შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ღიმილი და "ასდ" დაუსრულებლად


15-11-2016, 00:44
ავტორი buubbuuu)))
ნანახია 1 693

-ვავა ვაჩე შენ საღოლ. კიდევ კარგი ის ვერ გაიგეს გუშინ ზურიკელას რომ მივყიდეთ თორემ ასიანი გაგიშვებდნენ. (დემეტრე)
-ეეე ბიჭო მაგ ხუმრობა-ხუმრობაში დადგა ეს საქმე იმ სწერვუხა ნანასთან და ახლა ამან დამიწყო. ცოტა დასტოინად ბიჭო ცოტა არ გეკადრება. (ვაჩე)
თვალი ჩავუკარი და ისევ იმ უცხოსკენ გავაპარე მზერა. ისევ თავისთვის იდგა და საყვარლად იღიმოდა თავდახრილი. „შენია“ დამიძახა ცანცარა ვაჩემ. ცოტა გავბრაზდი მაგრამ მაინც რაღაცნაირად მესიამოვნა. ყველა ეხვეოდა, მილოცავდა. სემდეგ ლადოც შემოვიდა და ზეგისთვის დაგვიბარა უნივერსიტეტთან წასასვლელად მზად იყავითო.
სახლში წავედი, ისე რომ იმ იდიოტი ტოტოსთვის არაფერი ამიხსნია. ან რა უნდა ამეხსნა, როდის მიხვდება ტვითონ, რომ ეგ გოგო სამაგისო არ არის. სახლში ორივე მშობელი დამხვდა. დედა ძლივს გაღიმებული სამზარეულოში ტრიალებდა თან თავისთვის ღიღინებდა. მამაჩემი მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რომ დამინახა დამინახა და უსიტყვოდ გადამეხვია.
-შენით ვამაყობ შვილო. (ზაზა)
-ახლა ამაყობ? იმ სწერვა ქალის გჯეროდა და შენი საკუთარი შვილის არა. არ მიცნობდე მაინც. (ვაჩე)
-ვიცი შვილო მაგრამ მეც გამიგე. ბოლო პერიოდია უბანში სულ ჩხუბობ და სახლშიც გვიან ბრუნდები. (ზაზა)
-კარგი გვეყო რა, მთავარია მე ვარ მართალი. ზეგ რაჭაში მივდივარ ერთი თვთ. ბატონი იოანე გვიშვებს მთელ ჯგუფს. (ვაჩე)
-ვიცი მითხრა უკვე. მიკროავტობუსს ჩვენი ფირმიდან ქირაობენ , ნუ ქირაობენ რა .... მადლობის ნიშნად ვუგზავნი. (ზაზა)
-მადლობა მამა - ჩავეხუტე - დე მაჭამე რამე რა..იმ წამქალი ქალის გადამკიდე ორი დღეა წესიერად არ მიჭამია, აღარ დავიმსახურე? (ვაჩე)
მივედი და შუბლზე ვაკოცე. მამაც შემოვიდა და გაშლილ მაგიდას მიუჯდა. მეც გვერდით მივუჯექი და დედას გაკეთებული სადილი მივირთვით. სიჩუმე ისევ ზაზამ დაარღვია.
-აი შვილო გამომართვი, გამოგადება. (ზაზა)
კონვერტი გამომიწოდა.
-აუ მამა კარგი რა, ხო იცი როგორ არ მიყვარს ასეთი რაღაცეები. (ვაჩე)
-შენ ეს დაიმსახურე. (ზაზა)
-ზაზა კარგი რა. თან მაქვს ფული ვაგროვებდი ხომ იცი, მეყოფა. (ვაჩე)
-არ მაინტერესებს, იმ ფულს არ მოაკლო და რაჭაში ამით წადი, მერეც გეყოფა ცოტა ხანი. (ზაზა)
-კარგი მადლობა. აუ ზაზა რაღაც უნდა გთხოვო - ბოჩოლას სახით შევხედე, ვიცდი რაღაცას გამომიქანებდა - იმედია გამითვალისწინებ. (ვაჩე)
-გისმენ. (ზაზა)
-შენი ძმაკაცი რომ არის ზვიადი. (ვაჩე)
-ხო მერე? (ზაზა)
-გთხოვ უთხარი თავისი შვილი არ გამოუშვას. (ვაჩე)
-რატომ ვაჩე? (ზაზა)
-რატომ და მაგ გოგოს ვერ ვიტან. ხო იცი როგრო მეზიზღებიან თავშეუკავებელი გოგოები, ეგ კი ზედმეტად იწვევს ბიჭებს. მართალია ვერ ვიტან, მაგრამ ვინმემ ზედმეტი რომ უთხრას მოსაკლავი უნდა გამიხადოს. ვიცი რმ თვითონ იწვევს, მაგრამ ხომ იცი ვერ ვიტან უწესოდ რომ იქცევიან. - გაგიკვირდებათ და მასთან ყოველთვის პატარა ბავშვივით ყველაფერს ვფქვავდი, ბავშვობიდან ასე ვარ. - იქ კი ან მაგას მოვკლავ ან ვინმე სხვას ვინც ხელების ფათურს დაუწყებს. ზვიადის შვილი და შენი ნათლული მაინც არ იყოს. (ვაჩე)
-კი შვილო ვიცი მაგრამ შენთან მიმართებაში როგორ იქცევა? (ზაზა)
-დღეს ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. პროსტა ქალს ხელი როგორ დავარტყა, მაგას ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. (ვაჩე)
-რატო რა გააკეთა? (ზაზა)
-ჯერ ჩემ გვერდით დაჯდა ნუ ეგ არაფერი მაგრამ მერე ჩემი დარჩენის და რაჭაში წასვლის ამბავი რომ გაიგო კისერზე ჩამომეკიდა და ყურზე კოცნა დამიწყო. (ვაჩე)
-კარგი ვაჩე ვეტყვი ზვიადს არ გამოუშვას, მაგრამ ვერ შეგპიდები, რომ აუცილებლად დარჩება. (ზაზა)
-კარგი ზაზა - ახლა დედას მივუბრუნდი - დე ახლა მივდივარ ერეკლეს და ტოტოს უნდა გავუარო და ბარში წავალთ ალბათ, თუ არადა გავივლი სადმე, თუ დამაგვიანდა არ ინერვიულო. (ვაჩე)
ისევ შუბლზე ვაკოცე და თახში შევედი გამოსაცვლელად. ცოტა ხანში გამვედი და ღიმილით ავიხურე კარი. სადარბაზოსთან იდგა ჩემი kawassaki რომელსაც უკვე უჩემობა აღარ ემუქრებოდა. შლემს ვიხურავდი ეზოში ის საყვარელი ღიმილი რომ დავლანდე. უნებურად გავიღიმე და როცა დამინახა მაშინვე თავი ჩავხარე თუმცა არ ვიცი რატომ.
მთელი გზა თვალწინ მედგა მისი არაამქვეყნიური ღიმილი. ღმერთმა იცის რა უბედურება დამემართა. ერეკლეს სახლის კარი რომ შევაღე ისევ უაზროდ მეღიმებოდა, რაც არ გამოპარვია. ამ უჯიშოს ხომ ვერაფერს გამოაპარებ. ტოტომაც სეამჩნია როგორც ჩანს და მაჯახა.
-რა იყო იმ ახალის ნახვამ ასე იმოქმედა შენზე? - თვალი ჩამიკრა და მხარზე ხელი დამკრა. - ისე მართლა ლამაზია. (ტოტო)
-ვიზე ლაპარაკობ? (ვაჩე)
-ლოლაზე. (ტოტო)
-ეგ ვინაა? (ვაჩე-ერეკლე)
მე და ერეკლე ერთიანად წამოვიძახეთ.
-ვი და ის ახალი დღეს შენს საქციელს თამუნას მიმართ დარცხვენილი და აწითლებული რომ უყურებდა. როგორც ჩანს მასზეც იმოქმედა შენმა დიდმა თვალებმა. (ტოტო)
ისევ თვალი ჩამიკრა, ღმერთო როგორ ვერ ვიტან მის ამ ჟესტს.
-რეებს ლაპარაკობ, ნეტა მოგცლია რა. (ვაჩე)
-რა ვთქვი ისეთი? (ტოტო)
-გამაგებინეთ ერთი აქ რა ხდება? (ერეკლე)
-რადა ჯგუფში ერთი ახალი გგო დაგვემატა და ამ დებილმა რო დაინახა სახეზე ცეცხლი მოედო. ეს მომატყუებს მე? ნაღდად ვიცი რომ უაზროდ არ შეგიხედავს. (ტოტო)
-აბა როგორ შევხედე? (ვაჩე)
ჩემს პოზიციას არ ვთმობდი, მაგრამ ჩემმა დასტოინმა მემ იცოდა, რომ მართალი იყო ეს იდიოტი ბიჭი.
-ბიჭო ჩვენთან მაინც გამოტყდი, რომ მოგეწონა ჩვენ რაღას გვიალავ? (ერეკლე)
-ხო მომეწონა. ვაშავებ რამეს? ეს იმას არ მისნავს რომ რამეს ვფქრობ.უბრალოდ უცხო გარეგნობა აქვს და საკმაოდ ლამაზია, მეტი არაფერი. (ვაჩე)
-მერე? (ტოტო)
-რა მერე? (ვაჩე)
-ანუ მართლა მოგწონს? (ერეკლე)
-მხოლოდ ფიზიკურად. (ვაჩე)
-მანდედან იწყება. (ტოტო)
ისევ თვალი ჩამიკრა. შეწმომაკვდება ერთ დღეს.
-ნუ მიფახულებ თუ ღმერტი გწამს მაგ მწვანე თვალებს თორემ დაგთხრი ერთ დღეს. (ვაჩე)
-აჰა აი აგრესიაც დაიწყო. ამას მგონი მართლა მოსწონს ის გოგო. (ერეკლე)
ახლა ამანაც თვალი ჩამიკრა.
-სემესვით რა. (ვაჩე)
-ნუ ბრაზდები ფისო. (ტოტო)
-არ ვბრაზდები - გავიბუსხე ორი წლის ბავშვივით - უბრალოდ ნერვები ,ეშლება. (ვაჩე)
-კარგი გვეყო ახლა სანამ დაგვხვრიტა ამან. ისე მართლა ლამაზი გოგოა? (ერეკლე)
მე თავი ვეღარ შევიკავე და მთელი გრძნობებით აღვწერე „საყვარელი ღიმილი“. მე ასე შევარქვი და თურმე ლოლა რქმევია.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.მომეწონა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent