შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (13)


21-11-2016, 16:48
ავტორი casas
ნანახია 2 557

მისი პირველი სსიყვარული და მისი იმედგაცრუება.ჰო ახლა უკვე ნათლად დაუდგა თვალწინ აკოს ნათქვამის გაგონებისას მისი გაოგნებული სახე,მერე მიისი გათიშული სხეული დაინახა..ტკივილი იგრძნო,ზუსტად ისე როგორც მაშინ.ახლა კიდევ უფრო ნათლად იგრძნო ტკივილი გულის არეში და ტირილი აუტყდა.ტიროდა გულამოსკვნილი და ვერ მშვიდდებოდა.როგორი სიმწარე გადაუტანია.როგორ სტკენია გული.როგორ გაუმწარებია.თანაც ვის?დემეტრეს.თავის დემეტრეს.თავის სიყვარულს,ბედნიერებას.საშინლად იგრძნო თავი.ყველაზე ცუდათ რაც კი ოდესმე ყოფილა.მთელი სხეული სტკიოდა.ეწვოდა ყველაფერი.თითქოს ცოცლხად კლავდნენ.წამებას ნათლად გრძნობდა.გული საშინლად უცემდა.პირველად გაიგო ტკივილის გემო.რეალური ტკივილის.აქამდე ასეთი რამე არასოდეს განუცდია.არანაირ გრძმობას არ შედრება ის რასაც გრძნობდა.თითოქს გული ამოაცალეს.თითქოს გრძნობები მოუკლეს.ერთიანად მკვდარი იყო.ცოცხალი მკვდარი.ერთ წერტილს გაშტერებული უყურებდა,მოულოდნელად რაღაცამ რომ დაჰკრა თავში და წყალში ჩავიდა.აუზის კიდეზე ჩაცურდა და ხელები თავზე მიიჭირა.წყალში ტიროდა.ცრემლები მოსდიოდა.სუნთქვა შეკრული იჯდა და ვერაფერზე ვერ ფიქრობდა.წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა.გონებაში მხოლოდ ბედნიერი წარსულის კადრები მიდიოდა.ახსენდებოდა როგორი კარგი იყო დემეტრე,როგორი კარგები იყვნენ ერთად.როგორი ბედნიერი იყო.როგორ უყვარდა.როგორ უღალატა ბაბლუანმა ამ სიყვარულს.მიატოვა და ატკინა.სიკვიდლისთვის გაიმეტა.უიმისობისთვის გაიმეტა.ერთი სიტყვაც არ უთხრა ისე წავიდა.მიატოვა და წავიდა.
ვერ გაძლებდა.მაგრამ საერთოდ არ ადარდებდა.ტკივილისგან სულის სიმწარეც სიამოვნებას ანიჭებდა.იჯდა და ასე მაზოხისტურად და ნელა იკლავდა თავს.
უცერად ვიღაცის ხელები იგრძნო წელზე,მერე ნელა ზემოთ ასწიეს.თვალები გაოცებულმა გაახილა და რეალურად დაინახა სილუეტი.გაძალიანების თავიც არ ჰქონდა.გონს რომ მოეგო უკვე წყლის ზედაპირზე იყო და ჰაერს ხარბად ისუნთქავდა.
–რას აკეთებდი?–სანდროს შეშინებულმა და მკაცრმა ხმამ იძულებული გახადა მისთვის შეეხედა.ძლივს აღიქვა რეალობა.
–კარგად ხარ?–ჰკითხა სანდრომ და სახეზე ხელები მოუსვა გამოსაფხიზლებლად
–კარგად ვარ–უპასუხა და ირგვლის მიმოიხედა
–სულ გაგიჟდი ხო?–საყვედურობდა და თვალს არ აშორებდა
–გავგიჟდი ხო სანდრო გავგიჟდი.ამდენი ხანი ტყუილში გავატარე.თურმე შეყვარებულს ასე უმოწყალოდ მიუტოვებივარ,გული მტკენი.ისე მტკენია რომ ჩემს გონებას ვეღარ აუტანია და მეხსიერება დამიკარგავს.ჩემს მეგობრებს კი ერთი სიტყვა არ უთქვამთ ჩემთვის–ერთი ამოუნთქვით მიაყარა და ტირილი დაიწყო
–გაგახსენდა?–თანაგრძნობით ჰკითხა სანდრომ და გულზე მიიხუტა
–ნეტა არ გამხსენებოდა სანდრო,ნეტა–ტირილს არ წყვეტდა და მთელი ძალით ეხუტებოდა ბავშვობის მეგობარს
–ყველაფერი კარგად იქნება,ვიცი ბანალურად ჟღერს,მაგრამ ერთად მოვერევით შენს ტკივილს–ამშვიდებდა და თმაზე ეფერებოდა
–მოვკვდები სადნრო,ვერ გავუძლეებ–მაისურზე ქაჩავდა სადროს
–გაუძლებ,მე გაძლებ ამის პირობას–მეგობრის ტკივილის მთლიანად ითავისებდა
–არ ვუყვარდი,მატყუებდა..არ ვუყვარდი და მაგიტომ მიმატოვა–ბოლომდე იცლებოდა და გულწრფელად უშლიდა გულს სადრექსას
–შეიძლება უყვარდი ან კიდევ უყვარხარ,მაგრამ ალბათ ისეთი ძვირფასი არ იყავი მისთვის,რომ შენ გამო რამე დაეთმო–სევდიანი ხმით უთხრა და თვალებში ჩახედა
–სანდრო ორსულად ვარ–პირდაპირ უთხრა და მისი გაფართოებული თვალების დანახვისას თავი დახარა
–ხომ ხედავ ახლა უფრო მეტი მიზეზი გქონია ბრძოლის–ბედნიერი სახით უთხრა და მუცელზე მოეფერა
–რატომ არ მითხარით სადნრო მეხსიერება თუ დაკარგული მქონდა?–სევდიანი სახით უთხრა და სახე მომანჭა სატირლად
–აი ახლა რომ ხარ შენი იმ მდგომარეობაში ხილვა არ გვინდოდა..ვიცოდით აუცილებლად გაიხსენებდი,მაგრამ დროს ვწელავდით.ექიიმმაც აგვიკრძალა თქმა.შენთვის უნდა გეგეხსენებინა–უხსნიდა სიტუაციას და მისი ჩამკვდარი თვალების დანახვისას გული უკვდებოდა.ვერ ეგებოდა ასეთ ნენეს.პირველად სწორედ გულის წასვლის დღეს ნახა ნენეს ასეთი თვალები,ისიც დემეტრეს გამო და ახლაც ცოცხალ–მკვდარ ნენეს უყურებდა ისიც სწორედ დემეტრეს გამო.აარ შეარჩენს ბაბლუანს.აუცილებლად აზღვევინებს ნენეს ყველა ცრემლის გამო,აუცილებლად!
–სახლში წავიდეთ რა–მუდარიდ ახედა
–კარგი წამოდი,არ გაცივდე–ფრთხილად მოხვია ხელი და პირსახოცი მოაფაარა.თვითონ ჩააცვა და მანქანაში ჩააჯინა.მთელი გზა გათიშული იყო ნენე.ერთი სიტყვაც არ უთქვამს.ხვდებოდა სანდროს რა მძიმე გადასატანი იყო მისთვის ყველაფერი.როოგორ უჭირდა ასე ერთბაშად ამდენი ინფორმაციის გადატანა.ამიტომ ხმას არ იღებდა და დაფიქრების საშუელებას აძლევდა.
სახლში მისულს ყველა იქ დახვდა.შეშფოთებული სახით იჯდნენ.ნენე რომ დაინახეს სიხარულით წამოხტნენ ფეხზე და ირგვლი შემოეხვიენ.სანდროს უკვე ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა,ამიტომ ზედმეტი კითხვების დასმა არ დაუწყიათ.წერეთლის განადგურებული სახის დანახვისას ისედაც გაუქრათ ლაპარაკის სურვილი.საშინლად შეეცოდათ მეგობარი.ყველამ მის ადგილას წარმოიდგინა თავი,თუმცა რეალურად იმ ტკივილს ვერავინ გაიგებდა,რასაც ნენეს გული იტევდა.არც მთელი დღის განმავლობაში გადაიტანა ნენემ.სიტყვის უთქმელად ამოუდგნენ გოგოები გვერდით და ოთახში შეიყვანეს ნენე.თვითონ გაუშალეს საწოლი და ჩააწვინეს.მეგობრების მზრუნველობის დანახვისას ყელში ბურთი მოებჯინა და ტირილი ვერაფრით ვერ შეიკავა.ორივეს ერთად ჩაეხუტა.
–რაღაც უნდა გაჩვენო–ტირილით გული რომ იჯერეს ანომ ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა,ჩანთიდან რაღაცის ასაღებად
–არ გინდა ანო ეხლა–თვალები დაუბრიალა თეკომ
–სჯობს დღეს ნახოს,ვიდრე მერე კიდევ გაიხსენოს–უთხრა და თეთრი კონვერტი მისცა ნენეს.გაოცებული დახედა კონვერტს და წარწერა რომ ვერსად ნახა გახსნა დაიწყო.ანო და თეკო ფეხზე წამოდგნენ გარეთ გასასვლელად.თუმცა ნენემ ხელი დაუჭირა და თავის ადგილას დააბრუნა ორივე,ფრთხილად გახსნა კონვერტი და პატარა ფურცელი ამოიღო.ზედ მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა.
"მაპატიე–მიყვარხარ"
მაშინვე მიხვდა ვისგან შიეძლებოდა ყოფილიყო.კიდევ უფრო ეტკინა გული.კიდევ თავიდან გამოსცადა ჯერ არ გამქრალი გრძნობები და კიდევ უფრო მეტად აუჩქარდა გული.მხოლოდ ორი სიტყვა,მხოლოდ ეს დაუტოვა ამხელი ტკივილის ფასად.მეტი ვერაფერი გაიმეტა.ნენემ ყველაფერი მისცა რაც შეეძლო,გული და სული აჩუქა და ბაბლუანმა ასე უსირცხვილოდ მხოლოდ ორ სიტყვიანი წერილით მიატოვა.
–მძულხარ დემეტრე ბაბლუანი,მთელი გულით მეზიზღები–ბოლო ხმაზე იღრიალა და წერილი ნაფლეთებად აქცია.უეცრად გულის რევის შეგრძნება რომ დაეწყო და პირზე ხელაფარებული გავარდა სააბაზანოში.ანო და თეკო დაფეთებულები წამოხტნენ ფეხზე და უკან გაყვენ,მაგრამ ნენემ კარი ცხვირწინ მიუხურა.რამდენიმე წუთში გაფითრებული გამოვიდა ააბანოდან და საწოლში შეწვა ისევ
–ორსულად ვარ–ვითომ არაფერიო ისე განუცხადა გოგონებს
–რა??–ორივემ ერთხმად შეიცხადა და პირდაღებულები მიაჩერდნენ ნენეს რას ამბობსო
–ხო სანამ მიმატოვებდა,იმ ღამით ერთად ვიწექით–სევდიანი ღიმილით თქვა და თვალწინ ის ღამე დაუდგა.როგორი ბედნიერი იყო.საერთოდ არ ნანობდა არცერთ წამს.ყველაფერს სიყვარულიდ აკეთებდა და დარწმუნებული იყო დემეტრეც იგივეს გრძნობდა.დილით გაღვძებულზე რომ არ დახვდა იფიქრა ალბათ ადრე გიღვიძა და ადგაო.საერთოდ ვერ წარმოიდგენდა თურმე რა ელოდა წინ.
–ნენე ბავშვი რა მაგარია–ბედნიერი ღიმილით წამოიძახა ანომ და აციმციმებული თვალებით გახედა აცრემლებულ ნენეს
–არც კი ვიცი,ჯერ ვერ განვიცადე ეგ სიხარული.იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის.თან ტკივილმა ყველაფერი გადაფარა–დანანებით თქვა და მუცელზე ხელი მოისვა.ამდენხანს ამაზე ვერ იფიქრა.მხოლოდ დემეტრეს წასვლას მისტიროდა.ღმერთმა რამხელა ბედნიერება არგუნა ეგ ვერც გაიაზრა.შვილი.მისი სისხლი და ხორცი.დედიკოს სიყვარული.რა თბილი სიტყვაა შვილი.გული სითბოთი აევსო და რაღაცამ ოდნავ მაინც შეუმსუბუქა ტკივილი
–დედობა ყველაფერს შეგაძლებინებს და ყველა გადაულახავ ბარიერს გადაგალახინებს.ისე გაძლიერდები,შენ თვითონ ვერ იცნობ შენს თავს–თავის მაგალითზე დაამშვიდა ანომ
–მოდი ჩვენ გავალთ და შენ დაისვენე–ნენეს დაღლილი სახის დანახვისას თვალით ანიშნა წყნარად მჯდომ თეკოს და გარეთ გავიდნენ.დატოვეს თავის თავთან მარტო.მხოლოდ თავისი თავის ამარა მყოფი ნენე.ტკივილთან და იმედგაცრუებასთან მარტო.როგორი რთულია იყო ძლიერი,მაშინ როცა არ შეგიძლია.ძნელია როცა საყრდენი ძალა გეცლება და იმედები გიცრუვდება.თუმცა როდესაც იმედი გიცრუვდება ადამიანისგან,ხვდები ის კი არ არის ცუდი,უბრალოდ შენ გქონდა მასთან ზედმეტად კარგი დამოკიდებულება და მისგან ელოდი იმას,რისი გაკეთებაც მას საერთოდ არ შეუძლია.დანანებით გადააქნია ნენემ თავი და მთლიანად გათიშული მიესვენა ბალიშზე.

*****
"ნენე ნუ მოაბეზრე მაგ უნიტაზს თავი"-ყოველი დღე სანდრექსას ვითომ გამამხნევებელი ხუმრობებით იწყებოდა.მთელი დღეები აბანოში ატარებდა ნენე.სულ გულის რევის შეგრძნება ჰქონდა ხოლმე.საჭმელი ფაქტიურად არ ერგებოდა.იძულებით თუ წაიკიკნებოდა ოდნავ და მერე იმასაც პირიდან უშვებდა.რამდენჯერ იყო ექიმთან მისული მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენააო ექიმმა და ისევ უკან უშვებდა.არადა უკვე აღარ შეეძლო.ან გული ერეოდა და ან თავბრუ ეხვეოდა.ანო კიდევ პირიქით იყო.ნენესგან განსხვავებით ძალიან მშვიდი და ურეაქციო ორსულობა ჰქონდა.მხოლოდ მუცლის გაზრდით თუ მიხვდებოდი ორსულად რომ იყო.სხვა საერთოდ არაფერი აწუხებდა..უკვირდა ნენესი,რადგან მსგავსი რამ თვითონ არ ემართებოდა.წერეთელის დატანჯულ სახეს რომ უყურებდნენ აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ მისთვის.მთელი სამეგობრო გარს ეხვეოდა.
მაგრამ....
მაინც მარტო იყო...
არავინ არ ყავდა გვერდით ისე როგორც უნდოდა....
როგორც სჭირდებიდა...
ხანდახან ღამე რამდენჯერ გაღვიძებია და რამე მონდომებია.მერე გახსენებია მარტო რომ იყო და სურვილს ვერავინ შეუსრულებდა.მუცელზე ხელს მოიხვევდა და ცრემლიანი თვალებით ცდილობდა სურვილი ჩაეხშო.არადა რა ძნელი იყო ნენესთვის ყოველივე ეს.იმდენი რამე გადაიტანა,უკვირდა საერთოს ფეხზეც რომ იდგა და აზროვნების უნარი ჰქონდა.მართალია რთული ორსულობის გამო დემეტრეზე ფიქრის დრო არ რჩებოდა,მაგრამ ხანდახან იყო როცა ძალიან შემოუტევდა ნოსტალგია,ბედნიერი წარსული და სადღაც გულის სიღრმეში ჩამალული მონატრება..იმდენად მოენატრებოდა ძველი დრო,გული ყელში მოებჯინებოდა ხოლმე.მხოლოდ იმიტომ იკავებდა ტირილისგან თავს,იცოდა ბავშვისთვის შეიძლება საზიანო ყოფილიყო.
მაგრამ მაინც ფიქრობდა არარსებულ მიზეზებზე.ათასნაირად აანალიზებდა ხოლმე სიტუაციას.ყველა მხრიდან უყურებდა შექმნილ ვითარებას,მაგრამ დემეტრეს ვერცერთ ასპექტში ვერ ამართლებდა.ვერ პატიობდა სიყვარულის ასე აბუჩად აგდებას.მის მიტოვებას და დაკარგულ მეხსიერებას.ხანდახან ხვდებოდა რომ იმდენად სძულდა დემეტრე,ერჩივნა მეხსიერება არც დაბრუნებოდა და არც გახსენებიდა,რომ ოდესღაც მის ცხოვრებაში მამაკაცი სახელად დემეტრე ბაბლუანი არსებობდა.
მხოლოდ შვილი აძლებინებდა.მის გამო არსებობდა.მის გამო იკლავდა გულში ტკივილს.მის გამო უძლებდა ყველაფერს.მის გამო არ იმჩნევდა მეგობრებთან არაფერს და მხოლოდ მის გამო აიგნორებდა ბაბლუანის არსებობას თავის ცხოვრებაში.
ერთადერთი ნათელი წერტილი,თავისი პატარა იყო.დედიკოს იმედი და გადამრჩენელი.
უკვირდა,მართლა უკვირდა.რატომ იგდებენ ადამიანები სიყვარულს ასე აბუჩად.მთელი ცხოვრება მის ძებნაში და ლოდინში ატარებენ.იპოვნიან და მერე უმიზეზოდ კარგავენ.ვერ უფრთხილდებიან,არ იბრძვიან მისთვის.როცა გიყვარს რატომ უნდა ატკინო.რატომ უნდა გაგიძლოს გულმა,როცა მის თვალზე უმიზეზოდ დადენილ ცრემლს დაინახავ.შენი გულისთვის რატომ უნდა მიაყენო მოუშუშებელი ჭრილობა.
ნენემ იცის სიყვარულის ფასი.უკვე ისწავლა.მიხვდა რამდენად ძვირად ფასობს ნამდვილი სიყვარული.წრფელი გრძნობები და უანგაროდ გაღებული გულის კარი.
ნენემაც ხომ სწორედ ასე უანგაროდ გაუღო დემეტრეს გულის კარი.იმან კიდევ ადგა და უნამუსოდ,მხოლოდ ერთი სიტყვის ამარა დატოვა.
აი როგორი ყოფილა ნენეს წარმოსახვაში არსებული ნამდვილი სიყვარული.მატყუარა და უგულო..

****
-კარგი რა როდემდე უნდა იჯდე სახლში-ეწუწუნებოდა ანო სერიალის ყურებით გართულ ნენეს
-ანო დამაცადე რა,ვუყურებ ხომ ხედავ-წვენს სვამდა და თან ეკრანს თვალს არ აშორებდა
-გოგო მოსწყდი ცოტახნით ამ სახლს და გავიდეთ სადმე,დაკვერცხდები-დაუწიწკინა ანომ
-უკვე დაკვერცხებული ვარ-თვალი ჩაუკრა და მუცელზე მოისვა ხელი
-არ მაინტერესებს,ადგები და მოდიხარ-ტელევიზორს გადაეფარა ანო
-გაიწი მაყურებინე საინტერესო მომენტია-ხელით ანიშნა გაიწიეო
-რა უბედურებაა ეს თურქულები,ამისთვის ხარ დაკუნცხული აქ?-ცხვირი აიბზუა ანომ და თვითონაც ეკრანს შეხედა
-უბედურება კი არა "იჩერდე"-ა და ჩაათაი თამაშობს-ბედნიერი სახით უპასუხა და საყვარელი მსახიობის დანახვისას სიხარულისგან სახე გაებადრა
-ეს ჩაათაი დაგტოვებს შენ ისე-დამრიგებლური ტონით უთხრა ანომ
-ნეტა ვიცოდე რომ მოვა და დაველოდები-თვალებმინაბულმა თქვა და საზურგეს მიეყრდნო
-ჩვეულებრივი ფან გოგო ხარ ამხელა ქალი-თავი გადააქნია ანომ
-დაე ვიყო ჩაათაის ფან გოგო-ენა გადმოუყო ანოს და მისი სახის დანახვისას ბოლო ხმაზე გადაიკისკისა.
-ჰო კარგი,კარგი წამოვალ-სიცილით წამოდგა ფეხზე და ანოს გაბუსულ ლოყებზე მოეფერა.
ნახევარი საათი გააატარა კარადასთან და შესაფერისი ვერაფერი იპოვა.ყველაფერზე წუწუნებდა გავსუქდი და აღარ მიხდებაო.არა სულ რამდენიმე კილო იყო მომატებული.ძალიანაც უხდებოდა.საოცრად ლამაზი ორსული იყო.საბოლოოდ ძლივს იპოვა ერთიანი გამოყვანილი,მუხლამდე სიგრძის კაბა.ფორმებს რომ კარგად კვეთდა და საყვარელ მუცელს უჩენდა.ფეხზე ბოტასები მოირგო,სპორტული სტილის ჩანთა დაიჭირა და თავისი თავით კმაყოფილმა დატოვა სახლი ანოსთან ერთად.ქვემოთ ჩასულებმა ტაქსი გააჩერეს და მისამართი უკარნახეს.უკვე რა ხანია ნენე თავისი მანქანით აღარ დადის.ეშინია რატომღაც.ხშირად ცუდათ ხდება და ასე ჰგონია საჭესთან თვითონ თუ დაჯდება აუცილებლად რაღაც დაემართება.
ტაქსმა მყუდრო ბარის წინ გააჩერა.შიგნით შესულებს საოცრად მყუდრო გარემო და წყნარი მუსიკა დახვდათ.ძალიან მოეწონა ნენეს ეს ადგილი და კმაყოფილი ღიმილით გაუღიმა ანოს.მალევე დაინახეს კუთხის მაგიდასთან მსხდომი თავისიანები და მათკენ დაიძრენ.
-მზეთუნახავი გამოსულა,ოღონდ არანაირი გადატანითი მნიშვნელობით-გაეკრიჭა სანდო წინ დამჯდარ ნენეს
-სანდრექს ამდენხანს ვერ გიმხელდით,მაგრამ ახლა გული აღარ მითმენს...ვამპირი ვარ და მზეს ვერ ვენახები,მწვაავს-მთელი დრამატულობით დაიწყო ენა და დაამთავრა თუ არა სანდროს გამწარებული სახის დანახვისას გულიანად გადაიკისკისა
-ესეც 1:0 სანდროო-სიცილით უთხრა ანომ და ნენეს ხელზე ხელი დაკრა.
-უნდა იცოდე ვინ გამოიწვიო-კმაყოფილი სახით თქვა ნენემ და კომფორტულად მოკალათდა.
-ორსული ხარ და გითმობ უბრალოდ-გაიბრიქა სანდრო
-ორსულობას დააბრალე ახლა შენ ტვინი არ გიმუშაობდეს-წაკბინა წერეთელმა
-თეთრი დროშა,თეთრი დროშა-წამოიყვირა აკომ და თეთრი ხელსახოცის ფრიალი დაიწყო
-წამოდით რა ვიცეკვოთ-იდეა წამოაყენა თეკომ და სანდროს რამის თქმაც არ დააცადა ისე წამოგდო ფეხზე და საცეკვაოდ გაიყვანა
-აუ ჩვენც წამო რა-თვალები აუციმციმდა ანოს.აკომ ღიმილით მოკიდა ხელი და სცენისკენ წავიდნენ.ნენე წვენს სვამდა და ბედნიერი სახით უყურებდა მოცეკვავე წყვილებს.თან უხაროდა იმათი ბედბიერება.როგორი საყვარლები იყვნენ თავიანთ მამაკაცებთან.მიუხედავად მისი მდგომარეობისა ერთი წამითაც არც ეგოისტობდა და არც შურდა.ამ ფიქრებში იყო გართული უეცრად გვერდით ვიღაც რომ მიუჯდა.დაფეთებული დაუბრუნდა რეალობას და ძველი მომაბეზრებელი ნაცნობი რომ დაინახა იძულებით გაუღიმა
-როგორ ხარ საყვარელო-გაიწელა ლიკა და ლოყაზე აკოცა ნენეს
-კარგად ლიკა შენ როგორ ხარ?-ზრდილობის გამო მოიკითხა ნენემ
-ძალიან მაგრად,სასწაული ქმარი მყავს და არ მაკლებს არაფერს-გაილექსა ლიკა და 10 წუთში მთელი თავისი შესაშური ისტორია მოუყვა
-ძალიან მიხარია შენი ამბები-ოდნავ ჩატეხა ტუჩი ნენემ და ლიკას მზერას გააყოლა თვალი მუცელზე რომ უყურებდა
-ხო მეც გავიგე შენი ამბები და ვწუხვარ ძვირფასო-შეწუხებული სახე მიიღო ლიკამ და ხელზე ხელი დაადო ნუგეშის ნიშნად
-რა ამბები?-გაკვირვება ძლივს დამალა ნენემ.მისი და თავისი მეგობრების გარდა არავინ არაფერი იცოდა
-ბაბლუანმა რომ მიგატოვა და ორსულად დარჩი.კარგი გოგო ხარ რომ არ მოიშორე ბავში.რა მიისი ბრალია თქვენ თუ შეცდომა დაუშვით-ლამის ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან
-ლიკა შეცდომას ნუ უწოდებ ჩემს შვილს-ძლივს შეკავებული სიმშვიდით უთხრა წეერეთელმა.ცოტა აკლდა ეს აფერისტი და უტაქტო გოგო თმისგან რომ არ ეთრია.რა მისი სააქმე იყო სხვის საქმეში ჩარევა.მოუშხამა ხასიათი და გაუქრო ყველანაირი გართობის სურვილი.აქამდე ქუჩაში ამაყად დადიოდა,ეგონა არავინ იცოდა მისი ამბავი.თურმე ყველას სცოდნია.ახლა ალბათ გარეთაც ვერ გამოვა.განა იმიტომ რომ სასირცხვილო გააკეთა რამე?არა უბრალოდ ლიკასნაირი სხვის საქმეში ძრომიალა ადამიანებით არ უნდა ხასიათი გაიფუჭოს.
-ბოდიში საყვარელო...მე მეგონა გადახარშული გქონდა ეგ ამბავი-გაოგნებული სახით უთხრა და პირზე ხელი მიიფარა თეატრალურად
-ლიკა მგონი შენ გეძახიან-თავით ანიშნა ბარისკენ.უნდოდა როგორმე თავიდან მოეშორებინა
-უი მართლა?? კარგად,გამიხარდა შენი ნახვა-ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავმა და ხეელის ქნევით დაემშვიდობა.
მიუხედავად იმისა რომ მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია,მაინც ეტკინა გული.თითქოს მანამდე უფრო თავისუფლად იყო,როცა ეგონა რომ არავინ არაფერი იცოდა.ახლა ერთიანად შეიბოჭა.თვალებში ცრემლები მოაწვა და დაბინდული თვალებით ძლივს გაარჩია ცეკვით გართული მეგობრები.შეუმჩნევლად ადგა და დატოვა იქაურობა.სახლში მისულმა გეზი მაშინვე საძინებლისკენ აიღო და მოკუნტული დაწვა საწოლზე.დემეტრეს და მისი უპასუხისმგებლობის კიდევ ერთხელ გახსენებამ ატკინა გული.ტიროდა და იმის თავიც არ ჰქონდა ცრემლი მოეწმინდა.თითქოს ცრემლებს გულის დარდს ატნევდა და რაღაცნაირ შვებას გრძნობდა.ბავშვიც წყნარას იყო და არც გულის რევა აწუხებდა.იცოდა ალბათ დედიკოს ტკივილო და დაფიქრების საშუალებას აძლევდა.ასე ცრემლიანი თვალებით ჩაეძინა საბოლოოდ.



№1  offline წევრი davinna

auuu rato agvianeb uuuh..movkvdi lodinit.. ise dzalian mainteresebs demetre ratom dashorda da rato wavida ase utqmelad.. Male dade ra shemdegi tavi.

 


№2  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ მალე დადე შემდეგი თავი რა და გამარკვიე რა რატომ დაშორდა დემეტრე რა ფლუს დავიწვი ამ გოგოს საცოდაობით შეარიგე ეს წყვილი რა გთხოვ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№3 სტუმარი Niako

Agar daagviano da male dade shemdegi tavi

 


№4 სტუმარი lizazu

აუ სად დაიკარგე, ასე შეიძლება?! მალე დადე რა შემდეგი თავი. როგორ მეცოდება ნენე, ძალიან მაინტერესებს დემეტრეს გაუჩინარების მიზეზი, თუმცა მას ვერაფერი ვერ გაამართლებს. ნუთუ რა მოხდა იმ დილით, თუკი ღამით არაფერი ხდებოდა, ნენესთან ღამე გაატარა და დილით ისეთი რა მოხდა რომ ამდენი ხნით გაუჩინარდა, თითქოს არც არსებობდა, ძმკაცმაც რომ არაფერი იცის. rage

 


№5  offline წევრი casas

ბავშვებოო ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.არც კიი ვიცი თუ გამამართლებს რამე..აწი დაუსრულებელ ისტორიას აღარ დავდებ არაფრით..მადლობა ლოდინისთვის kissing_heart kissing_heart
რაც შეეხება ისტორიას,მალე გამოჩნდება დემეტრე და მიზეზებსაც გავიგებთ.

 


№6 სტუმარი lizazu

როდის ველოდოთ ახალ თავს?

 


№7  offline წევრი casas

lizazu
როდის ველოდოთ ახალ თავს?

როგორც კი დავწერ დავდებ.სავარაუდოდ ამ კვირაში

 


№8 სტუმარი ნოუნეიმ

Eee ratoo ar debb. Rashiaaa saqmeeee velodebi erti tveaaa maleee raaaa da didi tavi dade mocucqnuli ar gvinda:0))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent