"femme like you"... (ნაწილი 2)
მანქანიდან გადმოვედი და შევედით უზარმაზარ სახლში. გეგამ პირდაპირ ეზოში გამიყვანა სადაც ულამაზესი ყვავილები იყო. ულამაზეს ყვავილებთან ახლოს ჩამოკიდებული ჰამაკი და შიგნით ასევე ულამაზესი ქალი ანა. გეგას დედა ანა წევს ჰამაკში ულამაზესი კაბით და ფიქრებსაა მიცემული. . რომ დავინახე რა გემრიელად იყო ანა ხელის შეშლა აღარ მომინდა და ვიფიქრე იქნებ უკან დავბრუნდეთ თქო. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ წამოდგა ანა. ანას ჰქონდა:ყავისფერი მუქი ლამაზი თვალები, შავი სწორი თმები, საკმაოდ მაღალი, შემხტარი მაღალქუსლებზე მოკლედ ულამაზესი ქალია ანა. უი გეგას დახასიათება კი სულ ამომივარდა თავიდან: მუქი მუქი ცისფერი თვალები, შავი თმებით,მაღალი,დაკუნთული ოღონდ რათქმაუნდა ცარიელი კუნთები არა საკმაო ზომით, მოკლედ გეგა იყო ყველასთვის სანატრელი ბიჭი ვერცერთი გოგო ვერ იტყოდა ასეთ მაგარ და სიმპათიურ ბიჭზე უარს. -ლამაზი რომ იქნებოდი კი ვიცოდი,მაგრამ ასე თავბრუსდამხვევად ლამაზი თუ იქნებოდი და ასეთი საოცარი ნამდვილად არ ვიცოდი-იღიმოდა ანა და თან მკოცნიდა -თქვენ კიდევ უფრო ლამაზი ხართ-გავუღიმე მეც -უფ გავიდა ჩემი დრო ნინი გავიდა! თქვენობით ნუ მომმართავ რა თავი კიდევ უფრო ბებერი მგონია-ვითომ დამწუხრებულმა მითხრა ანამ -რას ამბობ ანა შენ ასაკში მასე რომ გამოვიყურებოდე რაღა მიჭირს-ღიმილით ვამბობდი მე -აი გოგო!-გაიცინა ანამ და მაგიდამდე მიგვიყვანა -აბა ეხლა ბავშვებო მოშიებულები იქნებით ყველანაირი ლაპარაკის გარეშე ჭამეტ განსაკუთრებით შენ ნინი! ყველამ ვჭამეთ, მაგრამ მე ძალიან ცოტა ვჭამე მეც გამიკვირდა როგორც ვიცი ორსულებს სულ შიათ მე კი ოდნავადაც არ მშია ნეტა ეს ცუდის ნიშანი ხომ არაა? ეზოში გავედით და ახლა ნამცხვარს და ჩაის მივირთმევდით: -გეგა გადმოდით რა აქ სანამ ორსულადაა ნინი -რა გვინდა აქ? -დაგეხმარებით დეე მარტო ვერ მოუვლი -მივხედავ მე -რას მიხედავ ხო კარგად ხარ შენ რო გადიხარ დილით ღამე მიდიხარ სახლში მარტო უნდა იყოს ნინი? -მერე რა? -დედა ორსულადაა რამე რო მოუნდეს რა ქნას მერე? -კარგი გადმოვალთ 9 თვე -ძალიან კარგი შიგნით შევიდნენ მე კი უჰაერობა მოვიმიზეზე და ჰამაკში ჩავხტი. ვაიმე რა კარგი იყო ყვავილებით გარშემორტყმულ ეზოში ვწევარ ულამაზესი გოგო თვალებდახუჭული ვარ და ვფიქრობ ზუსტად ისე როგორც ცოტა ხნის წინ ანა იყო. -ნინიი ანა მეძახდა -გისმენ -გეგა შენი ბარგის მოსატანად მიდის რამე ხომ არ გინდა? -არა -კარგი ანამ გააცილა გეგა და თვითონ გამოვიდა და ისიც ჰამაკში ჩაწვა იქითა მხრიდან -ნინი ალბათ გაგიკვირდა გეგას მამა რომ ვერ ნახე ხო? -სხვათაშორის კი. მუშაობს? -მუშაობდა. 15 წლის წინ გარდაიცვალა მაშინ გეგა 9 წლის იყო -ძალიან ვწუხვარ ანა -სხვათაშორის გასაგებია ჩემი ქმარი იყო უნდა დავმწუხრებულიყავი,მაგრამ დიდად არ მინერვიულია ჩემთვის გიორგი მაშინ მოკვდა როდესაც მიღალატა და ბავშვით ხელში მარტო დამტოვა ქუჩაში. ბავშვიც დაიკიდა და მეც. მე კიდე არ მიკვირს კაცები ისეთები არიან მაგრამ შვილის მიგდება შეიძლება? გაგონილა სხვაგან ასეთი სისაძაგლე? მაგრამ რა მექნა გეგათი ხელში ვერ დავყრიდი ფარხმალს. პირიქით გზა განვაგრძე ცოტახანი ჩემს დაქალთან ვცხოვრობდი, ვმუშაობდი თავს ვაკლავდი როგორც კი ფული შევაგროვე მაშინვე საკუთარი ტელეფონების ფირმა დავაარსე ხოდა ასე გავმდიდრდი გეგას ბავშვობიდან ტვინში ვუნერგავდი, რომ ცოლი როგორ ვითარებაშიც არ უნდა მოეყვანა მისთვის არ ეღალატა თორემ ის მისთვის სამუდამოდ მოკვდებოდა! ასე გავზარდე გეგა და მადლიერიც კი ვარ რომ უმამოდ გავზარდე რადგან გიორგი რომ ცოცხალი ყოფილიყო ეხლა შეიძლება ჩემი ბიჭი სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ როგორიც ახლაა ის საუკეთესოა და მე მისით ვამაყობ ნამდვილად ისეთი გაიზარდა როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო, ის მე იმედებს ყოველთვის მიმართლებდა. -ანა არც კი ვიცი რა გითხრა. საოცარი ადამიანი ხარ რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ასეთი გაზარდე გეგა და მაინც არ დანებდი და ის რომ მაინც ასე გამოიყურები ყველაფრის შემდეგ ნამდვილად გასაოცარია. -მადლობა ნინი- ტირილს ძლივს იკავებდა ანა -რას ამბობ ანა -ხოდა ნინი მე იმის თქმა მინდა რომ მე დარწმუნებული ვარ შენ და გეგას ერთმანეთი შეგიყვარდებათ, როდესეც ერთ სახლში ცხოვრობ მამაკაცთან ერთად და თუ ის შენი ძმა მამა ან ახლობელი არ არის მაშინ მასთან თუმდაც 2 დღე გაატარო შენ ის შეგიყვარდება შენ კი წლები უნდა გაატარო გეგასთან მე დარწმუნებული ვარ რომ მას შეუყვარდები და შენც ამასვე იგრძნობ მის მიმართ -ანა მე... გეგამ კარები შემოაღო და ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი -რა იყო რა სახეები ჩამოგტირით -ანას ჩემზე ვუყვებოდი რაღაცას და...-ეს იმიტომ ვთქვი რომ დარწმუნებული ვიყავი ანას არუნდოდა გეგას გაეგო რაზე ვლაპარაკობდით ეს სახეზე შევატყე -რა ისტორია გაქვს ეგეთი რომ ანა ცრემლებად იღვრება? -საინტერესო არაა თან უფრო ქალების თემაა შენ არ მოგეწონება -კარგი. ღამის 11 საათია არ დაწვები ნინი? -ხო ეხლავე გეგა გავიდა და მე უკან მივყვებოდი რომ ანას ძახილი გავიგონე -შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ და დამიჯერე, დამიჯერე შენი და გეგას გრძნობები შეიცვლება. მე და გეგას ერთ ოთახში გვეძინა რომ თუ რამე მომინდებოდა გეგასთვის მეთქვა. დავწექით და მე ეგრევე გვერდი ვიცვალე: -და მაინც არ მეტყვი რაზე ლაპარაკობდით შენ და ანა? -ცნობისმოყვარე ხარ -ვარ ეხლა კი მითხარი რამე ტყუილი მჭირდებოდა ამიტომ არ დავიბენი: -მოკლედ ერთი ბიჭი გავიცანი ბარში გადიოდა დღეები ამ ბიჭს უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი ხოდა ერთხელაც დამპატიჟა თავის სოფელში, მისი მშობლების გასაცნობად. გადაირივნენ მისი მშობლები ჩემზე. გადიოდა დრო უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა და ზუსტად ქორწილის დღეს საპატარძლო კაბაში გამოწყობილი საკურთხეველთან მიმატოვა-დავასრულე თხრობა ისე სხვათაშორის ეს სიმართლე იყო მას შემდეგ 5 წელი გავიდა მაგრამ არავინ შემყვარებია თუმცა ეს აღარ მითქვამს -ის ბიჭი სულელი იყო ვინც მიგატოვა -ძილინებისა -ტკბილი ძილი-გაიღიმა გეგამ მეორე დილა:(გეგას მონაყოლი) გეგა ქვემოთ ჩავიდა ანა თავის საფირმო ბლინებს ამზადებდა. ოხ რა ბლინებს ამზადებს ანაა აუფ. -ანა ბლინებს ამზადებ?-აფორიაქებულმა ვკითხე ანას -ხო რაიყო არ გიყვარს დეე? -არა არ მიყვარს ვგიჟდები-გაიკრიჭა გეგა -ეხ როდის უნდა გაიზარდო ცოტახანში ქვემოთ ნინი ჩამოვიდა. ნინი ძალიან საყვარელია: მისი მუქი მუქი მუქი დიდი მწვანეთვალები არაჩვეულებრივია, მისი ლამაზი კურნოსა ცხვირი, ქერა ქერა თმები, ულამაზესი ტანი მოკლედ გოგო კიარა ოცნებაა! -გაიღვიძე ნინ?-კითხა ანამ გამიკვირდა ასე დაახლოება როდის მოასწრეს ნეტავ -კი ანა. აუ ბლინებს აკეთებ? -კი არ გიყვარს? -მიყვარს კი არა ვგიჟდები მე და ანამ გავიცინეთ ამაზე რაც ნინის გაუკვირდა არ შეიმჩნია მაგრამ მაინც: -ნუ გიკვირს ზუსტად გეგას სიტყვები თქვი-ჯერ კიდევ იღიმოდა ანა -რა ენერგიულად ხარ დღეს ანა წლებია ბლინები არ გაგიკეთებია-ვუთხარი მე -აბა რა სულელურ კითხვებს სვამ ხომ უნდა ვაჭამო ჩემს მშვენიერ რძალს რამე? ნინის ისე საყვარლად ჩაეცინა. ალბათ სულ ნინიზე რადგან ვლაპარაკობ გაჩნდება კითხვა: მიყვარს თუ არა ნინი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია ვიცი რომ არ მიყვარს მაგრამ არ მინდა რომ წავიდეს. იმედია ეს 9თვე ძალიან ნელა გავა. სულ მინდოდა მყოლოდა ორსული ცოლი რომ მისთვის მტელი ღამე აქეთ-იქით მერბინა . უცნაური ოცნებაა მაგრამ ჩემი ძმაკაცები რომ ლაპარაკობენ ხოლმე ორსულ ცოლებზე ხანდახან შურით ვუსმენ ოღონდ რათქმაუნდა კეთილი შურით. ფიქრი ჩემმა ძმაკაცმა იკამ შემაქყვეტინა დამირეკა: -ხო იკა -ბიჭო დღეს მივდივართ სვანეთში ხო იცი ეკუნა(იკას ცოლი) ორსულადაა და ჰაერი უნდა წამო და წამოიყვანე ნინი. -ოო მოიცა რაა - რა მოიცა რა ნინისაც ხომ უნდა ჰაერი ? არ გინდა ჯანმრთელი შვილი გყავდეს? -ჰო კაი მოვდივარ -ნინიიიიიი-გავძახე მხიარულად -ჰოუ -სვანეთში მივდივართ -კარგი ჩავალაგებ -აუ ბავშვებო მტოვებთ-მოიწყინა ანამ -ნუ იბუტები მალე ჩამოვალთ ჩავალაგეთ და მანქანაში ვჯდებოდით ანამ გადამკოდნა მეც და ნინიც. მე გავძახე წასვლამდე: -ანაჩკა აბა ეხლა შენ იცი რო წამოვალთ კაცები არ დამახვედრო აქ იცოდე -გაქრი ეხლა აქედან შენღა მაკლიხარ ეხლა რაა! ნინიმ ამაზე დიდხანს იცინა და ჩვენი მოგზაურობა სვანეთში დაიწყო... ბავშვებო ბოდიში რომ გალოდინეთ რა ძალიან ბევრი საქმე მქონდა და არ გამომივიდა უფრო სწრაფად რო დამედო . მემგონი არც ეს თავია პატარა და შემდეგს შევეცდები და უფრო დიდს დავდებ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.