შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ (10)


20-11-2016, 18:07
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 678

-შენ ნიკას ყოფილი ცოლი ხარ?-პირი დააღო
-ხო რა იყო?-ვერ მივუხვდი რეაქციას
-კი მაგრამ ნიკას ყოფილი ცოლი ახლა უკრაინაში ცხოვრობს როგორც ვიცი თან უკვე დიდი ხანია და როგორც მახსოვს მა ლენა ქვია-თითებს რაფაზე აკაკუნებს,რაც ნერვებს საშინლად მიშლის
-ხო ეგ პირველი ცოლია მგონი,მ მეორე ვიყავი,თუმცა ეს შეიძლბა ცოლ-ქმრობად არც ჩაითვალოს,მხოლოდ 2 კვირა ვიყავით ერთად,არც ჯვარი დაგვიწერია და არც ხელი მოგვიწერია,ასე რომ-უხერხულად გავუღიმე,თვითონაც არ ვიცი ამდენის თქმა როგორ შევძელი ამ თითქმის უცხო ადამიანისთვის
-და ეს ბავშვი?-ჩემს გაბერილ მუცლს დახედა
-ეს ბავშვი ჩემი მეორე ქმრისგანაა,ხო ალბათ გაგიკვირდება,თუმცა ასეა-ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან-მისთვის სიმართლის მოყოლას არ ვაპირებდი,არ მინდოდა ვინმს ნიკასთვის ამბავი მიტენა რომ მის გამო ისვ ვიტანჯებოდი,პირიქით მას უნდა გონებოდა რომ არაჩვულბრივად ვარ მის გარეშ და ის სულ არ მედარდბა.
-გასაგებია კატო-გამიღიმა-როდის ელოდები?
-2 თვეში ველოდები-ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან
კიდევ დიდხანს იდგა თეო და მეჭორავებოდა,მეც მაქსიმალურად ვცდილობდი თავი მომეჩვენებინა,რომ არაჩვეულებრივად ვარ.როგორც იქნა წავიდა და მარტო დამტოვა.შვებით ამოვისუნთქე,სოციალურ ქსელში მას შემდეგ აღარ შევსულვარ რაც ეს ამბავი მოხდა,ამჯერად აკანკალებული შევედი ჩემს გვერდზე,უამრავი შეტყობინება დამხვდა,ყველა გავხსენი,მათ შორის ნიკას რამდენიმე შეტყობინებაც.
12 იანვარი
“ვერაფრით გიკავშირდები,ვიცი არასოდს მაპატიებ მომხდარს,თუმცა მინდა გითხრა,რომ შენ მე მართლა შემიყვარდი,ამას კი შნი წასვლის შემდეგ მივხვდი,ტელეფონი გათიშული გაქვს,არცერთმა შენმა მეგობარმა და არც ნათესავმა შნი ადგილსამყოფელი არ იციან,ან უბრალოდ არ მეუბნებიან,როდსაც ამას წაიკითხავ გთხოვ რამენაირად დამეკონტაქტე“

25 თებერვალი
„არვიცი რატომ გწერ,თუმცა დღეს შენს სახლ ვიყავი მისული,იმედი მქონდა,რომ იქ დამხვდებოდი,თუმცა შევცდი,კატო საშინლად მენატრები,მინდა გნახო და ყველაფერზ ისე გელაპარაკო,ძალიან გთხოვ ამას რომ წაიკითხავ დამეკონტაქტე“
9 მარტი
„ისევ გწერ,თუმცა უკვე იმედი აღარ მაქვს რომ ოდესმე აქ მაინც გამოჩნდები,იმ ამბიდან უკვე 7 თვე გავიდა და მაინც ვერ გიგდბ თავიდან,იცოდე,რომ მიყვარხარ და გეძბ,ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა წარსულში,მხოლოდ შენმა სიყვარულმა მიმახვდრა იმას,რომ შვილებმა მშობლების ცოდვების გამო პასუხი არ უნდა აგონ.მენატრები კატო“

კიდევ რამდენიმე შეტყობინება აკანკალბულმა წავიკითხე,თვალებს ვერ ვუჯრბდი,რომ ამ ყველაფერს ნიკა მწერდა.თავი ვეღარ შევკავე და ავქვითინდი პატარა ბავშვივით.რა თქმა უნდ ამისი სიტყვების არ მჯეროდა იმდენად ვიყავი გამწარებული არასოდეს მივიღებდი მას ისევ.გამოსასვლელთან ვიდექი,საშინლად წვიმდა,ქოლგა გავშალე,ტაქსს ველოდებოდი,ამ დროს კი თეთრი BMW გაჩერდა ჩემს წინ და მასთან ერთად ჩემი გულიც გაჩერდა.ეს ნიკას მანქანა იყო,მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და შენობაში შემოვიდა,არ დასჭირვებია ჩემი მოძებნა,დამინახა თუ არა გაჩერდა,იმ წუთას ვერც კი წარმოიდგენთრას განვიცდიდი,ერთიანად მომაწვა ყვლა შეგრძნბა ფეხები გამეყინა,შემეშინდა არ წავქცეულიყავი და ბავშვს რამე არ დამართნოდა.შემაქანა,15 წუთი მაინც ვიდქით გაშტერებულებ და ერთმანეთს ვუყურებდით,უეცრად კადრებივით გაირბინეს იმ ბედნიერმა დღეებმა რომელიც მასთან გავატარე,უეჭველია,რომ ვატო ეტყოდა სადაც ვიყავი,ამდილით ხომ დამინახა.
-როგორც იქნა კატო,გიპოვ-ჩემსკენ დაიძრა ფერწასული
-არ მომეკარო!-თითქმის დავუყვირე და მუცლზე ხელი მივიდე
-კატო რამდენი ხანი გეძებდი
-მეძებდი? რისთვის მეძებდი?რა იყო ვერ დაარულე შენი შურისძიება?!
-შევცდი კატო,ამას შენი წასვლის შემდეგ მივხვდი,მაპატიე გთხოვ-მუხლბზე დაემხრო ჩემს წინ,ამას ნამდვილად არ ველოდი.
-სინანული გვიანია! ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა! თუმცა მესმის შენი,წადი ახლა და მამაჩემი დასაჯე! ის არის დამნაშავე მამაშენის სიკვდილში! მე შემეშვი!-წასვლა დავაპირე,თუმცა მკლავში ჩამაფრინდა
-ვატოს ტყუილი უთხარი ხომ? დარწმუნებული ვარ ეს ბავშვი ჩემია
-ეგრე დარწმუნბულიც ნუ იქნები! შენი არაა და რომც იყოს მასზე არანარი უფლება არ გაქვს!
-ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ჩემია, 7 თვის ხარ,და აგვისტოდან ზუსტად 7 თვეა გასული,დავიჯერო მღალატობდი?
-ყველა შენნაირი სულმდაბალი ნუ გგონია!
-მაშინ გამოდის რომ ბავშვი ჩემია კატო
-ხო შენია მერე? მამაშენის მკლელის შვილიშვილი გინდა?
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას კატო? ის ჩემი შვილია
-ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის შენი სინანული?
-შეიძლება,წამოდი აქ ნუ დავდგებით,ცივა არ გაცივდე-მანქანისკნ მიმითითა
-შენს მანქანაში არასოდეს ჩავჯდები! ახლა კი გამატარე ტაქსი მელოდება!
ტაქსთან მიირბინა,ფული გადაუხადა და გაუშვა
-რას აკეთებ?!-გაბრაზებულმა შევუღრინე
-ვცდილობ ის დავიბრუნო რაც დავკარგე-ხელი დამავლო და მანქანაში სულ ძალით ჩამსვა
-ფრთხილად შე ცხოვლო ორსულად ვარ!-დავუღრიალე და ღვედი გამიკეთა
-შენ თვითონ მაიძულე-მანქანა სწრაფად დაქოქა
-ახლავე გააჩერე მანქანა ცუდად ვარ-ვიაფირისტე
-ნუ იყტუები კარგად გიცნობ
-არ ვიტყუები,სად მიდიხარ?-პანიკამ მომიცვა
-ქუთაისში
-რაა?! მანდ რა ჯანდაბა მინდა! გააჩერე ნიკა მანქანა
-არა კატო არა! შენ ჩემი ცოლი ხარ და ჩემს სახლში უნდა იყო
-მე არ ვარ შენი ცოლი! ნიკა ცუდად ვარ ნუ მანერვიულებ თორემ ნაადრევი მშობიარობა დამეწყება!
შეშინებულმა მოატრიალა მანქანა და უახლოს საავადმყოფოსტან გააჩერა,გადმოსვლაში დამეხმარა და ექიმთან შემიყვანა.საგანგაშო არაფერიაო,უბრალოდ ნერვიულობა ამიკრძალა.
-ხომ გაიგე რა თქვა?! აქედან წადი!-დავუღრიალე
-ახლა დაგითმობ,არ მინდა რამე დაგიზიანდეთ შენ და ჩემს შვილს,ისევ დავბრუნდები კატო არ დაგთმობ,ჩაჯექი მანქანაში სახლამდე მიგიყვან
-არ მჭირდება! ეგღა მაკლია შენ წამიყვანო დ აგაიგო სად ვცხოვრობ! ჩემით წავალ
-ნუ ნერვიულობ დაწყნარდი,ტაქსს გამოვიძახებ და წაგიყვანს
სანამ ტაქსი არ მოვიდა არ წასულა,ფული გადაუხადა და მეც მისამართი ვუთხარი მძღოლს ისე,რომ ნიკას არ გაეგო.განერვიულებული დავბრუნდი ლევანის ბინაში,გადავწყვიტე სამსახურში აღარ წავსულიყავი.
-რა გჭირს?-შემატყო აღელვება ლევანმა
-ნიკამ მომიკითხა დღეს სამსახურში
-რა? მერე?
-რა მერე? ბოდიშები მიხადა,მანქანაში სულ ძალით ჩამტენა ქუთაისში უნდა წაგიყვანოო
-ყოჩაღ მაგას,მერე?
-თავი მოვაჩვენე ვითომ ცუდად ვიყავი და გამომიშვა
-გინდა მე დაველაპარაკო?
-არა ლევან,არ მინდა შარში გაგხვიო,ისედაც დავალებული ვარ შენგან.
-რა შარში კატო? ხომ იცი შენ ჩემი და ხარ ეგ აღარ გაიმეორო
-მადლობა ლევან
-კატო
-ჰო
-ისევ გიყვარს?
-არა-თუმცა მაშინვე მიხვდა რომ ვიცრუე
-ცრუობ
-როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი,რომელმაც ასე მწარედ მოგატყუა და შურის საძიებლად გამოგიყენა?
-სიყვარულს არ აქვს წესები კატო
-ამ თემაზე აღარ მინდა საუბარი,წავალ დავწვები
-არ ივახშმებ?
-არ მშია
დილით ადრე ავდექი,წასვლას არ ვაპირებდი სამსახურში,არ მინდოდა ისევ ნიკა მოსულიყო და სცენები გაემართა,თუმცა ისიც ფაქტი იყო რომ ნანობდა თავის საქციელს.ეს მაინც არაფერს ცვლიდა,საერთოდ არაფერს!










______________________________________
პატარა თავია,თუმცა მეტის დადება ფიზიკურად ვეღარ მოვახერხე :(((



№1 სტუმარი gvanca

mainc gamexarda es tavi rom dade. dzalian didi madloba. karhia banalurad rom ar sheaxvedre ertmanets. imedia male dadeb

 


№2 სტუმარი Uhuu

Arada megona levantan darcheboda

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

ნიკას არ ვაპატიებდი მე.
ვერ ვგრძნობ,რომ საკმარისად განიცდის.
ამიტომ ან ნიკას პ.ო.ვ დაწერე ან ალაპარაკე , თორე ესე,ისეთს არაფერს აკეთებს რო აპატიოს კატომ.

 


№4 სტუმარი Jude

kargia momwons cota tavebi gazarde

 


№5 სტუმარი Guest დადუ

კარგია.ისე ცოტა უნდა აწუწუნოს კატომ. შემდეგ თავს როდის დადებთ

 


№6  offline მოდერი Anye-Any

მადლობა ბავშვებო,შემდეგ თავს ხვალ დავამატებ:)))

 


№7 სტუმარი Guest დადუ

Rodis dadebt shemdeg tavs?

 


№8 სტუმარი Guest beli

Giweria rom 21 dadeb magram ar gidevs dges ukve 22 rodis dadeb velodebit mkitxvelebi

 


№9 სტუმარი Ani

Agar dadebt shemdeg tavs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent