შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ნაცნობები (ნაწილი 3)


21-11-2016, 01:38
ავტორი ანტა
ნანახია 1 516

სახლში შესულმა გაოცება ვერ დავმალე. საოცარი სიმყუდროვე იგრძნობიდა. კრმისფერი და ყავისფერი ტონები ჭარბობდა ოთახში. შუაში ხის ჟურნალების მაგიდა იდგა და ზედ რამოდენიმე სქელტანიანი წიგნი იდო.შორიდანვე შეატყობდით რომ საკმაოდ ძველი იყო.მაგიდის გარშემო ყავისფერი დივნები იყო.უცნობმა წინ გადმისწრო და დივანზე ნელა ჩამოჯდა.
-პირი დახურე და მოდი.-ახლაღა შევამჩნიე რომ სულელივით დამეღო პირი და გახევებული ვიდექი შესასვლელში.დივანს მივუახოვდი და მაგიდასთან რაც შეიძლებოდა ახლოს დავჯექი.ლურჯი,მელნისფერი წიგნი უსიტყვოდ,ინტერესით გადავშალე და წავიკითხე "ალექსანდრე ყაზბეგი ხევისბერი გოჩა".ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი მწერალი,ახლა მეორე წიგნს მივუბრუნდი იგი მუქი კრემისფერი იყო, ფრთხილად გადავშალე წიგნი, "გრაფი მონტე-კრისტო ალექსანდრე დიუმა" გამეღიმა.ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი როდესაც წავიკითხე.ახლა მესამე წიგნის დროც დადგა "ჯ.რ.რ. ტოლკინი ჰობიტი ანუ აქეთ და იქით"ვერფერი გავიგე.ყველა წიგნი ერთმანეთისგან განსხვავდება.ერთადერთი რამ აქვთ საერთო,ეს კი სიძველისგან გაყვითლებული ფურცლებია რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით წავიკითხავ.ახლაღა გამახსენდა უცნობი რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა ჩემს ყველა ქმედებას.
-აბა?-წარბები აზიდა და ისე მკითხა.
-რა აბა?-არც მე ჩამოვრჩი წარბების აწევაში.
-რას ფიქრობ მათზე?-წიგნებზე მიმანიშნა.კიდევ ერთხელ გავხედე წიგნებს.
-და რას უნდა ვფიქრობდე?
-ღმერთო ყველა კითხვას რატომ მიბრუნებ,არ შეგიძლია უბრალოდ უპასუხო?!-ამოიხვნეშა და სახეზე ჩამოისვა ხელი.
-ჰმმმ...დავიწყებ იქიდან რომ ყველა წიგნი ერთმანეთისგან განსხვავდება.ჰობიტი,მონტე-კრისტო და ხევისბერი გოჩა, ისინი ერთმანეთსგან ისევე განსხვავდება როგორც ტყე მინდორისგან ან მდინარე ზღვისგან და მაინც, მე სამივე წიგნი მაქვს წაკითხული და მიყვარს.ყველგან კატგადაა გამოკვეთილი ადამიანობა, მეგობრობა, ძმობა და ერთგულება.
-სწორად მიხვდი.მაგრამ ერთი მაინც დაგავიწყდა.ადამიანის ბრძოლისუნარიანობა.
-როგორც ჩანს წიგნებში ერკვევი.
-მე კი შენზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს შენთვის წიგნების იქით არაფერი არსებობს.
-ასეცაა.მე მომწონს ჩემი მრავალფეროვანი სამყარო გმირებით და მათი მოწინააღმდეგეებით სავსე.წიგნები...ისინი რომ არა მე დღეს მე არ ვიქნებოდი.არც ჩემი მშვენიერი სამყარო იარსებებდა რომელიც ასე მიყვარს.-თვალებში შევხედე.დიდრონ ნაცრისფერ თვალებში ჭინკები უხტოდა.წამოდგა,სწრაფად ჩამავლო მაჯაში ხელი და მოპირდაპირე ოთახისკენ გამაქანა.არ ვეწინააღმდეგებოდი რადგან აზრი არ ქონდა.მაინტერესებდა რამ გამოიწვია მისი წამიერად შეცვლა.მუქ ყავისფერ კარებს მივუახლოვდით და შევჩერდით.ახლაღა მობრუნდა და შემომხედა.სწრაფად ამაფარა თვალებზე ხელი მეორე კი კეფაზე დამადო რომ დარწმუნებული ყოფილიყო არ გავიქცეოდი.
-შეგეძლო გეთქვა და ჩემით დავხუჭავდი თვალებს.-ვუთხარი უკმაყოფილოდ
-უბრალოდ არ გენდობი.-კარის გაღების ხმა მოისმა.
-აბა ნელა გადადგი რამოდენიმე ნაბიჯი და მე გეტყვი როდის გაჩერდე.-მეც დავყევი მის ნებას.ერთი პატარა ნაბიჯი მერე მეორე,მესამე,მეოთხე.
-აბა აქ გაჩერდი და არ გაინძრე.-ნელა ჩამოიღო ხელები.თვალები გავახილე და ოთახი მოვათვარიელე.გაოცებისგან ხმა ვერ დავიმორჩილე.ჩემ წინ უზარმაზარი ბიბლიოთეკა იყო.სვადასხვა ფერის და ზომის წიგნები.ოთხივე კედელი წიგნებით იყო სავსე.ოთახს ფანჯარა არ ქონდა.უამრავი სანთელი იყო ანთებული.რამოდენიმე სავარძელი იდგა და ერთი საწერი მაგიდა თავისი სკამებით.ოთახში თბილი ატმოსფერო ტრიალებდა.თაროებს მივუახლოვდი.ნელა მივიტანე წიგნებთან ხელი და სანამ მათ შევეხებოდი  უცნობს გავხედე,მანაც ღიმილით დამიქნია თავი.ფრთხილად გადავუსვი ხელი და ღრმად შევისეუნთქე მათი საამო სურნელი.ვინატრე ეს წამები უსასრულოდ გაგრძელებულიყო.მხარზე ხელის დადება ვიგრძანი და მოულოდნელობისგან შევკრთი.
-როგორც ჩანს ამ მხრივ ერთმანეთსგან ძალიან არ განვსხვავდებით.
-შენც?შენც გრძნობ?
-მთელი არსებით-თქვა,მივუბრუნდი და ისეთი რამ ჩავიდინე რაც მაშინვე ვინანე მაგრამ სინანული უკვე გვიანი იყო.ასე რომ ამ წუთებით ტკბობა განავგრძე.ზურგზე მისი გრძელი თითები ვიგრძენი.ღმად შევისუნთქე გრილი სურნელი, თვალები დავხუჭე და მის მკლავებში ჩავიძირე.მალევე მოვეგე გონს და განვთავისუფლდი მისი მკლავებისგან.შემრცხვა და ხელები სახეზე ავიფარე.ალბათ პამიდორივით წითელი ვიყავი.კისერზე მისი ცივი თითი ვიგრძენი და ჟრუანტელმა დამიარა.
-როგორც ჩანს ბანაობა არ გაწყენდა-თქვა,კისრიდან ტალახი მომაშორა და დამტოვა გახევებიული.
-გაბრაზებულმა კარებს შევუბღვირე და დივანს ფეხი ვკარი.
-იქნებ ისიც მითხრა სად ვიბანაო?!იქნებ ტბაში რომ კარგად მიყურო?!-სწორედ მაშინ დავსახე საშინლად მზაკვრული გეგმა.დავმშვიდდი და ოთახიდან გავედი.
-ჰეი უცნობო!
-სამზარეულოში ვარ!-გაისმა მოპირდაპირე ოთახიდან. კარი გავაღე და სამზარეულო მოვათვარილელე. ერთმანეთს მშვენივრად ეხამებოდა კრემისფერი და ღია ყავისფერი ტონები.
-გშია?-უსიტყვოდ დავუქნიე თავი და სკამზე ჩამოვჯექი.
-იმედია სენდვიჩი გიყვარს.
-ისინი ვის არ უყვარს?-მობრუნდა და მაგიდაზე სენდვიჩებით სავსე თეფში დადო. შემდეგ ერთი თეფში მე მეორე თავისთვის დაიდო და ჭამას შეუდგა. არც მე ჩამოვრჩი და სამი სენდვიჩი შეუჩერებლად გადავსანსლე. შემდეგ შინაურულად ავდექი,სურიდან ჭიქაში წყალი დავისხი და დავლიე.
-აბა როდის მივდივართ?-მივახალე ყოველგვარი შესავლის გარეშე მან კი გავბირვებულმა გამომხედა.
-სად?
-ანუ როდის უნდა გამიყვანო ტყიდან?
-დღეს ვერა. ხვალ წავიდეთ. -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-მაგიდას მაინც ავალაგებ მადლობის ნიშნად.-ვთქვი თუ არა რაც შეიძლებოდა სათნო ღიმილი მოვირგე. თავი დამიქნია, თეფშები ნიჟარაში ჩავაწყე და ამოვრეცხე. ხელები პირსახოცით შევიმშრალე.
-აბა რა ვაკეთოთ?-მივბრუნდი და გულხელი დავიკრიფე.
-ჰმმ... ცუდი კითხვა არაა. ბურაზე რას იტყვი?
-თანახმა ვარ. რაზე ვთამაშობთ?
-სურვილებზე
ერთ საათში გაბრაზებული ვზივარ დივანზე უცნობი კი იმხელაზე გაღებული პირით იცინის მგონია რომ სადაცაა გაეხევა.
-უნდა გეთქვა რომ ასე კარგად თამაშობდი.-ჩუმად ამოვიბუზღუნე.
-მაშინ ასეთი სახალისო აღარ იქნებოდა.-ხარხარით გადაწვა დივანზე.
-ტანსაცმელს ვერ მომცემ რამეს რომ გამოვიცვალო?
-კარგი აბა წამომყევი.
კიბეებს ავუყევით და მეორე სართულზე პირველივე კარი შეაღო.მოველოდი რომ ოთახი მუქ ფერებში იქნებოდა მაგრამ:სალათისფერი, ლურჯი და კრემისფერი ერთმანეთს საოცარად ეხამებოდა. მწვანე კედლები, ლურჯი საწოლი, კრემისფერი კარადები და მაგიდა.კარადას მიუახლოვდა,ცისფერი თითქმის თეთრი მაისური გადმოიღო და შორტიხც მოაყოლა.შემდეგ დაიხარა და ქამარი გადმოიღო.
-დერეფანში ბოლო ოთახი. იქ გამიცვალე,ამაღამ მანდ დაიძინებ.-უსიტყვოდ გამოვბრუნდი. ოთახში შევედი და ტანსაცმლის გახდა დავიწყე. საცვლებზე მაისური გადავიცვი და საწოლში შევწექი. ღამით ენერგია დამჭირდებოდა.თვალები დავხუჭე და მალევე დამეძინა.
 -მარტო ხარ!
-არავის უყვარხარ!
-ყველა ზურგს გაქცევს!-უცნობი სახეები ირევიან ჩემ წინ.იდღაბნება და ახალა სახის გარაშე მიყვირიან საშინელ რაღაცეებს.კივილს ვიწყებ.ნელ ნელა ყველაფერი შავდება.
-ჰეი!ჰეი!გაახილე თვალები.-უცნობი ზის ჩემ წინ, ჩემი სახე ხელებით ეჭირა და მელაპარაკებოდა.
-რა?აჰ!არა!არა!-ამოვიზმუვლე თავი მკერდზე მივადე და ავტირდი. როდის ჩამეძინა ვერ გავიგე. როცა გავიღვიღვიძე უცნობი ზურგიდან მომკრობოდა და ეძინა. თავიდაან შემეშინდა. ტანში ცხელმა ჟრუანტელმა დამიარა. გული ამიჩქარდა. რაც შემეძლო მალე დავმშვიდდი. ისევ დაძინებას ვაპირებდი როცა ყველაფერი გამახსენდა. ჩუმად გადმოვძვერი საწოლიდან და დერეფანში გავიპარე. ღამე იყო მაგრამ ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა.სამზარეულოში შევედი. მაცივარი გამოვაღე და მოვათვარიელე. კეჩუპი,მაიონეზი და სტაფილო გადმოვიღე.ახლა კარადები დავათვარიელე:ფქვილი და თაფლი გადმოვიღე.ყველაფერი "ჩავიხუტე" და "ჩემი"ოთახისკენ გავწიე. ფეხაკრეფით შევედი ოთახში. ყველაფერი ტუმბოზე დავალაგე. კეჩუპი მოვიმარჯვე და გრძელი მამა-პაპური ულვაშები მივახატე. ახლა თაფლი ავიღე და ლოყებზე თხლად წავუსვი.შემდეგ ფქვილი ავიღე და თაფლზე გულდასმით დავაყარე. მაიონეზით მოვუთხვარე მთელი შუბლი და ბოლოს პირში სტაფილო ჩავუდე..აქამდე გამოუსადეგარი და გადავიწყებული ტელეფონი ამოვიღე შარვლიდან და ფოტო გადავუღე.თავქვეშ ჩემი მაისური ამოვუფინე რომ საწოლი არ დასვრილიყო.რამოდენიმე წუთი კმაყოფილი ვუყურებდი ჩემს ნამუშევარს. ბოლოს ტბისკენ გავწიე. ეს ადგილი დღე უმშვენიერესი მეჩვენა მაგრამ მივხვდი რომ ღამე უფრო მშვენიერი ყოფილა. წყლის ჩხრიალი ისმოდა. ტბაში მთვარე და ვარსკვლავები ირეკლებოდა. სწრაფად გავიძრე ტანსაცმელი და ტბაში ნელა შევედი. გრილი წყალი მესიამოვნა.ჩავყვინთე და სადამდეც ჰაერი მეყო გავჩერდი. ნასიამოვნებმა ამოვყვინთე და სახიდან თმები გადავიწიე. წყლიდან მალევე ამოვედი და მაშინ განვაანალიზე რომ პირსახოცი თან არ მქონდა.სველ ტანზე გადავიცვი ტანსაცმელი და სახლში შევედი. მაისური უსიამოვნოდ მეკვროდა ტანზე."ჩემს"ოთახში ვერ დავწვებოდი,ასე რომ სხვა საძინებელს დავუწყე ძებნა.მაგრამ სახლში მხოლოდ ორი საძინებელი აღმოჩნდა "ჩემი"და უცნობის.ისევ ბიბლიოთეკას მივაშურე.დივანზე დავწექი და წიგნებს დავუწყე ყურება.თან ერთი სული მქონდა უცნობის რეაქცია მენახა. საბოლოოდ ფიქრში ჩამეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent