შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 1


19-11-2016, 00:49
ავტორი mariia
ნანახია 2 338


როგორც ყოველთვის გოგონების საყვარელი სათამაშო თოჯინებია. მე კი ჩემი საყვარელი დათუჩა ბილი მყავს, რომლის გარეშეც არსად მივდივარ. ახლაც მასთან ერთად დავრბივარ მამიკოს  და დედიკოს ირგვლივ.შორი ახლოს დაცვის წევრები დგანან.მათ შორის ჯივონიც არის.ახალგაზრდა და მამიკოს ერთგული თანამშრომელი.პატარა ვარ თუმცა მას ვენდობი და ვიცი თუ ის ჩვენ გვერდით არის მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.ვჩერდები და წამიერად მათ სახეებს თვალს ვავლებ. დედიკოს თვალებში სევდას ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ მამა ამშვიდებს მაინც ისე გამოიყურებიან თითქოს ბოლოჯერ ხედავენ ერთმანეთს. თამაშს თავს ვანებებ და მათთან მივდივარ.მამიკო მაშინვე ხელში მიყვანს.
- დე მალე დავბრუნდები ნუ ნერვიულობ  - ვამშვიდებ მეც და ღიმილის მიუხედავად ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ვწმენდ.ხელის გულზე მკოცნის და  ჩემს ლამაზად დახვეულ კულულებს ყურს უკან მიწევს - დაწყნარდი საყვარელო არაფერი მოხდება. ჩვენი გოგონასთვის ჯობია საზღვარგარეთ იცხოვროს და განათლება მიიღოს. სვავებისგან შორს.- მართლია ახლა ვერ ვხდები რას ეუბნება დედას,მაგრამ ალბათ ოდესმე მიხვდები.
- ჩვენ გოგონას კარგად მიხედეთ. - ცრემლი ჩამოუგორდა ისევ.
- არ მენდობი?-გვესმის ხმა ზურგს უკან.ბიძია ჯონი.მამის ხელში ვწრიალებ და ისიც ძირს მსვავს.მეც მისკენ გავრბივარ და მალევე მის ხელებში ვხვდები.- პატარა ქალბატონს ყურადღებას არ მოვაკლებ და მისგან ნამდვილ მემკვიდრეს გავზრდი.- მკოცნის ლოყაზე და ისევ მშობლებს ვუახლოვდებით.
- ეჭვიც არ მეპარება ჯონი,რომ მიხედავ.- დედას სახე უწყნარდება.
- ჰანას ჩავიყვანთ მოვაწყობ და უკან დავბრუნდები - მამა დედას კოცნის.მე და ბიძია კი სიცილით უკან ვიხედებით.
დედას მეც ვემშვიდობები და მხიარულად მივდივარ ჩვენი ვერტმფრენისკენ. დედასთან ჯივონი რჩება და ვიცი,რომ მას დაიცავს თუ რამე მოხდება.  ვერტფრენში ვსხდებით და იქედან კიდევ ვუქნევთ ხელს  ისიც იმავეს აკეთებს. ჩვენ კი დიდი ქალაქისკენ მივფრინავთ,სადაც წესით ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო და ახალ გარემოს შევეგუო.ათი წლის ბავშვმა,რომელსაც სწორედ ახლა სჭირდება მშობლების სითბო და სიყვარული მათ გარეშე უნდა გავატარო ბავშვობის წლები. თუმცა თავს ისე ვიჭერ ვითომც ჩემთვის ესეც თამაში იყოს.
ღმად ძილში წასულს მამის შეშფოთებული ხმა მწვდება და სწრაფად ვახელ თვალებს. პირველად ვხედავ მის თვალებში შიშს.ვერტმფრენი წონასწორობას ვეღარ იცავს და ჰაერში უმისამართოდ მოძრაობს.
- ჰანა მამიკო შენთან არის არ შეგეშინდეს კარგი?- მეც თავს ვუქნევ თუმცა ძალიან მეშინია. მკერდზე მიკრავს. ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება. გააზრებასაც ვერ ვასწრებ. ვერტმფრენი ინერციით სადღაც ვარდება.მე კი რაც მახსოვს ბოლოს ისაა,რომ მამის მკერდზე ვიყავი მიკრული.
თავის საშინელი ტკივილი მაღვიძებს. მამიკოს სხეულზე ვარ ისევ მიკრული. მოპირდაპირე მხარეს ვიხედები.ბიძია ჯონს თავიდან წითელი სითხე მოსდის. თავის ადგილზე ქამრით არის მიბმული.მამას ქამარი არ უკეთია.მისი სხეული სკამიდან ძალიან შორსაა.თავი მის მკერდზე მიდევს.მისი გულის ცემა არ მესმის. ხელებით მკერდს ვეყრდნობი და სახეზე ვუყურებ.   იმდენი ჭრილობა აქვს ვერც კი ვითვლი.
- მამიკო- ჩუმი ხმით ვბურდღუნებ.პერანგში ხელს ვავლებ და ვექაჩები.- ხმა გამეცი. მამა? - ბოლოს უკვე ყვირილით ვტირი - მა მითხარი რამე. ხმა გამეცი. დედას, ხომ უთხარი, რომ მალე დაბრუნდებოდი.- ვსლუკუნებ.კაბინაში ვიღაცის კვნესის ხმა მესმის ბიძიასკენ ვიხედები. გონს მოდის.- ბიძია შენ მაინც უთხარი მამას ხმა გამცეს. დედიკო ელოდება  - ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს უხეშად ვიცილებ. ბიძია ქამარს იხსნის და მამიკოსთან იჩოქებს. კისერში თითებს ადებს და იმაზე ცუდი სახე უხდება ვიდრე ქონდა.
- ჰანა ის...- ვხდები რაც უნდა მითხრას და ვყვირი, რომ არ მოვისმინო.ყურებზე ხელს ვიდებ და რაც შეიძლება ხმამაღლა ვყვირი.
- არა. არა ტყუილია. ტყუილიაა. დედიკო ელოდება. უნდა წავიდეს მასთან.- ბიძია ჩემს ისტერიკას მშვიდად იტანს.ვხედავ როგორ უგორდება თვალებიდან ცრემლები მიახლოვდება და გულში მაგრად მიკრავს.
ჩემი დამშვიდების შემდეგ პილოტს ამოწმებს,რომელიც ასევე დაღუპულია. ვერტფრენიდან გადმოვყავარ და პირველს რასაც ვგრძნობ ეს ფეხქვეშ ქვიშა ვგრძნობ. წინ კი მაღალი ამწვანებული ხეები.ზურგს უკნიდან კი ზღვის ხმა მესმის.ვერტფრენიდან მოშორებით მსვავს. გაქვავებული ვადევნებ თვალს როგორ გამოყავს იქედან ჯერ მამა,შემდეგ კი პილოტი.
***
თორმეტი წლის შემდეგაც ისევე სიცხადით მახსოვს აქ მოხვედრის პირველი დღე თითქოს ეს გუშინ ყოფილიყოს.კუნძული ჩემი სამყარო, ჩემი სახლი,ჩემი თავშესაფარი გახდა. ამ ხნის მანძილზე არავის მოვუძებნივართ. შემთხვევითაც კი არ გაუვლია ამ კუნძულთან რამე სულიერს,რომ აქედან წავსულიყავით. თუმცა იმდენად ჩემია ეს კუნძული უკვე აღარ ვიცი მინდა თუ არა წასვლა. ერთადერთი მიზეზი რის გამოც აქედან წახვიდოდი ეს დედაა,რომელიც ალბათ ამ დროის განმავლობაში იმედს არ კარგავს და გველოდება. რომელსაც სახეზე სევდა თავის კვალს დაატყობდა.თუმცა როცა ჩავალ მისი სახიდან სევდას გავაქრობ. ჩემს წარმოსახვაში დედა ისევ ისეთივე ახალგაზრდააა როგორიც იყო წამოსვლის დღეს. დღეს ზუსტად თორმეტი წელი გავიდა. მამიკოს გარდაცვალებიდან და დედიკოსგან ასე შორს ყოფნის.
ტყეში ხეებს შორის მივაბიჯებ და ამაღლებულ ადგილას ავდივარ.ხელში კუნძულზე არსებული სხვადასხვა ყვავილებისგან შეკრული თაიგული მიმაქვს. სახეზე ღიმილს ვირგებ და მის საფლავს ასე ვუახლოვდები.
- როგორ ხარ მამიკო? -ყვავილებს მიწის ზემოდან ვადებ.- ვიცი,რომ მიყურებ.ბიძია ყოველთვის მეუბნება ამას. ნახე რამხელა გავიზარდე.- მეცინება. ჩვენი თამაშები მახსენდება პატარაობისას.- მეუბნებოდი,რომ სულ პატარა ვიქნებოდი შენთვის, მაგრამ მე გავიზარდე მა.უშენოდ.- მომღიმარი სახის მიუხედავად თვალებიდან ცრემლები მაინც გადმომცვივდა.ხელით სწრაფად ვიცილებ ურჩ ცრემლებს.-მე ვცდილობ, რომ ძლიერი ვიყო. შენი პატარა გოგო ახლა უფრო ტარზანს გავს,რომელიც ტყეში ცხოველებთან ერთად გაიზარდა. - ისევ ვიცინი ამაზე. ვფიქრობ ახლა ჩემი თუ ესმის მასაც ეცინება. -ბიძია ჯონი ყველაფერს აკეთებს ჩემს მოსარჯულებლად.- ისევ მეცინება. ბიძიას პატარა საყვარელი ქალბატონი უცებ გაიზარდა და დაუმორჩილებელ ტყიურად იქცა.იცი მამა ამ კუნძულის მესაკუთრე ახლა მე ვარ. როცა ჩვენი ვერტფრენი აქ ჩამოვარდა მე და ბიძიას ამ კუნძულის მფლობელი და ერთადერთი მცხოვრები ადამიანი დაგვეხმარა. ბაბუა ტომი. რომ გაგეცნო ძალიან მოგეწონებოდა. არ ვიცი რაში მჭირდება, თუმცა როცა რაღაცის მფლობელი ხარ თავს ვინმედ გრძნობ.მიუხედავად იმისა,რომ არ მჭირდება საკუთრებაში ვფლობდე მაინც ჩემია.მე როგორც მის შვილიშვილს ისე მექცეოდა. იცი მამა მას შვილიშვილი დაეღუპა. ერთადერთი იმედი და მაცოცხლებელი ძალა,როგორც ამას თვითონ ამბობდა ხოლმე. მისი სიკვდილის შემდეგ აქ გადმოსახლდა სრულიად მარტო და მოწყდა გარე სამყაროს. მე ახლა სწორედ მისი შვილიშვილის ასაკის ვარ. მას ელი ერქვა. ისე უყვარდა მის ტანსაცმელს ვერ შეელია და თან წამოიღო. ჩემი გამოჩენის შემდეგ კი სულ იმას იძახოდა,რომ ეს ბედი იყო და მე მის ცხოვრებას აზრი მივეცი.ელის მონატრებას და სიყვარულს ჩემში იკლავდა. მე ვისში მოვიკლა შენი მონატრება? -ურჩმა ცრემლებმა ისევ დაიწყეს ჩემს ლოყებზე დენა. -ან დედა ვისში მოიკლავს ჩვენს მონატრებას? იმედი მაქვს კარგად არის. მაპატიე მა დღეს ძალიან განერვიულე.კიდევ გნახავ მალე-ხელის თითებს ვაკოცე და მიწას დავადე.თაიგული შუაზე გავყე და იქვე შორი ახლოს ბაბუა ტომის საფლავთან მოვიტანე.- ბაბუა შენც ხომ კარგად ხარ? რა თქმა უნდა. ახლა ალბათ ელიც შენც გვერდით არის. ბედნიერი ხარ, რომ ისევ მასთან ხარ.-მიწას ხელს ვუსვავ. ჩემი ნამდვილი ბაბუა არა მაგრამ შეძენილი ბაბუა იყო,რომელსაც ალბათ ნამდვილ ბაბუაზე მეტად ვუყვარდი.- ბაბუა მადლობა ყველაფრისთვის. არასდროს მომბეზრდება ამის თქმა.-ფეხზე ვდგები და ჩემს ორ უსაყვარლეს ადამიანს ვემშვიდობები. წამოსვლამდე ჩვენი პილოტის საფლავთანაც მიმაქვს რამდენიმე ცალი ყვავილი.ისიც ხო ვიღაცის შვილი,ძმა,მამა და ქმარი იყო,რომელიც ჩვენი ოჯახის სამსახურს შეეწირა.
ისევ ჩემი სახლში ხეზე ვუბრუნდები. კიდევ ერთი საჩუქარი ბაბუასგან,რომელმაც ოცნება ამისრულა და ბიძიასთან ერთად ხეზე სახლი მომიწყვეს.მიუხედავად იმისა,რომ ელექტრულის მსგავსი ასასვლელი გვაქვს მე ხის შვერულებს ვეჭიდები და ისე ავდივარ ოღონდ სულ მაღლა. სახლის თავზე.  იქედან ხედით ვტკბები. პლაჟის ნაწილი და ზღვა მოჩანს. სიწყნარეს საჰაერო სივრცეში შემოვარდნილი თვითმფრინავი არღვევს.ფეხზე ვდგები და უკეთ ვაკვირდები. ცალ ფრთად ბოლი ასდის. უცებ შუაზე იყოფა. წინა ნაწილი მოშორებით ვარდება. ბოლო კი ჩემს სახლთან ახლოს პლაჟზე. ხიდან სწრაფად თოკის მეშვეობით ჩავდივარ და პლაჟისკენ მივრბივარ.
- არ მინდა, რომ ვინმე მოკვდეს. არ მინდა - სასოწარკვეთილი იმ ადგილისკენ მივიჩქარი.უკვე მისული ვქვავდები. ვერ ვხდები რა გავაკეთო.მიუხედავად იმისა,რომ მასწავლიდნენ რა მექნა საგანგებო სიტუაციაში ვიბნევი. ამდენი ხალხი ერთად დაჭრილი არ მინახავს. თუმცა ყველა ადგილზეა მიბმული სამაშველო ქამრებით. ვინატრე,რომ ბიძია ახლა კუნძულის მეორე მხარეს კი არა აქ ყოფილიყო. პირველ რიგში ყველა გარეთ გამომყავს. მეც ვერ ვხდები ამხელა ძალა საიდან მაქვს. ექვსივე ერთმანეთის მიყოლებით გადმომყავს და ქვიშაზე მივაჩოჩებ თვითმფრინავიდან მოშორებით. პულსი ყველას ესინჯება და მეც მშვიდად ამოვისუნთქე. მათ გვერდით ვზივარ და მძიმედ ვსუნთქავ. ამ ექვსიდან ხუთი სიმპატიური და მოვლილია მეექვსე კი ბიძაჩემზე უარესად გამოიყურება.  მეცინება ჩემივე ფიქრზე.  სიცილს ჩემს გვერდით შერხეული სხეული მაწყვეტინებს.
- ჰეი როგორ ხარ?- მისკენ მიატრიალდი და ისიც მიყურებს გაშტერებული. - გესმის ჩემი? ეს რამდენი თითია- ორ თითს ვაჩვენებ.ის კი მაინც გაშტერებული მიყურებს.  -გახსოვს რა გქვია მაინც?- გავიბრძოლე ბოლოჯერ.
- ბექიონი მქვია- მესმის უცებ მისი წყნარი ხმა და დგება. ახალი მისი მზერა დანარჩენებს ევლება.- სხვები სად არიან?-შეშფოთებული მიყურებს მე.
-ვინ სხვები?- ვფიქრობ, რომ შეიძლება პილოტებს გულისხმობდეს.
-ლეი,ჩანიოლი, კაი და სეჰუნი-მეუბნება მე კიდევ დებილივით ვუყურებ. ფეხზე დგება და მათ ძებნას ყვირილით იწყებს. ამდენი პილოტი ყავდა ამ თვითმფრინავს?-საკუთარ თავს ვეკითხები.ფეხზე ვდგები მეც და მისკენ მივრბივარ.
- პილოტებს გულისხმობ?წინა ნაწილი აქედან მოშორებით ჩავარდა ჩრდილოეთით.- ჩერდება და ჩემსკენ ტრიალებდა.
- პილოტები კი არა ჩემი მეგობრები არიან.  -მხრებზე ხელებს მკიდებს და უხეშად მანჯღრევს.- მათთან წამიყვანეე დროზე-უკვე მისი მბრძანებლური ქცევები ნერვების მიშლის და ხელის მარტივი მოძრაობით ქვიშას ეხუტება. ერთი ხელით ხელს ვატრიალებ, მეორეთი თავზე ვაწვები.ცალი ფეხი კი მის წელზე მიდევს უკეთესად გასაკეთებლად.
- ჩვენთან ზრდილობა ფასობს ბეკოინ თუ ბაკიონ თუ რაც გქვია.- ხელს ვუშვებ და უკან ვბრუნდები.- გადავარჩინე და მადლობელიც არ არის. -მხარზე შეხება ვიგრძენი
- გთხოვ დამეხმარე ვიპოვო ისინი- მის თვალებში იმხელა სევდას ვხედავ ყველაფერი მავიწყდება.
- კარგი - ვეთანხმები და ნახევრად გონს მოსულებისკენ ვბრუნდებით.ბაკიონი თუ რაც ქვია მის მეგობრებს სწრაფად უხსნის ყველაფერს და რატომღაც ყველას უნდა მათ მოსაძებნად წასვლა. სანაპიროს ვცილდებით და ტყეში შევდივართ რამდენიმე წუთში კი აფეთქების დიდი ხმა ისმის.ყველა ადგილზე იყინება.მეც კი. ნუთუ კიდევ შეიწირა მათი სიცოცხლე ამ კუნძულმა. ბიჭები ერთმანეთს აკავებენ,რომ ძირს არ დაეცნენ.
- ვშიშობ უკვე გვიან არის მათი მოძებნა.- მცდება პირიდან და მაშინვე ვნანობ.
- შენი ბრალია. შენი!-ის ბაკიონი მიყვირის და ჩემსკენ იწევს, თუმცა მას აკავებენ.-ჩვენს საშველად კი არა მათთან უნდა მისულიყავი.- მის თვალებში იმხელა სიბრაზეს და გაცოფებას ვხედავ აქამდე საერთოდ,რომ არ მინახავს.  თვით გამძვინვარებული ვეფხვის თვალებშიც კი. მისი სიტყვები კი გულზე მხვდება. ნუთუ მართლა ჩემი ბრალია ყველაფერი?! რა თქმა უნდა ჩემიი ბრალია.თავს ვიდანაშაულებ და არა მარტო ამაში, არამედ იმაშიც,რომ მამაჩემი ჩემს გამო მოკვდა,დედა ჩემს გამო დარჩა მარტო.ბიძია აქ ჩაიკეტა და იძულებულია ამიტანოს. მე,რომ არაა  არაფერიც არ იქნებოდა.მათ ვშორდები და ხეებს შორის ვუჩინარდები.
***
მივდივარ და წარმოდგენა არ მაქვს სად.უბრალოდ მივაბიჯებ ტყეში. ფეხებს თავისით მივყავარ.გამოსახულება თვალებიდან ნელნელა ერთმანეთში ირევა.მდინარის ხმა მწვდება. ძალიან შორს წამოვსულვარ. ასე სწარაფად?თვალებიდან ცრემლებს ვიშორებ და გარემოს ვათვალიერებ.  მდინარის პირას ვდგავარ.იქვე ჩამოვჯექი თან წყალში ჩემს ანარეკლს ვუყურებ.ყურებში კი წყლის ხმასთან ერთად განუწყვეტლივ ისმის მისი ბოხი,გაცხოველებული ხმა "შენი ბრალია! შენი!"
- ვიცი- ვამბობ ყრუდ ჩემთვის და ისევ ვერ ვიკავებ თვალებში ცრემლებს.ამდენი ხნის მერე ძლივს გულიანად ვტირი. ვიცოდი,რომ ჩემი ბრალი იყო ყველაფერი ის რაც ჩემს თავს ხდებოდა,თუმცა ყველა იმაში მარწმუნებდა,რომ ეს შემთხვევითობები იყო. იოლი იყო ამის დაჯერება. მისმა სიტყვებმა კი ზუსტად იმ ჭრილობაზე მოაყარეს მარილი მე, რომ ასე მტკიოდა.ჩემს მოთქმა გოდებას ხელი ბუჩქებიდან გამომავალმა შრიალმა შეუშალა. ცრემლები ისევ მოვიწმინდე. შორტის უკან საქამრეში ჩამაგრებული დანისკენ ხელი წავიღე და ნადირის მოლოდინში გავშეშდი. დღეს ხალხი ნამდვილად ციდან ცვივა. ვიღაც დგას ჩემს წინაშე. ტანსაცმელი ნახევრად დამწვარი აქვს. სხეულიც რამდენიმე ადგილას დამწვარი მოუჩანს. სახეზე ნაკაწრებით. მისი ტანსაცმლის ნაკუწებიდან გამომდინარე იმ თვითმფრინავის პილოტი იყო ცოტახნისწინ,რომ ჩამოვარდა. ამას უცებ ვიაზრებ და მასთან უფრო ახლოს მივდივარ.
-ცოცხალი ხართ?-მიკვირს როგორ გადაურჩა აფეთქებას. მახსენდება, რომ იქ სხვებიც იყვნენ.- სხვები?-პასუხის მოლოდინში შევცქერი.
- თვითმფრინავიდან გამოვიყვანე ყველა. დაეხმარეთ გთხოვთ - ამბობს და მოწყვეტით ეცემა ძირს. მე კი ხელს ვუშვერ და დაცემას ვანელებ.
-ღმერთო ბიძია მაინცდამაინც ახლა მოგინდა წასვლა. რა გავაკეთო?-ჩემს ხელებში ჩავარდნილ სხეულს დავყურებ. არტერიაზე ხელს ვადებ და ვრწმუნდები,რომ არ მომკვდარა. ხელში რაღაც აქვს ჩაბღუჯული. რაღაც მოწყობილობას წააგავს.იქვე ვაწვენ. ჯერ იმ აფეთქების სავარაუდოდ ადგილისკენ მივდივარ. იმ ადგილიდან მოშორებით ბალახებში ერთი მეორეს მიყოლებით ძირს მოწვენილები არიან.  ყველას სიცოცხლის უნარიანობას ვამოწმებ. უკან ვბრუნდები სახლში  დახმარებისთვის. ასე სწრაფად ჯერ არ მირბენია,მაშინაც კი როცა ბიძია მაიძულებდა გავქცეოდი ცხოველებს თავდასაცავად.ჩემი ცხოვრება მართლაც,რომ მაუგლისას და ტარზანისას გავს იმ განსხვავებით, რომ მე გოგო ვარ.
სანაპიროზე გავრბივარ ტყიდან. ყველა მე შემომცქერის. ის ისევ გაბრაზებული მიყურებს თუმცა ამჯერად ჩემს მოსაკლავად არ იწევს. წელში ვიხრები და მუხლებს ვეყრდნობი ძლივს ვსუნთქავ.
-მოგსდევდა ვინმე?-ვეუბნება დაცინვით,თან ამავე დროს ბრაზიანად. ყურადღებას არ ვაქცევ.
- ბექიონ გეყოფა არ არის ჩხუბის არც დრო და არც ადგილი- ეუბნები ერთერთი მათგანი. დანარჩენი კი უბრალოდ ღონე გამოლეულები ქვიშაზე სხედან.
- სუჰო ჰიონგ როგორ დავწყნარდე,როცა ჩვენი მეგობრები, რომლებთან ერთადაც გავიზარდეთ აღარ არიან-  ამ ბიჭს ნერვებმა ისევ უმტყუნა.როგორც იქნა სუნთქვა დავიწყნარე და ლაპარაკიც შევძელი.ყოველ შემთხვევაში გაგებინება შემიძლია.
- ცოცხლები არიან-ძლივს ვამბობ და თან წელში ვსწორდები.ყველაა ფეხზე დგება. ის ვინც წუთის წინ ბექიონს ამშვიდებდა ჩემთან მოვიდა მკლავებში ხელები ჩამავლო და ანთებული თვალებით შემომყურებს.
- მართალს ამბობს?ცოცხლები არიან?-მეც მეღიმება და თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ.
- ოღონდ უგონოდ არიან. დამეხმარეთ,რომ სახლში წამოვიყვანოთ.- ყველა გვიახლოვდება.
- წავიდეთ დროზე მოვიყვანოთ -მხიარულად ამბობს ერთერთი მათგანი.სახელი არ ვიცი ვინ არის თუმცა ძალიან საყვარელია და ბულკივით ლოყები აქვს.  ყველა დანარჩენი აჟიტირებულნი შემომყურებენ. მე კიდევ გაბუსხულ სახიანს გავყურებ,რომელიც ბურდღუნებს.
- ამას რა აქ სახლი აქვს?-და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს.მის ბურდღუნს ყურადღებას არ ვაქცევ და უკან ვბრუნდები. ბიჭებიც უთქმელად მომყვებიან.გზად ჩემს სახლს გავუარეთ და ყველა გაოცებული შეჰყურებდა.თუმცა პირადად არაფერი უკითხავთ.
-კიდევ შორს არიან? - მეკითხება მათზე უფროსი.  ყოველ შემთხვევაში ასე გამოიყურება. ამ მოვლილი ბიჭებისგან განსხვავებით.
- არა უკვე მოვედით- ვპასუხობ და კიდევ რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ.ჩემთან ერთად ისინიც ხედავენ ჯერ ისევ უგონოდ მყოფ ბიჭებს და სათითაოდ ზურგზე იკიდებენ.ისინი მიყავთ მე კი მდინარესთან დარჩენილი მახსენდება და იქეთ მივდივარ.
მის სხეულთან ვჯდები და ვამოწმებ ისევ თუ სუნთქვას.
- მადლობა ღმერთს - ვამბობ და ვცდილობ წამოვაყენო,რომ შემდეგ ზურგზე მეც მათსავით მოვისვა,თუმცა საამისოდ ძალიან მძიმეა ჩემთვის.
- გგონია მოერევი?-მესმის ზურგს უკან ხმა.მისკენ ვტრიალდები. ისევ ეს მყვირალა ბიჭი.
- თუ ისევ უნდა იყვირო და იჩხუბო ჯობს შენს მეგობრებს გაყვე-უკმეხად ვპასუხობ. ის კი უფრო ახლოს მოდის და ჩვენს შორის ჯდება ზურგით ჩვენსკენ.
- მომეხმარე მე შევისვავ ზურგზე - ცოტახნით გაოცებული ვუყურებ.- დროზე თორემ გადავიფიქრე - ამბობს და თვალებით მანიშნებს სხეულის ზურგზე შესმაში დავეხმარო. ასეც ვიქცევი. მარტო ჩემთვის არ ყოფილა მძიმე. ბექიონიც ძლივს სწორდება. და მე ძლივს დავიმახსოვრე მისი სახელი. აქამდე ხელში შერჩენილი მოწყობილობა ძირს უვარდება უგონოდ მყოფ პილოტს.შეიძლება რამე ისეთია რაც ძვირფასია მისთვის. ვიღებ და უკან მივყვები ძლივს ბარბაცით მიმავალ ბექიონს.
***
დაშავებულებიდან მხოლოდ ორი იყო ისევ უგონო მდგომარეობაში.ის ვინც ჩემთან მოვიდა და კიდევ ერთი. ბიჭები მას ჯონგინს ეძახდნენ. თითოეულს სამედიცინო დახმარება გავუწიე რითიც შემეძლო და რაც ვისწავლე. პირველად ვინანე,რომ ბაბუა ტომის გაკვეთილებს არასათანადოდ ვეპყრობოდი. თითეული პირადად გავიცანი,როცა მათ სახეს და ჭრილობებს ვამუშავებდი. ბექიონი მოღუშული სახით აღარ დადის თუმცა მე მაინც ცუდად მიყურებს. ჩემი სახლის ძირს ხესთან ყველა ერთად არიან შეკრებილი,თუ დაშავებულებს არ ჩავთვლით.მათ ვუახლოვდები ვფიქრობ უნდა გავარკვიო აქაურობაში და რაღაცეები ავუხსნა.
- ბიჭებო- თავს უხერხულად ვიფხან ყურის უკან.ყველა მე მიყურებს ეს კიდევ უფრო მაბნევს.- მოკლედ გეტყვით. მხოლოდ სამი საწოლია.ორი,რომელიც იმ პატარა სახლში დგას- ჩემის ხის სახლისგან რამდენიმე ნაბიჯით დაშორებულ სახლზე ვანიშნებ სადაც ამჟამად ბიძია ცხოვრობს.-რომელიც დაკავებულია. და კიდევ ერთი საწოლია ზემოთ. -ახლა ჩემი ხის სახლზე ვანიშნებ-შეგიძლიათ გადაწყვიტოთ იქ ვინ დაწვება. დანარჩენებს მიწაზე წოლა მოგიწევთ.- მშვიდად ვამთავრებ. მათთგან სეჰუნი გამოეყო მხიარულად და ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა.
- მე დავწვები იქ - სანამ კიდევ ერთ ნაბიჯს გადმოდგამდა ჩენმა შეაჩერა და უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია.
- მერე შენ?- გაოცებული მეკითხება ჩანიოლი.
- ჩემზე ნუ ღელავთ. მე აქ გავიზარდე. მიწაზე ძილიც შემიძლია - სიცილით ვეუბნები. ისინი კი პირდაღებულნი შემომცქერიან.უკან ვბრუნდები.და იმ სახლში შევდივარ სადაც ჯონგინი და პილოტი წევს.ჭრილობებზე ორივეს სამკურნალო ბალახებისგან დამზადებულ წამალს ვუსვამ. წამიერად ჯონგინი გონს მოდის.თვალებს ოდნავ ახელს, ხელს ხელზე მავლებს,მაგრად მიჭერს და ისევ გონს კარგავს.ხელს ვითავისუფლებ.მათ თვალს კიდევ ერთხელ ვავლებ. გასვლამდე ბექიონის წელი მახსენდება.ბიძიას წამალს ვიღებ და გავდივარ.თვალებით მას ვეძებ.ბიჭები სახლში ამყვანი მოწყობილობით სათითაოდ ადიან და მეცინება. გაოცებულები როგორ შესცქერიან ყველაფერს.  ბექიონს ხის ძირში ვხედავ ჩამომჯდარს და მისკენ მივდივარ.
- აი აიღე- ვეუბნები ის კი უნდობლად შემომყურებს.
- რა არის?
- წელზე წაისვი. გაგივლის.- ხელში ვაჩეჩებ. ცხვირთან მიაქვს და სწრაფად გვერდით დებს.
- ფუ რა სუნი აქვს არ მინდა-იჭყანება ისე თითქოს გული ერეოდეს.
- წამალიაა და ამიტომაც აქვს ასეთი სუნი. თუ წაისვავ მალე გაგივლის წელის ტკივილი- წამალს მასთან ვტოვებ და იქაურობას ვეცლები.
***
სახლში საჭმელი სამყოფი არ იყო,ამიტომ ტყიდან რამდენიმე სახეობის ხილი მომაქვს. ბანანი,ქოქოსი და კენკრა.ყველას ერთად ხისგან გამოთლილი ჯამის მაგვარ ჩასადეში ვაწყობ. უკვე მობინდებულია. ბიჭებმა დაბლა უჩემოდაც შეძლეს კოცონის გაჩაღება. საკმაოდ აგრილდა თუმცა არც ისეთი სიცივეა როგორც მათ გგონიათ. ან არის და მე იმდენად შევეგუე ვეღარც ვგრძნობ.ცეცხლის გარშემო სხედან და გეგმებს აწყობენ როგორ მოაწყონ აქაურობა სანამ იპოვნიან.რომ აუცილებლად სჭირდება დასაძინებლად რამე.
- შეგვიძლია თვითმფრინავის ნაწილიდან,რომელიც გადარჩა სკამები ამოვიღოთ- დიოს ნათქვამი ყველას ჭკუაში უჯდება და ამას კიდევ უფრო ღრმად განიხილავენ.  მათ ვუახლოვდები სავსე ხილის ჯამით.
- ოო საჭმელი- ხელებს ერთმანეთზ მოუთმენლად უსვავს სეჰუნი.ყველა მადლიერი მზერით შემომყურებს. მეც მიხარია. ვიღაცას რაღაცაში ვადგები.
- მიირთვით.- უკან ვბრუნდები ბიძიას სახლისკენ.
- შენ არ გინდა?-მესმის უკნიდან ლეის მზრუნველი ხმა.
- გზაში თან შევჩამე.- ვცრუობ რატომღაც. ვიღიმი და ისევ ჩემს გზას ვუბრუნდები. საერთოდ დამეკარგა დღეს მადა. ბექიონს ხმა არ ამოუღია,თუმცა მისი დაბღვერილი მზერა მომაცილებდა. ოთახში შესული ვხედავ როგორ ცდილობს ჯონგინი საწოლზე წამოწევას თან მარჯვენა ხელს მარცხნივ ნეკნებზე იდებს.
- ფრთხილად - უცებ ვიძახი და ვეხმარები.
- ვინ ხარ?-მეკითხება მოულოდნელად და უნდობლად შემომყურებს.
- ის ვინც გივლის- ცალწარბს ვწერ და ისე შევცქერი.
- სხვები?  სხვები როგორ არიან?-უცებ შეშინებული მეკითხება და წამოწევას ცდილობს თუმცა სახე ტკივილისგან ემანჭება.
- დაწყნარდი კარგად არიან ყველა.  პილოტის გარდა- თვალით გვერდით საწოლისკენ ვანიშნებ ისიც იხედება და ისევ მზერას ჩემსკენ აბრუნებს.
- კითხვაზე არ მიპასუხე.  ვინ ხარ?-ახლა წარბს თვითონ მიწევს მაღლა.
- ხომ ვთქვი ის ვინც გივლის.
- ეგ გავიგე, მაგრამ სახელი ხომ გაქვს. რა გქვია?-უცნაურია დღეს ამდენი ხალხი გავიცანი და სახელს მხოლოდ ის მკითხება.დანარჩენები კეთილ ფერიათი ან როგორც გადამრჩენელი ისე მომიხსენიებენ. ის კი სახელს მეკითხება.
- ჰანა მქვია - ამდენის ხნის შემდეგ ვიღაცას ვეცნობი.თავს მორცხვად დაბლა ვხრი.მას კი ეღიმება. ნელა ხელს ჩემსკენ იშვერს.
- მე ჯონგინი მქვია, თუმცა შეგიძლია ქაი დამიძახო- საყვარლად მიღიმის და  სახიდან მზერა ჩემს ხელზე გადააქვს.ხელს ვართმევ. უცებ კი მისკენ მექაჩება.მოულოდნელობისგან მასთან ძალიან ახლოს მივდივარ. ერთი ხელით საწოლს ვეყრნობი, მეორე კი ისევ მას უჭირავს.სახე კიდევ უფრო ახლოს მოაქვს. - მიხარია, რომ შენ მივლი ჰანა- ჩემს სახელს კიდევ უფრო რბილად გამოთქვამს. მეჩვენება თუ გული იმაზე სწრაფად მიცემს ვიდრე ოდესმე. ახლოდან მის სახეს კიდევ უფრო ვაკვირდები. სხვებთან შედარებით უფრო მუქი ფერისა. მისი ღიმილი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება,ჩემი გული კიდევ უფრო სწაფდება. მისი ხელიდან ხელს სწრაფად ვაძვრენ და წელში ვსწორდები.
- იმედი მაქვს აქედან მალე წახვალთ. მყუდროებას მირღვევთ- მკაცრად ვამბობ და ოთახიდან გავდივარ.გასვლისას ჩემს დანახვაზე ბიჭებს მზერა ეცვლებათ.
- რამე მოხდა?-შეშინებული მეკითხება სუჰო.
- გაიღვიძა. თუ გინდათ შეგიძლიათ ნახოთ. ოღონდ პილოტს ნუ შეაწუხებთ.- სახეზე სიმშვიდემ გადაკრა ყველას ფეხზე წამოიშალნენ და ოთახისკენ წამოვიდნენ. კარი შეაღეს ზოგი შევიდა, ზოგიც იქედანვე უწევდა ხელს და ესალმებოდა. ბინდში წამიერად მაინც შევხედე მის მოცინარ სახეს. სწრაფად შევბრუნდი და სანაპიროსკენ წავედი. ჩემი ადგილი იქ არ იყო.


არის ფიკი კონკრეტულ ადამიანებზე. ნუ ბიჭები ნამდვილად არსებობენ :დდ მხოლოდ იმედი მაქვს მოგეწონებათ. და ნუ გაბრაზდებით ეს არ არის მხოლოდ მოთხრობა. ფიკია <3 გამიხარდება თუ მოგეწონებათ



№1 სტუმარი Niako

Me momewona da gaagrdzeleg

Me momewona da gaagrdzele.

 


№2  offline წევრი davinna

Vaaai EXO? dzalian momwons :D beqioni? Tu beiiqiun (baekhyun) es jhupi saswaulad momwons da shesabamisad istoriac

 


№3  offline წევრი mariia

davinna
Vaaai EXO? dzalian momwons :D beqioni? Tu beiiqiun (baekhyun) es jhupi saswaulad momwons da shesabamisad istoriac

ბექიონი კი ნამდვილად ^_^ მადლობა დიდი <3 :*

 


№4  offline წევრი khatia khatia

კაია დზაანნ მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent