შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრიელ ლიპარტელიანი! (1)


15-11-2016, 11:52
ავტორი Sad Writer
ნანახია 4 255

გაბრიელ ლიპარტელიანი! (1)
* * *
თავი 1
დრო, დრო და ისევ დრო... ეს ის უკიდურესობაა, როდესაც ვერასდროს ვერაფერს ვერ გაექცევი და ვერც დაემალები... მის მარწუხებში ხარ მოქცეული და უბრალოდ ეძებ შესაფერის მომენტს, რომ გაიქცე მაგრამ დადგება კი ეს დრო?? ალბათ არასდროს... ისე ჩაგავლებს კლანჩებს და ჩაგითრევს, რომ აზრზეც ვერ მოხვალ და მაინც ჩათრევას ყოველთვის ჩაყოლა სჯობს...
* * *
მოგეხსენებათ და სვანები მკაცრი ბუნების და მენატლიტეტის ადამიანებად არიან ცნობილნი საზოგადოებაში, ასევე მათი დაუნდობელი კანონებით, მაგრამ ამ ცივილიზებულ სამყაროში რაღა სისხლის აღება არსებობს, რაღა დანასისხლად გადაკიდება... ვიცით, რომ ადამიანი, სადაც არ უნდა წავიდეს მისი მკაცრი ბუნება, სისხლი და სულიერი გამოძახილი ყოველთვის თან სდევს... მედგარი ბუნება და ცხოველური სისხლის წყურვილი...
გაგიკვირდებათ და იფიქრებთ ამ მოდას ჩამოკონწიალებულ თბილისში რაღა დროს სვანები და მათი ბუნების კანონებიაო, მაგრამ... სულში რაც გაქვს ჩანერგილი, სადაც არ უნდა იყო და დედამიწის რა წერტილშიც იმ იდეოლოგიით იცხოვრებ რაც შენშია ღრმად ჩამარხული და ბინა დადებული...


* * *
ორი გვარის წარმომადგენელი, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან გადაეკიდნენ ერთმანეთს. ლიპარტელიანი და ავალიანი... ორი წმინდა სისხლის, მთის ბუნების ადამიანი... დაბერდნენ, მაგრამ წარსულში დაწყილი დავიდარაბა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება... არავინ გამოჩნდა მანდილის ჩამგდები და არც იმედი აქვთ რომ წერტილი დაესმევა ამ ყველაფერს...
დღემდე ვერ გავიგეთ რა მოხდა მათ შორის რეალურად... ათასი წვრილმანი თვალი თან დასდევდა მათ, მაგრამ ამაოდ... მამაზეციერის გარდა რეალური მიზეზი არავინ იცის... მაგრამ ყველაზე ცუდი იცით რა არის შვილები რომ იმკიან უფროსების შეცდომას.. აი სწორედ ესაა კატასტროფა...

* * *
თორნიკე ლიპარტელიანი!, დიდად წარმოსადეგი პიროვნება გახლდათ, ნუ, ყოველ შემთხვევაში ასე იცოდა თბილისის არისტოკრატიულმა საზოგადოებამ, მაგრამ ცხოვრებამ მის გარეგნობას რამოდენიმე ნაოჭი დაატყო... მკაცრი და შეკრული წარაბები უარესად კუშტი გაუხდა შავი ღრმა თვალები კი ისევ სულისგამყინავად შემოგხედავდა.. დრომ თავისი ქნა, რაც მტერმა ვერ დააკლო, დრომ გათელა, დროისგან განადგურებულმა ვეღარ შეძლო გამოკლავებოდა ბიზნესს, ამიტომ უზარმაზარი არქიტექტურული ფილიალი მის სამ ვაჟკაცს გადაულოცა და ის მთლიანად მისი მეუღლით და სიფრიფანა გოგონათი დაკავდა, რომელმაც სწავლა სამედიცინოს განხრით გააგრძელა... იუკადრისა ოჯახის ბიზნესში ცხვირის ჩაყოფა... ამდენი ეკონომისტებიც მეყოფაო და თავის ცხოვრებას შეუდგა... თვით დიადი თორნიკე ლიპარტელიანი გარემოს შორი მხრიდან უყურებდა და ცდილობდა წარსულის აჩრდილების მოშორებას და მათ შვილებში ულევ სიძულვილს ნერგავდა გვარი ავალიანის მიმართ... დაიფიცა რომ მათ სისხლს დალევდა უკანასკნელ წვეთამდე და მაინც რა მოუტანა მას ამ ყველაფერმა...

* * *
კონსტანტინე ავალიანი უფრო მკაცრი შესახედაობის ადამიანი გახლდათ... მეტად მწყრომი თვალებით და სიმკაცრით გამოირჩეოდა... ძველბიჭური გარჩევებისგან სახეზე ნაიარევიც ჰქონდა...თითქოს ცხოვრებისგან დაღლილი იყო, თითქოს და მეტის გაგრძელების სურვილი აღარ ჰქონდა...მაგრამ არ გაჩერდებოდა... ორივე ბიჭი მან დაიმგვანა, მამის ასლი იყვნენ ვაჩეც და რიჩიც, მხოლოდ გოგონა იყო დედასავით კეთილი.. მის თვალებში ულევ სიყვარულს და სიკეთეს ამოიკითხავდი...მიმდობი და ერთგული იყო და ეს გამოარჩევდა მას სხვებისგან. მისი უზადობით ცაც კი ინუსხებოდა... დედამიწა კი შურიანი თვალებით უმზერდა, ზღვას კი თვალებში ყურებ რცხვენოდა...

* * *
დაბრუნდა...
მხოლოდ ეს ერთი სიტყვა გახდა საკმარისი მთელი თბილისი ფეხზე დამდგარიყო.. უსაქმურმა დედაკაცებმა ადრე თუ დაივიწყეს ძველი საქმიანობა, ახლა განაახლეს... ისევ სტუმრობენ აივნის მოაჯირს და ერთმანეთში ინფორმაციებს ცვლიან და ასე ივსებენ მწირ მარაგს, მხლოდ ერთი ადამიანი-გაბრიელ ლიპარტელიანის შესახებ, თორნიკე ლიპარტელიანის უფროსს ვაჟზე, რომელზედაც კრიმინალური შინაარსის შემცველი ისტორიები დაიარება... ყველა დაწესებულებაში ის არის განხილვის თემა, ის არის საათის ახალი ისრის ჩამომკვრელი, მისი ჩამოსვლით ახალი სისხლიანი დროის ათვლა დაიწყო და ვშიშობ, ეს ყველაფერი სისხლის ღვრამდე მივა...

* * *
-სანდრექსა, სანდრიკელა, სანდრიკოოოოოოოო!!! გაიღვიძე , ის ძაღლიშვილი ჩამოდის... ჩვენი ძმა ჩამოდის ს*რო..
-მმმმ მაცადე ბაჩო ძილი, კაცი არ ხარ?! შენი ხუმრობის ხასიათზე ვარ ეხლა მე?!
-ბოზ*იშვილი ვიყო თუ გატყუებდე, აელეწე ფეხზე გაბო მოდის!..
-ვინ გაბო?! ჩვენი ძმაკაცი გაბრიელი?!.. ჩვენი ძმა?!... სანდრექსა სწრაფად წამოხტა ფეხზე და ქალივით ქოთქოთს მოჰყვა...
-ხო ბიჭო, დანიელმა დამირეკა მოგვესწრო ჩემმა ძმამ აქეთ გამოიხედაო და მაგარი დახვედრა მოვუწყოთო, მთელ თბილისს ჰაერში ვწევთ დღეს საღამოს...მიდი ჩაიცვი და დავახვიეთ ლიპარტელიანებთან..
-ჰო, ჰო გაეთრიე ჩემი ოთახიდან ჩავიცვამ და წავედით...

* * *
ბაჩოს მანქანა გაჩერებული არ ყავდა, რომ სანდრექსამ უკვე ლიპარტელიანების უზარმაზარი რეზიდენცია ელვის სიწრაფით გაიარა და კარები რასაც ქვია შეგლიჯა, სავარაუდოდ შესამოწმებელი გახდება, ცოცხალია თუ არა...
-აეეეე დანიელ! დამიან! ძმებო! აეგდეთ ფეხზე, მოგვესწრო ძმებო, ჩვენი ბიჭის ნახვა!..
-იდიოტო რამხელა ხმაზე ღრიალებ! მე შენი დედა ვატირე, ქეთინო დეიდა იქნება სახლში, თორნიკე ბიძიასი მაინც არ გრცხვენია... კარგი რამედ უთავაზა სახლში ახლად შემოსულმა არაბულმა
-სულ დამავიწყდა ბაჩუკი და საყვარლად გაეკრიჭა, რომ იტყვიან კბილები წინ დაულაგა...
-ბაჩუკის მოგცემ ეხლა რომ გაგიგდებ წიხლ ქვეშ , ამის თქმა და ამხელა კაცებმა ხვანცალი დაიწყეს შუა სასტუმრო ოთახში...
-ჯანდაბა! ქეთინოს ვაზა, დაიჭირე ბიჭო რა დოყლაპიასავით მომშტერებიხარ , არ გატყდეს თორე დავიბრიდებით... მაინც შეეწირა ქეთინოს ვაზა ამ ყველაფერსს
-გამოს*რებული ხარ ამხელა კაცი აბა რა ხარ! დაუცაცხანა ბაჩომ გვარიანად ამაშუკელს
-ბიჭებო თქვენს მოსვლას კიდევ ერთი ვაზა შეეწირაა...
ამხელა კაცები კედელს აეტუზნენ და დამფრთხალი თვალებით მიშტერებოდნენ მათ წინ მდგომ არისტოკრატიულ ქალს, რომელსაც ასაკმა ვერაფერი ვერ დააკლო...
-ქეთინო დეიდა რა ლამაზად გამოიყურებით! ეს ახალი კაბაა?? აფირისტობას მოყვა ცანცარა სანდრო... ქალი მკაცრი სახით უყურებდა და არ სურდა ღიმილი გაპარვოდა სახეზე მათ შემხედვარე...
-სასჯელის დროა ბიჭებო
-რა .. რაა .. კი მაგრამ რა სასჯელი??
ქალი უარესად კარგ განწყობაზე შეიქმნა მათ შემხედვარე და სურდა იქვე ეცინა ბოლო ხმაზე, მაგრამ რისი ქეთევან დევდარიანია ემოციები რომ ვერ აკონტროლოს...
-ორივემ უნდა მაკოცოთ ლოყაზე... და საჩვენებელი თითი ლოყაზე მიიდო...
-კარგი რა ქეთინო დეიდა ასე ხუმრობა შეიძლება?! შვებით ამოისუნთქა ბაჩომ და ქალს გადაეხვია და ლოყები დაუკოცნა, არც სანდრიკო ჩამორჩა...
-ის ორი ბედოვლათი სად გდია?! სანდროს ახალი ცანცარის ტალღა წამოუვიდა...
-ზემოთ სძინავთ!
-მაშიკუნკულაც სახლშია?! კვლავ სანდრიკო აგრძელებდა კითხვების დასმას და ამით ბაჩოს აქილევსის ქუსლზე აჭერდა. გრძელი ამბავია
-დილიდან წავიდა უნივერსიტეტში, ჩათვლა აქვს და შემდეგ პრაქტიკებზე მიდის...
- მაშინ ომის დროა გველურად ჩაიცინა სანდრომ და სამზარეულოდ წყლით სავსე ტოლჩა წამოიღო...
-ოღონდ კიდევ რამე არ დალეწოთ..
ქეთინო მათ ბავშურობაზე ხალისობდა, კლუბს თორნიკეც შეუერთდა, რომელიც ხმაურმა შეაწუხა და ვითარების სანახავად გამოვიდა..
ბაჩო იდგა და შესაძლო მომენტის გამეორებას ელოდა თან ითვლიდა
-1, 2 , 3 დაააა
-სანდრო ამაშუკელო მოგი*ყან ჯიში რატომ გადამასხი წყალი!.. ბაჩოს ყურთასმენას ძმების ღრიალი მოჰყვა და სანდროს კიბეებზე ელვის სისწრაფით დაშვება...
-მომკლავენ სასწყლად ამოიკრუსუნა და ქეთინოს ამოეფარა...მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მათი ხვანცალის შესახებ , ერთმანეთი დალეწეს, საბოლოოდ კი ყველა მდივანზე იყო მიყრილი და მეტად მნიშვნელოვან თემას განიხილავდნენ... სახელად გაბრიელს...
-ყველამ კარგად ვიცით გაბომ როგორ ვითარებაში დატოვა ქვეყანა, ეჭვნარევი ხმით დაიწყო ოჯახის უმფროსმა...
-ის ფაქტიც ყველამ კარგად ვიცით, რომ ხალხი ბრბოა ბატონო თორნიკე, მაგრამ გაბოს შემთხვევაში ყველა შეცდა და ის ამას ყველას ანანებს...
-ვიცი ბაჩო ვიცი და სწორედ მაგის მეშინია, მეც კი ვერ გავაჩერებ ჩემს შვილს... დანანებით ჩაილაპარაკა უფროსმა ლიპარტელიანმა და თვალები სივრცეს გაუსწორა...
-იქნებ ის დროა ბატონო თორნიკე, რომ უკვე აღარ გავაჩეროთ?!
-მაშინ ამას სანდრო ბევრი ადამიანი შეეწირება და არ მინდა ჩემი შვილი მკვლელი გახდეს!
-დრო გვიჩვენებს ყველაფერს მამა! სიმწრით ჩაილაპარაკა დანიელმა...
-კარგი აბა ჩვენ წავალთ, დახვედრას მოვუწყობთ ჩვენს ძმას. ფეხზე წამოიმართა დამიანი -გვიან დავბრუნდებით!.. ყველა მას გაყვა, სახლში კი მხოლოდ ქეთევანი და თორნიკე იყვნენ ... ორივე ჩაფიქრებული, იცოდნენ აქ რაც დატრიალდება და მოსალოდნელი შიშით საღად აზროვნების უნარიც კი არ შეეძლოთ....


* * *
თბილისის აეროპორტში ყველაფერი უჩვეულოდ იყო, ალბათ იმიტომ რომ გაბრიელი მობრძანდებოდა, მობილიზებული ჟურნალისტები, დაძაბული უამრავი წყვილი თვალი, ტერმინალზე ჩამომდგარი თვითმფრინავი, მაღალი ფიგურა , თეთრი ჯინსის შარვალი, თეთრი ზედა და შავი რეიბანები... მხრებში გაშლილი, მაღალი, თმა დაბალზე დაყენებული, წვერი ოდნავ მოზრდილი , დინჯი სიარული და უბრალო გაბო იყო... მხოლოდ მისეული და არა ხელოვნურობა... ჟურნალისტები ადგილს მოწყდნენ და ნადირივით ეტაკნენ გაბრიელს , როგორც მტაცებელი მსხვერპლს...
-ბატონო გაბრიელ მთელი ეს დრო სად იყავით?!
-ბატონო გაბრიელ სასჯელი მოიხადეთ?, ვარაუდობენ რომ მთელი ეს დრო ციხეში იყავით, რა კომენტარს გააკეთებდით ამ ყველაფერზე?!
ძმები დაცვასთან ერთად დაიძრნენ გაბოსკენ და წურბელა ჟურნალისტები მოაშორეს თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ..
-შე ჩემა როგორ მომნატრებიხარ... დამიანი ძმას ჩაეხუტა
-მეც მომენატრეთ, აი თურმე რა მაკლდა ბრაზილიაში...
-ვა მოდას ვაწვებით გაბო.. კვლავ სანდრო აცანცარდა..
- როგორიც დაგთოვე ისეთი ხარ ისევ, საერთოდ არ შეცვლილხარ.. და სანდროს პატარა ბავშვივით აუჩეჩა თმები...
-აბა რა გეგონა გამკეთებელი გამოვიდოდა... ბაჩომ მისეული კომენტარი დადო, რის გამოც თავში კარგად მოდო სანდრომ, გაბრიელი ამ ყველაფერს უყურებდა, თვალებში უდიდესი სითბო ჩაუდგა, ეს ოთხი ადამიანი მისი სიცოცხლის წყარო იყო, არ ნანობს რომ ჩამოვიდა...
-დღეს ვსვამთ სახელის დავიწყებამდე... განაცხადა დანიელმა და გაზს ფეხი მიაჭირა....

* * *
ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთესად მიდიოდა... ბევრი სასმელი, მოსაწევი ნაშები და ყურადღების ცენტრი მხოლოდ გაბრიელი... ჰოლივუდის ვარსკვლავი გეგონებოდათ, ისე იყო განხილვის თემაში რომ ნებისმიერ ვარსკვკავს შეშურდებოდა... მაგრად გაერთნენ , მართლაც რომ დაუვიწყარი დახედრა მოუწყვეს მდიდარ უფლისწულს...


* * *
-ის ძაღლიშვილი ჩამოეთრა ლათინო ამერიკიდან, ალბათ ამოუვიდა ყელში ბრაზილიური დრამა... ვაჩე დილიდან ცოფებს ყრიდა, ავალიანების ოჯახში კი სრული ქაოსი იყო , გაბრიელის ჩამოსვლამ მთელი ოჯახი ფეხზე დააყენა, თუ აქამდე ოდნავ მოდუნებულები იყვნენ ეხლა ისე ფხიზლობენ ჭიანჭველაც კი ვერ გაეპარებათ სადმე... უფროსი ავალიანი ვისკის ჭიქით ხელში, თავის კაბინეტში დაიარება და შვილების ერთი სიტყვაც არ ესმის..
-მამა გესმის?! ახლა რიჩი შეუტრიალდა მამამის აშლილი სახით..
-კი, კი მესმის! არაფერი წამოიწყოთ, თქვენთვის იყავით გასაგებია ! გახსოვთ რა გასწავლეთ? მტერს მას მერე შეუტიე რაც კარგად შეისწავლი, ასე რომ გავიგოთ პრინცი რატომ ეწვია საქართველოს, მერე კი ის სისხლი ვაზღვევინოთ რაც მის ხელებზეა...
-დედა!
-ვაჩე რამე მოხდა შვილო?!
-არა დე შენ არ ინერვიულო, უბრალოდ მაინტერესებს მოვიდა ჩემი და?
-კი ჩემო ბიჭო თავის ოთახშია...
ვაჩემ სწრაფად აირბინა კიბეები და დის ოთახში შეაჭრა...
-ლილე ჩემო პრინცესა როგორი დღე გქონდა? დაიკოს მაგრად მოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა, როგორც პატარაობაში იცოდა ხოლმე ლილეც აკისკისდა და ძმას ჩაეხუტა
-ნორმანული...
-ჩემო გოგო დღეიდან დაცვასთან ერთად ივლი, გაპროტესტება არ მიიღება ვერდიქტი გამოტანილია, ასე რომ შეეგუე ამ აზრს..
-კი მაგრამ რატომ??
-უბრალოდ ასეა საჭირო!
-კარგი.. ლილემ მოიწყინა, მაგრამ რა ექნა, ასეთი იყო ყოველთვის დამჯერე და დამყოლი, არასდროს არავისთვის გაუწევია წინააღმდეგობა, ამიტომაცაა ,რომ ის უნაზესი და თბილი ადამიანია...

* * *
-ჩამოვიდა!..
-ჭადრაკის მთვარი მოთამაშე ასპარეზს დაუბრუნდა,ესეიგი მოქმედების დროა...
-მაშ ავრიოთ მონასტერი!




...მომენატრეთ ტკბილებო და თბილებო იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი ისტორია... მიყვარხართ ძალიან...



№1 სტუმარი Guest Eka

Kargiaa da gaagrdzele ra :-* mal-male dade da didxans ar gvalodino gtxov :(

 


№2  offline წევრი judy

კარგიააა ძააან მომწონს თან სათაურიც დამევასა(პ.ს ლიპარტელიანი ვარ დაა)

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია,ვნახოთ როგორ განავითარებ მოვლენებს,იმედია განსხვავებული ისტორია იქნება
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი bibo

ბუსუნა მუსუნა მომეწონა მეოოო კარგობა თავი იყო მარწყვი ველი შემდეგ თავსო ტკბილო ხო ჯერ თავს შევიკავებ კომენტარისგან შემდდგზე უკეთ გავიგებ რა ხდება რა ტრიალებს რა მაფია :დ ხო ეს გაბრიელი და ლილე უშნოდ მომხვდა თვალში ვნახოთ ვნახოთ ატმის ჯემო და ალუჩის კურკავ

 


№5  offline წევრი salomee

ძაან კარგად წერ, მაგრამ რატომღაც ერთ-ერთ ისტორიის, "კატერინას" სიუჟეტს მივამსგავსე:)
წარმატებები შენ!

 


№6  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Dzalian momewona
Chatvale sheni n1 mkitxveli var
Pirvelad wavikitxe sheni namushevari da agfrtovanebuli var♡♡♡

 


№7 სტუმარი Uhuu

Ar geckinos magram kvelanairad gavs "katerinas"
Ak ideba am sataurit motxroba
Xo shidzleba me momechvena an ar momchvena magram gansxvavebulad apireb siujetis ganvitarebas.
Gtxov dasackisi kargi magram gagrdzeleba ar miamsgavso ra

 


№8  offline წევრი Sad Writer

Uhuu
Ar geckinos magram kvelanairad gavs "katerinas"
Ak ideba am sataurit motxroba
Xo shidzleba me momechvena an ar momchvena magram gansxvavebulad apireb siujetis ganvitarebas.
Gtxov dasackisi kargi magram gagrdzeleba ar miamsgavso ra


არა რა არის საწყენი, მაგრამ სიმართლე გითხრა არ მაქვს კატერინა წაკითხული ზოგადად ისტორია სანამ არ მთავრდება არასდროს არ ვკითხულობ... და კატერინაც არ წამიკითხავს... ეს ისტორია ჩემი სულის ნაწილია და არასდროს ემსგავსება სხვას მადლობა :-*

bibo
ბუსუნა მუსუნა მომეწონა მეოოო კარგობა თავი იყო მარწყვი ველი შემდეგ თავსო ტკბილო ხო ჯერ თავს შევიკავებ კომენტარისგან შემდდგზე უკეთ გავიგებ რა ხდება რა ტრიალებს რა მაფია :დ ხო ეს გაბრიელი და ლილე უშნოდ მომხვდა თვალში ვნახოთ ვნახოთ ატმის ჯემო და ალუჩის კურკავ

მადლობა ჩემი ტკბილო მარწყვუკა :-* იმედია ისეთი საინტერესო გამოვა როგორსაც ვგეგმავ

kata-nia
Dzalian momewona
Chatvale sheni n1 mkitxveli var
Pirvelad wavikitxe sheni namushevari da agfrtovanebuli var♡♡♡

დიდი მადლობა მართლა :-* ძალიან მიყვარხართ

 


№9 სტუმარი lalka

ragac sainteresod chans da tavebs zalian nu daagvianeb gtxovt.

 


№10 სტუმარი ფეფო

კარგად წერ მაგრამ ძალიან გთხოვ გრამატიკულად გამართულად წერო...ტოლჩა,მდივანი და არის კიდევ ბევრი ისეთი სიტყვა რაც ნამდვილად არასწორია...გაითვალისწინე და გამოასწორე ეს ნაკლი შემდეგისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent