"იმედი ყველაზე ბოლოს კვდება..."
დილა ჩვეულებრივად დაიწყო წავედი უნივერსიტეტში ვზივარ აუდიტორიაში და ვუსმენ დავითის ლექციებს. ოხ როგორ მეზიზღება ეს კაცი! ბავშვებს საოცრად ამცირებს თუმდაც იმის გამოც კი უჩხუბია რომ ძირს კალამი დავარდნოდეთ! ბავშვებს მატერიალური მდგომარეობის მიხედვითაც კი აყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ მისი მსხვერპლი არასდროს არ გავმხდარვარ მატერიალური მდგომარეობა კარგი მაქვს და კალამსაც არ ვაგდებ ძირს! არ მესმის როგორ უნდა შეაფასო ადამიანი მატერიალური მდგომარეობის მიხედვით მეზიზღება ეს ადამიანი . მომინდომა კაცმა ლექტორობა რა დავითი , დავითი და ჯანდაბა !!!! მე საუკეთესო ვარ სწავლის მხრივ მეტიც არცერთ საგანში არ მყავს დაბალი შეფასება დაბალი კიარა ყველაში ყველაზე მაღალი რა ნიშანიცაა ის მყავს . ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვსწავლობ იურიდიულის ფაკულტეტზე. დედა და მამა პატარა რომ ვიყავი მაშინ გარდაიცვალნენ ავარიაში დეიდასთან და ბიძასთან ვცხოვრობ. ახლა კი გაგეცნობით მე ვარ ნენე. 20 წლის ვარ და ძალიან ჭკვიანი ვარ, მაგრამ ხალხს ჭკვიანი ადამიანები ლამაზები არ გონიათ თუმცა მე ამ სტერეოტიპს ვამსხვრევ რადგან ულამაზესი ვარ ყველანაირი თავის ქების გარეშე ვიტყვი . მე მაქვს: მუქი დიდი ულამაზესი ზღვისფერი თვალები, ქერა გრძელი და ძალიან ლამაზი ხვეული თმა, ვარ მაღალი, კურნოსა ცხვირი, დიდი დიდი ლამაზი ტუჩები ყველანაირი გადიდების გარეშე ყველაფერი ბუნებრივი მაქვს. მოკლედ უნაკლო ვარ ვერავინ ვერ პოულობს ნაკლს ჩემში როგორც გარეგნულად ისე შინაგანად რადგან საოცარი ხასითების ადამიანი ვარ ამითაც კი შურთ გოგონებს ჩემი. უნივერსიტეტში ყველაზე ლამაზი გოგო ვარ მოკლედ და ამას ბიჭებიც ხვდებიან სულ ტვინს მიჭამენ როდის მეყოლება შეყვარებული რომ თავი დამანებონ. ხო შეყვარებული არ მყავს რადგან არავინ არ მომწონებია არასდროს სიყვარულზე კი ლაპარაკიც კი ზედმეტია!!! ახლა კი გავაგრძელებ თხრობას; დავითის ლანძღვაში ვიყავი გართული ვიღაც ბიჭი რომ შემოვიდა: -შეიძლება? -შენ ნიკა ხარ? -კი -შემოდი გენაცვალე შემოდი როგორც ჩანს ეს ბიჭი ვინმე ძალიან ცნობილი ან მდიდარი უნდა ყოფილიყო რადგან დავითი თბილად ესაუბრება. ნიკას აქვს:მუქი მწვანე თვალები,კურნოსა ცხვირი,მაღალია, სასიამოვნოდ დაკუნთული. მმმმ გამოვშტერდი ბიჭი ხო არასდროს მომწონებია. ნიკამ ადგილი ჩემს გვერდით გამონახა. გაგიკვირდებათ თუ ასეთი ლამაზია რატომ ზის მარტოო, მაგრამ უბრალოდ როგორც ვთქვი ბიჭებს თავიდან ვიშორებ. ყველა გაკვირვებული მიყურებდა თავიდან როგორ არ იშორებსო, მე კი ამაზე ჩამეცინა ნუთუ ასეთი გასაკვირი რამ გავაკეთე? ზარის ხმა როგორც კი გავიგე ფიქრებიდან გამოვედი ჩემი დაქალი ანა მოდიოდა ჩემსკენ: -გოგო დეიდაშენს უთხარი და წამო რა ყავა დავლიოთ სადმეეე-ხმამაღლა მოუვიდა ანას იმდონეზე მაინც რო ნიკას გაეგონა -დეიდაჩემს აღარ ვეუბნები უკვე ანაჩკა გავიზარდე-გავუღიმე -კაი მაშინ წამო რაა ძალიან მინდა ჩიზქეიქი -წამო კაფეში შევედით და როგორც კი დავჯექი ცოტახანში უკვე ყველას ყურადღება ჩვენსკენ იყო რადგან ანაც ულამაზესია:მუქი ცისფერი თვალები, შავი სწორი თმები მოკლედ ძალიან ლამაზია. ხოდა ესეთი ლამაზი გოგოები რომ დაგვინახეს გამოშტერდენენ.ზუსტად ამ გამოშტერების დროს შემოვიდა ნიკა ვიღაც სიმპათიურ ბიჭთან ერთად. ეგრევე ჩვენ შემოგვხედა რადგან ყველა აქეთ იყურებოდა და უცნაურად ჩატეხა ტუჩის კუთხე რა მაგარი ბიჭია ასეთი რამ ჯერ არ მომსვლია რა მჭირსსს!!!! ჩვენსკენ წამოვიდნენ გულმა მუშტების რტყმა დამიწყო . მოვიდნენ: -შეიძლება დავჯდეთ? -დაჯექით- სასიამოვნოდ გავუღიმე ის ბიჭი მაშინვე ანოს მიუბრუნდა ნიკა კი ჩემსკენ შემობრუნდა: -რა გქვია? -ნენე -შენ არ გაინტერესებს ჩემი სახელი -ვიცი -გაიკითხე?-გაიცინა და გამომაშტერა თუმცა მალე მოვეგე გონს: -არამკითხე მოამბე ლექტორმა დავითმა თქვა -ხო დავითი ნამდვილად არამკითხე მოამბეა-კიდევ გაიცინა ნიკამ -პირველივე დღეს მიხვდი მაგას? -მაქამდეც ვიცნობდი -გასაგებია ანომ დამიძახა იქიდან იმ ბიჭს ანიშნა გაიწიეო: -ნენე მე მივდივარ -სად მიდიხარ? -გიორგისთან ერთად მივდივარ რა -ვინააა გიორგი? -ვაიმე - ხო კაი კაი-გავიცინე ცოტა ნერვიულად გავიდნენ სიცილ-კისკისით და ანომ ბიჭები დატოვა პირდაღებულები, მაგრამ ეს ცოტახნით ორ წუთში მე მომიბრუნდნენ . -ღმერთო ჩემო-ჩავიჩურჩულე ჩემთვის, მაგრამ ამ ვაჟბატონის ყურს რას გამოაპარებ ასე ვიჯექით ვლაპარაკობდით ერთმანეთს უკეთ ვეცნობოდით და ამ ერთმანეთის გაცნობაში დრო ძალიან სწრაფად გავიდა. საათს რომ დავხედე კინაღამ გავგიჟდი პირველი საათი იყო -უიმე რომელი საათიაა -მერე რა დაიკიდე -დაიკიდე ადვილი სათქმელია შენ კი არ მოგიწევს სამ საათიანი ნინოს ლექციების მოსმენა -ნინო დედაშენია? -დეიდაჩემი -და დეიდაშენი რატომ გიკითხავს ლექციებს დედაშენის მაგივრად? -დედაჩემი ცოცხალი აღარაა. აუ წავიდეთ რა -კარგი გავედით და კი არ ვიცოდი ამ ვაჟბატონს მანქანა თუ ყოლია. -ჩაჯექი მე გაგიყვან უხმოდ ჩავჯექი ფეხით სიარულის არც თავი მქონდა და არც იმ სულელი ბიჭების ნერვები ყოველდღე უბანში რომ სულელურ კომპლიმენტებს მესროდნენ ეხლა ნახონ ნიკასთან ერთად რომ მივალ და ეგონოთ ჩემი შეყვარებული რაღა ვქნა. მივედით ამ ფიქრებში.ნიკამ დაინახა როგორები მელოდებოდნენ ბიჭები და მითხრა: -გინდა გადმოგყვე ცოტახანი ვიფიქრე და მერე ვუპასუხე ბიჭების პირდაღებული მზერა რომ დავინახე: -კარგი იქნება-გავუღიმე თბილად ნიკა გადმოვიდა მანქანიდან კარები გამიღო ქურთუკი რომელიც იგით დავდე შემომაცვა ბიჭების თვალწინ მე კი გაკვირვებული ვუყურებდი ნიკას ასეთ საქციელს ნამდვილად არ მეგონა ისეთი ბიჭი გოგოს რომ თმებს უწნიან და უშრობენ ხოლმე თუმცა მასეთ რამეებზე ვგიჟდები სწორედ ამიტომ არ მყოლია შეყვარებული რომ ძველი ბიჭები მეზიზღება: -გინდა ისეთი რამე გავაკეთო რომ სამუდამოდ ვეღარ გაგცენ ხმა? -გააჩნია რის გაკეთებას აპირებ ნიკა ახლოს მოიწია ისე ახლოს რომ მის სუნთქვას ჩემს ტუჩებზე ვგრძნობდი და ძალიან სასიამოვნოდ მაკოცა ტუჩებში გამოვარდნენ მეზობლები ფანჯრებთან მეც ეს რომ დავინახე ამით გაგულისებულმა ხელი მოვხვიე ნიკას და კიდევ უფრო მაგრად მივიკარი ბოლოს დავემშვიდობე და სახლში შევედი. ეს იმიტომ ვქენი რომ მეზიზღება ჭორიკანა მეზობლები და არ მაინტერესებს მათი აზრი იჭორავებენ ჩემზე? იჭორავონ მე არავის თავის ბოროტ გულს არ გავახარებინებ ეს ნამდვილად ვიცი! -ნენე მოხვედი ? -კი ნინო მოვედი და ოთახში ავალ -რომელი საათია იცი შენ? -კი ზუსტად ორის ნახევარია -მერე სად ხარ აქამდე? -ჩემს კურსელ ნიკასთან ერთად ვიყავი ყავის დასალევად. არც დეიდაჩემს აინტერესებდა სხვისი აზრი ამიტომ გამიღიმა და მეც ავარდი ჩემს ოთახში: -ეს ბიჭი!! ეს ბიჭი...ის...მან...მან მე მაკოცა და ეს საოცარი გრძნობა იყო. თან მეზობლების შურიანი და ბოროტი სახე აი ისეთი რომ იტყვიან მალე ყველა გაიგებსო აი ამ სახეს ვიხსენებდი და სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა . სოციალურ ქსელში ფეისბუქში შევედი და ვნახე რომ ვიღაცას ჩემი დამატება უნდოდა რაც ჩვეულებრივი ამბავია როგორც გითხარით ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. ხოდა როგორცკი გავხსენი ვნახე რომ ეს ნიკა იყო. რათქმაუნდა დავამატე. დასაწოლად მზად ვიყავი და ნიკაზე ვფიქრობდი როდესაც მესენჯერის ხმა გაისმა. ვიფიქრე ეს რომელიმე თაყვანისმცემელია მეთქი მაგრამ მე რის ნენე ვიყავი რომ არ მენახა ვინ იყო ხოდა ვნახე და ნიკამ მომწერა. დაფეთებული წამოვხტი და გავხსენი მოწერილი: -აბა გახეთქე მეზობლები შურისგან?-როდესაც ნიკა ამას წერდა ყურებამდე იღიმოდა -უჰ კაი ხანი აღარც ის ბიჭები დაიწყებენ უაზრო ლაპარაკს და არც მეზობლები ჩამთვლიან პატიოსან გოგოდ -ასე თუა მაშინ ხვალაც გაკოცებ მათ დასანახავად გინდა?და სიცილის სმაილები-ნიკა ხუმრობდა -დავფიქრდები.დამელოდე ცოტახანში გადავწყვიტე და პასუხი გავეცი: -მინდა. ნიკას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა: -გინდა ხვალაც მე წამოგიყვან უნივერსიტეტში ამაზეც დავფიქრდი და გავეცი პასუხი რომელსაც ნიკა ნატრობდა: -მინდა..... გთავაზობთ მოთხრობას არაამქვეყნიურად ლამაზ გოგოზე და არაამქვეყნიურად სიმპათიურ ბიჭზე რომლებიც ძალიან მაგარი პერსონაჟები იქნებიან. არასოდეს მესმოდა ამ საიტზე რა მოთხრობებსაც დებდნენ მთავარი გმირი გოგონები რატომ არასოდეს ხასიათდებოდნენ ლამაზად, მაგრამ ჩემი შექმნილი პერსონაჟი გოგონები იქნებიან ულამაზესები ყოველთვის და იმის მიუხედავად თუ როგორ მოინდომებთ მოთხრობის განვითარებას თქვენ მე მაინც ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით განვახორციელებ მას :* პ.ს.პ ეს მოთხრობა გამორჩეული იქნება აქ დადებული სხვა მოთხრობებისაგან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.