შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- blue - ( თავი 4 )


16-11-2016, 22:24
ნანახია 1 529

ერთი წლის შემდეგ...
მე და ლუკა ერთად გადავედით საცხოვრებლად, დედაჩემი და ჩემი და-ძმები, კერძო სახლში გადავიყვანე სცხოვრებლად. ყოველ მეორე თვეს, მე და ლუკა გამოფენას ვაწყობდით, ჩვენი ნახატები ყოველთვის იყიდებოდა, ყველა აღნიშნავდა იმას, რომ თითოეულ მათგანში ჩანდა, რომ მთელი გულით იყო შესრულებული. მე და ლუკა ერთად ორი თვის წინ გადავედით, ჩვენი მეგობრები ყოველ საგამოს ვიკრიბებოდით და დღის ახალ ამბებს ვუზიარებდით ერთმანეთს..ერთ ჩვეულებრივ დილას მაღაზიაში პროდუქრების საყიდლად წავედი ,უკან დაბრუნებისას ჩანთებით ხელში სადარბაზოში შევედი, სარდაფიდან რაღაც ხმა გამოდიოდა, თითქოს კატა იყო ჩაკეტილიო, ძალიან შემეშინდა, სახლში ავედი, ლუკა ჩამოვიყვანე და ვუთხარი რომ ქვემოდან რაღაც ხმა მომესმათქო, ფანარი ავიღეთ და დაბლა ჩავედით, კარები ღია იყო, ლუკამ ფანარი შიგნით შეანათა და შუაგულში პატარა ბავშვი დავინახეთ, ყუთში იყო ჩასმული, მაშინვე მასთან მივედი და ხელში ავიყვანე, გაყინული იყო, ტიროდა, სულ კანკალებდა, ტუჩებზე ლურჯი ფერი მოსდებოდა, გარეთ გამოვედით და საავადმყოფოში წავიყვანეთ, სავადმყოფო ახლოს იყო ჩვენთან, რამდენიმე წუთში, მივედით, ჩვენ პალატაში არ შეგვიშვეს რადგან ოჯახის წევრები არ ვიყავით.
ექიმი გარეთ გამოვიდა,
ლუკა - ექიმო რა ხდება როგორ არის ბავშვი
ექიმს სახეზე ფერი არ ედო
- არვიცით აგდარჩება თუ არა, ბავშვი ჯერ 3 თვის არ იქნება, მაღალი სიცხე აქვს, ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია... ჩემს კაბინეტში შევიდეთ ვისაუბროთ
ექიმმა თავის ოთახთან მიგვიყვანა, სავარძელზე დავჯექით და სმენად ვიქეცით
- ეხლა დაწვრილებით მომიყევით ბავშვი რა მდგომარეობაში იპოვეთ- თქვა ექიმმა
- სარდაფიდან ხმა გავიგონეთ, რომ ჩავედით ბავშვი ვიპოვეთ და მაშინვე აქ წამოვიყვანეთ
- ექიმო გადარჩება ??
- არვიცი ჯერ-ჯერობით აქ უნდა დარჩეს, სხვა არაფერი ვიცი
გარეთ გამოვედით
- ანკა, ეხლა რავქნათ?
ლუკას ჩავეხუტე
-არვიცი ლუკა არა
- მთავარია გადარჩეს
- ხო მაგრამ, რომ გადარჩეს მერე რა მოუწევს, სად წაიყვანენ პატრონი მაგას არ ყავს და არაფერი
- მიხედავენ ან ბავშვთა სახლში წაიყვანენ ან ვინმე იშვილებს
- ჩვენ რომ ვიშვილოთ ?
ლუკას ფერი დაეკარგა მეც არ ვიცი ეს როგორ წამომცდა
- ანკა ხოარ გაგიჯდი ჩვენ როგორ მოვუვლით, სახლში თითქმის არ ვართ თან სულ ორი თვეა რაც ერთად გადავედით
- კარგი რა გთხოოვ რა მოხდება ცოტახნით დავიტოვოთ რა სანამ კარგ სახლს არ უპოვიან
- ან დარწმუნებული ხარ რომ მის მოვლას შევძლებთ ?
- გთხოვ მინდა ეგ პატარა, ძალიან მინდა
- კარგი ხო, კარგი ჯერ გამოჯანმრთელდეს და მერე გავარკვიოთ შეიძლება თუ არა მისი დროებით შვილება
- ძალიან მიყვარხარ - შევყვირე და პატარა ბავშვივით ტაში შემოვკარი
-მეც პატარავ მეც
ჩვენს მეგობრებს მოვუყევით ეს ამბავი, თითქმის ყველამ, გვითხრა რომ ბავშვი უნდა დაგვეტოვებინა, მაგრამ მაინც ძალიან შეშინებულები ვიყავით , პატარა ბავშვზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ დაგვეკისრებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ და დავიტოვეთ ბავშვი.
რამდენიმე კვირა სულ საავადმყოფოში ვიყავით, ყველაფერი გავარკვიეთ და მოვაგვარეთ, შვილად აყვანის საქმე, 3 კვირაში, გამოწერეს პატარა, სახელიც შევურჩიეთ და ბავშვს ლიზი დავარქვით, სახლში წამოვიყვანეთ, ლუკამ ოთახიც კი მოუწყო ლიზიკოს, ყველაფერი ვიყიდეთ რაც ლიზიკოსთვის საჭირო იყო, მე რადგან არაფერი გამეგებოდა ბავშვის მოვლის , დედაჩემი მოდიოდა ჩემთან და მეხმარებოდა , მასწავლიდა ყველაფერს, ორმა კვირამ წყნარად გაიარა მაგრამ ლუკას ხასიათი არ მომწონდა ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა, თანდათან ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ვეღაარ უძლებდა ოჯახურ ცხოვრებას ამ ყველაფრიდან ერთ კვირაში მწარედ ვიჩხუბეთ, მაგრამ ამ ჩხუბის მიზეზი დღემდე არ ვიცი, კიდევ კარგი იმ დღეს ლიზიკო სახლშია რ იყო და დედაჩემს ყავდა წაყვანილი, ყველაფერი დაამტვრია სახლში, ლუკა ასეთი გაბრაზებული და გამწარებული პირველად ვნახე, ამ ჩხუბის მერე რა მოხდა ? არც არაფერი...ქურთუკი მოიცვა და კარები გაიჯახუნა, მას მერე აღარც მინახავს, ისეთ დეპრესიაში ვიყავი ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, ერთადერთი ლიზიკო იყო, რომელსაც ვიკარებდი, არვიცი თითქოს, ქუჩებმა, ხალხმა, ჩემმა მეგობრებმა, ყველაფერმა აზრი დაკარგა, ფერების აღგქმაც დავკარგე , ვერაფერს ვეღარ ვხატავდი, ტელეფონზე ზარი არ წყდებოდა, ყოველ წამს ვიღაც მირაკავდა, მაგრამ ტელეფონსაც არ ვპასუხობდი
1-2-3-4 თვე, ისე გავიდა ვერც შევამჩნიე, ერთ საღამოს ლიზიკოს ტირილმა გამაღვიძა, ... მერე ვეღარ დავიძინე, ხალათი მოვიცვი და მისაღებ ოთახში გამოვედი, კედელზე ჩამოკიდებული, ჩემი და ლუკას ფოტო მომეჩხირა თვალში, ცრემლები ვერ შევიკავე, ფოტო ჩავიხუტე, შემდეგ ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, ცრემლები , რომ მოვიწმინდე ფოტო კედელს ვესროლე გამწარებულმა, ტელეფონი ავიღე და მარიამს დავურეკე, ამდენი ხნის მერე პირველად, გავბედე , რომ საშველად ვინმესთვის დამეძახა, რამდენიმე ზარის შემდეგ მარიამმა მიპასუხა, ჩემი ატირებული ხმა, რომ გაიგონა მაშინვე ჩემთან წამოვიდ,ა თითქმის 15 წუთში კარებზე ზარის ხმა გაისმა, კარები გავაღე და მარიამი დავინახე, მაშინვე გამოიქცა და ჩამეხუტა, გული გამითბა , რომ ვიგრძენი სრულიად მარტო არ ვყოფილვარ, თურმე 10 წუთი ჩახუტებული ვყავდი, შიგნით, რომ შემოვიდა სავარძელზე დავსხედით
- ანკაა... ამდენი ხანი გავიდა და კიდე ასე ცუდად ხარ ?
- აღარ შემიძლია მეტი მარიამ ცუდად ვარ
- ნეტა აქამდე გამებედა და მოვსულიყავი შენთან
- ლუკა არ გამოჩენილა ? არ შეგხმიანებიათ ?
- არა ლუკა მის ოჯახსაც არ უნახავს, საზღვარგარეთ წავიდაო გავიგე... გთხოვ ლუკაზე ნუღარ ფიქრობ შეიძლება ლუკა არა, მაგრამ შენი ოჯახი და ჩვენ შენთან ვართ და არ მოგცემთ ასე ცუდად ყოფნის უფლებას
- გთხოვ არ წახვიდე რა მარტო დარჩენა აღარ მინდა
- არა აქ ვიქნები შენთან, არსად არ წავალ (ჩამეხუტა) - ლიზიკო როგორ არის ?
- კარგად ეხლა დავაძინე მისმა ტირილმა გამაღვიძა, კიდევ კარგი ლიზიკო მაინც მყავს, თორემ არ ვიცი გავგიჟდებოდი , ამ დროის განმავლობაში
- ნეტა მალე გაიღვიძოს, ერთი სული მაქ მოვეფერო, იმდენი ხანია არ მინახია...
- გაიღვიძებს დილით
- სახლში რამე საჭმელი არ გაქ ? მშია
- მეც მაგრამ ორი კვირაა გარეთ არ გავსულვარ ლიზიკოს საჭმელის გარდა არაფერია სახლში
- კაი მოიცადე მე ვიცი ეხლა შენ რაც გიშველის
მარიამმა ესემესი გააგზავნა
- ვის მიწერე ?
- მოიცადე ცოტახანი და გაიგებ
20 წუთში კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, კარები გავაღე და ჩვენი ბავშვები დამხვდა, დაჩის მტელი ყუთი სასმელი ეჭირა, პირველი ეგ შემოფრინდა სახლში, როგორც ყოველთვის ყველა ჩვენი მეგობარი აქ იყო, სახლი გაივსო ტკბილეულობებით და საჭმელით პიცის ცარიელი ყუთები მთელ ოთახში მიმოფანტულიყო , პირველად გამეღიმა ამ დროის განმავლობაში, გათენებამდე ვსვამდით, ბიჭებმა სადაც კი ლუკას ნახატი ან რაიმე მისი ნივთი იყო ერთ დიდ ყუთში ჩაყარეს და ნაგავში გადაყარეს. ამასობაში ლიზიკომაც გაიღვიძა, გიორგი შევიდა ოთახში და გამოიყვან,ა ჩემს გარდა თითქმის არავის ეკარებოდა, მაგრამ გიორგისთან წყნარად იყო და იცინოდა კიდეც
ესიყო ერთადერთი მომენტი როცა ვიგრძენი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ
"მე მარტო არ ვიყავი"
წვიმიანი საღამო იყო .. გარეთ გასეირნება მომინდა .. ლიზიკოს უკვე ეძინა ... საქმეც აღარაფერი მქონდა გარეთ გავედი და წვიმიან ქუჩებს გავუყევი ..
ღამის 4 საათი იყო , თბილისის ქუჩები დაცარიელებულიყო ისეთმა სიწყნარემ დაისადგურა, უცებ შემეშინდა კიდეც და ნაბიჯს ავუჩქარე და ამ დროს ლუკა გამახსენდა...ეხლა, რომ ჩემთან ყოფილიყო ხომ არაფრის შემეშინდებოდა
!! მენატრებოდა ის ლამაზი წუთები ერთად, რომ ვიყავით თითეული მისი სიტყვა დღემდე მახსოვდა
მახსოვს მისი უძირო თვალები სიყვარულით, რომ მიცქერდნენ და უსიტყვოდ მიხსნიდნენ სიყვარულს ...
ფიქრებში ვიყავი ჩაძირული ვერც კი ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა უცნობი ბიჭი ..
უცებ იმ ბიჭი ხმა გავიგოე ანკა !! შემოვტრიალდი და გიო დავინახე მაშინვე შეშინებულმა ვკითხე
- გიოო !! აქ რას აკეთებ ? - როგორ შემაშინე
- სასეირნოთ გამოვედი და უცებ შენ დაგინახე
(გამეღიმა) თითქოსდა გამიხარდა მისი დანახვა
- კიდევ ლუკაზე ფიქრობ ? მოულოდნელად მკითხა
- არა ვცდილობ არ ვიფიქროო მაგრამ მეფიქრება .. ის ჩემი პირელი სიყვარულია როდესაც ლიზიკოს ვუყურებ სულ ლუკას ვხედავ ..
მინდა, რომ ისევ ჩემთან იყოს ჩემ გვერდით მასთან არაფრის მეშინოდა .. თავს დაცულად ვგრძნობდი
გიო მომიახლოვდა, ნიკაპზე ხელი მომკიდა , თავი ამაწევინა.. თვალებში შემომხედა და მითხრა ..
-მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი არასდროს გაგიშვებდიი ...
ხელები მომხვიაა და გულში ჩამიკრაა ვგრძნობდი როგორ მისველდებოდა მხრები ..არასდროს მენახა გიო ასეთ მდგომარეობაში, ვიცი მასაც ენატრებოდა ლუკა, მაგრამ არ იმჩნებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო და მეხმარებოდა.. ამდენი ხნის მერე პირველად ვიგრძენი სითბო, თითქოს გულის სიღრმეში ჩამქვრალი ნაკვერჩხალი ღვივდებაო
ვიდექით მე და გიო გაუნძრევლად, ერთმანეთს მთელი ძალით ვიკრავდით გულში .... ანკა ანკა ანკა ... თითქოს გათიშული ვიყავი გიომ გამომაფხიზლაა .. ხელი მომკიდე ყურში ჩამესმა გიოს ხმაა. ვერც დავფიქრდი ინსტიქტურად ხელი მოვკიდე
ეხლა გავიქეცით ... რააა ? უცბად გამოვფიზლდიი .. გიოს შევხედე არაამქვეყნიურად მომხიბვლელი ღიმილი ქონდა .. თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა .. რაგაც უჩვეულო გრნობა დამეუფლაა ..
-მენდობი ? მოულოდნელად მკითხა გიომ .
-გენდობი დაუფიქრებლად ვუპასუხე
- მაშინ გავიქცეთ..
გავრბოდით მე და გიო, ხელ ჩაჭიდებული წვიმიან ქალაქში, სულ მარტოდ მარტო ... შემდეგ გაჩერდა .. ახლოს მოიწიაა წელზე ხელი მომკიდა და ხელში ამიტაცა .. ამდენი ხნის მერე ასეთი ბედნიერი არასდროს ვიყავი თითქოს თავიდან დავიბადე ..
გიოსთან თავს ისე ბედნიერად ვგრნობდიი ..
-ანკა წავედით
-სად წავედით
- წამოდი რაგაც უნდა გაჩვენო ... ხელი ჩამჭიდა და ნელნელა მივსეირნობდით თან გზადაგზა მიყვებოდა თავის ბავშვობის ისტორიებს
გიოსთან თავს ისე ბედნიერად ვგრნობდიი ..
- გიო ვინმე გყვარებია ? მოულოდნელად ვკითხე .. შევნიშნე რომ აშკარად დაიბნა . არ ელოდა ამ კითხვას
- აააა მვ ვაა .აარრრ... მყვარებია ანკა ... ძააან დაბნეულმა მიპასუხა
- და სად არის ეხლა ის ადამიანი ?
- ახლოს !! ძალიან ახლოს
- და მაშინ მე რატომ არასდროს მინახავს შენთან ?? გაკვირვებულმა ვკითხე
- მან არ იცის რომ მიყვარს !!
- რატომ ??? არ იცის ???? სიმპატიური ბიჭი ხარ , ჭკვიანი , საყვარელი , დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვის
- მას სხვა უყვარს ანკა
- აამმმ ცუდიაა მაგრამ მაინც მგონია რომ შენნაირ ბიჭს არ დაკარგავს
- შენ რას იზამდიი ? მკითხა და თვალებში შემომხედა
- ამ კითხვამ აშკარად დამაბნია .. მეე გიო იცი ლუკა დღესაც მიყვარს ..
- ხედავ ? შენც იგივე მიპასუხე რაც მე გითხარი .. მას სხვა უყვარს .. ის ჩემთან ვერასდროს იქნება
- მაგრამ ის გოგო მე რომ ვიყო ... შენ არასოდეს დაგთმობდიი ... ვაიმეეეე ეს არ უნდა მეთქვა უცბად გავიაზრეე.. და თავი ჩავხარე
გიოს თითქოს თვალები გაუნათდაა სახე გაუბრწყინდა თავი ამაწევინაა თვალებში ჩამხედა და მითხრაა
- ანკაააა მე შენ პირველი დანახვის თანავე შემიყვარდიი ... ჩემი აუხდენელი ოცნება გახდი .. დღედაღამე შენზე ვფიქრობ ვიცი ამას არ უნდა გეუბნებოდა შენ ლუკა გიყვარს და მე მას ვერასოდეს შეგიცვლი მაპატიე ამდენი ხანი ვერ ვბედავდი ამის თქმას .. მაგრამ შენმა ამ სიტყვება თითქოს იმედი მომცაა არ ვიცი რა დამემართაა . ძალიან მიყვარხარ არ ვიცი ამ გრნობას როგორ ვაჯობოო .. ჩემი ცხოვრების აზრი ხარ შენ ხარ ის გოგო რომელიც მე მიყვარს ის ერთადერთი და განსაკუთრებული მხოლოდ შენ იმსახურებ რომ ჩემი სიყვარული გერქვასსსს მიყარხარ .. შევნიშნეე ცრემლები როგორ მოადგა თვალზეე ანალოგიურ დღეში ვიყავი მეც .. არ ვიცოდი რა უნდაა მეთქვაა ავდექი და გავიქეციიი .. მივრბოდი გაუჩერებლად თან ვტიროდი და გიოს ნათქვამზე ვფიქრობდი
ნუთუ მას ამ დროის განმავლობაში მე ვუყვარდი . არა არ შემიძლია ამის წარმოდგენა .. როგორც იქნაა ჩემი სახლიც გამოჩნდა სირბილით მივუახლოვდიი და ოთახში შევარდიი .. ლიზიკოს ჯერ კიდევ ეძინაა .. მაშინვე ტელეფონს ვეცი და მარიამს დავურეკე
- ანკაა ??? რა მოხდა ამ დილაუთენია რატომ რეკავ ?
- მარიაამ ბოდიში გაგაღვიძეეე , გთხოვ ჩემთან მოდიი სასწრააფოოდდ გთხოვვვ ..
- რა ხდება ამიხსენი .. ვერაფერი გავიგეე
- რო მოხვალ ყველაფერს აგიხსნი
- კაი 15 წუთში მანდ ვარ ...
დრო საწაულად ნელა გადიოდა .. ვიჯექი კარებთან და ველოდებოდი როდის მოვიდოდა მარიამი ისევ გიოს სიტყვებზე ვფიქრობდი .. მის მიმართ მეც ვგრნობდი რაგაცას ოღონდ არ ვიცი რას .. მასთან ყოფნა მსიამოვნებდა მომწონდა , ძალიაან მომწონდა
მაგრამ ლუკას ვერ ვივიწყებდიი, ვიცოდი ლუკა არ დაბრუნდებოდაა იქნებ რამე მეცადა გიოსთან იქნებ.. გიოაა ის ბიჭი ვინც ჩემ ცხოვრებას შეცვლის ხალისს დაუბრუნებს სიცოცხლის აზრს შემმატებს.. ფიქრებში ჩაძირული ვიყავიი როცა კარებზე ზარმა დარეკა
მაშინვე გავარდიი მარიამისთვის ყველაფერი უნდა მომეყოლაა კარები გავაღე და...
- ანკა !! მომისმინე .. გიოს ხმა გავიგონე ..

ავტ:ანკა მოსიაშვილი , გიორგი ხარატიშვილი



№1 სტუმარი Guest თიკუნა

დამიდეთ დროზეეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent