შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- blue - ( თავი 3 )


15-11-2016, 12:44
ნანახია 1 620

- დაჩი ამას ჩაეძინა გაიყვანეთ თავის ოთახში რა
დაჩი ადგა და ლუკა გამოაფხიზლა , ოთახში შეიყვანა და მალევე გამოვიდა უკან, ჩვენ ფილმის ყურებას მოვრჩით და დასაძინებლად წავედით.....1 საათი იქნებოდა გასულიი ვერ მოვისვენე და ოთახიდან გამოვედი .
ბუხარი თითქმის სულ ჩამქვრალი იყო რამდებიმე ნაჭერი შეშა ზემოდან დავადე და ცეცხლი ავანთე...
უკან, ნაბიჯების ხმა შემომესმა სწრაფად მივტრიალდი ... ლუკა დავინახე თვალებზე ხელს ისვამდა, რომ დამინახა გაუკვირდა,
- აქ რას აკეთებ ამ შუუაღამეს ???
- ვერ დავიძინე და გამოვედი ოთახიდან, შენ რაღა გინდა აქ ?
- ვერც მე დავიძინე, სიმართლე გითხრა მომშივდა (გაეცინა)
პირველად დავაკვირდი ლუკას ღიმილს, ძალიან მომხიბვლელი და თბილი ღიმილი ჰქონდა (გამეღიმა)
- აჰამ გასაგებია... დღეს ყველაფერი შევჭამეთ რაც გაკეთებული იყო თუ გინდა მოგიმზადებ რამეს
- არა არ მინდა იყოს აი აქ ჩიფსია და კოკა-კოლა სხვა არაფერი მინდა შენც გინდა ?
- მე ფანტა წამომიღე მეტი არფერი მინდა.
- იცოდე მანდ რო მოვალ არ გაჭმევ ჩემს ჩიფსს დროზე მითხარი თუ გინდა
- არმინდა მეთქი არა (გამეცინა) მეთვითონ მოვიტან რაც მინდა დაჯექი შენ
კარადიდან ჩემი საყვარელი წითელი ღვინო გამოვიღე, მივედი და ბუხართან ლუკას გვერდით ჩამოვჯექი
- ოჰო კარგი არჩევანია 1950 წლის ღვინო
- ხო ვიცი მაგ წელს საუკეთესო მოსავალი გვქონდა...
შემომხედა და გაიცინა გაუკვირდა საიდან ვიცოდი ეს ყველაფერი
- მამამ მასწავლა სანამ ავად გახდებოდა მასთან ერთად დავყავდი ხოლმე თითქმის ყოველი წლის ღვინო მაქვს გასინჯული მაგრამ ეს გამორჩეულია
- ეხლა გასაგებია...კარგია იმიტომ რომ მე საერთოდ ვერ ვერკვევი ამ სფეროში
- აჰაჰჰჰ... შენ თუ გეხერხება ხატვის გარდა რამე ?? - სიცილი ამიტყდა
- არა მე უნიჭო ვარ - თქვა ლუკამ და საყვარლად გამიღიმა
- არა ეგ კივიცოდი მაგრამ მაინც გკითხე - კვლავ განვაგრობდი სიცილს
ლუკამ ხელი გადამხვია გაიცინა და შუბლზე მაკოცა
- ამ თმების გაზდას არ აპირებ ??
- რაიყო რას ერჩი ჩემს თმებს ??
- არაფერს მგონი გრძელი უფრო მოგიხდება
- მე ესე მომწონს... მისმინე შეიძლება არ უნდა გეკითხებოდე მაგრამ იმ გოგოზე მომიყვები ადრე რომ გიყვარდა ??
- რაიყო გინდა ცუდ ხასიათზე დამაყენო ?? )(გაიღიმა)
- არა უბრალოდ მინდა ვიცოდე მომიყევი გთხოვ
ლუკამ ჭიქა გამომართვა ღვინო მოსვა და მე შემომხედა
- ჩემზე სამი წლით პატარა იყო, ანანო ერქვა შენსავით , ძალიან ლამაზიი იყო დიდი შავი თვალები ჰქონდა გრძელი ხვეული თმებით და წითელი ტუჩები ჩემი პატარა ანგელოზი იყო... შეიძლება მასსავით აწინ აღარავინ შემიყვარდეს, ძალიან მენატრება ძალიან...
ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა ლუკას, მაგრამ სწრაფად ხელით გაიმშრალა და თხრობა განაგრძო
- იცი შენში ყველაზე მეტად რა მომწონს ??
- არა არ ვიცი
- შენ მას ძალიან გავხარ... ზუსტად ანანოს მზგავსი სიცილი და გამოხედვა გაქვს, შენ მის თავს მახსენებ
- ვერ გეტყვი მესმის შენითქო რადგან არასდროს მყვარებია მაგრამ დარწმუნებული ვარ ისევ შეგიყვარდება ვინმე... გუული არ გაიტეხო ძალიან კარგი ბიჭი ხარ მარტო არ დარჩები ვიცი
გაიცინა ხელი გადამხვია და მხარზე თავი დავადე
- აბა შემდეგი გამოფენა როდის მოვაწყოთ ?
- ჯერ ნახატები მზად არ მაქვს რამდენიმე კვირაში მზად ვიქნები გამოფენისთვის, ,თან აქაც მაქვს წამოღებული მასალები და დავხატავ
- არ გინდა მე დამხატო ?? (გაიცინა)
- არაა შენ ზედმეტად რთული შემთხვევა ხარ ვერ დაგხატავ
- კარგი მე დაგხატავ მაშინ
- კარგი წარმატებებს გისუურვებ (გამეცინა)
- იცი მალე ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩამოდის აქ, გიორგი ქვია
- ვა მართლა ?? მაგარია მერე
- ხო ხვალ ვეტყვი დანარჩენებს ორ დღეში ჩამოვა საქართველოში და აქაც ამოვა სავარაუდოდ
- ვა კარგია ძალიან...
- ძალიან კარგი ბიჭია სხვათა შორის შენი ტიპაჟია ზუსტად..
- აჰააჰ ჩემი ტიპაჟი როგორ გავიგო ?? როგორია ??
- მაღალია შავგრემანია ღია თაფლისფერი თვალები კურნოსა ცხვირიაქვს და თან კალათბურთელია გიტარაზეც მაგრად უკრავს თან კარგად მღერის... იტოკში მაგარი ტიპია რა
- აუჰჰ უკვე შემიყვარდა (გამეცინა)
მართლა დამაინტერესა გიორგიმ, მისი გაცნობა ძალიან მომინდა
მე და ლუკამ ბევრი ვისაუბრეთ, თითქმის მთელი ღამე ვლაპარაკობდით, ბევრი ვიცინეთ.... დილიდან ხატვას შევუდექით ორივე ერთ ოთახში ვხატავდით, მეორე სართულზე მოვაწყვეთ ოთახი, დიდი დარაბები ჰქონდა ოთახს... დილით ადრე ვდგებოდით დარაბებს ვაღებდით და მზის ჩასვლას ვხატავდით... თან ბევრს ვლაპარაკობდით ... ერთმანეთს აზრებს და იდეებს ვუზიარებდით და ხატვაში ვეხმარებოდით, ორმა დღემ მალე გაირბინა არ მოგატყუებთ და ამ ორ დღეში მე და ლუკა ძალიან დავახლოვდით...და აი გიორგიც ჩამოვიდა ლუკა ქვემოთ დახვდა მე აივანზე ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი მანქანიდან რომ გადმოვიდა მაგ დროს დავინახე, გიტარა ჰქონდა მხარზე მოკიდებული და ხელში ჩანთა ეჭირა სახლში შემოვიდნენ მე თავი არც შემიწუხებია ქვემოთ ჩასასვლელად, პირიქით, წინ სახატავი დაფა დავიდე და ხატვას შევუდექი, ცოტა ხანში ზევით ლუკა ამოვიდა
- ანკ გიო ჩამოვიდა წამო გაგაცნობ
- აუ მეზარებაა ქვემოთ ჩამოსვლააა შენს თავს გეფიცები
- მორჩი ეხლა ხატვასსს თორე გული წამივაა
დაფა გამომართვა ხელიდან და კალთაში ჩამიჯდა
- ლუკა ადექი რასაკეთებ მძიმე ხარ
- არა მეზარება ადგომა არ ავდგები (იცინის)
- კარგი ხო ჩამოვალ ქვემოთ ჩამოვალ ადექი ოღონდ გთხოვვ
- არა ისე კომფორტულად ვზივარ, რატო უნდა ავდგე ( გაიცინა)
- ლუკა გთხოოვვ
ამ დროს ზემოთ ვიღაც უცხო ბიჭი ამოვიდა გიორგი იყო როგორც მივხვდი ამ დროს ლუკაც ადგა და გიორგი გამაცნო
- ანკა ეს გიორგია გაიცანი , გიორგი ეს ანკაა
გიორგიმ ხელი ჩამომართვა
- მგონი ხელი შეგიშალეთ - გაეღიმა გიორგის
- არა რა სისულელეა ხელი არ შეგიშლია ლუკა უბრალოდ ცდილობდა ... - აშკარად დავიბენი , მოკლედ არაფერი რა - გიორგიმ სიცილისგან თავი ვერ შეიკავა
ლუკა - წამოდით დაბლა ჩავიდეთ
- მე ხატვას დავასრულებ და ჩამოვალ თქვენ ჩადით
- ანკა ეხლა წამოხვალ თუუ (გაიცინა)
- არა კარგი მოვდივარ (გამეცინა)
გიორგი გაკვირვებილი გვიყურებდა...ყველანი დაბლა ჩავედით, ვისადილეთ და შემდეგ ყველა ერთად, სასეირნოდ წავედით, ლუკა ჩემს გვერდით მოდიოდა ალბად 1000 ფოტო მაინც გადავიღეთ ერთად
დიდი ხანი ვისეირნეთ, მაგრამ მე ყველაზე ადრე წამოვედი, მომწყინდა ამდენი სიარული და სახლში დავბრუნდი. ბუხარში ცეცხლი დავანთე თითქმის 8 საათი ხდებოდა ამ დროს გიორგი შემოვიდა სახლში
- ისინი სად არიან გიორგი??
- თავისი ნაცნობი შეხვდათ და მასთან წავიდნენ სახლში , გვიან მოვლენ ალბად
- გასაგებია...ეხლა ვახშმის გაკეთებას ვაპირებდი მომშივდა , გშია შენ??
- კი მე ძალიან გემრიელ სპაგეტს ვაკეთებ თუგინდა დღეს მე გავაკეთებ საჭმელს
- სამზარეულო შენთვის დამითმია (გავიცინე)
მე ბუუხართან მოვკალათდი და წიგნი გადავშალე
- რას კითხულობ ??
- ნიკოლას სპარსკის წიგნია დღიური ქვია
- სპარსკი ძალიან კარგი მწერალია მისი რომანები ბევრჯერ მაქვს წაკითხული
გამიკვირდა ბიჭისგან ასეთი სიტყვები... ცოტათი მესიამოვნა კიდეც.. კითხვა განვაგრძე
ვივახშმეთ , შემდეგ ბუხართან დავჯექით და ვსაუბრობდით
- შენ და ლუკა დიდი ხანია ერთად ხართ ??
გამეცინა მეგონა მეხუმრებოდა მაგრამ სერიოზული სახე რომ მიიღო მერე მართლა გამიკვირდა
-არა რა სისულელეა მე და ლუკა უბრალოდ მეგობრები ვართ
გიორგიმ უკან გაიხედა და ლუკა დაინახა
- ლუკა უკვე მოხვედი ??
- ხელი ხო არ შეგიშალეთ
- არა ვსაუბრობდით უბრალოდ... ლუკა ახლოს მოვიდა ჩემთან ,თითქოს გაბრაზებული თვალებით იყურებოდა
გიორგი ოთახიდან გავიდა მიხვდა რომ ლუკას სალაპარაკო ჰქონდა
- ლუკა ეგრე რატომ მიყურებ რა მოხდა??
- ეხლა რაც თქვი ეგ სიამრთლეა ??
- რა ვთქვი ეხლა
- შენი აზრით ჩვენ მხოლოდ მეგობრებ ვართ და მეტი არაფერიი ??
- რა ეს ასე არ არის ??
- ასეთი დებილი ხარ თუუუ ვერ გავიგე ეხლა რას აკეთებ
ხმას აუწია და უხეშად მელაპარაკებოდა
- ვინ მოგცა ამის უფლება, რომ ასეთი ტონით მელაპარაკები ??!!
- მართლა ვერ ხვდები შენს მიმართ რას ვგრძნობ ?? ამას თუ ვერ ამჩნევ მართლა სულელი ყოფილხარ!!!
- რას უნდა ვამჩნევდე ვერ ვხვდები
- ლუკამ უკან დაიხია და თავის ოთახში შევიდა კარები ჩაკეტა
გიორგიც შემოვიდა ოთახში სავარძელზე ჩამოვჯექი და იმის გაცნობიერება დავიწყე ლუკამ რაც მითხრა
- ანკა მართლა ვერ ხვდები ლუკა რის თქმას სცდილობს ??
- ვერა გიო ვერა რა უნდა ვერ ვხვდებიი და რასაც ვფიქრობ ეგ არამგონია სწორი იყოს ... რას მერჩის ვერ გავიგე
- მისმინე ანკა... როგორც ვხვდები ლუკას შენ ძალიან მოსწონხარ, თორემ ესე არ მოიქცეოდა... კარგად ვიცნობ დამიეჯრე, რომ ეგრეა...ეხლა ადეექი და შედი მის ოთახში დაელაპარაკე როგორც ვხვდები არც შენ ხარ გულგრილი მის მიმართ
- ეხლა ვერ შევალ გაბრაზებულია
- არა ზუსტად ეხლა უნდა შეხვიდე
ლუკას ოთახთან მივედი და კარებზე დავაკაკუნე ლუკამ გამიღო მაგრამ არც შემომხედა ისე მივიდა საწოლთან და წამოწვა... მეც საწოლზე ჩამოვჯექი
- ლუკა შეგიძლია წესიერად ამიხსნა რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ მისაღებში ??
- აუ ანკა არვარ ღადავის ხასიათზე გადი რა ოთახიდან
გული საშინლად შემიწუხდა ლუკასგან ეს სიტყვები რომ მოვისმინე ადგილს ვერ ვპოულობდი ისე ცუდად გავხდი
სიტყვა არ მითქვია ოთახიდან ისე გამოვედი ჩემს ოთახში ავედი და წამოვწექი ლუკას სიტყვებზე დავიწყე ფიქრი, ჯერ ეს რატომ მითხრა თითქოს ჩემს მიმართ რაღაცას გრძნობდა და შემდეგ ოთახიდან გამომაგდო გული საშინლად მეტკინა ცრემლებიც კი წამომცვივდა თვალებიდან ..
ლუკაც მიხვდა თავის დანაშაულს, ზემოთ ამოვიდა და ჩემს ოთახში შემოვიდა გვერდით დამიჯდა საწოლზე , არც კი შემიხედია ლუკასთვის
- ან ბოდიში რა ძალიან განერვიულებული ვიყავი არ მინდოდა შენთვის მეწყენინებინა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე
არაფერი არ მითქვია ლუკასთვის
- დამელაპარაკე გთხოვ რა ასე მეც ცუდად გავხდები, არ შემიძლია ასეთს გიყურო
ლუკას სიტყვებმა კიდევ უფრო გამაბრაზა
- ასეთ მდგომარეობაში შენ ჩაამაგდე და ეხლა მეუბნები არ შემიძლია ასეთს გიყუროო ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან
- არიცი რა მინდა ?
- არა არ ვიცი
- ჩემთან მინდა იყო... ოთახში რომ შემოვედი და გავიგონე რაც თქვი ძალიან გავბრაზდი თან გიოს გვერდით რომ დაგინახე ვიეჭვიანე
- როგორ ფიქრობ შენ გაქვს იმის უფლება რომ ჩემზე იეჭვიანო ??
- (გაიცინა) ხო მართალიხარ მე არ მაქვს უფლება რო ვიეჭიანო არც იმის უფლება მაქვს რომ შენზე ვიზრუნო და იმის ხომ მითუმეტეს რომ მიყვარდე
გადმოვბრუნდი და ლუკას შევხედე
- გიყვარდე ?? ეს როგორ გავიგო ?? გიყვარვარ ?
- არა მე არ მაქვს მაგის უფლება როგორც შენ მითხარი
- მე ის არ მითქვამს რომ სიყვარულის უფლება არ გაქვსთქო
- რომც მიყავრდე რა აზრი აქვს, შენ მაინც გიორგი მოგწონს, როგორც ვხედავ
- (გამეცინა) საიდან მოიტანე , რომ გიორგი მომწონს ??
წამოვდექი
- ლუკა მისმინეე მე შენ არ მიყავრხარ მაგრამ შენათან თავს კარგად ვგრძნობ არვიცი სამომავლოდ რა იქნება მაგრამ ამეტაბზე შეიძლება ითქვას რომ მომწონხარ...
- მართლა ??
- ხო მართლა დამიჯერე რომ ძალიან რთულია ამის თქმა ჩემთვის, იმიტომ, რომ პირველი ხარ ვისაც ვეუბნები ,მაგრამ მართლა მინდა შენთან ყოფნა
ლუკას თვალები სიხარულით აევსო ისე ძლიერად ჩამიხუტა, ალბად არც არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი ჩახუტება ...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო ძაან.მგონი გიორგი რომ არ გამოჩენილიყო,არც გამოუტყდებოდნენ ერთმანეთს.
--------------------
ლანა

 


La-Na
კარგი იყო ძაან.მგონი გიორგი რომ არ გამოჩენილიყო,არც გამოუტყდებოდნენ ერთმანეთს.

ბოთეები არიან :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent