაბუსხულ ტუჩებზე აკოცა.ჰანაც დაემორჩილა მამის ნათქვამს და მოსამზადებლად ოთახში გაიქცა.მარიამი კი თავს აქნევდა დანანებით.
-სულ შენ გგავს თავნება.-გაეცინა მარიამს.
-რატომ არ მითხარი?-სერიოზულად გახედა მეუღლეს.
-რა საჭირო იყო.ამით ხომ არაფერი იცვლება რამდენიც უნდათ ილაპარაკონ.სიმართლე სხვაა.-მარიამი სეჰუნს მიუახლოვდა და ბრაზმოკიდბულს ტუჩებზე აკოცა.
-სხვა სკოლაში გადავიყვანთ-მკაცრად გაიჟღერა მისმა სიტყვებმა.წამის წინ მის ტუჩებზე მიწებებული ცოლი ისევ იმავე მდგომარეობაში დააბრუნა და დილის მცხუნვარე კოცნა მიიღო.
-ვარკვლავი,რომ მოგთხოვოს ალბათ იმასაც მოუწყვიტან ციდან-ჩაეცინა მარიამს და კეფაზე თმებში ხელი შეუცურა.
-რათქმა უნდა ის ხომ ჩემი გოგოა-კმაყოფილად გაიცინა.ერთმანეთით გართულ წყვილს თავი პატარამ შეახსენა,რომლიც მორიგი საჭმლით სავსე კოვზის მოლოდინში ხელებს აპარტყუნებდა და თავის არსებობას ამცნობდა მშობლებს.
-მაშინ მე ჩემ ბიჭს მიხედავ-ორივეს სიცილი აუტყდათ.ქმარი უკან მოიტოვა და ჯუნისკენ გაემართა,რომელიც მოუთმენლად ელოდა.
***
მარიამი ისევ საქმეში ჩაფლული იჯდა თავის მაგიდასთან.უცებ მზერა ჩართულ ტელევიზორზე გადაიტანა.სასწრაფოდ აუწია ხმას და გაიტრუნა.
-დღეს ფარდა აეხადა ექსოს სეჰუნის ფარულ ოჯახს,რომელიც უკვე ექვსი წელია არსებობს.როგორც კადრებში ჩანს იგი შვილთან ერთად გამოდის სკოლიდან,სადაც მისი პატარა სწავლობს.ახლა კი შემოგთავაზებთ მასთან ჩაწერილ რეპორტაჟს
" ყველფერს მინდა ნათელი მოვფინო.აღარ მსურს ვინმეს ვატყუებდე.ამით პირველ რიგში ჩემს ოჯახს ვაყენებ ზიანს.ჩემთვის მათი ცუდად ყოფნა ჩემს ცუდად ყოფნას ნიშნავს.რადგან ჩემი ოჯახი ყველაზე ძალიან მიყვარს მინდა საჯარო გავხადო ჩემი ექვს წლიანი ფარული ქორწინება იმ ქალთან,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელმაც არაჩვეულებრივი ორი შვილი მაჩუქა,რომ არა შიში იმისა ვერ გამოგებდით აქამდეც გეტყოდით,მაგრამ ეს ჩემთვის საყვარელი ადამიანების დასაცავად გავაკეთე.ვიმედოვნებ ახლა მაინც ყველა გამიგებთ და მიიღებთ მათ.თუ ჩემს წასვლას მოითხოვთ ჯგუფიდან ასეც მოვიქცევი.თუმცა ოჯახს არ დავთმობ.იმედი მაქვს ფანები გამიგებთ და მათთაც ისევე შეიყვარებთ,როგორც მე გიყვარვართ.მადლობა"-სეჰუნმა გამოსვლა დაასრულა.მამით კმაყოფილ შვილს გადახედა ხელი ჩაკიდა და ორივე მანქანისკენ წავიდნენ.მარიამი ვერ იჯერებდა მოსმენილს.თან კმაყოფილება და სიხარული ეღვრებოდა გულში,თან შიში არ ტოვებდა რა იქნებოდა შემდეგ?? მაგიდაზე დაგდებულ ტელეფონს დაწვდა და სასწაფოდ გადარეკა.ტკბილმა ხმამაც არ დაყოვნა.
-გისმენ საყვარელო-ღიმილი იგრძნობოდა ხმაში.
-რატო გააკეთე?-მღელვარებამ იმატა გოგონას ხმაში.-შენზე ცუდად,რომ იმოქმედოს ამ ამბავმა?
-მჯერა,რომ გაიგებენ ყველაფერს. ისე ვილაპარაკე უნდა ამაყობდე შენი ქმარით-სიცილით წარმოთქვა.მარიამსაც ჩაეცინა.-მიყვარხარ-გაისმა მეორე მხრიდან.კიდევ უფრო კმაყოფილმა ღიმილმა გადაფარა მარიამის სახე.
-მეც მიყვარხარ და რათქმაუნდა ვამაყობ.სახლში გნახავთ-ტელეფონი გათიშა და ისევ მაგიდაზე მიაგდო.მკაცრი ადვოკატი გოგონა უცებ მასთან სუსტი დაუცველი არსება ხდებოდა.გული ისევე ისე უცემდა,როცა პირველი შეხვედრისას,პირველი შეხებისას,პირველი კოცნისას. გრძნობა,რომელმაც ამდენი რამე გადაატანინა თანდათან უფრო ძლიერდებოდა.არ იცოდა რა იქნებოდა ხვალ,ზეგ,მაზეგ,მაგრამ დღეს ახლა და ამ წამს მისი იყო.სჯეროდა,რომ ამასაც ერთად გადაიტანდნენ როგორც სხვა ბევრი გადაიტანეს.საქაღალდე ჩანთაში ჩაიდო.ოთახს თვალი მოავლო და სიხარულით სავსე გავიდა კაბინეტიდან. მანქანაში ბედნიერი ჩაჯდა და სახლისკენ გაემართა,სადაც თბილი,ბედნიერი და მოსიყვარულე ოჯახი ელოდა.სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო.



№1  offline წევრი teooniani

Dzaan momwons sheni motxrobebi gaagrdzeld wera me ki didi siamovnebit wavikitxav

 


№2  offline წევრი mariia

teooniani
Dzaan momwons sheni motxrobebi gaagrdzeld wera me ki didi siamovnebit wavikitxav

^^ დიდი მადლობა <3 მიხარია

 


№3 სტუმარი Mari

Dzalian kargi iyo magram am saitze ido igive istoria ogond gogos saxeli iyo sxva cota ar mexamusha es biji orives rom gyavdat archeuli jer unda gadagemowmebinaamagramm dzalian momewona

 


№4  offline წევრი mariia

Mari
Dzalian kargi iyo magram am saitze ido igive istoria ogond gogos saxeli iyo sxva cota ar mexamusha es biji orives rom gyavdat archeuli jer unda gadagemowmebinaamagramm dzalian momewona

ზუსტად ასეთი?? არ არსებობს. ნუ შეიძლება ბიჭი იგივე იყო, იმიტომ რომ ბევრი ფანი ყავს მას. მეც კი მაქვს ჩასზე სხვადასხვანაირად დაწერილი კოდევ ორი ფიკი.

 


№5 სტუმარი Mari

Mar
mariia
Mari
Dzalian kargi iyo magram am saitze ido igive istoria ogond gogos saxeli iyo sxva cota ar mexamusha es biji orives rom gyavdat archeuli jer unda gadagemowmebinaamagramm dzalian momewona

ზუსტად ასეთი?? არ არსებობს. ნუ შეიძლება ბიჭი იგივე იყო, იმიტომ რომ ბევრი ფანი ყავს მას. მეც კი მაქვს ჩასზე სხვადასხვანაირად დაწერილი კოდევ ორი ფიკი.

Amnairi ariyo gavdaa magarianisr is ori romelia mitxaribgnaxavvg kargad wer

 


№6  offline წევრი mariia

Mari
Mar
mariia
Mari
Dzalian kargi iyo magram am saitze ido igive istoria ogond gogos saxeli iyo sxva cota ar mexamusha es biji orives rom gyavdat archeuli jer unda gadagemowmebinaamagramm dzalian momewona

ზუსტად ასეთი?? არ არსებობს. ნუ შეიძლება ბიჭი იგივე იყო, იმიტომ რომ ბევრი ფანი ყავს მას. მეც კი მაქვს ჩასზე სხვადასხვანაირად დაწერილი კოდევ ორი ფიკი.

Amnairi ariyo gavdaa magarianisr is ori romelia mitxaribgnaxavvg kargad wer

ჯერ არ დამიდევს <3 დავდებ აუცილებლად მათაც <3 მადლობა შენ რო კითხულობ

 


№7 სტუმარი avadmyofi

სასწაული იყო სიტყვები ზედმეტია!

 


№8  offline წევრი mariia

avadmyofi
სასწაული იყო სიტყვები ზედმეტია!

მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent