შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის ნობათი [1]


18-11-2016, 22:25
ავტორი მარრიამი
ნანახია 10 831

- არ მჯერა, არ მჯერა, ჩავაბარე, ჩავაბარე - თავპირისმტვრევით ჩამოირბინა კიბეები და სამზარეულოში შევარდა.
- რა იყო დედიკო, რა ამბავია? - გაკვირვებული შეხვდა ქალი.
- ჩავაბარე დედიკო - ბედნიერი ჩაეხუტა.
- დაიდო შედეგები? ჩემო ჭკვიანო, ჩემო ლამაზო - ეფერებოდა დედა.
- დიახ და შენმა ჭკვიანმა და ლამაზმა შვილმა ჯავახიშვილში ჩააბარა, სასურველ ფილოლოგიაზე სასურველი დაფინანსებით - გაეკრიჭა და მისაღებისკენ წავიდა, მამიკოსთვისაც რომ ეხარებინა ახალი ამბავი.

ყველაფერი კარგად იყო, ძალიან კარგად. ყველას ახარებდა თათულის წარმატება, ბებოს, პაპას, მშობლებს, მეზობლებს. უეცრად კი პრობლემა გამოიჩხრიკა, სად უნდა ეცხოვრა თათულის? მარტო ცხოვრებას გამორიცხავდნენ მშობლები, თავიანთ ერთადერთ გოგონას მარტო ვერ გაუშვებდნენ დედაქალაქში. იმავე საღამოს დაურეკა თათულის დეიდაშვილმა, თეონამ, რომელიც თბილისში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

- არ განიხილება არავითარი ვარიანტი, ჩემთან იცხოვრებ..
- კარგი რა თეო, მურმანის ეკალი ვიყო? - გაუცინა.
- ნუ სულელობ, მურმანის ეკალი კი არა მშვიდობის მტრედი იქნები, თედო სულ მუშაობს და მე სულ მარტო ვარ სახლში, არ გეცოდება შენი საწყალი დეიდაშვილი?
- რა აფერისტი ხარ გოგო - აკისკისდა - არ ვიცი, დეიდაშენს და ბიძაშენს უნდა დაველაპარაკო ჯერ.
- კარგი, დაელაპარაკე, მეც დაველაპარაკები, წამოსვლის დრო რომ მოვა, მე და თედო ჩამოგაკითხავთ და წამოგიყვანთ.
- ოჰ, დააწყო გეგმები უკვე.
- აბა როგორ, წრმოიდგინე რა მაგარი იქნება, არა, არა! ვერ ავიტან სხვაგან რომ იცხოვრო.
- არაფერი გიშველის შენ - ამოიოხრა - ამხელა გოგო ხარ და ბავშვივით იქცევი.
- შენც მეყოფი ნაადრევად დაბერებული - ჩაიცინა - ნუ მოკლედ, სულ მალე გესტუმრებით, ერთი-ორი დღე ჩვენც დავისვენებთ და მერე მზეთუნახავს ერთი კოშკიდან მეორეში წავიყვანთ.
- ბოთე - გაეცინა - კარგი, წავედი.

ოჯახური საბჭოს სჯა-ბაასის შედეგად გადაწყდა, რომ თათული თეონასთან და თედოსთან იცხოვრებდა. ბარგს ალაგებდა, მეორე დღეს უნდა წასულიყვნენ, ალაგებდა და ყელში გაჩენილ უზარმაზარ ბურთულას ვერაფერს უხერხებდა. ვერაფრით წარმოედგინა ამდენ ხანს როგორ უნდა ეცხოვრა თავისი სახლიდან შორს, მშობლებისგან შორს. ყველაფერი აქ იყო, ყველაფერი ამ სოფელს უკავშირდებოდა, ყველა მოგონება, ყველა ბედნიერება, ყველა ტკივილი. აქ ტოვებდა თავისთვის უძვირფასეს ადამიანებს, მშობლებს, ბებია-ბაბუას, მეგობრებს. ერთადერთი რაც ცოტათი მაინც უმსუბუქებდა წუხილს, ის მეგობრები იყვნენ, რომლებმაც მასავით თბილისში ჩააბარეს. დარწმუნებული იყო თეონა და თედო არაფერს მოაკლებდნენ, მათთან თავს შესანიშნავად იგრძნობდა, მაგრამ მაინც ეძნელებოდა წასვლა. მშობლიურ კერას ვერაფრით ელეოდა. უამრავი დარიგება მოისმინა დედისგან, ქალიც ნერვიულობდა. მამამ მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა:

- მჯერა შენი - თავზე აკოცა და დაემშვიდობა.
- აბა შენ იცი დედიკო, ჭკუით, ხშირად დამირეკე, დასვენების დღეებში ჩამოდი, თავი არ მოგვანატრო - ცრემლიანი თვალებით ემშვიდობებოდა დედა.
- აბა რას ვიზამ დე, შენ არ ინერვიულო - გულაჩუყებული ჩაეხუტა ქალს - დამლოცე ახლა და წავედი - პირჯვარი გადასახა, კიდევ ერთხელ ჩაიხუტა და გაუშვა.

გულდამძიმებული ჩაჯდა მანქანაში, უკანა სავარძელზე კარგად მოკალათდა და ფანჯარაში გაიხედა. იქამდე უყურებდა თავის ოჯახს, სანამ სულ არ გაქრნენ, მერე გარემოს გახედა. როგორ უნდოდა ტირილი, ვერ წარმოიდგენდა ასე თუ გაუჭირდებოდა სოფლის დატოვება.

- თათული - თეონას ხმამ გამოაფხიზლა.
- ხო - ფანჯარას თვალი მოწყვიტა.
- მორჩი ახლა ფანჯარაში ყურებას, მალე ჩამოხვალ ისევ, ნახავ რა კარგია ქალაქში.
- ხო ალბათ.
- რა ხო ალბათ ცოლის დავ? არ მოგაწყენთ, სოფელშიც ყოველ დასვენებაზე ჩამოხვალ, არ იდარდო - გაუღიმა თედომ.
- კარგი - ღიმილი შეაგება თათულიმაც.

ქალაქი, ხმაურიანი და ქაოსური ქალაქი. არანირი სიმშვიდე, ყველაფერს ხმაური მალავდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა, ყველა სადღაც მირბოდა - აი ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა ქალაქმა თათულის. სულაც არ მოსწონდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. რეგისტრაციისთვის რომ წავიდა უნივერსიტეტში, თეონა გაჰყვა. მასთან ერთადაც კი, ეგონა დაიკარგებოდა. სახლში საოცრად დაღლილი დაბრუნდა. ერთი ოთახი მთლიანად მის განკარგულებაში იყო, ტანსაცმელი დაალაგა, ყველაფერი თავის გემოზე მოაწყო და წამოწვა.

- თათული, გამო ვივახშმოთ - თავი შეყო თეონამ.
- მოვდივარ - ლოგინიდან წამოდგა და გაჰყვა.

მშვიდად ივახშმეს, ძალ-ღონეს არ იშურებდა თედო გოგონების გასამხიარულებლად. სამ დღეში სწავლა ეწყებოდა, წყვილმა გადაწყვიტა ამ სამ დღეში ქალაქი დაეთვალიერებინათ თათულისთვის. მთელი თბილისი მოატარეს.

- წამოდით ახლა ნაყინი ვჭამოთ - წაიყვანა გოგონები თედომ, ადგილზე მისულებს იმ მაგიდისკენ წაუძღვა, რომელიც უკვე დაკავებული იყო.
- გამარჯობა - ღიმილით მიესალმა თეონა ახალგაზრდებს და გადაკოცნა.
- გამარჯობა - მორცხვად ჩაილაპარაკა და თეონას გვერდით დაიკავა ადგილი.
- ეს არის ჩვენი საპატიო სტუმარი თათული - წარუდგინა თედომ - თათული ესენი ჩემი მეგობრები არიან - ლაშა, თომა და დემნა.
- სასიამოვნოა - ოდნავ გაიღიმა თათულიმ.
- ჩვენთვისაც - სამივეს ნაცვლად უპასუხა ლაშამ.
- თათული როგორი ნაყინი გინდა?
- შოკოლადიანი.
- კარგი, ახლავე - სალაროსკენ წავიდა თედო.
- სად ჩააბარე თათული? - დაინტერესდა თომა.
- ჯავახიშვილში.
- კარგად გიშრომია - გაურკვეველი ტონით შენიშნა დემნამ.
- ვეცადე.
- ალბათ კარგი პირობები გქონდა სოფელში - განაგრძობდა ბიჭი.
- მთავარი სურვილია, თუმცა პირობების ნაკლებობასაც არ ვუჩივი.
- აი თქვენი ნაყინები - გოგონებს წინ დაუდგა ნაყინის ჭიქები.
- მადლობა - ღიმილით ახედა თათულიმ.
- ნუ მეუბნები ასეთ რამეებზე მადლობას - დაუცაცხანა და ცოლს გვერდი დაუმშვენა. - აბა რაზე საუბრობთ?
- სოფლის პირობებზე.
- მერე? შეგაყვარათ თათულიმ თავისი სოფელი?
- თვითონ არ უყვარს და ჩვენ როგორ უნდა შევიყვაროთ.
- საიდან დაასკვენით? - მიუბრუნდა დემნას.
- გამოიქეცი სოფლიდან - ნიშნისმოგებით გაუღიმა.
- არ გამოვქცეულვარ, განათლების მისაღებად დროებით დავტოვე სოფელი, რამდენიმე წელში ისევ დავუბრუნდები უკან ჩემს მშობლიურ მხარეს და ჩემს განათლებას მოვახმარ - საკუთარ თავში დარწმუნებულმა მშვიდად ჩაილაპარაკა და კოვზი გალოკა.
- წარმატებებს გისურვებ - ღიმილით უპასუხა - ისე - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა - თავიდან ყველა ამ შემართებით იწყებს, ქალაქს რომ გემოს უგებენ, მერე ივიწყებენ ყველაფერს. - აღარაფერი უპასუხია, ისედაც ბევრი ილაპარაკა და როგორც ჩანდა, სრულიად უმიზნოდ, იმ ბიჭის თავში მაინც არაფერი შესულა.
- გაგიჭირდა ხომ სახლის დატოვება? - გაუღიმა თომამ.
- ძალიან - გულწრფელად უპასუხა.
- ეგ არაფერი, ნელ-ნელა შეეგუები - დააიმედა ლაშამაც.
- იმედი მაქვს.

მშვენიერი საღამოები გამოუვიდათ. მთელი ქალაქი გაიცნო, ასე თუ ისე ეცადა დაემახსოვრებინა. წინა საღამოს, სანამ უნივერსიტეტი დაიწყებოდა, დედას ელაპარაკა. კიდევ ერთხელ მოისმინა მისი რჩევები, მონატრებული ხმის გაგონებამ თან გააბედნიერა, თან საოცრად დაასევდიანა. როგორ უნდოდა მასთან ახლოს ყოფილიყო, მისი ჩახუტება შეძლებოდა. ძილინებისა უსურვა და ლოგინში დაწვა აცრემლებული. ბავშვობიდან დედის კალთაზე იყო მიკედლებული, ზედმეტადაც კი. სულ დედა, დედა, დედა და ახლა, როცა მასთან განშორების აუცილებლობა დადგა, ძალიან გაუჭირდა.

- თათულიი, ადგომის დროა - გააღვიძა თეონამ.
- უკვე? ახლავე - თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა.
- მოწესრიგდი, საუზმე მზადაა.
- მადლობა - გაუღიმა და სააბაზანოსკენ წავიდა.
- თედო არაა სახლში? - იკითხა მას შემდეგ, რაც სამზარეულოს მაგიდაზე მხოლოდ ორი თეფში დაინახა.
- არა, ადრე წავიდა დღეს, შენ ლაშა გამოგივლის და წაგიყვანს.
- არაა საჭირო, ტყუილად უნდა შეაწუხოთ, ხომ უნდა მივეჩვიო მარტო სიარულს.
- ჰო, მაგრამ დღეს პირველი დღეა და ლაშაც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
- ოო - აბუზღუნდა.
- მიდი, მიდი, ჭამე. საღამოს ჩემი გოგოები მოვლენ, ხომ იცნობ თამარს და ნინის?
- კი, ვიცნობ.
.....

- წამოსვლისას დამირეკე, კარგი?
- დაგირეკავ - გაუღიმა - დროებით - დაემშვიდობა და გავიდა. სადარბაზოსთან ლაშა ელოდებოდა.
- გამარჯობა - გადაკოცნა გოგონა და კარები გაუღო.
- გამარჯობა - მოკალათდა და ღვედი შეიკრა.
- მზად ხარ ახალი ცხოვრებისთვის? - გაუცინა.
- ცოტას ვნერვიულობ - არ დაუმალა.
- ყველაფერი კარგად იქნება, რა განერვიულებს, უკაცრავად - ამღერებულ ტელეფონს უპასუხა - გისმენ.. თათული მიმყავს უნივერსიტეტში.. კარგი, კარგი.
- თედო იყო? - გაუღიმა გოგონამ.
- არა, თედო არ იყო, ჯერ ხომ არ გაგვიანდება? აქვე ცხოვრობს დემნა, მასაც შევუაროთ, მანქანა გაფუჭებია და უნდა გავიყოლო.
- კარგი.

მართლაც ახლოს ცხოვრობდა დემნა. სადარბაზოდან გამოსულს თავი მაღლა არც აუწევია, პირდაპირ წავიდა მანქანისკენ და წინა კარები გამოაღო. დაბნეულმა ახედა თათულიმ, ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა, უკან გადასულიყო და ადგილი დაეთმო თუ არ განძრეულიყო.

- გამარჯობა - უხერხულობის გასაფანტად ჩაილაპარაკა.
- გაგიმარჯოს - კარები მიუჯახუნა და უკანა სავარძელზე მოთავსდა.

აღიზიანებდა, აი ასე, სრულიად უბრალოდ გაცნობის წამიდან აღიზიანებდა ეს გოგო. იმდენად ბუნებრივი იყო, ეს ბუნებრივობაც კი ხელოვნურობად ეჩვენებოდა. ლაშამ რომ უთხრა თათული მიმყავს უნივერსიტეტშიო, გაეცინა. იფიქრა, რომ რაღაც განსაკუთრებულად მომზადებული დახვდებოდა, ტონა მაკიაჟით, სალონში გაკეთებული თმით და გამოსასვლელი კაბით, ასეთი წარმოიდგინა და გონებაშიც დასახა გეგმები როგორ დასცინებდა, მაგრამ.. იმედები გაუცრუვდა. გოგონა საკმაოდ უბრალოდ და ლამაზად გამოწყობილიყო, ფერადი სარაფანით, ფერადი კედებით, გაშლილი თმით და არანაირი მაკიაჟით. ამანაც გააღიზიანა, როგორ შეიძლება უნივერსიტეტში პირველ დღეს ასე წასვლა, ასე..ასე სკოლის მოსწავლესავით. სარკიდან უბღვერდა გოგონას, მისი ღიმილიც აღიზიანებდა, ზედმეტად გულწრფელი იყო და ვერ ხვდებოდა რამდენიმე დღის გაცნობილ ბიჭთან ასეთი გულწრფელი რატომ უნდა ყოფილიყო.

- წარმატებები თათული - უნივერსიტეტთან მისულიყვნენ.
- მადლობა - გაუღიმა ლაშას - ნახვამდის - მანქანიდან გადავიდა და კიბეებს აუყვა.

ეზოში ახალგაზრდები ირეოდნენ. უნივერსიტეტის შესასვლელთან ტელევიზიების წარმომადგენლებს მოეყარათ თავი, იქვე იყო რექტორი, განათლების მინისტრი. რაღაცას ამბობდნენ, თუმცა სხვების ხმაურში მათი ხმა იკარგებოდა. ეგონა ზარის დარეკვისთანავე ლექციაზე მოუწევდა შესვლა, მაგრამ შეცდა. ფაკულტეტის დეკანმა ყველა დარბაზში დაიბარა და ისიც მორჩილად გაემართა. ორი საათის განმავლობაში აცნობდა ქალი ინფორმაციას ფაკულტეტის შესახებ და როგორც იქნა, გამოუშვა. შეგიძლიათ ლექციებს დაესწროთო განაცხადა. ამ ორი საათის განმავლობაში რამდენიმე გოგონას გაცნობაც მოასწრო თათულიმ. დეკანის საუბრის შემდეგ ლექციებზე დასწრებას სტუდენტთა მცირე ნაწილი აპირებდა. უკვე ნაცნობმა გოგონებმა გადაწყვიტეს იქვე, კაფეში აღენიშნათ უნივერსიტეტის პირველი დღე და გაცნობა, თათულიც შეუერთდა. სასიამოვნო დღე გამოუვიდა, უკეთ გაიცნო, რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით მოეწონა. უკვე წამოსვლას აპირებდა, თეონამ რომ დაურეკა.

- გისმენ თეო.
- წამოხვედი უკვე?
- არა, ჯერ არა, ახლა ვაპირებთ.
- ლაშამ დამირეკა, მაინც იქით უნდა მოვხვდე და წამოვიყვანო.
- ზედმეტად ვაწუხებთ ლაშას.
- თვითონ დამირეკა, თან მერე მაინც ჩვენთან უნდა მოვიდნენ ყველა, დაელოდე კაი? შენი ნომერი ვუთხარი და დაგირეკავს.
- კარგი, ხო - ბუზღუნით დაეთანხმა.

პირველი კორპუსის ეზოს გარეთ, სკამზე ჩამოჯდა, სხვები სახლებისკენ გაეშურნენ. აქეთ-იქით მოსიარულე ადამიანებს შესცქეროდა, აკვირდებოდა მათ ჩაცმულობას, სახეებს, რომლებიც ხან ბედნიერებას გამოხატავდნენ, ხან მწუხარებას, ხან მხიარულებას. საკმაო ხანს ელოდა, მაგრამ ლაშა არა და არ გამოჩნდა. უკვე დაიღალა მარტო ყოფნით და ლოდინით.

- გამარჯობა - გვერდით მიიხედა.
- გამარჯობა.
- ფილოლოგიაზე სწავლობ ხომ? დღეს შეგამჩნიე აუდიტორიაში, ჯგუფელები ვართ - ღიმილით უხსნიდა ბიჭი - ირაკლი.
- თათული, სასიამოვნოა.
- ელოდები ვინმეს?
- კი, მეგობარი უნდა მოვიდეს.
- მეც მეგობარს ველოდები, დაველოდოთ ერთად?
- დაველოდოთ - გაუცინა.
- აქ ცხოვრობ?
- ამჟამად კი, ისე არა.
- ძალიან კარგი, ხვალ რომელ საათზე იწყებ?
- ხვალ თერთმეტზე მაქვს შესავალი.
- შესავალზეც ვემთხვევით ანუ, კარგია, ერთბაშად ამდენი ხალხის გაცნობა ცოტა მიჭირს.
- ეგ ცუდია, ჯგუფი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა, უფრო ადვილად შევეჩვეოდით.
- არაუშავს, შევეჩვევით ამასაც.
- სხვა რა გზაა, უკაცრავად - ტელეფონს უპასუხა.
- თათული სად ხარ? - ლაშას ხმა მოესმა.
- პირველი კორპუსის წინ, ეზოს გარეთ, მოხვედი?
- ზუსტად კიბეების წინ არის მანქანა გაჩერებული.
- კარგი, ახლავე - ტელეფონი გათიშა - მომაკითხეს, უნდა წავიდე, ნახვამდის.
- ნახვამდის თათული - ღიმილით დაემშვიდობა ბიჭი.

თათულიც კიბეებისკენ გაემართა, სწრაფად ჩაირბინა და ნაცნობი მანქანის კარები გამოაღო.

- დიდ ხანს მალოდინე - არა, აშკარად არ იყო ლაშას ხმა.
- აქ რა გინდა? - გაკვირვებით შეხედა.
- მადლობა მითხარი რომ მოგაკითხე - უკმაყოფილოდ გადახედა.
- მე ლაშას ველოდებოდი, შეგეძლო არ მოსულიყავი - მშვიდად ჩაილაპარაკა - მაგრამ მაინც მადლობა.
- იმედია სახლში მიდიხარ.
- კი.

მთელი გზა სიჩუმეში გალიეს. ფანჯარას თვალს არ აშორებდა თათული, სულაც არ უნდოდა იმ არასასიამოვნო ადამიანისთვის ეცქირა. თავის მხრივ, არც დემნა გიჟდებოდა თათულის დანახვის სურვილით, გზას უყურებდა და ცდილობდა თავი მარტო წარმოედგინა, მაგრამ არ შეეძლო. მისი სუნამოს სურნელი მოსდებოდა მთელ სალონს და ჩაწეული მინებიც კი ვერ შველიდა. სწრაფად მოძრაობისას მისი აფრიალებული თმა ხვდებოდა მკლავზე, კიდევ უფრო ბრაზდებოდა, თუმცა რას იზამდა. მოთმინებით იტანდა და ხმას არ იღებდა. როგორც კი მანქანა გაჩერდა, თათული გადმოვიდა და მაღაზიისკენ წავიდა, დემნა კი სადარბაზოში შევიდა. მშვიდად ელოდა თავის რიგს გოგონა, იყიდა რაც სურდა და ნელი ნაბიჯით გაემართა სადარბაზოსკენ. კიბეებზეც ასე მშვიდად ადიოდა, ლიფტში შესვლაზე არც უფიქრია, მარტო რა შეიყვანდა. ასე ნელა ავიდოდა კიბეებზე, არც დაიღლებოდა.

- დიდ ხანს უნდა გელოდო თუ იკადრებ ამოსვლას? - მისი სინაზეც კი აღიზიანებდა.
- რატომ დამელოდე? ასულიყავი.
- შემოხვალ თუ არა? - ჩაიფრუტუნა.
- არა, ფეხით ამოვალ.
- უცხოებთან ერთად ლიფტში არ შედიხარ? - ჩაიცინა. აღარ უპასუხია თათულის, კიბეს აუყვა. ბიჭმაც ერთი გადააქნია თავი და ლიფტში შევიდა. რასაკვირველია, აასწრო. უდარდელად დააკაკუნა კარებზე და შევიდა. ფეხით მოდისო, დაინტერესებულებს აცნობა და დივანზე დაჯდა.
- რამ ამოგიყვანა ფეხით გამაგებინა ერთი - შესვლისთანავე შეუბღვირა თეონამ.
- ოო, არ მინდოდა ლიფტში - ბუზღუნით უპასუხა და ოთახისკენ წავიდა.
- სტუმრები გვყავს - აცნობა.
- მივხვდი - გაუღიმა - ორ წუთში მოვწესრიგდები და გამოვალ.
- დაიღალე? - ოთახში შეჰყვა.
- ცოტა.
- დარჩი თუ გინდა, დაისვენე, ნუ გამოხვალ.
- არა, გამოვალ, უბრალოდ გამოვიცვლი, მოვწესრიგდები.
- კარგი, ყავას ხომ დალევ? გაგიკეთებ - თბილად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

გრძელი სარაფანი ჩაიცვა, თმები კოსად შეიკრა და მისაღებში შევიდა.

- გამარჯობა - ღიმილით მიესალმა ყველას, გადაკოცნა და სამზარეულოსკენ გავიდა თეონას დასახმარებლად. უკან ლანგრით ხელში დაბრუნდა, ჭიქები ყველას ჩამოურიგა და თვითონ სავარძელში მოთავსდა. ფეხები აიკეცა, სარაფანი „შემოიხვია“ და ყავის ჭიქა აიღო.
- როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? - ღიმილით ჰკითხა ლაშამ.
- კარგად.
- ხალხიც ადვილად გაიცნო - დაამატა დემნამ.

გაკვირვებით გახედა გოგონამ, თუმცა არაფერი უთქვამს, არც სურვილი ჰქონდა და არც ძალა მასთან საკამათოდ. უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და მზერა მოაშორა.

- კარგი ჯგუფელები გყავს? - ჩაეკითხა თედო.
- როგორც ასეთი ჯგუფელები არ მყავს, მაგრამ ვინც გავიცანი, კარგი ბავშვები არიან.
- რატომ, ერთმანეთისგან არ განარჩევენ ადგილობრივებს და ჩამოსულებს?
- დემნა - მუხლზე დაარტყა ხელი თედომ.
- კარგი, ხო - ხელი აიქნია.

-----------
ვაიმე, არ მჯერა შოკოლადებო.. მოვედი ახალი ისტორიით.. როგორ ვღელავ, რომ იცოდეთ.. თითქოს პირველი სიახლეა.. არ ვიცი, სიტყვებსაც ვერ ვპოულობ.. ველოდები შეფასებას და კრიტიკას, როგორც ყოველთვის მთელი გულით და გონებით. იმედი მაქვს მოგეწონებათ.. ყოველ მეორე დღეს ავტვირთავ ასეთი მოცულობის თავებს, პირობას ვდებ არ დავაგვიანებ და არ დავიკარგები..
მომენატრეთ.. მიყვარხართ..



№1  offline წევრი Shokoladi :D

მმმ როგორ მიყვარს პირველობა :D :D სიტყვები ზედმეტია არ ვიცი რა ვთქვა მონუსხული ვარ :D <3 <3 რა მოითმენს ახლა.... :D ეს დემნა ძაან ნერვებს მიშლის მარა გაებმება როგორც ჩანს :D :D ძალიან კარგი ხარ და არ მალოდინო ბევრი<3

კიდე მინდა კომენტარის დაწერა ისე ვარ აფანცქვალებული :D :D მარა სიტყვას ვერ ვუყრი თავს :D მითხარი როდის დადებთ შემდეგს თორე დაგაჭრი ყურებზე ხახვს :D :D ტკბილი იასამნის შოკოლადი ხარ :D <3 <3

 


№2  offline მოდერი chica sol

დიდებული ამბავია, მარიამ, დიდებული.
ოქროს გოგო ხარ შენ.
წავალ, გადავიმეორებ <3

 


№3 სტუმარი გვანცა))

უფუ რაკაი იყო<3
ძილის წინ კარგიაა ასეთი ისტორიები,
ძაან მომეწონა<3
წარმატებები მარიამ^_^

 


№4  offline წევრი poZzitivi

აუუუ რამაგარი გოგო ხარ შენნნ <3

 


№5  offline წევრი სპენსერი

ჩემი მარიამი *-* ვერ წარმოიდგენ რამდენი ხანი გელოდებოდი..
როგორც ყოველთვის ჩვეულ ფრომაში ხარ! და როგორც ყოველთვის ძალიან,ძალიან მომეწონა
წარმატებები ტკბილო (მეორე თავს ველოდები) <3 <3 <3 <3

 


№6  offline წევრი rebe123

ara raa saswauli gogo xar shen <3 rogor miyvars sheni istoriebi ^_^ saintereso schans <3 oo mgoni demna gaebaa :D :D lasha shemiyvarda me ukve :D chemtvis davitoveb :D <3

 


№7  offline წევრი isterichka123

ვაიმე რაკაია გაგრძელე ძალიან მომწონს

 


№8  offline მოდერი ლილიანა

ველი გაგრძელებას❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9 სტუმარი Shore shore

ra kargia male gaagrzele

 


№10  offline წევრი ვალენტინა

კარგიააძალიან მალედადეიცოდეეარმალოდინო ^__^

 


№11  offline მოდერი მარრიამი

Shokoladi :D
მმმ როგორ მიყვარს პირველობა :D :D სიტყვები ზედმეტია არ ვიცი რა ვთქვა მონუსხული ვარ :D <3 <3 რა მოითმენს ახლა.... :D ეს დემნა ძაან ნერვებს მიშლის მარა გაებმება როგორც ჩანს :D :D ძალიან კარგი ხარ და არ მალოდინო ბევრი<3

კიდე მინდა კომენტარის დაწერა ისე ვარ აფანცქვალებული :D :D მარა სიტყვას ვერ ვუყრი თავს :D მითხარი როდის დადებთ შემდეგს თორე დაგაჭრი ყურებზე ხახვს :D :D ტკბილი იასამნის შოკოლადი ხარ :D <3 <3

მადლობა ტკბილო <3
მარიამ ზაქარაშვილი
დიდებული ამბავია, მარიამ, დიდებული.
ოქროს გოგო ხარ შენ.
წავალ, გადავიმეორებ <3

გადავიმეორო :დდდდ ჩემო <3
გვანცა))
უფუ რაკაი იყო<3
ძილის წინ კარგიაა ასეთი ისტორიები,
ძაან მომეწონა<3
წარმატებები მარიამ^_^

მადლობა ჩემო კარგო, მიხარია რომ მოგეწონა <3
poZzitivi
აუუუ რამაგარი გოგო ხარ შენნნ <3

აუუ მადლობა <3 თქვენ რომ არ იყოთ <3
სპენსერი
ჩემი მარიამი *-* ვერ წარმოიდგენ რამდენი ხანი გელოდებოდი..
როგორც ყოველთვის ჩვეულ ფრომაში ხარ! და როგორც ყოველთვის ძალიან,ძალიან მომეწონა
წარმატებები ტკბილო (მეორე თავს ველოდები) <3 <3 <3 <3

ჩემო საყვარელო, როგორ მახარებ <3
rebe123
ara raa saswauli gogo xar shen <3 rogor miyvars sheni istoriebi ^_^ saintereso schans <3 oo mgoni demna gaebaa :D :D lasha shemiyvarda me ukve :D chemtvis davitoveb :D <3

ვაიმე, მადლობა, მადლობა <3
isterichka123
ვაიმე რაკაია გაგრძელე ძალიან მომწონს

მადლობა <3
ლილიანა
ველი გაგრძელებას❤

ლილი ჩემო ტკბილო, მომენატრე <3
Shore shore
ra kargia male gaagrzele

მადლობა <3
ვალენტინა
კარგიააძალიან მალედადეიცოდეეარმალოდინო ^__^

მადლობა <3 ყოველ მეორე დღეს დავდებ აუცილებლად <3

 


№12 სტუმარი Guest Nano

Au ra kargiaa, gaagrdzele <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება, მარიამ. რა კარგი გოგო ხარ, შენსავით ტკბილი ისტორიაა.
ველი მომდევნო თავს. წარმატებები

 


№14  offline მოდერი მარრიამი

Guest Nano
Au ra kargiaa, gaagrdzele <3

მადლობა <3
ლორელაი
ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება, მარიამ. რა კარგი გოგო ხარ, შენსავით ტკბილი ისტორიაა.
ველი მომდევნო თავს. წარმატებები

ლორე, ჩემო ტკბილო <3 მადლობა <3

 


№15  offline წევრი Eka_EkaterinE♥

რაღაცნაირად მომწონს მსგავსი ისტორიების კითხვა. სიანტერესო ჩანს და ველი გაგრძელებას <3 იმედია მალე იქნება ახალი თავი და იმედებს არ გაგვიცრუებ <3

 


№16 სტუმარი Leaa

Marriam kvela drois chemi favoriti xar!

 


№17  offline მოდერი მარრიამი

Eka_EkaterinE♥
რაღაცნაირად მომწონს მსგავსი ისტორიების კითხვა. სიანტერესო ჩანს და ველი გაგრძელებას <3 იმედია მალე იქნება ახალი თავი და იმედებს არ გაგვიცრუებ <3

ძალიან დიდი მადლობა <3 ხვალ იქნება ახალი თავი და მეც დიდი იმედი მაქვს, იმედები არ გაგიცრუვდებათ <3

Leaa
Marriam kvela drois chemi favoriti xar!

მაგიჟებთ <3

 


№18  offline მოდერი სატი

ძალიან მომეწონა, ზედმეტად განსხვავებული სტილი გაქვს, ზუსტად ეს მიყვარს, შენი შექმნილია და არა გადმოღებული. ველოდები გაგრძელებას heart_eyes heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№19  offline წევრი teddy))

მომწონს შენი სტილი... სასიამოვნო, საყვარელი, დახვეწილი, ლამაზი... სათაურიც კარგია, გმირებიც კარგები არიან... ოხ, დემნა, დემნა... ველი ახალ თავს! კარგი გოგო ხარ, რომ დაბრუნდი, მარიკუნა!

მომწონს შენი სტილი... სასიამოვნო, საყვარელი, დახვეწილი, ლამაზი... სათაურიც კარგია, გმირებიც კარგები არიან... ოხ, დემნა, დემნა... ველი ახალ თავს! კარგი გოგო ხარ, რომ დაბრუნდი, მარიკუნა!

 


№20  offline მოდერი მარრიამი

სატი
ძალიან მომეწონა, ზედმეტად განსხვავებული სტილი გაქვს, ზუსტად ეს მიყვარს, შენი შექმნილია და არა გადმოღებული. ველოდები გაგრძელებას heart_eyes heart_eyes

ვაიმე, უღრმესი მადლობა <3 ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ <3
teddy))
მომწონს შენი სტილი... სასიამოვნო, საყვარელი, დახვეწილი, ლამაზი... სათაურიც კარგია, გმირებიც კარგები არიან... ოხ, დემნა, დემნა... ველი ახალ თავს! კარგი გოგო ხარ, რომ დაბრუნდი, მარიკუნა!

მომწონს შენი სტილი... სასიამოვნო, საყვარელი, დახვეწილი, ლამაზი... სათაურიც კარგია, გმირებიც კარგები არიან... ოხ, დემნა, დემნა... ველი ახალ თავს! კარგი გოგო ხარ, რომ დაბრუნდი, მარიკუნა!

მადლობა ჩემო საყვარელო <3

 


№21 სტუმარი nini

dzalian kargia

 


№22  offline მოდერი მარრიამი

nini
dzalian kargia

მადლობა <3

 


№23  offline მოდერი bibo

ეგი ვინ მოსულაო ვგიჟდები მე შენზე შენ ხარ უხ სიტყვებიც არ მყოფნის heart_eyes ისეთი კამფეტი იყო ისე ჩავკკოკლოზინდუი ისე ჩავტკბი ჩავტთბი თავი სხვა განზომილებაში მეგონა შენ ხარ გასაგიჟებელი ტოროლავ heart_eyes kissing_heart უფ არ მეყო კაცო რა სიღორის დედა ვარ მე რა ვქნა ასეთ კარგ ისტორიას რო ვნახულობ კი არ მყოფნის ბევრობა ბევრობა მინდა სულო heart_eyes ისეთი ტკბილი ლაღი არომატული და სითბოთი სავსე იყო არ მინდოდა დამესრულებინა იმდენად არომატული იყო ჩხვირში მიღიტინებდა სიტკბოება და რა ვქნა ჩემო ატტმის ჯემო და კივის კომფოტოოო heart_eyes kissing_heart გყვარობ მე შენა ბევრობაზე ბევრობას აი ხელები მაქ უდიდესზე გაშლილი მაგდენზე მეტი მიყვარხარო ვგიჟდები შენი პაწაწუ ხელით დაწერილ ისტორიებზე მურაბავ heart_eyes როგორჩ ხაშურს ნაზუქი ისე უხდენბბი ამ საიტს შენო heart_eyes მეტი ხარ ვიდრე თბილისში მეგრელი დაგაყარე ლავები და Qისები მუსუნა ჩუსუნა კრუსუნა ბუსნავ kissing_heart

 


№24  offline მოდერი მარრიამი

bibo
ეგი ვინ მოსულაო ვგიჟდები მე შენზე შენ ხარ უხ სიტყვებიც არ მყოფნის heart_eyes ისეთი კამფეტი იყო ისე ჩავკკოკლოზინდუი ისე ჩავტკბი ჩავტთბი თავი სხვა განზომილებაში მეგონა შენ ხარ გასაგიჟებელი ტოროლავ heart_eyes kissing_heart უფ არ მეყო კაცო რა სიღორის დედა ვარ მე რა ვქნა ასეთ კარგ ისტორიას რო ვნახულობ კი არ მყოფნის ბევრობა ბევრობა მინდა სულო heart_eyes ისეთი ტკბილი ლაღი არომატული და სითბოთი სავსე იყო არ მინდოდა დამესრულებინა იმდენად არომატული იყო ჩხვირში მიღიტინებდა სიტკბოება და რა ვქნა ჩემო ატტმის ჯემო და კივის კომფოტოოო heart_eyes kissing_heart გყვარობ მე შენა ბევრობაზე ბევრობას აი ხელები მაქ უდიდესზე გაშლილი მაგდენზე მეტი მიყვარხარო ვგიჟდები შენი პაწაწუ ხელით დაწერილ ისტორიებზე მურაბავ heart_eyes როგორჩ ხაშურს ნაზუქი ისე უხდენბბი ამ საიტს შენო heart_eyes მეტი ხარ ვიდრე თბილისში მეგრელი დაგაყარე ლავები და Qისები მუსუნა ჩუსუნა კრუსუნა ბუსნავ kissing_heart

ვაიიმე აღარ შემიძლია :დ მკლავ შენ :დ ხაშურს ნაზუქი მომეწონა :დ უღრმესი მადლობა ჩემო ტკბილო და თბილო გოგო <3

 


№25 სტუმარი Gggg

Rodis dadeb?

 


№26  offline მოდერი მარრიამი

Gggg
Rodis dadeb?

დავდე უკვე <3

 


№27 სტუმარი Guest Tamtu

Es Chemi tkbili shokoladi damibrundaaa? Vaime rogor gamxareee Chemo mshvenierooo. Istori ki umagresia tkbili tkbili. Genacvale maxarebs sheni istoriebiii. Ar daagviano dzalian isedac dzalian menatrebooodiiii.

 


№28  offline მოდერი მარრიამი

Guest Tamtu
Es Chemi tkbili shokoladi damibrundaaa? Vaime rogor gamxareee Chemo mshvenierooo. Istori ki umagresia tkbili tkbili. Genacvale maxarebs sheni istoriebiii. Ar daagviano dzalian isedac dzalian menatrebooodiiii.

უღრმესი მადლობა <3

 


№29  offline წევრი nawka

ეხლა ვიწყებ და ვიცი რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდება <3

 


№30  offline მოდერი მარრიამი

nawka
ეხლა ვიწყებ და ვიცი რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდება <3

იმედია მოგეწონება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent