"femme like you"... (ნაწილი 3)
მანქანაში ჩავჯექით და ჰერი ჰერი სვანეთისკენ... -აუ ეხლა იცი რა კარგი იქნება შენთვის სუფთა ჰაერი? თან ჩემი ძმაკაცი მოდის თავის ორსულ ცოლთან ერთად ძაან მაგარი გოგოა და მოგეწონება. -კარგია აბა გოგო რო მარტო მე ვყოფილიყავი არ მაწყობდა მასე -იცი რაღაცნაირად მეჩვენება რო უხერხულად გრძნობ თავს ჩემთან ერთად ამაზე რა უნდა მეპასუხა არვიცოდი ღმერთო ჩემო რა სულელია ეს ბიჭი შეტენილი ვარ ფაქტიურად ისე მოვყავარ ცოლად და აბა როგორ უნდა ვგრძნობდე თავს? -დიდი ამბავი რა არის გასაკვირი მე ხო არც გიცნობ -საკმარისად მიცნობ იმისთვის რომ მორცხვი გოგოსავით არ იჯდე ხოლმე-დაეჩუტა ლოყები ღიმილისგან გეგას -ხო რავი სულ ეს იყო ჩვენი დიალოგი მანქანაში მერე თავი შუშას მივადე და გზას ვუყურებდი ბოლოს ჩამეძინა. გეგას ხმამ გამომაღვიძა: -ნინა მოვედით -უკვე? -რა უკვე იცი რამდენი ხანია გზაში ვართ ? -გაიცინა გეგამ გადმოვბობღდი მანქანიდან. სუფთა ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და გეგას სახლში შევყევი. იქიდან გაბერილი გოგო გამოვარდა რომელიც სავარაუდოდ ის გოგო უნდა ყოფილიყო გეგა რო მეუბნებოდა: -ნინა როგორ მიხარია შენი გაცნობაა მე ელენე ვარ. -სასიამოვნოა ელენე -ელე დამიძახე იმ საღამოს მოვაწესრიგეთ სახლი გეგას ძმაკაციც გავიცანი ელეს ქმარი გიო. მე და ელე გარეთ გავედით ბიჭები შიგნით დარჩნენ: -კარგი ჰაერია ხო? -კი - გავუღიმე თბილად -მერამდენე თვეში ხარ? -3 კვირის ვარ ჯერ, შენ? -მე 3 თვის უკვე გავიბერე-გაიცინა ელემ -გიხდება გაბერილობა -ნინა მე ვიცი რატომაც ხართ და როგორც შენ და გეგა ერთად. ძალიან მინდა რომ მე და შენ მეგობრები ვიყოთ ოღონდ არა ისე 1 წელში ერთხელ რომ ხვდებიან ერთმანეთს აი რო ჩავალთ გეგა ყოველ დღე გამოდის ხოლმე ჩვენს სანახავად ხან ჩვენ გამოვდივართ გამოყევი ხოლმე რა -აუცილებლად-გავუღიმე ისევ ელეზე არ გავბრაზებულვარ რომ მითხრა ყველაფერი ვიციო პირიქიტ თავის მოჩვენება რომ არ მიწევს გამიხარდა -გეგა ძალიან მაგარი ადამიანია ძალიან დიდი ხანია ვიცნობ მანამდეც კი ვიცნობდი სანამ გიოს გავიცნობდი გეგამ გაგვაცნო ერთმანეთი და ამის გამო კიდევ უფრო მიყვარს დარწმუნებული ვარ ამ დროის მანძილზე შენც შეგიყვარდება ისეთი კარგია არ არსებობს არ შეგიყვარდეს. -არვიცი ანამაც ეგრე მითხრა -ერთი რამ რომ გთხოვო შემისრულებ? -გისმენ -პირველი მე მითხარი ეს თუ მოხდება რა გთხოვ ნინა -აუცილებლად -მპირდები? -გპირდები შემდეგ სახლში შევედით დღეები ძალიან ჩვეულებრივად გადიოდა მე კი ელე სიგიჟემდე შემიყვარდა ძალიან საყვარელია და გიო და ელე გადასარევი წყვილია მართლაც რომ გამორჩეული დეტალებიც კი იციან ერთმანეთზე. ელემ ყველაფერი იცოდა ჩემზე საქმრომ რომ მიმატოვა ისიც კი ვუთხარი. ღამე იყო მომშივდა და ჩამოვედი რომ დავინახე როგორ ჭამდა ელე ჩემხელა ქათმამს მარტო სიცილი ვერ შევიკავე მივედი და უკნიდან მოვეხვიე. ელე შეცბა: -რამდენს ჭამ ელეე -აბა შენ არაფერს ჭამ და-თბილად მაკოცა ელემ- არ შემომიერთდები? -აუ კიი მშია ძაან მეც მოკლედ ქათამი გავბრდღვენით შუაზე ძალიან ბევრი ვჭამეთ. -აუ ელე ჰაერზე გავიდეთ რაა -წამო მეც მინდა ჰამაკში ჩავწვეთ გავედით და ჩავხტით ჰამაკში ეზო ჩვენმა სიცილ-კისკისმა მოიცვა ალბათ ამიტომ გაეღვიძათ ბიჭებსაც ეგონათ რომ მშობიარობა დაგვეწყო არადა ჯერ რა დროსია . ისეთი სასაცილოები იყვნენ თავპირის მტვრევით გამოვარდნენ: -რა ხდება დაიწყო? მე და ელემ ერთმანეთს გადავხედეთ და სანამ მუცელი არ ავიტკიეთ სიცილით მანამდე ვხარხარებდით: -მაგრად ხართ რაა. რა დაიწყო ჯერ ნინა 3 კვირისაა მე კიდე 3 თვის-ჯერ კიდევ იცინოდა მათ სახეებზე ელე -აუ ეხლა ორსულები რო არ იყოთ ცივ წყალში გაბანავებდით -ორსულები რო არ ვიყოთ მე აქ არ ვიქნებოდი-ენა გამოვუყავი გიოს და გეგას საბოლოოდ ისინიც შემოეკვეხნენ ჰამაკში. -აუ სულ სახლში ვზივართ ისე გავიდა დღეები ვერაფერს მივხვდი კი კარგია დასვენება, მაგრამ ეს რა წესია სულ სახლში გყავართ გამოკეტილები -აბა რა გინდათ -მე მანქანით სეირნობა მინდა ძაან მთელი ბავშვობა ვოცნებობდი უგზო-უკვალოდ მემოგზაურა მანქანით -აუ მეეც-მხარი ამიბა ელემ -უგზო-უკვალოდ რა გითხრათ, მაგრამ ისე წავიდეთ თუ გინდათ მთელი სვანეთი მოვიაროთ რესტორანშიც დავჯდეთ თუ იქნება რამე ღია და დავბრუნდეთ მერე. -აუ ხოო რაა ჩავიცვით მე და ელემ პლედები შემოვიხვიეთ და ჩავჯექით. მე წინ ვიჯექი გეგა საჭესთან და ელე და გიო უკან იჯდნენ. გეგას გავხედე იმანაც გამომხედა. ხელი იქვე მედო და გეგამ ხელი დამადო. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ გეგაზე მგონი მართლა მიყვარდება, მაგრამ მე არ ვაპირებ თქმას თუ ვუყვარვარ თქვას. უფრო სწორად კი არ მიყვარდება მართლა მიყვარს უკვე და ჩემი ხელი რო თავის ხელში მოიქცია გულმა ფეთქვა ისე დაიწყო ვიფიქრე წამიც და ამოვარდება მეთქი. გეგას ხელი არ გაუშვია ისე მივედით რომელიღაც რესტორნამდე, რომელიც სვანეთში კი არა არმაზისხევში იყო . ისე მოხდა რომ სვანეთი რომ მოვიარეთ და ღია ვერცერთი რესტორანი ვნახეთ გეგამ გზიდან გადაუხვია და წავედით არმაზისხევში. ძალიან ციოდა. მანქანა დააყენა გეგამ და გადმოვედით. გეგამ ხელი გადამხვია და ისე მივედით რესტორნამდე. ეს რესტორანი არასდროს დამავიწყდება. ლამაზი შენობა შიგნით შედიხარ გარეთ გაყოლებაზე სკამები აწყვია ულამაზესი მაგიდებითაა ისინი გარშემორტყმული და ამას ერთვის ფერადი ჩანჩქერი, წყარო რომელიც ჩამოედინება და ის ულამაზესია. თუ ბოლომდე წახვალ ნახავ ულამაზეს ტბას. ფერადი ჩანჩქერი მოედინებოდა მე კის მის ხმას ვუსმენდი და თვალები მელულებოდა. ყველაზე ახლოს რომელი მაგიდაც იყო ჩანჩქერთან იქ დავჯექით. მიმტანი კაცი მოვიდა: -რას ინებებთ? შევუკვეთეთ რაც გვინდოდა. ბიჭებმა ჩვენი თხოვნით არ დალიეს . ბევრი ფოტოები გადავიღეთ ძალიან . და სახლისკენ გზას გამოვუყევით. გეგამ პლედი უფრო მაგრად შემომხვია მიმიხუტა და ისე მივედით მანქანამდე. მისი ეს ქმედება მაგიჟებდა და ის კი ვერ ხვდებოდა ვითომ?! როგორც კი მანქანა დაქოქა ჩემი ხელი ისევ მისაში მოიქცია. მოკიდა ჩემს ხელს ხელი აიღო აკოცა , სახესთან ახლოს მიიტანა მოეფერა და წინანდელ ადგილს დაუბრუნა. გამომხედა გავუღიმე თვითონაც გამიღიმა . მთელი გზა საუბრობდნენ. მე კი გეგაზე და მის ქმედებებზე ვფიქრობდი და არავინ მადარდებდა იმ წამს სრულიად არავინ. იქ მხოლოდ მე და გეგა ვიყავით. ჩემი ფიქრები უკვე ათას რამეს ხატავდა. დიახ ჩემი ფიქრები ჩემს მომავალს ხატავდნენ სადაც გეგა ის მამაკაცი იყო რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი . შემიძლია ვთქვა რომ გეგა ამ დროში ისე შემიყვარდა სიცოცხლეს დავთმობ მისთვის და ის რომ ვიცი მასაც ასე ვუყვარვარ ისეთი მაგარია... გეგა არის ადამიანი რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ და მე ის ყოველთვის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მეყვარება ამაში კი მაშინ დავრწმუნდი როდესაც პირველად დავინახე. დიახ ჩემი გრძნობები მაშინ წარმოიქმნა უბრალოდ მე ამას არ ვაღიარებდი. სინამდვილეში მე გეგა მანამდეც მიყვარდა უბრალოდ არ ვიცოდი , სანამ გავიცნობდი ის უკვე მიყვარდა და ის უკვე ჩემი ბიჭი იყო ... მე კი მისი გოგო და ყველაზე მაგარი ისარის რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება . გვეყოლება შვილი და ჩვენ ის ძალიან გვეყვარება. ყველაზე მეტად კი იმიტომ მეყვარება ჩვენი შვილი რომ ის გეგასი და ჩემია...მხოლოდ ჩვენი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.